სიყვარული ჟამიანობის დროს

 

 

„სიყვარული ჟამიანობის დროს“ მარკესის სასწაულთაგან უდიდესი სასწაულია. საერთოდ, ასეთ მწერლებზე წერა ძალიან რთულია – უკვე იმდენი ითქვა, იმდენი აზრი გაჩნდა… „მაგრამ „სიყვარული“ არ არის მარკესის მორიგი წიგნი. ის საერთოდ არ ჰგავს არც მარტოობის ას წელიწადს, არც პოლკოვნიკს, არც გენერალს, არც პატრიარქს, არც მეძავებს… არც ერთს. ეს წიგნი თავიდან ბოლომდე გიჟურ, თავგანწირულ, საზღვრებს გადასულ, ცოტა უცნაურ სიყვარულზეა. და ლათინურ ამერიკაზე.

 

რამდენი წიგნი შეიძლება ვიცოდეთ მოხუცების სიყვარულზე? ალბათ, რამდენიმე. რამდენი წიგნი შეიძლება ვიცოდეთ მოხუცების, ღრმად მოხუცების ვნებიან, ეროტიზმით სავსე სიყვარულზე? არც ერთი. ჰოდა, „სიყვარული ჟამიანობის დროს“ სწორედ მოხუცების  ასეთ სიყვარულზეა, უფრო სწორად, სიყვარულსა და გრძელ გზაზე, მოხუცებულობამდე.

 

ექიმ ხუვენალ ურბინოს, მიუხედავად თანაცხოვრების სირთულეებისა, ძალიან უყვარს თავისი მოხუცი ფერმინა დასა. ფერმინა დასასაც უყვარს თავისი ქმარი მისი პროთეზით, სახსრების ტკივილით, ვერშეკავებული შარდით, სახლის ფლოსტებით… უყვარს იმ მრავალი პრობლემური წლისა და ქარიშხლისშემდგომი, ბებრული სიმშვიდის გამო. მაგრამ ფერმინა დასა კიდევ ერთ კაცს უყვარს, თანაც, 50 წელზე მეტი ხანია.

 

ჩვენს მკითხველს ზოგჯერ ფამუქის „უმანკოების მუზეუმიდან“ ქემალის გიჟური, მანიაკალური სიყვარულისა უკვირს ხოლმე. ქემალის სიყვარული მოსატანიც კი არ არის ფლორენტინო არისას ნახევარსაუკუნოვან, დაჟინებულ, გაუხარელ სიყვარულთან.

 

როცა 18 წლის ხარ, გგონია,  30 წლის შემდეგ ცხოვრება მთავრდება. მაგრამ 80 წელს მიღწეულ ადამიანებს ზუსტად ისევე ახარებთ ცხოვრება, როგორც 18 წლის ასაკში. ზუსტად ისევე უნდათ, ვინმე  უყვარდეთ და თავადაც იყვნენ საყვარელნი. ჰოდა, მოხუცების სასიყვარულო სამკუთხედი როგორი წარმოსადგენია? კომიკურად და საძრახისად ჟღერს? სულაც არა.  ძალიან ლამაზია სიყვარული ჟამიანობის დროს. ლამაზია 80 წლის მოხუცების სიყვარული, რომლებიც დღედღეზე ელიან სიკვდილს და ამის გამო მაშველი რგოლივით ებღაუჭებიან ყოველ წამს და ყოველ სიკეთეს, რომელსაც ეს წამი გადმოუგდებთ.

 

ჰოდა, დაუმატეთ ამ ყველაფერს ლათინური ამერიკა, მულატები და თეთრკანიანები, ლამაზი ქალები, ყველაფერზე წამსვლელი, თავზეხელაღებული ხალხი, თუთიყუშები და მაიმუნები, ზარმაცი და წმინდათაწმინდა სიესტები და ეს წიგნი აუცილებლად გახდება თქვენი უდიდესი სიყვარული. სიყვარული ჟამიანობის, სირთულეებისა და განსაცდელის დროს.

 

ვაქცინა და ხალხური მედიცინა – როგორ ვებრძოლოთ გრიპს

 

ინფექციონისტ ლალი საღარაძის თქმით, უბრალო გაცივებისგან განსხვავებით გრიპი მაღალი ტემპერატურით ხასიათდება და საშუალოდ 3-5 დღე მიმდინარეობს. „გრიპს ახასიათებს: თავისა და სახსრების ტკივილი, გულის რევა, ცრემლდენა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ხველა”, – ამბობს ის.

 

ლალი საღარაძე ამბობს, რომ გამომწვევი ვირუსის მიხედვით, გრიპის ბევრი სახეობა არსებობს და ისინი კლინიკურადაც განსხვავებულად მიმდინარეობს: „ეს შეიძლება იყოს პარაგრიპი, რომელიც, მართალია, მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მაგრამ საყურადღებოა იმით, რომ ბავშვებში შეიძლება ე.წ. ცუკრუპი განავითაროს. არის ასევე რინოვირუსული ინფექცია, რომელიც მაღალი ცხელებით არ მიმდინარეობს და ახასიათებს რინორეა, ანუ ცხვირიდან გამონადენი. ადენოვირუსულმა ინფექციამ, რომლის დროსაც გამოხატულია კატარალური მოვლენები (ხველა, ცხვირიდან გამონადენი და სხვა), შეიძლება გამოიწვიოს კონიუქტივიტი, ანუ თვალის ლორწოვანი გარსის დაზიანება, ასევე შესაძლოა რესპირატორულ გამოვლინებებს თან ახლდეს დიარეაც“.

 

„აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის, მარო ჩხაიძის თქმით, გრიპის აქტიური სეზონი წლის მეორმოცე კვირიდან იწყება. „ეს პერიოდი 7 ოქტომბრიდან უკვე დადგა და იგი მომავალი წლის მეოცე კვირის ჩათვლით გაგრძელდება“. მისივე თქმით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პირველადი შედეგებით გრიპის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება არ აღინიშნება, თუმცა დაავადების პიკს მომავალი წლის თებერვალ-მარტში ელოდებიან.

 

გრიპის პროფილაქტიკური ღონისძეებებიდან ყველაზე ეფექტური საშუალება გრიპის ვაქცინაა. გრიპის ვაქცინაციის დროს ორგანიზმში გრიპის ვირუსის ცილები ხვდება, რის შედეგადაც ორგანიზმში სპეციფიკური ანტისხეულები გამომუშავდება. ლალი საღარაძის თქმით, ვაქცინის გაკეთება სწორედ ახლა – სექტემბრის ბოლოსა და ოქტომრბის დასაწყისშია რეკომენდებული, რათა ორგანიზმმა მოასწროს იმუნიტეტის გამომუშავება. როცა ანტისხეულების ტიტრი სისხლში მაღალია, ეს იმის მანიშნებელია, რომ ადამიანს აქვს იმუნიტეტი ამ დაავადების მიმართ. „გრიპის ვაქცინის გაკეთება აუცილებელიც კია ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისა და ხშირად მოავადე ადამიანებისთვის. ვაქცინის გაკეთების შემდეგ, შეიძლება მაინც დაავადდეს ადამიანი გრიპით, მაგრამ მისი კლინიკური მიმდინარეობა გაცილებით უფრო მსუბუქი იქნება, ვიდრე აუცრელი ადამიანის“, – ამბობს ლალი საღარაძე.

 

ვაქცინის გასაკეთებლად უბნის ექიმს ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უნდა მიმართოთ. გარდა ამისა, სეზონური გრიპის ვაქცინები აფთიაქებშიც იყიდება. ლალი საღარაძის თქმით, ეს ფრანგული წარმოების ვაქცინებია და მათ ალერგიული რეაქციები არ ახასიათებთ. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის საშუალო ფასი 90 ლარია.

 

იმ შემთხვევაში, თუ გრიპი მძიმედ მიმდინარეობს, ექიმი კონსულტაციის შემდეგ ნიშნავს ანტივირუსულ პრეპარატებსა და ანტიბიოტიკებს. ლალი საღარაძის თქმით, ხშირად იმის შიშით, რომ გრიპი არ გართულდეს, ადამიანები გრიპის პირველი დღეებიდანვე იწყებენ ანტიბიოტიკების მიღებას, რაც აქვეითებს იმუნიტეტს და უფრო ხშირად სწორედ ამ პაციენტებს ურთულდებათ დაავადება.

 

გრიპის პროფილაქტიკისა და მასთან ბრძოლისთვის ზოგიერთი ხალხური მეთოდიც ეფექტურია. ინფექციონისტის თქმით, ნიორი შეიცავს ნივთიერებებს, რომელთაც შეუძლიათ პროფილაქტიკა ჩაუტარონ გრიპის ვირუსებს. „ასევე ეფექტურია ხილისა და განსაკუთრებით კი ციტრუსის, დიდი რაოდენობით მიღება, რადგანაც იგი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რომელიც კარგი საშუალებაა ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად. ასე რომ, ეს მეთოდები სრულიად გამართლებულია“,- ამბობს ლალი საღარაძე.

 

ექიმის რეკომენდაცია: „უმჯობესია გრიპის მკურნალობისას სახლში დარჩეთ. ოთახი, სადაც გრიპიანი პაციენტი წევს, ხშირად უნდა განიავდეს, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, ხილი, ცილოვანი საკვები ვიტამინები და სიმპტომური საშუალებები, მაგალითად, სიცხის დამწევები – მაღალი ტემპერატურისას (მაღალ ტემპერატურად მიიჩნევა 38-ზე მაღლა, ზოგი 37.5-ს დროსაც იღებს სიცხის დამწევს. ასეთი გამონაკლისი შეიძლება მხოლოდ მაშინ დავუშვათ, თუ პაციენტი ბავშვია და მას ტემპერტაურაზე კრუნჩხვითი რეაქცია აქვს), ცხვირში ჩასაწვთებელი საშუალებები – ცხვირიდან გამონადენის დროს, ხველის საწინააღმდეგო საშუალებები იმის მიხედვით, თუ როგორ ახველებს პაციენტს“.

 

გრიპის კლინიკური ნიშნების არსებობის შემთხვევაში ადამიანი უნდა მოერიდოს როგორც სამსახურში სიარულს, ისე ოჯახის წევრებთან ახლო კონტაქტს, რათა თავად არ გახდეს ინფექციის წყარო და სახლში თუ ქუჩაში აუცილებლად ატაროს ნიღაბი. გარდა ამისა, „აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ რეკომენდაციით, გრიპის ვაქცინის გარდა პრევენციისთვის აუცილებელია ისეთი მარტივი ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა ხელების ხშირად დაბანა და საცხოვრებელი ადგილებისა თუ სათავსოების ხშირი განიავება.

 

 

ახალგაზრდა გამომგონებლები ბათუმიდან

 

„ჩვენს პროექტს, რომელიც საკონკურსოდ წარვადგინეთ, ერქვა „გონიერი შუქნიშანი“. ყველამ ვიცით, რომ 2014 წელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დაცვის წლად არის გამოცხადებული. შესაბამისად, ჩვენც ჩვენი გამოგონებით ვეცადეთ უსინათლოებს დავხმარებოდით. კონკურსის შესახებ ჩვენი სკოლის დირექტორის, ნინო მურვანიძისგან შევიტყვეთ. მივხვდით, რომ შეგვეძლო მონაწილეობა და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. ძალიან დაგვეხმარა ჩვენი ფიზიკის მასწავლებელი დიმიტრი ბერია. მაკეტი დავამზადეთ და გავიმარჯვეთ კიდეც. მეორე ადგილზე გავედით კონკურსში“,- ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი ბესო ქვაციხელი.

 

ბესო პროექტის არსს დეტალურად გვიხსნის: „ბათუმში დაგებულია ღარიანი ფილები. უსინათლოს შეუძლია ამ ფილებს ხელჯოხით გაყვეს და არ აერიოს ორიენტაცია. როდესაც გზაჯვარედინთან მივდივართ, ფილა წყდება და ღარი მთავრდება. იქვე არის პატარა ბურთულები, რომლებიც ეუბნება უსინათლოს, რომ გადასასვლელია.

 

ჩვენი პროექტის იდეა იყო შემდეგი: ეს ბურთულები უნდა ამოგვეღო და მის ნაცვლად ჩაგვესვა ელექტრომაგნიტი. მაშინ, როდესაც ქვეითის გადასასვლელზე წითელი აინთება, ხელჯოხზე რკინის დაბოლოებას ელექტრომაგნიტი მიიზიდავს. ამით ანიშნებს უსინათლოს, რომ არ უნდა გადავიდეს გზაზე. როდესაც ქვეითის მწვანე აინთება, ჩაირთვება უკვე საავტომობილო გზაზე დაგებული ელექტრომაგნიტი, მსუბუქი ელექტრომაგნიტური ველის დახმარებით ჯოხს მიიზიდავს და ამას გაყვება. ჩვენი გამოგონება დაეხმარება უსინათლოს ქუჩის უსაფრთხოდ გადაკვეთაში“, – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი ბესო ქვაციხელი.

 

„ამ პროექტით გვინდოდა გარკვეულწილად შეგვემსუბუქებინა უსინათლოთა მდგომარეობა და ჩვენი წილი შეგვეტანა ქალაქის განვითარებაში. იდეაზე ვმუშაობდით ჯგუფურად და ვცდილობდით ერთმანეთისთვის მიგვეწოდებინა  ჩვენი იდეები“, – ამბობს ნინო ხიმშიაშვილი, პროექტის ერთ-ერთი ავტორი. 

 

 

გამარჯვებულ გუნდს კონკურსის ორგანიზატორებისგან 3000 ლარი გადაეცა. ასევე გუნდის სამივე წევრი გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში ახალგაზრდა გამომგონებელთა კონგრესზე. 

 

„დიდი გამოცდილება შეგვძინა პროექტზე მუშაობამ. ვიყავით კალიფორნიაში, ლოს- ანჯელესში, სადაც სხვა ახალგაზრდა გამომგონებლებიც იღებდნენ კონკურსში მონაწილეობას. შევხვდით ნობელის პრემიის ლაურეატებს, რომლებმაც პირადად ჩვენს პროექტში გარკვეული შტრიხი შეიტანეს. მოგვცეს სხვადასხვა დარიგება, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეს პროექტი, როგორ უნდა მივცეთ მას წინსვლა და როგორ დავხვეწოთ. გამოცდილებაც გვაქვს ძალიან დიდი. ჩვენი იდეის რეალობად ქცევას  არცთუ ისე დიდი თანხა სჭირდება. ეს გამოადგება იმ ადამიანებს, ვისაც უჭირს ქუჩაზე გადაადგილება. ეს იქნება ძალიან კარგი პროექტი, თუ მას განავითარებს ბათუმის მერია. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება მერიასთან, თუმცა ჯერ არ ვიცით, რას გადაწყვეტენ“, – ამბობს ზაზა ირემაძე, „გონიერი შუქნიშანის“ ერთ-ერთი ავტორი.

 

ბესო და ზაზა ახლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობენ. ბესო ამბობს, რომ აპირებს უნივერსიტეტში ახალგაზრდა გამომგონებელთა კლუბი დააარსოს.

 

„გადავწყვიტე, უნივერსიტეტში დავაარსო გამომგონებელთა კლუბი. იდეებს გავცვლით, ერთმანეთს გავიცნობთ. ვფიქრობ, კონკურსსაც ჩავატარებთ, სადაც ახალგაზრდა გამომგონებლები შეეჯიბრებიან ერთმანეთს“, – ამბობს ბესო ქვაციხელი.

 

ბესოს აზრით, სამეცნიერო მუშაობა დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს.

 

„გონიერ შუქნიშანზე“ მუშაობის პერიოდში გაკვეთილების მერე მიწევდა დარჩენა და მუშაობა. შაბათ-კვირასაც ვმუშაობდი. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, დიდ შრომას მოითხოვს იყო გამომგონებელი და გააკეთო რაიმე კარგი, რაც ადამიანს გამოადგება“, – ამბობს ბესო.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ნორჩ გამომგონებელთა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი 2014“ მიმდინარე წელსაც აცხადებს.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მსურველებს ნამუშევრების ელექტრონული დარეგისტრირება შეუძლიათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და რუსთაველის ეროვნული ფონდის ვებგვერდებზე: www.mes.gov.ge  www.rustaveli.org.ge  

 

წარდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს გამოგონების როგორც ტექსტურ აღწერილობას, ასევე შესაბამის მაკეტს, მოდელს ან ნახაზებს. ელექტრონული რეგისტრაცია 3 ნოემბერს, ხოლო ნამუშევრების ფონდში წარდგენა 13 ნოემბერს დასრულდება. გამარჯვებულებს ჟიური 6 დეკემბერს დაგეგმილ გამოფენაზე გამოავლენს.

 

სპორტის გაკვეთილი შეფასების გარეშე

 

საშუალო სკოლებში საბაზო საფეხურიდან მოსწავლეებს საშუალება აქვთ სპორტის იმ სახეობაში იასპარეზონ, რომელიც სკოლას აქვს არჩეული. არჩეულ სახეობებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სპორტის მასწავლებლის კვალიფიკაცია განსაზღვრავს. ბათუმის #2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ სპორტის გაკვეთილები ყველა კლასს კვირაში ორჯერ უტარდება, სპორტის მასწავლებლების ანაზღაურება კი სხვა საგნების პედაგოგების ანაზღაურების ანალოგიურია.

 

„ჩვენს სკოლაში სპორტის ოთხი მასწავლებელი ასწავლის, ყველა მათგანს სპორტის მიმართულებით აქვს განათლება მიღებული, ყოფილი სპორტსმენები არიან და ძალიან კარგად ამეცადინებენ ბავშვებს. ჩვენ მიერ არჩეული სახეობები ისეთია, რომ სპორტის მასწავლებელს საგაკვეთილო პროცესშივე უწევს აქტიური მუშაობა“, – ამბობს მარიზა აბაშიძე.

 

სპორტის გაკვეთილი

 

ქედის რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი ნადიმ ზანაქიძე ამბობს, რომ მათ მუნიციპალიტეტში არჩეულ სპორტის სახეობას შუახევში სპორტისადმი ტრადიციული დამოკიდებულებაც განსაზღვრავს. „ისტორიულად სახეობები ზონებად იყო დაყოფილი, ქედის ზემოთ პოპულარული იყო ფრენბურთი, ცენტრალურ ნაწილში, სადაც ვაკეა _ ფეხბურთი და კალათბურთი, ქვემოთ – ხელბურთი. ახლა ამ სფეროში სპეციალისტები არ ჰყავთ და აქაც ფეხბურთსა და კალათბურთს ასწავლიან. ვაიოს სკოლის მოსწავლეები მაგიდის ჩოგბურთში არიან საქართველოს ნაკრების წევრები, პირველი მაისის სკოლას ჭადრაკში ჰყავს საქართველოს ნაკრების წევრები“, – ამბობს ნადიმ ზანაქიძე.

 

მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილები მაღალ კლასებში ნაკლებად მოსწონთ. ისინი ამბობენ, რომ უფრო მეტ დროს სწავლასა და გამოცდებისთვის მზადებას უთმობენ. შესაბამისად მიაჩნიათ, რომ სპორტის გაკვეთილი „დროს აკარგვინებს“. ამ ტენდენციაზე სპორტის მასწავლეებლებიც საუბრობენ. მათი თქმით, დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეების მხოლოდ 30 პროცენტი ერთვება საგაკვეთილო პროცესში აქტიურად. „მაღალ კლასებში კარგავენ ინტერესს, თუმცა ყოველთვის არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც სპორტის გაკვეთილი ახარებთ და პირიქით. როცა შეფასება იყო, მეტი მოტივაცია ჰქონდათ, ნიშნის გამო მონაწილეობდნენ პროცესში,“ – ამბობს ირინე მამულაძე, ბათუმის #2 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი. ირინა სკოლებში სპორტული ინვენტარის სიმცირის შესახებაც საუბრობს.

„მწირი ინვენტარი გვაქვს. სკოლისთვის რთულია ამ ინვენტარის შეძენა, მარტო ტანვარჯიშის ლეიბი 800 ლარად შეგვიფასეს. ინვენტარის არარსებობის გამო ავირჩიეთ კალათბურთი, ფეხბურთი და ფრენბურთი. შემიძლია ვთქვა, რომ წამყვანი ჯგუფები გვყავს ქალაქში – ჩვენი მოსწავლეები ხშირად იმარჯვებენ, მაგრამ ზოგიერთს არ მოსწონს სპორტის ის სახეობა, რომელსაც უმრავლესობა ირჩევს, ზოგს ბურთზე მეტად კოტრიალი უნდა, ამიტომ იყო კარგი, როცა პერიოდულად გავდიოდით ყველა სახეობას. მრავალფეროვნება საჭიროა, ბავშვებს ერთი და იგივე ბეზრდებათ“, – ამბობს ირინე, რომელსაც #1 სკოლის მასწავლებელი ზვიად აბაშიძეც ეთანხმება.

 

„ადრე ისეთი მატერიალური ბაზა გვქონდა, მოსწავლეებს ყველა სახეობაზე ვავარჯიშებდით, ახლა აღარაა ეს მოწყობილობები სკოლებში და ბავშვების უმეტესობას ურჩევნია მარტივი თამაშები ითამაშოს. ეს პირველი სკოლის მეორე კორპუსია, პირველში უკეთესი პირობები გვაქვს, ამ შენობაში დროებით ვართ. დაძალება არ შეიძლება ბავშვზე, რაც შეუძლია და რაც სურს, ის უნდა გააკეთოს, გაკვეთილი უნდა იყოს ხალისიანი, ყველა კლასში არიან აქტიური და პასიური ბავშვები. აქტიურ ბავშვებზე არაფერი მოქმედებს, აბიტურიენტობის პერიოდშიც კი ცდილობენ ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში, ფორმას ატარებენ, არ აცდენენ გაკვეთილს. სამწუხაროდ, მშობლებსაც ასე მიაჩნიათ – მთავარი არის სწავლა და სპორტი მეორე ხარისხოვანი“, – ამბობს ზვიად აბაშიძე.

 

შუახევის რესურსცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში  სპორტის 48 მასწავლებელი ასწავლის და ყველა მათგანს სპეციალობაში აქვს მიღებული უმაღლესი განათლება.

 

მსგავსი შედეგი არ აქვთ სხვა მუნიციპალიტეტებს. ემზარ ქოქოლაძე – ხელვაჩაურის რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი საკადრო დეფიციტზეც საუბრობს: „პედაგოგების უმრავლესობა პედაგოგიური განათლებითაა, თუმცა დიდი რაოდენობით არიან სპორტის სპეციალისტებიც. უმეტესად ძველი კადრები ასწავლიან სკოლებში. არის სკოლები, სადაც შეთავსებით სხვა საგნის მასწავლებელი ასწავლის სპორტს – ის, ვისაც ცოტა საათი აქვს, მაგალითად, ხელოვნების მასწავლებელი. სადაც არის სპორტის პედაგოგი, იქ ხარისხი კარგია, მაგრამ სადაც არ ჰყავთ – დაბალია. ზოგ სკოლაში არც დარბაზია და არც მოედანი. სკოლა ყველა შემთხვევაში უნდა ატარებდეს სპორტის საათს, თუ დარბაზი არ აქვთ, ჭადრაკს ირჩევენ და იმას ასწავლიან“.

 

ხულოს რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი ასლან შავაძე ამბობს, რომ სპორტის გაკვეთილების მონიტორინგის სპეციალური პროგრამა არ აქვთ: „ეს მიმართულება დახვეწის პროცესშია, სასერტიფიკაციო გამოცდების მსვლელობისას სპორტის მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც კი არ იყო განსაზღვრული. პროგრამა ახლა შემუშავდა, ყველაფერს უნდა ახლებური მიდგომა. ხულოში სპორტის პედაგოგების დეფიციტია, არასპეციალისტს კი სტანდარტს ვერ მოთხოვ“.

 

ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე დაწყებით კლასებში სპორტის გაკვეთილების აუცილებლობას უსვამს ხაზს: „ამ საგნის სწავლების მიზანია ჩააბას მოსწავლე ფიზიკურ აქტივობებში. ამ კლასებში მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ადამიანის სიცოცხლისთვის. საერთო სტანდარტი არსებობს, რომელსაც უნდა მიჰყვეს სკოლა. დაწყებით კლასებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ფიზიკურ მომზადებასა და საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების შეძენას. ამ საფეხურზე, ძირითადად, დაწყებითის მასწავლებლები ასწავლიან, მეხუთე კლასიდან კი – ფიზიკური აღზრდის განათლების მქონე პირები“.

აკაკი ჯაშის პერსონალური გამოფენა თიბისი გალერეაში

 

ბათუმის თიბისი გალერეაში ახალგაზრდა მხატვრის აკაკი ჯაშის პერსონალური გამოფენა გრძელდება. გამოფენა 22 ოქტომბერს გაიხსნა და მისი ხილვა დამთვალიერებელს 7 ნოემბრის ჩათვლით შეეძლება.

 

გამოფენაზე ხელოვანის მიერ ბოლო ერთი წლის მანძილზე შესრულებული 30 ნამუშევარია წარმოდგენილი.

 
აკაკი ჯაში ახალგაზრდა მხატვარი, ფერმწერი და გრაფიკოსია. არის რამდენიმე პერსონალური გამოფენის ავტორი, მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში.  ნამუშევარი აქვს  სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების: “ომი და ქორწილი” (რეჟისორი ზ.კოლელიშვილი)  და“ჩაიკა” (რეჟისორი მიგელ ანხელ ხიმენესი) მხატვრობაზე.

 

ახალი კორპუსები გამწვანების გარეშე

„ეს არ არის მწვანე შენობა, სამწუხაროდ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სამშენებლო კომპანია  „თუზჯუოღლუ &ქესქინ“ -ის მენეჯერმა ჰალით თუზჯუოღლუმ. მისი კომპანია ბათუმში, კობალაძის, ტბელ აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩის კვეთაში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს აშენებს. ჰალით თუზჯუოღლუს ვკითხეთ რამდენი პროცენტს შეადგენდა მშენებარე ბინის  გამწვანება საერთო ფართობში.

„ჩვენ საკმარისი ადგილი არ გვაქვს რომ გამწვანება გავაკეთოთ. თუმცა შევეცდებით და მაინც მოვახერხებთ მცირე გამწვანების გაკეთებას. ყველა მხრიდან შენობა აკრავს. ჩვენი ფართობი  4000 კვადრატული მეტრია და ჩვენ ვაშენებთ ზუსტად 4000 კვადრატულ მეტრს.  მთლიანად ვითვისებთ ამ ფართობს.

მთავარი პრობლემა ბათუმსა და თბილისში არის  ის, რომ როდესაც პიროვნება მოდის, ყიდულობს მიწას და უნდა იქ რამე გააკეთოს, თითქმის 50 % უნდა რომ იყოს შენობა. არ არის გამოყოფილი ადგილი, ნახევარი მაინც გამწვანებისთვის.  დიახ, გამწვანებას უნდა დაეთმოს ადგილი, მაგრამ თვითონ მერიამ, ბათუმის მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ეს.

მაგალითისთვის თურქეთში ასე არ არის. იქ რომ გქონდეს 4000 კვმ ფართობი, მხოლოდ 1000 კვმ-ს თუ გამოიყენებ მშენებლობისთვის. დანარჩენი უნდა დაუთმო  გამწვანებას.

აქ რა ხდება? თქვენ არ უფრთხილდებით თქვენს ქალაქს, აშენებთ ძალიან მაღალ შენობებს, 22 სართულიან შენობებს. არ გაქვთ გამოყოფილი ადგილი პარკინგისთვის.  კანალიზაციის სისტემა არ არის გამართული ასეთი დიდი შენობებისთვის და მომავალში თქვენ გექნებათ ძალიან დიდი პრობლემა,“ – ამბობს  „ბათუმელებთან“ საუბარში „თუზჯუოღლუ &ქესქინ“ -ის მენეჯერი ჰალით თუზჯუოღლუ.

იანსარიძის ქუჩაზე აშენებს 18-სართულიან საცხოვრებელ სახლს სამშენებლო კომპანია „ახალი ბათუმი ჯგუფი“. როგორც კომპანიის დირექტორი რეზო ჭაღალიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, იმ სახლებს შორის, რომელიც კომპანიას აუშენებია, ინასარიძის ქუჩაზე მშენებარე სახლი ყველაზე „მწვანეა“.

„მიწა ჯამში არის 2100 კვადრატი, შენობას ვაშენებთ 850 მეტრზე. დანარჩენი იქნება ეზო. ამის გარდა ქვემოთ იქნება ავტოსადგომები 26 ავტომანქანისთვის. შენობა არის 18-სართულიანი – 200 ბინაა. ბათუმში ჩვენს მიერ აშენებულ სახლებში, ეგ კორპუსია რომელსაც ყველაზე დიდი ფართობის ეზო აქვს დატოვებული,“ – ამბობს რეზო ჭაღალიძე.

მისივე თქმით არ არის დადგენილი სტანდარტი თუ რა შეფარდებით უნდა იყოს გამწვანება.

„რეგულაციები მაგის შესახებ არ არსებობს, 30 % უნდა დაეტოვებინათ ადრე ეზო. ახლა მშენებელს არ ავალდებულებს კანონი რა ფართობი დატოვოს. მერიამ უნდა გადაწყვიტოს რა ფართობზე იქნება მშენებლობა და რა დაეთმობა გამწვანებას,“ – ამბობს „ახალი ბათუმი ჯგუფის“ ხელმძღვანელი რეზო ჭაღალიძე.

ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით მშენებელი ვალდებულია საერთო ფართობის 10 % დაუთმოს გამწვანებას. გამწვანებაში ითვლება მცირე კორდიც.

„ბათუმი დაყოფილია კონკრეტულ უფლებრივ ზონებად, რომელსაც თავისი განაშენიანობის ინტენსივობის და გამწვანების კოეფიციენტები არეგულირებს. თუ გამწვანების კოეფიციენტი არის საცხოვრებელ, საზოგადოებრივ ზონებში ამ შემთხვევაში გამწვანების  კოეფიციენტი არის 10 %. მარტივად რომ ვთქვათ თუ მიწა არის 100 კვადრატი, ასეთ ტერიტორიაზე მინიმუმ 10 % უნდა იყოს გამწვანების კოეფიციენტი. გამწვანებაში იგულისხმება არა ამარტო ხის ნარგავები, ეს ვალდებულება არ არის დამკვეთის,   აუცილებელია იყოს 10 % წყალგამტარი შრე,“ – ამბობს ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ახალაძე.

ახლადაშენებულ კორპუსებში გამწვანების ოდენობა არ მოსწონს ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელს ეთერ მაჭუტაძეს.

„ხიმშიაშვილზე ამდენი სახლებია აშენებული და ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავ გამწვანების ზოლი რომ იყოს დარჩენილი. საერთოდ კომპანია რომ იღებს ტერიტორიას, იმან უნდა ჩადოს გამწვანებაც. მე მაქსიმალურად სადაც დამთავრებულია ვცდილობ უკვე შევიდე და მწვანე ნარგავები დავრგო. სადაც მშენებლობა მიდის იქ ვერაფერს ვერ დარგავ. მე როგორც მოქალაქე  ისეთ სახლში არ შევალ და არ ვიცხოვრებ სადაც გამწვანება არ იქნება. ბოლოსდაბოლოს ჟანგბადი ხომ უნდა ისუნთქო,“ – ამბობს ეთერ მაჭუტაძე.

გარდა იმისა რომ ახლადაშენებული კორპუსები პრაქტიკულად გამწვანების გარეშეა, კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს. თუ თქვენ იყიდით ბინას „ზღვის ხედით“, შესაძლოა რამდენიმე თვეში საცხოვრებლის წინ კორპუსი ამოაშენონ და თქვენ ბინა ზღვის ხედით, აღარ გექნებათ.

ირაკლი ახალაძე: „ახალი რეგულაციით განსაზღვრულია  საზოგადოებრივ სივრცესთან მიმართებაში შენობის განთავსება, ასევე  ეზოს და გვერდით მდგომ შენობებთან დამოკიდებულება. თავის საკადასტრო ტერიტორიაზე შეუძლია ადამიანს ააშენოს ისე რომ გვერდით, სხვა საკადასტრო ტერიტორიაზე მეზობელს არ ჰკითხოს. მიუხედავად იმისა რომ იმას შეიძლება ფანჯარა ჰქონდეს შენს მხარეს და შეიძლება რაღაც ისეთი განათება შედიოდეს. ეს არის მისი უფლება. კანონი ასე ანიჭებს უფლებას. როგორც იმას შეუძლია ამის დაუკითხავად აკეთოს რაღაცა მშენებლობა, აწარმოოს. ასევე ამას შეუძლია იმის გარეშე.  კედელი შეუძლია პირდაპირ საზღვარზე დასვას. მთავარია ზიანი არ მიაყენოს მეზობელი ნაკვეთის არსებულ ინფრასტრუქტურას. პასუხისმგებლობა ზიანის შემთხვევაში ეკისრება მთლიანად ახალი მშენებლობის დამკვეთს“.

არღვევენ თუ არა სამშენებლო კომპანიები კანონს, როდესაც მშენებლობისათვის გამოყოფილ ფართობს სრულად ითვისებენ, შედეგად კი ეზოსთვის და გამწვანებისთვის ადგილი არ რჩება. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს რომ თუკი მშენებელ კომპანიას მშენებლობის ნებართვა 2009 წლამდე აქვს მიღებული, მაშინ კანონი არ ირღვევა. რადგან 2009 წლამდე არ არსებობდა რეგულაციები.

„იყო შემთხვევები როცა ეზოები თითქმის შევსებული იყო. ახლა თუ არის 50- 70 % ზონების მიხედვით ცარიელი ტერიტორიის დატოვების ვარიანტი, მაშინ იყო თითქმის 100 %-იანი ათვისება ტერიტორიის. არ იყო შეზღუდვა. ზოგი მაინც ტოვებდა, თავის სურვილით. ასეთ მშენებლობებს ვერ შევეხებით,“ – ამბობს ირაკლი ახალაძე.

მისივე თქმით ამჟამად ისეთ სახლზე, რომელსაც ეზო არ ექნება ნებართვა არ გაიცემა.

ირაკლი ახალაძე: „განაშენიანების კოეფიციენტი შენობა-ნაგებობების რაოდენობას განსაზღვრავს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე. მაგალითად თუ მშენებლობა არის ჭავჭავაძის ქუჩაზე, იქ შესაძლებელია მაქსიმუმ 60 % -ის ათვისება. დანარჩენი 40 % უნდა დარჩეს თავისუფალი. ამ 40 დან 10 % გამწვანებული უნდა იყოს“.

მურმან დუმბაძე მაია ფანჯიკიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

 

„28 ოქტომბერს არის დანიშნული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც დანიშნა საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე კვირით ადრე. მაგრამ სქართველოს მთავრობის ის წევრები, რომელიც უშიშროების საბჭოს წევრები არიან, ან ის წევრები, რომლებიც მიწვეული არიან ამ სხდომაზე, აკეთებენ სრულიად ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს. მაგალითად, მაია ფანჯიკიძემ გააკეთა განცხადება, რომ ის შესაძლებელია 28 ოქტომბერს არ იყოს საქართველოში იმის გამო, რომ შეიძლება მიიპატიჟოს ერთ-ერთმა მეგობარმა სახელმწიფომ სადღაც მივლინებაში. ეს არის დესტრუქციული განცხადება, არამარტო ანტისახელმწიფოებრივი, არამედ ანტიკონსტიტუციური.

 

საქართველოს პარლამენტს მივმართე, რომ გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება მოვალეობა და მიმართოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მაია ფანჯიკიძის, როგორც საქართველოს მთავრობის წევრის, თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენების შესახებ. ეს დესტრუქციული განცხადება არ შეიძლება უპასუხოდ დატოვოს საქართველოს პარლამენტმა,“ – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე.

 

დუმბაძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართოს საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრის, ან წევრების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა კი პარლამენტს გარკვეულ ვადაში უნდა აცნობოს წერილობით გადაწყვეტილების შესახებ.

 

მურმან დუმბაძე: „მე ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტი ამ ჩემს მოთხოვნას ყურად არ იღებს, მაგრამ მე ამით ვაფიქსირებ იმას, რომ თუკი პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლს იგნორირებას გაუკეთებს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი ისევე მორჩილი პარლამენტია, როგორიც გვქონდა ჩვენ უახლოესი წლების განმავლობაში“.  

„დაპატიმრებული მზერა“ – ესპანელი ფოტოგრაფის გამოფენა ბათუმში

 

სერია „დაპატიმრებული მზერა“ – „Els Ulls Aturats“  ესპანელი ფოტოგრაფის პროექტია,  რომელზედაც იგი 1973-1979 წლებში მუშაობდა. პროექტი მზერის სიმბოლიკაზეა აგებული, რომელიც მის იმ დროინდელ სულიერ და ფიზიკურ მდგობარეობას ასახავს. ფოტოსერია ავტორის ბრძოლის პროცესს წარმოადგენს, სადაც იგი უპირისპირდება ავადმყოფობას, სიკვდილის შიშს და არარსებულ მომავალს.

 

პროექტის კურატორი  თათა ათანელია, თანაკურატორი კი ხიმენა ფლორესი.

 

მანელ ესკლუსა 1952 წელს დაიბადა ბიკში (კატალონია). ფოტოგრაფიით რვა წლის ასაკში, მამამისის ფოტოსტუდიაში ყოფნისას დაინტერესდა. 1966-დან 1977 წლამდე, მასთან ერთად მუშაობდა სარეკლამო ფოტოგრაფიაში. ის ბიკის ინდუსტრიის მაგისტრების სკოლაში სწავლობდა. მისი პირველი გამოფენა 1973 წელს, Sala Aixela-ში გაიმართა. ერთი წლის შემდეგ, Dotacion de Arte Castellblanch-ისგან ფოტოგრაფიაში გრანტი მოიპოვა და სტაჟირებაზე არლში გაემგზავრა, სადაც მას ანსელ ადამსი, ნილ უაითი, ართურ თრისი, იან დიოზაიდი, დენის ბრაიტი და ლუსიენ კლერჟი ასწავლიდნენ. 1975 წლიდან ასწავლიდა სხვადასხვა ცენტრში, სადაც სწავლებას თავის შემოქმედებით მუშაობას უთავსებდა. ესკლუსა თანამედროვე ესპანურ ფოტოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფიგურაა. 1970-იან წლებში გადაღებული მისი პირველი სერიები /Git, Ahucs, Crisalides, Els Ulls Aturats…/ საკუთარი ფოტოენის პოვნის გზად იქცა და 1980-იან წლებში შექმნილი სერიებით დაგვირგვინდა, რამაც მას შემოქმედის სახელი მოუპოვა.

 

 

თამარ ცხადაძის ლექცია – ”ანტიფემინიზმი: უმეცრება, უპასუხისმგებლობა თუ ბრძოლა პრივილეგიების შენარჩუნებისთვის?” [Audio]

ლექცია ეძღვნება ფემინიზმის მიმართ წინააღმდეგობის თეორიულად გააზრების ცდას. შემოთავაზებული თეორიული ჩარჩოს საილუსტრაციოდ და გასამყარებლად ლექციაზე წარმოდგენილია ანტიფემინისტური არგუმენტების, რამდენიმე ისტორიული, და თანამედროვე ნიმუშის ანალიზი – “რას ნიშნავს, იყო ფემინისტი? და რას ნიშნავს დღევანდელ სამყაროში მტკიცება, რომ არ ხარ ფემინისტი? არის დღეს შესაძლებელი, ისე გავემიჯნოთ ფემინისტურ იდეალებს და ფემინისტურ ბრძოლას, რომ ამით უპასუხისმგებლობა არ დავადასტუროთ?”.

ლექციის აუდიო ვერსიის მოსასმენად, გადადით ბმულზე – [Audio]

საჯარო ლექციები 17 ოქტომბრიდან12 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ პარასკევს, 5 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

საჯარო ლექციების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გადადით ბმულზე.

მოსწავლეებმა სკვერში 40 ფიჭვის ხე დარგეს

 

გამწვანების აქცია „ეკო-პროექტის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2014 წლის მარტიდან საქართველოს 5 ქალაქში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში გამწვანების გარდა დაგეგმილია დასუფთავების აქციებიც. 


ღონიძიების მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. აქცია ხორციელდება ბათუმის მუნიციპალიტეტის, სსიპ გარეოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით.



გამწვანების აქციაში მონაწილეობა ბათუმის ვიცე მერმა ბაგრატ მანველიძემაც მიიღო, აქციის დასასრულს მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსგავსი აქციები ბათუმში ეტაპობრივად გაიმართება. 

ტკივილის შემსუბუქების უფლება

 

ვერიკო. დ. ონკოლოგიური პაციენტია. ის ბათუმის ონკოლოგიურ საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც მისი ექიმი ამბობს, ის პალიატიურ მზრუნველობას საჭიროებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად ვეღარ გაუმჯობესდება, ახლა მთავარი, მისი მტანჯველი ტკივილისგან ხსნაა.

 

ვერიკო ბათუმის ონკოლოგიურ საავადმყოფოში მეორედ მოხვდა. პირველად ოპერაცია გაუკეთეს. ამჯერად ღვიძლმა შეაწუხა. პაციენტი საავადმყოფოს მომსახურებით კმაყოფილია. როგორც ექიმებმა უთხრეს, მისი მკურნალობის ხარჯი ორივე შემთხვევაში სახელმწიფომ „საყოველთაო დაზღვევის“ დაფინანსებით დაფარა.

 

ვერიკომ არ იცის, ამჯერად რამდენ ხანს დარჩება საავადმყოფოში, თუმცა იცის, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ მას სახლში დაბრუნება და ოჯახის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩენა მოუწევს. მას დასჭირდება სპეციალისტის მზრუნველობა იმისთვის, რომ პერიოდულად თავი დააღწიოს მტანჯველ ტკივილს, რაც ეტაპობრივად თავს აუცილებლად შეახსენებს.

 

პალიატიური მზუნველობის მიღების უფლებასა და შესაძლებლობაზე არც ვერიკომ იცის და არც მისმა მეურვემ, რომელიც მას საავადმყოფოში მეთვალყურეობს.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებზე ბათუმის ონკოლოგიური საავადმყოფო ზრუნავს. ამას ემატება მერიის შინ მოვლის პროგრამაც.

ვერიკოს მკურნალი ექიმის, ონკოლოგ მემედ ჯინჭარაძის ინფორმაციით, უკვე მეოთხე წელია, რაც აჭარაში მკურნალობის ამ მიმართულების პროგრამა  „ჰოსპისი ბინაზე“ არ მუშაობს. 

 

„2007-2008 წლებში ჩვენ ვახორციელებთ ამ ტიპის პაციენტებზე მზრუნველობას, რაც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. შემდეგ პალიატიური მზრუნველობის პროგრამის განხორციელება მთელ საქართველოში დაიყო ფედერალური პროგრამით, რის შემდეგაც აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსება გაურკვეველი მიზეზით შეგვიწყდა. ამ ეტაპზე ჩვენ ვახორციელებთ მხოლოდ სტაციონალურ ჰოსპისს ფედერალური დაფინანსების ფარგლებში.“

 

ფედერალური დაფინანსების ფარგლებში ერთ პაციენტზე დღე-ღამის ღირებულება 75 ლარია. პროგრამა გადასახადს არ ითვალისწინებს უმწეოებისთვის. პენსიონერები ამ თანხიდან მხოლოდ ათ პროცენტს, სხვა კატეგორიის პაციენტები კი 30 პროცენტს იხდიან.

 

„სტაციონარში პაციენტს მაქსიმუმ 10 დღეს, საშუალოდ ხუთ-ექვს დღეს ვაყოვნებთ. შემდეგ მათ ვუშვებთ ამბულატორიულ მოვლაზე. ამის შემდეგ პაციენტებს უვლიან ოჯახის ექიმები. ასევე მოქმედებს მერიის შინ მოვლის პროგრამაც.“

 

ბათუმის მერიის „შინ მოვლის პროგრამა“ გათვლილია შინ მოვლის საჭიროების მქონე სხვადასხვა კატეგორიაზე და უშუალოდ პალიატიური მზრუნველობის მქონე პაციენტების მოვლას არ ითვალისწინებს. თუმცა, მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის, მარინა რუხაძის ინფორმაციით, შესაძლებელია ამ პროგრამაში პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე პაციენტებიც მოხვდნენ.

 

„პროგრამაში შედიან მარტოხელები, შშმ პირები და ასაკით პენსიონერები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. პროგრამა გულისხმობს კვირაში ერთხელ ექიმის ვიზიტს, ასევე საჭიროების აღწერას, სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლს, დიაგნოზის განსაზღვრას, თუმცა უმეტეს შემთხვევაში უკვე აქვთ დიაგნოზი. ამის შემდეგ ნიშნავენ მედიკამენტებს. ჩვენ გვაქვს ფართო სპექტრი მედიკამენტებისა, რომელთა გამოყენებითაც ექიმს შეუძლია მკურნალობა. საჭიროების შემთხვევაში პროგრამა გულისხმობს ასევე სხვადასხვა სპეციალისტის ჩართვას.“

 

2014 წლის ბათუმის ბიუჯეტში შინ მოვლის პროგრამისთვის 96 300 ლარი გაითვალისწინეს. პროგრამა ასაკობრივ შეზღუდვას არ ითვალისწინებს, თუმცა ის მხოლოდ ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებზეა გათვლილი. მუნიციპალიტეტებში კი მსგავსი პროგრამა არ მოქმედებს.

 ვერიკო. დ. ბათუმში არ ცხოვრობს. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ის ბათუმთან არც თუ ისე ახლოს, სოფელში, საკუთარ სახლში დაბრუნდება. იქ მას საჭიროების შემთხვევაში დახმარება სოფლის ექიმმა უნდა გაუწიოს, რომელიც დილიდან ექვს საათამდე მუშაობს და სოფელში მას კიდევ ბევრი პაციენტი ელოდება. გარდა ამისა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, პალიატიური მზრუნველობა სპეციალურ ცოდნას და შესაბამის გამოცდილებას საჭიროებს.

 

„ოჯახის ექიმებს ამ კუთხით სპეციალური ცოდნა არ გააჩნიათ. პროფესიონალმა იცის, როგორ მოუაროს ნაწოლს, რომელიც ამ  ტიპის პაციენტებს დროთა განმავლობაში უჩნდებათ, როცა აქვს სუნთქვის გართულება, როგორ უნდა დაუნიშნოს გამაყუჩებლები, როცა პაციენტს აქვს უმართავი ტკივილი, როგორ გამოიცნოს რა ხასიათის ტკივილია, ამ ყველაფერს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. გარდა ამისა საჭიროებებს თუ მივყვებით, მათთვის ისევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის დახმარება, როგორც ტკიილგამაყუჩებელი,“ – ამბობს პროფესორი მიშა შავდია, რომელიც თბილისში პალიატიური მზრუნველობის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილ სოციალურ ჰოსპისს ხელმძღვანელობს. ის დაფინანსების სიმცირეზეც საუბრობს.

 

 პალიატიური მზრუნველობის შესახებ სახელმწიფო პროგრამა მკურნალობის ორ მიმართულებას ითვალისწინებს. საქართველში ამ დროისთვის ფუნქციონირებს 19 საწოლზე გათვლილი სპეციალური ჰოსპისი, რომელიც ყოფილი ონკოცენტრის შენობაში ფუნქციონირებს. დაფინანსება დღიურად პაციენტზე 75 ლარია. ამაში შედის როგორც მოვლა, ასევე სიმპტომური მკურნალობა და დამატებითი ჩარევები. ამ თანხაში შედის საავადმყოფოს მოვლა-შენახვისა და საავადმყოფოს პერსონალის შრომის ანაზღაურების ხარჯიც.

 

მიშა შავდიას ინფორმაციით, ჰოსპისი მოთხოვნებს ვერ პასუხობს: „დღეს, მაგალითად, სამი ადამიანია რიგში, რომელიც ჰოსპისში მოთავსებას და მკურნალობას საჭიროებს. ისინი ელოდებიან რიგს. როგორც კი ადგილი გათავისუფლდება, მათ მივიღებთ.“

 

არსებობს მოსაზრებები, რომ პალიატიური მკურნალობა ძირითადად ონკოპაციენტებისთვისაა გათვალისწინებული, რაც სიმართლე არ არის. სპეციალისტის ინფორმაციით, პალიატიურ მზრუნველობას საჭიროებს ნებისმიერი პათოლოგიის მქონე პაციენტი, როცა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება.

 

 

საქართველოში, გარდა აჭარისა, პალიატიურ მზრუნველობას სოციალური სუბსიდიების სააგენტო ახორციელებს. სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს პაციენტთა ბინაზე ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის განხორციელებას შესაბამისი მობილური გუნდის მიერ. მომსახურების მოცულობა მოიცავს თვეში არაუმეტეს 8 ვიზიტს პაციენტთან. ვიზიტები დაფიქსირებული უნდა იყოს დოკუმენტაციაში ექიმის შესაბამისი ჩანაწერით. მომსახურება მიეწოდება არაუმეტეს 6 თვით.

მემედ ჯინჭარაძის ინფორმაციით, ამ პროგრამაში აჭარა გაუგებრობის გამო ვერ ჩაერთო:

„ადრე ჩვენ ვახორციელებდით პალიატიურ მზრუნველობას 40 პაციენტზე, სპეციალური პროგრამით. მათ ეგონათ, რომ ეს პროგრამა გაგრძელდებოდა, მაგრამ პროგრამა შეჩერდა. შემდეგ, როცა ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ყოფილიყო ცალკე პროგრამა პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის, იყო ირონიული დამოკიდებულება და ხუმრობით დამკრძალავ ბიუროსაც გვეძახდნენ.“

 

ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დაზუსტება, თუ რამდენი პაციენტი საჭიროებს პალიატიურ მკურნალობას საქართველოში. სუბსიდიების სააგენტოს გასული წლის ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს სააგენტო 3 345 პაციენტს მოემსახურა. ბათუმის მერიის `შინ მოვლის პროგრამით“ 80 პაციენტი სარგებლობს.

 

ევროსაბჭოს მისტრთა კომიტეტის მიერ გამოცემული რეკომენდაციით, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში პალიატიური მზრუნველობის ორგანიზებისათვის შემუშავდა ნათქვამია, რომ „ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროება, უნდა იღებდეს მას ყოველგვარი შეფერხების გარეშე, მისი საჭიროებებისა და არჩევანის შესაბამის გარემოში.“

მარტოხელა დედები სტატუსისა და დაფინანსების გარეშე

 

შორენა პურიჭამიაშვილი
შორენა პურიჭამიაშვილი

შორენა პურიჭამიაშვილს ცამეტი და სამი წლის შვილები ჰყავს. იგი ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს. ზაფხულში, ერთი თვით თურქეთში იყო წასული სამუშაოდ. როცა დედა წავიდა, პატარა გოგონაზე უფროსი და ზრუნავდა. თურქეთიდან ჩამოტანილი ფული ერთ თვესაც არ ეყო ოჯახს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ სახელმწიფოსგან მხოლოდ სოციალურად დაუცველი პირებისთვის განსაზღვრულ შემწეობას – 156 ლარს იღებს, რომელიც ბინის ქირაში ეხარჯება.  

 

 

„სადარბაზოში რომ დამეტოვებინა ახალშობილი, მაშინ ხომ ატყდებოდა ერთი ამბავი? _ ახლა რატომ არ მაქცევს არავინ ყურადღებას. ხან ჭურჭლის მრეცხავად ვმუშაობ, ხან დამლაგებლად, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებ შვილების გამოკვებას. მინდა, რომ ხელისუფლებამ ყურადღება გამოიჩინოს და როგორც სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა, საცხოვრებლით უზრუნველმყოს“.

 

 

შორენა პურიჭამიაშვილი ბათუმში 2008 წლის შემდეგ ცხოვრობს. ამბობს, რომ დევნილი იყო, მაგრამ სტატუსი გააუქმეს. „აგვისტოს ომის მერე თბილისში გადავედით. იმავე შენობაში შეგვასახლეს, სადაც ჩემი ძმის ოჯახი. ჩემი ძმის ოჯახი როცა დააბრუნეს სოფელში, ჩათვალეს, რომ მეც დამაბრუნეს. ასე აღმოვჩნდი სტატუსის გარეშე“.

 

 

უსტატუსოდ დარჩენილი ქალი ბავშვებთან ერთად ბათუმში წამოვიდა: „საერთოდ არაფერი გაგვაჩნია მე და ჩემს შვილებს. არც საოჯახო ნივთები გვაქვს და ტანსაცმელიც სხვისი ნაჩუქარი გვაცვია“. 

 

 

შორენა პურიჭამიაშვილს სოციალურის გარდა ჯანმრთელობის პრობლემებიც აწუხებს. 2001-2007 წლებში  პენსიას იღებდა ფეხების დამწვრობის გამო. „მერე შემიწყვიტეს პენსია, მითხრეს აღარ გერგებაო, არ ვიცი რატომ. მხედველობის პრობლემაც მაქვს _ უკვე მიჭირს საოჯახო საქმეების გაკეთება. არც სარეცხის გარეცხვა შემიძლია, რადგან ხელებზე კანი მისკდება და ჭრილობებიდან სისხლი მდის. ორივე ფეხი ნაოპერაციები მაქვს, რის გამოც ხშირად მტკივა. ამდენი პრობლემების გადამკიდე ფსიქოლოგიური პრობლემებიც დამეწყო“.

 

 

 

შორენამ ამ ზაფხულს კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა _ ნაღვლის ბუშტზე რეფერალურ საავადმყოფოში, რომელიც სახელმწიფომ დაუფინანსა. ოპერაციიდან ზუსტად ერთ კვირაში თურქეთში წავიდა სამუშაოდ.

 

ამბობს, რომ თავისი პრობლემების ჩამონათვალით ბათუმის მერიაში არაერთხელ იყო და კიდევ მრავალჯერ აპირებს მისვლას. 

 

 

მერიის სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე გოჩა ჯიბლაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ შორენა პურიჭამიაშვილი მარტოხელა დედის სტატუსის ფარგლებში გარკვეულ შეღავათებს იღებს: „კომუნალური შეღავათებით შეუძლია ისარგებლოს და შვილებს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი სკოლის გარდა დადიან რომელიმე წრეზე, სპორტზე, მუსიკაზე და ა.შ. სემესტრული თანხიდან გავათავისუფლებთ. ერთჯერად დახმარებაზე თუ განცხადება ჰქონდა შემოტანილი, განვიხილავთ და რიგითობის მიხედვით გავცემთ, სხვა ფულადი დახმარება მარტოხელა დედებზე არ გაიცემა“.

 

 

ორგანიზაცია „პროგრესის“ ხელმძღვანელის ნინო გაბუნიას თქმით, სახელმწიფომ მარტოხელა დედის სტატუსი 2008 წლიდან გააუქმა, რაც  არასწორი გადაწყვეტილება იყო: „მხოლოდ ბათუმის მერია იჩენს კეთილ ნებას და ეხმარება იმ პირებს, ვისაც მანამდე მარტოხელა დედის სტატუსი ჰქონდა. ეს დახმარება, ძირითადად, კომუნალურ გადასახადებზე აისახება. დღეს, სახელმწიფო ფულად კომპენსაციას  სოციალურად დაუცველ პირებზე გასცემს, მაგრამ მარტოხელა დედები, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან, გაცილებით მძიმე პირობებში ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვისაც მარჩენალი ჰყავს“.

 

 

ნინო გაბუნიას აზრით, მარტოხელა დედებს სახელმწიფომ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს: „როცა ამბობ, რომ საქართველოს დემოგრაფიულად უჭირს და ამ ფონზე დედებს არ ეხმარები, ძალიან ცუდია. მართალია, წელიწადში მხოლოდ 200 ლარს იღებდა მარტოხელა დედა, მაგრამ სხვა შემწეობებთან ერთად გარკვეულ შეღავათი იყო“.

 

 

მარტოხელა დედის სტატუსის გაუქმება უარყოფითად შეაფასა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „იუნისეფმაც“, თუმცა სახელმწიფოს ამ შემწეობის აღდგენაზე დღემდე არ უფიქრია. 

 

 

მარტოხელა დედების სტატუსის განსაზღვრის საკითხს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მარტოხელა დედის სტატუსი საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს.

”კარმენი” ბათუმში

მთავარ პარტიებს ასრულებენ – ინგა ჯახუტაშვილი, ირაკლი კახიძე, ბაჩო ნაკაშიძე, სულხან ჯაიანი, მამუკა ლომიძე, ზაზა ხამათაშვილი, არმაზ დარაშვილი, ნანა ძიძიგური, ნონა კორიფაძე, ლევან მაკარიძე და ირმა ჟღენტი.

ამიტომ ახალგაზრდა სოლისტებისა და მთლიანად დასის მხარდასაჭერად ბათუმში ქართველი საოპერო მომღერლები-ცისანა ტატიშვილი, მედეა ამირანაშვილი, თამარ გურგენიძე და თენგიზ მუშკუდიანი ჩამოვლენს.


ცისანა ტატიშვილი
ცისანა ტატიშვილი


“მარინა ჯახუტაშვილის დიდი სურვილი ბათუმისთვის შეენარჩუნებინა საოპერო დასი, საზოგადოდ მამულიშვილური საქმეა. ფაქტობრივად, მან თავიდან აღადგინა დასი, გაზარდა სრულიად ახალი თაობა. ამ დასში ბრწყინვალე ახალგაზრდები არიან, შესანიშნავი ხმებით, მდიდარი და მახვილი შემოქმედებითი ინტუიციით. ვოკალური და სამსახიობო პრინციპები, ისე ორგანულადაა შერწყმული მათ შემოქმედებაში, რომ როცა ვუსმენ და ვუცქერ, მავიწყდება, რომ საოპერო სპექტაკლზე ვარ. ვუსურვებ წარმატებას, რადგან დღეს ქართულ საოპერო სცენებს სწორედ ასეთი ხმების, ნიჭიერი ახალგაზრდები სჭირდება. ბათუმში შესანიშნავი მსმენელია და ეს ქალაქი ნამდვილად იმსახურებს ჰქონდეს ძალიან კარგი საოპერო თეატრი,” – ამბობს ცისანა ტატიშვილი.


გიზო ჟორდანია
გიზო ჟორდანია

კულტურათა დიალოგის ფესტივალი – ”ლაზური გასტრონომია”

 

პროექტში მონაწილეობას ღებულობენ ხელვაჩაურში მოქმედი კვების ობიექტები. ისინი პრეზენტაციაზე წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას. მათი ფესტივალში ჩართვის მიზანია ახლოს გაეცნონ ლაზურ კულინარიას და სამომავლოდ თავიანთ წარმოებაში დანერგონ.

 

პროექტის ფარგლებში ასევე გამოიცემა 2015 წლის კალენდარი თანდართული ლაზური კერძების რეცეპტებით.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის ფარგლებში “კულტურული ცხოვრების გააქტიურება სოფლად” დაფინანსდა

პროექტს “კულტურათა დიალოგის ფესტივალი” აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ააფინანსებს და მას ხელვაჩაურის კულტურის ცენტრი განახორციელებს.

 

 

 

თამარ ცხადაძის საჯარო ლექცია ბათუმში

ლექციების ციკლი 17 ოქტომბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ პარასკევს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ინიციატივით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მომსხენებლები ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ საკითხებზე როგორიცაა: თანამედროვე  ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში, გენდერი და სექსუალობა ქართულ კინოში, ანტი-ფემინიზმი, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეა მართლმადიდებლურ თეოლოგიაში და სხვა.
ლექცია ჩატარდება 21-ე აუდიტორიაში. ლექციების განრიგი იხილეთ აქ.
ლექციების ციკლის შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის აგადადით ბმულზე.

როდის უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს

 

 

ირმა, რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველოში იშიათად მიმართავენ ფსიქოლოგს?

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ჯერ არ არის მზად ფსიქოლოგთან ვიზიტისთვის და მხოლოდ განსაკუთრებულ, გამოუვალ სიტუაციაში თუ მიმართავენ სპეციალისტს დახმარებისთვის, ისიც ჩუმად, რაც ალბათ სტიგმებისა და სტერეოტიპების ბრალია. ეს კი საგრძნობლად ართულებს პრობლემის მოგვარების პროცესს და
შედეგიც ძნელად მიიღწევა.

რა სხვაობაა ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტს შორის?

ეს ორი სპეციალისტი სავსებით შესაძლოა, და მეტიც, აუცილებელიც კია, რომ ერთი და იგივე ადამიანი იყოს. ფსიქოთერაპევტი ვერ გახდები ისე, თუ ფსიქოლოგი არ ხარ და ფსიქოლოგად ვერ იმუშავებ, თუ რომელიმე თერაპიულ მიმდინარეობაში არ ხარ დახელოვნებული. ფსიქოთერაპევტი არის ადამიანი, რომელმაც საუნივერსიტეტო სწავლების შემდეგ (რაც ჩვეულებრივად ბაკალავრის დონესა და დამატებით მაგისტრატურას გულისხმობს), დაისწავლა თერაპიული
მიმდინარეობა (არტ-თერაპია, გეშტალტ-თერაპია, ნეორო-ლინგვისტური პროგრამირება, ფსიქოანალიზი, ფსიქოსინთეზი) იმის მიხედვით, თუ რომელ სფეროში აგრძელებს მუშაობას. იმისთვის, რომ უფრო გასაგები იყოს რას გულისხმობს ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია, შევაღოთ ფსიქოლოგის კაბინეტის კარი და ქრონოლოგიურად მივყვეთ პროცესს: პირველი ეტაპია პაციენტის კონსულტირება,ზედმეტი ფსიქოთერაპიული ჩარევის გარეშე. ამ დროს ხდება პრობლემის ზედაპირულ დონეზე გაჟღერება, გააზრება, ხშირად ეს პროცესიც საკმარისია, მაგრამ თუ საქმე უფრო
ღრმა პროცესებთან გვაქვს, აქ იწყება თერაპია, ანუ არაცნობიერთან კონტაქტი. თერაპიული ტექნიკა აკვალანგის
როლს ითავსებს თითქოს და ადამიანის ფსიქიკაში ღრმად ჩადიხარ. ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი არ ნიშნავს წამალს. მედიკამენტოზური მკურნალობა აუცილებელი ხდება მაშინ, როცა პაციენტს აქვს შფოთვითი აშლილობა, აკვიატებული აზრი, პანიკური შეტევა და ასე შემდეგ. ეს, ძირითადად, დამამშვიდებელი საშუალებებია, რაც შეტევას ანელებს და რასაც ფსიქიატრი ნიშნავს.

როდის უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს?

ფსიქოლოგს უნდა მივმართოთ მაშინ, როცა ვამჩნევთ, რომ მარტო ვერ ვუმკლავდებით პრობლემებს და დახმარება
გვჭირდება; როცა არ ვიცით ზუსტად რა გვინდა; როცა გვაქვს ურთიერთობისა და კომუნიკაციის პრობლემები, რაც შეიძლება ითქვას თანამედროვეობის სენია და მას ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს. უფრო ხშირად ამის მიზეზი მოზრდილებ-
ში დაძაბული და ერთფეროვანი სამუშაო გრაფიკია, ხოლო მოზარდებში კი  ვირტუალური სამყარო, რომელიც ახშობს ემოციების ექსპრესიის უნარს, რაც თავის მხრივ ჯანსაღ ურთიერთობებში ბარიერად გვევლინება. გარდა ამისა, ფსიქოლოგის დახმარება საჭიროა მაშინ, როცა ვატყობთ, რომ გვეწყება ან უკვე გვაქვს დეპრესია. ეს ტერმინი აქტუალურია დღეს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის დიაგნოზი, რომელიც სპეციალისტმა უნდა დასვას. დეპრესიის ამოსაცნობად
მნიშვნელოვანია იცოდეთ მისი ყველაზე გახშირებული სიმპტომები, ესენია: ხასიათისა და ქცევის ხშირი ცვალებადობა, იზოლაციის მოთხოვნილება, ადამიანი ნელ-ნელა შორდება ჩვეულ წრეს და მისთვის ყველაფერი უმნიშვნელო ხდება.

რამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია ან სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები?

დეპრესიის მიზეზი შეიძლება გახდეს როგორც კონკრეტული შემთხვევა, ისეთი, როგორიცაა ახლობელთან კონფლიქტი, ოჯახის წევრის გარდაცვალება და ა.შ. ისე ერთფეროვანი და უემოციო ცხოვრება. გარდა ამისა, ფსიქოლოგიური პრობლემის მიზეზი შეიძლება გახდეს ბავშვობაში გადატანილი ტრავმა. ადამიანის ფსიქოლოგიური სტრუქტურა ბავშობაში,
დაახლოებით ექვს წლამდე ასაკში ყალიბდება და კონკრეტული ინფორმაცია, კონკრეტული ტრავმა, ნაღმის სახით ინახება მის ქვეცნობიერში. ეს ნაღმი შეიძლება მაპროვოცირებელ სიტუაციაში გააქტიურდეს ან საერთოდაც შეუმჩნევლად დარჩეს
მთელი ცხოვრების მანძილზე. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ადამიანს ფსიქოლოგის კონსულტაცია ყოველგვარი ღრმა ბავშობისდროინდელი ტრამვის გარეშე დასჭირდეს.

როგორ შეუძლია სპეციალისტს დახმარება?

ჩვენ ვეხმარებით თერაპიული ტექნიკებით. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, როგორც ექიმის ხელშია აბები და მიქსტურები, ასე აქვთ ფსიქოლოგებს ტექნიკები, იქნება ეს ტრანსული, ჰიპნოტური, ხატვითი, ცეკვითი თუ სხვა სახის თერაპია.
ამ დროს რაღაც იცვლება ადამიანის არაცნობიერში და ეს ცვლილება მიმართულია მდგომარეობის გამოკეთებისკენ.

როგორ უნდა შევარჩიოთ კარგი სპეციალისტი?

რაოდენობრივად ბევრი კარგი სპეციალისტი გვყავს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს მასშტაბით ისინი არათანაბრად არიან გადანაწილებული, ანუ სპეციალისტთა ძირითადი ბირთვი ლოკალიზებულია დედაქალაქში. რაც შეეხება კარგისა და ცუდი სპეციალისტის გარჩევას იმის გამო, რომ სახელმწიფო ლიცენზია არ გაგვაჩნია (იმედს ვიტოვებ, რომ დროებით) ეს
ძნელად რეგულირებადია. სპეციალისტის შერჩევისას, ალბათ, საკუთარ შეგრძნებებსა და გამოცდილ ახლობლებს უნდა ენდოთ.

 

აჭარის ჩემპიონატის III ეტაპი რალი კროსში

 

რალში საქართველოს სხვა და სხვა რეგიონებისა და ქალაქების პროფესიონალი და მოყვარული ავტომრბოლელები მიიღებენ მონაწილეობას.

 

რალი კროსი 12 საათზე დაიწყება.

სამსუნში ძიუდოში საერთაშორისო ტურნირზე აჭარის ჭაბუკთა ნაკრები გუნდი მონაწილეობს

 

 

გუნდის შემადგენლობაშ არიან: თამაზ ბედიაძე; ჯემალ დიასამიძე; გოგა ბლუაშვილი; მამუკა ბარამიძე; გიორგი ბედინაძე; ნიკა ზოიძე; ლუკა წულუკიძე; გიორგი დოღონია; ნიკა კოჩალიძე; კახა ჯოიძე; ერიკ ხაჩოიანი; ლაშა ლომინაძე; ვახტანგ ზოიძე.

ჩოგბურთში აჭარის თასის გათამაშდება

 

შეჯიბრება ჩატარდება ერთეულთა თანრიგში 4 ასაკობრივ ჯგუფში 10-12-14-16 და ნაკლებ წლებში დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის ორ ეტაპად.


პირველ ეტაპში 16 მონაწილე განაწილდება 4 ქვეჯგუფში, სადაც შეხვედრები წრიული სისტემით ჩატარდება, მეორე ეტაპზე პირველ ქვეჯგუფში გამარჯვებული შეხვდება მეოთხე ქვეჯგუფში გამარჯვებულს, ხოლო მეორე ქვეჯგუფში გამარჯვებული მესამე ქვეჯგუფში გამარჯვებულს.

 

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით, მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

ბათუმში საერთაშორისო ტურნირი ბილიარდში მიმდინარეობს

 

ტურნირი ორ ეტაპად ტარდება, პირველ ეტაპზე (4 მოგებამდე), რომელიც ნახევრად ოლიმპიური სისტემით ტარდება. 8 საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდება. მეორე ეტაპი ოლიმპიური სისტემით 5 მოგებამდე ტარდება, ფინალური მატჩი კი 6 მოგებამდე ჩატარდება. ტურნირს რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი შალვა გელაშვილი მოემსახურება.

 

 

საერთაშორისო ტურნირი ბილიარდში აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით ტარდება, ტურნირს ასევე ორგანიზებას უწევს ქალაქ ბათუმის მერია და აჭარის ა.რ. ბილიარდის ფედერაცია.

 

გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან ადგილის შესაბამისი თასებით, მედლებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით. საპრიზო ფონდი 11 400 აშშ დოლარს შეადგენს და შემდეგნაირად ნაწილდება:

 

I ადგილი 3500 $;

II ადგილი 2500 $;

III ადგილი 1500 $;

IV ადგილი 900 $

V-VIII ადგილები 300 $.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახალი ლოგოსთვის კონკურსს აცხადებს

 

გამარჯვებულად ჩაითვლება კონკურსანტი, თუ მას საკონკურსო კომისიის წევრთა მიერ ყველაზე მაღალი ჯამური ქულა მიენიჭება.

 

კონკურსის მიზანია შეიქმნას ლოგო, რომელიც გამოყენებული იქნება სამინისტროს საქმიანობის პროცესში (სამინისტროს ვებ-გვერდზე, სოციალური მედიის პლატფორმებზე, სავიზიტო ბარათებზე, ბლანკებზე, პოსტერებზე და სხვა საინფორმაციო მასალებზე).

 

შინაარსობრივად ლოგო (ან ლოგოს ესკიზი) სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკას უნდა ასახავდეს, უნდა იყოს ადვილად აღქმადი, დასამახსოვრებელი და პოზიტიური. თავდაპირველად მასალა JPEGდა PNG ფაილის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი, დამტკიცების შემთხვევაში კი ვექტორულ-გრაფიკულ (EPS) და PDF ფორმატში. ფერი უნდა იყოს CMYK (ლოგო გამოყენება უნდა შეიძლებოდეს თეთრი და ფერადი ფონებისთვის).


ტექნიკური თვალსაზრისით ლოგო უნდა იყოს ადვილად გამოსაყენებელი, დასამუშავებელი; მარტივად უნდა შეიძლებოდეს ზომის ცვლილება, მანიპულირება ნებისმიერი რეპროდუქციის მიზნით“ – ნათქვამია სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო წინადადება (ერთ დალუქულ კონვერტში), საფასურის (კანონის 19¹ მუხლის პირველი პუნქტით 50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტთან ერთად უნდა წარადგინონ აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. 


წინადადებები მიიღება 14  ნოემბრის 10 საათიდან, 14 ნოემბრის 16 საათამდე, შემდეგ მისამართზე: მ. კომახიძის ქუჩა №119. 


კონკურსი  2014 წლის 14 ნოემბრის 17 საათზე აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჩატარდება.

 

 

 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია ”ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში II” გაიხსნა


კონფერენციაზე  ცხრა სექცია იმუშავებს,  რომელშიც 300-მდე ქართველი და უცხოელი მომხსენებელი, მათ შორის 80 დოქტორანტი მიიღებს მონაწილეობას.


კონფერენცია მიზნად ისახავს სამეცნიერო დისკუსიებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგში, კვლევის ახალი მიმართულებების, მეთოდიკის გაცნობასა და გამოცდილების გაზიარებას.

 
კონფერენციას აჭარის განათლების სამინისტრო, „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში აფინანსებს.
 
კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია კონფერენციის მასალების სამ ტომად გამოქვეყნება.
 
კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია, განრიგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ბათუმი – ქალაქი, რომელიც გენგეგმის გარეშე შენდება

 

ბათუმი
ბათუმი

„გენგეგმის არ არსებობა იყო შეგნებული პოლიტიკა, რადგან დოკუმენტი ითვალისწინებს რეგულაციებს, რაც დაინტერესებულ ჯგუფებს პირადი ინტერესების განხოციელებაში უშლის ხელს. ბიზნესმენებს, ვინც თავის თავს დეველოპერს უწოდებს, გააჩნიათ ლეგიტიმური ინტერესი, ააშენონ მეტი და გაყიდონ ძვირად. მათ უნდათ მინიმალურ ფართობზე მიიღონ მაქსიმალური მოგება. ისინი ცდილობენ მათ მიერ აშენებულ ობიექტზე არ გავრცელდეს რეგულაცია“, – ამბობს ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორი გია რამიშვილი, რომელიც ახლა ბათუმის მერის მრჩეველია.

 

დოკუმენტის მომზადებას თვითმმართველ ორგანოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ 2005 წლიდან, ამ კანონის ხელმოწერის დღიდან ავალდებლებს.

 

წინა ორი მოწვევის ბათუმის საკრებულოს წევრი და ამ მოწვევის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე  ამტკიცებს, რომ ბათუმს გენგეგმა აქვს: „მე არ ვიცი, ვინ უთხრა გიორგი ერმაკოვს, რომ გენგეგმა არ გვაქვს, დოკუმენტი შპს გეოგრაფიკმა მოამზადა და საკრებულომ დაამტკიცა 2009 წელს“.

 

ბათუმის მერიის ვებგვერდზე შპს „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი მართლაც იძებნება, თუმცა დოკუმენტი დასათაურებულია როგორც „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“, რაც არქიტექტორ გია რამიშვილის განმარტებით „გენგეგმის შემცვლელი ვერ იქნება.“

 

მიუხედავად იმისა, რომ „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული „მიწათსარგებლობის გენგეგმის“ პირველივე თავი „ბათუმის პერსპექტიული განვითარების ხედვის“ შესახებ ინფორმაციას მოიცავს, მოსაზრებას, რომ ის გენგეგმას ვერ ჩაანაცვლებს, ბათუმის მერიის არქიტექტირის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ახალაძეც იზიარებს:

 

„მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც საკრებულომ 2009 წელს დაამტკიცა, განსაზღვრავდა ქალაქმშენებლობის განვითარების ზოგად პრინციპებს. 2009 წლიდან ბათუმს ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებიდან ტერიტორიები შემოუერთდა, ამიტომ დეტალებში გაწერილი კონცეფციები უკვე აღარ იყო საკმარისი. ამის გამო დღის წესრიგში გენერალური გეგმის დამუშავება დადგა“.

 

დოკუმენტებით ირკვევა ასევე, რომ ბათუმის საკრებულომ „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული „მიწათსარგებლობის გეგმა“ 2009 წლის 27 თებერვალს დაამტკიცა. 2011 წელს კი მასში ცლილებები და დამატებები შეიტანა. გია რამიშვილის თქმით, ამ ცვლილებით ქალაქის განაშენიანების პროცესი უმეტესწილად ისევ რეგულაციების მიღმა აღმოჩნდა.

 

„გენგეგმა არის სერიოზული ხელის შემშლელი მარტივად მოაზროვნე ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ გარკვეული ბიზნესგეგმები. ვინც ფიქრობს, რომ რეგულაციის არ არსებობა ხვალ მასაც ხელ-ფეხს გაუხსნის“, – განმარტავს გია რამიშვილი.

 

რა არის გენგეგმა და რით უშლის ის ხელს დეველოპერს ან ნებართვის გამცემს? – ამ კითხვაზე ბათუმის ყოფილმა მთავარმა არქიტექტორმა უპასუხა:

 

ბათუმი
ბათუმი

„ნორმალური რეგულაცია მშენებლობას არ ებრძვის, უყენებს პირობებს. ისე უნდა აშენდეს, რომ არ გააუარესოს ქალაქმშენებლობითი სიტუაცია, დღევანდელი მენაშენე არაფრით არ ჯობია ხვალინდელ მენაშენეს. ის, რომ შენ დღეს აშენებ, არ ნიშნავს, რომ მეზობელს, რომელსაც საშუალება არა აქვს დღეს, ხვალ შეეზღუდოს უფლება,  ან გაუუარესდეს პირობები. ეს არის გარკვეული თამაშის წესები. გენგეგმის მომზადების აუცილებლობა მგონი არავისთვის სადავო არ არის, სულ ცოტა შუა საუკუნეებიდან, როდესაც გაჩნდა ქალაქმშენებლობა, როგორც თემა, ურბანისტიკის ჩანასახიდან, როდესაც დაიწყეს იდეალური ქალაქების პროექტირება, ცხადი გახდა, რომ საჭიროა ერთიანი ხედვა არამარტო ინფრასტრუქტურის, არამედ, ზოგადად, მთელი სურათის ერთიანად დანახვა. გენგეგმის ძირითადი დანიშნულება სწორედ ქალაქის განვითარებაზე ზრუნვაა“.

 

ქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბათუმის მერიაში ახალი მთავარი არქიტექტორის, გიორგი რამიშვილის დანიშვნის შემდეგ გაჩნდა.

 

ახალი რეგულაციებით, ბათუმის ცენტრალურ ნაწილში დასაშვები იყო 6-7- სართულიანი მშენებლობები, მაღლივი შენობების აშენება კი მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოშორებით და შემოერთებულ ტერიტორიებზე იყო შესაძლებელი. ამ რეგულაციების მოწინააღმდეგეები თავიდანვე გამოჩდნენ, გაჩნდა მოსაზრებები, რომ შეზღუდვა დეველოპერებს შეაშინებდა, შესაბამისად, ქალაქში ინვესტიციების შემოსვლა შემცირდებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზიას, არაოფიციალურად, პირად საუბრებში აჭარის მთავრობის წევრებიც გამოთქვამდნენ და რეგულაციებს უწოდებდნენ „რამიშვილის რეგულაციებს, რომელიც სიმაღლეებზე ჭედავს“.

 

შედგება თუ არა კონსესუსი ქალაქის განაშენიანების ერთიანი ხედვის შემუშავებაზე ბათუმის ახალარჩეულ თვითმმართველობასა და საზოგადოებას შორის, აქვთ თუ არა მათ ამის სურვილი, ეს მომავალში გამოჩნდება. ირაკლი ახალაძის თქმით, რომელსაც გიორგი რამიშვილის მთავარი არქიტექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ბათუმის არქიტექტურა აბარია, გენგეგმა უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას. მანამდე კი შეიქმნება მუშა ჯგუფები, რომლებიც ამ კუთხით წინა მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებენ. ირაკლი ახალაძე არ აკონკრეტებს, ეს უახლესი მომავალი სავარაუდოდ რომელ წელში იქნება.

 

გენგეგმასა და რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე „ბათუმელებმა“ გიორგი ერმაკოვის მოსაზრებების მიღებაც სცადა. თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა. „კომენტარი უკვე გააკეთა არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანემა, ჩათვალეთ რომ ეს მერთან შეჯერებული, ერთობლივი მოსაზრებაა“, – განმარტეს მერის პრესსამსახურში.

 

წყლის შეუფერხებელი მიწოდება ბონი-გოროდოკსა და ბენზეში სამი წლის შემდეგ მოხდება

 

 შპს „ბათუმის წყალში” ამბობენ, რომ იძულებულნი არიან წყლის მიწოდება ძლიერი წვიმის დროს შეწყვიტონ, რადგან  ეს უბნები ჩაქვის და ჩაისუბნის სათვე ნაგებობიდან მარაგდება წყლით, წვიმის დროს კი მდინარე იმღვრევა და მოსახლეობას რომ დაბინძურებული წყალი არ მიეწოდოს, დროებით წყვეტენ წყლის მიწოდებას.  

 

„ბათუმის წყალში“ და ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ წყლის შეუფერხებელი მიწოდება ამ უბნებში ქალაქში წყლისა და კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება. ამ სამუშაობის პირველი და მეორე ეტაპი დასრულებულია და დარჩენილია მესამე ეტაპი.

 

„მესამე ეტაპის საპროექტო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. გამოვლენილია უკვე გამარჯვებულები და მათთან მიმდინარეობს  მოლაპარაკება. ამ უბნებში წყლის სარეაბილიტაცია სამუშაოები დაიწყება  ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში და გაგრძელდება დაახლოებით სამ წელს“ – განმატავს  ჯაბა ტუღუში, მერის მრჩეველი იმფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში.

 

ჯამში, წყლის სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის სამუშაოებისთვის 45 მლნ ევრო დაიხარჯება, რომლითაც თამარის, ბონი-გოროდოკის, ანგისის და აეროპორტის დასახლებების წყლის სისტემების რეაბილიტაცია და მშენებლობა არის გათვალისწინებული. 

ბათუმში 600 ათას ერთწლიან მცენარეს რგავენ

 

დღეს, სასტუმრო რედისონის მიმდებარედ არსებული სკვერის გამწვანებაში ბათუმის ვიცე-მერმა, ბაგრატ მანველიძემ მიიღო მონაწილეობა.

დღის ბოლომდე ვიოლები და მიხაკები თამარ მეფის გამზირის გზაგამყოფ სკვერებში დაირგვება. ამ ეტაპზე, ქალაქის ტერიტორიაზე მთლიანობაში 600 ათასი ძირი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მოყვავილე ერთწლიანი მცენარე დაირგვება – ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერიის ვებგვერდი ავრცელებს.  მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით მცენარეების დარგვისათვის ბიუჯეტიდან 230 ათასი ლარია გათვალისწინებული.  

შს სამინისტრო: ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს

 

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამაინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 75 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი“ და აბის ნატეხები ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით 0,7243 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს). 

 

21 ავტომანქანას სოფლის ექიმებისათვის ყიდულობენ

 

პროგრამის მიმდინარეობისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და UNFPA-ს წარმომადგენელმა თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ზაფიდ ჰაქიმ, გუშინ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. 

 

ჩვენი ერთობლივი პროექტი სოფლის ექიმების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. დღის განმავლობაში ექიმს პაციენტთან მისასვლელად, ფეხით 20–30 კილომეტრის გავლა უხდება, ამ პერიოდში კი მას შესაძლოა სხვა პაციენტი ელოდებოდეს. როცა მათ ავტომანქანებს  გადავცემთ გადაადგილებისათვის საჭირო დრო მაქსიმალურად შემცირდება და დღის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება ყველა პაციენტს მიეწოდება. 

ავტომანქანების მოვლისა და საწვავის ხარჯებს მუნიციპალიტეტების გამგეობები დაფარავს. ჩვენ, 2014 წელს მთაში დასაქმებულ სოფლის ექიმებს ხელფასის დანამატი 300 ლარით, ბარში დასაქმებულებს კი 150 ლარით გავუზარდეთ, ეს პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება“. – აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ.

შეხვედრაზე მინისტრმა გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელს ავტომანქანების შეძენისათვის თანამონაწილეობა მომავალ წელსაც შესთავაზა. ზაფიდ ჰაქის განმარტებით, თუ UNFPA ვერ შეძლებს თანდაფინანსებას, მოხდება დონორი ორგანიზაციის მოძიება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში 2015 წელს მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენა ქობულეთისა და ხელვაჩაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის იგეგმება.

„ჰილტონ ბათუმი“ გარემოს დაცვის აქციაში

 

 

 

 

 

„ბათუმში პლაჟის დანაგვიანება ისედაც პრობლემას წარმოადგენს, ამას ემატება შტორმის შედეგად გამოწვეული დანაგვიანება, ამიტომ  გადავწყვიტეთ გარემოზე ზრუნვა პლაჟის დასუფთავებით დაგვეწყო“- აცხადებენ „ჰილტონში“. 

 

აქციის შედეგად, ზღვისპირა ზოლი პოლიეთილენის, პლასმასის და სხვა პირადი მოხმარების ნივთებისაგან გაიწმინდა.

უმაღლესი საბჭო მანქანას ყიდულობს- შესყიდვის ღირებულება 46375 ლარია

აჭარის უმაღლესი საბჭო სატენდერო კომისიის წევრის,  პლატონ მანჯგალაძის განმარტებით  46375 ლარი ავტომანქანის ყიდვას და ერთი წლის განმავლობაში საწვავსა და   სარემონტო სამუშაოებს მოხმარდება.  

როგორც მან “ბათუმელებს” განუმარტა, ავტომანქანის ღირებულება ოცი ათასი დოლარი, ანუ 35 ათასი ლარის ფარგლებშია. 

 

სატენდერო კომისიის წევრის განმარტებით ეს იქნება უმაღლესი საბჭოს მორიგე მანქანა და მას კონკრეტულად რომელიმე დეპუტატი ან აპარატის თანამშრომელი არ გამოიყენებს. 

 

 

 

აქცია უკრაინის მხარდასაჭერად

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ აღმასრულებელი დირექტორის ციალა ქათამიძის თქმით „საქართველოს პლატფორმის“ ორგანიზებით, დღეს 5 საათზე უკრაინის მხარდასაჭერი აქცია პარალელურად საქართველოს რამდენიმე ქალაქში იმართება.

აქციაში მონაწილეობას ღებულობენ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა მიზანია ქართველი ხალხის მხარდაჭერა იყოს ღია და საჯარო უკრაინელი ხალხის მიმართ.

„ჩვენი სურვილია დავგმოთ რუსეთის აგრესია. ვფიქრობთ, თუ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება და მსგავს დინამიკაში გაგრძელდება, აქციები პერმანენტული უნდა გახდეს,”- განაცხადა ციალა ქათამიძემ.

ხუთი წიგნი მშობლებისათვის

 

არსებობს წიგნები, რომლებიც მშობლებისთვის, გარკვეულწილად, სახელმძღვანელოებად შეიძლება იქცეს. ეს არ არის სამეცნიერო და ფსიქოლოგიური ლიტერატურა. ეს, უბრალოდ, მხატვრული ნაწარმოებებია მშობლებისა და შვილების პრობლემებზე, ურთიერთობებზე, სირთულეებზე, მჭიდრო დამოკიდებულებების მშვენიერებაზე… ეს წიგნები, შეიძლება, სულაც არ იყოს იდეალურ დედებსა და მამებზე ან უნაკლო ახალგაზრდებზე, ეს უბრალოდ, ნამდვილი, ყოველგვარ სიყალბეს მოკლებული ისტორიებია, რომლებიც ორივე მხარეს დაეხმარება ერთმანეთთან მეტად დაახლოვებაში.

 

ჩვენ ამოვარჩიეთ მშობლების საკითხავი, მსოფლიო ლიტერატურის შედევრები, რომელთაგან ბევრი ალბათ წაკითხული გექნებათ, მაგრამ შესაძლოა, ახლა სხვა კუთხით შეხედოთ.

 

კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“ – სელინჯერის უპოპულარესი წიგნი მხოლოდ თინეიჯერების ბიბლია კი არ არის. ეს არის ერთგვარი განმარტებითი ლექსიკონი მშობლებისთვის, რა უნდათ მათ მოზარდ შვილებს, რატომ დაკარგეს ყველაფრის ინტერესი, რატომ გაუცხოვდნენ, რატომ აუჯანყდნენ ოჯახურ ტრადიციებს. როგორ გგონიათ, რა აწუხებს ჰოლდენს ყველაზე მეტად? ჩვენ გვგონია, რომ საუბრის ნაკლებობა. მისი მხოლოდ პატარა ფიბის ესმის და მხოლოდ ის ესაუბრება დიდაქტიკის, საყვედურების გარეშე. ფიბის არანაირი მოლოდინი არა აქვს ჰოლდენისგან. პაწია გოგო სულაც არ ოცნებობს, მისი ძმა წარმატებული ამერიკელი გახდეს. ეს მშობლებს ახასიათებთ, თავიანთ შვილებზე თავიანთი ოცნებებისა და მოლოდინების თავსმოხვევა. ამ დროს კი ჰოლდენს მხოლოდ ის უნდა, კლდის პირას, ჭვავის ყანაში მოთამაშე ბავშვებს უყუროს და თუ ბავშვი უფსკრულის პირას მივა, ხელი შეაშველოს და არ მისცეს გადაჩეხვის საშუალება. იქნებ დააცადონ  მშობლებმა ჰოლდენს, აკეთოს ის, რაც უნდა? იქნებ დამჭერის საქმიანობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პრესტიჟული კოლეჯის დიპლომი?!

 

 

„ნუ მოკლავ ჯაფარას“ – ატიკუს ფინჩი არამარტო უძლიერესი იურისტია, არამედ იდეალური მამაც. ატიკუსი ყველაზე უბრალო მაგალითია იმისა, რომ ბავშვს მოსამართლე კი არა, მეგობარი და მსმენელი ჭირდება. ადამიანი, ვინც აუხსნის, ცუდი რატომ არის ცუდი და მამა, რომელიც ახსნის გარეშე არ დასჯის. ატიკუს ფინჩს არა აქვს დიდი კუნთები, არც ყველაზე მეტი ფული. არც სწრაფად სირბილი შეუძლია, მაგრამ ამინც ჩემპიონია. განა იმიტომ, რომ შეუძლია, ერთი გასროლით მოკლას ცოფიანი ძაღლი? იმიტომ, რომ ყველაზე მაგარი მსროლელია? ეს ყველაზე საყვარელი ეპიზოდია ამ არაჩვეულებრივი, ჰუმანური წიგნიდან: ატიკუსს არ უნდა, მისმა შვილებმა გაიგონ, რომ მათი მამა პროფესიონალურად ისვრის, მთელ ქალაქში ყველაზე მაგრად. იმიტომ, რომ ურჩევნია, შვილებმა გმირად მისი ადამიანური თვისებების გამო მიიჩნიონ და მათ აზრზე მისმა ფიზიკურმა სუპერშესაძლებლობებმა გავლენა არ მოახდინოს. ძალიან ადვილია, მაგარი ბიჭი გეგონოს სპორტსმენი, მილიონერი, ულამაზესი მამა. ატიკუსს კი უნდა, ჯემს და ჭყიტას მისი სამართლიანობის, კაცთმოყვარეობის გამო ეგონოთ მაგარი ბიჭი. და ჰგონიათ კიდეც. მოდი და ასეთი მამა ნუ გეგონება.

 

 

„ედრიან მოულის საიდუმლო დღიური“ – სიუ ტაუნდსენის არაჩვეულებრივად გულახდილი, 13 წლის ბიჭის დღიური. ედრიანი ყველაფერზე წერს: დედ-მამას შორის არსებულ კრიზისზე, სიყვარულზე, პრეტენზიებზე, მუწუკებზე, გარდატეხის ასაკის პრობლემებზე. ამ წიგნში ძალიან ნათლად ჩანს, როგორ შეიძლება, მშობლების ცუდმა ურთიერთობამ ბავშვს გული გაუტეხოს და ყველაფერზე ხელი ჩააქნევინოს.

 

 

პორტუგალიის იმპერატორი“- სელმა ლაგერლოფის ნაკლებად ცნობილი, ძალიან ფაქიზი წიგნი მამა-შვილის ურთიერთობაზე.  ლამაზი, სკანდინავიური ლეგენდებით სავსე, მარტივი, უბრალო და ამაღელვებელი წიგნი სკლორიკელ გლეხზე, რომლის ცხოვრება მთლიანად შეცვალა ქალიშვილის დაბადებამ. საოცარი მეგობრობა და უპირობო მამობრივი სიყვარულია ამ წიგნში. მთავარია, გზააბნეულმა შვილმა ყოველთვის იცოდეს, რომ ის არ უყვართ კარგი გოგოობისა და ბიჭობის გამო. ის მაშინაც ეყვარებათ, როდესაც სიბნელეში ბოლომდე დაებნევა გზა.

 

 

ზეპელინ“ – თურმუდ ჰაუგენის პატარა, ძალიან პოეტური წიგნი პატარა გოგონა, თეკლას და მისი იდუმალი მეგობრის, მოზარდი ბიჭის შესახებ, რომელიც სახლიდან გამოიქცა მშობლებთან გაუგებრობის გამო. სინამდვილეში, თეკლასაც და ბიჭსაც გადასარევი მშობლები ჰყავთ, უბრალოდ მეტისმეტად დიდები არიან და ავიწყდებათ, რომ არსებობს ჯადოსნური სიტყვები, მაგალითად, „ზეპელინ~, რომელიც გამოქვაბულს ანათებს და გაყინულ გულებს ათბობს.

გადასახლებული 7 წლის ასაკში

GE DIGITAL CAMERA

ნაზი ნაკაშიძე და ჰაიდარ ხინკილაძე

ჰაიდარ ხინკილაძე გადასახლების დროს შვიდი წლის იყო, თუმცა მძიმე ბავშვობა კარგად ახსოვს.

„მამაჩემი მოხელე კაცი იყო, ავეჯს ამზადებდა და საკმაოდ შეძლებულად ვცხოვრობდით. სოფელში ყველაფერი დაგვატოვებინეს. ეშელონებში, გეცოდინებათ ალბათ რაც ხდებოდა – ქალები, ბავშვები, მოხუცები ყველანი საშინელ პირობებში იყვნენ. წყალი გვენატრებოდა დასალევად. მამაჩემი ყინულებს ჩამოატეხდა ვაგონს და იმას ვჭამდით, რომ წყურვილი მოგვეკლა. ვუყურებდი, როგორ იტანჯებოდნენ, კვდებოდნენ ადამიანები. პაქსაძის ახალგაზრდა, 30 წლის ქალი გარდაიცვალა და 12 წლის შვილი დარჩა ვაგონში. გაჩერებაზე ყინულში დამარხვა ძლივს მოასწრეს და ადგილობრივებს, სადაც მატარებელი გაჩერდა, ვაგონში შეკრებილი ფული მისცეს, რომ თოვლის დადნობის შემდეგ ცხედარი დაეკრძალათ“.

ხანგრძლივი მგზავრობისა და მძიმე დღეების შემდეგ, გადასახლებული ოჯახები სოფლის ფერმაში შეყარეს: „აქ გავატარეთ რამდენიმე დღე და ღამე, შემდეგ კი სხვადასხვა ადგილას გადაგვანაწილეს. იქ ჩასვლის შემდეგ ახალი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ჩემს რძალს ჩვილი ბავშვი გარდაეცვალა და ძალიან განვიცადეთ. ფიცარიც კი არ იშოვებოდა, რომ ბავშვისთვის კუბო შეგვეკერა“.

გადასახლებულ ადამიანებს ადგილობრივ კლიმატთან შეგუება და ყოველდღიური ლუკმა-პურისთვის ბრძოლა უწევდათ: „ვმუშაობდით ყველა, პატარებიც და დიდებიც. ბრიგადირი მოვიდოდა და წაგვიყვანდა სამუშაოდ, რა გზა გვქონდა, ისე არავინ მოგვცემდა ლუკმას“.

რეპრესიებს ვერც ჰაიდარ ხინკილაძის მეუღლე, ნაზი ნაკაშიძე ასცდა. მეუღლის მსგავსად, ისიც მცირეწლოვანი იყო მაშინ. მშობლები ქედაში, სოფელ მერისში ცხოვრობდნენ. „მამა მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად, უფროსი ძმა კი – სოფლის  კანტორაში. შეძლებული ოჯახი გვქონდა, კარაქით, ყველითა და ბოსტნეულით სავსე გვქონდა სახლი. ორსართულიანი სახლი გვედგა. გადასახლების წინ ახალი ავეჯი ვიყიდეთ. ეს ყველაფერი დაგვატოვებინეს. გზაში მამიდაჩემი კივილ-კივილით მოგვსდევდა, მაგრამ მოახლოების უფლება არ მისცეს. არც დამშვიდობება, არც კოცნა“, – იხსენებს ის.

ერთ ვაგონში 42 ადამიანი იყო, სიცივე და უჰაერობა: „კიდეებზე თაროები ჰქონდა და იქ ვიძინებდით. გადასახლებაში შვიდი  და-ძმა ვიყავით, მშობლები, და, ახალი სიძე და რძალი. ერთ საღამოს, მატარებელი რომ დაიძრა, ჩემი ხუთი წლის და ვაგონის თაროდან ჩამოვარდა და თავით დაეცა. ექიმი სჭირდებოდა, მაგრამ ვინ მოგვაქცევდა ყურადღებას, 17 დღის შემდეგ გარდაიცვალა“.

ტაშკენტში ჩაყვანის შემდეგ, რეპრესირებული ოჯახები სხვადასხვა პროვინციაში გადაანაწილეს. „გვიწევდა აუტანელ პირობებში ცხოვრება. არც საჭმელს კითხულობდა არავინ ჩვენსას და არც სასმელს. თვეების შემდეგ მამაჩემმა პატარა ეზო შეიძინა, იქ ბოსტნეული მოვიყვანეთ და გაჭირვება ამით დავძლიეთ. შიმშილს რომ თავი დავანებოთ, მორალურ და ფსიქოლოგიურ სტრესში ვიყავით. უცხო გარემო, ცუდი კლიმატი და შორს ახლობელ-ნათესავებისგან.“

ყაზახეთიდან წერილი წერილზე იგზავნებოდა სტალინის სახელზე, ყველა თავის უდანაშაულობასა და სამშობლოში დაბრუნების სურვილზე წერდა. „პასუხის მოლოდინში სტალინიც გარდაიცვალა. ხალხს დაუძახეს, მოდით, იტირეთო. ბაბუაჩემი არ წავიდა, მაგას რა მატირებდაო. მამაჩემი კი თვალებს ძალით ისრესდა, რომ დაწითლებოდა, თითქოს ნამტირალევი იყო.“

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ნაზისა და ჰაიდარის ოჯახები სამშობლოში დაბრუნდნენ. „ცარიელი კედლების მეტი არაფერი დაგვხვდა“, – ამბობს ნაზი ნაკაშიძე. „ჩვენი ოჯახიც ასეთ დღეში იყო. ყველაფერი წაეღოთ, მიჭედებულ ლურსმანსაც ვერ ნახავდი სადმე“, – გვეუბნება ჰაიდარი. ორივე ოჯახმა ცხოვრება თავიდან დაიწყო.

„დედაჩემის საკერავი მანქანა მახუნცეთის ატელიეში ვიპოვეთ, ავეჯსაც მივაგენით და გამოვისყიდეთ“, – გვეუბნება ნაზი.

მეუღლეები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ სახელმწიფომ რეპრესიების სიმძიმე სათანადოდ არ შეაფასა და ოჯახები სათანადო კომპენსაციის გარეშე დატოვა: „მოსაყოლად ადვილია, მაგრამ გადასატანად ძალიან ძნელი. შეუძლებელია წარსულის დავიწყება“.

“მწვავე ბრონქიტის დროს ანტიბიოტიკების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის“

  • ქალბატონო თეონა, როგორ ვლინდება მწვავე ბრონქიტი?

მწვავე ბრონქიტი ბრონქების მწვავე ანთებაა, რაც ძირითადად ბრონქების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით, შეშუპებით, ჰიპერემიით და სეკრეციის მომატებით ხასიათდება. როგორც წესი, მწვავე ბრონქიტის განვითარებას წინ უსწრებს გარკვეული სიმპტომები –  სურდო, ყელის, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, მისი მთავარი სიმპტომი კი ხველაა. თავდაპირველად ხველა მშრალია, ხოლო 3-4 დღის შემდეგ იწყება მოყვითლო-მოყავისფრო ნახველის გამოყოფა. ნახველში სისხლის შემჩნევის შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ხველა შეიძლება სპაზმურ ხასიათსაც ატარებდეს, რაც ანთებითი ბრონქის ლორწოვანი გარსის ჰიპერრეაქტიულობით არის გამოწვეული, რომლის დროსაც ბრონქების მგრძნობელობა საგრძნობლად იმატებს ნებისმიერ გამღიზიანებელ ფაქტორზე (ცივი ჰაერი, მძაფრი სუნი, მტვრის ნაწილაკები). ზოგჯერ ადგილი აქვს ტემპერატურულ რეაქციასაც _ 37-38 გრადუს ცელსიუსამდე. დაავადების ხანგრძლივობა საშუალოდ 7-10 დღეა, მაგრამ ხველა შეიძლება 4-5 კვირამდეც გაგრძელდეს.

  • ვინ არიან მწვავე ბრონქიტით დაავადების რისკ-ჯგუფში და ახასიათებს თუ არა ბრონქიტს სეზონურობა?

მწვავე ბრონქიტით ყველაზე მეტად ბავშვები, მოხუცები, მწეველები და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები ავადდებიან, რაც მათ სუსტ იმუნურ რეაქციას უკავშირდება.

შემთხვევების 80-85% შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვითარდება, რაც დაკავშირებულია როგორც კლიმატური პირობების გაუარესებასთან (სხეულის გადაცივება, ცივი, ნესტიანი ჰაერის შესუნთქვა ხშირად იწვევს ბრონქების მგრძნობელობის მომატებას, რაც თავის მხრივ, ბრონქიტის განვითარების საწინდარია), ასევე რესპირაციული ვირუსული ინფექციების გავრცელებასთან.

  • რა არის მწვავე ბრონქიტის გამომწვევი მიზეზები?

მწვავე ბრონქიტის განვითარების წამყვან მექანიზმად გვევლინება ვირუსული ხასიათის ინფექცია, მაგალითად გრიპი, პარაგრიპი, რინოვირუსი, ადენოვირუსი. მას იშვიათად ბაქტერიული ხასიათიც აქვს და მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს პნევმოკოკი, სტაფილოკოკი, მიკოპლაზმა და სხვა ბაქტერიები. არაინფექციური ფაქტორებიდან აღსანიშნავია მტვერი, ნესტი, ცივი და ცხელი ჰაერის მონაცვლეობა, ასევე ჰაერში შეწოვილი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები. მწვავე ბრონქიტის განვითარების ხშირ მიზეზებად გვევლინება ასევე მძიმე სამუშაო და საცხოვრებელი პირობები, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, ცხვირიდან სუნთქვის დარღვევა და იმუნოდეფიციტით მიმდინარე სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები.

  •  როგორ მკურნალობენ მწვავე ბრონქიტს და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს დაავადებისადმი უყურადღებობას?

მწვავე ბრონქიტის ძირითადი გამომწვევია ვირუსი, ამიტომ ამ დროს არ არის მიზანშეწონილი აბტიბიოტიკების გამოყენება. მწვავე ბრონქიტის მკურნალობა, როგორც წესი, სიმპტომატურია, ჭარბი რაოდენობით სითხე, სიგარეტის მოწევისგან თავის შეკავება, მშრალი, შემაწუხებელი ხველისას ხველის დამთრგუნველების მიღება, პროდუქტიული ხველისას კი მუკოლიზური საშუალებები. ტემპერატურული რეაქციისას სიცხის დამწევები და ა.შ.

პროგნოზი პაციენტთა უმრავლესობაში კეთილსაიმედოა და სტატისტიკურად დაავადების ლეტალობის მაჩვენებელი 0,1%, თუმცა არასწორი მკურნალობის ან უყურადღებობის შემთხვევაში, დაავადება შეიძლება გართულდეს და პაციენტს პნევმონია (ფილტვების ანთება), ბრონქოსპასტიური სინდრომი, სუნთქვის უკმარისობა ან/და ქრონიკული ბრონქიტი განუვითარდეს.

  • როგორია ამ დაავადების პროფილაქტიკა?

პროფილაქტიკური ღონისძიებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ბრონქიტის გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილება, რაც სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას (თამბაქოსა და ალკოჰოლისგან თავის შეკავება, ფიზიკური ვარჯიში) და ქრონიკული დაავადებების დროულ მკურნალობას გულისხმობს. გარდა ამისა, მწვავე ბრონქიტის განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს პროფილაქტიკური ანტივირუსული და ანტიბაქტერიული ვაქცინაციის ჩატარება.

დღეს ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

 

აქცია ერთდროულად გაიმართება საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.  ეროვნული პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, გამოხატავს სრულ მხარდაჭერას თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ხალხის ევროპული არჩევანის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

აქციის მონაწილეებს დაურიგდებათ ჰიმნის ტექსტი და შესრულდება უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი.  

„იდუმალი სტუმარი“ აჭარაში მდებარე კაფე-რესტორნების მომსახურების ხარისხზე

 

აჭარაში მდებარე 32 კვების ობიექტის სერვისს წელს, ივლის-აგვისტოში, იდუმალი სტუმარი აკვირდებოდა – ასე შეეცადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, შეემოწმებინა მომსახურების ხარისხი და დაედგინა იმ ტრენინგებისა და გადამზადების კურსების ეფექტურობა, რასაც დეპარტამენტი სამი წლის მანძილზე პერიოდულად უტარებს აჭარაში მდებარე რესტორნებისა და კაფეების მენეჯმენტსა და მოსამსახურე პერსონალს.

 

რას ფიქრობენ „იდუმალი სტუმრები“ სერვისის შესახებ? – კვლევის პირველი შედეგები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა დღეს გამოაქვეყნა.

 

კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ დატვირთულ ტურისტულ სეზონზე, ყველაზე მნიშვნელოვანი მომსახურების სისწრაფეა და ობიექტებს ამ კუთხით საკმაოდ დაბალი შეფასებები ეძლევა. „ადგილი ჰქონდა, როგორც შეკვეთის დაგვიანებით მირთმევის შემთხვევებს, ასევე, ხურდის დაგვიანებით დაბრუნებასაც.“ – აღნიშნულია კვლევაში.

 

კვლევის თანახმად, პრობლემებია მიმტანებთან კომუნიკაციის დროსაც.  „მომხმარებლები თვლიან, რომ მიმტანების გარკვეული ნაწილი ვერ მეტყველებს გამართულად – უჭირთ კერძის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, რიგ შემთხვევებში არ იციან კონკრეტული კერძით გამასპინძლების საშუალება აქვს თუ არა დაწესებულებას… მაღალი პროცენტით სახელდება მომსახურე პერსონალის „ფუჭად გაწეული“ მომსახურების გამო, გაღიზიანების შემთხვევები“ – ვკითხულობთ კვლევაში.

 

 

„იდუმალ სტუმრებს“ თითქმის არ ჰქონიათ შენიშვნები კერძების ხარისხის მიმართ. მათი დაკვირვებით, ასევე, ნაკლებად თვალშისაცემია ობიექტების სისუფთავის ნორმების დარღვევა.

 

„ძირითად დადებითად ხასიათდება სტუმრის მიღების/მისალმების ნაწილი. თუმცა, განსხვავებული სურათია დამშვიდობების ნაწილში. დაკვირვების მესამედ ნაწილზე მეტ ობიექტში, მომხმარებლებს არ მიუღიათ ღიმილიანი დამშვიდობება და არც ხელახალი მიპატიჟება. ამასთან, კვების ობიექტების მხოლოდ 30%-ში ჰქონდათ მიმტანებს სამკერდე ნიშნები“ – აღნიშნულია კვლევაში.

 

 

რაც შეეხება რეკომენდაციებს, „იდუმალი სტუმრის“ რეკომენდაციები ასეთია:

 

მნიშვნელოვანია, კვების ობიექტებზე დაკვირვების გზით, განისაზღვროს მომსახურე პერსონალის, სამზარეულოში აღჭურვილობის და მზარეულთა რაოდენობის დამატების საჭიროება.

 

სასურველია, მომსახურე პერსონალმა მიიღოს ინფორმაცია, გამოუვალ სიტუაციაში, როდესაც ვერ ხორციელდება დროის ეფექტურ მონაკვეთში მომსახურების მიღება,  მომხმარებელთან სათანადო კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ – აუხსნას მიზეზი, შეატყობინოს კერძის მიღების სავარაუდო დრო, შესთავაზოს სხვა პროდუქტით გამასპინძლება და ა.შ.  

 

მნიშვნელოვანია, მომსახურე პერსონალს ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია მენიუში შემავალი კერძების შემადგენლობის შესახებ. გარდა ამისა, გამოიჩინოს ინიციატივა და დაეხმაროს მომხმარებელს კერძის შერჩევაში, მომხმარებლის გემოვნებას/რაციონს შეუსაბამოს კვების ობიექტის მენიუში არსებული რომელიმე კერძი.

 

განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამახვილდეს მომსახურების სისწრაფეზე. მნიშვნელოვანია, მომსახურე პერსონალმა მისალმებისთანავე მოიპოვოს მომხმარებლის კეთილგანწყობა და შეძლოს მისი შენარჩუნება სწრაფი და გულისხმიერი მომსახურებით.

 

აჭარის ტურისმისა და კურორტების დეპარტამენტის კვლევის მიზანია კვების ობიექტებში მომსახურების (სერვისის) ხარისხის პრობლემატიკის დადგენა, ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩატარებული გადამზადების კურსების ეფექტურობის განსაზღვრა და ანალიზის საფუძველზე 2014-2015 წლების გადამზადების კურსების დაგეგმვა.

 

 

ბათუმის საკრებულოს წევრის ჩინეთში ვიზიტის შესახებ

 

ჯაბა ბერიძე
ჯაბა ბერიძე

ბატონო ჯაბა, რას უკავშირდებოდა თქვენი ჩინეთში ვიზიტი?

 

საკრებულოში მოვიდა მოწვევა ჩინეთში, ქალაქ ურუმჩიში აბრეშუმის გზის მერებისა და ქვეყნების ეკონომიკური ქამრის ქალაქების თანამშრომლობა-განვითარების ფორუმზე დასწრებასთან დაკავშირებით. როცა გავიგე ამის შესახებ, ცოტა ინფორმაცია მქონდა აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით და გამოვთქვი სურვილი, კი ბატონოო მითხრეს. იქ იყო ფორუმი, რომელსაც ესწრებოდნენ აბრეშუმის გზის მონაწილე ყველა ქვეყნიდან წარმომადგენლები, იყვნენ მერები, საკრებულოს წევრები და სხვა ოფიციალური პირები, რომლებთანაც კონტაქტები გავცვალე. მთავარი იყო ის, რომ ეს ყველაფერი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით კეთდება. ქვეყნები, რომლებიც აწარმოებენ ექსპორტს, ცდილობენ თანამშრომლობა ისევ აღდგეს.

 

რაიმე კონკრეტული პრობლემა ან პროექტი განიხილეს შეხვედრაზე?

 

არა, ეს უფრო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა იყო. მივლინებამდე მივედი ტურიზმის დეპარტამენტში, რაღაც ინფორმაცია მეც მქონდა. მოვამზადე 10-წუთიანი მოხსენება რუსულ ენაზე. მოხსენებაში ვისაუბრე ჩვენს ქალაქზე, მის მნიშვნელობაზე დაარსებიდან დღემდე. შევთავაზე როგორც ტურისტული ქალაქი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქალაქისთვის. ჩემი მივლინება ექვსას ლარამდე დაჯდა და ვიდეორგოლი ჩვენს ქალაქზე ნახა ძალიან ბევრმა ადამიანმა. ვიზიტი ნაწილობრივ იყო ღონისძიების ორგანიზატორის მიერ დაფინანსებული _ მათ დააფინანსეს სამგზავრო ბილეთი და სასტუმრო.

 

კითხვები თუ დაგისვეს და რას ეხებოდა ეს კითხვები?

 

არა, კითხვა-პასუხის ფორმატი არ იყო. ფაქტობრივად, ეს იყო უფრო გაცნობითი შეხვედრა. სინქრონული თარგმნა იყო მოხსენებებისა, მაგრამ ენობრივი ბარიერი ხელს უშლიდა უშუალო ურთიერთობას. მე თვითონ კომუნიკაბელური ადამიანი ვარ და სადაც შევძელი გასაუბრება, იყო შემოთავაზებები ქალაქების დამეგობრებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ასეთი შემოთავაზება იყო, მაგალითად, კიშინიოვიდან.

 

ფიქრობთ, რომ ვიზიტი ქალაქისთვის რაიმე სახის შედეგს მოიტანს?

 

რა თქმა უნდა. მივლინებებზე ხდება ინფორმაციის გაცვლა. ვსაუბრობდით თვითმმართველობაზე, კორუფციაზე. როცა ჩვენთან ხელფასების ოდენობაზე ვეუბნებოდი, რომ ჩვენთან არ არის კორუფცია, ცოტა  არ იყოს უკვირდათ.  გრაფიკი იყო ძალიან დატვირთული, წუთებიც გათვლილი იყო. ამის გამო ცოტათი შეზღუდულები ვიყავით სანახაობითი თვალსაზრისით. ეს ფორუმი სადაც ტარდებოდა, იქ ვნახე ქართული კუთხეც. შევხვდი ასევე ბიზნესმენს, რომელიც ქართული ლიმონათის, ჩურჩხელის და ღვინის ექსპორტს ახორციელებს ჩინეთში.

 

მივლინების შესახებ დოკუმენტში იყო ნათქვამი, რომ თანხა გამოიყო საჩუქრისთვის, რა იყო ეს საჩუქარი და ვის ჩაუტანეთ?

 

საჩუქრად წავიღე ღვინის ქვევრი, რომელიც ქალაქ ურუმჩის მერს ვაჩუქე და მეორე – საქართველოს კუთხეები თავიანთი ორნამენტებით, რომელიც ვაჩუქე ღონისძიების ორგანიზატორს.

 

 

 

Exit mobile version