ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაასრულა მსჯელობა საქმეზე – მედეა ვასაძე ჯაბა ანანიძისა და ირმა ზოიძის წინააღმდეგ.
განმცხადებელი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ და პროდიუსერმა ირმა ზოიძემ დაარღვიეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველ, მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპი საგამოძიებო ფილმში – „უმაღლესი კომფორტით.“
საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორმა და პროდიუსერმა რამდენიმე ეპიზოდში დაარღიეს ქარტიის პირველი პრინციპი, ხოლო მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპები არ დაურღვევიათ.