Batumelebi | მედიაკონფერენცია ბათუმში [ფოტო] მედიაკონფერენცია ბათუმში [ფოტო] – Batumelebi
RU | GE  

მედიაკონფერენცია ბათუმში [ფოტო]

 

ბათუმში ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ორგანიზებით მედიაკონფერენცია მიმდინარეობს. მედიაკონფერენცია მისასალმებელი სიტყვით ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა გახსნა. შემდეგ კი რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა იმ პრობლემების და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს რის წინაშეც დღეს დგას რეგიონული მაუწყებლები, პრესა და ონლაინ მედია. 

 

„კარგი ხარისხის კონტენტის შექმნა, აი ეს არის მთავარი გამოწვევა და სწორედ ამას უკავშირდება სხვა ყველაფერი,“ – ამბობს ნათია კუპრაშვილი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე.

მისივე თქმით უკვე მესამე წელია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ჩატარებული მედია კონფერენცია ჟურნალისტებს აძლევს განსაკუთრებულ ცოდნას.

„იმიტომ რომ ეს არის ცოდნა რომელიც გროვდება ადგილზე, რომელიც გროვდება პრაქტიკულად განხორციელებული საქმიდან გამომდინარე. ახლა ვუსმენდი ჩემი კოლეგების გამოსვლას ონლაინ პრესიდან და ეს არის ძალიან ზუსტი აქცენტები იმის შესახებ, თუ სად არის პრობლემა, სად არის მეტი სიახლე. ამიტომ ეს ცოდნა აღარ იკარგება არსად, გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენს საკუთარ განვითარებაზე ავსახოთ,“ -ამბობს ნათია.

„ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“  არის ის ორგანიზაცია რომელზეც თამამდ შემიძლია ვთქვა რომ გადაარჩინა ქართული მედია.  გადაარჩინა იმ დროს როდესაც ძალიან ძნელი იყო როგორც დაფინანსების მოპოვება კარგი საქმის გასაკეთებლად, ასევე ძალიან ძნელი იყო პროფესიული კუთხით კარგი საქმეების კეთება, რასაც  სერიოზული რესურსი უნდოდა. ასევე სერიოზული რესურსი უნდოდა იმ ნოვაციებს რომელიც წლების განმავლობაში ინერგებოდა ქართულ მედიაში და ეს ფონდი იყო მართლა ნომერი პირველი ქართული მედიის მხარდაჭერის კუთხით. განსაკუთრებით რეგიონულ მედიას ვგულისხმობ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ჟურნალისტი ია ანთაძე.

კონფერენციის მეორე ნაწილი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს, ამჟამად არსებულ მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

კონფერენციის მესამე ნაწილი ახალ მედიას შეეხება. დღესვე დაგეგმილია სტუდენტთა მიერ შექმნილი ჟურნალისტური პროექტების პრეზენტაცია. დასკვნით ნაწილში კი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით მომზადებული გამოცემებისა და სასწავლო პროექტების პრეზენტაცია გაიმართება.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი