Batumelebi | ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა – Batumelebi
RU | GE  

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა

 

ბათუმში კოკისპირული წვიმის შედეგად ქუჩების ნაწილი დატბორილია. “ჭაობისა” და ავტოსადგურის ტერიტორიაზე მუხლებამდე წყალი დგას. ამ ქუჩების მიმდებარედ სახლის ეზოები და კორპუსის სადარბაზოები წყლითაა სავსე. შეზღუდულია მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება. 

 

როგორც “ბათუმელებს” აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, დღეს სრული დატვირთვით მუშაობენ, მოსახლეობა სამაშველო სამსახურს სახლში შესული წყლის ამოტუმბვას სთხოვს. 

 

“ისეთი შემთხვევაც გვქონდა, რომ ერთ ადგილას სამჯერ გამოგვიძახეს, მაგრამ სანამ არ გამოიდარებს, მუშაობას აზრი არა აქვს, რადგან წყალი ისევ დგება. დატბორილია ქუჩები ჭაობში, ავტოსადგურისა და ფარეხის მიმდებარე ტერიტორია.” 

 

მამუკა თურმანიძის თქმით, მსხვერპლი ან სხეულის დაზიანების შემთხვევა არ არის. 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"