Batumelebi | როგორ და რა პირობებით დააზღვევს ,,ჯიპიაი“ ციტრუსს როგორ და რა პირობებით დააზღვევს ,,ჯიპიაი“ ციტრუსს – Batumelebi
RU | GE  

როგორ და რა პირობებით დააზღვევს ,,ჯიპიაი“ ციტრუსს

 

„ჯიპიაი ჰოლდინგი’’ ადგილობრივ მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ინოვაციური გადაწყვეტილებებითა და სიახლეების დანერგვით გამოირჩევა. ჯანმრთელობის, ავტოდაზღვევის, ქონებისა და სხვა სახის დაზღვევის გარდა კომპანიას აქვს აგროდაზღვევის სერვისი, რომელზე მუშაობაც კომპანიამ ერთერთმა პირველმა დაიწყო. წელს ის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო და აჭარაში ფერმერების ციტრუსს სტიქიური უბედურებისაგან დააზღვევს. აჭარაში ფერმერებისთვის მთავარ სიახლეზე – ციტრუსის დაზღვევაზე „ჯიპიაი ჰოლდინგის’’ დასავლეთ საქართველოს გაყიდვების უფროსმა ნინო ფაციამ ისაუბრა.

 

ქალბატონო ნინორას ნიშნავს ციტრუსის დაზღვევა?

სტიქიური უბედურების შემთხვევაში, როგორიცაა: სეტყვა, ყინვა და ასე შემდეგ, სადაზღვევო  კომპანია იქნება გარანტი, რომ გლეხს სრულად აუნაზღაურდეს გაფუჭებული პროდუქცია. „ჯიპიაი ჰოლდინგი’’ 10 წელზე მეტია მუშაობს აგროდაზღვევის მიმართულებით და ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი მიზანია, ყველა ფერმერი იყოს დაცული. ერთი ტონა მანდარინის დაზღვევა ფერმერს მხოლოდ 2,4 ლარი დაუჯდება. აგროდაზღვევის მოქმედების ვადა 10 დეკემბრამდეა. თუ ვინმე იმის დაპირებას იძლევა, რომ 10 დეკემბრის შემდეგ მომხდარი სტიქიის შედეგად  მიყენებულ ზარალს აანაზღაურებენ,  ოსახლეობამ წინასწარ იცოდეს, რომ ეს თაღლითობაა.

ჯიპიაი ჰოლდინგის საოპერაციო დირექტორი დიმიტრი ძირტკბილაშვილი და კომპანიის დასავლეთ საქართველოს გაყიდვების უფროსი ნინო ფაცია
ჯიპიაი ჰოლდინგის საოპერაციო დირექტორი დიმიტრი ძირტკბილაშვილი და კომპანიის დასავლეთ საქართველოს გაყიდვების უფროსი ნინო ფაცია

 

როგორ მოხდება ზარალის შეფასება და კომპენსაციის გაცემა?

მხოლოდ გასულ წელს ჩვენ 400 000-ზე მეტი ლარი გვაქვს გაცემული კომპენსაციის სახით კახეთის რეგიონში. ასეულობით ფერმერი ჩვენი კომპანიის მადლიერია, რადგან დროულად ავანაზღაურეთ  თანხა და დიდ ფინანსურ ზარალს გადავარჩინეთ. სწორედ ეს არის დაზღვევის არსი – სტიქიური მოვლენისგან თავს ვერ დაიზღვევ, მაგრამ ფერმერი დაზღვევით მიიღებს კომპენსაციას, თუკი მოსავალი ამ სტიქიური ოვლენის გამო გაფუჭდა. როგორც კი ვიღებთ შეტყობინებას ფერმერისგან, ჩვენი ექსპერტი იმავე დღეს გადის ადგილზე და აფასებს ზარალის მოცულობას. ყველაფერს აღვბეჭდავთ დოკუმენტურად და საბუთების  აფორმების შემდეგ, 15 დღის ვადაში, გავცემთ კომპენსაციას.

რამდენად შეფასდება ესა თუ ის კულტურამაგალითადთუკი მანდარინი გაეყინა გლეხს,  რამდენს გადაუხდით?

თითოეული კულტურა არის შეფასებული სახელმწიფოს არსებული საბაზრო ფასებით და ჩვენც ამით ვხელმძღვანელობთ. მაგალითად, ერთ კილოგრამ მანდარინს ვაზღვევთ 49 თეთრად, ერთ კილოგრამ ლიმონს და კივს – 96 თეთრად. ძარალის დროსაც ამ ფასებით ვიხელმძღვანელებთ. ფერმერთა გარკვეულ ჯგუფს არ მოსწონს ის, რომ დაზღვევის პერიოდი 10 დეკემბერს იწურება, მაგრამ აგროდაზღვევის პირობები შეთანხმებულია და დადგენილია სახელმწიფოს მიერ, ისევე როგორც განფასების ტარიფები. თითოეულ კულტურაზე არის დადგენილი ასევე ვადები, ვინაიდან ყველაფერს აქვს თავისი წესი. მანდარინის აღება 10 დეკემბერს უკვე დასრულებული უნდა იყოს – ამ წესს მისდევს ფერმერების 99%. ძირითადად კი ნოემბრის ბოლოს უკვე აღებულია მოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, განუზომლად იზრდება,მაგალითად, მოყინვის რისკი და ამ რისკს არც ერ- თი სადაზღვევო კომპანია არ აიღებს თავის თავზე.

როგორ ხდება სადაზღვევო პოლისის გაფორმება?

პოლისის გაფორმება მარტივი პროცედურაა. ჩვენ განაცხადები უკვე შემოგვდის და რამდენიმე ათასი ფერმერი დაინტერესდა ჩვენი დაზღვევით. ადგილზე ხდება განაცხადის შევსება, ფართობების ზუსტი დადგენა, განაცხადის შევსებაში ეხმარებიან ჩვენი წარმომადგენლებიც, რომლებიც თითქმისყველა სოფელში გვყავს.

რა უპირატესობით გამოირჩევა „ჯიპიაი’’  სხვა კომპანიებისაგანრომლებსაც აქვთ ასევე აგროდაზღვევა და რატომ უნდა აირჩიოს ფერმერმა თქვენი კომპანია?

ფერმერი როცა ფიქრობს დაზღვევაზე, მან ორი პრიორიტეტით უნდა აირჩიოს დამზღვევი კომპანია – ეს არის გამოცდილება და რეპუტაცია, „ჯიპიაი ჰოლდინგს’’ აქვს რეპუტაცია და დიდი გამოცდილებაც. ციტრუსის დაზღვევის პროგრამაში ისე- თი კომპანიები მონაწილეობენ, რომლებმაც ახლა, ამ პროექტის გამო, დაიწყეს აგროდაზღვევა და მანამდე ერთი ზარალიც არ აქვთ ანაზღაურებული ფერმერისთვის. „ჯიპიაი ჰოლდინგი’’ კი უკვე 10 წელზე მეტია ამ მიმართულებით ემსახურება გლეხებს საქართველოს ყველა რეგიონში – განსაკუთრებით კახეთსა და ქართლში და დღემდე 1 მილიონამდე ლარი აქვს ანაზღაურებული ფერმერებისთვის სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალისთვის. გვაქვს ასევე მეცხოველეობის დაზღვევაც. გურიის რეგიონში ჩვენს კომპანიას კარგად იცნობენ, რადგან ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც აქ საქმიანობა დაიწყო წლების წინ. ასევე ჩვენ გვყავს კომპეტენტური კადრები, რომლებიც თითქმის ყველა სოფელში მუშაობენ. Iსინი მაქსიმალურად ცდილობენ სწრაფად მიაწოდონ ინფორმაცია და დაეხმარონ განაცხადის შევსებასა და დაზღვევის მიღებაში გლეხებს.

თქვენ ხართ დასავლეთ რეგიონის ხელმძღვანელირამდენად იცნობთ აჭარის გარემოსა დამოსახლეობის მოთხოვნებს?

მაქსიმალურად ვცდილობთ შევისწავლოთ ჩვენი დაზღვეულებისა და პოტენციური დაზღვეულების სურვილები. ჩვენ მარტო აგროდაზღვევის კუთხით არ ვთანამშრომლობთ ხალხთან, მანამდე სხვადასხვა სოციალური პროგრამა გვქონდა, მაგალითად, უმწეოთა დაზღვევის პროგრამა, რითაც ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. აქტიურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტში. მე, პირადად, თითქმის ყველა სოფელი მაქვს შემოვლილი და მოსახლეობასაც ვიცნობთ. ყოველღიურად ვმართავთ შეხვედრებს  ოსახლეობასთან. კვირაში ერთხელ მაინც კი მაღალმთიან რაიონში ავდივართ. ვხვდებით როგორც მოსახლეობას, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც იქ მუშაობენ.

ყველაზე მეტად რა მოთხოვნები აქვთ და რა იკვეთება აჭარისთვის დამახასიათებლად?

ძირითადად მთელს საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევას აკეთებენ, ესაა: კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა, ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა, ბინების დაზღვევა და ასე შემდეგ. წელს მოსახლეობასთან ციტრუსის დაზღვევის ფარგლებში შეხვედრისას გურიასა და აჭარაში პრიორიტეტად თხილის დაზღვევა გამოიკვეთა.

როგორ ითვალისწინებთ მათ მოთხოვნებს?

პირველ რიგში, მოთხოვნას გადავცემთ სათავო ოფისს, რომელიც სწავლობს, თუ რა პირობით შეგვიძლია ჩვენ ამა თუ იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება. კომპანიის ხელმძღვანელობა ჩავაყენე საქმის კურსში და მომავალ წელს შესაძლებელია თხილის დაზღვევაც შევთავაზოთ ფერმერებს. რაც შეეხება სხვა პროდუქტს, აჭარაში ხეხილის დიდი პლანტაციები არ არის, მაგრამ თუ მოთხოვნა წამოიჭრა, რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებელია მითუმეტეს, რომ გვაქვს გამოცდილება, ქართლში სწორედ ხეხილს ვაზღვევთ.

 

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ 2001 წელს დაარსდა. 2006 წლიდან ის ევროპის ერთერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის, ,,ვენის სადაზღვევო ჯგუფის’’  წევრია _ ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოში, როცა უცხოური კომპანია ადგილობრივი კომპანიის აქციონერი გახდა. „ჯიპიაი ჰოლდინგმა~ საქართველოში პირველმა გამოიტანა ხელმისაწვდომი სადაზღვევო პროდუქტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ავტოდაზღვევა, ასევე დაზღვევა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და საკრედიტო შენატანების დაზღვევა. დღესდღეობით კომპანიის კლიენტები არიან საქართველოს წამყვანი ბანკები, უძრავი ქონებისა და სამშენებლო კომპანიები, ნავთობკომპანიები და რამდენიმე ასეული საშუალო და მცირე ზომის ბიზნესორგანიზაცია. 2013 წლის მონაცემებით „ჯიპიაი ჰოლდინგი’’ სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია და მის 23%-ს აკონტროლებს. „ჯიპიაი ჰოლდინგი’’ 13 წლის მანძილზე ოთხჯერ დასახელდა საუკეთესო კომპანიად, ორჯერ კი „ოქროს ბრენდის’’  სტატუსი მიანიჭეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
რეკლამა