სპორტი

აჭარის ჩემპიონები ფიგურულ ციგურაობაში

23.11.2014 • 1850
აჭარის ჩემპიონები ფიგურულ ციგურაობაში

პირველ კატეგორიაში გამარჯვებულები  2003-2004 წელს დაბადებულებს შორის გამოვლინდნენ, სადაც პირველი ადგილი ათი წლის ანადეა გულბიანმა-შმიდტმა დაიკავა, მეორე ადგილზე კი თერთმეტი წლის ინგა ფუტკარაძე გავიდა.

მეორე კატეგორიაში 2005-2007 წლებში დაბადებული ბავშვები ასპარეზობდნენ.

გოგონებს შორის პირველი ადგილი 2007 წელს დაბადებულმა ეკატერინე იაზადჟს, ხოლო მეორე საპრიზო ადგილი 2006 წელს დაბადებულ ნატალია ლომინეიშვილს ერგოთ.

ბიჭებს შორის კი პირველი ადგილი ცხრა წლის ილია გოგიტიძეს ხვდა წილად.

ილია გოგიტიძე

 

გამარჯვებულები საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებმა სალომე შავიანიძემ (თბილისი), ნათია ბაქრაძემ (ქუთაისი) და ლია ლოთიკაშვილმა (ბათუმი) გამოავლინეს.

 

ჩემპიონატზე ასევე გამოვიდნენ დამწყები სპორტსმენები 2008-2009 წელს დაბადებული გოგო-ბიჭები. თავისი ნომერი წარმოადგინა სინქრონული ცეკვის დასმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ პირველად შიქმნა საქართველოში. სინქრონიული დასი ლია ნაკაიძემ ჩამოაყალიბა.

ჩემპიონატში მონაწილეები სამახსოვრო თასებით, სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

აჭარის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ლია ნაკაიძის თქმით ფიგურული ციგურაობის აჭარის ჩემპიონატი მეორედ ტარდება და სამომავლოდ ტრადიციულ სახეს მიიღებს.

ჩემპიონატი აჭარის ფიგურული ციგურაობის ცედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და აზალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხრდაჭერით ჩატარდა.

გადაბეჭდვის წესი