სიახლეები

კონკურსი ბათუმის მერიაში მოქმედმა საჯრო მოხელეებმა ვერ გადალახეს

23.11.2014
კონკურსი ბათუმის მერიაში მოქმედმა საჯრო მოხელეებმა ვერ გადალახეს

 

 

 „ ექვსმა მათგანმა, ვინც დღეს მერიაში საჯარო მოხელის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად მუშაობს კონკურსის პირველი ეტაპი ვერ გადალახა. მათ სახელებს ვერ დაგისახელებთ, კონფიდენციალურია.“

 

კომისიამ 2996 განაცხადიდან მეორე ეტაპისთვის  2005 -მდე განაცხადი შეარჩია. ბათუმის მერიაში კონკურსი 98 ვაკანსიაზეა გამოცხადებული.

 

კომიისიის თავმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით ბევრ კონკურსანტს შესაბამის საიტზე სხვა დოკუმენტებთან ერთად პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ქონდა ატვირთული. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით ეს დარღვევა კონკურსანტებს ხარვეზად არ ჩაუთვალეს.

 

„ ვინაიდან შეიძლებოდა მათი იდენტიფიცირება პროგრამულად, კომისია დათმობაზე წავიდა. თუმცა კონკურსანტი, რომელსაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ან სამუშაო გამოცდილების შესახებ დოკუმენტი არ ქონდა ატვირთული კონკურსიდან მოიხსნა. მოიხსნენ ის კონკურსანტებიც, რმლებმაც ხუთზე მეტი ვაკანსია მიუთითეს.“

 

კონკურსის მეორე ეტაპს, რაც ტესტირებას ითვალისწინებს იუსტიციის სახლი  25- 26 ნოემბერს ჩაატარებს.  შეტყობინება უკვე გადაეგზავნათ კონკურსანტებს, რომლებიც ტესტირებას 25 ნოემბერს გაივლიან.  

 

ტესტირების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია კონკურსანტებთან გასაუბრების შედეგად მიიღებს.

 

 

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.