ნეტგაზეთი • RU

ჯაბა ანანიძე ქარტიის გადაწყვეტილებას აფასებს

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ საქმეზე – “მედეა ვასაძე ჯაბა ანანიძისა და ირმა ზოიძის წინააღმდეგ” გადაწყვეტილება მიიღო. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ და პროდიუსერმა ირმა ზოიძემ დაარღვიეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპი საგამოძიებო ფილმში – „უმაღლესი კომფორტით.“ 

 

საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორმა და პროდიუსერმა რამდენიმე ეპიზოდში დაარღიეს ქარტიის პირველი პრინციპი, ხოლო მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპები არ დაურღვევიათ.  

 

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე “ბათუმელებთან” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებას აფასებს.

 

“ჟურნალისტური ეთიკის და სტანდარტების დასაცავად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეთიკური ქარტიის არსებობა. თუკი საზოგადოების რომელიმე წევრი, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელი მიმართავს ამ ქარტიას თუნდაც ჩემ წინააღმდეგ, აბსოლუტურად ჯანსაღი და მისაღებია.

 

ფაქტი ისაა, რომ პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ ჟურნალისტებთან ურთიერთობა. იმ სატელეფონო საუბრის შემდეგ, რაც ჩემთან ჰქონდა მედეა ვასაძეს, როცა ის თავს დამესხა, ზუსტად ამის შემდეგ იყო ამ საქმის განხილვა ჩემთვის აბსურდული. დეპუტატმა დღესაც ცილი დაგვწამა და დღესაც არაერთხელ იცრუა ქარტიის საბჭოს სხდომაზე. „აბსურდი“ იმიტომ, რომ „მედეა ვასაძეები“ ამის შემდეგ იგივე გზას არჩევენ ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს.

 

ჟურნალისტები კი მეტად ფრთხილად ვიქნებით, რომ არ დავუშვათ ისეთი შეცდომა, როგორიცაა, მაგალითად, რომელი მარკის მანქანა ემსახურება მედეა ვასაძეს – მიცუბიში თუ სედანი,” – ამბობს ჯაბა ანანიძე. 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"