„შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ინტენსიურად აშუქებს უწყებაში მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს. აქედან გამომდინარე, მედიასთან ეფექტური ურთიერთობისთვის, სამინისტროს ყველა ქვედანაყოფიდან შეირჩნენ ის თანამშრომლები, რომლებმაც მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე გადამზადების კურსი გაიარეს. აღნიშნული სახის ტრენინგები გააუმჯობესებს სამინისტროსა და მედიის ურთიერთობას, ხელს შეუწყობს საზოგადოებამდე ინფორმაციის სწრაფად და სწორად მიტანას“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა გაუმჭვირვალობის სერტიფიკატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისათვის. შსს-ს ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.
IDFI-მ აგრეთვე დაასახელა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ყველაზე არაანგარიშვალდებული უწყებები. მათ შორის არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური; დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.