მოშიმშილე პატიმარმა მე-8 დაწესებულებიდან სუიციდს მიმართა – ის გადაარჩინეს

 

“მოშიმშილე ბ.ს.-მ დღეს თვითმკვლელობა სცადა – გასეირნების ოთახში თოკზე თავი ჩამოიკიდა, მაგრამ თოკი ჩამოწყდა… ხმაური გაიგონეს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და შეძლეს მისი  გადარჩენა, ამჟამად ბ.ს მძიმე ფიზიკურ და  ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია”, – “ბათუმელებმა” ეს შეტყობინება მერვე დაწესებულებაში განთავსებული პატიმრის გიორგი გელაძის დისგან მიიღო. 

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება და სამინისტრო წერილობით განცხადებას რამდენიმე წუთში გაავრცელებს.

 

პატიმარი გიორგი გელაძე “ბათუმელებთან” საუბრისას ამბობს, რომ ოთხშაბათს, 11 საათზე ქუთაისში, პარლამენტის წინ გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება, ისინი საკანონმდებლო ორგანს წევრებს 2012 წლის ამნისტიის კანონის გადახედვას სთხოვენ და ამ მოითხოვნით უკვე 22-ე დღეა შიმშილობენ. 

81 პატიმარი უვადო სასჯელით

 

ბათუმში, ზღვის სანაპიროსთან მოკლულ 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 2012 წლიდან ამ დრომდე აჭარაში უვადო პატიმრობა მხოლოდ მარიამის მკვლელობაში ბრალდებულს შეუფარდეს.
 უვადო პატიმრობამისჯილი სად-ის მე-6 და მე-8 დაწესებულებაში ბათუმის, ხელვაჩაურისა და ხულოს მცხოვრები 12 მოქალაქე იხდის, მათ შორის ერთი ქალიცაა. ყველა მათგანი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლითაა გასამართლებული (მუხლი 260. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.) მათგან ერთ-ერთი პატიმარი შიმშილობისგან რამდენიმე დღის წინ მძიმედ შეიქმნა: პატიმრები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არც თუ ისე საიმედოა. ამის მიუხედავად, ის შიმშილობას აგრძელებს. კიდევ ერთი პატიმარი, ვინც შიმშილობს, C ჰეპატიტითაა დაავადებული.
შიმშილობს ასევე საქართველოში ჩამოსული ამერიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულიც. მასაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

უვადო პატიმრობამისჯილებმა შიმშილობა გასულ წელსაც გამოაცხადეს, ერთ-ერთი მოშიმშილის ინფორმაციით, მაშინ ერთი პატიმარი შიმშილობის დროს გარდაიცვალა.
გიორგი გელაძე უკვე მე-19 წელია სასჯელს იხდის. ყოფილ პოლიციელს ბრალი ედება იმაში, რომ ერთი ადამიანი საქართველოში მოკლა, ორი კი ბაქოში, ამის გამო აზერბაიჯანის სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა, რაც ძალაში დატოვა საქართველოს სასამართლომაც.
პატიმარი გელაძე 42 წლისაა, ის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში იხდის სასჯელს. „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრისას ის ამბობს, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ის ამნისტიის კანონის გავრცელებას უვადო პატიმრობამისჯილებზეც ითხოვს. მძიმე ავადმყოფებსა და მოშიმშილეებს შორისაა ხულოში მცხოვრები 59 წლის, ა.გ.-ც რომელიც მძღოლად მუშაობდა და ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვისაა გასამართებული. გელაძე ამბობს, რომ ამ პატიმრის, ისევე როგორც რამდენიმე სხვა უვადოპატიმრობამისჯილის სისხლის სამართლის საქმე „ძალიან სუსტია“. თუკი მათ საქმეებს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეისწავლის ან სასამართლო გადასინჯავს, რამდენიმე მათგანი შესაძლოა უდანაშაუალოდ ცნოს კიდეც: „2012 წელს ამნისტიცია მთლიანად ან ნაწილობრივ შეეხო ყველა (24 ათას) მსჯავრდებულს, მათ შორის განსაკუთრებითი მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულებს, და მათ შორის იმათაც, ვინც იმავე მუხლებით არიან გასამართლებულები, რა მუხლებითაც ჩვენ. მათაც ერთი მეოთხედით შეუმცირდათ სასჯელი და ჩვენც, მაგრამ ჩვენ ისევ უვადო პატიმრობა გვაქვს (მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260 – ნარკოტიკული დანაშაული, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-20 წელი ან უვადო თავისუფლების აღკვეთა – ავტ.), არითმეტიკა გახდა პრობლემა კანონის უზენაესობის აღსრულებისას. ეს არის საკანონმდებლო ხარვეზი. პარლამენტი და უზენაესი სასამართლო ვალდებული იყო ეს გამოესწორებიათ, მაგრამ მესამე წელია არ გამოასწორეს“, – ამბობს პროფესიით იურისტი გიორგი გელაძე.

 

ის იხსენებს 1997 წელს, როცა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სიკვდილმისჯილები ისე შეიწყალა, რომ სასჯელის ზომად დარჩათ 20 წელი. მაშინდელმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მინდია უგრეხელიძემ განმარტა, რომ ეს იყო არასამართლიანი, რადგან სისხლის სამართლის ის მუხლები, რის გამოც ადამიანების სიკვდილით დასჯა გადაწყდა, 15-წლიან პატიმრობას ითვალისწინებდა, მაშინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებითა და პალატის განხილვით სიკვდილმისჯილებს სასჯელის ზომა კიდევ 5 წლით შეუმცირდათ.

 

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს სასჯელის ¼-ით მოკლება შეეხოს თუ არა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილებს: `2012 წლის 28 დეკემბერს, როცა ჩაიწერა კანონში, რომ ამნისტია შეეხოს ყველას და ამ ყველაში არ შეჰყავთ უვადო თავისუფლებააღკვეთილები, ეს კანონი დისკრიმინაციულია. არგუმენტი – „აბა რას ნიშნავს უვადო პატიმრობა“ თითქოს სწორია, მაგრამ, როცა ადამიანს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, ეს ნიშნავს იმას, რომ ვადამდე შესაძლოა გათავისუფლდეს…“
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ იცნობს ტერმინს – “სამუდამო პატიმრობა~. ეს იმას ნიშნავს, რომ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილების დროზე ადრე გათავისუფლების შანსი აქვთ. სად-ის მე-8 და მე-6 დაწესებულებაში პატიმრებმა შიმშილობა 27 იანვარს დაიწყეს.
სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლები ხშირად მიდიან მოშიმშილე პატიმრების მოსანახულებლად: `მათი მთავარი მოთხოვნაა ამნისტიის კანონი გავრცელდეს მათზეც. ფიქრობენ, რომ ეს კანონი არის დიკსრიმინაციული, რადგან არ გავრცელდა მათზე. 2012 წლის 28 დეკემბრის ცვლილებით, ამნისტიის კანონში არანაირი რეგულაცია არ არის ჩადებული უვადო პატიმრებზე. ეს, ჩვენი აზრით, იყო არასამართლიანი და სახალხო დამცველი დღესაც ითხოვს ამ კანონის გადახედვას”. 

 

ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემა ცხინვალიდან ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოსური მხარე საქართველოს 5 პირის გათავისუფლებას სთხოვს. მათ შორის არიან გორის ტერაქტის მოწყობის ბრალდებით გასამართლებული გიორგი ზასაევი, იოსებ კოჩიევი და გიორგი ვალიშვილი. ამ პატიმრების მშობლებმა შეწყალების თხოვნით უკვე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. კოჩიევს, ზასაევსა და ვალიშვილს უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი.

 

ოჯახის წევრებთან შეხვედრას ისინი წითელი ჯვრის დახმარებით ახერხებენ (საზღვარზე მათ გადმოჰყავთ). პატიმარ გიორგი გელაძის ინფორმაციით (ისინი მე-8 დაწესებულებაში იხდიან სასჯელს), ციხის ადმინისტრაციამ მათ ულტიმატუმი წაუყენა: თუ შიმშილს არ შეწყვეტდნენ, ოჯახის წევრებთან შეხვედრის ანუ პაემნის უფლებას არ მისცემდნენ. ამიტომ სამმა პატიმარმა შიმშილობა დროებით შეწყვიტა.
13 თებერვალს კოჩიევი, ვალიშვილი და ზასაევი შიმშილობენ თუ არა? – ამ კითხვაზე სამინისტროში გაგზავნილ ოფიციალურ წერილზე პასუხი რედაქციას არ მიუღია.

 

სახალხო დამცველს საზღვრისპირა სოფლებში დაკავებულ პირებზე ცალკე ანგარიში აქვს მომზადებული. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ყველა მხარემ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ ეს პირები გაათავისუფლონ. ნათია კაციტაძის თქმით, “ეს დაეხმარება ნდობის აღდგენის საკითხს საქართველოს სახელმწიფოს აფხაზეთთან და ოსეთთან მიმართებაში. მხარეებს შორის კონკრეტული შეთანხმების შემთხვევაში ამნისტია შეიძლება სამართლებრივი ფორმების გამოყენებით – შეწყალებით თუ გაცვლით. ვფიქრობთ, ნდობის აღდგენის პროცესისთვის ეს კარგი იქნება”.
უვადო პატიმრობას ძირითადად სამი მუხლით გასამართლებულებს უსჯიან: ტერორისტული აქტის მოწყობა (323-ე მუხლი), განზრახ მკვლელობა (109-ე მუხლი) და ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა, გასაღება (260-ე მუხლი). იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი, ყველაზე ახალგაზრდა 29 წლის, ხოლო ყველაზე ხანდაზმული 62 წლისაა. მათ შორის სამი ქალია.

 

ბათუმის საკრებულოს წევრი მურმან დუმბაძის ბრალდებებზე

  

მურმან დუმბაძის თქმით, კითხვის ნიშნები ისმება, თუ  საიდან აქვს უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ამდენი ფული. დავით ბაციკაძის განცხადებით კი მან მშენებლობისათვის საჭირო თანხა ბანკიდან ისესხა. იმავეს აცხადებს საკრებულოს წევრი დიმიტრი დარჩიაც. მისი თქმით მურმან დუმბაძეს მსგავსი განცხადებებით რეგიონში დესტაბილიზაციის შეტანა სურს.

 

დიმიტრი დარჩია

 

 „მინდა ბატონ მურმანს მადლობა გადავუხადო გაკეთებული განცხადებისათვის, მინდა ვუთხრა რომ როდესაც ვიცე სპიკერი აღარ იქნება შეუძლია მოვიდეს ჩვენს ფირმაში გაყიდვების მენეჯერად. რაც შეეხება კორპუსის მშენებლობას, ყველაფერი კანონიერადაა გაკეთებული.  პროექტზე ხუთი თვის განმავლობაში ვმუშაობდით, გაკეთდა ყველაფერი რომ ერთი ადამიანის უფლებაც არ ყოფილიყო დარღვეული,“ – განაცადა ბათუმის საკრებულოს წევრმა დიმიტრი დარჩიამ.

 

საკრებულოს წევრმა აღნიშნული განცხადება ბათუმის საკრებულოს დარბაზში, მონიტორის წინ გააკეთა. მონიტორზე ამ დროს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძისა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ძმის, ნუგზარ დუმბაძის კადრები გადიოდა. აღნიშნული კადრები საკალმახე მეურნეობის გახსნაზე იყო გადაღებული, რომელიც მურმან დუმბაძის ძმის საკუთრებაა.

 

„ამ კადრებში ჩანს რომ  მურმან დუმბაძე, წინა ხელისუფლების დროს  ვითომ ოპოზიციაში იყო. ჩვენ კარგად გვახსოვს წინა ხელისუფლება, როდესაც ერთი ადამიანიც კი ვერ გააკეთებდა ბიზნესს. მით უმეტეს როდესაც ამდენ მილიონიან ინვესტიციაზეა საუბარი.  ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ მურმან დუმბაძე  ყოფილიყო კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი. დღეს უკვე  მურმან დუმბაძე ვალს უბრუნებს ნაციონალურ მოძრაობას, ცდილობს შეიტანოს დესტაბილიზაცია რეგიონში. ამას ამტკიცებს ლევან ვარშალომიძისა და მურმან დუმბაძის შეხვედრაც ტრაბზონში, რომელიც 5 თებერვალს შედგა,“ – განაცხადა დიმიტრი დარჩიამ.  

 

უფასო სასადილოთი მოსარგებლეთა რიცხვი ბათუმში 400-ით გაიზარდა

 ბატონო ბადრი, ლარის კურსის ცვლილებას ხომ არ გამოუწვევია რაიმე ტიპის ცვლილება პროგრამაში, იმავე პროდუქტებით მარაგდება სასადილო, რაც ინფლაციამდე იყო? 

 არავითარი ცვლილება არ არის. ჩვენ ტენდერის პირობებით ვაგრძელებთ მუშაობას. ლარის ცვალებადობა არ მოქმედებს არც მენიუზე და არც პროდუქციის შესყიდვაზე.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს პირველი მარტიდან ულუფის წონის ცვლილებაა მოსალოდნელი… 

მენიუ დამტკიცებულია ბათუმის საკრებულოს მიერ და მისი ცვლილება შეუძლებელია. პირიქით, იმაზე ვფიქრობთ, როგორმე გავზარდოთ წონა. ჩვენ გასული წლის ნოემბერში გამოვაცხადეთ ტენდერები პროდუქციის შესყიდვაზე, თანხა გაწერილია და ამის ცვლილება არ მოხდება. ეს მხოლოდ ფორს-მაჟორის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, რისი საფუძველიც დღეს არ არსებობს.

პროგრამით მოსარგებლეთა რიცხვი თუ გაიზარდა და რამდენით?

 ბათუმში 5 300 ადამიანია, ვინც ამ პროგრამით უნდა სარგებლობდეს, მაგრამ ჯერჯერობით 3042 ადამიანს ვკვებავთ. პირველ კვარტალში ცვლილება არ იქნება და შემდეგ ვნახოთ. 

 ახალი წლიდან რამდენმა ადამიანმა მოგმართათ პროგრამაში ჩართვის თხოვნით?

ახალ წლამდე 400 განცხადება იყო შემოსული და ყველა დავამატეთ. ასამდე ადამიანი კიდევ ელოდება, მაგრამ მეტის დამატება ჯერ არ შეგვიძლია. 

რამდენია პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს?

ერთი მილიონ 780 ლარია მთლიანი ბიუჯეტი და ბათუმის მასშტაბით ხუთ მუნიციპალურ სასადილოს ვემსახურებით. 

უფასო სასადილო ბათუმში. ფოტო ბათუმელების არქივიდან

უფასო სადილით მოსახლეობის უზრუნველყოფის პროგრამა ბათუმში 2005 წლის მაისში ამოქმედდა და თავიდან ემსახურებოდა 200 ბენეფიციარს. 2006 წელს პროგრამა ემსახურებოდა 300 ბენეფიციარს, 2007 წელს – 750, 2008 წელს – 915, 2009 წელს – 1200, 2010 წელს – 1350, 2011 წელს – 1470 ბენეფიციარს.
2012 წელს დაემატა ორი სასადილო და მომსახურება გაეწია 2050 ბენეფიციარს, 2013 წელს – 2100, ხოლო 2014 წელს – 2644 ბენეფიციარს. უფასო მუნიციპალურ სასადილოებს 2014 წლის მარტიდან ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური სასადილო მართავს.

შსს-მ 9600 აბი „ტრამადოლი“ ამოიღო

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკისას 9600 აბი ნარკოტიკული საშუალება „ტრამადოლი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 480 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ტრამადოლს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული სატვირთო ავტომანქანა ტრანზიტული მარშრუტით სომხეთის რესპუბლიკაში მიდიოდა.

 

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

საახალწლო პრემიები აჭარის მთავრობაში

 

რა არ შეიცვალა – პრემია მაინც პრემიად რჩება

 

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ბოლო წლების პრაქტიკა 2014 წლის ბოლოსაც შეინარჩუნეს – საახალწლოდ პრემიები დაირიგეს. ამ მიზნით აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. 

 

ოთხი სამინისტროდან, აჭარის მთავრობის აპარატიდან, ბათუმის მერიიდან და საკრებულოდან მიღებული მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აჭარის ხელისუფლების წევრებს შორის, განსხვავებული და განსაკუთრებული საქმიანობა შესრულებული უნდა ჰქონდეს ერთადერთ საჯარო პირს, – ეს მოხელე არის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იონა წითელაძე, რომელიც შიგადაშიგ, მინისტრის არყოფნის დროს, მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა. იონა წითელაძეს 2014 წლის დეკემბერში პრემიის სახით 4 047 ლარი აქვს მიღებული. ამ ოდენობის პრემია აჭარის ხელისუფლებაში სხვას არავის მიუღია.

 

„ბათუმელები“ დაინტერესდა რა საქმის შესრულებისთვის დაიმსახურა იონა წითელაძემ, მაგალითად, თანამდებობრივად მასზე მაღლა მდგომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეზე ან თუნდაც ოთხივე მინისტრზე მაღალი პრემია. მინისტრის მოადგილემ სატელეფონო კომენტარში თქვა, რომ `საკუთარ თავზე ლაპარაკი უჭირს“ და „მოგვეხსენება ფინანსთა სამინისტროს მუშაობის სპეციპიკა“.

 

მინისტრის მოადგილემ „ბათუმელებს“ შესთავაზა მისი საქმიანობის შესაფასებლად მის უშუალო ხელმძღვანელს – დავით ბალაძეს მივმართოთ.

 

სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იონა წითელაძე არ არის ერთადერთი მოხელე, ვისაც მინისტრ დავით ბალაძეზე მეტი პრემია მიუღია, მაგალითად, მინისტრის ორ მოადგილეს – რამაზ და ბესიკ ბოლქვაძეებს 3700 და 3120 ლარი აქვთ მიღებული პრემიის სახით. მინისტრზე მაღალი პრემია მიუღია საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსს – თეა ჯაიანსაც (2926 ლარი), ხოლო თავად მინისტრის პრემია გასულ დეკემბერს 2700 ლარი ყოფილა.

 

აჭარის ფინანსთა სამინისტროს დეკემბრის თვეში, თავისი თანამშრომლების პრემიებში სულ 142 454 ლარი აქვს დახარჯული.

 

პრემიები სრულიად განსხვავებულად გადაანაწილა დეკემბრის თვეში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ: ყველა თანამშრომელს – მინისტრით დაწყებული და მძღოლით დამთავრებული – საახალწლოდ პრემიის სახით მხოლოდ 210 ლარი აქვს მიღებული. მსგავსი მიდგომა არც ერთ საჯარო დაწესებულებაში არ გვხვდება (აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯამში, გასული წლის დეკემბრის თვეში, 13 218 ლარი დაუხარჯია პრემიებისთვის. იმავე თვეში ხელფასებში გაცემული თანხა – 64 885 ლარია). 

 

„ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ ამ ფაქტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებში უკმაყოფილება გამოიწვია. მინისტრი ზაურ ფუტკარაძე სამინისტროში მიღებულ „საახალწლო გადაწყვეტილებას“ ასე აყალიბებს: „წლის ბოლოს ჩვენ შევაჯამეთ რა შესაძლებლობა გვქონდა. მთელი წელი ჩვენი სამსახურები ასრულებდნენ მოვალეობას, ამიტომ არ დაგვიტოვებია თანხა საპრემიოდ. ის, რაც გვქონდა, როგორც იტყვიან – ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყო, ამ პრინციპით ვიმოქმედეთ. შეიძლება თანაბარი გადანაწილება არ იყო სწორი, მაგრამ ამ წლიდან შრომის მიხედვით გადანაწილდება. ჩვენ ვიცოდით, რომ წელს სახელფასო ბადე იქნებოდა განსხვავებული და ამ საკითხს მივუდექით ჰუმანურად – თანხა გადავანაწილეთ პროპორციულად. ამ წლიდან მე აღარ მექნება პრემია, არც მოადგილეებსა და თანაშემწეებს. პრემია გადანაწილდება მუშა ჯგუფზე“.

 

2015 წლიდან აჭარის მაღალი თანამდებობის პირები მართლაც არ მიიღებენ პრემიას – ამიერიდან საკითხი მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით დარეგულირდება. ახალი ბრძანების მიხედვით მაღალი თანამდებობის პირები ხელფასთან ერთად მიიღებენ ხელფასის 75% დანამატსაც, ხოლო რიგითი საჯარო მოხელეები – ხელფასის ოდენობის 40%-იან დანამატს. ამ მონაცემებს ციფრეში თუ გადავიყვანთ, ფინანსთა სამინისტროს რიგითი თანამშრომლების ჩუმი წუხილი, რომ მომატების ნაცვლად მათ შემოსავლები აკლდებათ, დასტურდება. ასე, მაგალითად, თუ წინა წლებში მინისტრი ყოველკვარტალურად (პრემია ხელფასი) 13 500 ლარს იღებდა, წელს, ახალი რეგულაციების შესაბამისად, ყოველკვარტალურად, მისი შემოსავალი, დანამატის ჩათვლით, 14 175 ლარამდე გაიზრდება. ხოლო საჯარო სამსახურში მომუშავე მთავარი სპეციალისტის აქამდე არსებული ყოველკვარტალური შემოსავალი – 5350 ლარი (პრემია და ხელფასი), ახალი რეგულაციებით 4 494 ლარამდე შემცირდება (ხელფასი და დანამატი).

 

ისევ პრემიებს რომ დავუბრუნდეთ: ბათუმის მერიაში გასული წლის დეკემბერში 413 მოხელეს მიუღია პრემია. ამ მიზნით დახარჯულია 325 080 ლარი. მერიის მიერ პრემიების გაცემის თვალსაზრისით განსხვავებული მიდგომები არ გვხვდება – ყველაზე მაღალი პრემია ქალაქის მერს გიორგი ერმაკოვს აქვს აღებული – 2 750 ლარი. გიორგი ერმაკოვთან ერთად სამი ვიცე-მერი მუშაობს – ბაგრატ მანველიძე, ზურაბ ბერიძე და ალექსანდრე მითაიშვილი. ვიცე-მერების საპრემიო თანხა ორი ათას ლარზე მეტია. მერიის უფროსი სპეციალისტებისა და წამყვანი სპეციალისტების საპრემიო განაკვეთი 540-დან 600 ლარის ფარგლებში მერყეობს, მთავარი სპეციალისტებისთვის ეს განაკვეთი 800 ლარს აღწევს, ხოლო განყოფილების უფროსებისა და სამსახურის უფროსებისა – 1150-ლარიდან 1650 ლარის ფარგლებში მერყეობს.

 

რაც შეეხება აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომლებისთვის საახალწლო პრემიების საკითხს – ამ უწყებაში 108 მოხელეზე 159 114 ლარი დახარჯულა. ამ შემთხვევაში სიას სათავეში უდგას მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე – მას საახალწლოდ 3310 ლარი აქვს აღებული და როგორც უკვე აღვნიშნეთ, საპრემიო პოზიციებით მხოლოდ იონა წითელაძე უსწრებს.

 

პრემიის თვალსაზრისით არჩილ ხაბაძეს ოდნავ ჩამორჩება მისი აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე, რომელსაც დეკემბერში პრემიის სახით 3 195 ლარი მიუღია.

 

არჩილ ხაბაძეს ოთხი მრჩეველი და ოთხი თანაშემწე ჰყავს. თანაშემწეებს შორის ყველაზე მაღალი პრემია – 2125 ლარი მიუღია ხათუნა ნაყეურს, სხვა თანაშემწეებისა და მრჩევლების პრემია ერთი და იმავე ოდენობისაა – 1875 ლარი.

 

არჩილ ხაბაძის მრჩევლებს შორის გვხვდება ჯემალ გოგიტიძეც. მას სხვა თანაშემწეებისგან განსხვავებული პრემია არ აქვს მიღებული. თუმცა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ჯემალ გოგიტიძე შს სამინისტროს ოფიციალური თანამშრომელი, ანუ ეგრეთ წოდებული ოდეერია (მას, როგორც ამ უწყების თანამშრომელს ქონებრივი დეკლარაციაც აქვს შევსებული). ეს კი იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ მას კიდევ ერთი პრემიაც უნდა ჰქონდეს მიღებული (შს სამინისტროს პრესცენტრში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ საახალწლოდ პრემია ყველა თანამშრომელზე გაიცა).

 

აჭარის მთავრობაში სულ ცხრა დეპარტამენტი ფუნქციონირებს. დეპარტამენტების ოთხ უფროსს 2 655 ლარი აქვს პრემიის სახით მიღებული გასული წლის დეკემბერში, ხოლო ხუთი მათგანის საპრემიო თანხა 3009 ლარია.

 

კიდევ ერთ – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრემიის დანიშნულებით გასული წლის დეკემბერში 74 736 ლარი დაუხარჯავთ. ამ შემთხვევაშიც ლიდერი პოზიცია უკავია მინისტრ გია თავამაიშვილს – 3 808 ლარი, მოადგილეებს მინისტრთან შედარებით რამდენიმე ასეული ლარით ნაკლები პრემია მიუღიათ.

 

გია თავამაიშვილთან შედარებით ნაკლები – 2 720 ლარის პრემია იმავე პერიოდში მიღებული აქვს მისსავე კოლეგას – აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძეს. შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება ამ სამინისტროში მინისტრის მოადგილეების მიერ მიღებული პრემიის ოდენობაც – 1950 ლარი.

 

საერთო ჯამში ამ სამინისტროს სულ 63 ადამიანისთვის მიუცია პრემია. გასული წლის დეკემბერში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრემიებისთვის 71 116 ლარი აქვს დახარჯული.

 

რაც შეეხება ორ არჩევით ორგანოს – ბათუმის საკრებულოსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს, ამ ორგანოებიდან „ბათუმელებს“ პრემიების შესახებ ინფორმაცია არ მოაწოდეს.

 

ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსის, პაატა მგელაძის მრავალგზის დაპირების მიუხედავად, ამ ინფორმაციას „ბათუმელებამდე“ არ მოუღწევია.

 

პრემიების გასაჯაროებასთან მიმართებაში წინა ხელისუფლების პრაქტიკას ჯიუტად იცავენ უმაღლეს საბჭოში – მაგალითად, აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომლის ძირითადი დანიშნულება ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლია, მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტიდან პრემიებისთვის გაცემული თანხა არის პერსონალური ინფორმაცია, ანუ საზოგადოებას არ აქვს უფლება იცოდეს, რამდენს იღებენ მათი თანამშრომლები. სწორედ ამის შესახებ გვაცნობს უმაღლესი საბჭოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის – ჯამბულ კურცხალიძის ხელმოწერილი დოკუმენტი.

 

უმაღლეს საბჭოდან მიღებულ წერილში მითითებულია, რომ „შრომის ანაზღაურების მუხლში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე… უმაღლესი საბჭოს საჯარო მოხელეებისა და დამხმარე მოსამსახურეთა პრემიებისთვის გამოიყო 106 790 ლარი“.

რამდენი დაიხარჯება სპორტული ხელშეწყობისთვის 2015 წელს აჭარაში

გასულ წელთან შედარებით (3 076 900 ლარი) ეს თანხა 204 800 ლარითაა გაზრდილი. დეპარტამენტი სპორტის ხელშეწყობაზე 2 465 600 ლარს დახარჯავს, ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს ხელშეწყობისთვის კი – 403 700 ლარს.

2015 წელს დეპარტამენტის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხა სტადიონებისა და სპორტული ბაზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის (ეს პროგრამა არ განხორციელებულა არც 2014 წელს, 2013 წელს კი 127 700 ლარი დაიხარჯა) და აჭარის ნაკრები გუნდების წევრების პირველობების გამარჯვებულებისა და პრიზიორების სპორტული ფორმებით აღჭურვისთვის (2014 წელს ამ პროგრამაზე 122 500 ლარი იყო გამოყოფილი).

დეპარტამენტში 19 თანამშრომელი ფიქსირდება. 2015 წელს მათი შრომის ნაზღაურებისთვის 311 700 ლარია გამოყოფილი.

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ახალი თარგმანების პრეზენტაციას გამართავს

 

„წიგნები ბათუმში“ მკითხველს 5 ახალ თარგმანს სთავაზობს. ესენია: ბორის და არკადი სტრუგაცკების “ძნელი ღმერთობა” ,  ფილიპ დიკის “კაცი მაღალ კოშკში”, რეი ბრედბერის “ტანმოხატული კაცი”, დენიელ კიზის “ყვავილები ელჯერნონისთვის” და ქეთრინ პეტერსონის “ხიდი ტერაბითიაში”.  ასევე თავიდან გამოიცა  მორის დრიუონის “მწვანეთითება ტისტუ”.

 

„საქართველოში ძალიან კარგადაა განვითარებული საგამომცემლო საქმე. მაგრამ აქამდე რატომღაც არავინ დაინტერესებულა სერიოზულად მიდგომოდა ისეთ ჟანრებს, როგორებიცაა სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი. აქედან გამომდინარე და კიდევ გამომდინარე იქედან, რომ ეს ჟანრები ძალიან პოპულარულია ყველგან (მათ შორის საქართველოში) და ქართულ ენაზე თარგმანი თითქმის არ არსებობდა გადავწყვიტეთ დაგვეწყო “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” გამოცემა,“ – ამბობს გამომცემლობა „წიგნები ბათუმშის“ ხელმძღვანელი ირაკლი ბაკურიძე.

 

21 თებერვალს ახალი თარგმანების პრეზენტაცია მაღაზია „წიგნები ბათუმში“ გაიმართება. პრეზენტაციაზე მისულ მკითხველს წიგნების შეძენა 25%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ.

 

რატომ დაერქვა სოფელს ვაიო

ლია მახარაძე და ლეილა ბეჟანიძე

ფოლკლორის სპეციალისტები – ლეილა ბეჟანიძე და ლია მახარაძე წლებია ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ ფოლკლორს სწავლობენ და აგროვებენ. მათ მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით „ვაიოს“ ეტიმოლოგია აჭარაში ისლამის გავრცელებასთანაა კავშირში.

„არის თქმულება: თითქოსდა მტკიცე ნებისყოფიანი ქრისტიანები არ იღებდნენ მაჰმადიანობას და ცოცხლად იმარხებოდნენ. ცოცხლად დამარხვის წესი ასეთი ყოფილა: მორწმუნე ქრისტიანი ჯვრით ხელში თხრიდა მიწას, მიიწევდა სიღრმეში და ბოლოს კვდებოდა. ასეთ სამარხებს „დარანი“ ერქვა. დარანში დამარხული კი წმინდანად იყო აღიარებული. ვაიოში დღემდეა შემორჩენილი წყევლა „შავ დარანში წასულხარო“.

ვაიო რომ ქრისტიანული სოფელი ყოფილა, ამას მოწმობს ვაიოს სკოლის შემოგარენში არსებული ქრისტიანული სამარხები. გათხრების დროს სამარხში აღმოჩენილია ვერცხლის ჯვარი და სხვა ქრისტიანული სიმბოლიკები.

სოფელ აქუცასა და ვაიოს საზღვარზე ყოფილა საყდარი, რომელიც დაუნგრევიათ და მისი ქვებით სოფლის გზა მოუპირკეთებიათ. ლეგენდის მიხედვით, ამ საყდრის ნანგრევებზე ყოველდღე გამოდიოდა ერისთავის ქალი, ასრულებდა ქრისტიანული ლოცვის რიტუალებს და დასტიროდა დაღუპულ ქმარ-შვილს, რომლებიც არ გამუსლიმანებულან, სიკვდილი აურჩევიათ და ჯვრით გაუთხიათ დარანი. ნასაყდრალზე გადმომდგარი ქალი თურმე ხმით მოთქვამდა და იმ ადგილიდან სულ „ვაიოს“ ძახილი მოისმოდა“.

ვაიოს თავდაპირველ სახელწოდებასთან დაკავშირებით ზაქარია ჭიჭინაძე წერს თავის წიგნში  „ქართველების გამაჰმადიანება, ანუ ქართველთ გათათრება“. ჭიჭინაძის მიხედვით, სოფელს ადრე „ვაკე-ჯვარი“ რქმევია. გამუსლიმანების შემდეგ სოფლის სახელს „ჯვარი“ ჩამოშორებია და ვაკედ იწოდებოდა, მოგვიანებით კი ვაიოდ ქცეულა. ზაქარია ჭიჭინაძე სხვა წიგნში  – „მუსლიმანი ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში“ ვაიოსთვის სახელის დარქმევას ასე აღწერს: „ვაიო, 50 კომლი. მშვენიერი სოფელია, აჭარაში იშვიათია ასეთი სოფელი. ძველად ამ სოფელს თავისი დიდი ეკლესია ჰქონდა, მაგრამ ეს ეკლესია ადრევე დააქციეს. მის საძირკველზე ვაიოს კაი ჯამე გააკეთეს. ჯამეს ხის მინარაც აქვს. ამ სოფელში ცხოვრობდა ქართველ მაჰმადიანთა სახალხო მელექსე ბუჰან ბარახტარ შავიშვილი. ამ სოფელს ძველად სხვა სახელი ჰრქმევია და „ვაიო“ შემდეგ დარქმევიაო. რადგანაც ამ სოფლის ერთ წისქვილში ერთ ქართველ ქრისტიან ქალისთვის მიუსწვრიათ ახალგამუსლიმანებულ ქართველ ვაჟებს, ეს ქალი მოუტაცნიათ და წაუყვანიათ. ერთს სდომნია მისი შერთვა… ქალს უყვირნია „ვაიო, ვაიო“ და ამიტომ დაერქვა ამ სოფელსაც ვაიო“.

კიდევ ერთი ლეგენდა ვაიოს შესახებ მე-20 საუკუნის 40-50-იან წლებში აჭარაში მოღვაწე ექიმსა და პოეტს ლევან გელაძეს აქვს მოთხრობილი თავის ლექსში.

ლექსის მიხედვით, რომელიც ხალხურ თქმულებაზეა აგებული, ქალი ყაჩაღისგან თავის დახსნას ცდილობდა, რომელმაც მანამდე დედამისი სასიკვდილოდ დაჭრა. ქალმა ფირალს სთხოვა დედისთვის წყლის მიტანის საშუალება მიეცა. ეზოში შესულ ქალს გული სიბრაზით ჰქონდა სავსე, აპირებდა მოძალადისთვის თავი პრიალა ნაჯახით გაეჩეხა. მაგრამ სანამ ყაჩაღს მოკლავდა, თოფმა იჭექა, ქალმა „ვაიო“ შეჰყვირა და ძირს დაეცა.

„შეტოკდა ქალწული, შესტირა

„ვაიო“, დედიკო „ვაიო“

„ვაიო“ – ატირდა ლამაზი მშობელი,

„ვაიო“, „ვაიო“ – ატირდა მთის წყარო.

„ვაიო“, „ვაიო“ აკვნესდა მთის წყარო“.

დღეისათვის ვაიოში 117 ოჯახი ცხოვრობს. სოფელში გავრცელებულიგვარებია – ტეტემაძე, მახაჭაძე, ლორთქიფანიძე, ჩიკვაიძე. ასევე გვხვდება: შავიშვილი, გორგილაძე, ნიჟარაძე, მარკოიძე, თებიძე, ჭაღალიძე, ბოლქვაძე, ბერიძე.

აჭარის გამუსლიმანება ვაიოს გარდა სხვა სოფლების დასახელებებშიც აღიბეჭდა. ქედაში დღემდეა შემორჩენილი ლეგენდა ვარანეულზე, სოფელზე, რომელმაც  ლეგენდის თანახმად, ქრისტიანული რჯულის გამო თავი გაწირა.

ვარაუდობენ, რომ სოფელს ადრე სხვა სახელი ერქვა და ვარანეული (იგივე ვერანეული) მოგვიანებით ეწოდა. სიტყვა ვერანა – აოხრებულ, გაპარტახებულ და მოუვლელ ადგილს ნიშნავს. აი, რას მოგვითხრობს თქმულება სოფელ კოკოტაურში დღემდე შემონახულ ტოპონიმ „ვარანეულას“ შესახებ:

ოთხი საუკუნის წინ ვარანეულას ადგილას დიდი სოფელი ყოფილა. აჭარაში შემოსულ ოსმალებს სოფელში შიკრიკი გაუგზავნიათ, რწმენა შეიცვალეთ, თუ სიცოცხლე გინდათო. რწმენის შეცვლაზე სოფელს უარი უთქვამს და მთელი სოფლის მოსახლეობა ოსმალეთის იმპერიის ჯარისკაცებს სოფლიდან აუყრიათ და ცხმორისთან, მდინარე აჭარისწყალთან მიუყვანიათ, სადაც პირობა წაუყენეს: ხატებზე უნდა დაედგათ ფეხი და ისლამი მიეღოთ, რასაც არ დათანხმებიან ვარანეულელები და ზოგი ხმლით მოუკლავთ, ზოგიც თამარის ხიდიდან, მდინარე აჭარისწყალში თავად გადამხტარა.

ლეგენდის თანახმად მთელი სოფლიდან მხოლოდ ხუთი ლამაზი ქალი დარჩენილა, რომელთათვის ფაშის ცოლობა შეუთავაზებიათ, თუმცა ქალები თავისი ნებით გადაშვებულან მდინარის მორევში. ასე გაქრა სოფელი და ამ ადგილს დღეს ვარანეულს უწოდებენ.

კიდევ ერთი ლეგენდა სოფელ საღორეთზე მოგვითხრობს, რომელსაც დღეს ოფიციალურად პირველი მაისი ჰქვია. ზაქარია ჭიჭინაძემ სოფელ საღორეთისთვის სახელის დარქმევის ისტორია შემოგვინახა, რომელიც მისთვის სოფლის უხუცესებს უამბნიათ. საღორეთში ისლამი გვიან მიუღიათ. ახლო-მახლო სოფლებიდან შეუგროვებიათ ღორები, მიურეკიათ საღორეთელებისათვის და უთქვამთ: რადგან ჩვენ რჯული შევიცვალეთ, ეს ღორები თქვენ გებარებოდეთ, თუ ისლამი არ მოგვეწონა, ისევ გავქრისტიანდებით და ღორებს გამოგართმევთო, თუ არადა, ეს ღორები ღმერთმა მოგახმაროთო. ზაქარია ჭიჭინაძე წერს, რომ რწმენა მათ აღარ შეუცვლიათ, სოფელს კი, რადგან აქ ბევრმა ღორმა მოიყარა თავი, დოვმუხზანა, ანუ საღორეთი დაარქვეს.

საჩივარი საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ წინააღმდეგ

 

2014 წლის დეკემბერში „ბათუმელებმა“ მოამზადა სტატია, რომელშიც მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონში მცხოვრები 15 წლის გოგონა საუბრობდა ღამის საათებში პანსიონიდან გაქცევის მიზეზებზე. მიზეზად კი ის ძიძასთან კონფლიქტს ასახელებდა.

 

„ერთსულოვნების” ეთერში გასული გადაცემის ავტორი, ჟურნალისტი ია ბედოიძე ყვება, რომ „გაზეთ ბათუმელებში“ გამოქვეყნებულმა სტატიამ წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცია ნეგატიურ კონტექსტში, სინამდვილეში კი ამ დაწესებულებაში ყველაფერი კეთდება ბავშვების სრულყოფილ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის.

 

პროცესს ჟურნალისტი ასე აღწერს: „ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც „გაზეთ ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიით ცნობილი გახდა, რომ ბავშვთა სახლიდან 15 წლის მოზარდი გაიქცა. რატომ გადაწყვიტა არასრულწლოვანმა გოგონამ პანსიონის დატოვება? რას ამბობენ მომხდარზე დაწესებულების სხვა ბენეფიციარები და როგორ მოხვდა აუდიოჩანაწერი გოგონას ნათლიასთან? რა მოხდა სინამდვილეში? რეალობა თუ გამიზნული მცდელობა ეკლესიისა და კონკრეტულად გიმნაზიის ავტორიტეტის შესალახად“.

 

გადაცემაში ჟურნალისტის მიერ დასმულ ამ კითხვებს პასუხს სცემენ რესპონდენტები, რომლებიც მიანიშნებენ, რომ ეს ყველაფერი „ბათუმელების“ მიერ იყო პროვოცირებული. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერს, რომლითაც კონკრეტულად დასტურდებოდა, რომ ძიძა არასრულწლოვანს არასათანადოდ ეპყრობოდა, გადაცემის ერთ-ერთი რესპონდენტი – ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, დიმიტრი შიოლაშვილი პირდაპირ აფასებს, როგორც პროვოკაციას:

 

„ჩვენ ვფიქრობთ და ყოველთვის ასე ვფიქრობდით, ეს შემთხვევა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ უფრო პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, იმიტომ, რომ პატარა ბავშვს რომ მოსასმენ აპარატს ჩაუდებ ჯიბეში, ეტყვი, რომ მიდი მასწავლებელთან, ატეხე შენ ყვირილი, რომ ნუ მირტყამ, ნუ რაღაცა და ამ დროს მასწავლებელი მოშორებით დგას და თან ისეთ მასწავლებელზეა საუბარი, რომელსაც მე ძალიან დიდი  ხანია ვიცნობ და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უაღრესად კეთილშობილი ადამიანია“.

 

დიმიტრი შიოლაშვილის ამ კომენტარის შემდეგ ჟურნალისტს არ უკითხავს, შეესწრო თუ არა ეს ადამიანი აღწერილ ვითარებას, ან საიდან აქვს მას ინფორმაცია, რომ ბავშვს მოსასმენი აპარატი ვიღაცამ მიზანმიმართულად ჩაუდო, გაგზავნა მასწავლებელთან და პროვოკაციის მოწყობაში წააქეზა. ან ვის გულისხმობს ამ ქმედებების ჩამდენად ეს რესპონდენტი.

 

გადაცემის შინაარსიდან გამომდინარე, მაყურებელს შეიძლება დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ სწორედ „გაზეთ ბათუმელების“ მიერ პროვოკაციის მოწყობაზეა საუბარი. ამ შთაბეჭდილებას აძლიერებდა ის ფაქტიც, რომ ერთადერთი სუბიექტი, რომელიც ამ გადაცემაში უარყოფით კონტექსტში იყო წარმოჩენილი, იყო „გაზეთი ბათუმელები“. კერძოდ, უარყოფითად არის შეფასებული გაზეთის მიერ წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონატში არსებული პრობლემების გაშუქების ფაქტი.

 

საჩივარში „გაზეთი ბათუმელები“ მიუთითებს მაუწყებელთა ქცევის კოდექსზე, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა უნდა დაიცვას ჯეროვანი სიზუსტე, რათა შეცდომაში არ შეიყვანოს მაყურებელი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჟურნალისტმა არც `გაზეთ ბათუმელებს“ და არც სკოლა პანსიონიდან გამოქცეულ მოსწავლეს არ მისცა პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, რაც ასევე მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევა. 

 

„გაზეთ ბათუმელებს“ მიაჩნია, რომ ერთსულოვნების მიერ მომზადებული ვრცელი გადაცემა – „სიმართლე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონზე“, რომელიც ამ ტელევიზიის ეთერით თითქმის ერთი კვირის განმავლობაში გადაიცემოდა, არის ცალმხრივად მომზადებული და არაზუსტი.

 

საჩივრის თანახმად `გაზეთი ბათუმელები“ ტელეკომპანია `ერთსულოვნებისგან“ ითხოვს: `დაადასტურონ მაუწყებლის მიერ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-12 მუხლისა და მე-13 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დარღვევის ფაქტი;

 

დაადასტურონ მაუწყებლის მიერ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-19 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების დარღვევის ფაქტი;

 

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-6 მუხლის თანახმად გადაცემაში – „სიმართლე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონზე“ – მოახდინოთ გავრცელებული ინფორმაციის შესწორება.    

       

შესწორებული მასალა ეთერში გავიდეს იმავე დროს, რა დროსაც გავიდა აღნიშნული გადაცემა“.

 

კანონმდებლობის თანახმად, „ერთსულოვნების“ საჩივრების განხილვის კომისია ვალდებულია აღნიშნული საჩივარი განიხილოს კანონით დადგენილ ვადებში. ეს ვადები უკვე ამოწურულია.  

 

 

 

 

 

ქობულეთში ბავშვთა პანსიონი დააჯარიმეს

 

„დაჯარიმების მიზეზი იყო არალიცენზირებული საქმიანობა პანსიონის მხრიდან. ლიცენზიის შესახებ  კანონში წერია რომ თუ არის საქმიანობა არალიცენზირებული პირველ რიგში ეძლევა გაფრთხილება და შემდეგ ჯარიმდება,“- განუცხადა „ბათუმელებს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა.

 

კითხვაზე თუ რა ბედი ელის ამჟამად პანსიონში მყოფ ბავშვებს, მარი წერეთელი პასუხობს:

„პანსიონის საქმიანობა აუცილებლად უნდა შეჩერდეს. ახლა ვსწავლობთ ბავშვებს, ვსწავლობთ ოჯახებს. სასურველია ბავშვები და ოჯახები გავაერთიანოთ ისევ. შევხედოთ შემდგომში რეგულირების სააგენტო რას გააკეთებს, როგორ მოექცევა პანსიონი ლიცენზირების ქვეშ. ამ ეტაპზე ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებაზე ვფიქრობთ“.

 

ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ საბავშვო პანსიონი ქობულეთში 2014 წლის ნოემბერში გახსნა. ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით პანსიონი აჭარის რეგიონში მცხოვრებ 50 ბავშვზეა გათვლილი, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებში ცხოვრობენ. ბავშვები სააღმზრდელო დაწესებულებაში უზრუნველყოფილი არიან კვებით, ტანსაცმლით, ტექნიკითა და  სამედიცინო მომსახურებით. მსგავსი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი „სოციალურ პარტნიორობას“ რამდენიმე წელია თბილისში აქვს გახსნილი.

 

დღეისათვის საქართველოში სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლა-პანსიონები აღარ არსებობს. არის მხოლოდ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები. თუმცა ამის პარალელურად არსებობს რელიგიური პანსიონები, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოსა და სხვადასხვა რელიგიურ კონფესიების პატრონაჟის ქვეშაა. მარტო აჭარაში სამუფთოს 24 სკოლა-პანსიონი ფუნქციონირებს, სადაც მოზარდები 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან. ბავშვთა სახლი აქვს ბათუმში საქართველოს საპატრიარქოსაც.

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, არის თუ არა სამუფთოს და საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ბავშვთა პანსიონები შემოწმებული ან სამომავლოდ თუ იგეგმება – სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა განაცხადა:  

 

„იწყება კანონმდებლობის ცვლილება. თავისთავად ვცდილობთ ყველა ოჯახი ყველა ბავშვი შევისწავლოთ, შემდეგ ვითანამშრომლოთ. ჩვენ ვინმეს კი არ ვერჩით. ჩვენი მთავარი ინტერესი არის ბავშვი“.

 

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ პრეზიდენტს გიორგი ქვრივიშვილს. ქვრივიშვილის თქმით, მისთვის ცნობილია პანსიონის დაჯარიმების ფაქტი, თუმცა კომენტარს აღნიშნულ საკითხზე მას შემდეგ გააკეთებს, რაც ოფიციალური დოკუმენტაცია ჩაბარდება.

 

პანსიონი ქობულეთში

 

საკრებულოს მანდატით უმაღლესი საბჭოს მანდატისთვის

 

კანონს – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე – ხელი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, 5 თებერვალს მოაწერა.

 

აღნიშნულ ცვლილებამდე, უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შეუთავსებლობას თანამდებობრივ მდგომარეობასთან – უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყვნენ და განთავისუფლებულიყვნენ შემდეგი თანამდებობის პირები: „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, თვითმმართველი ქალაქის მერი და მუნიციპალიტეტის გამგებელი (მუხლი 9, „ო“ ქვეპუნქტი).

 

13 თებერვლიდან კი ძალაში შევიდა აღნიშნული მუხლის შეცვლილი „ო“ ქვეპუნქტი, რომლითაც, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად დარეგისტრირების შემთხვევაში უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ თანამდებობიდან მხოლოდ „მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი“.

 

 

პროკურატურასა და შსს-ს სარეზერვო ფონდიდან შარშან 6 მილიონი ლარი გადაეცა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან თანხა შემდეგი ხარჯებისთვის გადასცეს: ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვისთვის – 1,2 მილიონი ლარი, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის – 1 461 154, ოფისის ხარჯებისთვის – 942 216 , შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურებისთვის – 750 000 , შსს-ს საზღვარგარეთის ქვეყნებში დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის 160 000 , ხოლო უნიფორმის შესაძენად _ 486 630 ლარი.

 

 

რაც შეეხება პროკურატურას, ამ უწყებას 1 მილიონი ლარი გადაეცა შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისთვის [100 ათასი ლარი], კომუნალური ხარჯებისთვის [50 ათასი ლარი], თანამშრომელთა მივლინებებისთვის [60 ათასი ლარი], ტრანსპორტის მოვლა-შენახვისთვის [40 ათასი ლარი], საფოსტო და საკურიერო მომსახურებისთვის [100 ათასი ლარი], წარმომადგენლობითი ღონისძიებებისთვის [150 ათასი ლარი], სათარჯიმნო მომსახურებისთვის [30 ათასი ლარი], საოფისე ავეჯისა და ინვენტარის შეძენისთვის [80 ათასი ლარი], თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის [40 ათასი ლარი], მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის უწყვეტი ელექტრომომარაგების მიზნით ელექტროგენერატორის შესაძენად [170 ათასი ლარი] და უწყვეტი კვების წყაროს შეძენა-მონტაჟისთვის [180 ათასი ლარი].

 

 

საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცალკე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული იყო 600 მილიონი ლარი, ხოლო უშუალოდ საქართველოს პროკურატურისთვის – 32 მილიონ 500 ათასი ლარი.

 

მიმდინარე, 2015 წლის ბიუჯეტში შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 638 მილიონ 700 ათასი ლარი, ხოლო საქართველოს პროკურატურისთვის – 35 მილიონი ლარი.

 

საქართველოს 2015 წლის ჩემპიონი ნინო ბაციაშვილი

ნინო ბაციაშვილი

 

ნინო, სად გადიოდით ჩემპიონატისთვის წინა მოსამზადებელ ეტაპს და როგორ ემზადებოდით?

– სანამ ეს ტურნირი დაიწყებოდა, მანამდე სხვა ტურნირები მქონდა, დეკემბერში საფრანგეთში ვიასპარეზე, მერე „ქალთა ოუფენსა“ და „მამაკაცთა ოუფენზე“, რომელიც 30 დეკემბერს დამთავრდა. ქალების ჩათვლაში მეორე ადგილი მოვიპოვე. 3 იანვარს დავბრუნდი საქართველოში, ცოტა დავისვენე და 9 იანვარს ახალი ძალებით დავიწყე ასპარეზობა საქართველოს ჩემპიონატისთვის.

როგორ შეაფასებთ წლევანდელ ჩემპიონატს?

– რთული ტურნირი იყო. თავიდან ყაიმით დავიწყე, მაგრამ მერე სალომე მელიასა და ლელა ჯავახიშვილს მოვუგე, რომელიც გასულ წელს ჩემპიონი იყო. ამ ორმა მოგებამ გამიყვანა ლიდერებისკენ და ბელა ხოტენაშვილს დავეწიე. სულ ათი მოთამაშე ვიყავით და ცხრა შეხვედრა გაიმართა. არც ერთი პარტია არ წამიგია. ცხრა შესაძლებლობიდან შვიდი ქულა დავაგროვე. ხუთი პარტია მოვიგე, ოთხი ყაიმით დავასრულე. ერთი ქულით გავასწარი მეორე ადგილზე გასულ ბელა ხოტენაშვილსა და მესამე ადგილის პრიზიორს ნინო ხურციძეს. 2013 წელს მხოლოდ ნახევარი ქულა დამაკლდა, მაშინ მეორე ადგილზე გავედი. წელს ვთქვი, რომ ამ შანს ხელიდან არ გავუშვებდი. ქალთა შორის ეროვნული ჩემპიონატები ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია მსოფლიოს მასშტაბით და ყოველთვის დიდი პრესტიჟია მისი მოგება.

რა ტურნირებისთვის ემზადებით და საქართველოს ჩემპიონობის შემდეგ რა იქნება მთავარი ტიტული თქვენთვის?

– ამ გამარჯვებით ეროვნულ ნაკრებში უკონკურენციოდ თამაშის უფლება მოვიპოვე. ჯერჯერობით, ვისვენებ. 10-დან 20 თებერვლამდე თბილისში გვექნება ნაკრების ვარჯიშები. მერე, 23 თებერვალს, კაცების ევროპას ვითამაშებ იერუსალიმში. ეს ყველაფერი დამეხმარება ევროპისთვის მომზადებაში.

თქვენ საჭადრაკო კლუბნონასწევრი ხართ, რომელიც შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა. რას ნიშნავსნონათქვენთვის და გააგრძელებთ თუ არა კლუბში ასპარეზობას?

– ალბათ გავაგრძელებ. შარშან ფენომენალური შედეგი იყო, რომლის მსგავსი დიდი ხანი არც იქნება, მგონი. ერთ წელში ევროპისა და საქართველოს ჩემპიონები გავხვდით. მეგონა, პრემიას ჩაგვირიცხავდა მერია, სამწუხაროდ, მას არაფერი გაუკეთებია.

რამდენი დაიხარჯება მაღალმთიან აჭარაში

 

როგორც წინა წლებში, ხულოს, ქედისა  და შუახევის მუნიციპალიტეტებისთვის წელსაც სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული არ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის მაღალმთიანეთში ოჯახების მთავარი შემოსავალი სოფლის მეურნეობაზე მოდის, ადგილობრივი  მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში ამ დარგის განვითარებისთვის თანხა არ არის გამოყოფილი და დაფინანსების გრაფა კვლავაც ცარიელია. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელ დავით დუმბაძის თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე სამინისტროა ორიენტირებული და თუ მუნიციპალიტეტი ამ სფეროს დააფინანსებს, პროგრამების დუბლირება მოხდება.

 

„იმდენად ძლიერი პროგრამები აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ დაახლოებით 4-5 წლის შემდეგ ქედის მოსახლეობის შემოსავალი, რაც დღეს 600 000 ლარს აღწევს, გათვლებით 20 მილიონ ლარს მიაღწევს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო 12 მილიონ ნერგს არიგებს ქედაში, შუახევსა და ხულოში. თუ ავიღებთ თამბაქოს (ზვარე, წონიარისი, ცხმორისი დანდალო) დაახლოებით 1 200 000 ლარი თამბაქოდან მიღებული შემოსავალი იქნება, 12 მილიონი – ნერგიდან, ეს იქნება: თხილი, ნიგოზი, მსხალი, ვაშლი, კენკროვანი მცენარეები. ჩვენ მიტოვებულ სავარგულამდე გზების შეყვანას ვიწყებთ, დაახლოებით 12 500კვადრატულ მეტრ მიწას პიროვნებებს გავუფორმებთ, ერთ ჰექტარზე კი 700-750თხილის ნერგს გადავცემთ“, – ამბობს დავით დუმბაძე.

 

ცენტრალური ბიუჯეტიდან წელს ყველაზე მეტი თანხა ხულოს მუნიციპალიტეტსერგო, გამოთანაბრებითი ტრანსფერის სახით ადგილობრივი ბიუჯეტი ხულოში 6 მლნ 323 500 ლარით შეივსო.   ხულოს ადგილობრივ ბიუჯეტს 1მლნ 300 000 ლარი აჭარის ბიუჯეტიდან, ხოლო 33 854 ლარი საერთაშორისო ორგანიზაციიდან დაემატა. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი შემოსავალი 300 000 ლარია.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე: „ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოთანაბრებითი ტრანსფერის გარდა ველოდებით სპეციალურ ტრანსფერს, დაახლოებით 900 000 ლარს. გარდა ამისა, ადგილობრივი შემოსავალი წელს 60 000 ლარით მეტი დავგეგმეთ – ჰიდროელექტროსადგურებიდანველოდებით ქონების გადასახადს.

 

ინფრასტრუქტურის გარდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია სოციალური სფერო, იმდენად, რამდენადაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს ხულოში“.

 

ხულოს მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული წელს ინფრასტრუქტურაა, შვიდმილიონიანი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 3 350 178 დაიხარჯება.

 

ერთი ახალი ბაღი აშენდება სოფელ ვერნებში და გასულ წელს დაწყებული სამი საბავშვო ბაღის (სოფელ ქედლებში, კვატიასა და ღურტაში) მშენებლობა დასრულდება, რისთვისაც 736 461 ლარია გამოყოფილი. ასევე გაარემონტებენ დაბისა და ხიხაძირის ბაღებს. ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 130 000 ლარია გათვალისწინებული, საბავშვო ბაღის ეზოებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში 50 000 ლარით საბავშვო ატრაქციონები მოეწყობა. გარდა ამისა, სოფელ დიოკნისსა და ქვედა ვაშლოვანში არსებულ სპორტულ მოედნებზე ხელოვნური საფარის მოწყობისთვის – 65 000 ლარი, ირემაძეებში მოედნის მშენებლობისთვის – 30 000, ბეშუმის იალაღებზე საცალფეხო ხიდების მოწყობისთვის – 15 000, თემებში სანიაღვრე არხების მოსაწყობად – 350 000, კალოთის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მშენებლობისთვის – 20 000, საბაგიროდან სოფელ განახლების მიმართულებით კიბეების მშენებლობისთვის – 40 000, დაბაში კიბეების მშენებლობასა და სკამების მოსაწყობად – 150 000, კურორტ ბეშუმში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად – 30 000, ღორჯომსა და ბეშუმში საპირფარეშოების მშენებლობისთვის – 28 938 ლარია გაწერილი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით გარემონტდება შურმულის დაწყებითი სკოლაც.

წელს პირველად ხულოში მცხოვრებ ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებებისა და მძიმე ტრავმული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებისთვის ერთჯერად იმატერიალური დახმარების პროგრამა ამოქმედდა, პროგრამისთვის 25 000 ლარია გამოყოფილი.

 

გასულ წელთან შედარებით ცენტრალურიბიუჯეტიდან 223 700 ლარით მეტ თანხას მიიღებს შუახევის მუნიციპალიტეტი. შუახევის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი, ანზორ ცეცხლაძე ამბობს, რომ მილიონ 334 000 ლარი აჭარის ბიუჯეტიდანმიღებული თანხით შეივსო, 4 მილიონ 232 700 ლარს კი წლის ბოლომდე ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღებენ. ადგილობრივი შემოსავლის გეგმა შუახევში 542 000 ლარია.

 

ანზორ ცეცხლაძის თქმით, ადგილობრივი შემოსავლის დიდი ნაწილი (386 000 ლარი) ქონების გადასახადით ივსება. „გასულ წელს დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მივიღეთ, ვფიქრობ, წელსაც გეგმას გადავაჭარბებთ, 386 000 ლარი ქონების გადასახადიდან შემოვა, 156 000 ლარი კი სხვა შემოსავლიდან, როგორიცაა: სანქცია-საურავები, ხე-ტყისა და დასუფთავების მოსაკრებელი. შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივიბიუჯეტი სულ 6 996 000 ლარს შეადგენს.

 

შუახევშიც პრიორიტეტული სფერო ინფრასტრუქტურაა და წელს 3 მილიონი ლარი დაიხარჯება – 120 000 ლარით სოფელ პაპოშვილებში არასრული საშუალო სკოლა აშენდება, გარე განათების მოსაწყობად  – 310 000 ლარი, სასმელიწყლის მაგისტრალის მშენებლობაზე – მილიონ 250 000, დაბისა და ხიჭაურის ტერიტორიაზე შენობების გარე ფასადების კეთილმოწყობაზე –  300 000, სანიაღვრე არხების მოსაწყობად – 350 000, მუნიციპალიტეტების სკვერების, ქუჩებისადა ფასადების მოსაწყობად – 250 000 ლარია გაწერილი.

 

„რამდენსაც ვითხოვთ, გვაძლევენ. ღონისძიებების ნაწილს ჩვენ ვახორციელებთ, დანარჩენს – სამინისტროები. არსებული დაფინანსება, ვფიქრობ, ნორმალურია“, – ამბობს ანზორ ცეცხლაძე.

 

აჭარის მაღალმთიანეთში ყველაზე მწირი ბიუჯეტი ქედის მუნიციპალიტეტს აქვს: ქედის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი 5 მილიონ 857 955 ლარია. აქედან 1 660 185 ლარი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებას, 364 210 ლარი თავდაცვას, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, 1 250 340 – ინფრასტრუქტურას, 1 283 630 – განათლებას, 1 304 945 – კულტურასა და სპორტს, 239 000 ლარი კი მოსახლეობის ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას მოხმარდება. ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, პარკის    რეაბილიტაციისთვის – 100 000 ლარი, აწჰესისა და ზვარის ცენტრების კეთილმოწყობისთვის – 300 000, დოლოგნისა და ვაიოს ბაღების ეზოს კეთილმოწყობისთვის – 100 000, ქედის საჭიდაო დარბაზის გასარემონტებლად – 60 0000, ზვარის თემის ადმინისტრაციული შენობისა და კულტურის სახლის მშენებლობა-ინვენტარით აღჭურვისთვის – 200 000 ლარი, აწჰესის, ახოსა და ქედის წყალმომარაგების ქსელში აბონენტთა გამრიცხველიანებისთვის – 60 000, წყალსადენების რეაილიტაციისთვის – 50 000, შიგა სასოფლო გზების რეაბილიტაციისთვის 100 000 ლარია გაწერილი.

 

 ქედის ბიუჯეტში შემოსავლების გეგმა წელს 60 000 ლარით გაზრდილია, ადგილობრივი შემოსავალი მერისში ოქროს მომპოვებელი კომპანიის მიერ შეტანილითანხით შეივსება.

 

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ვარაუდობს, რომ ადგილობრივი შემოსავალი 11 მილიონამდე გაიზრდება: „ადგილობრივიშემოსავლის რეზერვები, რაც გასულ წელს იყო, მთლიანად მოვიკვლიეთ, დაახლოებით 2019 წლისთვის ქედის ადგილობრივი შემოსავალი 11 მილიონ დოლარს მიაღწევს და ქედისთვის ეს სერიოზული ბიუჯეტი იქნება. ქედაში აშენდება ორი ჰესი – კორომხეთი და ვაიო“.

,,ფერმერობა პროფესია უნდა გახდეს“

 

 

ჰეზერ ბრიგსი

 

ქალბატონო ბრიგსი, რა გამოწვევებს ხედავთ საქართველოს სოფლის მეურნეობაში?

– საქართველოში ფერმერობა არ არის პროფესია. არადა, ფერმერობა პროფესია უნდა გახდეს, პირველი გამოწვევა სწორედ ეს არის. რასაც ფერმერი აკეთებს, ხალხი ამით უნდა ამაყობდეს, აქ კი ვერ ვხედავ ამას. ფერმერს მე ვეძახი ყველა მწარმოებელს – ეს იქნება მცირე თუ მსხვილი.

 

სახელმწიფომ დაიწყო მუშაობა სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის განვითარებისთვის. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია კორპორატიული მეურნეობის განვითარება?

 

– კოოპერატივის თემა – ეს რთული კითხვაა. მხოლოდ მაშინ შეიძლება  იმუშაოს კოოპერატივმა და კარგი შედეგი დადოს, თუ ხალხს ერთ გუნდად შეკვრა დამუშაობა შეუძლია. თუმცა, თქვენ ძალიან ცუდი წარსული და გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით – საბჭოთა კავშირის დროს კოოპერატივების ცუდმა მუშაობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დღეს კოოპერატივის განვითარებაზე.

 

იმისთვის, რომ კარგი პროდუქცია აწარმოოს საქართველოში ფერმერმა, ევროპული გამოცდილებიდან რას ურჩევთ?

 

– ახალი ტექნოლოგიების ათვისებას, ფერმერი მზად უნდა იყოს ახალი ტექნოლოგია მიიღოს და სწორედ მასში დაინახოს სარგებელი. ის არ უნდა იყოს ჩაკეტილი ტრადიციულ მეთოდებში. მე არ ვფიქრობ, რომ წარმატებული ფერმერი ისაა, ვინც დიდი მწარმოებელია, მთავარია, მომგებიანი უნდა იყოს წარმოება – შესაძლოა მცირე ფერმერი იყოს, მაგრამ მოგებაზე გათვლილი და ორიენტირებული.

 

თქვენ ტრადიციული ფერმერობა ახსენეთ, როგორ შეიძლება ტრადიციული ფერმერობა თანამედროვე ფერმერობად იქცეს?

 

– ეს უცებ არ მოხდება, ამას დრო სჭირდება. შენ უნდა მისცე ფერმერს დრო, რომ ამის ადაპტირება მოახდინოს და ასევე შენ უნდა შთააგონო ფერმერს, ისწავლოს.

 

ვინ უნდა შთააგონოს?

– საქართველომ წარმატებას რომ მიაღწიოს, ამისთვის ყველამ ერთად უნდა იმუშაოს. შთაგონებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს მომხმარებელსა და რეგულაციებს, მაგრამ, ვფიქრობ, ძირითადი ინფორმაცია მედიისგან უნდა მოდიოდეს და ამ მხრივ ძალიან დიდ როლს ვხედავ მედიაში.

რა პერიოდი სჭირდება განახლებულ სასოფლოსამეურნეო ჯიშებს კარგი შედეგის მოსაცემად?

– რამდენიმე თაობა სჭირდება. ყველამ არ იცის, რომ განახლებული ჯიში კარგ შედეგს პირველ თაობაში არ იძლევა, ამას მესამე, მეოთხე თაობა აჩვენებს. დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ – ჯიშების განახლებისას თქვენს გარემოსთან არაადაპტირებადი და უცხო ჯიში არ უნდა შემოიტანოთ, ეს ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს. ქართულ გარემოსთან ადაპტირებული ჯიშები მოამრავლეთ, მაგრამ ის უნიკალური ჯიშები, რაც გაგაჩნიათ, აუცილებლად შეინახეთ და მოუარეთ მათ.

 

საქართველოში ცხოველებში ბრუცელოზის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ პრობლემის მოსაგვარებლად?

– ამ საკითხზე სახელმწიფომ პროფესიონალურად უნდა იფიქროს და იმუშაოს. სისხლის სინჯები აიღოს, მონიტორინგი გაუწიოს სამუშაო პროცესს და ბრუცელოზით დაავადებული საქონლის გაუვნებელყოფა უზრუნველყოს. ბევრი ქვეყანა ამ დაავადებისგან იმიტომ გათავისუფლდა, რომ სახელმწიფოებმა ბრძოლა ამ დაავადებისკენ მიმართეს, ეს გჭირდებათ თქვენც. დაავადების კონტროლისთვის, პირველ რიგში, კარგი ვეტერინარი მოძებნეთ. თქვენმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახსენა, რომ იმ პირუტყვისთვის, რომელსაც ბრუცელოზი აღმოაჩნდება, მეპატრონეს კომპენსაციას გადაუხდიან. სახელმწიფოს მხრიდან ეს პოზიტიური ნაბიჯი იქნება. თუ გინდათ გახდეთ ბრუცელოზისგან თავისუფალი ქვეყანა, ამ საკითხს უფრო მეტი პროფესიონალური მიდგომა სჭირდება.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაშირამდენად დიდი როლი აქვს სოფლის მეურნეობას. შეუძლიათ თუ არა პატარა მეურნეობებს ეკონომიკის განვითარება?

– ეკონომიკის განვითარებაში სასიცოცხლო მნიშვნელობა სწორედ სოფლის მეურნეობას აქვს, მნიშვნელოვანი არ არის დიდი იქნება მეურნეობა თუ პატარა, პატარა მეურნეობაც კი ეკონომიკის ხერხემალია. მთავარია, კარგად იყოს დაგეგმილი. ფერმერს, პირველ რიგში, სჭირდება სწორად დაგეგმვა, დაგეგმვას კი – განათლება.

 

როგორ ხედავთ სოფლის მეურნეობას პოლიტიკურ ჭრილში?

– საქართველოს რაც აკლია – კავშირი და ერთად მუშაობის პრინციპია. პოლიტიკა იქნება, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა თუ ყველა სხვა სფერო, ერთად უნდა იმუშაოს. სწორედ ამას ვერ ვხედავ, თუ ამ ყველაფერმა ერთად არ იმუშავა, ვერაფერს მიიღებთ.

 

ევროკავშირთან ასოცირებით სახელმწიფო ვალდებულია ქვეყანაში „HACCP“ (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სტანდარტი დანერგოს. რას გულისხმობს ეს სტანდარტი, რას ავალდებულებს ჰასპი ფერმერსა და სახელმწიფოს?

– ბევრმა ქვეყანამ, რომლებიც ევროკავშირს შეუერთდნენ, ეს ვალდებულებები შეასრულა. ეს არის მაღალი სტანდარტი, რომლითაც გათვლილია, როგორ უნდა იყოს მოწყობილი საწარმოები, ფერმერული მეურნეობები, პირუტყვის სადგომი. მოთხოვნებში          ბევრი კრიტერიუმია გაწერილი _ საწარმოს, პირუტყვის სადგომის იზოლირება, მწერები ვერ უნდა შედიოდნენ, უნდა გააჩნდეს დამცავი ბადე, საწარმოს დეზინფექციაუნდა უტარდებოდეს, ირეცხებოდეს კედლები და იატაკი, არ უნდა იყოსგამოყენებული ხისა და ისეთი  xელსაწყოები, რომლებიც იჟანგება, პირუტყვი ბალახით ან სპეციალურად დამზადებული საკვებითუნდა იკვებებოდეს და არა საყოფაცხოვრებონარჩენებით. თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გამოიკვებება, ის საათობით უნდა ადუღდეს და ასე შემდეგ. საქართველოც მიუახლოვდება და მოერგება ამ ტანდარტს, სხვა შემთხვევაშივერ შეძლებთ თქვენი პროდუქცია ევროკავშირისქვეყნების ბაზარზე გაიტანოთ.ამ სტანდარტის მთავარი არსი ის არის, რომ ყველა მომხმარებელს აქვს უფლებამიიღოს უვნებელი საკვები. რაც შეეხება სახელმწიფოს როლს, ფერმერებს სემინარებიდა ტრენინგები უნდა ჩაუტაროსდა ასწავლოს, რა არის ეს სტანდარტი და როგორ მოაწყონ მათი მეურნეობები,საწარმოები სტანდარტის შესაბამისად.

 

ქართული რეალობიდან გამომდინარე პირველად რა უნდა გაკეთდეს?

– გაერთიანდით და იმუშავეთ ერთად

როგორ ასწავლიან მოქალაქეობას საქართველოში

პედაგოგებს ტრენინგები პროექტის – „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“ ფარგლებში ჩაუტარდათ, რომელსაც ორგანიზაცია PH International, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდამჭერით, პროგრამა “მომავლის თაობას“ მეშვეობით ახორციელებს. PH International-ის წარმომადგენლის მანანა ყუბანეიშვილის თქმით, ტრენინგები პედაგოგებს შესაძლებლობას აძლევს უფრო საინტერესო გახადონ სამოქალაქო განათლების გაკვეთილები.

„ეს არის საგანი, როცა თეორია უნდა გადაიტანო პრაქტიკაში. სხვანაირად კარგ მოქალაქეობას ვერ ასწავლი მოზარდს. საგნის სწავლების მთავარი მიზანი თანამედროვე მოქალაქის ჩამოყალიბებაა“, – გვეუბნება ის.

როგორ ხდება თანამედროვე მოქალაქის ფორმირება სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე? „ბათუმელები“ ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში მე-10 კლასის სამოქალაქო განათლების გაკვეთილს დაესწრო. კლასში უკვე მეორე წელია ამ საგანს სწავლობენ. გაკვეთილი სახელმწიფო მოწყობის თემას შეეხებოდა, რომლის განხილვა „ვეფხისტყაოსნის“ მაგალითზე მიმდინარეობდა.

„მე, პირადად, მაინტერესებს სამართლისა და ზნეობის კავშირი. მაინტერესებს როგორ აისახება, ვთქვათ, ანტიდისკრიმინაციული კანონი სამომავლოდ ხალხის ზნეობაზე“, – გვეუბნება მეათეკლასელი დემურ ჯინჭარაძე. საკითხის განხილვისას ის ეხება სექსუალური უმცირესობების თემასაც. მისი აზრით, თავისუფლება მნიშვნელოვანი ღირებულებაა, თუმცა „ყველაფერს აქვს თავისი ჩარჩო და მათ შორის გამოხატვის თავისუფლებასაც“. დემური ფიქრობს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით, „ქართულ ტრადიციებს საფრთხე ექმნება“. თუ რატომ? – ამ კითხვაზე მისი პასუხი ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს სცილდება.

სტატიაზე მუშაობის პროცესში სხვადასხვა სკოლის არაერთ მოზარდთან კომუნიკაციის დროს აღმოჩნდა, რომ მოზარდების უმრავლესობა, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, რატომღაც ფიქრობს, რომ ევროპული ღირებულებები „ყველაფერს ქართულს საფრთხეს უქმნის“. ერთ-ერთ მოზარდ გოგონას ისიც კი არ მოსწონს, როცა მისი თაობის გოგონებს ისე აცვიათ, როგორც ევროპაში – „მოკლე კაბებით დადიან და პირსინგს იკეთებენ“. კიდევ ერთი თინეიჯერი გოგოსთვის ასევე ამორალურია ერთზე მეტჯერ ქორწინება: „ძირძველი ქართველები ადრე არ თხოვდებოდნენ ორჯერ-სამჯერ…“

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური კოორდინატორის, ნანა თავართქილაძის თქმით, მოსწავლეთა მხრიდან გამოთქმულ დისკრიმინაციულ ტერმინებზე ხშირად პედაგოგები სათანადოდ ვერ რეაგირებენ.

„სექსუალურ, რელიგიურ თუ ეთნიკურ საკითხებზე პედაგოგებს ნაკლები განათლება აქვთ. ამიტომ, აუცილებელია პედაგოგებმა მეტი ვიცოდეთ, რომ რთული სიტუაციებიდან გამოსვლა შევძლოთ. ტრენინგების პროგრამაში დისკრიმინაციის საკითხები შედის, მაგრამ კონკრეტულ უმცირესობებზე ცალკე აღებული არ გვისაუბრია“, – ამბობს ის.

სამოქალაქო განათლების საგნის პედაგოგი, იურისტი ლელა ბორჩხაძე ამბობს, რომ მას, როგორც პედაგოგს, დისკუსიის დროს უფლება არ აქვს, რომელიმე მოსაზრების მხარეს დადგეს: „როგორც პედაგოგი, არ ვარ უფლებამოსილი რომელიმე შეხედულებას მივცე ბიძგი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გაკვეთილზე ვსწავლობთ ღირებულებებს, თუმცა ჩემს აზრს მოსწავლეებს მე ვერ მოვახვევ“. პედაგოგის აზრით, ასეთ დროს მნიშვნელოვანია მოსწავლეს კონკრეტული მაგალითების დახმარებით მიაწოდო სწორი ინფორმაცია.

„ამ საგნის მთავარი არსი ის არის, რომ ჩვენ გავზარდოთ პასუხისმგებლიანი მოქალაქე და ვასწავლოთ მათ თავისუფალი ნების გამოხატვა“, – ამბობს ლელა.

კლასში მოსწავლეების უმეტესობა აღიარებს, რომ გამოხატვის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა საკითხის არსებითად განხილვის დროს შეზღუდვებს ემხრობიან. „მე არ მომეწონა, როცა „შარლიმ“ რელიგია გააშარჟა, მაგრამ ჩემთვის გაცილებით მიუღებელია, შარჟის გამო მოკლა ადამიანი“, – ამბობს მარიამ ადამია. თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებაც: „ყველაფერს აქვს ჩარჩო, მათ შორის თავისუფლებასაც“, – მიაჩნია დემურს.

რა იციან მოსწავლეემა ევროკავშირზე? „რატომ უნდა შეიცვალოს ევროკავშირის გამო ძირძველი ქართული ტრადიციები?“ – ამბობს თამუნა. თუმცა, კითხვაზე, რას გულისხმობს „ძირძველ ტრადიციაში, რომელიც იძულებით უნდა შეგვიცვალონ“, გვეუბნება, რომ  დაკონკრეტება უჭირს.

„ჩვენ ამ ერთი კონკრეტული გაკვეთილიდანაც კი ვხედავთ, რამდენად დიდია პრობლემა“, – ამბობს ლელა ბორჩხაძე. მისი აზრით, ღირებულებების პრობლემას  საკუთარი ტრადიციებისა და რელიგიის ცუდად ცოდნაც ქმნის: „ვაჟა-ფშაველა არის ყველაზე კარგი მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა აზროვნებდეს თანამედროვე ადამიანი. სკოლაში სწავლობენ „ალუდა ქეთელაურს“, „სტუმარ-მასპინძელს“, მაგრამ სამოქალაქო აზროვნების დონეზე არ განიხილავენ იმ ფასეულობებს, რაც ამ ნაწარმოებებშია გადმოცემული. მოსწავლეები არ ეძებენ სიღრმეებს. ალბათ ჩემი ბრალიცაა, რომ ყურადღება არ გამიმახვილებია მულტიკულტურულ საკითხებზე“.

პედაგოგის აზრით, მოქალაქეობრივი აზროვნება უნდა ყალიბდებოდეს ოჯახშიც: „ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ ეს მეორეხარისხოვანი, ზედემეტი საგანია. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს“.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამგეობის წევრის, მაკა ბიბილეიშვილის თქმით, გაკვეთილების ხარისხის ასამაღლებლად პედაგოგები  ინფორმაციას სხვადასხვა საშუალებით იღებენ: „ტრენინგების გარდა არსებობს ღია გაკვეთილები, რომელიც ონლაინშიცაა ატვირთული და მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა ნახონ. გარდა ამისა, ტარდება მრგვალი მაგიდები ცალკეულ საკითხებზე, პროექტის ფარგლებში გამოცემულია ოთხი დამხმარე სახელმძღვანელო, ჩამოყვანილი გვყავდა ტრენერები აშშ-დან. ორგანიზაციის სახით არსებობს პედაგოგთა ფორუმი, სადაც ასევე განიხილება ყველა მნიშვნელოვანი თემა, რომელიც პედაგოგებს აინტერესებთ“.

PH International -მა სამოქალაქო განათლების პედაგოგების გადამზადება სამი წლის წინ დაიწყო. „ეს საგანი სკოლებში 2006 წლიდან ისწავლება. მანამდე არ არსებობდა საგნის სწავლების მეთოდი, არც პედაგოგები იყვნენ კვალიფიციური, შრომის გაკვეთილებს ჰგავდა ეს გაკვეთილები და რომელ პედაგოგსაც დააკლდებოდა საათი, ის შედიოდა. ვფიქრობ, ტრენინგებისა და სახელმძღვანელოების შემდეგ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია“, – ამბობს მაკა ბიბილეიშვილი.

ბოლო ტრენინგების თემა, როგორც მაკა ბიბილეიშვილი ამბობს, შეეხებოდა დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენას: „არის შშმ პირთა საკითხების, ბავშვთა უფლებების, სახელმწიფო მოწყობის, ეკონომიკური და სხვა მნიშვნელოვანი თემების განხილვა. თემის აქტუალობა ტრენინგებზე პედაგოგთა საჭიროებების მიხედვით იგეგმება“.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 800-მდე პედაგოგია გადამზადებული, 2015 წელს კი, 480 პედაგოგი კიდევ უნდა გადამზადდეს. წელს პირველი ტრენინგი 29 იანვარს ჩატარდა, რომელსაც აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან 28 მასწავლებელი ესწრებოდა. ტრენინგები იანვარ-მარტის თვეებში ჩატარდება.  პროექტის ფარგლებში აჭარაში სულ 53 პედაგოგი უნდა გადამზადდეს.

სამოქალაქო განათლება არჩევით საგნად წელს პირველად დაემატა ეროვნულ გამოცდებს. რამდენი აბიტურიენტი გააკეთებს ამ საგანზე არჩევანს, რეგისტრაცის შემდეგ გახდება ცნობილი.

WORLD PRESS PHOTO-ს გამარჯვებული წელს გეი წყვილის ფოტო გახდა

 

Jonathan Jacques Louis, 21, and Alexander Semyonov, 25.
Jonathan Jacques Louis, 21, and Alexander Semyonov, 25.

 

 

შარშან WORLD PRESS PHOTO-ს გამარჯვებული ამერიკელი ფოტოგრაფი ჯონ სტანმეიერი გახდა. ფოტოზე აფრიკელი მიგრანტები იყო გამოსახული მობილურით ხელში. 

 

 

WORLD PRESS PHOTO-ს კონკურსი წელს 58-ედ ჩატარდა. კონკურსში  5692 ფოტოგრაფი მონაწილეობდა.   ჟიურიმ გამარჯვებული ფოტო 98 000 ფოტოდან აარჩია. 

თსუ-ში ქართული მემარცხენეობის ქრესტომათიის პრეზენტაცია გაიმართა

 

ქრესტომათიის ავტორ-შემდგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები – ირაკლი ირემაძე, სოფო შუბითიძე, ხვიჩა ყაზაიშვილი და ლევან ლორთქიფანიძე არიან.

 

წიგნში გაერთიანებულია გასულ საუკუნეებში ცნობილი ქართველი სოციალ-დემოკრატების, სოციალისტ-ფედერალისტების, ანარქისტების, ფემინისტებისა და რადიკალი მარქსისტების პუბლიცისტური წერილები.

 

ამავე გამოცემაში დაბეჭდილია 1919 წლის 14-16 თებერვალს გამართული საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილე მემარცხენე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები.

 

პუბლიკაციის გამოცემა  არასამთავრობო ორგანიზაცია, „შენ დემოკრატიისთვის“, მონაწილეობითა და The National Endowment for Democracy-ის დაფინანსებული პროექტის მატერიალური მხარდაჭერით მოხერხდა.

 

„რვაფეხა ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუშია“

ირინე გივიაშვილი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

ირინე გივიაშვილი

როდესაც „რვაფეხას“ საფრთხე შეექმნა, ვიფიქრე, რომ ეს ინფორმაციის არარსებობითაც იყო გამოწვეული, ამიტომ პირველი რიგის საქმედ სტატიების ისეთ მედიუმში განთავსება გადავწყვიტე, რომელზეც ყველაზე ხშირი და დიდია წვდომა. ვიკიპედიაზე სტატიები სამ ენაზე გამოვაქვეყნე, ქართულად, ინგლისურად და რუსულად. რუსულენოვანმა რედაქტორმა სტატიას რედაქტირება გაუკეთა და ის პასაჟი მოაჭრა, სადაც “რვაფეხას” დასავლურ კულტურუასთან მიმართებაში განვიხილავდი.

დიახ, დასავლურ კულტურასთან მიმართებაში. “რვაფეხა” მართალია საბჭოთა ეპოქის ნამუშევარია, მაგრამ თავისი ბუნებით ანტისაბჭოური ხელოვნებაა, მეტიც ეს ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუშია, თავისი პოზიტიურობით, არააგრესულობით, თავისუფლების მანიფესტაციითა და სიცოცხლის სიხალასის გადმოცემით. გარდა ამისა, არქიტექტორ გიორგი ჩახავას კონსტრუქცია იმ დროის პროგრესული მიღწევების ნიმუშია. თავს აღარ შეგაწყენთ გამეორებით და გთხოვთ მხოლოდ ინტერნეტ საძიებელში ჩაწეროთ “კაფე ფანტაზია” და ვიკიპედიის სტატიას თვალი გადაავლოთ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ კონსტურქცია სერიოზულად დაზიანებულია. როდესაც ადამიანი ჯანმრთელობას უჩივის და გამოკვლევების ჩატარების შედეგად იღებს ინფორმაციას, რომ ის ავადაა, რას აკეთებს შემდეგს? სამკურნალოდ მიდის თუ სასაკლაოზე? ძალიან უხეში შედარება მომყავს, მაგრამ ასეა “რვაფეხას” და სხვა ისტორიული და კულტურული ძეგლების შემთხვევაშიც. თუ ის დაზიანებულია, მაშინ კი არ უნდა დაინგრეს, არამედ უნდა შეკეთდეს! ბარსელონაში, გუელის პარკში გაუდის ხვლიკის მოზაიკური ქანდაკება, რომლის პირდაპირი პარალელია ბათუმის “რვაფეხაც”, ვანდალებმა დააზიანეს. ქართველი ექსპერტები რომ მიგვევლინებინა, აუცილებლად დაასკვნიდნენ, რომ ძეგლი დაზიანებული იყო და მართლებიც იქნებოდნენ, მაგრამ ესპანელებს თავში არ მოუვიდოდათ აზრი, რომ ხვლიკი საერთოდ მოენგრიათ. პირიქით, მას ადეკვატური რესტავრაცია ჩაუტარეს და დღეს ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ობიექტს წარმოადგენს.

რაც შეეხება “რვაფეხას” პრობლემას, მე მესმის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ და ვერ მოეთხოვება ნამდვილი ხელოვნების შეცნობა და შეფასება, რაც სამწუხაროა. მეორეს მხრივ, ძალიან კარგია, რომ ბათუმს ბათუმელები უდგას სათავეში, ვისთვისაც ცნობილია ის ტრადიციები და ფასეულობები, რაც ქალაქს და მხარეს გააჩნია. აკი თქვა კიდეც ბატონმა ხაბაძემ, რომ “რვაფეხა” ქალაქის სიმბოლოაო. დიახ, ქალაქის სიმბოლოც საკმარისია იმისათვის, რომ მეტ ყურადღებას და შესაბამის აღიარებასა და დაცვას იმსახურებდეს.

მინდა ღიად მივმართო კულტურის მინისტრს, ბატონ მიხეილ გიორგაძეს, პირად კონტროლზე აიყვანოს “რვაფეხასათვის” ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი და ბატონ ნიკა ანთიძეს კიდევ ერთხელ ვთხოვო, დროულად უზრუნველყოს კომპეტენტური კომისიის მოწვევა და სტატუსის მინიჭებისათვის განხილვის დანიშვნა.

Hilton-ს კი მინდა ვუთხრა, რომ აუზი ყველა ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აქვს, აუზი ქალაქის სიმბოლოსა და გამორჩეული ხელოვნების ნიმუშის გვერდით კი ძალიან დიდი იშვიათობაა. Hilton Batumi-სთვის ეს პრივილეგიაა, რომელიც მან უნდა გამოიყენოს, თორემ ჩაიკარგება ათას სტანდარტულ სასტუმროთა მწკრივში. ისედაც მისი არქიტექტურა დიდად არაფრით გამოირჩევა, ფერად-ფერადი მინის აივნები ფასადებზე კი “რვაფეხას” ფერად მოზაიკებთან შეხამებულად შეიძლება ჩაითვალოს.

ასევე მინდა ვთხოვო ინვესტორ მხარეს, სწორად შეაფასოთ მოცემულობა და ნუ დაურღვევთ ქალაქს ბალანსს. “რვაფეხას” გარკვეული მეხსიერება ახასიათებს და მასთან თამაში სახიფათოც ყოფილა თურმე…

ისიც ფაქტია, რომ დღეს საოცარი ამნეზია გვჭრის და ხშირ შემთხვევაში საოცარ გულმავიწყობას ვამჟღავნებთ საკუთარი წარულისა და კულტურის მიმართ, სამწუხაროდ, ეს ბათუმის მაგალითზეც აშკარად ჩანს. იმედი მაქვს, რომ “რვაფეხა” გარღვევა იქნება და მისი შენარჩუნება ბათუმის მოქალაქეების, მისი მესვეურებისა და ქალაქის ინვესტორების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება. მე კი სიამოვნებით გავაგრძლებ წერას ბათუმის ჭრელ ისტორიასა და საინტერესო კულტურულ მემკვიდრეობაზე, კვლავაც სიამოვნებით გავუწევ რეკლამირებას მის ტურისტულ პოტენციალს, გაცოცხლებულ ძველ კაფე “ფანტაზიას” და მის მომიჯნავე სასტუმრო Hilton-ს.

__________________________________

ნაწყვეტი ირინე გივიაშვილის ინტერვიუდან. ინტერვიუს სრული ვერსია გაზეთ “ბათუმელების” 16 თებერვლის ნომერში დაიბეჭდება.

ვალენტინობას სანახავი 10 რომანტიკული ფილმი

 

 10. Jules and Jim

1962 წელს გადაღებული ფრანგული მელოდრამა. ფილმში მოქმედება პარიზში ვითარდება, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. ფილმი მოგვითხრობს ორ მეგობარზე რომელთაც ერთი ქალი შეუყვარდათ.

 

 

 

9. ოთახი ხედით

1985 წელს გადაღებული სამი ოსკარის მფლობელი ჯეიმს აივორის ფილმი. ფილმში მოქმედება მეოცე საუკუნის 10-იან წლებში ვითარდება. ფილმის მთავარი მოქმედი გმირი ლუსი, რომლის როლსაც ჰელენა ბონემ კარტერი ასრულებს, სამოგზაუროდ იტალიაში მიდის.

ოსკარის გარდა ფილმს ორი ოქროს გლობუსი აქვს მიღებული.

 

 

8. ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება

მიშელ გონდრის ამ ფილმის ბიუჯეტი 20 მილიონი იყო, ფილმმა შემქმნელებს 72 მილიონი მოუტანათ.

ფილმი მოგვითხრობს ორ ადამიანზე, რომლებიც ერთმანეთის დავიწყებას ცდილობენ. არის თუ არა შესაძლებელი მოგონებებიდან  ურთიერთობების ამოშლა ამ კითხვაზე პასუხს ფილმიდან მიიღებთ.

 

 

7. ჰანა და მისი დები

ვუდი ალენის რომანტიკული კომედია სამი დის ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრების და სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ.

ფილმი 1987 წელს გამოვიდა. შემქმნელებს 40 მილიონი დოლარი, სამი ოსკარი და ოქროს გლობუსი მოუტანა.

 

 

 6. ბინა

ბილი უაილდერის ამ ცნობილ ფილმში მოქმედება 60-იანი წლების ამერიკაში ვითარდება. სადაზღვევო კომპანიის აგენტი ცდილობს კარიერაში დაწინაურდეს. ამასობაში კი მისი ხელმძღვანელის მეგობარი გოგონა შეუყვარდება.

ფილმს ხუთი ოსკარი აქვს მიღებული.

 

 

 5.  სასიყვარულო განწყობა

ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, რომელიც ორ ადამიანს შორის  ურთიერთობებს ეხება. ამბავი ორ კარის მეზობელზე, რომლებიც ჯერ მეგობრები ხდებიან, შემდეგ კი  ერთმანეთი შეუყვარდებათ.

 

 

 

4. უკანასკნელი ამოსუნთქვა

ჟან-ლუი გოდარის არაჩვეულებრივი ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ორი თავზეხელაღებული ნიჰილისტის ურთიერთობაზე.  ეს არის  არასენტიმენტალური ფილმი სენტიმენტალურ გრძნობაზე – სიყვარულზე.

 

 

3. მზის ამოსვლამდე / მზის ჩასვლამდე/ შუაღამემდე

 

ტრილოგიის პირველ ფილმში მოქმედება 1995 წელს ხდება. ახალგაზრდა ამერიკელი ჯესი მატარებელში გაიცნობს ფრანგ სელინს. რეჟისორმა რიჩარდ ლინკლეიტერმა  პირველი ფილმის გაგრძელება 2004 წელს გადაიღო. ფილმში „მზის ჩასვლამდე“  მოქმედება წყვილის შეხვედრიდან 9 წლის შემდეგ ვითარდება. ბოლო ფილმი 2013 წელს გამოვიდა. „შუაღამემდე“ ასე ჰქვია მესამე ფილმს.

 

 

2. კასაბლანკა

მაიკლ კურტისს ამ ფილმმა სამი ოსკარი და საყოველთაო აღიარება მოუტანა. ფილმი მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებიც ერთმანეთს ომმა დააშორა.

 

 

 1. მოკლე შეხვედრა

დევიდ ლინის 1945 წელს გამოსული ფილმი სიყვარულზეა. ფილმი ორ ქორწინებაში მყოფ ადამიანზე, რომლებიც ერთმანეთს რკინიგზის სადგურზე მდებარე კაფეში ხვდებიან ყოველ ხუთშაბათს.  

 

 

 

 

 

ავტობანი – მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა გადაიხედება

 

 

ქობულეთის ასაქცევი გზა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

არსებული პროექტის მიხედვით, ჩაქვის გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე მონაკვეთში მაგისტრალი დაახლოებით ასეთი მარშრუტით გაივლის – მწვანე კონცხი, მახინჯაური, სალიბაური, სამება, განახლება, მახვილაური და მეჯინისწყალი.

 

მახინჯაური-მდინარე ჭოროხი, გზის დაგეგმილი მონაკვეთი

 

მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა შემუშავდა 2011 წელს და წარმოადგენდა საბოლოო დოკუმენტს, თუმცა გზების დეპარტამენტს მისი განახლება მოუწევს. ქვეყნის მთავრობამ ამ გეგმის განახლების ორგანიზაციული საკითხების მოგვარება აჭარის მთავრობას სთხოვა.

 

შეიცვლება თუ არა მაგისტრალის მარშრუტი, რამდენ ადამიანს შეეხება გეგმის ცვლილება და რა კუთხით? – „ბათუმელები“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა.

 

დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, „ვინაიდან მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მომზადებიდან (2011 წელი) გასულია დროის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, მასში ასახული მონაცემები ამ დროისათვის შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ადგილზე არსებულ რეალობას (მიწის ნაკვეთების საზღვრებისა და მფლობელების შესაძლო ცვლილება, ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობა და სხვა). შესაბამისად, აუცილებელი გახდა დოკუმენტის განახლება და მასში დღეს არსებული რეალური სიტუაციის გათვალისწინება”.

 

რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, თუ ვის ეხება განსახლება, ან ვის ეკუთვნის კომპენსაცია, დეპარტამენტმა ინფორმაცია არ მოგვაწოდა: „ესაა პერსონალური მონაცემები, ამიტომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას გავცეთ ინფორმაცია თვით ამ პირების თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე“.

 

არსებული გეგმით, ბათუმის ასაქცევი გზის 16,2 კილომეტრიანი (ჩაქვის გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე) მონაკვეთის ზემოქმედების ქვეშ 3 529 პირი იმყოფება. ამ მონაკვეთში პროექტის განხორციელება მოითხოვს 822 626 კვ/მ-ის ფართობის შესყიდვას 789 მიწის ნაკვეთიდან. აქედან: 462 ნაკვეთი კერძო საკუთრებაშია (მათ შორის 336 რეგისტრირებულია, ხოლო 126 ექვემდებარება ლეგალიზაციას); 18 ნაკვეთი სახელმწიფოსია, რომელთაც კანონიერად განკარგავენ კერძო მომხმარებლები და ექვემდებარება კომპენსაციას; 30 სახელმწიფო ნაკვეთი არ ექვემდებარება კომპენსაციას, ვინაიდან მას უკანონოდ იყენებენ; 279 სახელმწიფო ნაკვეთი კი თავისუფალია.

 

ზემოქმედების ქვეშ მოქცეული 510 ნაკვეთიდან 482 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, 13 _ საცხოვრებელია, ხოლო 15 ნაკვეთი _ კომერციული/საწარმოო დანიშნულების.

 

პროექტის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება 699 შინამეურნეობა 3 529 მობინადრით. მათ შორის 245 საჭიროებს განსახლებას, 127 განიცდის მწვავე ზემოქმედებას. ზემოქმედების ქვეშ მყოფი ოჯახებიდან 403 ცხოვრობს საკუთარ სახლში, 137 _ საერთო საცხოვრებელ ბინებში, ხოლო 159 დასაქმებულის ოჯახი იმყოფება სხვადასხვა ადგილას, საპროექტო ტერიტორიის გარეთ.

 

პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცევა ასევე 20 469 ძირი ხე; 139 საცხოვრებელი ნაგებობა, 17 კომერციული ნაგებობა/მაღაზია, 35 დამატებითი სათავსო, 9 931 კვ/მ-ის კედლები/მესრები, აუცილებელი გახდება 1 საწარმოს ადგილმონაცვლეობა.

 

არსებული გეგმისა და წინასწარი შეფასებით, რომელიც წელს უნდა გადაიხედოს, განსახლების საერთო ღირებულება შეადგენდა 41 687 724 ლარს (25 265 287 აშშ დოლარს).

 

„ბათუმელების~ ინფორმაციით, პროექტის მარშრუტი არ შეიცვლება, ჩაქვის გვირაბიდან ჭოროხამდე მონაკვეთში განსახლება-კომპენსაციის გეგმის გადახედვა კი წლის მეორე ნახევარში დაიწყება. გარკვეული მონახაზი ვადებთან დაკავშირებით 2-3 თვეში იქნება. რაც შეეხება მშენებლობას, პროექტი დამტკიცდება იმ შემთხვევაში, როცა საბოლოოდ დადგინდება გავლენების ჩამონათვალი და ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირთა სია.

 

ოჩხამური-ჩაქვის მშენებარე მონაკვეთი

 

ამ ეტაპზე სამუშაოები ოჩხამურიდან სახალვაშომდე (ჩაქვის გვირაბამდე) მონაკვეთში მიმდინარეობს. აჭარის საავტომობილო გზების დირექციის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე მშენებლობა 2013 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის ივლისში უნდა დასრულდეს. აშენდება 2 გვირაბი (საერთო სიგრძე 464 მეტრი), 16 ხიდი (საერთო სიგრძე 4538 მეტრი), კეთდება 4 სატრანსპორტო კვანძი სოფლებში: მუხაესტატეში, ხუცუბანში, კვირიკესა და დაბა ჩაქვში. გზა შეეხო 595 ნაკვეთს, რომელთა აბსოლუტურ უმეტესობაზე კომპენსაცია გაცემულია. მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 209 მილიონ 852 ათასი ლარი, საიდანაც უკვე დახარჯულია 97 მილიონ 315 ათასი ლარი.

 

აჭარაში 48,4 კმ სიგრძის ქობულეთისა და ბათუმის ასაქცევი გზა აზიის განვითარების ბანკიდან მიღებული სესხით (500 მილიონი აშშ დოლარი) დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში შენდება.

 

შეკვეთილი-ოჩხამურის ექსპლუატაციაში შესული, გზის დასრულებული მონაკვეთი

პატიმრები ისევ წამებაზე და მონიტორინგი ბათუმის საპყრობილეში

 

„ვართ მძიმე დაავადებებით დაინფიცირებულები, რაზეც არაერთხელ მივმართეთ მთავარ ექიმს – ზურაბ ორაგველიძეს. მან ჩვენ შესახებ იცის ჩვენი სამედიცინო ბარათებიდანაც. გვესაჭიროება გამოკვლევები. ის იგნორირებას გვიკეთებს და ცდილობს თავიდან მოგვიშოროს“, – ეს არის მოკლე ამონარიდი ოთხი პატიმრის ხელმოწერით გამოგზავნილი ერთ-ერთი წერილიდან.

 

კიდევ ერთი ამონარიდი წერილიდან ასევე მედიკამენტების ვერმიღებას უკავშირდება, არადა, წესით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ამ დაწესებულებისთვის საჭირო მედიკამენტები შესყიდული. „არ მოგვეწოდება ელემენტარული მედიკამენტებიც კი. ამაზე მთავარ ექიმს აქვს ერთი და იგივე პასუხი, რომ დეპარტამენტიდან არ უგზავნიან საჭირო რაოდენობის მარაგს“.

 

პატიმრები წერენ უვარგის საკვებზე, სასმელი წყლის დეფიციტზე, ცუდ ვინტილაციაზე, საპატიმრო დაწესებულების მაღაზიაში აუცილებელი პროდუქტების სიმწირეზე, ამანათის აკრძალვაზე.

 

როგორც უკვე ვთქვით, ეს იყო ამონარიდები საერთო წერილიდან. კიდევ ერთ წერილს კი კონკრეტული ხელმომწერი ჰყავს – პატიმარი გიორგი მარსაგაშვილი. ეს პატიმარი წერს იმაზე, რომ იგი 2010 წელს ჯერ მე-15 საპატიმრო დაწესებულებაში აწამეს. გიორგი კონკრეტულ პირს ასახელებს, მისივე ინფორმაციით ეს დავით ჯავახიშვილი იყო, რომელიც იმავე დაწესებულებაში ახლაც მუშაობს რეჟიმის უფროსად.

 

გიორგი მარსაგაშვილი ყვება, რომ მისი წამება გაგრძელდა #6 დაწესებულებაშიც. ის წერს, რომ მას კონკრეტულად გია ჭუმბურიძე აწამებდა. პატიმრის ინფორმაციით ეს მოხელე ისევ სისტემაში მუშაობს.

 

პატიმარი ამბობს, რომ მის წამებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მისცა როგორც სახალხო დამცველს, ასევე შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მაგრამ დღემდე არ იცის, მის წამებასთან დაკავშირებით დაიწყო თუ არა გამოძიება და თუ დაიწყო, რა გამოიკვეთა.

 

არის თუ არა სიმართლე ის, რასაც პატიმრები წერენ? – ამ ინფორმაციის გადამოწმება საკმაოდ რთულია. საქმეს, წესით, უნდა იძიებდეს სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექცია. ამ უწყებას კი ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აკრძალული აქვს.

 

კიდევ ერთი მხარე, ვისაც ციხეებში არსებული მდგომარეობის გადამოწმება დამოუკიდებლად შეუძლია – სახალხო დამცველია. ამ უწყების აპარატთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ხელმძღვანელი მიხეილ მინდაძე პრაქტიკულად ადასტურებს ყველა ამ პრობლემის არსებობას მე-3 საპყრობილეში. სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით კი „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „მე-3 დაწესებულებაში აღნიშნული პრობლემა გახსნის დღიდანვე იყო. ჩვენ მონიტორინგი ჩავატარეთ და ანგარიშიც გამოვეცით დეკემბერში. მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ეს პრობლემა უკავშირდება სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობას და მათ კომპეტენციას. ძალიან ბევრი მიმართულებაა აქ პრობლემური, რის გამოც პრობლემები პატიმრებს ექმნებათ“.

 

აი, რა წერია ანგარიშში: „მონიტორინგის ჯგუფი შეესწრო შემთხვევას, როდესაც პატიმარი აცხადებდა, რომ მას გადაყლაპული ჰქონდა 4-5 სმ სიგრძის წვეტიანი მეტალის ხრახნები. მორიგე ექიმი დამოუკიდებლად ვერ იღებდა რენტგენოლოგის ან ექოსკოპისტის გამოძახების გადაწყვეტილებას, რათა მომხდარიყო მეტალის საგნის მდებარეობის ნახვა ტრაქტში და განსაზღვრულიყო ჯანმრთელობის დაზიანების რისკი. მორიგე ექიმი ცდილობდა მთავარ ექიმთან დაკავშირებას, რომელიც დაწესებულებაში არ იმყოფებოდა. ვინაიდან პატიმრის ჯანმრთელობას იმ წუთიერად საფრთხე ემუქრებოდა, მონიტორინგის ჯგუფმა პატიმრის თანხმობით მოახდინა დაწესებულების დირექტორის მოადგილის ინფორმირება. მხოლოდ ამის შემდგომ მოხერხდა მთავარ ექიმთან დაკავშირება და რენტგენოლოგის გამოძახებაზე ნებართვის აღება“.

 

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ბათუმის ციხეში ინტერფერონით მკურნალობის პროგრამაც კი არ ფუნქციონირებს: სტომატოლოგიური კაბინეტი ვერ უზრუნველყოფს ორთოპედიულ მომსახურებას. ექოსკოპისტის ბოლო ვიზიტი განხორციელდა მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, 23-24 ოქტომბრის მდგომარეობით 12 პატიმარი ელოდა ექოსკოპისტის მომდევნო ვიზიტს, უროლოგი დაწესებულებას სტუმრობდა 14 აგვისტოს, მოლოდინში იყო 10 პატიმარი, რენტგენოლოგი დაწესებულებაში იმყოფებოდა 16 სექტემბერს, მომდევნო ვიზიტს ელოდა 34 პატიმარი“.

 

ესეც მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშიდან: სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაში არსებობს წამლების სამარაგოსთან დაკავშირებული პრობლემები. სამარაგო განთავსებულია მცირე ფართობში (3 კვ.მ.), მედიკამენტების ყუთები აწყვია იატაკზე. ოთახს აქვს მცირე ზომის სარკმელი, მაგრამ ოთახის განიავება ვერ ხერხდება. წამლების სათანადო აღრიცხვიანობისათვის ფარმაცევტს ესაჭიროება კომპიუტერი… არსებობს გარკვეული შეფერხებები დაწესებულების მედიკამენტებით მომარაგების თვალსაზრისით. ასე მაგალითად, 2014 წლის სექტემბერში დაწესებულებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტიდან გამოწერილი ჰქონდა „დიაზეპამი“, რომელიც მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მიიღეს“.

 

იმავე ანგარიშში მრავალი ისეთი რამ წერია, რაზეც წესით სასჯელაღსრულების სამინისტროს რეაგირება უნდა ჰქონოდა. და მაინც, გაითვალისწინა თუ არა ამ უწყებამ სახალხო დამცველის რეკომენდაციები. ამ კითხვით „ბათუმელებმა“ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართა. როგორც სამინისტროდან მიღებული წერილობითი განმარტებით ირკვევა – არა. აი, რა გვაცნობეს სამინისტროდან:

 

„სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში ფუნქციონირებს პირველადი ჯანდაცვის პუნქტები, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში. უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და უწყვეტობა. დაწესებულებაში მომუშავე მედპერსონალი სერტიფიცირებულია შესაბამის სპეციალობაში და ახორციელებს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას. სამედიცინო პუნქტებში არსებობს სამედიცინო დოკუმენტაციის შესანახი სპეციალური კარადები, სამედიცინო მომსახურების კონფიდენციალურობის დაცვა ხდება პაციენტის უფლებათა შესახებ კანონის შესაბამისად. რაც შეეხება სხეულზე არსებული დაზიანებების დოკუმენტირებას, დაწესებულებებში არსებობს დაზიანების ჟურნალი, სადაც აღირიცხება ყველა დაზიანება და ყველა პატიმარს დაწესებულებაში შესვლის დროს უტარდება გარეგანი დათვალიერება, რომლის შედეგადაც დგება შესაბამისი აქტი“.

 

გარდა მე-3 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შეფასებისა, „ბათუმელებმა“ მიხეილ მინდაძეს ჰკითხა, რა ინფორმაციას ფლობდა პატიმარ გიორგი მარსაგაშვილის წამების ფაქტებზე. მიხეილ მინდაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ამ პატიმარს ნამდვილად ჩამოართვა ახსნა-განმარტება, ასევე თავი მოუყარეს მისი ჯანმრთელობის (დაზიანების) მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და ყველა ეს დოკუმენტი შემდგომი რეაგირებისთვის 2014 წლის 21 აგვისტოს გადაუგზავნეს სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

 

მორიგი კითხვა სამინისტროს პრესცენტრის მიმართ სწორედ მარსაგაშვილის წამების შესახებ განცხადების დადასტურებას ან უარყოფას შეეხებოდა – რა მოიკვლია გენერალურმა ინსპექციამ და დაიწყო თუ არა სისხლის სამართლის გამოძიება ზემოთ დასახელებული პირების მიმართ?

 

სამინისტროდან გვაცნობეს, რომ გენერალურმა ინსპექციამ ამ საკითხის შესწავლა 2015 წლის 15 იანვარს დაიწყო და ვინმეს ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, სამინისტროში სათანადოდ მოიქცევიან.

 

5 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან რელიგიურ ორგანიზაციებს

 

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წერილის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ ამ უნივერსიტეტისთვის გადასაცემად, განათლების სამინისტროს, შარშან, 1 მილიონი ლარი გადაურიცხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

 

აღნიშნული თანხით უნდა დაფინანსებულიყო „ზოგიერთი პროგრამული მიმართულებების სწავლის გადასახადიდან გათავისუფლების, უნივერსიტეტის მიერ კვლევითი სამუშაოების გაფართოების, სწავლის ხარისხის ამაღლების, წარმატებულ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სასწავლო და კვლევითი მივლინებების ხარჯები“.

 

აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს გასული წლის საქართველოს ბიუჯეტიდან ცალკე გადაერიცხა 2 მილიონ 100 ლარი.

 

საქართველოს საპატრიარქოს 2014 წლის 15 დეკემბრის წერილის საფუძველზე კი მთავრობამ საპატრიარქოს სარეზერვო ფონდიდან 542 000 ლარი გამოუყო. ეს თანხა საპატრიარქოს შემდეგი ხარჯების დასაფინანსებლად გადაეცა:

 

ა[ა]იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონისთვის – 200 000 ლარი [152 000 ლარი – შრომის ანაზღაურების ხარჯი, 24 700 ლარი – კვების ხარჯი, 23 300 ლარი – კომუნალური ხარჯი];

 

ა[ა]იპ ვანისა და ბაღდადის ეპარქიის კულტურისა და სულიერების განვითარების ცენტრისთვის – 170 000 ლარი [35 000 ლარი შრომის ანაზღაურების ხარჯი, 40 000 ლარი – ოფისის ხარჯი, 95 000 ლარი – მშენებლობა-რემონტის ხარჯი];

 

ა[ა]იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიისთვის – 150 000 ლარი [შრომის ანაზღაურების ხარჯი];

 

ა[ა]იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლისთვის – 12 000 ლარი [შრომის ანაზღაურების ხარჯი];

 

ა[ა]იპ საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიისთვის – 10 000 ლარი [შრომის ანაზღაურების ხარჯი].

 

საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის ცალკე 25 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. 25 მილიონია გამოყოფილი საპატრიარქოსთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც.

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წერილის საფუძველზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 59 330 ლარი გამოიყო მომღერალ ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამოს ნაწილობრივ დასაფინანსებლად.

 

მომღერალმა 2015 წლის 4 იანვარს კონცერტი კი მთლიანად მიუძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, დაბადების დღის იუბილესთან დაკავშირებით. სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყო ჰონორარებისთვის – 38 500 ლარი, ეკრანისთვის – 6 000 ლარი, სცენის მოწყობისთვის 10 000 ლარი და სხვა ხარჯების დასაფარად. აღნიშნული კონცერტის ღირებულება კი მთლიანობაში 90 130 ლარი იყო. ბილეთის ფასი კი 5-დან 70 ლარამდე.

 

საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტალური რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების მიზნით ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო რელიგიური გაერთიანებების დასაფინანსებლად, სარეზერვო ფონდიდან 3 500 000 ლარი გამოეყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციით, 3 500 000 ლარის ხარჯვასთან დაკავშირებულ მონაცემებს „ბათუმელებს“ უშუალოდ სააგენტო მოაწვდის.

 

 

შსს-ს წარმომადგენლებს მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

 

„შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ინტენსიურად აშუქებს უწყებაში მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს. აქედან გამომდინარე, მედიასთან ეფექტური ურთიერთობისთვის, სამინისტროს ყველა ქვედანაყოფიდან შეირჩნენ ის თანამშრომლები, რომლებმაც მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე გადამზადების კურსი გაიარეს. აღნიშნული სახის ტრენინგები გააუმჯობესებს სამინისტროსა და მედიის ურთიერთობას, ხელს შეუწყობს საზოგადოებამდე ინფორმაციის სწრაფად და სწორად მიტანას“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

რამდენიმე დღის წინ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI)  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა გაუმჭვირვალობის სერტიფიკატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისათვის. შსს-ს ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

 

IDFI-მ აგრეთვე დაასახელა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ყველაზე არაანგარიშვალდებული უწყებები. მათ შორის არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური; დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

 

 

 

 

15 თებერვალს ფუტსალში სასკოლო ჩემპიონატი დაიწყება

 

 

წილისყრა | ბსუ-ს სააქტო დარბაზი

 

 

ფუტსალის რეგიონალური სასკოლო ჩემპიონატი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება. ტურნირი 15 თებერვალს ბათუმიდან აიღებს სტარტს და მასში ბათუმის 38 საჯარო და კერძო სკოლა მიიღებს მონაწილეობას.

პირველი თამაში ბსუ-ს სპორტულ დარბაზში გაიმართება.

 

როგორც აჭარის რეგიონალური ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი არტიომ მნაცაკანიანი გვეუბნება, პარალელურად ტურნირი ხუთივე მუნიციპალიტეტში დაიწყება. თითოეულ მუნიციპალიტეტიდან ერთი გამარჯვებული გამოვლინდება – სულ ექვსი გუნდი.

ექვსი გუნდიდან ერთი აჭარის ჩემპიონი გახდება, რომელიც ფუტსალის საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე გაემგზავრება თბილისში.

 

ტურნირის ორგანიზატორია აჭარის რეგიონალური ფუტსალის ასოციაცია.

ტურნირის მხარდამჭერები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ფუტსალის ასოციაცია და აჭარის სპორტისა ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.

 

სკოლების დაჯგუფება

 

მასტერკლასი

 

სასკოლო ჩემპიონატის თილისმა ”ბათუ”

ლეონიდ ჩერნოვეცკი: საქართველოში მდინარეში ჩამეძირა მანქანა, რომლის გამოყვანაზეც მთელი სოფელი მეხმარებოდა

 

აქ ძალიან კეთილგანწყობილი ხალხია. ისინი დამოუკიდებლები არიან, არ ხედავენ შენში მოწინააღმდეგეს, პატივისცემით გეპყრობიან, იქიდან გამომდინარე , რასაც შენ ცხოვრებაში მიაღწიე. მაგალითად მქონდა ერთხელ ასეთი შემთხვევა, ჩემს მძღოლთან ერთად ვიმყოფებოდი გორაზე მდინარის მახლობლად, მოულოდნელად წყლის დიდი ნაკადის გამო, ჩვენი მანქანა მდინარეში აღმოჩნდა, მოგვიწია ფანჯრებიდან გადმოძრომა და ისე გამოცურვა. საქმე მაგაში არ გახლავთ, ჩვენ კი გამოვცურეთ და წყლიდან მშვიდობით ამოვედით, მაგრამ მანქანა დინებამ წაიღო და შეიძლებოდა ზღვაშიც აღმოჩენილიყო. იქვე სოფელია, უამრავი ხალხი შეიკრიბა, იქაური უბრალო მაცხოვრებლები, რომლებიც მთელი ძალით ცდილობდნენ მანქანის წყლიდან ამოყვანას და შეძლეს კიდეც. ჯიბეში რაც ფული მქონდა მადლობის ნიშნად ვცადე მიმეცა მათთვის, სოფლებში საკმაოდ გაჭირვებულად ცხოვრობს ხალხი, მაგრამ არ გამომართვეს. მათ კი ბევრი ნამდვილად არ აქვთ. დაახლოებით ოცი კაცი იქნებოდა, სრულიან უსასყიდლოდ მეხმარებოდნენ ამ საშინელი მდგომარეობიდან გამოსასვლელად, იმიტომ, რომ მე მათი სტუმარი ვარ.

შეგახსნებთ რომ კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი რომელიც ორჯერ იქნა არჩეული კიევის მერად და წარმოადგენს უკრაინის ერთ ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენს და არის უკრაინის მასშტაბით ერთ ერთი ყველაზე ცნობადი ადამიანი, ქობულეთში ცხოვრობს.

ჩერნოვეცკიმ საქართველოში გადმოსვლის პირველივე ეტაპზე დაარსა საქველმოქმქედო ფონდი ,,სოციალური პარნტნიორობა”, რომელიც აქტიურად ანხორციელებს სხვადასხვა სახის საქველემოქედო საქმიანობას საქართველოში. ჩერნოვეცკის ფონდმა დაარსების დღიდან ქველქმოემედებაზე საქართველოში დახარჯა 3 მილიონ ლარზე მეტი.

ჩერნოვეცკის ფონდი აწარმოებს ყველაზე დიდ შინმოვლის პროგრამას საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ყოველდღიურად 500 საწოლს მიჯაჭვული მოხუცი იღებს ექთნის უფასო მომსახურებას, უფასო მედიკამენტებს და საკვებს.

მისი ფონდი ფლობს თბილისში უმაღლესი სტანდარტების დონის საოჯახო ტიპის ბავშთა სახლს. ფონდი ასევე ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს.

ჩერნოვეცკის ფონდმა 23 ნოემბერს ქობულეთში გახსნა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის პანსიონი, სადაც ცხოვრობენ ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ისინი იღებენ დამატებით განათლებას და არიან სრულიად უზრუნველყოფილნი ყოველდღიური საჭიროებებით

 

 

ლეონიდ ჩერნოვეცკი: ძირითადად დაკავებული ვარ ქველმოქმდებით

 

 

ძირითადად დაკავებული ვარ ქველმოქმედებით, ამ ეტაპზე ნაკლებად ვარ დაკავებული ბიზნესით, მაქვს რამდენიმე ინტერნეტ პროექტი, მაგრამ ძირითადი საქმიანობა მაინც ქველმოქმედებაა ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ მოვუაროთ და ვიზრუნოთ 500 ხანდაზმულზე, რომლებიც ფაქტიურად ვერ გადაადგილდებიან დამოუკიდებლად, წვანან საწოლში გაუნძრევლად და ასე რომ ვთქვათ ცოცხლად ლპებიან ლოგინში. მათთან მიდიან ჩვენი ექთნები, უწევენ სამედიცინო მომსახურებას, უცვლიან პამპერსებს, ვაწვდით მათ საკვებს. მართალია ვუკეთებთ ყველაზე ელემენტარულს, მაგრამ ისინი ცოცხლობენ. ჩვენ მათთვის მოვაწყეთ დიდი ღონისძიება, სამწუხაროდ ყველა მათგანს არ შეუძლია ლოგინიდან ადგომა.

შეგახსნებთ რომ კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი რომელიც ორჯერ იქნა არჩეული კიევის მერად და წარმოადგენს უკრაინის ერთ ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენს და არის უკრაინის მასშტაბით ერთ ერთი ყველაზე ცნობადი ადამიანი, ქობულეთში ცხოვრობს.

ჩერნოვეცკიმ საქართველოში გადმოსვლის პირველივე ეტაპზე დაარსა საქველმოქმქედო ფონდი ,,სოციალური პარნტნიორობა”, რომელიც აქტიურად ანხორციელებს სხვადასხვა სახის საქველემოქედო საქმიანობას საქართველოში. ჩერნოვეცკის ფონდმა დაარსების დღიდან ქველქმოემედებაზე საქართველოში დახარჯა 3 მილიონ ლარზე მეტი.

ჩერნოვეცკის ფონდი აწარმოებს ყველაზე დიდ შინმოვლის პროგრამას საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ყოველდღიურად 500 საწოლს მიჯაჭვული მოხუცი იღებს ექთნის უფასო მომსახურებას, უფასო მედიკამენტებს და საკვებს.

მისი ფონდი ფლობს თბილისში უმაღლესი სტანდარტების დონის საოჯახო ტიპის ბავშთა სახლს. ფონდი ასევე ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს.

ჩერნოვეცკის ფონდმა 23 ნოემბერს ქობულეთში გახსნა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის პანსიონი, სადაც ცხოვრობენ ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ისინი იღებენ დამატებით განათლებას და არიან სრულიად უზრუნველყოფილნი ყოველდღიური საჭიროებებით

ლეონიდ ჩერნოვეცკი: საქართველო ძალიან უსაფრთხო ქვეყანაა ის უსაფრთხო ქვეყნების ხუთეულში შედის

 

საქართველო მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ხუთეულში შედის. შემიძლია თავს უფლება მივცე და ვიცხოვრო დაცვის გარეშე. ძალიან ვიყავი დაღლილი იმ მდგომარეობისგან, რომ მუდმივ უკან დამყვებოდა იარაღიანი ხალხი, ან მთელი პოლიციელების ჯგუფი. ხშირად ვფიქრობდი ამ თემაზე. მუდმივ დაცვის ქვეშ ვიმყოფებოდი, საერთოდ არ მქონდა თავისუფალი ცხოვრება.

აქ რათქმაუნდა ასე არ არის. მე თავისუფლად გადავაადგილდები ნებისმიერ ადგილას. შემიძლია ვიმყოფებოდე მთებში, ვიმყოფებოდე ქალაქში. შემიძლია უბრალოდ ვისეირნო ქობულეთში ან თბილისში და არავინ მჭირდება. უბრალოდ ვსეირნობ ჩემს მეუღლესთან ერთად, ვსაუბრობთ ცხოვრებაზე და ზუსტად ვიცი, რომ არავინ დამესხმება თავს და არ გამძარცვავს” აცხადებს ჩერნოვეცკი.

შეგახსნებთ რომ კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი რომელიც ორჯერ იქნა არჩეული კიევის მერად და წარმოადგენს უკრაინის ერთ ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენს და არის უკრაინის მასშტაბით ერთ ერთი ყველაზე ცნობადი ადამიანი, ქობულეთში ცხოვრობს.

ჩერნოვეცკიმ საქართველოში გადმოსვლის პირველივე ეტაპზე დაარსა საქველმოქმქედო ფონდი ,,სოციალური პარნტნიორობა”, რომელიც აქტიურად ანხორციელებს სხვადასხვა სახის საქველემოქედო საქმიანობას საქართველოში. ჩერნოვეცკის ფონდმა დაარსების დღიდან ქველქმოემედებაზე საქართველოში დახარჯა 3 მილიონ ლარზე მეტი.

ჩერნოვეცკის ფონდი აწარმოებს ყველაზე დიდ შინმოვლის პროგრამას საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ყოველდღიურად 500 საწოლს მიჯაჭვული მოხუცი იღებს ექთნის უფასო მომსახურებას, უფასო მედიკამენტებს და საკვებს.

მისი ფონდი ფლობს თბილისში უმაღლესი სტანდარტების დონის საოჯახო ტიპის ბავშთა სახლს. ფონდი ასევე ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს.

 


ჩერნოვეცკის ფონდმა 23 ნოემბერს ქობულეთში გახსნა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის პანსიონი, სადაც ცხოვრობენ ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ისინი იღებენ დამატებით განათლებას და არიან სრულიად უზრუნველყოფილნი ყოველდღიური საჭიროებებით.

 

 

 

ლეონიდ ჩერნოვეცკი – საქართველო ის ადგილია, სადაც ყოველთვის მინდოდა, რომ მეცხოვრა

 

 

“უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი – ევროპა, შვეიცარია,ესპანეთი. ბევრი ქვეყანა მაქვს ნანახი. ვიმყოფებოდი იტალიაში, ყოველთვის ვეძებდი ისეთ ქვეყანას, სადაც პენსიაში გასვლის შემდეგ მექნებოდა ცხოვრების სურვილი. ალბათ ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც მინდოდა ვყოფილიყავი და მეცხოვრა. ძალიან ბევრი პლუსია ამ ყველაფერში. ვცხოვრობ ზღვის ნაპირთან ახლოს , რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი. აქ ძალიან კარგი ხალხია , მაქსიმალური უსაფრთხოებაა.”

შეგახსნებთ, რომ კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც ორჯერ იქნა არჩეული კიევის მერად და წარმოადგენს უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენს და არის უკრაინის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ადამიანი, ქობულეთში ცხოვრობს.

ჩერნოვეცკიმ საქართველოში გადმოსვლის პირველივე ეტაპზე დააარსა საქველმოქმქედო ფონდი ,,სოციალური პარნტნიორობა”, რომელიც აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობას საქართველოში. ჩერნოვეცკის ფონდმა დაარსების დღიდან ქველმოქედებაზე საქართველოში დახარჯა 3 მილიონზე მეტი ლარი.

ჩერნოვეცკის ფონდი აწარმოებს ყველაზე დიდ, შინმოვლის პროგრამას საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ყოველდღიურად  საწოლს მიჯაჭვული 500 მოხუცი იღებს ექთნის უფასო მომსახურებას,  მედიკამენტებსა და საკვებს.

მისი ფონდი ფლობს თბილისში უმაღლესი სტანდარტების დონის საოჯახო ტიპის ბავშთა სახლს. ფონდი ასევე ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს.

ჩერნოვეცკის ფონდმა 23 ნოემბერს ქობულეთში გახსნა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის პანსიონი, სადაც ცხოვრობენ ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ისინი იღებენ დამატებით განათლებას და არიან სრულიად უზრუნველყოფილნი ყოველდღიური საჭიროებებით.

მედეა ვასაძე განცხადებას ავრცელებს

 

”მინდა გამოვეხმაურო და შეფასება მივცე მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება 2013 წლის 24 აპრილს, საკრებულოში, საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის ბატონი ირაკლი ჩავლეიშვილის ბრძანებით მიწის განკარგვაზე უკვე გამოცხადებული აუქციონის ჩაშლას. ამ პროცესში ვაფასებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბალაძის პოზიციასა და იმ მოსაზრებას, რომლითაც იგი, ამ თემის წამოწევას, უკავშირებს და განიხილავს, როგორც გარკვეული პოლიტიკური ძალების შეხვედრის შედეგს, რითაც ცდილობს საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის შეყრას, რადგან გვერდს უვლის იმ ფაქტს, რომ ამ თემის გააქტიურება არის არა რაღაც დირექტივის, არამედ აუდიტორული დასკვნის გამოქვეყნების შედეგი. ამდენად, ბატონი ბალაძისაგან, საზოგადოებამ, არ უნდა მიიღოს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მისი უსუსური არგუმენტები, ამასთან, უნდა ვაიძულოთ იგი იმ ინფორმაციის გასაჯაროებაზე, რომელიც საფუძვლად დაედო აუქციონის გაუქმების თაობაზე მის მიწერილობას საკრებულოს თავმჯდომარისადმი. ბალაძისაგან უნდა მივიღოთ პასუხი თუ ვისთან აწარმოებდა ის და მთავრობის თავმჯდომარე ამ მიწის ნაკვეთის რეალიზაციასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს და რა კონკრეტული მიზეზით არ შედგა იგი და ზოგადად, რატომ უშლიდა ხელს ქალაქის თვითმმართველობას, 2 წლის განმავლობაში, მის საკუთრებაში რიცხული მიწის აუქციონის წესით რეალიზებაში, მით უფრო, თუკი დავუბრუნდებით 2013 წლის 24 აპრილის ჩაშლილ აუქციონს და ვიტყვი, რომ მასში მონაწილეობის სურვილი გამოხატული ჰქონდათ მიწის ნაკვეთით დაინტერესებულ პირებს, შესაბამისად შეტანილი ჰქონდათ განაცხადი და ამასთან, გადახდილი ჰქონდათ ბე 315 ათ.ლარი.

მე გამაჩნია ამ კითხვაზე პასუხი, რომლის შინაარსი სრულ თანხვედრაშია ჩემს მიერ პარტიისა და ფრაქციის დატოვების მიზეზებზე გაკეთებული განცხადების მე-15 არგუმენტთან. კერძოდ, აღნიშნული შესაძლებლობა, ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და ფინანსთა და ეკონომიკის მინიტრმა დავით ბალაძემ ვერ მოარგეს საკუთარ ინტერესებს და ზემოხსენებული მიზეზით შეაჩერეს ეს პროცესი, ჩაშალეს აუქციონი და ამ გზით შეაჩერეს კონკრეტული ინვესტიცია და კონკრეტული პროექტი.

ამ დროისთვის გამაჩნია სანდო წყაროს ინფორმაცია, რომ ამ მიწის ნაკვეთზე ბატონი ბალაძე, ერთ-ერთ კომპანიასთან, აწარმოებს არა საქმიან და სახელმწიფოებრივ მოლაპარაკებას, არამედ (ისევ) პიროვნულ ინტერესებზე მორგებულ „ვაჭრობას“, რომლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ მოვუწოდებ ამ საჯარო გამოსვლით.

აქვე მინდა დავადასტურო ის ფაქტი, რომ შპს „სანდასუფთავების“ დირექტორის 2015 წლის 3 თებერვლის #90 ბრძანებით არჩილ ხაბაძის დეიდაშვილი, რაულ ჩელებაძე, ნამდვილადაა დანიშნული ქობულეთის დაგვა-დასუფთავებისა და ადმინისტრირების სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლად, რაც ნიშნავს, რომ რეგიონში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ხაბაძე კვლავ აგრძელებს თავისი ახლო ნათესავების თანამდებობებზე დანიშვნას. საზოგადოებისათვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ რაულ ჩელებაძის დედა – ნარგიზ ჩელებაძეც, გასული წლიდან, ასევე მთავობის თავმჯდომარის უშუალო ჩარევით, საქმიანობს ქობულეთის რაიონის სოფელი კვირიკეს ბაგა-ბაღის გამგედ, ხოლო მეორე დეიდაშვილი ნატრული ჩელებაძე (მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ამ თანამდებობაზე მუშაობის მსურველი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე არაერთი პირი და შესაბამისი განაცხადი) შერჩეულ იქნა და დღემდე საქმიანობს შპს „ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახური-03“-ის უფროსად.

ნეპოტიზმი ფეხმოკიდებულია აჭარაში და მინდა ამ საჯარო განცხადებით მოვუწოდო ყველა მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას, ასპროცენტიანი წილით დაფუძნებული საწარმოების ხელმძღვანელებს, ადგილობრივ თვითმართველობებს, რომ დაიწყონ არჩილ ხაბაძის ნათესავებისაგან წმენდა. მინდა ყველა დაწესებულებამ გადახედოს იმ ადამიანების სამუშაოზე ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხს, რომელთა ბიოგრაფია იწყება 2012 წლიდან და უკავშირდება რეგიონის მთავრობის თავმჯდომარედ არჩილ ხაბაძის თანამდებობაზე დანიშვნას.

პატივისცემით, მედეა ვასაძე”

 

საჯარო ბიბლიოთეკები რეგიონებში [ინფოგრაფიკა]

 

 

საჯარო ბიბლიოთეკები
საჯარო ბიბლიოთეკები

 

ბიბლიოთეკების სიმრავლით მეორე ადგილზე იმერეთია – 114 ბიბლიოთეკით, რომელიც 12 რაიონს აერთიანებს. აქ ბიბლიოთეკებს, ჯამურად, 365 თანამშრომელი ჰყავს. მესამე ადგილზე რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია – 99 ბიბლიოთეკით. აქ, 4 რაიონში ბიბლიოთეკების თანამშრომელთა ჯამური რაოდენობა 166 ადამიანია. 

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ბოლო მონაცემები ბიბლიოთეკების შესახებ 2008 წლისაა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყველა რეგიონში (აჭარის გარეშე) არსებულ საჯარო ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდი ჯამში – 17,3 მილიონ წიგნს შეადგენს. საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ინფორმაციით კი, ბიბლიოთეკების მცირე ბიუჯეტის გამო, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ შევსებულა. 

 

რეგიონებში არსებული ბიბლიოთეკების შესახებ დეტალური ინფორმაცია „ბათუმელებმა” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გამოითხოვა, თუმცა სამინისტროს ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილების უფროსის გურამ თაყნაშვილის პასუხის თანახმად, იმის გამო, რომ საჯარო ბიბლიოთეკები მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსდებიან, ეროვნული ბიბლიოთეკა რეგიონებში არსებული ბიბლიოთეკების შესახებ უფრო დაწვრილებით მონაცემებს არ ფლობს.

ჯანდაცვის სამინისტრო მუნიციპალიტეტებში პროგრამების პრეზენტაციებს მართავს

 

 

 

მინისტრები ქედის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.



მუნიციპალიტეტების პარალელურად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე წლის პროგრამების პრეზენტაციას სამედიცინო დაწესებულებებშიც მართავს.


დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამოქმედებული პროგრამები აჭარის ონკოლოგიის ცენტრის სამედიცინო პერსონალს მინისტრის მოადგილემ ზურაბ თენიეშვილმა, ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა მანანა ფაღავამ და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სურმანიძემ გააცნეს.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2015 წელს ჯანმრთელობის დაცვის 7 და სოციალური დაცვის 10 პროგრამას ახორციელებს.



მედიკოსებს დაურიგდათ სამინისტროს პროგრამების შესახებ დამზადებული საინფორმაციო მასალები.


ონკოლოგიის ცენტრის ბაზაზე ახალი მიმართულებები გაიხსნა

 

დიალიზის ცენტრი 20 საწოლზეა გათვლილი და თვის განმავლობაში 100 პაციენტს მოემსახურება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ენდოკრინოლოგიურ ცენტრში ყველა ენდოკრინოლოგიური პათოლოგიის დიაგნოსტიკაა, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური გამოკვლევა და მკურნალობაა შესაძლებელი.

 

 

აქვე ფუნქციონირებს ჭარბ წონასთან ბრძოლის პროგრამა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა სკოლა, რომელიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მართვას და სიმსუქნესთან ბრძოლას ითვალისწინებს.

 

ახალი ცენტრები შვიდ თებერვალს გაიხსნა.

 

 

გახსნას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.

როგორ შევივსოთ იოდის დეფიციტი

თამარ დუმბაძის თქმით, იმის გამო, რომ საკვები პროდუქტები, წყალი და ჰაერი ადამიანისთვის იოდის საკმარის რაოდენობას არ შეიცავს, მათ იოდის დამატებითი წყარო ესაჭიროებათ:

”იოდდეფიციტის პროფილაქტიკისთვის ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი იოდის შემცველი პროდუქტი მიიღონ, ასეთ ქვეყნებში შეაქვთ იოდიზებული მარილიც, მაგრამ ადამიანისთვის ხშირად ეს ყველაფერი არ არის საკმარისი და ასეთ დროს აუცილებელი ხდება იოდის შემცველი პრეპარატების დახმარება”. სპეციალისტის თქმით, პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია იოდის შემცველი შემდეგი პროდუქტების მიღება: ყველი, კარაქი, ხაჭო, ყავა, ფეიჰოა, ლიმონი, თაფლი, გოგრა და სხვა. ასევე ზღვის პროდუქტები – ზღვის კომბოსტო, თევზის ქონი, ხიზილალა და ა.შ. მისივე თქმით, იოდის ყველაზე დიდი რაოდენობა ღორისა და საქონლის ხორცშია. `ერთ კილოგრამ ხორცში დაახლოებით 100 მიკრო გრამი (მკ/გრ) იოდია”, – ამბობს ექიმი.

ენდოკრინოლოგის თქმით, საქართველოს იოდდეფიციტურ რეგიონებში (სვანეთი, ხევსურეთი, მთიანი აჭარა და იმერეთი) მოსახლეობა საშუალოდ დღე-ღამეში 40-60 მკ/გრ იოდს მოიხმარს, მაშინ როცა ზრდასრული ადამიანისთვის იოდის მოხმარების დღიური ნორმა 150 მკ/გრ-ია. 12-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 100 მკ/გრ, უფროსი კლასელებისთვის – 200 მკ/გრ, ორსული და მეძუძური დედებისთვის კი- 200-250 მკ/გრ იოდი დღე-ღამეში.

”ჯანმო” იოდდეფიციტურ ქვეყნებში იოდის დეფიციტთან ბრძოლის ყველაზე მარტივ და იაფ ტექნიკურ იარაღად მარილის მასიურ იოდიზირებას მიიჩნევს. თუმცა, ამ რეკომენდაციის პარალელურად ჯანმოს უახლესი რეკომენდაციები მიმართულია მოსახლეობაში მარილის მოხმარების შემცირებაზე, ამიტომაც ჯანმო სახელმწიფოებს ურჩევს, რომ იოდიზებულ მარილში გაზარდონ იოდის შემცველობა, რადგან ხშირად იოდიზებულ მარილში იოდის შემცველობა იმდნეად ცოტაა, რომ მომხმარებელი მის მინიმალურ დოზასაც კი ვერ იღებს.

”წარმოების ადგილიდან სახლებამდე მარილიდან იკარგება იოდის შემცველობის 20%, შემდეგი 20% უმეტესწილად საჭმლის მომზადებისას იკარგება, უშუალოდ მარილის მიღების ნორმა დღე-ღამეში საშუალოდ 10 მკ/გრამია (რაც კიდევ 5მკ/გრ-მდე უნდა შემცირდეს). ამ ფაქტების გათვალისწინებით, იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ადამიანებისთვის იოდის საშუალო დღიური ნორმის მიწოდება (150 მკ/გრ), აუცილებელია გაიზარდოს იოდის კონცენტრაცია მარილში”, – ნათქვამია ანგარიშში.

თამარ დუმბაძის თქმით, იმისთვის, რომ იოდიზებული მარილიდან იოდი არ აორთქლდეს და ის უბრალო მარილად არ გადაიქცეს, საჭიროა იგი მშრალ ადგილზე, კარგად თავდახურულ, შუშის ჭურჭელში შეინახოთ: ”ტენიან გარემოში იგი კარგავს თავის თვისებებს. ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ თუ იოდიზებულ მარილს საჭმელში მზადებისას ჩაყრით, დუღილისას მარილიდან იოდი მთლიანად აორთქლდება, ამიტომ საჭმელზე მარილი მოაყარეთ მხოლოდ მაშინ, როცა ის უკვე სუფრაზე გასატანად გაქვთ მზად”, – ამბობს სპეციალისტი.

იმის მიუხედავად, რომ მარილი იოდის მიღების დამატებითი წყაროა, სპეციალისტების თქმით, მხოლოდ იოდიზებული მარილის მოხმარებით პრობლემა არ გვარდება. ასევე, ჯანმოს რეკომენდაციით, ეს არ უნდა გახდეს მოსახლეობის მხრიდან მარილის მოხმარების გაზრდის მიზეზი. `ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი მარილის ჭარბი რაოდენობით მიღება იმის გამო, რომ იოდის დამატებითი დოზა მიიღოთ, მით უმეტეს, რომ მასში არ არის ზუსტად განსაზღვრული იოდის შემცველობა და შეუძლებელია ზუსტად იმის ცოდნა, იღებთ თუ არა დღიურ ნორმას”, – ამბობს თამარ დუმბაძე. – მისივე თქმით, იოდის დეფიციტისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისი დანიშნულებით იოდის შემცველი პრეპარატების მიღება: – ”სწორედ ეს პრეპარატები შეიცავენ იოდის ზუსტად განსაზღვრულ რაოდენობას, რაც საშუალებას იძლევა მისი მდგომარეობის შესაბამისი დოზებით მიეწოდოს ადამიანს ეს მიკროელემენტი”.

იოდის დეფიციტის ამოცნობა, რამდენიმე ზოგადი სიმპტომით არის შესაძლებელი: მადის დაქვეითება, ადვილად დაღლა, უგუნებობა, მეხსიერების გაუარესება, კანის სიფერმკრთალე, სიმშრალე, თმის ცვენა, იმუნიტეტის დაქვეითება, ხელის გულების ოფლიანობა და სხვა.

62,3 მილიონი ხელფასებისთვის – აჭარისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები

 

 

შემოსავალსა და ხელფასის სახით გაცემულ თანხას შორის სხვაობა უშუალოდ ბიუჯეტებში, მთლიანობაში, 18-დან 25 პროცენტამდეა (გამონაკლისია ქობულეთი). ზოგი სახელმწიფო უწყება კი, ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი თანხის ნახევარზე მეტს მხოლოდ ხელფასებში ხარჯავს.

აჭარის უმაღლესი საბჭო წელს აჭარის ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი მთლიანი თანხის 69,9 პროცენტს გასცემს ხელფასებად. ასევე ხელფასებად გასცემს 92,6 პროცენტს აჭარის საარჩევნო კომისიაც, ხოლო რეგიონის მთავრობა ხელფასებში, მისთვის გამოყოფილი თანხის მხოლოდ 19,7 პროცენტს დახარჯავს.
ბათუმის ბიუჯეტში მათთვის გამოყოფილი თანხიდან ქალაქის საკრებულო ხელფასებისთვის 71,6 პროცენტს გამოიყენებს, ხოლო ბათუმის მერია – 63,8 პროცენტს.

ბათუმის მერიის მუნიციპალურ ორგანიზაციებს საკუთარი შემოსავლები და ბიუჯეტები გააჩნიათ. მათი სახელფასო მონაცემები კი ქალაქის ბიუჯეტში არ აისახება (ანალოგიურადაა საქმე ნებისმიერ შპს-სთან მიმართებაში, რომლის დამფუძნებელი/მფლობელიც ესა თუ ის სახელმწიფო უწყება ან მუნიციპალიტეტია). ზოგი ასეთი ორგანიზაცია ბიუჯეტიდან სუბსიდიებსაც იღებს. მაგალითად, შპს ”ბათუმის ავტოტრანსპორტი” ბათუმის ბიუჯეტიდან წელს 3,5 მილიონ ლარ სუბსიდიას მიიღებს (საოპერაციო დეფიციტის დაფარვისთვის); 1,68 მილიონს გადასცემენ შპს „ბათუმის წყალს“; ხოლო 1 მილიონ ლარს – შპს ”შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს” (კაპიტალის ზრდისთვის). 239 500 ლარით დააფინანსებენ შპს ”ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს”, რომელმაც ეს თანხა ტურისტული ობიექტების (ანბანის კოშკი, პირსი, ბილბორდები) მოვლა-პატრონობისთვის უნდა გამოიყენოს და შემოსავალი ამ ობიექტების გაქირავებით მიიღოს.

საშტატო განრიგით გათვალისწინებული ერთი თვის სახელფასო ფონდი კი ამ ორგანიზაციებში შემდეგნაირადაა განსაზღვრული: „ბათუმის წყალი” – 142 550 ლარი; ”ბათუმის ავტოტრანსპორტი” – 369 519,5 ლარი; „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო – 14 300 ლარი; ”შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი” – 108 100 ლარი და შპს ”სანდასუფთავება” – 85 500 ლარი თვეში.
წელს ხელფასების სახით აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სულ გაიცემა 35 მილიონ 872 800 ლარი (რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების დაახლოებით 24,8 პროცენტი), ხოლო ბათუმის ბიუჯეტიდან – 18 მილიონ 45 ათასი ლარი (ქალაქის მთლიანი შემოსავლების 18,4 პროცენტი).

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელფასებში გაიცემა მთლიანი შემოსავლების 8,2 პროცენტი, ხელვაჩაურში – 17,4, ქედაში – 20,2, შუახევში – 17,9, ხულოს ბიუჯეტიდან კი შემოსავლების – 22,9 პროცენტი.

თუ ამ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სახელფასო მონაცემებსაც (სულ 8 მილიონ 467 520 ლარი) გავითვალისწინებთ, მაშინ აჭარის რესპუბლიკური და ექვსივე მუნიციპალიტეტის (ბათუმის ჩათვლით) ბიუჯეტებიდან წელს ხელფასებისთვის, ჯამში 62 385 320 ლარი გაიცემა.

საჯარო დაწესებულებების მიხედვით შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში თავიდანვეა გაწერილი. მიუხედავად ამისა, იანვრის თვეში ხელფასები დაგვიანებით გაიცა, რაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ საბიუჯეტო საქმიანობის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლით ახსნა: „ახალ სისტემაზე გადასვლისას გვქონდა მცირე ხარვეზები, რომლის გამოც საჯარო დაწესებულებებში თანამშრომელთა ყოველთვიური გასამრჯელოები დაგვიანებით გაიცა“. მინისტრის ინფორმაციით, თებერვლის თვიდან ახალი სისტემა გამართულად იმუშავებს.

რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო (ე.წ. ცენტრალურ) ბიუჯეტს (რომელიც ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებისგან ცალკეა), წელს მხოლოდ ხელფასებისთვის 1,4 მილიარდი ლარია გამოყოფილი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტით დაგეგმილი მთლიანი ხარჯის 16 პროცენტია.

ქვეყნის პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები საქართველოს ბიუჯეტიდან მათთვის გამო¬ყოფილი მთლიანი ასიგნებების 54,8 პროცენტს გასცემენ ხელფასის სახით; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია – 42,8 პროცენტს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 40,8 პროცენტს.

 

 

Exit mobile version