– ქალბატონო ბრიგსი, რა გამოწვევებს ხედავთ საქართველოს სოფლის მეურნეობაში?
– საქართველოში ფერმერობა არ არის პროფესია. არადა, ფერმერობა პროფესია უნდა გახდეს, პირველი გამოწვევა სწორედ ეს არის. რასაც ფერმერი აკეთებს, ხალხი ამით უნდა ამაყობდეს, აქ კი ვერ ვხედავ ამას. ფერმერს მე ვეძახი ყველა მწარმოებელს – ეს იქნება მცირე თუ მსხვილი.
– სახელმწიფომ დაიწყო მუშაობა სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის განვითარებისთვის. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია კორპორატიული მეურნეობის განვითარება?
– კოოპერატივის თემა – ეს რთული კითხვაა. მხოლოდ მაშინ შეიძლება იმუშაოს კოოპერატივმა და კარგი შედეგი დადოს, თუ ხალხს ერთ გუნდად შეკვრა დამუშაობა შეუძლია. თუმცა, თქვენ ძალიან ცუდი წარსული და გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით – საბჭოთა კავშირის დროს კოოპერატივების ცუდმა მუშაობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დღეს კოოპერატივის განვითარებაზე.
–იმისთვის, რომ კარგი პროდუქცია აწარმოოს საქართველოში ფერმერმა, ევროპული გამოცდილებიდან რას ურჩევთ?
– ახალი ტექნოლოგიების ათვისებას, ფერმერი მზად უნდა იყოს ახალი ტექნოლოგია მიიღოს და სწორედ მასში დაინახოს სარგებელი. ის არ უნდა იყოს ჩაკეტილი ტრადიციულ მეთოდებში. მე არ ვფიქრობ, რომ წარმატებული ფერმერი ისაა, ვინც დიდი მწარმოებელია, მთავარია, მომგებიანი უნდა იყოს წარმოება – შესაძლოა მცირე ფერმერი იყოს, მაგრამ მოგებაზე გათვლილი და ორიენტირებული.
– თქვენ ტრადიციული ფერმერობა ახსენეთ, როგორ შეიძლება ტრადიციული ფერმერობა თანამედროვე ფერმერობად იქცეს?
– ეს უცებ არ მოხდება, ამას დრო სჭირდება. შენ უნდა მისცე ფერმერს დრო, რომ ამის ადაპტირება მოახდინოს და ასევე შენ უნდა შთააგონო ფერმერს, ისწავლოს.
– ვინ უნდა შთააგონოს?
– საქართველომ წარმატებას რომ მიაღწიოს, ამისთვის ყველამ ერთად უნდა იმუშაოს. შთაგონებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს მომხმარებელსა და რეგულაციებს, მაგრამ, ვფიქრობ, ძირითადი ინფორმაცია მედიისგან უნდა მოდიოდეს და ამ მხრივ ძალიან დიდ როლს ვხედავ მედიაში.
– რა პერიოდი სჭირდება განახლებულ სასოფლო–სამეურნეო ჯიშებს კარგი შედეგის მოსაცემად?
– რამდენიმე თაობა სჭირდება. ყველამ არ იცის, რომ განახლებული ჯიში კარგ შედეგს პირველ თაობაში არ იძლევა, ამას მესამე, მეოთხე თაობა აჩვენებს. დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ – ჯიშების განახლებისას თქვენს გარემოსთან არაადაპტირებადი და უცხო ჯიში არ უნდა შემოიტანოთ, ეს ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს. ქართულ გარემოსთან ადაპტირებული ჯიშები მოამრავლეთ, მაგრამ ის უნიკალური ჯიშები, რაც გაგაჩნიათ, აუცილებლად შეინახეთ და მოუარეთ მათ.
– საქართველოში ცხოველებში ბრუცელოზის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ პრობლემის მოსაგვარებლად?
– ამ საკითხზე სახელმწიფომ პროფესიონალურად უნდა იფიქროს და იმუშაოს. სისხლის სინჯები აიღოს, მონიტორინგი გაუწიოს სამუშაო პროცესს და ბრუცელოზით დაავადებული საქონლის გაუვნებელყოფა უზრუნველყოს. ბევრი ქვეყანა ამ დაავადებისგან იმიტომ გათავისუფლდა, რომ სახელმწიფოებმა ბრძოლა ამ დაავადებისკენ მიმართეს, ეს გჭირდებათ თქვენც. დაავადების კონტროლისთვის, პირველ რიგში, კარგი ვეტერინარი მოძებნეთ. თქვენმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახსენა, რომ იმ პირუტყვისთვის, რომელსაც ბრუცელოზი აღმოაჩნდება, მეპატრონეს კომპენსაციას გადაუხდიან. სახელმწიფოს მხრიდან ეს პოზიტიური ნაბიჯი იქნება. თუ გინდათ გახდეთ ბრუცელოზისგან თავისუფალი ქვეყანა, ამ საკითხს უფრო მეტი პროფესიონალური მიდგომა სჭირდება.
– ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაშირამდენად დიდი როლი აქვს სოფლის მეურნეობას. შეუძლიათ თუ არა პატარა მეურნეობებს ეკონომიკის განვითარება?
– ეკონომიკის განვითარებაში სასიცოცხლო მნიშვნელობა სწორედ სოფლის მეურნეობას აქვს, მნიშვნელოვანი არ არის დიდი იქნება მეურნეობა თუ პატარა, პატარა მეურნეობაც კი ეკონომიკის ხერხემალია. მთავარია, კარგად იყოს დაგეგმილი. ფერმერს, პირველ რიგში, სჭირდება სწორად დაგეგმვა, დაგეგმვას კი – განათლება.
– როგორ ხედავთ სოფლის მეურნეობას პოლიტიკურ ჭრილში?
– საქართველოს რაც აკლია – კავშირი და ერთად მუშაობის პრინციპია. პოლიტიკა იქნება, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა თუ ყველა სხვა სფერო, ერთად უნდა იმუშაოს. სწორედ ამას ვერ ვხედავ, თუ ამ ყველაფერმა ერთად არ იმუშავა, ვერაფერს მიიღებთ.
– ევროკავშირთან ასოცირებით სახელმწიფო ვალდებულია ქვეყანაში „HACCP“ (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სტანდარტი დანერგოს. რას გულისხმობს ეს სტანდარტი, რას ავალდებულებს ჰასპი ფერმერსა და სახელმწიფოს?
– ბევრმა ქვეყანამ, რომლებიც ევროკავშირს შეუერთდნენ, ეს ვალდებულებები შეასრულა. ეს არის მაღალი სტანდარტი, რომლითაც გათვლილია, როგორ უნდა იყოს მოწყობილი საწარმოები, ფერმერული მეურნეობები, პირუტყვის სადგომი. მოთხოვნებში ბევრი კრიტერიუმია გაწერილი _ საწარმოს, პირუტყვის სადგომის იზოლირება, მწერები ვერ უნდა შედიოდნენ, უნდა გააჩნდეს დამცავი ბადე, საწარმოს დეზინფექციაუნდა უტარდებოდეს, ირეცხებოდეს კედლები და იატაკი, არ უნდა იყოსგამოყენებული ხისა და ისეთი xელსაწყოები, რომლებიც იჟანგება, პირუტყვი ბალახით ან სპეციალურად დამზადებული საკვებითუნდა იკვებებოდეს და არა საყოფაცხოვრებონარჩენებით. თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გამოიკვებება, ის საათობით უნდა ადუღდეს და ასე შემდეგ. საქართველოც მიუახლოვდება და მოერგება ამ ტანდარტს, სხვა შემთხვევაშივერ შეძლებთ თქვენი პროდუქცია ევროკავშირისქვეყნების ბაზარზე გაიტანოთ.ამ სტანდარტის მთავარი არსი ის არის, რომ ყველა მომხმარებელს აქვს უფლებამიიღოს უვნებელი საკვები. რაც შეეხება სახელმწიფოს როლს, ფერმერებს სემინარებიდა ტრენინგები უნდა ჩაუტაროსდა ასწავლოს, რა არის ეს სტანდარტი და როგორ მოაწყონ მათი მეურნეობები,საწარმოები სტანდარტის შესაბამისად.
– ქართული რეალობიდან გამომდინარე პირველად რა უნდა გაკეთდეს?
– გაერთიანდით და იმუშავეთ ერთად