ნეტგაზეთი • RU

5-მილიონიანი პროექტი ბათუმში

 

 დღეს ბათუმში, აღმაშენებლის № 5- ში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას საძირკველი ჩაეყარა.მიმდინარე პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს. 

 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 25000 კვმ მეტრის მოცულობის სახლი 18 სართულიანი იქნება.  პროექტის მშენებლობის წარმოება ადგილობრივი  მოქალაქეებისათვის დამატებით 100 -მდე სამუშაო ადგილს შექმნის.  

 

მშენებლობა ერთობლივი ქართულ – უცხოური ინვესტიციით განხორციელდება.  სახლის მშენებლობა  20 თვეში დასრულდება და ყიდვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

 

 საცხოვრებელი ფართების სარეალიზაციო ფასი  350 აშშ დოლარიდან დაიწყება.შესაძლებელი იქნება 24 თვიანი შიდა უპროცენტო განვადება.

 

კომპანიის მიერ სამომავლოდ    ბათუმში დაახლოებით 250,000 კვმ – ის საცხოვრებელი ფართის მშენებლობაა დაგეგმილი, რაც 500–მდე ადგილობრივი საქართველოს მოქალაქის დასაქმებას უზრუნველყოფს.

 

საცხოვრებელი კომპლექსის საძირკვლის ჩაყრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"