2015 წლის 3 ივნისს ზუსტად 200 წელი გავა მას შემდეგ, რაც ოსმალებმა სელიმ ხიმშიაშვილს თავი მოკვეთეს. ამ თარიღთან დაკავშირებით ორი რამის გაკეთებას ვგეგმავ საქართველოში. პირველი – სელიმის მონუმენტი მინდა ჩამოვიტანო და დავდგა მისი სახელობის ქუჩაზე თუ ამის საშუალებას მომცემენ, ანუ ადგილს გამოყოფენ (ცხადია, ფინანსურ მხარეს მე უზრუნველვყოფ). და მეორე – მინდა სელიმის მუზეუმი გავაკეთო ბათუმში. იმედი მაქვს, რომ აჭარის მთავრობა მოახერხებს მუზეუმისთვის ადგილის გამონახვას.
ილდირიმ აჯარი
ახლა იმაზე, თუ რატომ მინდა მუზეუმის გაკეთება საქართველოში. ჩვენ სადაც არ უნდა ვიყოთ, ამ ქვეყნის შვილები ვართ, ეს ჩემი სისხლის ქვეყანაა. აქ რომ ჩამოვდივარ, რაც არ უნდა თავის ტკივილი მქონდეს, მაშინვე მეხსნება. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მამაჩემიც ხშირად ჩამოდიოდა – კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ასლან აბაშიძესთან (მემედ აბაშიძე ჩემი ბებიის ბიძა იყო დედის მხრიდან, შესაბამისად, ასლან აბაშიძე ბიძაშვილია). ძალიან ცუდი გზები იყო ზემო აჭარაში, ამიტომ ხიმშიაშვილების საფლავზე ვერტმფრენით ავდიოდით. სასაფლაოების მოწყობა გვინდოდა მაშინ და ახლაც მინდა ამის გაკეთება. მაშინ ჭორი გაავრცელეს, რომ ვითომ აჰმედ ხიმშიაშვილი (მამა) თავისი მიწების დაბრუნებას ფიქრობსო. მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩვენი სამშობლოა და უბრალოდ გვინდა, რომ ჩვენი სისხლი ჩვენ სამშობლოში დუღდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ მიწა გვინდა.
მამაჩემი ხიმშიაშვილების ისტორიაზე კარგად მუშაობდა, მაგრამ გასულ წელს ისიც გარდაიცვალა… სელიმს ჩვენ გარდა სხვა მემკვიდრეებიც ჰყავს – ისინი თურქეთში, ამერიკაში, ევროპის ქვეყნებსა და აზერბაიჯანში ცხოვრობენ. ახლა მე ვცდილობ დავუკავშირდე ყველა მათგანს მთელ მსოფლიოში, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით შევიკრიბოთ და ბათუმში ჩამოვიდეთ.
ბატონ არჩილ ხაბაძეს უკვე ვაცნობეთ წერილობით, რომ გვინდა 3 ივნისთან დაკავშირებით ერთკვირიანი სემინარები, კონფერენციები, ფოლკლორული ღონისძიებები და მსგავსი აქტივობები მოვაწყოთ, რომელიც მიეძღვნება სელიმ ხიმშიაშვილს. მინდა დავუკავშირდე იმ ადამიანებს საქართველოში, რომლებსაც ხიმშიაშვილებზე კვლევები აქვთ ჩატარებული და შევქმნათ საორგანიზაციო ჯგუფი, რომლებიც იმუშავებენ საკონფერენციო ღონისძიებების მოწყობაზე. ახლა უნდა დავიწყოთ მზადება, რომ მოვასწროთ ეს ყველაფერი.
რაც შეეხება მუზეუმს – მამაჩემის სახლში, ანკარაში სელიმ ხიმშიაშვილის ძალიან ბევრი ნივთი ინახება, მაგალითად, დურბინდი, ხმალი, ტანსაცმელი, ჩერქესკა, ფეხსაცმელები. ერთი წყვილი ტანსაცმელი ჩამოვიტანე კიდეც ათი წლის წინ და აქაურ მუზეუმს ვაჩუქე. სადღაც სარდაფში ჩაუყრიათ. ასევე მაქვს ოსმალური ხელნაწერები, ის წერილები, რომლებსაც სელიმს უგზავნიდნენ, ძალიან ბევრი გრაგნილია შესასწავლი. ასევე ჩვენთან ინახება სელიმის ქალიშვილის სამკაულები – ბეჭდები, მძივები და საყურეები. გვაქვს მისი შვილის – თემურის ცოლის სამკაულებიც. გვაქვს ბევრი ფოტოსურათი… კიდევ ერთი ხმალი გვაქვს, რომელთან დაკავშირებითაც ასეთი ისტორია გამიგია: სასომხეთის ერთ-ერთი მთავრისთვის, რომელმაც წააგო ბრძოლა, უნდოდათ თავი მოეკვეთათ. შერიფმა მისი მოკვლის უფლება არ მისცა. მაშინ მთავარმა მოიხსნა თავისი ხმალი და აჩუქა შერიფს. გარდა ამისა, ევროპასა და ამერიკაში მყოფ შთამომავლებთანაც არაერთი რელიქვია და დოკუმენტი ინახება. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბევრი ნივითი გვაქვს, რაც საქართველოს უნდა დავუბრუნოთ, მუზეუმში გამოვფინოთ. ის ამ ქეყნის შვილი იყო და აუცილებელია დაბრუნდეს თავის სამშობლოში. ამის გამო არ უნდა იყოს რაღაც შიში. მე ვცდილობ, ქვეყანას ეს კულტურული მემკვიდრეობა შევუნარჩუნო.
მაგრამ ამას მარტო ვერ გავაკეთებ, აუცილებლად მჭირდება აჭარის ხელისუფლების დახმარება, იქნება გამოყონ სადმე შენობა, რომელსაც გავმართავთ, როგორც მუზეუმს, გამოვფენთ სამუზეუმო ექსპონატებს და შემდეგ სახელმწიფოს გადავცემთ სამართავად.
გარკვეულწილად პრობლემურია ამ ნივთების, როგორც ანტიკვარიატის ტრანსპორტირებაც. ამ მხრივ დახმარება ადრე ბათუმში თურქეთის კონსულს ვთხოვე, მაგრამ ყოფილი კონსული ცოტა პასიური იყო. ახლა ვაპირებ შევხვდე ახალ კონსულს, რომელიც ჩემი მეგობრების ახლობელია. იმედი მაქვს, ტრანსპორტირების საქმეში ის დამეხმარება.
რაც შეეხება სელიმის მოკვეთილი თავის ჩამოსვენებას – ამ თემაზე ბევრს წერენ აქაური ისტორიკოსები, ბევრიც სპეკულაციას ეწევა. მე, პირადად, ერთი ისტორიის მომსწრე ვარ – თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი მამაჩემის მეგობარი იყო. დემირელისა და შევარდნაძის ერთ-ერთი შეხვედრის დროს ისაუბრეს სელიმის თავის გადმოსვენებაზე, სპეციალური ღონისძიების მოწყობაზე, მაგრამ მაშინ მამა არ დათანხმდა – თქვენ შოუს მოწყობა გინდათ, მე კი ეგ არ მინდაო.
ზოგადად, მეც მინდა, რომ სელიმის თავი საქართველოში ჩამოვასვენო. თუმცა მე ამას მარტო ვერ გადავწყვეტ – 10-15-მა ადამიანმა, სელიმის შთამომავლებმა უნდა მოაწერონ ხელი თანხმობის დოკუმენტს, სამართლებრივად ეს სხვაგვარად შეუძლებელია.
თავის მოჭრის დროინდელი ერთი ისტორიაც მინდა გაგიზიაროთ, რაც გადმოცემით ვიცი – როცა სელიმს თავი მოკვეთეს, ვერ ნახეს ყბის შესაკრავი ძაფი, ამიტომ ალმასი, რომელიც მას ჰქონდა, პირში ჩაუდეს, ყბის ხმაური რომ შეეჩერებინათ. დღეს ეს ალმასი „თოფქაფეს“ მუზეუმშია და „ქაშიქჯე ელმასი“ ჰქვია. ეს ის ალმასია, რომელიც ჩვენმა ბაბუამ თურქეთში პირით ჩაიტანა.
გადმოცემით ვიცით, რომ სელიმის შვილებს, განსაკუთრებით თემურ ფაშას, სულთანი დიდ პატივს სცემდა. ჩვენთან მეფის ფირმანი ინახება, რითაც მან თემურს სასახლე აჩუქა, თუმცა თემურმა ეს საჩუქარი არ მიიღო. მაშინ სულთანმა უთხრა, რომ მის შვილებს შეეძლოთ ესწავლათ გალათასარაიში, სამეფო ოჯახის შვილების სასწავლებელში. ზოგმა ისარგებლა ამ შეთავაზებით, ზოგმაც – არა. მე, მაგალითად, მამამ ამ სასწავლებელში შემიყვანა.
ცოტა რამ შერიფზეც მინდა ვთქვა, რომელიც სულ სხვა მოვლენა იყო. მის შესახებ რუსები ამბობდნენ ჩვენი გენერალიაო, ოსმალები – ჩვენი ვეზირია საქართველოშიო. ის ორივეს ახერხებდა. მას ცხრა ცოლი ჰყოლია – მისი ცოლი იყო დანიის მეფის და, რომლის გარდაცვალების შემდეგ მეორე დაზე დაქორწინებულა. საბერძნეთის მეფის და ჰყოლია ცოლად, ასევე ინგლისის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი.
ვფიქრობ, აჭარის ხელისუფლებამ, როცა მომავალი წლის 3 ივნისს სელიმობის მოწყობას დაგეგმავს, ეს უნდა გაითვალისწინოს. სამეფო ოჯახებთან აუცილებლად უნდა გააგზავნონ მოსაწვევები. მე, ილდირიმ აჯარიმ რომ გავაგზავნო მოსაწვევები, ეს არაფერია, სახელმწიფო თუ გააგზავნის, ეს სულ სხვა იქნება. თუ ევროპული სამეფო ოჯახების წარმომადგენლები ჩამოვლენ, მათ აუცილებლად მოჰყვებიან იმ ქვეყნების ტელევიზიებიც. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა რეკლამა იქნება ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ეს ძალიან ხელსაყრელი მომენტია.
და ბოლოს, ამ ყველაფერზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ მინდა ხალხმა გაიგოს ჩემი მიზნების შესახებ და მხარი დამიჭიროს. მინდა, ის ნივთები, რომლებიც ამ ქვეყანას ეკუთვნის, როგორმე დავაბრუნო. ჩემი აზრით, როგორც თურქეთისთვის არის ათათურქი, აჭარისთვის ალბათ უფრო მეტია სელიმ ხიმშიაშვილი.
„მთავარი, რითაც გამოირჩევა ჩვენი გაკვეთილი, არის რაც შეიძლება მეტი სიმღერა, მოძრაობა, სიმღერა და ისევ მოძრაობა. გაკვეთილზე ბავშვი არ ზის”, – ამბობს ნათია კაიკაციშვილი „ელმოს კლუბის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
საბავშვო ბაღი ცნობილი ამერიკული კომპანიის „Gymboree play & Music“-ის მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს. ბათუმელი ნათია კაიკაციშვილი წლების მანძილზე თავად იყო აღნიშნული კომპანიის თანამშრომელი. საბავშვო ბაღებში მუშაობდა აღმზრდელად თუ ინსტრუქტორად ჩინეთში, ბაქოსა და ყაზახეთში. პერიოდულად ბრუნდებოდა საქართველოში. წელს, სექტემბერში, საბავშვო ბაღის გახსნა ბათუმში გადაწყვიტა თავის კანადელ მეუღლესთან ერთად. ეს გადაწყვეტილება ძირითადად იმიტომ მიიღო, რომ სამშობლოში უნდა იცხოვროს და გააკეთოს ის საქმე, რომელიც მიაჩნია, რომ კარგად ისწავლა.
„ყველა გაკვეთილი ინგლისურ ენაზე ტარდება. აღმზრდელები თავისუფლად საუბრობენ ინგლისურად, რუსულად, ქართულად. მიზანი არის ის, რომ სამომავლოდ ბავშვებმა ინგლისური უნდა აითვისონ. ინგლისურის ათვისებისთვის კი კარგია, რაც უფრო მეტად ილაპარაკებ, იურთიერთებ ინგლისურად და შესაბამის გარემოს შეუქმნი. თვითონ სტრუქტურას რაც შეეხება, ბავშვთა განვითარებისთვის სხვადასხვა პროგრამა გვაქვს, ძირითადად „ Gymboree play & Music“- ზე არის აწყობილი. თუმცა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან კარგად ვიცი, როგორი მიდგომა არის საჭირო ბავშვთან. რა სჭირდება ბავშვს. სასწავლო პროგრამა, რა თქმა უნდა, წინასწარ იწერება, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც დამოკიდებულია ბავშვის ათვისებაზე“, – ამბობს ნათია კაიკაციშვილი.
ბაღში ყველა გაკვეთილი ინგლისურ ენაზე ტარდება. გაკვეთილს მთავარი ინსტრუქტორი უძღვება დამხმარე ინსტრუქტორთან ერთად. თუ ბავშვი რაიმეს ვერ გაიგებს, ინსტრუქტორები მას მშობლიურ ენაზე უთარგმნიან.
„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ „ევროპულ სტანდარტებს“ ყველა ასპექტში. ხარისხის კონტროლს უჭირავს წამყვანი როლი ჩვენს მეთოდოლოგიაში“, – ამბობენ „ელმოს კლუბში”.
მუსიკის გაკვეთილთან ერთად, ბაღში დიდი ყურადღება ეთმობა ხელოვნების გაკვეთილებს.
„თუ ბავშვი 1.5 წლისაა, მაშინ უფროსთან (დედა, მამა, ძიძა და ან სხვა) ერთად იღებს მონაწილეობას. ბავშვებმა თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ, ამიტომ უფროსი, განსაკუთრებით კი მშობელი დიდ როლს თამაშობს გაკვეთილის მსვლელობაში. ეს, პირველ რიგში, მათ ეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში, ასევე თვითდაჯერებულობაში. ამ ასაკში ბავშვი ხელოვნების სამყაროს საკუთარი შემოქმედებით გადმოსცემს. ჩვენს გაკვეთილებზე კი ამისი კარგი საშუალებაა,“ – ამბობს ნათია.
თემატური გაკვეთილები, ბევრი სიმღერა და მოძრაობა მუსიკის თანხლებით, ძერწვა, ხატვა, სხვადასხვა გასართობი – ეს ისაა, რასაც „ელმოს კლუბი“ პატარებს სთავაზობს.
„პატარებს ვეხმარებით სასკოლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და ვამზადებთ სკოლისთვის. გვაქვს სახალისო მათემატიკის, გეოგრაფიის გაკვეთილები. მაგალითად, გეოგრაფიაში ვასწავლით ქვეყნებს და პატარა ისტორიებს. ამ ქვეყნების ისტორიების თამაშით და ბავშვისთვის გასაგები ენით. ბაღში დიდი ყურადღება ეთმობა ჯანმრთელობას და ფიზიკურ აქტივობას. სპორტის მასწავლებელი გვყავს და სხვადასხვა სახის სპორტს ვასწავლით. გვაქვს მხატვრული ტანვარჯიში, კარატე, კალათბურთი, ფეხბურთი. მაგრამ ეს იცვლება, როცა დავინახავთ, რომ ერთი მობეზრდა ბავშვს, გადავდივართ სხვა სახის სპორტის შესწავლაზე. მშობელს აღარ უწევს იმაზე ფიქრი, რომ ბაღის პარალელურად ბავშვი სხვაგან დააკავოს სპორტით“, – ამბობს ნათია.
ბაღში არის სამუსიკო სტუდიაც, სადაც მშობლებს შეუძლიათ ბაღისგან დამოუკიდებლად ატარონ პატარები. ხოლო „ელმოს კლუბის“ აღსაზრდელების პროგრამაში სტუდიის გაკვეთილებიც შედის.
„ის, რასაც ჩვენ ცალკე სტუდიაში ვასწავლით ბავშვებს, ბაღის ბავშვების პროგრამაში შედის. მე შემიძლია დავაწესო გადასახადი 200 ლარი და მერე ვთქვა, რომ თქვენ თუ გინდათ შვილი ატაროთ მუსიკაზე, ხელოვნებაზე, დაგიჯდებათ დამატებით რაღაც თანხა, როგორც ხდება სხვა ბაღებში.
ჩვენთან არის ფიქსირებული თანხა, მაგრამ როცა მშობელი იხდის, მან უკვე იცის, რომ ბავშვს ეს ყველაფერი ექნება კომბინაციაში,“ – ამბობს ნათია.
მისივე თქმით, „ელმოს კლუბი“ მშობლებს სთავაზობთ სპეციალურ პროგრამას 0-6 თვემდე ჩვილთათვის. ეს სხვადასხვა ვარჯიშსა და სიმღერასაც მოიცავს.
„ეს მეთოდი ეხმარება პატარას სმენის, თვალისა და ხელის კოორდინაციის, ზედა და ქვედა ტანის კუნთების განვითარებაში,“ – ამბობს ნათია კაიკაციშვილი.
ნათია ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი სკოლამდელი განათლების სისტემაში საკუთარი წვლილის შეტანაა.
„ჩემი აზრით, როცა კონკურენცია გაჩნდება, სხვებიც იზრუნებენ განათლების დონის ასამაღლებლად. ელემენტალურად დასვამენ კითხვას, რატომ არის ის ბაღი კარგი, რატომ მიდის ყველა იმ ბაღში. იმედი მაქვს, რომ დაიწყებენ ცვლილებებს და ეს საერთო განათლებაზე აისახება. ჩემი მიზანია, რომ სწავლების მეთოდოლოგია სხვა ბაღებმაც შეცვალონ. ზოგადად, განათლების სისტემა საქართველოში არის ძალიან დაბალ დონეზე. ცვლილებები კი უნდა დაიწყოს ბაღის ასაკიდან“.
2000-2002 წლებში ვმუშაობდი ასლან აბაშიძის პირად დაცვაში. იქედან წამოსვლის შემდეგ ტურისტული კომპანია დავაარსე და მას ვხელმძღვანელობდი, ჩამოვაყალიბე ტურიზმის ასოციაციაც, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ასოციაციის პროექტის ფარგლებში ფიქსირებული გადასახადების საკითხზე ვმუშაობდით და ქობულეთში სეზონური კურორტის განვითარებას ძალიან წაადგა.
მე ჩემი საოჯახო ტიპის სასტუმრო მქონდა და ამან განაპირობა. კულტურის მიმართულებითაც ვმუშაობდი, დავაარსე ფოლკლორის ფესტივალი ქობულეთში, რომელიც კარგად მუშაობდა. მაქვს ფერმერული გამოცდილებაც, მეცხოველეობის ფერმაც მქონდა, მაგრამ ვერ გავავითარე და იძულებული გავხდი გამეყიდა.
რამდენი ლარი იყო არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ეს სესხი დღესაც მიმდინარეა და ვიხდი. საოჯახო ბიზნესი, რისთვისაც სესხი ავიღე, გავავითარე. ვიყავი გამოსასახლებელთა სიაშიც, მაგრამ ეს პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია.
მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მათ შორის არც „აღორძინების“. ისეთს არაფერს ვაკეთებდი, როცა იყო დახმარება საჭირო, ვეხმარებოდი. რჩევების მიცემა როცა იყო საჭირო და ა.შ ალბათ ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე მოხდა, ჩემს რეპუტაციას იყენებდნენ ხალხთან ურთიერთობაში.
მოადგილის დანიშვნა გამგებლის პრეროგატივაა. რა თქმა უნდა, სულხან ევგენიძეს ვიცნობდი, მეგობრული ურთიერთობაც მაქვს და ქობულეთურიც. ქობულეთი პატარა ქალაქია და ყველა ყველას ვიცნობთ. ოჯახის შექმნა რომ გადავწყვიტე, გვარი არ აღმოჩნდა ისეთი, ჩემი ნათესავი რომ არ აღმოჩენელიყო. ლამის დავრჩი ოჯახის გარეშე. ასე რომ, ნეპოტიზმი საქართველოში ყველგან შეიძლება იყოს.
ის, რომთავისდროზეასლანაბაშიძესთანმუშაობდით, შემდეგკი„ნაციონალებთან“, არყოფილადამაბრკოლებელიმიზეზი?
ასლან აბაშიძესთან მუშაობა თუ იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად ცუდი უნდა გეკეთებინა, არ ვიცი. რომ გამეკეთებინა, გამოჩნდებოდა ისედაც.
კახიკალაძესთანმეგობრობთთურმე, სიმართლეა?
ძალიან ახლოს ვიცნობ და დიდი ხანია ვმეგობრობთ. ამ ზაფხულს ვნახე ბოლოს, როცა ქობულეთში ისვენებდა.
როდისგაიცანითდარავითარებაში?
2001-2002 წლებიდან ვიცნობ. საერთო მეგობრები გვყავდა და იქედან დავმეგობრდით, მისი მეგობრები ჩვენთან ისვენებდნენ სასტუმროში.
ის არასდროს ერევა ასეთ საქმეებში და ყოველთვის მინდობილია იმ ხალხზე, ვინც რეგიონში მუშაობს. კახიმ, რომ დავინიშნე, მერე გაიგო და მეგობრების პირით მომილოცა.
ტურიზმს, კულტურასა და სპორტს ვკურირებ. მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს. პირველ რიგში, ქალაქის გენერალური გეგმა უნდა შედგეს და ამის მიხედვით ჩვენც და სხვებიც მიეჩვევიან, რომ ქალაქი სწორედ ამ გეგმის მიხედვით უნდა განვითარდეს.
“გიორგი ვეკუა და მისი მოადგილე ზაზა ჯიქია გვაწამებდნენ… ვერ ავღწერ ამას. ახლაც ცუდად ვარ. ჯანმრთელობა დამენგრა… გვცემდნენ, გვაგინებდნენ.. ბატონო მოსამართლე, დააკავეთ ეს ხალხი, როგორ შეიძლება ამათი გარეთ ყიფნა”, – უთხრა მოსამართლეს ერთ-ერთმა დაზარალებულმა, რომელსაც ამ წუთებში სასამართლო მოწმის სტატუსით ჰკითხავს.
ბათუმის საქალაქო სასამართლო
გიორგი ვეკუა და ზაზა ჯიქია ბათუმის მესამე საპყრობილეს ყოფილი ხელისუფლების პირობებში მართავდნენ. მათ საქმეში ამ დროისთვის 50 პატმარი ფიგურირებს, როგორც დაზარალებული.
ვეკუას და ჯიქიას მოსამართლე დავით მამისეიშვილმა თავის დროზე აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. დღევანდელ სასამართლო პროცესს ორივე ბრალდებული ესწრება. საქმეს კი მოსამართლე დავით მამისეიშვილი უძღვება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელი ირაკლი გაჩეჩილაძე.
შპს „გოდე 2014“-მა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან პირობადებული აუქციონის წესით ბათუმში გორგასლის ქუჩაზე (#159ბ) 1500 კვ/მეტრი არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი შეისყიდა. შეთანხმება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორს შორის 2014 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა.
გოდერძი ნაკაშიძე
სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულების თანახმად შესმყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მიღება და მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის დაწყება, მშენებლობის დაწყებიდან 30 თვის ვადაში კი შენობის ექსპლუატაციაში შეყვანა უნდა უზრუნველყოს.
შესყიდული ფართობის ექსპლუატაციაში შეყვანიდან რვა თვის ვადაში კი ინვესტორი ვალდებულია შენობის არანაკლებ 1500 კვ./მეტრ ფართობში სამედიცინო დაწესებულება მოაწყოს.
ქონების სანაცვლოდ კომპანიამ სახელმწიფოს ანგარიშზე 465 500 ლარი უნდა გადარიცხოს. გარდა ამისა, აუქციონის პირობების თანახმად შპს „გოდე 2014“-ის მფლობელები ამ პროექტში 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებას იღებენ.
სამედიცონო ცენტრის ამოქმედებიდან რვა თვის განმავლობაში კი ინვესტორი იღებს ასევე ვალდებულებას დაასაქმოს საქართველოს ასი მოქალაქე და დასაქმებულთა რაოდენობა მომდევნო ორი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს.
რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „გოდე 2014“ 2014 წლის 17 სექტემბერს, ანუ აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრეა დაფუძნებული. კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი და დირექტორი 1982 წელს დაბადებული გოდერძი ნაკაშიძეა. მისი რეგისტრაციის ადგილი ოფიციალური დოკუმენტების მოხედვით ქედის მუნიციპალუტეტია, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი კი ბათუმი.
გოდერძი ნაკაშიძე ამ დროისთვის საკუთარ კლინიკა „პრაიმ დენტში“ მუშაობს. კომპანია მამის სახელზე აქვს დარეგისტრირებული, თუმცა რეალური მფლობელი და კლინიკის მმართველი თავად არის.
რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „გოდე 2014“ აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე, ანუ 2014 წლის 17 სექტემბერს დაფუძნდა, შპს „პრაიმ დენტი“ კი – 2013 წლის ბოლოს. გოდერძი ნაკაშიძე კიდევ ერთი კომპანიის შპს „მოლარის“ მოწილეა, ეს კომპანია ქუთაისში 2010 წელს დააფუძნეს:
„ამ კომპანიაშიც ჩემი პროფესიით ვმუშაობ. სტომატოლოგიური დაწესებულებაა, დამფუძნებლებს თანხის პრობლემა არ ჰქონდათ, წილები პროექტის განხორციელების სანაცვლოდ გაიყო. ჩემი გეგმით განვაახლეთ კლინიკა, გადავამზადეთ კადრები. ერთი სიტყვით, მე ავაწყე იქ სისტემა და მათ მუშაობა გააგრძელეს, ჩავდივარ ყოველთვიურად – თათბირებსა და ინსტრუქტაჟს ვატარებ. მე მათ ძირითადად ცოდნა-გამოცდილებით დავეხმარე, იმ კლინიკაში ჩემმა იდეამ უფრო იმუშავა.“
ახალდაფუძნებულ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, პროექტში „ფინანსური გათვლა კეთდება ფართობზე, რომელიც ბინების სახით გაიყიდება. შენობის ორ სართულზე განთავსდება კლინიკა, სხვა სართულებზე კი – ბინები. პროექტს აქვს საბანკო გარანტია.“
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2014 წლის 29 სექტემბერს აუქციონის წესით გაასხვისა ასევე ბათუმში პუშკინის ქუჩაზე (#126) 1085. 80 კვ/მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 1800 კვ/მ მიწის ფართობი. ამ შემთხვევაში ქონება შპს „ნევ ბათ-ჯგუფმა“ შეისყიდა. აუქციონით გათვალისწინებული პირობების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში კომპანიამ არანაკლებ სამი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მათ შორის პირველივე წელს მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება უნდა მოახერხოს. მყიდველი ასევე ვალდებულია საპრივატიზებო შესყიდვის ღირებულება მილიონ 275 000 ლარი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში დაფაროს.
შპს „ნევ ბათ-ჯგუფიც“ 2014 წლის სექტემბერში დაფუძნებული კომპანიაა. კომპანიის 60%-ს ზურაბ დუმბაძე, დარჩენილ 40 %-ს კი ზებურ დუმბაძე ფლობენ. სავარაუდოდ ისინი ძმები არიან, ემთხვევა მათი რეგისტრაციის ადგილი და მამის სახელიც.
შპს „ PARK GIDA “-მ აუქციონის წესით ქობულეთში სოფელ ხუცუბანში 10976 კვ/მეტრი შენობა და მასზე დამაგრებული 23 746 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი შეისყიდა.
აუქციონის პირობების თანახმად შესყიდულ ფართობში ინვესტორმა საწარმო უნდა აამოქმედოს. ხელშეკრულების დადებიდან 10 თვის ვადაში ინვესტორი ვალდებულია დაასრულოს შენობის გარე ფასადის მოპირკეთების სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში საწარმო შეიყვანოს ექსპლუატაციაში.
საბოლოო ჯამში კი, ინვესტორმა პროექტის ფარგლებში 24 თვის ვადაში არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. საწარმოს ექსპლუატაციაში შესვლიდან არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში კი მუდმივად დაასაქმოს საქართველოს 40 მოქალაქე.
შპს „ PARK GIDA “-ც იმ კომპანიებს იმ კომპანიებს შორისაა, რომელიც საქართველოში 2012 წელს დარეგისტრირდა, თუმცა ამ დრომდე კომპანიას საქართველოში ბიზნესპროექტი არ განუხორციელებია. კომპანიის მფლობელი და დირექტორი თურქეთის მოქალაქე ლევენთ გარიფოღლუა.
ქობულეთის მუზეუმის დირექტორი, რეზო ტაკიძე ამბობს, რომ ქობულეთში მუზეუმის გახსნის იდეა 2010 წელს გაუჩნდა. ერთი წელი ენთუზიასტებთან ერთად ქობულეთის სოფლებში დადიოდა და ძველ, მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისით დათარიღებულ ნივთებს აგროვებდა, პირველი 500 ნივთის შეგროვების შემდეგ კი უკვე მუზეუმის გახსნის საკითხი დაისვა. „ქობულეთში არც ერთ პერიოდში არ ყოფილა მუზეუმი. 2011 წლის იანვრიდან კულტურის ცენტრის ბაზაზე დავიწყეთ მუშაობა, მთელი წელი სოფლებში დავდიოდით და ვაგროვებდით ნივთებს. გვქონდა მხარდაჭერა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმიდან, სადაც ქობულეთის ფიჭვნარში აღმოჩენილი ნივთებია დაცული და მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან, რომელიც ასევე, ძალიან დაგვეხმარა. 2011 წლის ბოლოს, პირველი 500 ნივთის შეგროვების შემდეგ დადგა შენობის საკითხი და 2012 წლის გაზაფხულზე მუზეუმი გაიხსნა. ძალიან დაგვეხმარა საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რომელთაც მოგვამზადებინეს თემატურ-ექსპოზიციური გეგმა – ეს არის რეჟისურა სამუზეუმო საქმეში“, – ამბობს რეზო ტაკიძე.
რეზო ტაკიძე, ქობულეთის მუზეუმის დირექტორი
ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ნივთებიდან მუზეუმის დირექტორი რამდენიმე ამახვილებს ყურადღებას: „გასულ წელს კინტრიშის ხეობაში, მეგრელიძეების ოჯახში აღმოვაჩინეთ ხელნაწერი გრაგნილი. ოჯახი ამბობდა, რომ ეს იყო არაბული ხელნაწერი, თუმცა გაირკვა, რომ ეს გახლავთ დედაბრული ხელნაწერი, ლოცვებისა და შელოცვების წიგნი“.
დედაბრული ანბანი – ასე უწოდებენ მეცნიერები ქართული მხედრული დამწერლობის სახეობას, რომელიც ძირითადად აჭარა-გურიაში იყო გავრცელებული. სახელწოდება – „დედაბრული“ – იმ ფაქტს უკავშირდება, რომ იგი ძირითადად ქალებს შორის იყო გავრცელებული. რეზო ტაკიძე დედაბრული ხელის წარმოშობის შესახებ შემდეგს გვიამბობს:
„როგორც გადმოცემებით ვიცით, აჭარაში შემოსული ოსმალები ძირითადად მამაკაცებიდან ითხოვდნენ სარწმუნებოების შეცვლას. მამაკაცები იღებდნენ ისლამს, ქალები კი იყვნენ უფრო თავისუფალი, მათზე არ იყო იმდენი ზეწოლა და ბუნებრივად გადავიდა ქალზე ლოცვების, შელოცვების შენახვის მისია; დამწერლობის ტრანსფორმაციაც, ალბათ, ქალებს მოუვიდათ აზრად. ლეგენდა ამბობს, რომ ხანდაზმულმა ქალებმა შექმნეს და შეინახეს ეს დამწერლობა და აქედან წამოვიდა ეს სახელწოდებაც. ჩვენთან დაცული გრაგნილი მე-18-19 საუკუნეებში იქმნებოდა, რამდენიმე ადგილას გადაკერებულია ძაფით, სხვადასხვა ხელითაა ნაწერი, სხვადასხვა წარმოშობის ქაღალდზე, მაგრამ იმდენად თანმიმდევრულია, რომ ერთიანი ტექსტია. ჩვენ მას კინტრიშული კარაბადინი ვუწოდეთ. 6 მეტრი და 53 სანტმეტრია სიგრძით. თვალს თუ შეაჩვევ, იკითხება. ჟურნალისტმა ზურაბ ბაუჟაძემ გაშიფრა ეს გრაგნილი. კინტრიშული კარაბადინი ინახავს საინტერესო ინფორმაციას, ტოპონიმკას, თითქმის ყველა თანამედროვე სოფელია მოხსენიებული“.
მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ მუზეუმში დამთვალიერებლების ყველაზე დიდ ყურადღებას ეთნოგრაფიული კუთხე იქცევს, ამიტომაც გადაწყვიტეს საგამოფენო დარბაზის გაფართოება და ქობულეთის ყოფა-ცხოვრების ამსახველი მეტი ნივთის გამოფენა. „გასულ წელს გვქონდა ექსპედიცია, შევისწავლეთ მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული სახლები ქობულეთში. ქობულეთური ფიცრული სახლები უფრო გურიის ოდა სახლებს წააგავს, ზემო აჭარაში სახლს სხვა წყობა აქვს. მაგალითად, ბუხრების განლაგება _ შეძლებულ ოჯახს ზემო აჭარაში შეიძლება 4-5 ბუხარი ჰქონოდა, მაგრამ ბუხრები სხვადასხვა კუთხეში იყო განფენილი. სხვაგვარად იყო ეს ქობულეთში, აქ ბუხრის განლაგება ხდებოდა ჯვარედინად. ბუხარი კეთდებოდა ცენტრში და ინდივიდუალურად მუშაობდა ეს ბუხარი ყველა ოთახში“, – განმარტავს რეზო ტაკიძე.
მუზეუმის გამორჩეულ ექსპონატებზე საუბრისას მუზეუმის დირექტორი ხელით ნაქსოვ ხალიჩებსა და ქობულეთისთვის დამახასიათებელ აკვნებზე საუბრობს. მისი თქმით, აჭარის სხვა კუთხეებისგან განსხვავებით ქობულეთში ცისფრად შეღებილი აკვნები გვხვდებოდა, რაც შესაძლოა, ამ კუთხის ზღვასთან სიახლოვეზე მიუთითებდა. ყველაზე ძველი ცისფერი აკვანი ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაახლოებით 200 წლისაა.
„რაც შეეხება ხალიჩებს, წელს დავიწყეთ ხელით ნაქსოვი ხალიჩების შეგროვება. სამი ხალიჩა გქონდა, ოთხი მოვიძიეთ კიდევ მოსახლეობაში. გვაქვს ინფორმაცია, როგორი უნდა ყოფილიყო ხალიჩა პატარძლის ოჯახში, სასტუმრო ოთახში და ასე შემდეგ. ახალგაზრდა მეცნიერები თუ დაინტერედებიან, მინდა ორნამენტები და იეროგლიფები შეისწავლონ, რომელიც მე-19 მე-20 საუკუნის დასაწყისში მოქსოვილ ქობულეთურ ხალიჩებზეა დატანილი.
ზოგადად, გვიანი შუასაუკუნეების ძალიან ბევრი ნივთია ჩვენთან დაცული. როცა განახლებული ექსპოზიცია გაიხსნება, იარაღის გამოფენა გვექნება. ქობულეთში მაღალ დონეზე იყო იარაღის კულტურა. მაჭახელას თოფს რომ ეძახიან, მსგავსი იყო ჩვენთან, მაგრამ, სამწუხაროდ, აღარ არის ის ხალხი, ვინც ამას აკეთებდა. გვაქვს მე-19 საუკუნის იარაღი და მე-20-საუკუნის დასაწყისში დამზადებული იარაღის შეძენაც დავიწყეთ მოსახლეობიდან, რადგან ეს უკვე ისტორიაა, აღარ განმეორდება“, – ამბობს რეზო ტაკიძე.
ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ათი თანამშრომელი მუშაობს. მუზეუმს მუნიციპალიტეტი აფინანსებს და მისი წლიური ბიუჯეტი 71 ათას ლარამდეა. მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი არ არის მხოლოდ საგამოფენო სივრცე, იგი რეგიონში საგანმანათლებლო პროგრამებსაც ითავსებს, რომელშიც სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები არიან ჩართული.
მუზეუმს გააჩნია უნიკალური ფოტომასალაც. რეზო ტაკიძე ორ ფოტოს ისხენებს: „ერთია ფოტო, რომელიც სოფელ ლეღვაშია გადაღებული, წულუკიძეების ოჯახში. ფოტოზე გამოსახულია რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე ქობულეთელები, ძმები წულუკიძეები, ამ ოჯახის წინაპრები. გვაქვს ერთი საინტერესო, 1924 წელს გადაღებული ფოტოც – სოფელ ქობულეთელების ექსკურსია ბათუმში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ფონზე. დაახლოებით 40 პროცენტი ამოვიცანით ფოტოზე გადაღებული ადამიანების“.
ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში რემონტის პარალელურად ექსპედიციაც მიმდინარეობს. მუზეუმის დირექტორს ქობულეთის სოფლებში ახალი ექსპონატების აღმოჩენის იმედი აქვს: „არ შეიძლება თქვა, რომ მუზეუმში ყველაფერი საკმარისი გვაქვს. ჩათვალეთ, რომ ამის თქმისთანავე მოკვდება მუზეუმი. მუზეუმი უნდა იყოს ადამიანივით, რომელიც კარგად უვლის თავს. ექსპოზიციები უნდა იცვლებოდეს, ჩვენთან ექვსჯერაც კი იცვლება წელიწადში ექსპოზცია, ეს აუცილებელია, რომ მუზეუმი უსულო ნივთების სამყარო არ გახდეს“.
საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის პრესრელიზის მიხედვით, შპს ,,TV-ERA” კომისიის მონიტორინგის ჯგუფმა 2014 წლის 26 სექტემბერს შეამოწმა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ კომპანია შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას ახორციელებდა: „Show“, ,,феникс кино“, „TV3 (რუსული)“, „National Geographic“, „Баскетбол“,„СТС“, ,„Футбол“, „Футбол 2“, „Россия 1“,„Теннис“,„STV“, „Silk სპორტი 2“, “Silk კინო კლასიკა“, “Silk კინო ჰოლივუდი“, ,,Silk კინო კოლექცია“, „Домашний“. აღნიშნული დარღვევის გამო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ჯარიმა კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 9 000 და არა უმეტეს 90 000 ლარისა. შპს ,,TV-ERA”-ს შემთხვევაში ჯარიმის ოდენობამ 18,979.24 ლარი შეადგინა.
და ბოლოს შპს „BATUMI MEDIA GROUP“, რომლის შემოწმებაც კომისიის მონიტორინგის ჯგუფმა 2014 წლის 26 სექტემბერს ჩაატარა. კომპანია შემდეგ სამაუწყებლო არხებს ავრცელებდა შესაბამისი ნებართვის გარეშე: „ტელეარხი 25“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედი“, ,,ობიექტივი“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, ,,TV 11“, ,,აჭარა“, ,,GDS“, ,,კავკასია“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „Иллюзион+“, ,,TV 4“, ,,Cartoon network“, ,,XXI+“, „Наш Футбол,” „Show“, ,,Новое кино“, „Fashion tv“, ,,ქართული არხი“, „ენკი-ბენკი“, „РУ ТВ“, ,,National Geographic”, „ТНТ“, ,,ORT“, ,,НТВ“, ,,Россия 1“, ,,Перец“, ,,Eurosport “, ,,Баскетбол“, ,,TV 3“ (რუსული), „Феникс Кино“, ,,24 Техно“, ,,Теннис”, ,,Eurosport 2“, ,, Боец ТВ“, ,,RTVi“, ,,TV1000 action“, ,,TV1000”, „STV“, ,,Россия К”, ,,РЕН ТВ“, ,,СТС“, ,,Домашний“, „Индия ТВ“, ,,Премьера”, „Кинохит“, „Футбол“, „Футбол 2“, „Пятница“, ,,Карусель“, ,,МИР“, ,,Охота и рыбалка“, ,,Кино плюс“, ,,Кухня ТВ“, ,,Animal planet“, „Discovery“, „Шансон ТВ“, „C1“, „Euronews“.
ვინაიდან შპს „BATUMI MEDIA GROUP“ მსგავსი დარღვევისთვის კომისიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე ერთხელ დააჯარიმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განმეორებით იგივე შინაარსის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა. აქედან გამომდინარე შპს „BATUMI MEDIA GROUP“ დაეკისრა ჯარიმა 27 000 ლარის ოდენობით.
სააგენტომ ზემოაღნიშნული პროდუქტების შესაძენად რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, სატენდერო დოკუმენტების მიხედვით 1 365 628 ლარია.
სოციალური სერვისების სააგენტო აღნიშნულ პროდუქტებს „უპოვართა სასადილოებისთვის“ შეიძენს. ასეთი სულ ხუთი სასადილო ფუნქციონირებს ბათუმში: სასადილო N1 ბათუმი, ტაბიძის ქ. N2; სასადილო N2 ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩაზე. N92; სასადილო N3 ბათუმი, კიკვიძის ქ. N7; სასადილო N4 ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N493 და სასადილო N5 ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი, მე-3 შესახვევი N2.
აღნიშნული სასადილოებით 2644 ბენეფიციარი სარგებლობს ყოველდღიურად; ამასთან, ამ სასადილოებში დასაქმებულია 55 ადამიანი [პერსონალიც სასადილოში მომზადებული კერძებით იკვებება].
ბათუმის მერიაში კი განმარტავენ რომ ტენდერი 2015 წლისთვისაა გამოცხადებული და მუნიციპალიტეტის ინფორმაციით მომავალ წელს ბენეფიციერთა რაოდენობა იზრდება.
„მამაჩემი და ჩემი სხვა ახლობლები რელიგიური ნიშნით გავხვდით რეპრესიების მსხვერპლი. მამაჩემი ხოჯა იყო და სასულიერო საქმიანობა საბჭოთა რეჟიმის დროსაც აგრძელებდა. პირველად, თუ არ ვცდები 1934 წელს დააპატიმრეს. წაგვართვეს ყველაფერი: სათიბები, ცხენი, კამეჩები და ხარები. სახლიდანაც გაიტანეს ყველაფერი, რაც კი რამ ებადა ოჯახს, ხალიჩების და სამზარეულოს ქვაბების ჩათვლით. არ ვიცი სად წაიღეს ჩვენი ქონება, მთავრობაში თუ იმ არასწორად მოქმედ ხალხს გაატანეს. არავინ იცის“, – გვეუბნება ისკანდერ კონცელიძე.
ისკანდერ კონცელიძე
იმ დროს მისი ოჯახი ჩოხატაურის რაიონის, სოფელ ზოტში ცხოვრობდა.
სასულიერო პირი იყო ისკანდერის მამის, ფერათ კონცელიძის ცოლის ძმაც, რომელიც ასევე გახდა რეპრესიების მსხვერპლი.
„მამაჩემის ცოლის ძმა თავართქილაძე იყო გვარად, სასულიერო განათლება თურქეთში ჰქონდა მიღებული და ამის გამო სდევნიდნენ, – კავშირები ექნებაო. მისი დაჭერა უნდოდათ, მაგრამ საზღვრის გადალახვა მოასწრო. ამის გამო მამაჩემს წაუყენეს ბრალი, თითქოს ის ეხმარებოდა გაქცევაში და დააპატიმრეს. მამაჩემი სამართლის კარგი მცოდნე იყო და ციხიდან თავის დახსნა მოახერხა. თუმცა, მაინც არ შეეშვნენ. რელიგიური ნიშნით 24 კაცი ისევ დაიჭირეს ზოტში და ბოსელში დაამწყვდიეს. მამაჩემი ქუთაისში ჩავიდა და იქ ერთ რუს გენერალს შეხვდა უშიშროებაში. „ხალხმა წერა-კითხვა არ იცის, ქალაქი არ იცის და ვისთან უნდა ჰქონდეთ კავშირი, ტყუილად გყავთ დაჭერილი. ცოდვაა ხალხი და გაათავისუფლეთ, რა უნდა ადამიანს პირუტყვის სადგომშიო“.
მამაჩემის სოფელში დაბრუნებამდე ის ხალხი მართლა გამოუშვეს ბოსლიდან“.
ფერათ კონცელიძის დევნა 1935 წელს ისევ დაიწყო საბჭოთა რეჟიმმა: „მამაჩემს გურულები „თათრების ხოჯას“ ეძახდნენ, თუმცა როგორც მორწმუნე და პატიოსან კაცს, პატივს სცემდნენ. მამა არასდროს იტყოდა ტყუილს. „თუ დანაშაულს ჩავიდენ, არ დამალო და აღიარე, მაშინ იქნები მართალი კაცი“, – ასე გვეუბნებოდა ხოლმე შვილებს. მეორედ დაკავების შემდეგ მამას უთხრეს, წადი ერთი-ორი წლით სადმე, აღარ გამოჩნდე და როცა ყველაფერი ჩაივლის მერე დაბრუნდიო. მამა მართლა გაერიდა სოფელს. ნაცნობის დახმარებით ორთაბათუმში მიწა იყიდა და იქ დაიწყო ცხოვრება, მაგრამ საბჭოთა რეჟიმმა არც იქ მოასვენა. ისევ დაიბარეს უშიშროებაში. თქვენზე საჩივრებია შემოსულიო.
ჩემმა უფროსმა ძმამ – რიზამ, ბევრი ეძება და მამაჩემს ადვოკატად ვიღაც ტურბელაძე აუყვანა. ჯერ რამდენიმე თვე იმისთვის იბრძოლეს, რომ სასამართლო ხიდისთავში ჩატარებულიყო. გურიაში მამაჩემს ყველა იცნობდა და პატივს სცემდა, იმედი ჰქონდა, რომ მის მოწინააღმდეგეებს სახელმწიფო აქ ვერ აღმოაჩენდა. ბევრი ბრძოლის შემდეგ ამაზეც დაგვთანხმდნენ. მამაჩემს ისევ მისი ცოლის ძმის გაქცევას ედავებოდნენ. 39 წელი იყო უკვე. პროკურორი ხან ჩამოხრჩობას ითხოვდა, ხან დახვრეტას: „ბანდიტი თავართქილაძე გააპარა თურქეთშიო“. ადვოკატს სასამართლოზე უთქვამს: „ეგ კაცი არც ბანდიტი იყო და არც ყაჩაღი, საკუთარ სამშობლოში ქვებსაც კი ეფერებოდა, თქვენნაირმა უსამართლო ხალხმა მოწყვიტა ის ქვეყანასო“.
ფერათ კონცელიძე ადვოკატის წყალობით ამჯერადაც გადაურჩა დახვრეტას, თუმცა რეპრესიები მისი ოჯახის მისამართით მაინც არ შეწყვეტილა: „როცა სასამართლომ მამაჩემი გაათავისუფლა, მთელი დარბაზი ფეხზე ადგა და ტაშს უკრავდა“.
ეს ფაქტი რეპრესიული ხელისუფლებისთვის დევნის ახალი საბაბი გახდა: „მათ არ მოეწონათ მამაჩემის ამხელა ავტორიტეტი. ხალხს რომ უთხრას კომუნისტური პარტია არ ვარგა, მთელ სოფელს ფეხზე დააყენებსო და ცოტა ხნის შემდეგ, ისევ დაიჭირეს. ამჯერად ექვსი თვე იჯდა ციხეში და შემდეგ ორწლიანი პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს“.
ფერათ კონცელიძეს 14 შვილი ჰყავდა. აქედან ოთხი ადრე დაიღუპა. ერთიც საბჭოთა რეპრესიებმა იმსხვერპლა: „41-ში, როცა მსოფლიო ომი დაიწყო, საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო პროკლამაციების გავრცელება დაიწყეს. ერთხელ ორი კაცი მოვიდა სახლში და ჩემი ძმა, რიზა იკითხა. გერმანიის მხარდამჭერთა პარტიაში თუ შემოხვალო, უთქვამთ. რიზამ უარი უთხრა, – „პარტია ჩემი საქმე არაა, გლეხი კაცი ვარ და ყანაში შრომა მირჩევნიაო“. არ ვიცი ვინ იყო ეს ხალხი, შეიძლება სპეციალურად მიუგზავნეს მიზეზი რომ გამოენახათ, რადგან რიზა ამ ამბის შემდეგ მალე დააკავეს.
მე მაშინ 13 წლის ვიყავი, საღამოს ყანიდან რომ დავბრუნდით, მამაჩემი და რიზა ბუხართან ჩამოსხდნენ, მე კი დავიძინე. დილით ჩემი ძმა ცოცხალი აღარ დამხვდა. როგორც შემდეგ გავიგე, სამხედროები ადრე დილით მოსულიყვნენ და რიზა წაეყვანათ. გზაში ჩემი ძმა გაქცევულა, მაგრამ გაფრთხილებაზე, – „თუ არ შეჩერდები გესვრით“, ჩემი ძმა ბრძანებას დაემორჩილა და ხელები აწია. თუმცა, სამხედროებმა მაინც ესროლეს და მოკლეს“.
ისკანდერ კონცელიძე ამბობს, რომ არაერთი თხოვნა-მიმართვის მიუხედავად, საბჭოთა ხელისუფლებამ არ გასცა ოჯახს პასუხი, თუ სად დამარხეს მისი ძმა.
„რიზას ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩა და მათ ჩვენ ვზრდიდით. ბავშვებს არც დედა ჰყავდათ. ამ ტრაგედიის შემდეგ, მამაჩემმა სოფელი ზოტი საბოლოოდ მიატოვა“.
ბრონქული ასთმა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადება. იგი სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობასთან არის დაკავშირებული, რაც სულხუთვის, მსტვინავი სუნთქვის, გულმკერდის შებოჭილობის და ხველის განმეორებით ეპიზოდებს იწვევს, განსაკუთრებით ღამით ან/და ადრე დილით. ანუ ამ დროს, მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად სასუნთქი გზებს ახასიათებს ზედმეტად ძლიერად შევიწროება.
თეა მიქანაძე ალერგოლოგი
რაშეიძლებაგახდესამდაავადებისგამოწვევიმიზეზი?
ვარაუდობენ, რომ ბრონქული ასთმის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს გენეტიკური წინასწარგანწყობა და მასთან ერთად ზოგიერთი გარე გამაღიზიანებელი ფაქტორი. გარდა ამისა, თანამედროვე ცხოვრების წესმა, ცხოვრების პირობებმა, არასწორმა კვების რეჟიმმა და არაჰიგიენურმა გარემომ, ბოლო ათწლეულებში ბრონქული ასთმის შემთხვევების გახშირებაც გამოიწვია. ჩვილ და მცირე ასაკის ბავშვებში ასთმის მნიშვნელოვან მაპროვოცირებელ ფაქტორს წარმოადგენს რესპირატორული ვირუსული ინფექციები.
რაშეიძლებაგახდესასთმისშეტევისგამომწვევიმიზეზი?
ასთმის შეტევის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ოთახის მტვერმა, ცხოველის ბეწვმა, ობის სოკომ, მავნე ტკიპებმა, ტარაკნებმა, ამინდმა, ცივმა და ცხელმა ჰაერმა, ტენიანობამ და ა.შ. მაღალი ტენიანობა ბრონქული ასთმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობაა, შესაბამისად ასთმით დაავადებული პაციენტებისთვის ძალიან კარგია აჭარის ნესტიანი ჰავისგან, პერიოდულად მშრალ ჰაერზე დასვენება. საამისოდ ძალიან კარგი კურორტებია – ცემი, სურამი და აბასთუმანი. ჰაერის გამოცვლისთვის საჭიროა კურორტზე საშუალოდ 21 დღე მაინც დაჰყოს პაციენტმა.
როგორიაბრონქულიასთმისთავისებურებებიბავშვებში?
სიმპტომების მიხედვით ბავშვთა ასთმა ისევე მიმინარეობს, როგორც მოზრდილთა ასთმა, თუმცა აღსანიშნავია, რომ სტატისტიკურად ბავშვების 80% სძლევს ასთმას, საჭიროა მხოლოდ ხელი შევუწყოთ ამას. სქესობრივი მომწიფების ასაკისთვის, მათი 75% თავისთავად იკურნება. ბავშვებში ასთმის რისკ ფაქტორია მამრობითი სქესი. 14 წლამდე ასაკში ასთმის გავრცელებასთან ერთად სქესს შორის სხვაობა მცირდება და მოზრდილებში ასთმის გავრცელება ქალებში უფრო მაღალია. Kავშირი სქესთან ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა ამის სავარაუდო მიზეზი ის არის, რომ დაბადებისას ბიჭების რონქების ზომა უფრო პატარაა ვიდრე გოგონებში, მოზრდილ ასაკში კი პირიქით.
რასიმპტომებითვლინდებაბრონქულიასთმა?
შემთხვევათა 80%-ში ბავშვთა ასთმის სიმპტომები ჩნდება ხუთ წლამდე ასაკში, მაგრამ დიაგნოსტიკა ფიზიკურად ვერ ხერხდება, ამიტომ ბავშვთა ასაკში, ფიზიკური დატვირთვა შესაძლოა ასთმის გამოვლენის ერთადერთი გზაც იყოს. ფიზიკური დატვირთვისას 5-10 წუთში შესაძლოა ბავშვს განუვითარდეს სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა და შეტევითი ხველა. გარდა ამისა პაციენტს აღენიშნება ზოგადი სისუსტე, თვალის ჩამუქებული უპეები, რინიტისა და ცხვირის ქავილის გამო აქერცლილი კანი ცხვირის არეში და პირით სუნთქვის გამო, პირის სიმშრალე.
შესაძლოათუარაასთმისდიაგნოზითსრულფასოვანიცხოვრება?
ასთმის დიაგნოზი, ნამდვილად არ არის განაჩენი და იგი არ ნიშნავს ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავებასა თუ მთლიანად ცხოვრების რიტმის შეცვლას. სწორად მართული და ნამკურნალევი ასთმის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, პაციენტი ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდეს. გარდა ამისა არსებობს მაგალითები, როცა ასთმით დაავადებულები, მსოფლიო ჩემპიონები ხდებიან სპორტის სხვადასხვა მიმდინარეობებში.
ასთმური შეტევის ერთ-ერთი ძლიერი მაპროვოცირებელი აქტივობა, შეიძლება იყოს სირბილი, თუმცა შესვენების შემდეგ 20-45 წუთში სიმპტომები თავისით ქრება. ნაკლებ მაპროვოცირებელი აქტივობაა ცურვა (თუმცა აქ გასათვალისწინებელია ქლორის მავნე ზეგავლენა სასუნთქ გზებზე).
ასთმის სამკურნალო საშუალებები დაყოფილია ორ ჯგუფად. ეს არის მაკონტროლებელი და შემამასუბუქებელი საშუალებები, რომლებიც შეიძლება იყოს მედიკამენტოზური და ინჰალაციური სახის. მაშინ როცა ასთმური შეტევა ფიზიკური დატვირთვით არის გამოწვეული, პაციენტს შეუძლია შემამსუბუქებელი საშუალებები გამოიყენოს. დაავადების სწორად მართვისა და კონტროლის შემთხვევაში, იზრდება რემისიები და ასთმური შეტევები სულ უფრო და უფრო იშვიათი ხდება. შესაძლოა ასთმური შეტევა პაციენტს, რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აღენიშნოს.
აქ გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორი, დაწყებული იმით თუ სად სძინავს ბავშვს. ასთმიანი ბავშვისთვის არ შეიძლება ბამბის, შალის და ბუმბულის ლოგინი, მას სპეციალური სინთეტიკური მასალის საბანი უნდა ჰქონდეს, რომელიც ხშირად ირეცხება და მალე შრება. არ შეიძლება სახლში შინაური ცხოველების ყოლა, იქნება ეს ძაღლი, კატა, ჩიტები, მღრღნელები და აკვარიუმის თევზებიც კი. მნიშვნელოვანია ოთახის სინოტივეც – ზედმეტად მშრალი და ზედმეტად ტენიანი ჰაერი სასუნთქი გზების მდგომარეობას აუარესებს. სასურველია სახლში ნაკლებად იყოს საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები, სარეცხი და საწმენდი ფხვნილები, ასთმიანი ბავშვისთვის უნდა შეიძინოთ ჰიპოალერგიული პროდუქცია, რაც მართალია შედარებით უფრო ძვირია, მაგრამ უსაფრთხო. ასევე კარგია ალერგიის გამომწვევი მცენარეების ყვავილობისას, ბავშვი გაიყვანოთ ქალაქიდან, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ დროულად უნდა ვიზრუნოთ შეტევების პროფილაქტიკაზე – შეძლებისდაგვარად მოვარიდოთ ბავშვი ქუჩას, გადავიყვანოთ ბავშვი ჰიპოალერგიულ დიეტაზე, რომელიც კვების რაციონიდან ე.წ. ალერგენების ამოღებას გულისხმობს (ესენია რძის პროდუქტები, ზღვის პროდუქტები, კვერცხი და სხვა) და დავიწყოთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება.
ზემოთ აღწერილი პოროცედურების შედეგად მაია კ-ს სხვა სახის პრობლემებიც დაეწყო. გართულებები იმ ანტიბიოტიკებისა თუ სხვა მედიკამენტების გვერდითი ეფექტებით იყო გამოწვეული, რასაც პაციენტი მთელი ეს პერიოდი ექიმების რჩევით სვამდა. მაიას აზრით, სავარაუდო დიაგნოზებითა და ბუნდოვანი განმარტებებით ექიმები თავს არიდებენ იმ პასუხისმგებლობას, რაც შესაძლოა მათ უყურადღებობასა და გულგრილობას მოჰყვეს.
„ყველა მათგანი მეუბნებოდა სავარაუდო დიაგნოზს, რომელსაც ოფიციალურად ვერც დამიწერდა, ისინი მაგზავნიდნენ ერთმანეთთან სხვადახვა გამოკვლევაზე და ბოლოს მეუბნებოდნენ, რომ დიაგნოზს ვერ დამისვამდნენ, რადგან მე მათი პაციენტი არ ვიყავი. ვფიქრობ, უბრალოდ ფულს მახარჯინებდნენ და დიაგნოზის არ დაწერით თავს იზღვევდნენ“, – ამბობს ის.
ოჯახის ექიმი ნატა ჩაკვეტაძე ამბობს, რომ, როცა პაციენტი ექიმთან ამბოლატორიულ მიღებაზე მიდის, მას ჯერ გარკვეული გამოკვლევები უტარდება, ამიტომ ყოველ მისვლაზე პირდაპირ დიაგნოზი ვერ გაიცემა, თუმცა ექიმი ვალდებულია პაციენტის ყოველი ვიზიტის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერები გააკეთოს პაციენტის ისტორიაში, ანუ ამბოლატორიულ ბარათში.
ნატა ჩაკვეტაძის თქმით, ამბოლატორიულ მიღებაზე, პაციენტები იშვიათად ითხოვენ დიაგნოზს. ეს მაშინ ხდება, როცა პაციენტს სასწავლებელში, სამსახურში ან სხვა დაწესებულებაში წარსადგენად სჭირდება ასეთი ცნობა. მან უნდა მოითხოვოს ფორმა #100, სადაც იწერება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყველაფერი – რა ჩაუტარდა, რა დაენიშნა და რა დიაგნოზი აქვს ამჟამად. „ეს არის ე.წ. ამონაწერი პაციენტის ამბოლატორიული ბარათიდან. ამბოლატორიული ბარათები განადგურებას არ ექვემდებარება და ისინი წლობით ინახება სამედიცინო დაწესებულებაში. თუ პაციენტს მკურნალობის დროს ან მომავალში დასჭირდა ამონაწერი ამ ამბოლატორიული ბარათიდან, ის აკითხავს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ამ ამონაწერს მას აძლევენ ფორმა #100-ის სახით“.
ფორმა #100 არის ერთგვარი სასაუბრო დოკუმენტი, როგორც ექიმსა და პაციენტს, ისე ექიმებს შორისაც. „ამ დოკუმენტით ერთი ექიმი მეორეს აწვდის კონკრეტულ ინფრომაციას პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ“, – ამბობს ნატა ჩაკვეტაძე. შესაბამისად, წერილობითი ფორმით ზუსტი დიაგნოზის ქონა, აუცილებელია მკურნალობის შემდეგი ეტაპების გასავლელად.
საქართველოს კანონი ჯანმრთელობის შესახებ ავალდებულებს ექიმს, რომ მან პაციენს ჯანმრთელობის შესახებ სრული, ობექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია მიაწოდოს, თუმცა კანონი არ ავალდებულებს ექიმს პაციენტის ყოველ ვიზიტზე გასცეს წერილობითი დიაგნოზი, თუ ის ამას არ მოითხოვს.
„ამბოლატორიულ მიღებებზე ზეპირ ინფორმაციას ვაწვდით პაციენტს იმის შესახებ, თუ რა დაავადებაა, რომ ამ წუთას არაფერი საგანგაშო არ არის, რა გართულებებს შეიძლება ველოდოთ. ამ დროს იურიდიული დოკუმენტი პაციენის ისტორიაა, იგივე ამბოლატორიული ბარათი“, – ამბობს ნატა ჩაკვეტაძე.
მაიას თქმით, არსებობს იმის საფრთხე, რომ რიგ შემთხვევებში პაციენტის ამბოლატორიული ბარათი საერთოდ არ გაიხსნას, რადგან ერთ-ერთ კონკრეტულ ექიმთან იგი პირდაპირ ლაბორატორიიდან გადაამისამართეს, რომელთანაც რეგისტრატურის გვერდის ავლით შევიდა. `ვფიქრობ, ასეთ დროს ის არანაირ ოფიციალურ დოკუმენტაციას, კერძოდ კი ჩემს ისტორიას არ აწარმოებდა. ფულიც მხოლოდ მასთან გადავიხადე და არა რეგისტატურაში. შესაძლოა იმ ექიმმა სულ არ გამოაჩინოს ჩემი არსებობა თავის ბაზაში“, – ამბობს ის.
ასოციაცია `უფლება ჯანმრთელობისთვის“ ხელმძღვანელი მაკა კვაჭაძე ამბობს, რომ გარდა დიაგნოზის გაცემისა, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტისათვის ინფორმაციის მიწოდება, რომელიც უფრო ფართოა, ვიდრე დიაგნოზის გაცემა. მაკა ამბობს, რომ ინფორმაციის მიწოდება, ისევე როგორც დიაგნოზის წერილობით დაფიქსირება, საშუალებას აძლევს პაციენტს (მის ახლობელს) არა მარტო მიიღოს ინფორმაცია, არამედ მოიძიოს მეორე აზრი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტს შეუძლია მიმართოს სხვა სამედიცინო მომსახურების გამწევს და აჩვენოს დასმული დიაგნოზი: `დასანანია, მაგრამ საქართველოში, ზოგ შემთხვევაში, ექიმები მტკივნეულად აღიქვამენ პაციენტის სურვილს დიაგნოზის დასაზუსტებლად მიმართოს სხვადასხვა დაწესებულებას თუ სხვა ექიმს“.
მაკა კვაჭაძის თქმით, ჯანდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის აპარატში, ხშირია პაციენტთა განცხადებები, რომლებიც არასწორი დიაგნოზის დასმის პრობლემას შეეხება. `გარდა ამისა, არაერთი საქმე იქნა განხილული სასამართლოში, როდესაც პაციენტები ჩიოდნენ დიაგნოზის არასწორად დასმაზე, სამედიცინო შეცდომის თაობაზე, არასწორი მკურნალობის ჩატარებაზე“, – ამბობს ის.
კითხვაზე შესაძლებელია თუ არა არასწორი მკურნალობის შემთხვევაში მიყენებულ ზიანზე, პაციენტმა სამედიცინო დოკუმენტაციის გარეშე იდაოს სასამართლოში, მაკა პასუხობს: „ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას სავალდებულოა სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენა ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა და სხვა მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები, მკურნალობის დამდასტურებელი დოკუმენტები და სხვა) წარდგენა“.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო მედიაციის დეპარატმენტის უფროსი ანზორ ბალაძე ამბობს, რომ მათ პრაქტიკაშიც ყოფილა ათეულობით მომართვა, როცა პაციენტს ფორმა #100-ის და სხვა სამედიცინო დოკუმენტაციის აღებასთან დაკავშირებით გარკვული პრობლემები შექმნია. „ეს პრობლემები გაუგებრობებთან იყო დაკავშირებული და ყოველ ჯერზე მარტივად მოგვარებულა“, – ამბობს ის. თუმცა, მისივე თქმით, ისეთი მომართვები, რომ დიაგნოზი ყოფილიყო სადავო და ამის დასამტკიცებლად გასჭირვებოდა ვინმეს ფორმა #100-ის აღება – არ ყოფილა.
მაკა კვაჭაძის თქმით, პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების გამწევს შორის დავების დიდი რაოდენობა პაციენტთა ინფორმირებულობის ნაკლებობითაა განპირობებული: „პაციენტთა უფლებების ზედმიწევნით ცოდნა იცავს არა მხოლოდ მათ ჯანმრთელობასა და უფლებებს, არამედ სამედიცინო პერსონალსაც“.
პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის დანიშვნამდე იცოდეს ყველაფერი საკუთარი ჯანმრთელობისა და მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ. კერძოდ, რა შედეგები მიიღეს სამედიცინო გამოკვლევების საფუძველზე; როგორია დიაგნოზი და რას ნიშნავს ეს პაციენტისთვის (როგორია პროგნოზი); რა მიზნით იგეგმება ესა თუ ის სამედიცინო ჩარევა; რა არის მოსალოდნელი ეფექტი, რამდენად სარისკოა ჩარევა პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის; არსებობს თუ არა მკურნალობის სხვა, ალტერნატიული მეთოდები, როგორია ამ მეთოდების მოსალოდენლი ეფექტი და ახლავს თუ არა რისკი მას.
ნათია, აპირებ თუ არა შეურთდე აქციას ბათუმში და რატომ?
რა თქმა უნდა ვაპირებ ამ აქციაზე წასვლას და არა იმიტომ, რომ ვმუშაობ არასამთავრობო სექტორში, სადაც ადამიანის უფლებებისთვის ვიბრძვით. ამ აქციაზე მივდივარ არა მხოლოდ როგორც უფლებადამცველი, არამედ როგორც მოქალაქე. მხოლოდ საკუთარი გარემო არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნო, იქ უნდა მივიდეთ ყველა და უნდა ვთქვათ, რომ ის, რაც უმრავლესობას ყოველდღიურობა ჰგონია, რეალურად არის დანაშაული. ქალებს ხშირად გვიყურებენ ისე, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ახალი სიცოცხლის გაჩენის ფუნქცია. მე მივდივარ ამ აქციაზე იმიტომ, რომ ვთქვა ის, რაც თურმე ძალიან ბევრმა არ იცის: რომ ქალებს გვაქვს სიცოცხლის უფლება.
რატომ არის ამ აქციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი?
ერთ წელიწადში 25 ქალის სიცოცხლე შეწყდა, მეტი რა შეიძლება მოხდეს, რომ საზოგადოებას გულწრფელი პროტესტი გაუჩნდეს. რა თქმა უნდა, არა მარტო საქართველოში, სხვაგანაც ხდება მსგავსი რამ, მაგრამ სადაც ასეთი სტატისტიკაა, ესე იგი იქ ხალხი ცხოვრობს და არა საზოგადოება. საზოგადოებას რეაგირება პირველივე მსგავს შემთხვევაზე უნდა ჰქონდეს და განგაშის ზარს სცემდეს. ეს ფიზიკური მკვლელობების სტატისტიკაა, თუმცა ჩვენ ირგვლივ რამდენი ფაქტის გახსენება შეგვიძლია, როცა ქალს მორალურად კლავენ ყოველ დღე. სწორედ ამის გამო ძალიან ხშირად ქალების უმრავლეობას მონური მორჩილება კანონზომიერება ჰქონია, ან არ ჰგონია, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.
ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც თანაბრად იცავს კაცსა და ქალს, თუმცა მკვლელობები გენდერული ნიშნით მაინც ხდება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, როგორ ფიქრობ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ქალებზე ძალადობის შესაჩერებლად?
სახელმწიფომ უნდა ჩადოს განათლებაში ფული -ეს არის გამოსავალი. მე ბევრჯერ მომისმენია ჩინოვნიკებისგან და ეს ჩინოვნიკები უმეტეს შემთხვევაში მამაკაცები არან, რომ მაგალითად, პოლიტიკაში ქალების მოსვლა, ყბადაღებული თემაა და ეს ქილიკის საგანი ხდება. ხშირად გამიგია – თუ ქალებს არ უნდათ მოსვლა პოლიტიკაში, ძალით ვერ მოიყვანო. ეს არის ძალიან ზედაპირული მსჯელობა. იქ, სადაც ქალებისთვის შანსი არ არსებობს, მამაკაცებისთვის კარი არის ღია _ ძალიან ხშირად გამჩენია ეს განცდა.
ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო, ჩემი შვილის მასწავლებელთან მომივიდა კამათი. მისაყვედურა, რატომ ვტვირთავდი ჩემს შვილს ზედმეტად, ქალებმა საკმარისია იმდენი იცოდნენ, რომ სახლი არ დაწვანო _ ამბობდა და ამ კამათისას დაჟინებით მთხოვდა დამესახელებინა ქალები, რომლებმაც მსოფლიოს შეცვლაში წვლილი შეიტანეს. როცა ასეთი მასწავლებელი შედის სკოლაში, ის მისდაუნებურად ბიჭებს აქეზებს, გოგონებს კი მოტივაციას უკლავს. ეს მასწავლებელი დაფასებულია საზოგადოების მხრიდან, ხსნის ურთულეს განტოლებებს, მაგრამ ასეთი ადამიანი, რომ დაფიქრდე, უბრალოდ მკვლელია. აბა, რა ჰქვია ადამიანს, რომელიც იმედებს კლავს?!
მე სამი შვილი მყავს, სამივე გოგოა და როდესაც მე და ჩემი მეუღლე ვცდილობდით საცხოვრებელი ფართობის გაზრდას, რადგან დიდი ოჯახი ვიყავით, ბევრი „გულშემატკივარი” გვეუბნებოდა: რას იკლავთ თავს, ბიჭი მაინც არ გყავთო. ჩემი აზრით განათლებული და კეთილშობილი ადამიანები ასეთ რამეს არ ამბობენ. ამიტომ არის განათლება მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას…
ეს ნამდვილად არის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. რეალურად ჩვენ ვღუპავთ ადამიანებს. ორ ფაქტს გავიხსენებ, როცა ჩემ ირგვლივ ქალები ოჯახურ ძალადობას გაექცნენ. ერთი მათგანი ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, ფეხზე დადგა, შვილი გაზარდა, ახლა აქვს თითქოს ყველაფერი, მაგრამ მას აღარ ეყო ძალა და გამბედაობა, რომ ახალ პარტნიორზე ეფიქრა. მეორე შემთხვევა, როცა ჩემი ახლობელი ადამიანი გამოექცა ძალადობას, მან დაკარგა მატერიალურად უზრუნველი გარემო. წლები გავიდა მას შემდეგ და ახლა ყველა ქირქილებს ამ ქალზე: `აბა რა ეგონა, რომ მორბოდა სახლიდან, არ სჯობდა მოეთმინა?~ და ჩემთვის ყველაზე მძიმე მოსასმენი იყო, რომ ქალი, რომელიც მაშინ თანამოაზრეებს ეძებდა, რომ არ შეიძლებოდა მას ეთმინა ცემა, ეს ქალიც კი ფიქრობს, რომ იქნებ მოთმენა სჯობდა.
ჩვენ, საზოგადოება ვაფიქრებინებთ ქალს ამას, მიგვყავს ამ დონემდე. ხანდახან ყალბი საზოგადოება ვართ, ყალბი ღირებულებებით. ხშირად მქონია განცდა, რომ კარგ ოჯახს რასაც უწოდებენ, ეს არის სიყალბეზე დაფუძნებული ოჯახი, რადგან ამ ოჯახში ძირითადად ზრუნავენ იმაზე, რომ მამაკაცი იყოს პირველ რიგში სათანადოდ წარმოჩენილი. საზოგადოება, მისი ყალბი ღირებულებებით აიძულებს ქალს მოითმინოს ყველაფერი, რადგან თავისუფლება ამ საზოგადოების მთავარი ღირებულება არ არის.
რამდენად გულწრფელები არიან ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ქალებზე ძალადობა “მოგონილი თემაა” და ეს სინამდვილეში არ არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა?
თუ არ გინდა პრობლემის დანახვა, ყველანაირად გაიმართლებ თავს. ერთ მაგალითს ვიტყვი, ბოლო დროს აჭარის მაღალმთიანეთში დავდივარ, სადაც, ისევე როგორც ქალაქში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდები, რომ ქალმა არ იცის მისი უფლებების შესახებ. რას ნიშნავს, როდესაც ზამთარში, სამ მეტრ თოვლში ქალს უწევს ჭურჭლის გარეცხვა ეზოში, სიცივეში და არავინ ცდილობს იყიდოს სამი მეტრი მილი, რომ წყალი სახლში შეიყანოს ქალისთვის, რომელიც მთელი ოჯახის ჭურჭელს რეცხავს?! ამას ყველა უყურებს გულგრილად, მერე რა რომ რეცხავს?! ამას ქალი აკეთებს, არ არის კაცის პრობლემა. რეალურად ასეთი პატარა რაღაცებისგან შედგება ყველაფერი და თუ დანახვა არ გინდა, ვერც დაინახავ.
25 ქალს წაართვეს წელს სიცოცხლის უფლება და კიდევ როგორ უნდა თქვა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს პრობლემა, თუ არა ხარ ბრმა და თუ არ გინდა, რომ იყო ბრმა.
რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ აქციას?
ერთჯერადი აქციები არასოდეს იქნება გარდამტეხი, მაგრამ ამაზე მუდმივად უნდა ვსაუბრობდეთ, მუდმივად უნდა ვიფიქროთ. ერთი აქცია რომ გადაწყვეტს და შეცვლის ყველაფერს _ ასეთი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ასეთი აქციებით ქალები თავიანთი უფლებების შესახებ უფრო მეტს გაიგებენ, უფრო მეტი ქალი გაიგებს, რომ მათი ყოველდღიურობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და კანონზომიერება ჰგონიათ, არ არის კანონი და ამის შეცვლა შესაძლებელია.
იპოთეკარები მოითხოვენ დაბალპროცენტიან და გრძელვადიან სესხებს, ხოლო თვითნებურად შესახლებულები კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სთხოვდნენ ენერგო-პრო ჯორჯიასთან შუამდგომლობას, რათა მათ მიიღონ ელექტრო ენერგია, რომელიც მათი თქმით, სამი წლის განმავლობაში არ მიეწოდებათ.
„თუ არ დაგვაკმაყოფილებენ, ჩვენ გადავალთ ფართო მაშტაბან აქციებზე და დავიწყებთ შიმშილობას. არ გვაქვს დენი და არც წყალი, დამიავადდა მცირეწლოვანი ბავშები. ჩვენი მოთხოვნაა ჩაგვირთონ დენი მაგრამ ისინი გვპასუხობენ რომ, გაყიდულია ეს შენობა და თუ რაიმე ხერხს მივმართვთ და ჩვენით ჩავირთავთ დენს, მოვლენ და ჩაგვიხსნიან,“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე რევაზ დიასამიძე.
ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძემ, „ მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ იყო მხოლოდ ქობულეთთან დაკავშირებით დაპირება და მხოლოდ მათგან მივიღებ პრეტენზიას. ჩენ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა და ვუწევთ ანგარიშს ბანკებთან, აღმასრულებლებთან და სხვა დაწესებულებებთან. იპოთეკარების თითქმის 80 % დავეხმარეთ ჩვენ უკვე და აქციის ჩატარებას არავინ არ უშლის მათ, მაგრამ თუ კანონს დაარღვევენ მიიღებენ შესაბამის რეაგირებას მთავრობისგან და სანართალდამცავ ორგანოებისგან,“-განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
ნუგზარ თაბაგარმა „ბათუმელებს“ საპყრობილიდან წერილი გასულ კვირას გამოუგზავნა. ის ციხეში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს და კონკრეტული ადამიანებს ასახელებს, ვინც მას აწამებს. ის წერს: „პროტესტის ნიშნად საკანში დავღვარე 250 ლიტრი წყალი. ვითხოვდი და ახლაც ვითხოვ გადამიყვანონ ჩვეულებრივ საკანში, თუმცა ხუთი დღე და ღამე წყალში მეძინა… ჩემს საკანში არ არის მაგიდა, სკამი, საწოლი, არ მოდის წყალი ხელის დასაბანიც კი, საკანში არის დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა, რომელიც უყურებს საპირფარეშოს, რაც ჩემთვის ღირსების შემლახავია, ბეტონზე მძინავს. ვარ ძალიან მძიმე ავადმყოფი… ჩემი ოჯახის წევრებს არც საჭმელს და არც მედიკამენტებს არ აგზავნინებენ და არც თვითონ მიწევენ სათანადო დახმარებას… ვკვდები ტკივილებით, ვარ არაადამიანურ პირობებში. ორი თვეა ციხის საჭმელი არ მიჭამია, ციხის მაღაზიაში არ იყიდება პური და საკვები, არაერთხელ მივმართე სასჯელაღსრულების მინისტრს გიორგი მღებრიშვილს, დეპარტამენტის თავმჯდომარეს გოგი გახარიას და №3 დაწესებულების დირექტორს ალექსანდრე პეტროსიანს, რომ გადამიყვანონ ნორმალურ საკანში…
ასევე მინდა იცოდეთ ასეთ დღეში რატომაც ვარ და რატომაც დამიჭირეს 2014 წლის 18 თებერვალს: პოლიციამ თბილისში მომიწყო პროვოკაცია და დამაკავეს ვითომ ქურდობის ბრალდებით, მერე კიდევ ერთი ბრალდება – ყაჩაღობა წამიყენეს და ჩამიდეს იარაღი. იმიტომ დამაკავეს, რომ საჯარო განცხადებებითა და საჩივრებით სულ ვითხოვდი წინა ხელისუფლების ჯალათების დასჯას. მათ მე მაწამეს. ხორცები ამომჭრეს, ზურგი დამისერეს, მარილი დამაყარეს და 42 წელი პატიმრობა მომისაჯეს სხვადასხვა ბრალდებით… ეს ხალხი ისევ მუშაობს“.
მე მაწამა ბაჩო ახალაიამ, მეგის ქარდავამ, დავით ჭკადუამ, გაგა მკურნალიძემ, კაკა ბუცხრიკიძემ, რომელიც ახლა თერჯოლის დეპუტატია ნაციონალური მოძრაობიდან (პატიმარი თაბაგარი კიდევ 10 პირს ასახელებს, მაგრამ ყველა მათგანის ვინაობის გამოქვეყნებისგან ამ ეტაპზე რედაქცია თავს იკავებს _ ავტ.) ერთი მათგანი ი.ლ. ახლაც მუშაობს სად-ის №18 სამკურნალო დაწესებულებაში. ის ესწრებოდა ჩემს ცემასა და წამებას, იყო ჯალათების დამხმარე.
აი სწორედ ეს ი.ლ. გამომაყოლეს თბილისიდან, ღუდუშაურის საავადმყოფოდან 14 სექტემბერს, როდესაც №3 დაწესებულებაში გადმოვყავდი. ბადრაგმა თავდაპირველად ღუდუშაურის საავადმყოფოს ეზოში მცემა, მერე წამებით ჩამომიყვანეს ბათუმის ციხეზე და შემომიყვანეს ამ საკანში – №229-ში, სადაც ვარ დღემდე. შემოდიან და არაფრის გამო მადებენ ხელბორკილებს, ხან ორი საათით, ხან ავიწყდებათ მოხსნა და უფრო დიდხანს ვრჩები ხელებზე ბორკილდადებული. ეს იმიტომ ხდება, რომ ვითხოვ ჯალათების პასუხისგებაში მიცემას.
№3 დაწესებულების უფროსის პირველი მოადგილე რევაზ ქობულაშვილი მემუქრება მოკვლით. მეუბნება, რომ აქ ვეყოლები, სანამ არ გამოვიტან საჩივრებს ი. ლ-ს მიმართ, ასევე ზემოაღნიშნული ჯალათების მიმართ. ჯობია გააკეთო ასე, თუ არა და აქ მოკვდებიო – ის ასევე მაფრთხილებს, რომ არ გავბედო საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საჩივრის გაგზავნა. ვითხოვ პროკურატურის ცხელ ხაზზე დარეკვას, მაგრამ მაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მაინტერესებს ვისი დავალებით მაწამებენ, ვისი ტყვე ვარ, მაინტერესებს რა ჰქვია საკან №229-ს, რომელ კანონში წერია ამ საკნის არსებობის შესახებ, ეს არის სასიკვდილო საკანი, ოთხი შვილის მამას, მე აქ მკლავენ, არ ვარ დამნაშავე. ჟურნალისტებს ვთხოვ, გამოიძიონ ჩემი სისხლის სამართლის საქმე, მე პროვოკაცია მომიწყვეს“.
ბათუმის მესამე საპყრობილე
ნუგზარ თაბაგარი ბათუმში რუსთავის №6 დაწესებულებიდან გადმოიყვანეს, მისი ცოლი 24-საათიან პაემანზე გასულ კვირას იყო. თაბაგარის ცოლი მანანა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ნუგზარი საჭმელს საპყრობილეში პროტესტის ნიშნად არ ჭამს. მისი თქმით, ბათუმში გადმოყვანის წინ მისი ქმარი ღუდუშაურის კლინიკის ეზოში ბადრაგმა სასტიკად სცემა: „ჩემი თვალით დავინახე ხელებშებორკილი ჩემი ქმარი როგორ სცემა ბადრაგმა საავადმყოფოს ეზოში. დავწერე განცხადება და მივმართე პროკურატურას – იმ ადამიანების დასჯას ვითხოვდ, ვინც ჩემს ქმარს სცემა. პროკურატურიდან არავინ შემხმიანებია, არ ვიცი დაიწყო თუ არა გამოძიება“.
დაიწყო თუ არა პატიმრის ცემაზე გამოძიება? – ამ კითხვაზე პროკურატურამ არც „ბათუმელებს“ უპასუხა.
ნუგზარის ცოლი ამბობს, რომ მათი ოჯახი სოციალურად დაუცველია, ამიტომაც სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატის მომსახურებით სარგებლობენ. ნინო მჭედლიშვილი ნუგზარ თაბაგარის უფლებებს სასამართლოში იცავს. ის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში ასაჩივრებს. „ვითხოვთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჩაუტარდეს ოპერაცია. გვწერენ, რომ რიგში დგას და ჩაუტარდება რიგის მიხედვით, არაადამიანურ პირობებში იმყოფება და პასუხი არ მიგვიღია რატომ. რაც შეეხება გამოძიებას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და მის გამართლებას ვითხოვდი. სასამართლომ მხოლოდ კვალიფიკაცია შეცვალა (განსაკუთრებით მძიმე მსუბუქით). გამომძიებელმა თაბაგარის საქმესთან დაკავშირებით ამოიღო ვიდეოკამერებიდან ინციდენტის ამსახველი მხოლოდ ის მონაკვეთი, რომელიც გამოძიებას აწყობს – ანუ ის მონაკვეთი, როდესაც კლუბიდან გამოსვლის დროს თაბაგარმა აიღო ქალის ჩანთა. ჩვენ ჩანაწერის სრულ ვერსიას ვითხოვდით, რითაც ჩემი კლიენტის უდანაშაულობა დასტურდება… ის ჩანთის პატრონ ქალს ეძებდა და ამიტომ გამოვიდა კლუბიკდან დაცვის თანამშრომლებთან. დაცვის თანამშრომლები გამოძიებამ არ დაკითხა. პროკურატურის მტკიცებულება საქმეში დაზარალებული ერთადერთი მოწმის ჩვენებაა.
პირი, რომლის მიმართაც საქმისწარმოება თბილისში მიმდინარეობს, გადაიყვანეს ბათუმში, რთულია ადვოკატისთვის ამ გზაზე სიარული. ჩვენ მის თბილისში დაბრუნებას ვითხოვთ“, _ ამბობს `ბათუმელებთან~ თაბაგარის ადვოკატი, რომელიც იწრმუნება, რომ პატიმარი არაადამიანურ პირობებში იმყოფება.
ნუგზარ თაბაგარი აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, გიორგი ჩარკვიანმაც მოინახულა. მისი თქმით, “თაბაგარი ანტივანდალურ საკანში იმყოფება. არ დგას საწოლი, არ არის ფანჯარა საკანში და ბუნებრივი ვინტილაცია არ ხდება. არის ხელოვნური ვინტილაცია რამდენიმე საკანზე განაწილებული, ზოგს სიგრილე სჭირდება, ზოგს სითბო… პატიმარი თაბაგარი ციხის საჭმელს არ ჭამს. ის ჭამს ამანათის სახით შეგზავნილ ან მაღაზიაში ნაყიდ საჭმელს. არ იყიდება მაღაზიაში პური, ამიტომაც იძულებულია იკვებოს არაკალორიულად, ყიდულობს, მაგალითად, პეჩენიას… სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს ნუგზარ თაბაგარის საქმეს. ვადასტურებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მის საკანში 5-6 დღე ნამდვილად იდგა წყალი. შეუტანეს რკინის საწოლი, რომელიც ახალშეღებილი იყო და სუნი ვერ აიტანა, ამიტომ უკანვე გაატანინა“…
„ბათუმელებს“ აინტერესებს, ორ თვეზე მეტია რატომ იმყოფება თაბაგარი ანტივანდალურ საკანში. თუ ის არღვევს შიდაგანაწესს, რატომ შეასახლეს 24 საათით პაემნის ოთახში მეუღლესთან ერთად?
სასჯელაღსრულების სამინისტროს წერილობითი პასუხი „ბათუმელებს“:
მსჯავრდებული ნუგზარ თაბაგარი განთავსებულია ანტივანდალურ საკანში მისივე უსაფრთხოების მიზნით. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინტერესშია… მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თვითდაზიანების რისკი.
ასეთ საკანში განთავსებულ პირს არ აქვს შეზღუდული ხანგრძლივი პაემნის უფლება, შესაბამისად, აღნიშნულმა მსჯავრდებულმაც ისარგებლა ამ უფლებით.
რაც შეეხება კვებას, მთელ სისტემაში მოქმედებს კვების საერთო სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს 11 მაგიდას, მათ შორის სხვადასხვა დიეტურ მენიუს დაავადებების ტიპის მიხედვით. ბუნებრივია, აღნიშნული სტანდარტი ითვალისწინებს პურ-პროდუქტებსაც. მაღაზიას ამარაგებს კერძო კომპანია და შემოაქვს ყველა მოთხოვნადი პროდუქტი.
აღნიშნული მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ და ჩატარებული აქვს არაერთი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევა. საჭიროების შემთხვევაში მას გაეწევა სათანადო სამედიცინო დახმარება.
მსჯავრდებულის განცხადება, რომ თითქოს მას არასათანადოდ ეპყრობა დაწესებულების ადმინისტრაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ ის თავისუფლად სარგებლობს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება
„ნუგზარ თაბაგარი საქართველოს წინააღმდეგ“- ამ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2013 წელს გამოიტანა. სასამართლომ კონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან
განმცხადებელი ნუგზარ თაბაგარი, რომელიც 2005 წლის 13 დეკემბერს ქურდობისა და ყაჩაღობის ბრალდებით გაასამართლეს, სასჯელს ხონის №9 საპყრობილეში იხდიდა. 2008 წლის 12 აგვისტოს თაბაგარი რამდენიმე სხვა პატიმართან ერთად ციხიდან გაიქცა. ცოტა ხნის შემდეგ ის დააკავეს და ციხიდან გაქცევის გამო მის წინააღმდეგ რამდენიმე მუხლით დაიწყო გამოძიება, მათ შორის საპყრობილის პერსონალისადმი დაუმორჩილებლობისა და თავდასხმის, საპყრობილეში უკანონო ნივთების შენახვისა და გაძარცვის მცდელობის გამო.
2009 წლის 9 მაისს სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ თაბაგარი დამნაშავედ ცნო და 28 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2010 წლის 16 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. თაბაგარმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა გადაწყვეტილება სამართლებლივი საკითხების დარღვევის საფუძველზე, მაგრამ 2010 წლის 30 ივნისს განმცხადებლის სარჩელის მიღებაზე უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა. საქმის მასალების შესაბამისად, სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ვერ უზრუნველყო განმცხადებლის რეგულარული დასწრება სასამართლო სხდომებზე.
2013 წლის იანვარში განმცხადებლის სასჯელის ვადა 10 წლით შემცირდა 2012 წლის 28 წლის დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე. თაბაგარი ციხეში არაერთგზის დაექვემდებარა სხვადასხვა ფორმით ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას და არასათანადო მოპყრობას. ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე დაიწყო გამოძიება თაბაგარის წინააღმდეგ. სისხლის სამართლის პირველი საქმე (#088098009) შეეხებოდა 2008 წლის აგვისტოდან 2009 წლის იანვრის პერიოდში განმცხადებლის მიმართ ქუთაისის №2 საპყრობილეში არასათანადო მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდს. 2009 წლის 27 ნოემბერს განმცხადებლის მიმართ ქსნის №7 საპყრობილის პერსონალის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტზე წარდგენილი საჩივარი დაემატა სისხლის სამართლის პირველ საქმეს (#088098009).
2010 წლის 28 მაისს პროკურორმა დანაშაულის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულების უქონლობის საფუძველზე საქმე შეწყვიტა. თაბაგარმა გაასაჩივრა პროკურორის გადაწყვეტილება, მაგრამ ამ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ გამოიტანა. სისხლის სამართლის მეორე საქმეზე (#073090285) ძიება 2009 წლის 12 ივნისს დაიწყო და ეხებოდა ქსნის №7 საპყრობილეში 2009 წლის 30 ივნისს განმცხადებლის მიმართ არასათანადო მოპყრობის კიდევ ერთ ფაქტს. ეს საქმეც შეწყვიტეს. განმცხადებელს, რომელსაც უარი ეთქვა მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე, არ მიეცა პროკურორის გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება.
2009 წლის 15 დეკემბერს, განმცხადებლის რამდენიმე საჩივარის საპასუხოდ, რომლებიც ციხის საავადმყოფოში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე წარადგინეს, განმცხადებლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ციხის პერსონალისადმი დაუმორჩილებლობისა და მათზე თავდასხმის ბრალდებით. 2010 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო თაბაგარი. სასამართლომ დაადგინა, რომ ციხის თანამშრომლების მიერ თაბაგარის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი ფაბრიკაციას წარმოადგენდა, რომლის ერთადერთ მიზანს შეადგენდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. განმცხადებელს 12 წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ძალაში დატოვა განაჩენი. 2011 წლის 17 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში განმცხადებლის სარჩელი, რომელშიც სამართლებლივი საკითხები იყო გასაჩივრებული.
2009 წლის 13 მაისს კიდევ ერთ საქმეზე დაიწყეს ძიება (სხეულის მსუბუქი დაზიანება), განმცხადებლის მიერ ქსნის №7 საპყრობილეში თვითდაზიანების რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით (#073090245). საქმის მასალების შესაბამისად მოცემული სისხლის სამართალწარმოება ამჟამადაც მიმდინარეობს. განმცხადებელს, რომელსაც ფსიქიური აშლილობა აქვს, თავისუფლების აღკვეთის პირობებში თვითდაზიანების ტენდენცია ჰქონდა. მასალებში ასახულია ასეთი ეპიზოდები და საუბარია მათ მაღალ სიხშირეზე. მას რამდენიმეჯერ რეკომენდაცია გაეწია გაევლო სრული ფსიქიატრიული კვლევები და მკურნალობა ამბულატორულ პირობებში. მიუხედავად ამისა, ციხის ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო მოცემული სამედიცინო რეკომენდაციების შესრულება. 2011 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა სასამართლომ შეატყობინა საქართველოს მთავრობას, რომ განმცხადებელი კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლის საფუძველზე ასაჩივრებს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდს და ამ ფაქტების არაეფექტურ გამოძიებას, ასევე საპყრობილეში ადეკვატური სამედიცინო მკუნალობის მიუწვდომლობას;
გარდა ამისა, განმცხადებელი კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე ასაჩივრებს, რომ მას არ მიეცა ციხიდან გაქცევის ფაქტზე მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე გამართულ სასამართლო განხილვებზე დასწრების შესაძლებლობა. საქართველოს მთავრობას ეთხოვა წარედგინა სასამართლოსთვის თავისი მოსაზრებები ამ ფაქტების თაობაზე. საქმის მორიგებით დასრულების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ 2013 წლის 19 აპრილის საქართველოს მთავრობამ შეატყობინა სასამართლოს, რომ იგი რამდენიმე გასაჩივრებულ საკითხთან დაკავშირებით მზადყოფნას აცხადებს მორიგებით დაასრულოს საქმე, მაშინ როდესაც სხვა საკითხებთან დაკავშირებით სარჩელს დაუშვებლად მიიჩნევს.
მთავრობამ განაცხადა, რომ განმცხადებლის მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3, მე-6 (1 პარაგრაფი, 3 პარაგრაფის გ და დ ქვეპარაგრაფი) და კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას. მთავრობა მზადყოფნას აცხადებს უზრუნველყოს განმცხადებლისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარება მის ფსიქიატრიულ და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან დაკავშირებით; ჩაატაროს ეფექტური გამოძიება სისხლის სამართლის მეორე და მეოთხე საქმეზე; გადაუხადოს განმცხადებელს 9 000 ევრო მატერიალური და არამატერიალური ზიანისა და სხვა ხარჯების დასაფარად;
ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთავრობის განცხადებაში ასახულ რამდენიმე ზომაზე, მაგალითად, განმცხადებლის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულ სისხლის სამართლის მეორე და მეოთხე საქმის ფარგლებში ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულებაზე. საქართველოს მთავრობას ათი ათასი ევროს გადახდა დააკისრა იმის პარალელურად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სახელმწიფო იზრუნებდა, ხოლო წამების საქმეებს გამოიძიებდა.
თაბაგარის ადვოკატი ევროპულ სასამართლოში ბესარიონ ბოჭორიშვილი იყო, ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სახელმწიფო ნაწილობრივ ასრულებს ვალდებულებას და იძიებს ნუგზარ თაბაგარის წამების საქმეს, რომელსაც 2008 წლიდან სისტემატურად განიცდიდა საპყრობილეში. ადვოკატის თქმით, თაბაგარი პატიმრობის დროს სხვადასხვა დაავადებით დაავადდა და სახელმწიფო არასათანადოდ ასრულებს პატიმრის მკურნალობის ვალდებულებას: “რაც შეეხება მის მეორედ დაკავებას – ეს უფრო „შეკერილ“ საქმეს ჰგავს. მსჯავრდებულები ისევ კრიმინალებად მიაჩნიათ, ამიტომაც დასდევენ, ცდილობენ პროვოკაციის მოწყობას, მაგასაც შესაძლოა პროვოკაცია მოუწყვეს – მანამდეც რამდენჯერმე წაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, ის არ არის მომხმარებელი… ის ქალი, ვინც მის საქმეში ფიგურირებს (ბრალდების მიხედვით მან ქალის ჩანთა მოიპარა) ჩანს, რომ თანამშრომლობს პოლიციასთან…“
ნუგზარ თაბაგარი „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში წერს, რომ ის არც ერთ შემთხვევაში თავს არ მოიკლავს და თუ რამე მოუვა, პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს.
ნუგზარ თაბაგარის ადვოკატი ევროსასამართლოში
ბესარიონ ბოჭორიშვილი: “ნუგზარ თაბაგარის არაერთგზის წამების საქმეების შესწალისას, ბუნებრივია, გამიჩნდა კითხვა, რა იყო წლების გნმავლობაში მისი წამების და თვითდაზიანებების მიზეზი? მე ასეთ დასკვნამდე მივედი, რომ ხონის №9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2008 წლის აგვისტოში მასჯავდებულთა მასობრივი გაქცევის საქმეში იყო ეს მიზეზები ჩადებული.
კერძოდ, ნუგზარ თაბაგრის ახსნა–განმარტების მიხედვით, მაშინ, 2008 წლის აგვისტოში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, დავით ჭაკუას მიერ, სად №9 დაწესებულებაში მივლინებული იყო თანამშრომელი ლ.ფ. რომელიც პროვოკაციას უკეთებდა მსჯავრდებულების ციხიდან გაქცევას. მსჯავრდებულებში ავრცელებდა დაახლოებით ასეთ ინფორმაციას, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედროები შემოსულები არიან საქართველოში, აუპატიურებენ ქალებს და თუ ასე გაგრძელდა მსჯავრდებულებს ადმინისტრაცია გაუხსნის ციხის კარებს.
ეს თუ სიმართლეს შეესაბამება, აქ არის საბოტაჟის და სხვა დანაშაულის ნიშნები, რომლებიც მიმართულია აგრესორი რუსეთის მხარის სასარგებლოდ. შემდეგომში, რუსეთის სამხედრო აგრესია შეჩერდა და სად №9 დწესებულებიდან გაქცეულები დააკავეს და დააკავეს თაბაგარიც, რომელიც მბობს, რომ მაშინ მსჯავრდებულებთან ერთად მეც რომ არ გავქცეულიყავი მომკლავდნენ და შემდეგ ჩაბარების მიზნით მივედი ჩემს ადვოკატთან სადაც პოლიციამ დამაკავაო. თაბაგარის დაკავების შემდგომ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციამ, აღნიშნული დანაშაულის დაფარვის მიზნით ნუგზარ თაბაგარს მოსთხოვა გაქცევის ორგანიზება თავის თავზე დაებრალებია, რაზეც თაბაგარმა უარი განუცხადა და უთხრა, რომ სასამართლოზე იტყოდა ყველაფერს სინამდვილეში როგორც მოხდა. ამის შემდეგ თაბაგარის გატეხვის მიზნით დაიწყო მისი თითქმის მუდმივი წამება.
მას არ ასწრებდნენ სასამართლო პროცესებს, რომ არ განეცხდებია სიმართლე. არ ახვედრებდნენ დვოკატს, მუდმივად გადაყავდათ და გადმოყავდათ ერთი დაწესებულებიდან მეორეში. ნუგზარ თაბაგრმა განმიცხადა, რომ იმის გამო, რომ არ ვეწამებინეთ თვითდაზიანებებს ვიყენებდი, იქნებ გდავრჩენოდი ცემა–წამებსო.
ერთ წელზე მეტხანს მოახერხა სასჯელაღსრულების სისტემამ ნუგზარ თაბაგარის პერმანეტული წამების დამალვა, რომლის განმავლობაში თაბაგარი არ ტყდებოდა, საჩივრებს აგზავნიდა პროკურტურში და აცხადებდა, რომ მაინც მოახერხებს და ყველას გააგებინებს სიმართლეს. ბოლოს სახალხო დამცველის წარმომადგენლის მეშვეობით ჩვენთვისაც ცნობილი გახდა ამ ფაქტების შესახებ. პროკურატურა კი აშკარად არ იძიებდა ამ ფაქტებს, ან იძიებდა ტენდენციურად. რის გამოც განაცხადები გავაგზავნე სტრასბურგში და ჩვენს მიერ დასახელებული ძირითადი დარღვევები სახელმწიფომ აღიარა და სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა 2013 ნელს. თაბაგარის წამება სხვადახვა სასჯეაღსრულების დაწესებულებაში იგივე მოთხოვნით რომ უარი განეცხდებია საჩივრებზე და არ ეთქვა სიმართლე, გრძელდებოდა 2009, 2010, 2011, 2012 წლებში.
ამის შესახებ არაერთხელ მივმართე პროკურატურას და მივუთითე, რომ იკვეთება საბოტაჟის და სხვა დანაშაულის ნიშნების მქონე ერთიანი, განგრძობადი დანაშაული, ჩადენილი მაღალი თანამდებობის პირების მიერ, მაგრამ ამაზე პროკურატურიდან მომდიოდა პასუხი, რომ ყველაფერი, რაც გამოსაძიებელი იყო გამოძიებული.
მჟამად, ნუგზარ თაბაგრის ინფორმაციით, ის თანამდებობის პირი ვინც მივლინებული იყო სად № 9 დაწესებულებაში და რუსეთ- საქართველოს ომის დროს მოახდინა მსჯავრდებულების გაქცევის პროვოცირება, სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამდებობაზეა. ზოგიერთ სხვა პირებსაც შენარჩუნებული, ან შენაცვლებული აქვთ სასჯელაღსრულების სისტემაში და პროკურატურაში თანამდებობები. მათ შორის ერთ–ერთი პროკურორი, რომელიც ყოველივე აღნიშნულის შესახებ იყო ინფორმირებული, დღეს მთავარი პროკურატურის მაღალი თანმდებობის პირია. არა მარტო თაბაგართან დაკავშრებით, არამედ სხვა ზოგიერთ მსჯავდებულთან მიმართებაშიც შეინიშნება, წამებაში მონაწილე ძველი თანამშრომლების ურთიერთსოლიდარობის შედეგად მომჩივნანი მსჯავრდებულების ოგანიზებული შევიწროვება-დამუქრება.
ამას ყველაფერს გამოძიება სჭირდება, მგრამ მთავარ საგამოძიებო ზედამხედველ ორგანოში, პროკურატურაში, ბევრი ისევ ის თანამშრომელია ვინც წინა ხელისუფლებაში დუმდა აღნიშნულ წამების საქმეებზე.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 25000 კვმ მეტრის მოცულობის სახლი 18 სართულიანი იქნება. პროექტის მშენებლობის წარმოება ადგილობრივი მოქალაქეებისათვის დამატებით 100 -მდე სამუშაო ადგილს შექმნის.
მშენებლობა ერთობლივი ქართულ – უცხოური ინვესტიციით განხორციელდება. სახლის მშენებლობა 20 თვეში დასრულდება და ყიდვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
საცხოვრებელი ფართების სარეალიზაციო ფასი 350 აშშ დოლარიდან დაიწყება.შესაძლებელი იქნება 24 თვიანი შიდა უპროცენტო განვადება.
კომპანიის მიერ სამომავლოდ ბათუმში დაახლოებით 250,000 კვმ – ის საცხოვრებელი ფართის მშენებლობაა დაგეგმილი, რაც 500–მდე ადგილობრივი საქართველოს მოქალაქის დასაქმებას უზრუნველყოფს.
საცხოვრებელი კომპლექსის საძირკვლის ჩაყრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
მესამე დაწესებულების დირექტორი და ექიმები. ფოტო ბათუმელების არქივიდან
ადვოკატი ამბობს, რომ ბექას შესახებ ინფორმაციის მიწოდება სასჯელაღსრულების მინისტრისა და მისი მოადგილისთვის პირადად სცადა. სამინისტრო მან რამდენიმე წუთის წინ დატოვა (13:45 საათი), თუმცა მინისტრთან და მის მოადგილესთან შეხვედრა ვერ მოახერხა: „შევხვდი მინისტრის თანაშემწეს, რომელმაც ძალიან კარგად მიმიღო, ჯერ მას მივაწოდე ინფორმაცია და მითხრეს, რომ მინისტრთან შეხვედრისთვის დამირეკავენ“.
ადვოკატი ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო მან სამინისტროს გენერალურ ინსპექციასაც მიმართა. დაწყებულია მოკვლევა.
თვითდაზიანების შედეგად 25 წლის პატიმარს 80 ნაკერი აქვს სხეულის სხვადასხვა ნაწილში. წინასწარი ცნობით, თვითდაზიანება სამართებლით მიიყენა ბათუმის მესამე დაწესებულებაში ყოფნის დროს. საკანში, რომელშიც ის მარტო იმყოფებოდა, 24 საათის განმავლობაში ციხის ადინისტრაცია სათვალთვალო კამერით აკონტროლებს. ოჯახსა და ადვოკატს აინტერესებთ, როგორ მოახერხა პატიმარმა საკანში სამართლებლის შეტანა და ჭრილობების მიყენება.
პატიმრის დედა ამბობს, რომ ბექას საკანში სისხლი სდიოდა. წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის შესახებ პატიმარმა საკანის კედლებზე მისივე სისხლით დაწერა. ბექა კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ასახელებს, ვინც მას ბათუმის მესამე დაწესებულებაში აწამებდა და არაადამიანურად ეპყრობოდა.
ნათია ლანდია, სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარე „ბათუმელებთან“საუბრისას ამბობს, რომ პაციენტის თანხობა არის საჭირო რომ მასზე გასცეს ინფორმაცია [ჯანმრთელობის შესახებ]:“ მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მიეწოდება ის მკურნალობა რაც სჭირდება, მიეწოდება ის, რაც დასჭირდება”.
ყველაზე დიდი გაღიზიანება მოჰყვა იმას, რომ სასჯელაღარსულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილმა განაცხადა საჯაროდ, რომ თითქოს ციხეებში არსებული უკმაყოფილებას იწვევდეს ის, რომ არის სურვილი და მცდელობა იმისა, რომ აღდგეს ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტი. ეს იწვევს ყველაზე დიდ გაღიზიანებას პატიმრებში, რადგან ისინი ამბობენ, რომ აპროტესტებენ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ციხეში და კატეგორიულად გამორიცხავენ ქურდული სამყაროს მენტალიტეტთან კავშირს. მეც შემექმნა შთბეჭდილება, რომ ეს ასეა. მძიმე კონტიგენტია თვმოყრილი ბათუმის მესამე დაწესებულებაში როტაციის პრინციპით. მე ახლა ვცდილობ გავერკვიო, რატომ გახდა ეს როტაცია აუცილებელი. ერთი პატიმარი 72 დღეა განცალკევებულია, საკანში რომ შევედი მითხრა, რომ მონატრებულია ადამიანებთან ურთიერთობას. ლაპარაკს არ გადავეჩვიო მეშინიაო. ვფიქრობ, დღეს მოცემული მდგომარეობა ჩარევას საჭიროებს. მაქვს შიში იმისა, რომ ციხეში არ დამკვიდრდეს ის რეჟიმი, რომელიც იყო ძველი ხელისუფლების დროს.
თქვენ ფიქრობთ, რომ ამის საფრთხე არსებობს?
მე მგონია, რომ არსებობს ამის საფრთხე. მე ვნახე ადამიანები, რომლებსაც თვითდაზიანება აქვთ მიყენებული. ძალიან მძიმე სანახავი არიან ისინი. მათ მძიმედ გამოხატული დაზიანებები აღენიშნებათ. 3-4 ისეთი ადამიანისგან მაქვს ინფორმაცია, რომლებიც მეუბნებიან, რომ მიბმული იყვნენ ბორკილებით, ხელ-ფეხშეკრული… კარცერში შეყვანამდე გაიარეს ფიზიკური პრესინგი… მე მათი მჯერა.
ასახელებენ თუ არა კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, ვინც მათ არაადამიანურ ექცევა?
კი ასახელებენ. ერთი ცვლის ერთ ადამიანს, ასევე კონტროლიორებს, რომლებიც მომსახურებას ეწევიან. ამბობენ, რომ ისინი პროვოცირებას გვიწყობენო. ასევე დეპარტამენტიდან მივლინების რეჟიმში მყოფ გარკვეულ ჯგუფთან აქვთ პრეტენზიები, რომ ისინი ექცევიან არაადამიანურად… გუშინდელი დღის მონაცემებით 16 ადამიანი შიმშლობს, ექვსი ადამიანი ამბობდა, რომ იწყებდნენ შიმშილობას. ამბობენ იმასაც, რომ სოციალური მუშაკი, რომელიც აფიქსირებს ამ პროცესის დაწყებას, მათთან კონტაქტი უჭირთ. რამდენჯერაც არ უნდა მოვიწვიოთ გვეუბნებიან, რომ დაკავებულიაო. ანუ ამბობენ, რომ უჭირთ შიმშილობის პროცესის დაწყების დაფიქსირება. ერთი პატიმრის ჯანმრთელობა იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, უჭირდა საუბრისას სუნთქვა, მგონი ეს პატიმარი დავარწმუნე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეეწყვიტა შიმშილობა. შემპირდა, რომ შეწყვიტდა შიმშილს… დღეს მექნება შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი ციხის ადმინისტრაციასთან.
ქალბატონო მედეა, რამდენი პატიმარი მოინახულეთ?
შევხვდი დაახლოები 70 პატიმარს. საკანი, სადაც მე ვიყავი იყო სტანდარტული, სპეციალური საკნები, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. კარცერის რეჟიმს. მოვინახულე საკნები, სადაც განთავსებული არიან პატიმრები, რომლებიც მიდრეკილები არიან თვითდაზიანებისა და სუიციდისკენ, ანუ საკნები, სადაც ხორციელდება სისტემატიური კონტროლი. პატიმრები ამბობენ, რომ არ აქვთ კანონით გათვალისიწნებული პირობები, მაგალითად, არ აქვთ წყალი. თუმცა გუშინ წყალი მთელი დღე იყო. როგორც ადმინისტრაცია ამბობს, საპყრობილეში არის წყლის პრობლემა, მაგრამ მათი მტკიცებით გრაფიკით ყველას მიეწოდება.
რაც შეეხება კვებას და სამედიცინო მომსახურებას?
კვებაზე პრეტენზიას არ აცხადებენ, მე დავათვალიერე სადილი და ამ მიმართებით ვითარება დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ჩივიან სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების მიწოდების რეჟიმის გამო. პატიმრები გამოჰყავთ საკნიდან და აძლევენ მედიკამენტებს სამედიცონო ოთახში. პატიმრების თქმით, როცა დაცული არაა გაყვანის წესი, ირღვევა წამლის მიღების გრაფიკი.
მათი თქმით, სახლებს ბზარები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სოფელში მასიური აფეთქებები დაიწყო. ადგილობრივების განცხადებით, ხელისუფლება სოფლის გეოფიზიკურ და სეისმოლოგიურ შესწავლას მშენებელი კომპანიის სასარგებლოდ აჭიანურებს.
საპროტესტო აქცია ჩანჩხალოში
„ჩვენი ვითხოვთ სიღრმისეული შესწავლას, თუ რა კავშირშია გაქტიურებულ გეოლოგიურ პროცესებს გვირაბის მშენებლობასთან. გეოლოგები მოვიდნენ, შეისწავლეს ვითარება, მაგრამ მხოლოდ ის დასკვნა დაიდო, რაც მანამდე იყო ცნობილი, რომ სოფელი წითელ ზოლშია, ეს მანამდეც ვიცოდით“, – აცხადებს ჩანჩხალოს მკვიდრი ბადრი მახარაძე.
აქციაზე შესაერთებლად საგანგებოდ ბათუმიდა წავიდა კიდევ ერთი ჩანჩხალოელი ნოდარ დუმბაძე. როგორც ნოდარი ამბობს, სოფელში სახლი სამი თვის წინ მშენებარე კომპანიის გეოლოგების მოთხოვნით დაცალა, კომპანიამ კი მას მხოლოდ ორი თვის კომპენსაცია გადაუხადა. მიუხედავად იმისა, ნოდარის საცხოვრებელი სახლი სიცოცხლისთვის სახიფათოა, პასუხისმფგებლობას არც კომპანია ღებულობს და არც სახელმწიფო, საკუთარ სახლში ცხოვრებას ვეღარ აგრძელებს და დაქირავებული ბინის თანხასაც შესაბამისად არავინ უხდის.
„მეოთხე თვე იქნება რაც ნაქირავებში ვარ, კომპანიის გეოლოგებმა მთხოვეს სახლი დამეცალა და დავცალე, რადგან სახლს ბზარები გაუჩნდა და საკარმიდამო მიწაზე ღრმულები გაჩნდა“, – ამბობს ნოდარ დუმბაძე.
აქციაზე სამართალდამცველები, უფლებადამცველები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„ყველამ კარგად იცოდა, რომ ჩანჩხალო იყო რისკის ზონაში, თუ დავაკვირდებით პროცესებს, რაც სოფელში მიმდინარეობს, ნათლად ჩანს, რომ მას შემდეგ დაჩქარდა, რაც აფეთქებები დაიწყო. თუმცა, კონკრეტული დასკვნა არის თუ არა მიზეზობრივი კავშირი შესაბამისმა სპეციალისტებმა, გეოლოგებმა და სეისმოლოგებმა უნდა დადონ. ეს სპეციალისტები კი აჭარას არ ჰყავს, ამიტომ აჭარის მთავრობამ მოიწვიოს, რათა დაადგინოს რა კავშირში გვიარბში მიმდინარე აფეთქებები სოფელში გაჩენილ პრობლემებთან“, – აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.
აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის იურიდიული განყოფილების უფროსმა დავით გაბაიძე განუმარტა, რომ სოფელს გეოფიზიკურ-სესმოლოგიური მიმართულებით სპეციალისტებმა უკვე შეისწავლეს.
„გეოფიზიკის ინსტიტუტის სპეციალისტი იმყოფებოდა სოფელში, შეისწავლა მდგომარეობა და კვირის ბოლოს იქნება დასკვნა ცნობილი“, – აცხადებს დავით გაბაიძე.
რამდენიმე საათიანი აქციის შემდეგ მოსახლეობამ გზაზე კოცონი დაანთო და მიუხედავად სიცივისა ღამისთევისთვის მოემზადა. საპროტესტო აქციაზე გამოსულ მოსახელობას პოლიცსის ფორმაში ჩაცმული ადამიანიც იღებდა.
ბათუმის 2015 წლის ბუჯეტი ჯამში 96 667 300 ლარია. ბიუჯეტის ძირთადი მიმართულება ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბლიტაცია და ექპლუატაციაა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 46 160 800 ლარია გამოყოფილი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 8 451 800 ლარი გამოიყო; განათლებისთვის 10 049 800 ლარი, ხოლო კულტურის განვითარების, ახალგაზრდობის და სპორტის ხელშეწყობისთვის კი 10 040 800 ლარი.
„ყველა შენიშვნა, რომელიც გამოითქვა, დანართის სახით მერიას ხვალ გადაეგზავნება, მერია კი ვალდებულია ყველა ამ შენიშვნაზე დროულად მოახდინოს რეაგრება,“ – განაცხადა საფინანსო და ეკონომიკური განვითრების კომისიის თანჯდომარე თენგიზ აფხზავამ. – „მერიამ ეს შენიშვნა ან უნდა მიიღოს და, შესაბამისად, ბიუჯეტი მუხლობრივ-თანხობრვად შეცვალოს, ან თქვას არგუმენტირებული უარი, ანაც თქვას ის, რომ შემდგომ როცა გაკეთდება შესყიდვებისა და ტენდერების ხარჯზე ეკონომია, ამ შემთხვევაში მოხდება ამ პროექტების დაფინანსება“.
თენგიზ აფხზავა ასევე ამბობს, რომ პროექტების 99%, რომელზეც სხდომაზე გამოსვლის დროს ისაუბრა, შესაძლებელია დაფინანსდეს იმ რეზერვის ხარჯზე, რაც შესყიდვებისა და ტენდერების შედეგად იქნა დაზოგილი.
– ხუთი წლის ვიყავი კალათბურთის თამაში რომ დავიწყე, ჩემი ძმა თამაშობდა და მას დავყვებოდი. აქედან გამიჩნდა ინტერესი და მეც ვისწავლე კალათბურთი. 7 წლისამ კალათბურთის ვარჯიშებზე დავიწყე სიარული. პროფესიონალურ კალათბურთს 14 წლიდან ვთამაშობ. 15 წლისა ვიყავი, როცა ბათუმის უმაღლეს გუნდში ვითამაშე პირველი თამაში. შემდეგ მომიწია ასაკობრივი ნაკრებები. ვიყავი ესპანეთში, კლუბ „ვალენსიაში“ ერთი თვე. პრობლემების გამო ვერ მოვახერხე იქ დარჩენა. 17 წლიდან თბილისში გადავედი და სამი წელი „ოლიმპში“ გავატარე. მომავალში დიდი სურვილი მაქვს გავაგრძელო კარიერა უცხოეთში – ევროპაში ან ამერიკაში. ჩემზეა დამოკიდებული როგორ შევძლებ ამას, როგორ ვითამაშებ და გამომიძახებენ თუ არა ნაკრებში.
– ორი თამაში მოგვიწია – ერთი შარშანდელ ჩემპიონთან – თბილისის „დინამოსთან“ და მეორე თამაში ვიცე-ჩემპიონთან ქუთაისთან. ორივე თამაშში ბოლო მომენტში დავმარცხდით. წელს ისეთი შემადგენლობა ვართ, ვფიქრობ, ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია. ჩემი აზრით სამეულში უნდა გავიდეთ. ამჟამად სასურველ ფორმაში არ ვარ, მაგრამ ვშრომობ და ვვარჯიშობ ამისთვის. ვფიქრობ, საჭირო ძალა ვიქნები გუნდისთვის და დავეხმარები წარმატების მიღწევაში. ჩემი ოცნებაა დიდ ნაკრებში მოხვედრა. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს.
ირაკლი მიქელაძე და თანაგუნდელთან – ნიკოლას ჯეიმს კელოგთან ერთად ვარჯიშის დროს
–საზღვარგარეთრომელკლუბშიისურვებდითთამაშს?
– კონკრეტულ კლუბს ვერ დავასახელებ, თუმცა არის ბევრი ქვეყანა, სადაც თამაშის სურვილი მაქვს – იქ კალათბურთის დონე გაცილებით მაღალია. ისე უნდა მოვემზადო, რომ, როცა იქ ჩავალ, იმათზე უკეთ ვითამაშო, საშუალო დონის კალათბურთელი იქ ვერ ითამაშებს. მინდა ახლო მომავალში ამერიკაში წავიდე, სადაც კალათბურთსაც ვითამაშებ და ვისწავლი კიდევაც, შემდეგ კი ევროპაში მინდა გავაგრძელო კარიერა.
–რაუნდაისწავლოთამერიკაში?
– ბათუმში არის პერსონალის მართვის კიევის საერთაშორისო აკადემიის ფილიალი, სადაც ბიზნესსა და მართვას ვსწავლობ. დაუსწრებელზე ვარ, დამოუკიდებლად ვემზადები და ვაბარებ გამოცდებს. ალბათ ამერიკაშიც ამ მიმართულების შესწავლას გავაგრძელებ.
– 13 წლისა ვიყავი იქ რომ წავედი. ბათუმში კემპი (თამაში, რომელსაც უცხოეთიდან მოწვეული ან ადგილობრივი კვალიფიციური სპეციალისტები აკვირდებიან და არჩევენ პერსპექტიულ მოთამაშეებს) ჩატარდა, სადაც მე და თორნიკე შენგელიამ გავიმარჯვეთ. ერთად წავედით და ერთი თვე იქ ვვარჯიშობდით. თორნიკე იქ დარჩა, მე წამოვედი.
– ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში კალათბურთის დონე მაღალია. საშუალო დონეც არაა, როცა უყურებ კალათბურთი როგორია ევროპაში. ვფიქრობ, საჭიროა ბავშვთა სკოლების გახსნა, პროგრამების გაკეთება, დაფინანსება და სპონსორების გამოჩენა. თაობა რომ წამოვიდეს, საჭიროა პირობები. სპორტსმენის ცხოვრება ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ცხოვრებისგან. ყველაფრის სწორად წარმართვაა საჭირო ეს იქნება კვება, დასვენება, ვარჯიში, ვიტამინების მიღება. ამ ყველაფერს სჭირდება ხელშეწყობა. საჭიროა სპონსორების გამოჩენა, რომ დააფინანსონ კლუბები. სრულიად შესაძლებელია ერთი-ორი გუნდის ევროპის პირველობაზე გასვლა. საქართველოს ჩემპიონატზე ოთხი წლის წინ მართლაც სანახაობრივი იყო თამაშები და ხალხიც დადიოდა. „არმიას“ ჰყავდა ძლიერი გუნდი. ჰქონდათ შესაძლებლობა კლუბებს მოთამაშეები უცხოეთიდან ჩამოეყვანათ. ახლა რომ გადახედოთ, უცხოელები მარტო ჩვენ გვყავს. სეზონის დასაწყისში ყველა გუნდში პრობლემა იყო. გუნდები თამაშამდე მხოლოდ ორი კვირით ადრე დაკომპლექტდა და ვერ მოახერხეს სრული შემადგენლობის ჩამოყალიბება.
–რამდენადპოპულარულიაკალათბურთიბათუმში?
– ერთი ისეთ თამაში გვქონდა ბათუმში, ჯერ რომ არ მითამაშია. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, რადგან არც ერთი ცარიელი ადგილი არ დარჩენილა დარბაზში. გულშემატკივარი მოთამაშისთვის დიდი მოტივაციაა. ფაქტობრივად, მეექვსე მოთამაშეა მოედანზე, როცა მაყურებელი გგულშემატკივრობს.
– სულ ადგილობრივი მოთამაშეები თუ იქნებიან, თამაშის დონე კიდევ უფრო დაიწევს. საქართველოში მასობრივად ძლიერი მოთამაშეები არ გვყავს. რაღაც წარმატებას რომ მიაღწიოს გუნდმა, ორი-სამი უცხოელი მოთამაშე გუნდისთვის აუცილებელია.
– მუსიკის გარეშე არ შემიძლია. მთელი დღე თავისუფალ დროს შემიძლია ვუსმინო მუსიკას. ჩემითაც ვქმნი ელექტრომუსიკას, თუმცა მოყვარული ვარ და პროფესიონალურად არ ვუდგები ამ საქმეს. მაინტერესებდა როგორ იქმნებოდა ელეტრონული მუსიკა და ჩემით შევისწავლე 10 წლიდან. სახლში მაქვს აპარატურა და თავისუფალ დროს მუსიკით ვერთობი.
– მაგაზე ჯერ არ მიფიქრია. არავინაა ტრავმისგან დაზღვეული, არავინ იცის როდემდე ითამაშებს კალათბურთს. კალათბურთის გარეშე არ შემიძლია და სანამ შევძლებ, მანამდე ვითამაშებ. განათლება ამიტომ მჭირდება – კარიერას რომ მოვრჩები შემდეგ რამე საქმე ხომ უნდა გავაგრძელო. კონკრეტულად რას გავაკეთებ, არ ვიცი. ბიზნესს ვსწავლობ და ალბათ ამ გზას გავყვები.
კაცის ტირილი ქართულ მწერლობაში უცხო არ არის. ლიტერატურის გენიოსად აღირებულ ვაჟასა და რუსთაველის შემოქმედებაში, ტირილი არ არის კაცის ღირსების დამაკნინებელი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან გიორგაძე ამბობს, რომ ცრემლი კაცს რომ არ აკნინებს, ამას სკოლაში, ლიტერატურის გაკვეთილზეცე სწავლობენ, როცა კითხულობენ იმ ნაწარმოებებს, სადაც ყველაზე მამაცი და ძლიერი პერსონაჟები ტირიან: „ორ ავტორს მოვიყვან მაგალითად, შოთა რუსთველსა და ვაჟა-ფშაველას, რომელთა ნაწარმოების გმირები ზეკაცები არიან. „ვეფხისტყაოსანში“ როდესაც ვეცნობით ტარიელს, ის ტირის, ცნობილი სტრიქონი გავიხსენოთ – „ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტრალი წყლისა პირსა“. ტარიელი ტირის მაშინ, როცა პირველად შეეჯახა წუთისოფელს, მაშინ, როცა მოკლა ხვარაზმშას შვილი. ტარიელი ავთანდილი და ფრიდონი ტირიან ერთმანეთთან შეხვედრისას – „ერთმანეთსა აუტირდნენ…“
ვაჟასთან, ჩემი საყვარელი გმირი, ალუდა ქეთელაური ტირის მაშინ, როცა აცნობიერებს, რომ მტერი ვაჟკაცია. ეს შეცნობის ცრემლია, განწმენდაა… ტირილი არც ერთ შემთხვევაში არ აკნინებს კაცს, პირიქით, ამ ცრემლით ირღვევა ყველა მანამდე არსებული სტერეოტიპი. ნიკოლოზ ბარათაშვილის მთელი პოეზია გადაყლაპული ცრემლია, ყელში გაჩრილი ბურთი, რომელიც შემდეგ იქცა პოეზიად. ცრემლი გვხვდება ბევრი სხვა ქართველი თუ უცხოელი ავტორის შემოქმედებაში, ასე რომ ეს ჩვეულებრივი, ადამიანური მომენტია. ემოციას ვერავინ შეცვლის, სულერთია ქალი ხარ თუ კაცი“.
მიუხედავად იმისა, რომ მაგალითები ქართული ლიტერატურიდან საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ კაცის ტირილი არც უჩვეულოა და არც სირცხვილი, ქეთევან გიორგაძე ამბობს, რომ მისი მოსწავლეებისთვის კაცის ცრემლი მაინც უცხოა. „ბოლო დროს ჩვენთან ემოციამ, მგრძნობელობამ და გულწრფელობამ მეორე ეტაპზე გადაინაცვლა თითქოს. თუმცა მე მინახავს ატირებული მოსწავლე მაშინ, როცა მე მასთან გულწრფელი ვარ. ერთ შემთხვევას გავიხსენებ, მე-12 კლასელთან რაღაც შემთხვევა იყო და ბოდიში მოვუხადე, მანაც მომიხადა ბოდიში და ცრემლი მოეძალა. მეც მომერია ცრემლი, მნიშვნელოვანი იყო მისი ემოცია ჩემთვის. კაცის ცრემლი არის ადამიანურობის, მგრძნობელობის ნიშანი და ეს არც სირცხვილია და არც უხერხული. როცა ცრემლი იკარგება და შენ სტერეოტიპების ნაწილი ხდები, გულგრილობა ისადგურებს“, – ამბობს ქეთევან გიორგაძე.
როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ტირილი ადამიანის ემოციური და ბუნებრივი მდგომარეობაა. რა განაპირობებს „ბუნებრივ მდგომარეობაზე“ უარის თქმას. არის თუ არა ძალადობა ამ მდგომარეობის უარყოფის შედეგი? – ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის „კამარა“ ფსიქოლოგი, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის, თემო ქეშელაშვილის აზრით, ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა დაავადების წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ემოციის დათრგუნვაა.
„რაღაც ეპატზე კაცის მასკულინიზაცია აუცილებელიც იყო, სხვა შემთხვევაში ვერ გადარჩებოდა, რადგან ის იყო მეომარი, მონადირე და ა.შ ამიტომ გარკვეულწილად ლოგიკურიც იყო, რომ აღზრდა ემოციური გაუხეშებისკენ წასულიყო. ბუნებრივია, ამას კოგნიტური უნარები (ანუ აზროვნების, შემეცნების, განსჯისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება) ეწირება. დღევანდელ დღეს კი პირიქითაა, სწორედ კოგნიტური უნარები ნიშნავს გადარჩენას“, – ამბობს ფსიქოლოგი.
„ტირილი არ არის კაცური“, მაგრამ „გაბრაზება კაცურია“, – ფსიქოლოგის აზრით, ეს დოგმები ქართულ მენტალობაში მყარად დევს. „კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა, რომ ყოველი ქართველი, თავის სახლში პატარა სტალინია. ეს ფაქტორი მიანიშნებს იმაზე, რომ კაცებში შინაგანი ემოციის დართგუნვამ ძალადობრივ ფორმებში იჩინა თავი“.
ფსიქოლოგის აზრით, საზოგადოებაში ჩამოყალიბებული არასწორი სტერეოტიპები, განათლების ხარისხზეც აისახება: „მაგალითად, დღემდე მიიჩნევა, რომ ჰომოსექსუალებს, აუცილებლად ახასიათებთ ფემინური მანერები ან ემოციურად სუსტები არიან, მაშინ, როდესაც დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე თავზეხელაღებულ მეომრებში, ავღანელებში ჰომოსექსუალურიზმი და პედოფილური კულტურა ძალიან გავრცელებულია. კულტურული განწყობები ხშირად არ ემთხვევა სინამდვილეს“.
ფსიქოლოგის აზრით, ცრემლები ყოველთვის არ არის ადამიანური სისუსტის მაჩვენებლი, თუმცა საქართველოს საზოგადოება, რომელიც ძალიან მასკულინურია, კონტროლს აფასებს. „ტირილი კი ნიშნავს, რომ შენ ვერ აკონტროლებ შენს ემოციებს, ანუ თავს ნაკლებად ფლობ. ყველაფრის სათავე მაინც აღზრდასა და განათლებაში დევს. როცა ბავშვი ტირის, მშობელი ეუბნება რომ არ იტიროს, რადგან არაკაცურია. ეს არის ემოციური კომუნიკაციის გაწყვეტა ბავშვთან. ბუნებრივია, თუკი ეს ტირილი არ არის მანიპულირების იარაღი და არის ბუნებრივი, აუცილებელია მშობელმა გაიზიაროს ეს ემოცია. თუ ბავშვი ამბობს, რომ მას სათამაშო წაართვეს, მშობელმა უნდა უთანაგრძნოს მას და არ უნდა უთხრას: „შენც ვერ წაართვი? თუ დაგარტყა, შენ ვერ დაარტყი?“ რადგან, აქედან იწყება ძალადობის წახალისება. აგრესია, რომელსაც აღზრდის შედეგად ღებულობს ადამიანი, არსად ქრება. ის რაღაც მომენტში განდევნილია არაცნობიერში, განიცდის გარკვეულ ინკუბაციას და შემდეგ სხვადასხვა ფორმით ევლინება სოციუმს“.
ამის ნიმუშად თემო ქეშელაშვილს ცნობილი ტირანების ცხოვრება მოჰყვას: „შესწავლილია ჰიტლერის, სტალინის და ბევრი სხვა დიქტატორის ცხოვრება, სადაც აგრესიას დიდი ადგილი ჰქონდა. სტალინის დედის წერილებიდან ვიგებთ, რომ ის იყო აგრესიის მსხვერპლი მამის მხრიდან. ბევრი კვლევა იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდზე, როდესაც ათასობით ბავშვი დაობლდა და ბავშვთა სახლები გაივსო მზრუნველობამოკლებული პატარებით. ისინი, ფაქტობრივად, ემოციური დეპრივაციის მდგომარეობაში იზრდებოდნენ. მათი ემოცია არ იყო გაზიარებული. მათი ინტერაქტივის ხარისხი სოციუმთან ძალიან დაბალი იყო, ამიტომ იყო, რომ მათი უმეტესობა ქუჩის ხულიგნად იქცა“.
როგორც ფსიქოლოგი ამბობს, თანამედროვე სამყაროში ბევრმა რამემ განიცადა დეჰუმანიზაცია, რასაც ადამიანის სათუთი თვისებები ეწირება: „წარმატების კულტმა გააჩინა ის, რომ მშობელი შვილს უყურებს როგორც პოტენციურ პროდუქტს, რომლისგანაც აუცილებლად წარმატებული ადამიანი უნდა შედგეს. ეს არის პირობითი, მონეტარული სიყვარული, რომელსაც ბავშვი ან უპასუხებს ან ვერა. ნათელი ხდება, რომ აღზრდის არაჰუმანური, რეგლამენტირებული მიდგომა გახდა პოპულარული. ადამიანებს ძალიან დიდი კონკურენციის, შურის განცდა უჩნდებათ და ეს ყველაფერი აისახება შედეგებზე“.
ფსიქოლოგის აზრით, საზოგადოებაში მოჭარბებული აგრესია და კონფლიქტი ქალსა და კაცს შორის, სწორედ ამ არასწორი მიდგომების შედეგია: „პოლონეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელიც ასეთ ექსპერიმენტზე წავიდა. საბავშვო ბაღებში ბიჭებს გოგონების სათამაშოებს ურიგებდნენ, რომელიც მათ თანაგრძნობის უნარს უვარჯიშებდა. გოგონებს კი უფრო მასკულინურ სათამაშოებს, რომ მათ შეძლებოდათ ემოციური დაახლოება ერთმანეთთან. როცა ქალს და კაცს ესმის ერთმანეთის, იქ კონფლიქტიც ნაკლებია. თუ მასკულინიზაცია ან ფემინიზაცია ძალიან განსხავავებულად მიმდინარეობს, ასეთ დროს ქალსა და კაცს შორის ურთიერთგაგება რთულდება. სწორედ ამიტომ გაჩნდა ამხელა კონფლიქტი და აგრესია დღეს ქართულ საზოგადოებაში. ქალი და კაცი გაუცხოებულია ერთმანეთის მიმართ. ამას სხვა ბევრი მიზეზიც აქვს ბუნებრივია, მათ შორის სოციალიზაცია, რომლის მთავარი აგურები – აღზრდა და განათლებაა“.
„ფართომასშტაბიან აქციებზე ფიქრი მაკა წივწივაძის მკვლელობის შემდეგ დავიწყეთ, როდესაც გავიგეთ, რომ მან რამდენჯერმე მიმართა პოლიციას და მისი სიცოცხლე მაინც ვერ იქნა დაცული. იმ ადამიანებმა, რომლებიც მუდმივად ვიყავით ქალთა უფლებების დაცვით საკითხებში ჩართული და მუდმივად ვსაუბროდით ამ თემებზე, ახლა იმაზე დავიწყეთ საუბარი, რომ დროა გავაკეთოთ ისეთი რამ, რითაც მივიპყრობთ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საზოგადოების ყურადღებასაც. შევიკრიბეთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები – ფსიქოლოგები, პედაგოგები, პოეტები და გადავწყვიტეთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აქციები სწორედ 25 ნოემბერს დაგვეწყო, რადგან ეს არის ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე.
ჩვენ აღარ გვინდა სპონტანური აქციები, სადაც დაახლოებით ასი-ორასი ადამიანი მიდის და პრობლემის გადაწყვეტაში არ გვეხმარება. ეს აქცია უნდა იყოს მასშტაბური, რომელიც გაიმართება საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად, სადღაც 22 ქალაქი უკვე ჩართულია ამ პროცესში და ვიმედოვნებთ, რომ ეს რიცხვი 25-მდე გაიზრდება. ეს არის ის დრო, როცა ჩვენ უნდა დავიწყოთ ქალთა მოძრაობა უფრო მასშტაბურად, ვიდრე აქამდე იყო“.
თუთა ჩხეიძის აზრით, ამ ეპატზე აუცილებელია, „სასწრაფო დახმარების რეჟიმის ჩართვა“ იმისათვის, რომ ქალთა მკვლელობები შეწყდეს:
„25 ქალი უკვე მოკლეს, ამიტომ პირველი მიზანია, აღარ მოკვდეს 26-ე ქალი და შეწყდეს ქალთა კვლა. ჩვენ შევეცდებით, სხვადასხვა სარეკომენდაციო წერილით მივმართოთ ხელისუფლებას, თუ როგორი უნდა იყოს პრევენციული ზომები და როგორი უნდა იმუშაოს პოლიციამ რომ ქალი, რომელიც მიმართავს, იყოს დაცული და მეორე დღეს აღარ გავიგოთ, რომ ის ქმარმა ან ყოფილმა ქმარმა მოკლა.
ბევრი გვეკითხება, რატომ ვაპირებთ მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის გაპროტესტებას? – რა თქმა უნდა, კაცზე ძალადობაც დანაშაულია, მაგრამ მოცემულობამ, რომელიც გამოვლინდა პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოების განცხადებებში, გვაჩვენა, რომ ადამიანები ეძებენ მკვლელობის მიზეზს, თუ რატომ შეიძლება მოეკლათ მსხვერპლი. ეს ყველაზე საგანგაშოა დღევანდელ საზოგადოებაში.
ქალებს სხვა ქვეყნებშიც კლავენ, მათ შორის განვითარებულშიც, მაგრამ იქ ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის სასტიკი და საშინელი დანაშაულია. საზოგადოებამ ის უნდა გაიაზროს, რომ დანაშაული, რომელიც ოჯახში ხდება, არა არის მხოლოდ ოჯახის საქმე. ჩვენ ხვალინდელ აქციაზე სწორედ ამ მარტივი ფორმულით მივდივართ, რომ ეს პროცესები შევაჩეროთ“.
უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს შორის არსებული უთანხმოების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, დღეს აცხადებს რომ აჭარის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების კმაყოფილია:
„ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით ,რომ დაფინანსებულიყო საზღვაო აკადემია, გაკეთებულიყო სტადიონი და დაწყებულიყო რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა. ვითხოვდით რომ დაფინანსება გაზრდოდა საგზაო დეპარტამენტსაც. ბიუჯეტის ახალ პროექტში ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებულია. გარდა ამისა, მთავრობამ ორი წლის განმავლობაში 45 მილიონით გაზარდა ბიუჯეტი, არ შეიძლება რომ ეს არ დაინახო“- აცხადებს ალეკო ჩიტიშვილი.
ქალბატონო თეა, რა დაავადებაა ბრონქული ასთმა და რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?
ბრონქული ასთმა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. იგი სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობასთან არის დაკავშირებული, რაც სულხუთვის, მსტვინავი სუნთქვის, გულმკერდის შებოჭილობის და ხველის განმეორებით ეპიზოდებს იწვევს, განსაკუთრებით ღამით ან/და ადრე დილით. ანუ ამ დროს, მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად სასუნთქ გზებს ახასიათებს ზედმეტად ძლიერი შევიწროება.
რა შეიძლება გახდეს ამ დაავადების გამოწვევი მიზეზი?
ვარაუდობენ, რომ ბრონქული ასთმის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს გენეტიკური წინასწარგანწყობა და მასთან ერთად ზოგიერთი გარეგამღიზიანებელი ფაქტორი. გარდა ამისა, თანამედროვე ცხოვრების წესმა, ცხოვრების პირობებმა, არასწორმა კვების რეჟიმმა და არაჰიგიენურმა გარემომ, ბოლო ათწლეულებში ბრონქული ასთმის შემთხვევების გახშირებაც გამოიწვია. მცირე ასაკის ბავშვებში ასთმის მნიშვნელოვან მაპროვოცირებელ ფაქტორს წარმოადგენს რესპირატორული ვირუსული ინფექციები.
რა შეიძლება გახდეს ასთმის შეტევის გამომწვევი მიზეზი?
ასთმის შეტევის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს სახლშიდა და სახლგარე ალერგენებმა მაგალითად ოთახის მტვერმა, ცხოველის ბეწვმა, ობის სოკომ, ტკიპებმა, ტარაკნებმა, ამინდმა, ცივმა და ცხელმა ჰაერმა, ჰაერის მაღალმა ტენიანობამ, თამბაქოს პასიურმა მოწევამ, პარფიუმერიამ და ა.შ. ფიზიკური დატვირთვის სახეობებიდან ერთ-ერთი ძლიერი მაპროვოცირებელი ფაქტორი,შეიძლება იყოს სირბილი, თუმცა შესვენების შემდეგ 20-45 წუთში სიმპტომები თავისით ქრება. შედარებით ნაკლები ცურვა (თუმცა აქ გასათვალისწინებელია ქლორის მავნე ზეგავლენა სასუნთქ გზებზე).
როგორია ბრონქული ასთმის თავისებურებები ბავშვებში?
პათოფიზიოლოგიური მექანიზმების მიხედვით ბავშვთა ასთმა ისევე მიმინარეობს, როგორც მოზრდილთა ასთმა, თუმცა ბავშვთა ასაკისთვის დამახასიათებელი ფიზიკური ზრდის პროცესი განაპირობებს მკურნალობის ეფექტურობისა და გვერდითი მოვლენების თავისებურებებს მოზრდილებთან შედარებით.
რა სიმპტომებით ვლინდება ბრონქული ასთმა?
შემთხვევათა 80%-ში ბავშვთა ასთმის სიმპტომები ჩნდება ხუთ წლამდე ასაკში, მაგრამ დიაგნოსტიკა ფიზიკურად ვერ ხერხდება, თუ ამ ასაკში ქრონიკულ ხველას ხშირად ახლავს ხმაურიანი სუნთქვა ეს ასთმის დიაგნოზის სასარგებლოდ მეტყველებს. ბავშვთა ასაკში, ფიზიკური დატვირთვა შესაძლოა ასთმის გამოვლენის ერთადერთი გზაც იყოს. ფიზიკური დატვირთვისას 5-10 წუთში შესაძლოა ბავშვს განუვითარდეს სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა და შეტევითი ხველა. გარდა ამისა პაციენტს აღენიშნება ზოგადი სისუსტე, თვალის ჩამუქებული უპეები, რინიტისა და ცხვირის ქავილის გამო აქერცლილი კანი ცხვირის არეში და პირით სუნთქვის გამო, ტუჩების სიმშრალე.
შესაძლოა თუ არა ასთმის დიაგნოზით სრულფასოვანი ცხოვრება?
ასთმის დიაგნოზი, ნამდვილად არ არის განაჩენი და იგი არ ნიშნავს ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავებასა თუ მთლიანად ცხოვრების რიტმის შეცვლას. სწორად მართული და ნამკურნალევი ასთმის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, პაციენტი ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდეს. გარდა ამისა არსებობს მაგალითები, როცა ასთმით დაავადებულები, მსოფლიო ჩემპიონები ხდებიან სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
რა პრაქტკულ რჩევებს აძლევთ პაციენტებს რემისიების გასახანგრძლივებლად?
აქ გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორი, დაწყებული იმით თუ სად სძინავს ბავშვს. ასთმით დაავადებული ბავშვისთვის არ შეიძლება ბამბის, შალის და ბუმბულის ლოგინი, მას სპეციალური სინთეტიკური მასალის საბანი და ბალიში უნდა ჰქონდეს, რომელიც ხშირად ირეცხება და მალე შრება. არ შეიძლება სახლში შინაური ცხოველებისა და ფრინველების ყოლა, იქნება ეს ძაღლი, კატა, მღრღნელები თუთიყუში და აკვარიუმის თევზებიც კი. მნიშვნელოვანია ოთახის სინოტივეც – ზედმეტად მშრალი და ზედმეტად ტენიანი ჰაერი სასუნთქი გზების მდგომარეობას აუარესებს. სასურველია სახლში ნაკლებად იყოს საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები, სარეცხი და საწმენდი ფხვნილები. ასთმით დაავადებული ბავშვისთვის უნდა შეიძინოთ ჰიპოალერგიული პროდუქცია, რაც მართალია შედარებით უფრო ძვირია, მაგრამ უსაფრთხო. შენობაში სადაც იმყოფება ბავშვიარ შეიძლება თამბაქოს მოწევა ჩვენი რეგიონისთვის დამახასიათებელია ჰაერის მაღალი ტენიანობა ამიტომ მნიშვნელოვანია ზაფხულის პერიოდში ბავშვის გაყვანა მშრალ ადგილებში (ცემი, სურამი, აბასთუმანი), თუ ეს შეუძლებელია, მაშინ დროულად უნდა ვიზრუნოთ შეტევების პროფილაქტიკაზე – შეძლებისდაგვარად მოვარიდოთ ბავშვი ქუჩას, გადავიყვანოთ ჰიპოალერგიულ დიეტაზე, და დავიწყოთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება.
ქალთა მოძრაობა არ არის პოლიტიკური პარტია, არც არასამთავრობო ორგანიზაცია და არც საქველმოქმედო ორგანიზაცია. ეს არის მოძრაობა, რომელმაც გააერთიანა ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა და ვინც უკიდურესად შეშფოთებულია ერთი წლის განმავლობაში მომხდარი ქალთა მკველობებით.
აქციის მიზანია, სახელმწიფოს მოუწოდოს ქმედითი ნაბიჯები გადადგას ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ ის აჭარაში საინვესტიციო გარემოს მდგომარეობით კმაყოფილია.
„ბევრი ინვესტორი აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლება არწმუნებდა მათ, რომ ახალი ხელისუფლება ვერ მოახერხებდა საინვესტიციო პოლიტიკის შენარჩუნებას. ამის გამო ბევრი ინვესტორი თავს იკავებდა ინვესტიციის განხორციელებაზე. თუმცა, არჩევნებმა ჩაიარა და პოლიტიკური რისკები აღარ არსებობს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი პროექტია განხილვის სტადიაში. პირველი, 90 მილიონიანი ინვესტიცია, სექტემბრის დასაწყისში დავაანონსეთ და მალე დაიწყება მისი განხორციელება. ასევე გავაცოცხლეთ „ბაბილონის“ და „კუბთაუერის“ პროექტი. სიახლეა ის, რომ დავასრულეთ მოლაპარაკება „ტრამპ თაუერის“ პროექტის განახლებაზე და ახლო მომავალში ამ პროექტის განხორციელებაც დაიწყება“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
არჩილ ხაბაძის განცხადებით, 2015 წელს ყაზახურ ინვესტიციების განხორციელებაც დაიწყება:
„2006 წელს ქობულეთსა და ბათუმში 21 ობიექტი გაიყიდა. ეს იყო ყოფილი პანსიონები და სხვა ობიექტები, თუმცა პროექტი აღარ განხორციელებულა. ჩვენ ეს პროექტიც მოვაბრუნეთ. დახლოებით 11 პროექტის რეალიზებას ჩავუყარეთ სამომავლოდ საფუძველი და მათი მშენებლობის პროცესი წლების მიხედვით არის გაწერილი. ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზეა საუბარი“.
არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ ხელისუფლების საინვესტიციო პოლიტიკა დამაჯერებელია: „ჩვენი პოლიტიკა არის ფრთხილი და დამაჯერებელი. ჩვენ ყველა ინვესტორთან გვაქვს სერიოზული ურთიერთობა. თუ ადრე სწრაფი გადაწყვეტილებები იყო მიღებული, შესაბამისად, მარგი ქმედების კოეფიციენტიც იყო დაბალი. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, 2012 წელთან შედარებით ინვესტივიები 2013 წელს 45 პროცენტით გაიზარდა, წელს კი 25 პროცენტით. ძირითადად, მშენებლობისა და ტურიზმის მიმართულებით, მაგრამ ახლო მომავალში მრეწველობის და მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებითაც განხორციელდება ინვესტიციები“.
„ამ ორი წლის განმავლობაში ყველაზე პრობლემატური რაც დაგვხვდა, ეს იყო სოციალური ფონი. ჩვენ დავიწყეთ სოციალური სახლის მშენებლობები, რომელიც მომავალ წელს გაგრძელდება და უპრეცენდენტო იქნება. სამომავლოდ ყველა ეკომიგრანტი, ყველა სტიქიით დაზარალებული საცხოვრებელი სახლით იქნება უზრუნველყოფილი, ჩვენ ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
მთავრობა ყველაზე საამაყო პროექტად 2015 წლისთვის დაგეგმილ სპორტულ პროექტებს მიიჩვენს: „2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საფეხბურთო სტადიონის, ხელბურთისა და რეგბის სტადიონების მშენებლობა. გვინდა, რომ სპორტსმენებისთვის ერთიანია სისტემა შევქმნთ.
მნიშვნელოვანია რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა, რომელსაც 2015 წლიდან ვიწყებთ. ასევე წელს გაგრძელდება ხულო-გოდერძის უღელტეხილის გზის რეაბილიტაცია და გონიოს ხიდის რეაბილიტაცია. დაწყებულია სარფის გზის რეაბილიტაციაც, რომელსაც ბოლომდე მივიყვანთ“.
აჩილ ხაბაძე დადებითად აფასებს მინისტრების მუშაობასაც: „აჭარის მთავრობა ერთიანი გუნდის პრინციპით მუშაობს და ვფიქრობ, რომ დადებითად შეფასდება ორი წლის მუშაობა. ოთხივე მინისტრი გააგრძელებს მუშაობას ძველი ტემპით და უფრო მეტსაც გავაკეთებთ, იმიტომ რომ ეს ორი წელი იყო ხელისუფლების ბოლომდე აღების წელი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საპარლამენტო არჩევნები მოვიგეთ, მაგრამ ამას მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნები, შემდეგ იყო თვითმმართვრელობის არჩევნები, სადაც ერთიანი გუნდით მოვედით და ერთიან მუშაობას 2015 წელშიც გავაგრძელებთ“.
აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის მამუკა თურმანიძის განცხადებით, ზარალი დაახლოებით რვა ათასი ლარია:
„ბათუმშიც დაანგრია კოშკურა და ქობულეთშიც, სადაც კაპიტალური კედელიც ჩამოინგრა. მთელი აჭარის მასშტაბით ყველაზე მეტი ზარალი ჩვენ მოგვადგა. ორივე კოშკურის ღირებულება დაახლოებით რვა ათას ლარამდე იქნება“.
მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, ზღვისგან გადმოსულმა წყალმა, ანბანის კოშკის სარდაფიც დატბორა. „ამ დროისთვის სარდაფი გაწმენდილია. ვფიქრობ, დატბორვას სერიოზული ზიანი კოშკისთვის არ მიუყენებია“, -აცხადებს თურმანიძე.
ძლიერმა ქარმა ქობულეთში სახურავი გადახადა ერთ-ერთ კერძო სახლს. სამაშველო სამსახურის უფროსის განცხადებით, პირველადი ზომები მიღებულია: „ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენტით გადახურა სახლი და შემდეგ გაგრძელდება სამუშაოები“.
შტორმისგან დანაგვიანებული ზღვისპირა ზოლის გაწმენდა, სავარაუდოდ, ამინდის გამოსვლის შემდეგ დაიწყება.
„მე ვფიქრობ სახელმწიფოს ასეთი ქმედება უფრო მეტად დააზიანებს მუსლიმი თემისა და სახელმწიფოს ურთიერთობას. თუ არ შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა მუსლიმი თემის მიმართ, თუ არ შეიცვლება სისტემა, არ მოხდება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ძირეული რეორგანიზაცია, ცვლილებები, ისევე როგორც დამფუძნებელი წევრების ასევე ეგრეთწოდებული ფსევდო მეჯლისის წევრებისა, რომლებიც მხოლოდ ხელს აწერენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებებით, ასევე არ ჩამოყალიბდება განცდა, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მართვა ეკუთვნის მუსლიმებსა და დაიცავს საქართველოში მცხოვრები მუსლიმების უფლებებს, მანამ ვერ მოხერხდება არსებული მდომარეობის გამოსწორება.
ყოფილი მუფთის ჯემალ პაქსაძის გადადგომა და ახალი მუფთის ასეთი ფსევდო არჩევა, რომელიც სინამდვილეში გარე ძალების მიერ დანიშვნას ნიშნავს დღითი დღე უფრო დაშორდებს მუსლიმ თემსა და სახელმწიფო ერთმანეთისაგან.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი მუფთი ბატონი ბეგლარ ქამაშიძე არის ჩემი მეგობარი, მე ვურჩევდი ვიდრე დათანდხმდებოდა ამ თანამდებობას მანამდე კარგად უნდა გაეაზრებინა არსებული მდგომარეობა, რომელიც არსებობს მუსლიმ თემში დღეს საქართელოში. სახელმწიფომ მსგავსი ქმედება განახორციელა რამდენიმე თვის წინაც. შეიხი ვაგიფ აქბეროვი ჩაანაცვლა რამინ იდიგოვით. ერთი რამ არის ფაქტი, თუ მუსლიმთა სამმართველოში ვერ მოხერხდება ძირეული რეორგანიზაცია, მუსლიმ თემს არ მიეცა საშუალება მისი წინამძღვარი აირჩიოს, ვინც არ უნდა მოიყვანო მის სათავეში არა მაქვს იმედი მდგომრეობა დადებითისაკენ შეიცვალოს. პირიქით უფრო მეტი ალბათობაა საფუძველი გახდეს „რადიკალური ისლამის“ განვითარებისა.“ – განმარტავს ტარიელ ნაკაიძე
პირველ კატეგორიაში გამარჯვებულები 2003-2004 წელს დაბადებულებს შორის გამოვლინდნენ, სადაც პირველი ადგილი ათი წლის ანადეა გულბიანმა-შმიდტმა დაიკავა, მეორე ადგილზე კი თერთმეტი წლის ინგა ფუტკარაძე გავიდა.
მეორე კატეგორიაში 2005-2007 წლებში დაბადებული ბავშვები ასპარეზობდნენ.
გოგონებს შორის პირველი ადგილი 2007 წელს დაბადებულმა ეკატერინე იაზადჟს, ხოლო მეორე საპრიზო ადგილი 2006 წელს დაბადებულ ნატალია ლომინეიშვილს ერგოთ.
ბიჭებს შორის კი პირველი ადგილი ცხრა წლის ილია გოგიტიძეს ხვდა წილად.
ილია გოგიტიძე
გამარჯვებულები საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებმა სალომე შავიანიძემ (თბილისი), ნათია ბაქრაძემ (ქუთაისი) და ლია ლოთიკაშვილმა (ბათუმი) გამოავლინეს.
ჩემპიონატზე ასევე გამოვიდნენ დამწყები სპორტსმენები 2008-2009 წელს დაბადებული გოგო-ბიჭები. თავისი ნომერი წარმოადგინა სინქრონული ცეკვის დასმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ პირველად შიქმნა საქართველოში. სინქრონიული დასი ლია ნაკაიძემ ჩამოაყალიბა.
ჩემპიონატში მონაწილეები სამახსოვრო თასებით, სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
აჭარის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ლია ნაკაიძის თქმით ფიგურული ციგურაობის აჭარის ჩემპიონატი მეორედ ტარდება და სამომავლოდ ტრადიციულ სახეს მიიღებს.
ჩემპიონატი აჭარის ფიგურული ციგურაობის ცედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და აზალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხრდაჭერით ჩატარდა.
უმორჩილესად გთხოვთ, თუ ვინმემ რაიმე ფაქტობრივი გარემოება იცით ხსენებულ ხანძართან დაკავშირებით, ან შეესწარით ხანძრის ფაქტს, შეგვეხმიანოთ მობილური ტელეფონის ნომერზე 557-22-55-37, ან გვაცნობეთ შემდეგ მისამართზე: ქ.ბათუმი ინასარიძის ქუჩა 24, ბინა 37-ში. კონფიდენციალურობა დაცული იქნება.
აჭარის ყოფილი მუფტის ჯემალ პაქსაძის განმარტებით კი, ის არ გადაუყენებიათ და გადადგომაზე გადაწყვეტილება თავად მიიღო.
ბეგლარ ქამაშიძე – მუფტი
ცოტა ხნის წინ ჯემალ პაქსაძემ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ გადადგომას არ აპირებდა. ეს კითხვა მას შემდეგ დავუსვით ყოფილ მუფტს, რაც მისი გადაყენების მოთხოვნით მრევლმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მრევლის თქმით, მათი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ სოფელ მოხეში ყოფილი მეჩეთის შენობაში ბიბლიოთეკის განთავსებაზე ჯემალ პაქსაძემ თანხმობა განაცხადა. თუმცა, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერები გროვდებოდა და არც იმას, რომ მან მისცა ხელისუფლებას თანხმობა ყოფილი მეჩეთის შენობაში ბიბლიოთეკის განთავსებაზე, ჯემალ პაქსაზე არ ადასტურებდა.
გარდა ამისა, ბოლო დროს ჯემალ პაქსაზე კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, როდესაც მან და კიდევ რამდენიმე მუფტმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბათუმში მეჩეთის აშენების სანაცვლოდ სამუფტო რეზიდენციისა და მედრესეს აშენებას სთხოვდნენ.
ამ დოკუმენტზე ახლანდელი მუფტის ბეგლარ ქამაშიძის ხელმოწერაც არის დაფიქსირებული.
დოკუმეტის გასაჯაროების შემდეგ ითქვა, რომ მუფტებმა ზეწოლის პირობებში მოაწერეს ხელი მიმართვის ტექსტს. თუმცა, თავის დროზე ჯემალ პაქსაზემ ეს ინფორმაციაც არ დაადასტურა.
„ჯანმრთელობის გაუარესების გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება, ბოლო დროს ორჯერ ვიწექი კლინიკა „მედინაში“. მე მივმართე ჩვენს საბჭოს, რომელმაც ჩემი გადადგომის შემდეგ მუფტის თანამდებობაზე ბეგლარ ქამაშიძეს მისცა კურთხევა“.
ბეგლარ ქამაშიძის თქმით, ის ამ დრომდე ხელვაჩაურის მუფტი იყო და დღეიდან „სრულიად საქართველოს მუფტი გახდება“.
„ ექვსმა მათგანმა, ვინც დღეს მერიაში საჯარო მოხელის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად მუშაობს კონკურსის პირველი ეტაპი ვერ გადალახა. მათ სახელებს ვერ დაგისახელებთ, კონფიდენციალურია.“
კომისიამ 2996 განაცხადიდან მეორე ეტაპისთვის 2005 -მდე განაცხადი შეარჩია. ბათუმის მერიაში კონკურსი 98 ვაკანსიაზეა გამოცხადებული.
კომიისიის თავმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით ბევრ კონკურსანტს შესაბამის საიტზე სხვა დოკუმენტებთან ერთად პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ქონდა ატვირთული. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით ეს დარღვევა კონკურსანტებს ხარვეზად არ ჩაუთვალეს.
„ ვინაიდან შეიძლებოდა მათი იდენტიფიცირება პროგრამულად, კომისია დათმობაზე წავიდა. თუმცა კონკურსანტი, რომელსაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ან სამუშაო გამოცდილების შესახებ დოკუმენტი არ ქონდა ატვირთული კონკურსიდან მოიხსნა. მოიხსნენ ის კონკურსანტებიც, რმლებმაც ხუთზე მეტი ვაკანსია მიუთითეს.“
კონკურსის მეორე ეტაპს, რაც ტესტირებას ითვალისწინებს იუსტიციის სახლი 25- 26 ნოემბერს ჩაატარებს. შეტყობინება უკვე გადაეგზავნათ კონკურსანტებს, რომლებიც ტესტირებას 25 ნოემბერს გაივლიან.
ტესტირების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია კონკურსანტებთან გასაუბრების შედეგად მიიღებს.