სიახლეები

ბათუმში აქციის მონაწილეებს მთავრობის თავმჯდომარე პასუხობს

25.11.2014
ბათუმში აქციის მონაწილეებს მთავრობის თავმჯდომარე პასუხობს

 

 იპოთეკარები მოითხოვენ დაბალპროცენტიან და გრძელვადიან  სესხებს, ხოლო თვითნებურად შესახლებულები კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სთხოვდნენ ენერგო-პრო ჯორჯიასთან შუამდგომლობას, რათა მათ მიიღონ ელექტრო ენერგია, რომელიც მათი თქმით, სამი წლის განმავლობაში არ მიეწოდებათ.

 

„თუ არ დაგვაკმაყოფილებენ, ჩვენ გადავალთ ფართო მაშტაბან აქციებზე და დავიწყებთ შიმშილობას. არ გვაქვს დენი და არც წყალი, დამიავადდა მცირეწლოვანი ბავშები. ჩვენი მოთხოვნაა ჩაგვირთონ დენი მაგრამ ისინი გვპასუხობენ რომ, გაყიდულია ეს შენობა და თუ რაიმე ხერხს მივმართვთ და ჩვენით ჩავირთავთ დენს, მოვლენ და ჩაგვიხსნიან,“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე რევაზ დიასამიძე.

 

ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძემ, „ მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ იყო მხოლოდ ქობულეთთან დაკავშირებით დაპირება და მხოლოდ მათგან მივიღებ პრეტენზიას. ჩენ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა და ვუწევთ ანგარიშს ბანკებთან, აღმასრულებლებთან და სხვა დაწესებულებებთან. იპოთეკარების თითქმის 80 % დავეხმარეთ ჩვენ უკვე და აქციის ჩატარებას არავინ არ უშლის მათ, მაგრამ თუ კანონს დაარღვევენ მიიღებენ შესაბამის  რეაგირებას მთავრობისგან და სანართალდამცავ ორგანოებისგან,“-განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.