4 ივნისს ქობულეთსა და ხელვაჩაურში დენის მიწოდება 2882 აბონენტს შეუწყდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის შეზღუდვების გრაფიკის მიხედვით, 4 ივნისს, დღის საათებში ელექტროენერგიის მიწოდება ხელვაჩაურსა და ქობულეთში 2636 აბონენტს შეუწყდება.

კონკრეტულად, დენის მიწოდება 4 ივნისს, დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე შეუწყდება 1527 აბონენტს ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში: კაპანდიდი, ერგე, კიბე, მირვეთი, ასევე წყალსადენის დასახლებაში დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე;

დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე კი 1355 აბონენტს ქობულეთში, სახალვაშოში, ჩაქვის ნაწილში.

ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ შეზღუდვები გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება.

კურორტ ბეშუმში გზების შეკეთებას ხულოს გამგეობა მეორე წელია ვერ ახერხებს

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა კურორტ ბეშუმში შიდა გზების რეაბილიტაციას მეორე წელია ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მილიონამდე ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტში. სამუშაოებზე მიმდინარე წელს გამოცხადებული ტენდერი კომისიამ იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურები დროში გაიწელა და სამუშაოების ჩატარება სეზონის გახსნემდე ვერ მოესწრებოდა. მიზეზად სატენდერო კომისია იმ დავებს ასახელებს, რაც ამ ტენდერის გამო დავების საბჭოში გაგრძელდა.

სამუშაოების შესყიდვას გამგეობა ამჯერად პირდაპირი შესყიდვით, ტენდერის გარეშე აპირებს, იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვების სააგენტოსგან შესაბამის თანხმობას მიიღებს. სააგენტოს, პასუხის გასაცემად, ვადა 6 ივნისამდე აქვს.

ბეშუმში დაგეგმილია გზებზე საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, გზის სავალი ნაწილის საფუძვლის შეცვლა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება.

esss

ტენდერში, რომელიც შეწყდა, 4 კომპანია მონაწილეობდა. საწყისი ღირებულება 917 ათას 975 ლარი იყო, ყველაზე დაბალი შეთავაზება კი – 850 ათას 454 ლარი. ტენდერში მონაწილე 3 კომპანიას კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა. აქედან ორმა, შპს „სთოუნენერჯიმ“ და შპს „დავითმა“ კომისიის გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა. საბჭომ „სთოუნენერჯის“ საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, „დავითის“ კი – არა.

ess=-=მიუხედავად საბჭოს 16 მაისის ამ გადაწყვეტილებისა, ხულოს სატენდერო კომისიამ აღნიშნული ტენდერი 31 მაისს, საერთოდ შეწყვიტა.

ხულოს გამგეობის განცხადებით: „კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე გასულ, 2016 წელშიც იყო გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი. მეწარმის მიერ სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულება და გამოცხადებული იქნა გარკვეული მოცულობის სამუშაოებზე ახალი შესყიდვა [რომელიც სავარაუდოდ მოესწრებოდა სეზონის ბოლომდე]. გამარჯვებულმა მეწარმემ, მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, კლიმატური პირობების გაუარესების გამო მაინც ვერ შეძლო გასულ წელში სამუშაოების დასრულება“.

გასულ წელს ხულოს ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 920 ათასი ლარი კურორტ ბეშუმის გზების რეაბილიტაციისთვის.

ხულოს გამგეობა ბეშუმში გზების რეაბილიტაციის სამუშაოების ტენდერის გარეშე შესყიდვას ამჯერად შემდეგნაირად ასაბუთებს: „აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს შეზღუდულ ვადებში, რათა დროულად შესრულდეს დაგეგმილი სამუშაოები, რომ ხელი აღარ შეეშალოს მოსახლეობისა და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას [წვიმის დროს გზის სავალ ნაწილზე არსებული გრუნტის გამო ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც იწვევს დამსვენებელთა სამართლიან უკმაყოფილებას.] შესაბამისად, არსებული დრო არ არის საკმარისი სატენდერო პროცედურების ჩატარების, გამარჯვებულის გამოვლენის და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის. შესაბამისად, მხოლოდ გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენებით არის ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში, შესყიდვები მიმდინარე წელს ვეღარ განხორციელდება.“

ბეშუმი
კურორტი ბეშუმი

 

რა მდგომარეობაა შუახევში, შუბნის თემში, მეწყრული პროცესების შემდეგ

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის თქმით, შუბნის თემთან დამაკავშირებელ გზა მეწყრული მასისგან გაწმენდილია, თუმცა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება სოფელ კობალთაში მცოხვრებ ათ ოჯახთან მისასვლელი საავტომობილო გზა. 

„ამ ოჯახებამდე დამაკავშირებელი საუბნო გზის გაწმენდა ვერ ხერხდება, რადგანაც, გეოლოგების თქმით, მეწყრული პროცესების დასტაბილურებამდე გზის გაწმენდა არ არის რეკომენდებული“ – აცხადებს გამგებელი. 

შუბნის თემში 250-მდე ოჯახი ცხოვრობს.

შუახევში მეწყერი 29 მაისს გააქტიურდა.

ამავე თემაზე: 

სად წავიდეთ, რა ვნახოთ შაბათ-კვირას ბათუმში [აფიშა]

„ბათუმელები“ გთავაზობთ ქალაქის აფიშას 3-4 ივნისს. შაბათ-კვირას დაგეგმილ რამდენიმე ღონისძიებას უფასოდაც შეგიძლიათ დაესწროთ.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]კინოთეატრი „აპოლო“[/highlight]

 

„კაპიკანი ტრიკო“ [3D, ქართულ ენაზე] – 12:00 და 14:00 – 7-9 ლარი

„Wonder woman“ [3D, რუსულ ენაზე]  – 16:00 და 22:00  – 8-10 ლარი

„კარიბის ზღვის მეკობრეები 5: მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან“ [3D, ქართულ ენაზე] – 19:00 – 9-10 ლარი

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა თეატრი[/highlight]

 

შაბათი, 3 ივნისი – „ბატის ჭუკი“ – დასაწყისი: 13 საათზე.

კვირა, 4 ივნისი – „კოკროჭინა“ – დასაწყისი: 13 საათზე.

ბილეთის ფასი: 4 ლარი.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]კინოჩვენება თანამედროვე ხელოვნების სივრცეში[/highlight]

 

“ერთხელ ანატოლიაში”, რეჟისორი ნური ბილგე ჯეილანი

დასაწყისი: 19:00

დასწრება უფასოა.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ბათუმის დელფინარიუმი[/highlight]

 

დელფინების შოუ 

დასაწყისი: 16 საათზე.

ბილეთის ფასი: 15 ლარი. [მოქმედებს ფასდაკლება]

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ბათუმის „ბასკო“[/highlight]

 

3 – 4 ივნისი

საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი

დასაწყისი: 14:00 საათზე

დასწრება თავისუფალია.

მინისტრ ჯეჯელავას „მართვის აკადემიამ“ სახელმწიფოსგან 300 000 ლარის დაკვეთა მიიღო

2017 წლის იანვარში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ააიპ „მართვის აკადემიას“ ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურება დაუკვეთა. შესყიდვის ღირებულება 235 200 ლარია. დაფინანსების წყარო კი სახელმწიფო ბიუჯეტი.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს დაფუძნებული. ააიპ „მართვის აკადემია“ კი საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას დაფუძნებული ორგანიზაციაა და, ძირითადად, სატრენინგო მომსახურებას ახორციელებს. მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ჯეჯელავამ მინისტრის თანამდებობა დაიკავა, ორგანიზაციას მისი მეუღლე ნატალია მუხადგვერდელი ხელმძღვანელობს.

ხელშეკრულების თანახმად, „მართვის აკადემიას“, 2017 წლის განმავლობაში, ინოვაციების სააგენტომ ტექნოლოგიური პარკის ბიზნეს ინკუბადორის გუნდებისთვის სატრენინგო და საკონსულტაციო მომსახურება დაუკვეთა. ხელშეკრულებაშივე მითითებულია, რომ ერთი თვის მომსახურების ღირებულება 19 600 ლარია. შესყიდვა გამარტივებული წესით განხორციელდა.

1 (3)
მონაცემები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ სატრენინგო მომსახურება ალექსანდრე ჯეჯლევას მიერ დაფუძნებულ კომპანიას 2017 წლის მაისშიც დაუკვეთა. შესყიდვის ბიუჯეტი ამჯერად 13 000 ლარი იყო. ხელშეკრულების მიხედვით, სააგენტომ შესყიდვა ისევ ბიზნეს ინკუბადორის წევრი გუნდებისთვის განახორციელა.

გასული წლის 20 დეკემბერს „მართვის აკადემიას“ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 18 100 ლარის ღირებულების სატრენინგო მომსახურება დაუკვეთა. კომპანია სახელმწიფო უწყებამ გამარტივებული ტენდერით შეარჩია. თუმცა ელექტრონული ვაჭრობისას „მართვის აკადემიას“ კონკურენტი არ ჰყოლია.

ხელშეკრულების მიხედვით, სატრენინგო თემები იყო დროის ეფექტური მართვა და ბიზნეს მოლაპარაკებები. ხელშეკრულებას ხელს აწერს ორგანიზაციის დირექტორი ნატალია მუხადგვერდელი – მინისტრ ჯეჯელავას მეუღლე.

როგორც ჩანს, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში სატრენინგო მომსახურებით კმაყოფილი დარჩნენ. რადგან სააგენტომ 2016 წლის ბოლოს, 31 დეკემბერს, სატრენინგო მომსახურებაზე ტენდერი ისევ გამოაცხადა, ამჯერად გაორმაგებული ბიუჯეტით. შესყიდვის ღირებულეაბად 28 850 ლარი განსაზღვრეს. ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ამჯერად ორი ორგანიზაცია დარეგისტრირდა „მართვის აკადემია“ და „ევროპის აკადემიური ცენტრი“. ელექტრონული ვაჭრობისას ამ კომპანიამ 850 ლარით ნაკლები დააფიქსირა. შესაბამისად, გამარჯვებაც მას უნდა დარჩენოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

1 (5)

ტენდერის შედეგებში ნაცვლად გამარჯვებულთან გაფორმებული ხელშეკრულებისა, ფიქსირდება ტენდერის შეწყვეტის ოქმი.

ოქმში ჩანაწერის მიხედვით, სატენდერო კომისია შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ სამსახურეობირვი საჭიროებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის პრიორიტეტული იყო თანამშრომლების სააგენტოს პროექტებში მაღალი აქტივობით ჩართულობა, მათი ტრენინგებში მონაწილეობა კი გამოიწვევდა სამუშაო პროცესის შეფერხებას.

1 (1)
ამონარიდი შესყიდვების კომისიის ოქმიდან

საბოლოოდ შემსყიდველმა წინასწარ დაგეგმილი ტენდერი მიმდინარე პროექტების შეუფერხებლად განხორციელების მიზეზით შეწყვიტა.

2017 წლის თებერვალში ორგანიზაციას სატრენინგო მომსახურება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაუკვეთა, შესყიდვის ბიუჯეტი ამჯერად 9 ათასი ლარი იყო. შესყიდვა ამჯერადაც გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელდა. „მართვის აკადემია“ ამჯერადაც უკონკურენტო ოყო. ეროვნულმა ბანკმა თანამშრომლები მართვის თანამედროვე მეთოდებში გადაამზადა.

გასული წლის ბოლოს ორი მსმენელისთვის მართვის აკადემიის მომსახურება საქართველოს ელექტროსისტემამაც შეისყიდა, შესყიდვის ღირებულება იყო 2 288 ლარი და ხელშეკრულებაშივე მითითებული იყო, რომ 42-საათიანი სასწავლო კურსის ფარგლებში ტრენინგები „მართვის აკადემიის“ ოფისში უნდა ჩატარებულიყო.

2017 წელს 3100 ლარის სამუშაოები შეისყიდა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა. შესყიდვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდა.

2016 წლის დეკემბერში ჯეჯელავას ორგანზაციას სატრენინგო მომსახურება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც დაუკვეთა. შესყიდვის მიზანი უნივერსიტეტის სამეცნიერო ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული მომსახურება იყო. შესყიდვის ღირებულება 4900 ლარია.

გასული წლის ბოლოს ალექსანდრე ჯეჯელავას ორგანიზაციას საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომელიც დაუტრენინგებია. 1920 ლარად „მართვის აკადემიისგან“ სოფო ჯიაძისთვის სატრენინგო მომსახურება შეისყიდა HR მენეჯმენტის თემაზე.

საერთო ჯამში, გასული წლის ნოემბრიდან დღემდე, მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან დაკავშირებულმა კომპანიამ ჯამში 300 000 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთა მიიღო სახელმწიფო ორგანიზაციებიდან.

ააიპ „მართვის აკადემია“ ალექსანდრე ჯეჯელავამ, მაია მიქაშავიძესთან, ივანე ნადირაძესთან და ციცინო დალაქიშვილთან ერთად 2011 წელს დააფუძნა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალექსანდრე ჯეჯელავა ფიქსირდებოდა. 2016 წლის მაისში ორგანიზაციის მონაცემებში ცვლილებები შეიტანეს. ორგანიზაციის წევრად და დირექტორად ჯეჯელავას ნაცვლად მისი მეუღლე ნატალია მუხათგვერდელი დაფიქსირდა.

რა შეიცვალა ბათუმის სამრეწველო ზონაში გზის გადაკეტვის შემდეგ

ბათუმის სამრეწველო ზონაში, სადაც  მოსახლეობამ 25 მაისს პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა და გურის მწარმოებელ საწარმოში შესულ სატვირთო მანქანას ტერიტორიის დატოვების საშუალება რამდენიმე საათით შეუზღუდა, ამ დროისთვის არაფერი შეცვლილა.  დატბორილ ქუჩებში ადამიანებს გავლა ისევ უჭირთ, ხოლო საწარმოს მძიმეწონიანი მანქანები ისევ ისე გადაადგილდებიან.

ე.წ. სამრეწევლო ზონა ბათუმში, შანიძის ქუჩაზე მდებარეობს [ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორია]. შარაბიძეების სკოლის უკან მცხოვრები იამზე მჟავანაძე ამბობს, რომ გზის გადაკეტვის შემდეგ ადგილზე ბათუმის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ.

„დადიან და რაღაცას ამოწმებენ, ათვალიერებენ. გვპირდებიან, გზას გავაკეთებთო, მაგრამ რა გაკეთდება, არ ვიცი. ბოლო დღეებში არ უწვიმია, მაგრამ ქუჩა ისევ წყლითაა სავსე,“ – გვიყვება იამზე მჟავანაძე.

ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ უახლოეს დღეებში შანიძი~ს ქუჩაზე დროებითი სანიაღვრე სისტემა მოეწყობა: „სპეციალისტები სწავლობენ საჭიროებებს, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი პროექტის შესყიდვაზე და გაკეთდება სანიაღვრე სისტემა“, – განმარტავენ მერიის პრესსამსახურში.

„უფროსი ადგილზე არ არის, ჩვენ ვერაფერს გეტყვით“, – გვითხრეს აგურის საწარმოში „გუმბათი აგური“, რომელიც მოსახლეობის მტკიცებით, ფილტრების გარეშე მუშაობს და სატვირთო მანქანების სისტემატური მუშაობა გზის სავალ ნაწილს კიდევ უფრო აზიანებს.

„როცა ამ საწარმოში აგურის ჩამოსხმა იწყება, საშინელი მტვერი დგება, ერთმანეთს ვეღარ ვხედავთ. ახლა გაჩერებული არიან, უფრო ღამ-ღამობით იწყებენ ჩამოსხმას. საწარმოს უფროსი გიორგი ბალაძე ადრე  დაგვპირდა, რომ ფილტრებს დააყენებდა, მაგრამ მერე არც გამოჩენილა. არც გარემოსდაცველი მოსულა ვინმე,“ – გვითხრა იამზე მჟავანაძემ.

„გუმბათი აგურის“ უფროსთან, გიორგი  ბალაძესთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ ამ დრომდე ვერ მოახერხა.

 

IMG_20170602_175413

IMG_20170602_175914

IMG_20170602_180014

IMG_20170602_174802

IMG_20170602_175832
მზია ჩხიკვაძე ამბობს, რომ წვიმის დროს წყლისგან სახლებიც იტბორება

IMG_20170602_174855

IMG_20170602_174943

 

IMG_20170602_174949

IMG_20170602_175010

IMG_20170602_175118

IMG_20170602_180333

„წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის” – საიას აქცია ბათუმში

„წიგნები საქართველოდან“ –  დღეს, 2 ივნისს,  ბათუმში  ამ სახელწოდებით ჩატარდა აქცია, რომელიც მიზნად ემიგრანტებისთვის წიგნების შეგროვებას ისახავდა. აქციის ფარგლებში ორი ღონისძიება გაიმართა, ერთი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორე კი  ბათუმის საზაფხულო თეატრში. ორივე აქციის ფარგლებში, ჯამში, 327 წიგნი შეგროვდა. აქციის ორგანიზატორი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო. მასში ბსუ-ს პროფესორები, სტუდენტები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთნენ.

„ჩვენი პროექტის ძირითადი იდეა არის მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში. მთავარი მიმართულება არის კვლევის კომპონენტი და კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირების გაწევა ემიგრანტთათვის. ვიკვლევთ მათ საჭიროებებს, ასევე, ემიგრაციის გამომწვევ მიზეზებს რეგიონში საქართველოს მასშტაბით. ემიგრანტებთან შეხვედრის დროს გაჩნდა იდეა გაგვეკეთებინა ასეთი პროექტი. გვინდოდა მცირე ყურადღება გამოგვეხატა მათდამი,“ –  ამბობს მიგრაციის პროექტის კოორდინატორი აჭარა-გურიის რეგიონში ირაკლი ვარშანიძე.

აქციის ფარგლებში შეგროვილი წიგნებს ხუთ ქვეყანაში – პოლონეთში, თურქეთში, საბერძნეთში, უკრაინასა და  იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს გაუგზავნიან.

 

1 (79) (Copy)

 

1 (496) (Copy)

„ჩვენ ცოტას ვსაუბრობთ ერთმანეთის დანაშაულზე“ – შეხვედრა ქართულ-აფხაზურ თემაზე

„ენგურის ხაზი – როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება” – ეს იყო ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებული შეხვედრისა და დისკუსიის თემა პირველ ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

შეხვედრას სამი  მომხსენებელი ჰყავდა: სოციალური მოძრაობების შემსწავლელი ცენტრის კვლევების კოორდინატორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) თამარ თოლორდავა, ისტორიის დოქტორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნატალია ლაზბა და ჟურნალისტი ქეთევან ქანთარია. დისკუსიის მოდერატორი ნატა იმედაიშვილი იყო. „ბათუმელები“ გთავაზობთ შეხვედრის შემოკლებულ ჩანაწერს.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]თამარ თოლორდავა, სოციალური მოძრაობების შემსწავლელი ცენტრის კვლევების კოორდინატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:[/highlight]

„მთელი ჩემი ბავშვობა, თინეიჯერობა მესმოდა და ახლაც მესმის ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორი კარგი ურთიერთობა ჰქონდათ აფხაზებსა და ქართველებს, რომ ჩვენ ვიყავით ძმები და რომ არა რუსეთი, ჩვენ შორის ყველაფერი ისევ კარგად იქნებოდა.

წელიწადზე მეტია აქტიურად ვარ ჩართული ქართულ-აფხაზურ-ოსურ შეხვედრებში – ეს არის საქმიანი შეხვედრა და არა სამშვიდობო მოლაპარაკებები, მაგრამ მიწევს საუბარი იმაზე, თუ რა ხდება ახლა ორივე მხარეს. ამ პერიოდში უფრო მეტად აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ლეგენდაა ჩვენ შორის შექმნილი, ბევრი ისტორია რეალობას მოწყვეტილია. თუ ჩვენ მათ დებად და ძმებად აღვიქვამთ, ისინი ჩვენ ასე არ გვიყურებენ, მათთვის მტრები ვართ. ბევრი პრობლემაა, რაზეც თვალს ვხუჭავთ ან არ გვინდა ვაღიაროთ…

ცოტას ვსაუბრობთ ერთმანეთის დანაშაულზე, ქართულ დანაშაულზე, აფხაზურ დანაშაულზე. სჯობს ყველამ თავისაზე ისაუბროს, თუმცა არის იმის ცდუნება, მათგანაც მოვისმინოთ მსგავსი რამ. პასუხისმგებლობა მაინც ჩვენს დანაშაულზე გვაქვს.

საინტერესოა მათი დამოკიდებულება – როგორ ვითარდება ქართული საზოგადოება ერთ მხარეს და აფხაზური –  მეორე მხარეს, ამაზე ცოტა რესურსი მოგვეპოვება.

ყველაზე მნიშვნელოვან თემად გალის მოსახლეობის თემა რჩება – ძალიან ცოტა ვიცით, რა მდგომარეობაში უწევს ცხოვრება გალის მოსახლეობას, სახელმწიფო რას აკეთებს მათთვის.  უმეტესად ჭორის დონეზე მოდის ინფორმაცია.

არის თემები, რომლებიც ძალიან საინტერესოა განსახილველად, თუმცა დრო გადის და ეს თემები რჩება განხილვის გარეშე, ან მითიური ხდება. აღარ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ხდება ადამიანის უფლებების კუთხით.

თუ ვისაუბრებთ პოლიტიკოსების დამოკიდებულებაზე, ბოლო პერიოდში ჩემთვის ყველაზე კომიკური იყო ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება ქორწინების საკითხზე. მან თქვა, რომ საქართველო არ უნდა იყოს ცისფერების ქვეყანა, იმიტომ, რომ მერე აფხაზები ჩვენ აღარ დაგვიბრუნდებიან. ფაქტობრივად, ჩანს, რომ პოლიტიკოსები რეალურად არ უყურებენ პრობლემურ თემებს.

ყველაზე მნიშვნელოვანია, საუბარი დავიწყოთ,  უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, რადგან ბევრი რამ გვაქვს საერთო, თუმცა ბევრითაც განვსხვავდებით, რადგან სხვადასხვა გარემოში ვცხოვრობთ. ქართველებს განვითარების უფრო მეტი  საშუალება აქვთ, მათ არა – იმიტომ, რომ ჩაკეტილ საზოგადოებაში ცხოვრობენ. მათი მხრიდანაც იყო მოთხოვნა – გვესაუბრა ერთმანეთზე”.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ნატალია ლაზბა, ისტორიის დოქტორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი:[/highlight]

„მე აფხაზი ვარ, მაგრამ თავს მშვენივრად ვგრძნობ აქ. პრობლემა მაშინ მაქვს, ბავშვებს როცა ვასწავლი კონფლიქტოლოგიას და პირველი კითხვა უჩნდებათ – „მას, დევნილი ხართ?“ არა ვარ დევნილი, აქაური ვარ, საქართველოს პატრიოტი, ვერ გადავალ აფხაზეთში საცხოვრებლად. წავედი რამდენჯერმე სანახავად, მაგრამ წამოვედი.

სამი წლის უკან გადავედი იქეთ, ვიყავი ნისლში, ვერ გავერკვიე სად ვარ, რა  მინდა, რას ვაკეთებ. დუალიზმი ჩემში დღესაც არსებობს – გენეტიკური აფხაზი, ოჩამჩირედან, იქ არის წინაპართა საფლავები, მაგრამ სულით ქართველი ხარ – მეუღლე, შვილები….ეს ამბივალენტობა რთულია.

ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ საქართველოს მასშტაბით მგონი მე და ჩემმა ორგანიზაციამ შევძელით სამი ახალგაზრდა სტუდენტი გადაგვეყვანა სოხუმის  უნივერსიტეტში, ძალიან კარგად შეგვხვდნენ, თუმცა არის თემები, რომლებსაც ტაბუ ადევს იქ.

მუჰაჯირები იყვნენ ჩვენი წინაპრები, „ლგოტებით“ ვსარგებლობთ იქ, საშვის მეშვეობით ნებისმიერ დროს შეგვიძლია გადასვლა. მე შემიძლია შედარება – როგორ ვითარდება საქართველო და როგორ – აფხაზეთი.  ცუდია, რომ ცალ-ცალკე ვვითარდებით. განვითარების პროგრამები, რომლებიც მძლავრია საქართველოში, იქ ნაკლებია. იქედან გამომდინარე, რომ ვერ გაარკვიეს სად იმყოფებიან, რას წარმოადგენენ.

იქ მონიშნულია განვითარების სამი ვექტორი: I – რუსული ვექტორი, (რომელიც არ არის ძალიან ძლიერი) II –  აფხაზეთი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყველა თავისი ატრიბუტით -საზღვრები  ტერიტორია, კონსტიტუცია და ა.შ და III ვექტორი – საქართველო. არის ხალხი, რომელსაც უნდა კავშირების აღდგენა, არის გარკვეული ტენდენცია. ამ ვექტორზე მუშაობაა საჭირო. ქართული ვექტორის პოპულარიზაცია ჩვენი დახმარებით უნდა მოხდეს.

კონფლიქტიდან გამოსვლის სამი გზა არსებობს – შეტევა, ანუ ომი, თავის არიდება, განრიდება და მოლაპარაკება. ჩვენს შემთხვევაში, უკეთესია მუდამ ვისაუბროთ, გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები დაახლოებისთვის. ჩვენ ვიყავით ერთი სხეული. მარტივია თავის არიდება, როცა მესამე მხარეს გადააბრალებ, მაგრამ კონფლიქტური მხარეები ჩვენ ვიყავით, ქართველები და აფხაზები.“

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“:[/highlight]

„ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ერთი და იმავე იდეოლოგიის მატარებელი ხალხი ვართ. იმ ადამიანებს, ვისაც უნდა მივაწვდინოთ ხმა, უმეტესწილა, რესურსების სიმცირის გამო, ვერ ვაწვდით.  უმეტესობა მაინც ამ ნარატივში ვრჩებით  – „დამპყრობელი“, „დევნილი“, „შეწუხებული“ და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დიპლომატიის თემა. მე აქ ვახსენებდი გურამ ოდიშარიას პიესას, რომელიც დაიდგა სოხუმის თეატრის სცენაზე და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ქართველი ავტორის ნაწარმოები ითარგმნა და დაიდგა. ასეთი სიგნალები ბევრი რომ გვქონდეს, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს.

არათანამიმდევრულობამ დააზარალა ორივე მხარე. 2008  წლამდე დიდი შანსი გვქონდა აფხაზეთთან და ოსეთთან განსაკუთრებით, რომ უფრო ნაყოფიერად და მშვიდობიანად მოგვეგვარებინა ყველაფერი.

… რუსეთი დგას ამ [აფხაზური] მხარის უკან, რა თქმა უნდა. რუსეთი კმაყოფაზე ამყოფებს მთელს აფხაზურ ბიუროკრატიას, ჯიბეში ჰყავს ჩასმული, მართავს საკუთარი „მეფის ნაცვლების“ მსგავსი ადამიანებით და აფხაზებს, პოლიტიკიდან დაწყებული, დამთავრებული ყოფითი საკითხებით, იდენტობის შენარჩუნების საშუალება საქართველოს გარდა არა აქვთ, იმიტომ, რომ მიუხედავად ძალიან ბევრი შეცდომისა, ჩვენ კიდევ შეგვიძლია ასიმილიაციის გარეშე ავიტანოთ ერთმანეთი, რუსებს – არ შეუძლიათ. მათ მხოლოდ შეუძლიათ ჩაისვან ჯიბეში ბიუროკრატია და აქციონ აფხაზეთი  ადვილად ხელმისაწვდომ დასასვენებელ ადგილად.

ჩვენ ახლა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ სახალხო დიპლომატიაზე, ეს არ გამოვა, რადგან შეიცვალა წესრიგი და თამაშის წესები. ეს არ არის 90-იანი და 2000-ანი წლების კავკასია, ეს არის ჰიბრიდული ომის რუსეთის კავკასია, სადაც ადამიანებს კლავენ იმის გამო, რომ შეიძლება თავისი სქესის ადამიანისკენ გააპაროს თვალს (ჩეჩნეთში, მაგალითად).

სულ სხვა გადაწყობა გვჭირდება. 2012 წლიდან 2016 წლამდე დავხარჯეთ დაახლოებით  5 მილიონი ლარი აფხაზეთიდან წამოსული პაციენტების სამკურნალოდ. დავხარჯეთ უამრავი თანხა სურსათ-სანოვაგის გადასატანად ენგურის ხიდზე.

ჩვენი ქვეყანა რომ იყოს ფეხზე კარგად დამდგარი, საქართველოდან ბევრი ადამიანი არ წავიდოდა აფხაზეთში მშენებლობაზე სამუშაოდ.

ერთადერთი ხსნა არის ის, რომ საქართველო მიმზიდველი გახდეს თავისი დემოკრატიით, ინსტიტუტებით, ეკონომიკით, დასაქმებით და უვიზო მიმოსვლით“.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ციალა ქათამაძე, სახალხო დამცველის აპარატი:[/highlight]

„მთელი ბავშვობა ვიზრდებოდი გარემოში, სადაც მესმოდა: „სეპარატისტული ხელისუფლება“, „ქართულმა არმიამ დროშა ააფრიალა, შევიდა სადღაც“…

მოხდა ისე, რომ 2010 წელს მოლდოვეთში, ბერკოფის ცენტრში მოვხვდი აფხაზებთან შეხვედრაზე. აღმოჩნდა, რომ იგივე ისტორიები მათთანაც არსებობს – „ქართველები არიან დამპყრობლები, რომლებიც აფხაზების თვითმყოფადობას საფრთხეს უქმნიან“ და ა.შ. ეს  ბებია-ბაბუების მოყოლილი ისტორიებია. პრობლემა ის არის, რომ მათი სოციალური სივრცე მთლიანად იყო დაკავებული რუსული პროპაგანდის ისტორიებით. მათ ეშინიათ ჩვენი. უნდა ვცადოთ ლაპარაკი, მეტი უნდა გავიგოთ ერთმანეთზე. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენმა შვილებმა ერთად უნდა იცხოვრონ, არიან ჩვენს შორის ადამიანები, ვისაც სჭირდება დემოკრატია, ურთიერთობები და კომუნიკაცია.

მერია ბათუმში ტროტუარის გაყიდვაზე

ფიროსმანის ქუჩაზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იმ ადგილზე აშენდება, სადაც მერია მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდის – ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში მას შემდეგ უთხრეს, რაც გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია – „ბათუმის მერია ტროტუარს ყიდის“. თუმცა, თავდაპირველად, სტატიის მომზადების პროცესში, გასაყიდ მიწასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ მერიისგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

სასტუმროს ესკიზი
სასტუმროს ესკიზი

„ძირითად მიწის ნაკვეთზე შენდება ხუთვარსკვლავიანი, არანაკლებ 180-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი. შესასვლელი მოეწყობა ფიროსმანის ქუჩის მხრიდან. დაგეგმილი აქვთ, რომ შემოიყვანონ ბრენდული კომპანია მართვაში, რომლის მოთხოვნაა, ფიროსმანის ქუჩის მხრიდან იყოს ავტობუსების შესასვლელ-გასასვლელი. შესაბამისად, ეს მიწის ნაკვეთიც, რომელიც გამოტანილია აუქციონზე, საჭიროა შესასვლელ-გასასვლელის მოსაწყობად“, – აცხადებს გოგა ლომაძე, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი.

რაც შეეხება უშუალოდ ტროტუარის ნაწილის გაყიდვას, „აქ ტროტუარის გაყიდვაზე არ არის საუბარი, ტროტუარი იგივე კონფიგურაციით შეინარჩუნებს ფუნქციურ დანიშნულებას. ანუ, ახლა ტროტუარი სწორხაზოვნად მიდის, შემდეგ შეტეხვაა და იქმნება საპარკინგე სივრცე, ეგ სივრცე ისედაც მათი [კომპანიის] საკუთრებაა. საუბარია მის შევსებაზე, ანუ კომპანიის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე იქმნება მართი კუთხე“, – ამბობს გოგა ლომაძე.

მიუხედავად ამისა, მერიისგან მიღებულ ნახაზზე გარკვევით ჩანს, რომ ტროტუარის კონფიგურაცია იცვლება – უქმდება საპარკინგე ადგილი, აქ მოეწყობა ახალი ტროტუარი და გაკეთდება ავტობუსების შესასვლელ-გასასვლელი, სადაც ქვეითებიც შეძლებენ გადაადგილებას. ამ ნახაზიდან ასევე ჩანს, რომ ტროტუარისა და პარკინგის ნაწილი კომპანია „ბათმშენის“, ნაწილი კი მერიის საკუთრებაშია, რომელიც ახლა აუქციონზეა გატანილი.

სასტუმროს აშენებას აქ, მერიის ინფორმაციით, სწორედ „ბათმშენი“ გეგმავს.

trotuarrr

ბათუმში, ფიროსმანის ქ. N5ბ-ს მიმდებარედ 212 კვ/მ მიწის ნაკვეთი პირობებიან აუქციონზეა გატანილი. ნაკვეთის საწყისი ღირებულება 85 ათასი ლარია; ბიჯი – 2000 ლარი. აუქციონი პირველ ივნისს, დაიწყო და 14 ივნისს უნდა დასრულდეს. ამ ნაკვეთზე მშენებლობა კი, მერიის პირობით, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მომიჯნავე ნაკვეთთან გააერთიანებენ.

ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა
ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა / ტროტუარი და ავტოპარკინგის ადგილი სადაც სასტუმროს აშენება იგეგმება

 

 

შუახევის კულტურის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა სასამართლოს მიმართა

შუახევის კულტურის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, ვახტანგ ბერიძემ, ხელვაჩაურის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იგი მიიჩნევს, რომ უსამართლოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 4 მაისს.

ვახტანგ ბერიძის უფლებებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი ნინო სიორიძე დაიცავს.  მისი თქმით, ვახტანგ ბერიძე ითხოვს გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას.

„გათავისუფლების ბრძანებაში სამი საფუძველი იყო მითითებული: პირველი და ყველაზე მთავარი –  ჩაითვალა, რომ ვახტანგ ბერიძე საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა გამგეობის თანხმობის გარეშე. გათავისუფლების მეორე საფუძველი იყო ის, რომ თითქოსდა ვახტანგ ბერიძე სამუშაო საათებში, 2017 წლის 3 მაისს, სამსახურში არ იმყოფებოდა და ეს დარღვევადაა მიჩნეული, თუმცა მისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, მას არ ჰქონდა ვალდებულება, რომ 9-დან ექვსამდე ოფისში ყოფილიყო, რადგან მას მოქნილი სამუშაო რეჟიმი ჰქონდა, შესაძლებელი იყო სამუშაოდ გასულიყო. მესამე საფუძველი ვახტანგ ბერიძის გათავისუფლების გახდა 2015 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც საკრებულომ შეაფასა უარყოფითად და 2015 წლის შეფასება გახდა გათავისუფლების საფუძველი 2017 წლის მაისში, რაც აზრს მოკლებულია.

რაც შეეხება გათავისუფლების პირველ საფუძველს, ვახტანგ ბერიძეს არათუ არ უცნობებია გამგეობისთვის, რომ მივლინებაში აპირებდა წასვლას, არამედ დაფინანსების თხოვნითაც კი მიმართა გამგეობას და გვაქვს ამის დამადასტურებელი წერილი, სადაც გამგეობა თანახმაა მისი მივლინება რომში დააფინანსოს. საბოლოო ჯამში, დაფინანსება არ განხორციელდა და ვახტანგ ბერიძე კონფერენციაზე თავისი ხარჯებით წავიდა, თუმცა ამის შესახებ სამსახური ინფორმირებული იყო და ბატონ ვახტანგს გამგზავრებამდე შეტყობინებაც აქვს დაწერილი, რომ ის არ იქნებოდა ამ პერიოდში საქართველოში და სთხოვს სამსახურს, ეს ყველაფერი მიიღოს ცნობად. შესაბამისად, გათავისუფლების ბრძანებაში მოყვანილი საფუძვლები არის მოკლებული შესაბამის დასაბუთებას და მტკიცებას,“ – ამბობს ნინო სიორიძე.

ამავე თემაზე: შუახევის კულტურის ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს – ყოფილი კი სასამართლოში აპირებს ჩივილს

ოჯახის დღე სკოლა ევრო 2000-ის მოსწავლეებმა 6 მაისის პარკში აღნიშნეს

ძლიერი სკოლა ხომ ძლიერი სახელმწიფოა. ძლიერი ოჯახი  და ძლიერი სკოლა ძლიერ საზოგადოებას ქმნის, რაც ჩვენი სახელმწიფოს წარმატებული მომავლის საწინდარია. სკოლა და ოჯახი  განუყოფელია, მათი ერთობა კი აუცილებელია ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლის უზრუნველსაყოფად.

სკოლა ევრო 2000-სთვის   განსაკუთრებულად  ღირებული  არიან მოსწავლეები და მათი ოჯახები, რისი დასტურიცაა ჩვენი ყოველდღიური ადამიანური ურთიერთობები, დამოკიდებულება, პატივისცემა  და სიყვარული მათ მიმართ.

სკოლა მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს ოჯახის დაცვისა და მშობელთა პატივისცემის დღეს, რომელშიც ჩვენი მოსწავლეები და მათი ოჯახის წევრები აქტიურად მონაწილეობენ. ამ დღეს ყველანი  ვიკრიბებით და ვერთვებით  ღონისძიებაში სიმღერით, ცეკვით,სპორტული შეჯიბრებებით  თუ გამოფენებით და ვცდილობთ დაუვიწყარი დღე გავატაროთ  ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.

მიმდინარე წლის 28 მაისს უკვე მეექვსედ აღვნიშნეთ ეს ძვირფასი დღე 6 მაისის პარკში, ტრადიციულად ხალხმრავალი და მხიარული ღონისძიებით.

28 მაისს, 6 მაისის პარკში სკოლა ევრო - 2000 -ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს 6 მაისის პარკში სკოლა ევრო – 2000 – ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს, 6 მაისის პარკში სკოლა ევრო - 2000 -ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს 6 მაისის პარკში სკოლა ევრო – 2000 -ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს, 6 მაისის პარკში სკოლა ევრო - 2000 -ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს 6 მაისის პარკში სკოლა ევრო – 2000 – ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს, 6 მაისის პარკში სკოლა ევრო - 2000 -ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს 6 მაისის პარკში სკოლა ევრო – 2000 – ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს, 6 მაისის პარკში სკოლა ევრო - 2000 -ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს 6 მაისის პარკში სკოლა ევრო – 2000 – ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს, 6 მაისის პარკში სკოლა ევრო - 2000 -ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს 6 მაისის პარკში სკოლა ევრო – 2000 – ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს, 6 მაისის პარკში სკოლა ევრო - 2000 -ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს 6 მაისის პარკში სკოლა ევრო – 2000 – ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს, 6 მაისის პარკში სკოლა ევრო - 2000 -ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს 6 მაისის პარკში სკოლა ევრო – 2000 – ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს, 6 მაისის პარკში სკოლა ევრო - 2000 -ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს 6 მაისის პარკში სკოლა ევრო – 2000 – ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს, 6 მაისის პარკში სკოლა ევრო - 2000 -ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს 6 მაისის პარკში სკოლა ევრო – 2000 – ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს, 6 მაისის პარკში სკოლა ევრო - 2000 -ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს
28 მაისს 6 მაისის პარკში სკოლა ევრო – 2000 – ის ორგანიზებით ოჯახის დღე აღნიშნეს

 

„ფონური ნაგებობების გარეშე ისტორიული განაშენიანება არ არსებობს“

„ძეგლი არ არის ცალკეული ობიექტი – ასეთი მიდგომა უკვე დიდი ხანია აღარ არის, მაგრამ ჯერ კიდევ არის ჩვენს მენტალობაში. ჩვენ აღვიქვამთ მხოლოდ ერთ ობიექტს, თითქოს მას გარემო არ გააჩნია,“ – განაცხადა ლეილა თუმანიშვილმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურის უფროსმა თავისი მოხსენების წარდგენისას. შეხვედრა 2 ივნისს ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა.

ლეილა თუმანიშვილმა ხაზი გაუსვა ფონური შენობების შენარჩუნების მნიშვნელობას ისტორიული განაშენიანებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასა და აღქმაში.

„ფონური ნაგებობის გარეშე ძეგლები არ არსებობენ, არ არსებობს ისტორიული განაშენიანება, ქალაქის ქსოვილი.  ფონური ნაგებობები არის შენობები,  რომლებსაც არ გააჩნიათ არც ინდივიდუალური მახასიათებლები, შეიძლება არც ლამაზი დეკორი ჰქონდეს, მაგრამ თავისი მასშტაბით, დამუშავებით, შესრულების ხარისხით ეხამება ისტორიულ განაშენიანებას, ტიპიურია თავისი დროისთვის და აყალიბებს ქალაქმშენებლობით ქსოვილს. სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობით ფონური შენობები არ შედის დაცულ ობიექტთა რიგში. პირადად ბევრჯერ მქონდა ინიციატივა, რომ მათ ჰქონოდათ გარკვეული დაცვის სტატუსი, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ მივაღწიე.

ფონური შენობების ჩანაცვლების შემთხვევაში უნდა იყოს გათვალისწინებული ურბანული კონტექსტუალობის თვისებები, მასშტაბი, სართულიანობა და ასე შემდეგ. სწორედ ფონური ნაგებობებია ის მასა, რომელიც გვაძლევს იმ განუმეორებელ ქსოვილს, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ“ – განაცხადა ლეილა თუმანიშვილმა.

ლეილა თუმანიშვილმა ხაზი გაუსვა ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის არსებობის აუცილებლობას:  „თუ არ იარსებებს ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, არ იარსებებს შესაბამისი ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია“.  მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული კანონმდებლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ სრულიად იძლეოდა ქალაქების დაცვის საშუალებას.

ლეილა თუმანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ თუ კონკრეტულ შენობას დარგის რომელიმე გამოჩენილ მოღვაწესთან აქვს კავშირი, ან სამოსახლოს ნაწილს წარმოადგენს, მას შეიძლება მიენიჭოს ძეგლის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რამდენად აქვს შენარჩუნებული ავთენტურობა.

გამოჩენილ მოღვაწესთან, ცნობილი დირიჟორ ოდისეი დიმიტრიადთან იყო დაკავშირებული ისტორიული შენობა ბათუმში, ბარათაშვილის #26-ში, თუმცა სახლი დაანგრიეს და ამ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსი შენდება.

ბათუმში ბოლო წლების მანძილზე ასევე არა ერთი ისტორიული შენობა და ფონური ნაგებობა დაანგრიეს, სწორედ იმ მოტივით, რომ სახლებს არ ჰქონდათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და განსაკუთრებულ ღირებულებას არ წარმოადგენდნენ ქალაქისთვის.

ამ თემაზე წაიკითხეთ: ისტორიული სახლების ნგრევის სერია ბათუმში 

შეხვედრის – „ისტორიული ბათუმის ევროპული განვითარებისთვის“ – ორგანიზატორები კულტურული მემკვიდრეობის თემებზე მომუშავე საზოგადოება „ბათომი“, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი იყვნენ. შეხვედრის მიზანი ძველი ბათუმის წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ მსჯელობა იყო. თუმცა შეხვერას არ დასწრებია ქალაქის მერი, გიორგი ერმაკოვი და არც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე, საკრებულოს უმრავლესობიდან შეხვედრას მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, ნატალია ზოიძე ესწრებოდა.

საზოგადოება „ბათომი“ ისტორიული ბათუმის ტერიტორიაზე ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის შემუშავებამდე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს, თუმცა ამაოდ. მშენებლობები ძველი ბათუმის ისტორიული ნაწილში გრძელდება, რისი შედეგიც ქალაქის შეცვლილი ურნაბული გარემო და ხშირ შემთხვევებში, არასათანადო პირობებია ახალ შენობებში მაცხოვრებელთათვის.

ამ თემაზე წაიკითხეთ: ქალაქი შენი ფანჯრიდან 

„მოსწავლემ რომ მასწავლებელი ითხოვა ცოლად, ამის ლეჩხუმური ვერსია“ და სხვა ფოტოები

„ფოტოგამოფენა – მუზეუმი „ცნობილი ლეჩხუმელები“,  დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია უფასო“, – ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ამ აბრით ლეჩხუმელი ელგუჯა ბენდელიანი საკუთარ სახლში გახსნილ მუზეუმში ყველა მსურველს ეპატიჟება.

სასიქადულონი, ხელისუფალნი, დეპუტატIMG_0659-Copy-e1496399328250ები, არტისტები, დამრტყმელები, ძველი ბიჭები, ორატორები და ენამოსწრებულნი, მოქეიფენი, ქველმოქმედნი –  ლეჩხუმში დაბადებული ან მხარესთან დაკავშირებული ყველა იმ ადამიანის ფოტოა მუზეუმში გამოფენილი, ვისაც კი ოდესმე რაიმეთი თავი გამოუჩენია.

მაგალითად, მუზეუმში ნახავთ ლეჩხუმელი გურამ ხეცურიანის ფოტოს. ის ცაგერში ჩხუბისთვის დაუკავებიათ დიდი ხნის წინ, მაგრამ ტროტუარზე ამოსულ ნიგვზის ხეს შემოხვევია. როგორც ფოტოს წარწერა გვამცნობს პოლიციას ხის მოჭრა დასჭირვებია იმისათვის, რომ ხეცურიანი პოლიციაში წაეყვანათ. მუზეუმში იპოვით პარლამენტარების, მომღერლების, სპორტსმენების, კრიმინალური ავტორიტეტების ფოტოებს.

„ყველა ისტორია ნამდვილია,“ – გვიყვება ელგუჯა ბენდელიანი და მუზეუმში გიდობას გვიწევს. მუზეუმის გაკეთება ათი წლის წინ გადაწყვიტა.

“სადაური ხარ, რომ შეგეკითხებიან და უპასუხებ ლეჩხუმელი, მერე აგრძელებენ – ა, შენ სვანი ხარ, აა შენ რაჭველი. ჩაკარგულია ლეჩხუმი. მინდოდა ჩემი მხარე წინ წამომეწია. ასე რომ წაუყრი თავს, პატარა რეგიონის პირობაზე ბევრი დიდი ადამიანი გვყავს. მერე კიდევ ნობელის პრემიის ლაურეატი, ზურაბ კოპალიანი მარტო ჩვენ გვყავს. ამაზე ერთი ამბავი ატყდა ფეისბუქში, კი ამერიკაში მიიღო, რუსეთის პასპორტი აქვს, მაგრამ ჩვენებური ხოა? ყველაზე ლამაზი ქალი ჩვენია, ყველაზე მაგარი დამრტყმელი ჩვენი იყო. ხოა საამაყო ეგი? ჰოდა, მინდოდა ერთად მომეყარა თავი ყველასთვის,“ – ამბობს ელგუჯა ბენდელიანი.

მისი თქმით, მუზეუმში გამოფენამდე ცდილობს ყველასთან შეათანხმოს ის ინფორმაცია [თუ ეს შესაძლებელია], რომელიც მუზეუმში გამოფენილ ფოტოებს  აღწერის სახით აქვს დართული.

„ეს აღწერები, რაც აქვს ფოტოებს, ჩემი მოფიქრებულია. თავისით მოდის. მუზეუმში გამოფენამდე, თუ ცოტა პიკანტური ამბავია, ვეკითხები ყველას, ნებართვას ვღებულობ. ტრისტან ლეთოდიანი, ცნობილი სამეურნეო მუშაკი,  ლუხვანოს კოლმეურნეობის თავმჯდომარეობიდან რომ მოხსნეს მისმა მოწინააღმდეგეებმა, ეს ფაქტი მისი გარდაცვალების ტოლფასად აღიქვეს და ცოცხლად „გადაუხადეს“ ორმოცი. ვკითხე, თუ შეიძლება ეს რომ გამოვფინო მუზეუმში-მეთქი. კი კაცოო და გამოვფინე მეც. ფეიზბუქზეც ვარ, იქაც როცა რამეს ვწერ, ვცდილობ ეთიკა დავიცვა,“ – ამბობს ელგუჯა ბენდელიანი.

IMG_20170531_112321 (Copy)

IMG_20170531_111544 (Copy)

IMG_20170531_112336 (Copy)

„ბათუმის აქციის საქმეზე“ სასამართლომ გამომძიებლების ჩვენებების მოსმენა დაიწყო

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღევანდელ სხდომებზე იმ დეტექტივ-გამომძიებლების ჩვენებები მოისმინა, რომლებმაც 11 მარტის ბათუმის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ბრალდებულები დაკითხეს და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

გამომძიებლებმა თქვეს, რომ ისინი მოწმეებს ტელეფონით დაუკავშირდნენ, ხოლო გამოკითხვა პოლიციის სამმართველოს შენობაში შედგა.

გამომძიებლების თქმით, 301 მოწმიდან გამონაკლისი მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრებთან მიმართებაში დაუშვეს – დეპუტატები უმაღლესი საბჭოს შენობაში გამოკითხეს.

ადვოკატების შეკითხვები ძირითადად პროცედურების დაცვას, კონკრეტულად კი, გამოკითხვამდე უფლებების გაცნობას უკავშირდებოდა. მოწმედ დაბარებული გამომძიებლების მტკიცებით, „ბათუმის აქციის საქმეზე“ მოწმეების გამოკითხვა კანონის დაცვით მოხდა.

სასამართლო 15 დეტექტივ-გამომძიებლის ჩვენებას მოისმენს.

დღეს, 2 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 9 ბრალდებულის საქმე განიხილა, თუმცა მათგან ერთ-ერთი, აკაკი კვაჭაძე სასამართლო პროცესს არ დასწრებია.

„მოგვწერა წერილობით, არ მსურს პროცესზე დასწრებაო… აქ მიზეზებზე არაფერი წერია,“ – აღნიშნა მოსამართლემ სხდომის გახსნის დროს.

მასობრივ ძალადობასა და პოლიციელებზე თავდასხმაში კიდევ 8 ბრალდებულის საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ სულ 21 პირია დაკავებული, მათ შორის ორს მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. კიდევ ორი ბრალდებული არასრულწლოვანია. მათ საქმეს სასამართლო დახურულ სხდომებზე განიხილავს.

IMG_20170602_142835

 

 

 

25 მილიონი საპატრიარქოს ყოველწლიურად – მოსამართლეები სარჩელის დასაშვებობას განიხილავენ

„სახელმწიფომ არც უნდა წაახალისოს და არც ხელი შეუშალოს რელიგიურ ორგანიზაციებს. რელიგიური ნეიტრალობა არის სამართლიანი სახელმწიფოს ფუნდამენტური ასპექტი,“ – უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს თამთა მიქელაძემ, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა. მოქალაქეები: თამარ კორძაია, ეკა აღდგომელაშვილის, ლია ღვინიანიძის და სხვები საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის იმ ჩანაწერს მიიჩნევენ არაკონსტიტუციურად, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წელს კიდევ ერთხელ გამოუყვეს ბიუჯეტიდან 25 მილიონი.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ [ლალი ფაფიაშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე] დღეს, 2 ივნისს მხარეთა პოზიციები მოისმინა, თუ რატომ უნდა განიხილოს არსებითად სასამართლომ სარჩელი საპატრიარქოს დაფინანსებაზე. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ყოველწლიურად საპატრიარქოს მილიონებით დაფინანსება დასაბუთების გარეშე არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ რწმენის თავისუფლებას, თანასწორობისა და სეკულარიზმის პრინციპს.

„მე, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, არ მინდა, ჩემი ეკლესია ამ ტიპის დაფინანსებას იღებდეს,“ – მიმართა სასამართლოს მოსარჩელე თამარ კორძაიამ. მან ყურადღება ეფექტიანობაზე გაამახვილა და თქვა, რომ საპატრიარქოს ყოველწლიურად აფინანსებენ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და არავინ განსაზღვრავს, ამ დაფინანსების მიზნობრიობას. „ასეთი მიდგომა ეკლესიის მიმართ წარმოშობს არაჯანსაღ ურთიერთობებს… როგორც ერთი მოქალაქე ვიმსახურებ იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს ეს საკითხი და მითხრათ, ჩემს წარმოდგენებში ვარ მართალი, თუ არა“.

თამარ კორძაიას პარლამენტის ინტერესების დამცველმა, გიორგი ჩიბჩიურმა უპასუხა, რომ სეკულარიზმის იდეა არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი და მას პოლიტიკური კონტექსტიც აქვს: „რწმენის თავისუფლებაში ჩარევა იქნებოდა მაშინ, თუკი სახელმწიფო ადამიანს არ უტოვებს არჩევანის შესაძლებლობას… ბიუჯეტის ფორმირებაც არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი… ვეთანხმები მოსარჩელეებს, რომ იღვევა თანასწორობის პრინციპი, მაგრამ კონსტიტუციით არის განსაღზვრული მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი. სწორედ ამას ეფუძნება საპატრიარქოს დაფინანსება განსახვებული წესით“, – თქვა გიორგი ჩიბჩიურმა და მოსამართლეებსაც უთხრა: „ასე რომ, მხოლოდ ფილოსოფოსებს არ უნდა ვანდოთ სახელმწიფო…“

„საქართველოს კონსტიტუციით“ მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე აქცენტის გაკეთებას რეპლიკით უპასუხა თამარ კორძაიამ: „განსაკუთრებული როლი არ ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად აძლევდე დაფინანსებას ეკლესიას დასაბუთების გარეშე. ეფექტიანობა უნდა განისაზღვროს – რა საჭიროებისa და მიზნისთვის გამოიყოფა ესა თუ ის დაფინანსება…“

„ბიუჯეტის მიზანია საერთო, საჯარო სიკეთეების დაფინანსება…. ოფიციალური დასაბუთება, რომ ამ დაფინანსებით ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცება ხდება, ვერ იქნება საჯარო… ბიუჯეტის მიზნების არ შეიძლება იყოს მიმართული თანასწორობის უფლების დარღვევისკენ,“ – თქვა თამთა მიქელაძემ, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა. მან ამერიკის უზენაესი სასამართლოს პორაქტიკა გაახსენა მოსამართლეებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის არ უნდა იყოს გადაჯაჭვულობა, რადგან მსგავს შემთხვევაში სახელმწიფო თანასწორობის და ადამიანის უფლებების დაცვას ვერ მოახერხებს და მეორეს მხრივ, დარღვეული იქნება ეკლესიის ავტონომიურობაც, რომელიც ყოველწყლიურად გარანტირებულ მილიონებს ელის ბიუჯეტიდან.

თამთა მიქელაძემ აქცენტი გააკეთა პოლიტიკური კრიზისების დროს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების გაზრდაზეც: „თუ გადავხედავთ დაფინანსების ისტორიას, ვნახავთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, როცა პოლიტიკური კრიზისი აქვს ხელისუფლებას, ის ზრდის ეკლესიის დაფინანსებას. ასეთი გადაჯაჭვულობა კრიზისს იწვევს ეკლესიაშიც, რაც ამჟამად არსებობს“.

მოსარჩელეების აზრით, საპატრიარქოს ყოველწლიური დაფინანსებით ასევე ირღვევა „საქართველოს კონსტიტუციით“ დაცული საკუთრების უფლება – გადასახადებიდან შევსებული ბიუჯეტი მხოლოდ ერთ კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაცის ხმარდება.

„საგადასახადო კოდექსში წერია, რომ მოქალაქეები ვალდებული არიან გადაიხადონ გადასახადები და გადასახადებს ვიხდით უპირობოდ და უსასყიდლოდ…“ – მიმართა მოსარჩელეებს გიორგი ჩიბჩიურმა, საქართველოს პარლამენტის იურისტმა.

მოსარჩელე თამარ კორძაიამ ისაუბრა საპატრიარქოს დაფინანსების გამჭვირვალობის პრობლემაზეც. „მე, პირადად, გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია საპატრიარქოდან, თუ რაში დაიხაჯარა ეს ფული, მაგრამ ინფორმაცია არ მომაწოდეს…მითხრეს, რომ მოდი და აქ გიპასუხებთ ყველაფერზეო. ეს არ არის ცივილური ფორმა იმისა, გავიგოთ მოქალაქეებმა, კონკრეტულად რას მოხმარდა ეკლესიითვის გამოყოფილი მილიონები“.

IMG_20170602_124734

IMG_20170602_125015

 

 

 

ბათუმის მერია ტროტუარს ყიდის

ბათუმის მერია ტროტუარის ნაწილს მასზე მშენებლობის უფლების პერსპექტივით ყიდის.

ბათუმში, ფიროსმანის ქ. N5ბ-ს მიმდებარედ 212 კვ/მ მიწის ნაკვეთი პირობებიან აუქციონზეა გატანილი. აღნიშნული ნაკვეთი, ძირითადად, ფიროსმანის ქუჩის გასწვრივ მდებარე ტროტუარი და იქვე მოწყობილი ღია ავტოსადგომია.

ნაკვეთის საწყისი ღირებულება 85 ათასი ლარია; ბიჯი – 2000 ლარი. აუქციონი გუშინ, პირველ ივნისს, დაიწყო და 14 ივნისს უნდა დასრულდეს.

აუქციონზე გატანილი ტროტუარი, ფიროსმანის ქუჩა, ბათუმი / 2.06.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო
აუქციონზე გატანილი ტროტუარი, ფიროსმანის ქუჩა, ბათუმი / 2.06.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო

რაში დასჭირდა მერიას აღნიშნული მართკუთხა ფორმის [ვიწრო ზოლის] ნაკვეთის აუქციონზე გატანა, რომელსაც მყიდველი ვერაფერში გამოიყენებს, თუ მას მომიჯნავე ნაკვეთთან არ გააერთიანებს? – ამ კითხვაზე ბათუმის მერიისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.

აუქციონის ერთ-ერთი პირობა კი სწორედ ის არის, რომ ამ ნაკვეთზე [ბათუმის უნივერსიტეტის კუთვნილი შენობის, ყოფილი „გეპეის“ მოპირდაპირედ] მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მომიჯნავე ნაკვეთთან, ან ნაკვეთებთან გააერთიანებენ.

quCa
წითელი ხაზით შემოსაზღვრულია აუქციონზე გატანილი ტერიტორია

გასაყიდი ტროტუარის გვერდით არსებული 5144 კვ/მ ფართობის ნაკვეთი შპს „ბათმშენის“ საკუთრებაშია 2016 წლის მაისიდან. გამოდის, თუ აუქციონზე გატანილ ნაკვეთს „ბათმშენი“ იყიდის, ამ მონაკვეთში ფიროსმანის ქუჩა ტროტუარისა და ავტოსადგომის გარეშე დარჩება. უკეთეს შემთხვევაში კომპანია ტროტუარს თავის საკუთრებაში მოაქცევს.

ამ ადგილზე, რაც ქალაქის ბიუჯეტის ფულით კეთილმოეწყო, სწორედ ფიროსმანის ქუჩაა თავისი ტროტუარით და ავტოსადგომით.

trot
გასაყიდი ტროტუარი და ავტოსადგომი ფიროსმანის ქუჩაზე ბათუმში / ფოტო ელაუქციონის დოკუმენტებიდან

ბათუმის მერიას მუნიციპალიტეტის ქონება აუქციონზე გააქვს როგორც უშუალოდ თავისი ინიციატივით, ასევე ქონების შესყიდვით დაინტერესებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის განცხადების საფუძველზეც.

მერიაში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქონების შეძენით კონკრეტული კომპანიაა დაინტერესებული, თუმცა რომელი, ვერ დაასახელეს. ბათუმის მერიაში დაგვიდასტურეს ისიც, რომ აუქციონზე ტროტუარის ნაწილი იყიდება.

„კომპანიას ვერ გეტყვით, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტა მერიამ ამ ტერიტორიის [მათ შორის ტროტუარის ნაწილის – ავტ.] გასხვისება,“ – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში. „ბათუმელებმა“ მერიაში ვერც იმის გარკვევა შეძლო, რა „საზოგადოებრივი ინტერესების“ გამო გახდა აუცილებელი ტროტუარის გაყიდვა.

აუქციონზე გატანილი ტროტუარი და ავტოსადგომი მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად. ფიროსმანის ქუჩა, ბათუმი / 2.05.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო
აუქციონზე გატანილი ტროტუარი და ავტოსადგომი მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად. ფიროსმანის ქუჩა, ბათუმი / 2.06.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო

მთლიანობაში 18084 კვ/მ [1,8 ჰექტარი] ფართობის მიწის ნაკვეთებს [ფიროსმანის ქუჩიდან, ანუ უნივერსიტეტის შენობიდან შსს აჭარის მთავარ სამმართველომდე არსებული ტერიტორია] აქ შპს „ალლიანსი“ ფლობს 2011 წლიდან.

როგორც „ალლიანსში“ გვითხრეს, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარედ არსებული 5144 კვ/მ ფართობის ნაკვეთი შპს „ბათმშენს“ მათ მიჰყიდეს, თავად კი, თავის დროზე მთელი ეს ტერიტორია, სხვა კერძო კომპანიისგან შეისყიდეს ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე.

„რას აპირებს „ბათმშენი“, ან რას ყიდის მერია, არ გვაქვს ინფორმაცია. რაც შეეხება ჩვენს კუთვნილ ტერიტორიას, განვიხილავთ დიდ პროექტს, რომლის დეტალებს ახლა ვერ გავახმოვანებთ,“ – გვითხრეს კომპანია „ალლიანსში“.

„აღნიშნულ ნაკვეთებზე მესაკუთრეების მხრიდან რაიმე ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე ჩვენთან არ ფიქსირდება, თუმცა მაინც გადავამოწმებთ,“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

ამ ტერიტორიაზე რაიმე მშენებლობა არ მიმდინარეობს და ის წლებია უფუნქციოდაა. ამ უფუნქციო ტერიტორიაზე კი 2966 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

„ბათუმელები“ კომპანია „ბათმშენს“ ვერ დაუკავშირდა.

აუქციონზე გამოტანილი ტროტუარის გაგრძელებაზე, ფიროსმანის ქუჩისა და გმირთა ხეივნის კვეთაში, მსხვილ სასტუმრო კომპლექსს შპს „DAR BUILDING“-იც აშენებს. 


ქალაქი შენი ფანჯრიდან

როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები

ქუჩა და სკვერი, რომელიც მთავრობამ გაყიდა

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 3-4 ივნისს წვიმა მოსალოდნელი არ არის, უქმე დღეებში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი.

„მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვლებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო რაონებში იქნება ღამით 12-17, დღისით – 21-26 გრადუსი; მთაში – ღამით – 5-10, დღისით – 15-20 გრადუსი,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

რაც შეეხება ზღვის წყლის ტემპერატურას, იგი 15.5 გრადუსამდე გათბება.

 

რამდენად სამართლიანია სასჯელი მარიხუანას განმეორებით მოხმარებისთვის

„არაგონივრულია პირი დაისაჯოს მაშინ, როცა ის მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებს,“ – მიმართა მოსამართლეებს იურისტმა ვახუშტი მენაბდემ. ის კონსტანტინე კირვალიძის ინტერესებს იცავს, რომელიც მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის გაასამართლეს. სარჩელის არსებითად განხილვის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, მარიხუანას მოხმარება უნდა იყოს თუ არა დასჯადი სისხლის სამართლის წესით.

ბექა წიქარიშვილის საქმის შემდეგ, როცა სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება გააუქმა, კონსტანტინე კირვალიძის ინტერესებს სასამართლოში მოძრაობა „თეთრი ხმაური“ წარმოადგენს. სარჩელის მეორე ავტორი გივი შანიძეა, რომელიც ასევე მარიხუანას ხელმეორედ მოხმარებისთვის დააჯარიმეს. გივი შანიძის ინტერესებს სასამართლოში პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩი“ იცავს.

„სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საერთოდ უნდა გაუქმდეს მარიხუანას კუთხით… კონსტიტუციის მე-16 მუხლი უზრუნველყოფს პიროვნების თავისუფალ განვითარებას. ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანი, თავად გადაწყვიტოს, რას მოიხმარს,“ – ამბობს იაგო ხვიჩია, „გირჩის“ წევრი.

მე-16 მუხლის გარდა, იურისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანის მსჯავრდება ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციის“ 21-ე მუხლს, რომელიც საკუთრების უფლებას იცავს. ამ მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება თავისუფლად განკარგოს საკუთრება.

ვახუშტი მენაბდემ დღეს ასევე უთხრა მოსამართლეებს, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის პირის გასამართლება კონსტიტუციის 30-ე მუხლსაც არღვევს, რომლის მიხედვითაც იძულებითი შრომა აკრძალულია. მან ამის დასტურად მოსარჩელის, კონსტანტინე კირვალიძის შემთხვევა მოიყვანა, რომელსაც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრეს სასჯელის სახით.

განიხილავს თუ არა ამ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო, გადაწყვეტილებას პირველი კოლეგია მიიღებს.

ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 600-მდე ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე დღეს, 6:40 საათისთვის 584 ადამიანია დაჯარიმებული. მათ შორის 497 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის,  1 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 2 – ორმაგი პარკირებისთვის, 50 – ნიშანში დგომისთვის, 16 – ტროტუარზე დგომის გამო, 1 – ტაქსის და სპეცტექნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 14 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 2 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის და 1 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევის გამო.

ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

წიგნები ემიგრანტებისთვის – საიას აქცია ბათუმში

2 ივნისს, 15:00 საათზე, ბათუმის საზაფხულო თეატრში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გამართავს ღონისძიებას – „წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის“. კამპანიის მიზანია წიგნების შეგროვება და გაგზავნა ემიგრანტებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში. წიგნები შეგროვდება თეატრის ფოიეში. „გელოდებით თქვენ  მიერ შერჩეული წიგნით, რომლის გაგზავნასაც ისურვებდით ემიგრანტებისათვის (სასურველია, თქვენივე მიძღვნით/წარწერით)“ – აღნიშნულია საიას პრესრელიზში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ კამპანიის იდეა გაჩნდა საიას მიგრაციის პროექტის ფარგლებში ემიგრანტებთან გამართული შეხვედრების შედეგად, როცა ემიგრანტებმა ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან (პოლონეთი, თურქეთი, საბერძნეთი, უკრაინა, იტალია), საურთიერთობო სივრცის შექმნის მიზნით, გამოთქვეს ბიბლიოთეკის შექმნის/გამდიდრების სურვილი.


დისკუსია ბათუმში: “ენგურის ხაზი – როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება“ [ანონსი]

დღეს, 18:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი საჯარო დისკუსიას მართავს თემაზე: “ენგურის ხაზი – როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება”.

მომხსენებლები არიან თამარ თოლორდავა – სოციალური მოძრაობების შემსწავლელი ცენტრის კვლევების კოორდინატორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ნატალია ლაზბა – ისტორიის დოქტორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ას. პროფესორი და ქეთევან ქანთარია – ჟურნალისტი.

დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი მდებარეობს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, №62-64.

ხულოელი მოსწავლის ამერიკული თავგადასავალი

ხულოელი ლია დეკანაძე ათი თვის მანძილზე გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისურის შტატში. ლია ახლახან ჩამოვიდა შტატებიდან, სადაც იგი უკვე უნივერსიტეტშია ჩარიცხული და იმის მიუხედავად, რომ სწავლის გადასახადის დიდ ნაწილს გრანტები უფარავს, დანარჩენი თანხის გადახდას ვერ ახერხებს და შესაძლოა წელს მის შერჩეულ უნივერსიტეტში სწავლა ვერ შეძლოს.

ლია ამბობს, რომ რეპეტიტორთან ინგლისური ენის შესასწავლად არასოდეს უვლია, დაბა ხულოს სკოლაში მიღებული ცოდნის გაღრმავებას უცხოელებთან ურთიერთობით, სოციალური ქსელებითა და კინოფილმებით ცდილობდა.

ლია: თავიდან როცა ვთქვი, რომ ამერიკაში მივდიოდი, ყველას ეგონა, რომ ნიუ იორკში მივდიოდი, ჩიკაგოში ან ლოს ანჟელესში, მაინც არის ჩვენთან ის სტეროტიპული დამოკიდებულება, რომ თუ აშშ-ში მიდიხარ, აუცილებლად დიდ ქალაქში უნდა მოხვდე.

მე ძალიან გამიმართლა, პროგრამით მოვხვდი მისურის შტატის საკმაოდ დიდ ქალაქში, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, რადგან გაცვლითი პროგრამით მოსწავლეები ძირითადად პატარა ქალაქებში ხვდებიან. ეს იყო ძალიან დიდი გამართლება, რადგან პატარა რაიონიდან ვარ და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის დიდ ქალაქში ცხოვრება.

მყავდა ძალიან კარგი მასპინძელი ოჯახი, რომელიც მხარს მიჭერდა მაქსიმალურად, ოჯახურ და თბილ გარემოში მოხვდი.

LIAსკოლა საკმაოდ დიდი იყო. ჩემს ქართული სკოლაში სულ 400 მოსწავლე ვიყავით, იქ კიდევ 2000 მოსწავლე სწავლობდა. სხვა მოსწავლეები გაცვლითი პროგრამით სკოლას არ ჰყავდა და ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება და გამოწევევა ჩემთვის, რადგან ირგვლივ არავინ იყო, ვისაც გავუზიარებდი ჩემს ემოციებს.

ახალ გარემოს იოლად შევეგუე. ყველაფერი ძალიან კარგად იყო, არ გამჭირვებია, მგონი იმის გამოც, რომ აქედან ძალიან მომზადებული წავედი, ვიცოდი, რა მოლოდინი მქონდა, რა მინდოდა მესწავლა. მინდოდა განსაკუთრებული წელი მქონოდა და ვფიქრობ, ეს გამომივიდა.

პირველ ხანებში ვიღებდი ძალიან ბევრ წერილს. ყველა წერილი მიხაროდა, მაგრამ განსაკუთრებით მახარებდა გოგოების წერილები. ათეულობით გოგომ მომწერა, რომლებისთვისაც ჩემი თავგადასავალი აღმოჩნდა სტიმულის მომცემი. მწერდნენ, რომ მათში გავაღვიძე იმედის ნაპერწკალი და მათი ოცნებების აღარ ეჩვენებათ ისეთი არარეალისტური, როგორც ადრე. ეს არ იყვნენ მხოლოდ ნაცნობები, მწერდნენ უცნობი ადამიანები ჩემი რეგიონიდან, ახლო სოფლებიდან, რომელბმაც გაიგეს ჩემი წასვლის შესახებ, მილოცავდნენ და მეუბნებოდნენ, შენ თუ ეს შეძელი, ესე იგი, შესაძლებელია ჩვენც გავაკეთოთ რამეო.

ერთი აკადემიური წელი ვსწავლობდი აშშ-ში.  მე-12 კლასი იქ დავამთავრე, ათი თვე დავრჩი საერთო ჯამში. იქვე ავირჩიე უნივერსიტეტი, სადაც მინდა სწავლა.

ეს ისე მოხდა, როგორც ფილმებში, ჯადოსნური ამბავი იყო. შობას მეგობრებთან ერთად ვიყავი სასეირნოდ წასული. გზად გავიარეთ პატარა ქალაქში და დავინახე უნივერსიტეტი, რომელიც ძალიან ჰგავდა საშობაოდ განათებულ ჰოგვორტსს. „ჰარი პოტერზე“ ბავშვობიდან ვგიჟდები. დავინტერესდი რა შენობა იყო და გავიგე, რომ ეს არის კერძო უნივერსიტეტი – Park University – ძალიან ცნობილი აშშ-ში და მეგობრული უცხოელი ტურისტების მიმართ.

park university
park university

მივედი, დავათვალიერე კამპუსები და გადავწყვიტე, შემეტანა საბუთები, საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ორი თვე ველოდე პასუხს და მოვიდა დასტურის წერილი, რომ მიღებული ვარ უნივერსიტეტში და მოვიპოვე  რამდენიმე გრანტი. ამ უნივერსიტეტში სწავლა ძალიან ძვირია, წელიწადში 22 000 დოლარი. აქედან 14 000 დოლარის მოპოვება შევძელი გრანტებით, რადგან კარგი ნიშნები მქონდა და ამას იქ დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩემმა მასპინძელმა ოჯახმა შემომთავაზა მათთან გავაგრძელო ცხოვრება, რადგან ასე  დავზოგავ საცხოვრებელი ადგილის ფულს.

სწავლა იწყება აგვისტოში, მაგრამ არ ვიცი შეძლებ თუ არა წასვლას. გავაგზავნე თხოვნა, გაზაფხულამდე გამიყინონ ნიშნები.  სხვა გზა არ მაქვს, 8 000 დოლარის გადახდას ჩემი ოჯახი ვერ შეძლებს.

ეს თანხა მჭირდება პირველი წლისათვის, შემდეგ მუშაობას ვაპირებ კვირაში 20 საათი და ამის გარდა, ძალიან ბევრი საშუალებაა გრანტების მოპოვების სწავლის პროცესში, მაგრამ არა პირველივე წელს.

ჯერჯერობით არ მქონია მცდელობა საქართველოში ამ თანხის მოძიების. 12-ში ჩამოვედი,  სკოლამ არ ჩამითვალა ამერიკულ სკოლაში გატარებული ერთი წელი და ჩავაბარე ჯერ ყველა საგანი, შემდეგ საატესტატო გამოცდა. ახლა ვემზადები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ვნახოთ რა იქნება. იმედი მაქვს,  შევძლებ წასვლას.

ლია დეკანაძე
ლია დეკანაძე

________________________________________

ამავე თემაზე: 

17 წლის ლია ხულოდან „ზღაპრებს აჰყვა“ და ამერიკაში მიდის სასწავლად

ღია კარის დღე ხელოვნების მუზეუმში

დღეს, პირველ ივნისს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში ბავშვთა უფლებების დაცვის დღის ფარგლებში ღია კარის დღეა. მუზეუმში ევროპელი და ქართველი მხატვრების მიერ ბავშვების თემაზე შესრულებული 20 ნამუშევრის გამოფენა მიმდინარეობს.

გამოფენა. გულნარა კაკაბაძის ფოტო
გამოფენა. გულნარა კაკაბაძის ფოტო

გამოფენა – „ბავშვთა პორტრეტები მხატვრობაში“ მუზეუმში პირველად 2014 წელს გაიმართა და ამ ხნიდან მოყოლებული, ტრადიციისამებრ, ყოველწლიურად პირველ ივნისს ტარდება. წარმოდგენილია ამედეო მოდილანის, ოგიუს რენუარის, დიეგო ველასკესის, ნიკო ფიროსმანის, თამაზ ხუციშვილისა და სხვათა ნამუშევრების ასლები.

ხელოვნების მუზეუმის დირექტორის, ნინო ნიჟარაძის თქმით, გამოფენაზე წარდგენილ ნამუშევართა შორის ამ დღეს  ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ნახატია პაბლო პიკასოს „გოგონა მტრედით“, რომელიც, მისი თქმით, ნათლად ასახავს ბავშვის მიამიტობას, მტრედი კი მშვიდობის სიმბოლოა.

ნინო ნიჟირაძის თქმით, ბევრს ავიწყდება, რომ პირველი ივნისი არა მხოლოდ ბავშვთა, არამედ ბავშვთა უფლებების დაცვის დღეა, ამიტომაც მუზეუმმა ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციაც გამოფინა.

18838764_389884138079267_585197022_o (1)

გამოფენა ხელოვნების მუზეუმში. გულნარა კაკაბაძის ფოტო
გამოფენა ხელოვნების მუზეუმში. გულნარა კაკაბაძის ფოტო
გამოფენა ხელოვნების მუზეუმში. გულნარა კაკაბაძის ფოტო
გამოფენა ხელოვნების მუზეუმში. გულნარა კაკაბაძის ფოტო

დისკუსია ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარებაზე

„ისტორიული ბათუმის ევროპული განვითარებისთვის” – ამ თემაზე, ხვალ 2 ივნისს, 11:00 საათზე, ბათუმის საკრებულოს დარბაზში შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ორგანიზატორები არიან: კულტურული მემკვიდრეობის თემებზე მომუშავე საზოგადოება “ბათომი”, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრაზე ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარებაზე მოხსენებებს გააკეთებენ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურის უფროსი ლეილა თუმანიშვილი, ,,გეოგრაფიკის” წამყვანი ქალაქმგეგმარებელი მარიამ ლომიძე და ,,გეოგრაფიკის” დირექტორი, გეოგრაფი, მგეგმარებელი გიორგი გოცირიძე. შეხვედრაზე მოწვეული სპეციალისტები, ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სამინისტროებისა და სხვა ოფიციალურ და თემით დაინტერესებულ პირებთან ერთად, ძველი ბათუმის წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ ისაუბრებენ.

მოხსენებები დაგეგმილია თემებზე: ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმების სპეციფიკა, ბათუმის არსებული ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის მიმოხილვა, ბათუმში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების დამუშავებისა და განვითარების ხედვა.

საზოგადოება “ბათომი”, რამდენიმე თვეა ინტენსიურად ითხოვს ძველი ბათუმის ტერიტორიას განესაზღვროს და დაუმტკიცდეს ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს რეგულაცია, დაეხმარება ქალაქს შეინარჩუნოს ისტორიული ნაწილის იდენტობა და განაშენიანება:

„ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის შექმნა დაეხმარება ქალაქის თვითმმართველობას, იქ მცხოვრებ მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს, ზუსტად ჰქონდეთ გაწერილი რეგულაციები თუ სად შეიძლება მოხდეს ახალი შენობის აგება, როგორი შეიძლება იყოს იგი და რა უნდა იქნას შენარჩუნებული აუცილებლად. დაცვის ზონაში არსებული რეჟიმები უზრუნველყოფს, რომ ქალაქმა არ დაკარგოს ისტორიული ნაწილი, რომელიც, ერთი მხრივ, ქალაქის საკუთრებაა და როგორც კულტურული მემკვიდრეობა ისე უნდა შეუნარჩუნდეს ბათუმელებს, და მეორე მხრივ, საშუალებაა ეკონომიკურად განვითარდეს უბანი, რადგან სწორედ ისტორიული ნაწილია მიმზიდველი ტურისტებისთვის.“

დღეს არსებული რეგულაციით, ისტორიული უბნის საზღვრები დადგენილი არ არის. ძველ ბათუმში შესაძლებელია 15 მეტრი სიმაღლის შენობების აგება. შედეგად, ტერიტორიაზე გაჩნდა 5-სართულიანი სახლები, რამაც ისტორიული სახლები ჩაანაცვლა.

ორგანიზაცია “ბათომი” ითხოვს ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის დამტკიცებას, რაზეც თანხმობა მიიღო, როგორც მერის, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან.

ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის დამტკიცება, 2007 წელს ,,გეოგრაფიკის” მიერ მომზადებული “ქალაქ ბათუმის ისტორიულ–კულტურული საყრდენი გეგმის” მიხედვით უნდა მოხდეს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის კანონის თანახმად, საქართველოს კულტურისა და ძეგლტა დაცვის სამინისტროს დაკვეთით დამზადდა და გადაეცა ბათუმის მერიას.

ორგანიზაცია “ბათომის” წევრები ელოდებიან, როდის მიმართავს ქალაქის მერი, გიორგი ერმაკოვი საკრებულოს წევრებს, იმისთვის რომ დამტკიცდეს ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა.

დღეს ბავშვები ბათუმის ბოტანიკურ ბაღს უფასოდ დაათვალიერებენ

დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშრისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბავშვებისა და მათი მშობლების შესვლა უფასოა.

როგორც ბოტანიკური ბაღის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ბოტანიკურ ბაღში უფასოდ შესვლა 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

 

ამავე თემაზე: 6 მაისის პარკში ზოოპარკის დათვალიერება და ატრაქციონები დღეს უფასო იქნება

ქობულეთში ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა

დღეს სოფელ გვარაში ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა. ვეტერინარულ კლინიკაში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი ფერმერებისთვის, ლაბორატორია, საოპერაციო ოთახი და ვეტერინალური აფთიაქი.

კლინიკა პროექტ „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სომხეთსა და საქართველოში“ ფაზა2-ის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARD ცენტრის მხარდაჭერით აშენდა.

ამავე პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს აჭარაში, იგეგმება ვეტერინარი სპეციალისტებისთვის ტრენინგების ჩატარება. ასევე ვეტერინარების სტაჟირება სომხეთსა და ავსტრიაში.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტეს, ვეტერინარული კლინიკა მოემსახურება როგორც ფერმერების, ისე ნებისმიერი მოქალაქის შინაურ ცხოველებსაც.

ქობულეთის გარდა  წელს, პროექტის ფარგლებში, ვეტერინარული კლინიკა ხულოს მუნიციპალიტეტშიც აშენდება.

რა დარღვევები დააფიქსირა აუდიტმა ბათუმის პირველ სკოლაში

დარღვევები ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახურმა დააფიქსირა. დირექტორის, მედეა გვენეტაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი კი, სკოლის სამეურვეო საბჭომ 5 დღის ვადაში უნდა განიხილოს. მედეა გვენეტაძე არჩეული დირექტორია და მისი გათავისუფლების უფლება განათლების სამინისტროს არ აქვს.

შეიცავს თუ არა სკოლაში აღმოჩენილი დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს – განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურში გვითხრეს, რომ დასკვნა პროკურატურასაც გადაუგზავნეს.

ბათუმის პირველ და მე-11 საჯარო სკოლებში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის და ინსპექტირების დეპარტამენტმა მონაცემები მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე შეისწავლა. დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალეკო მჟავანაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პირველ საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის, ფინანსური ხასიათის.

„დასკვნა საკმაოდ ვრცელია. დაფიქსირდა დარღვევები, რაც უკავშირდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულებას, ხელფასების დაანგარიშების წესს, ბუღალტრულ ანგარიშსწორებას, იჯარის ხელშეკრულებებს. გამოვლინდა ასევე ის, რომ რამდენიმე პირი ისე იყო გაფორმებული სკოლაში და ერიცხებოდა ხელფასი, რომ სამსახურში საერთოდ არ დადიოდა. ასევე დაფიქსირდა სკოლის შენობაში ფულის მიღების სანაცვლოდ მოსწავლეების მომზადების ფაქტი…“ – აცხადებს ალეკო მჟავანაძე, აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი.

მედეა გვენეტაძე
მედეა გვენეტაძე

„ვფიქრობ, აუდიტი რიგ შემთხვევებში მიკერძოებულია და მიზანმიმართული, – ამბობს მედეა გვენეტაძე, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, – აუდიტის დასკვნას ბოლომდე არ გვაცნობივარ. რაც წავიკითხე, გარკვეულ ნაწილს ვეთანხმები, არის დარღვევები, მაგრამ ასეთი რამ ყველგან არის. რაც მთავარია, თანხა არ არის გაფლანგული…“

მედეა გვენეტაძე კატეგორიულად გამორიცხავს სკოლაში ისეთი პირების არსებობას, რომლებიც ხელფასს იღებენ, მაგრამ სამსახურში არ დადიან. სკოლის დირექტორი კომენტარს აკეთებს ბავშვების მომზადებაზეც.

„ამის მცდელობები იყო კონკრეტული პედაგოგების მხრიდან, მაგრამ არასდროს დამიშვია სკოლის შენობაში მოემზადებია მასწავლებელს მოსწავლე,“ – გვითხრა მედეა გვენეტაძემ.

რის გამო შეიძლება ყოფილიყო აუდიტი მიკერძოებული და მიზანმიმართული? – სკოლის დირექტორმა ამ კითხვაზე პასუხი ვერ დაგვიკონკრეტა. მას სკოლის სამეურვეო საბჭოს იმედი აქვს, რომელმაც გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს. „ამ საბჭოს თვალწინ ვაკეთებდი მე ყველაფერს, არაფერი დამიმალავს. იმედი მაქვს, რომ ისინი მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად მივმართავ სასამართლოს“, – ამბობს მედეა გვენეტაძე.

მედეა გვენეტაძე 2020 წლამდე პირველი საჯარო სკოლის არჩეული დირექტორია. სამეურვეო საბჭომ ის უნდა გაათავისუფლოს აუდიტის დასკვნის საფუძველზე, ან შეუძლია თანამდებობაზე დატოვოს.

„თანამდებობაზე დატოვოს და არ გაითვალისწინოს, ასე არაა, – განმარტავს ალეკო მჟავანაძე, – თუკი სკოლის დირექტორის გათავისუფლებაზე სამეურვეო საბჭო უარს განაცხადებს, მან დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხი უნდა მისწეროს საქართველოს განათლების სამინისტროს, რის გამო არ გაითვალისწინეს აუდიტის დასკვნა.“

სამეურვეო საბჭოს გარდა, აუდიტის დასკვნა ჩაბარდა უშუალოდ პირველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციასაც. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში მიაწოდოს ინფორმაცია განათლების სამინისტროს იმ დარღვევებზე და მათი აღმოფხვრის შესახებ, რაც აუდიტმა დააფიქსირა.

რაც შეეხება მე-11 საჯარო სკოლას, ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო მხოლოდ სკოლის დირექტორის გაფრთხილებით შემოიფარგლა. დარღვევები აქ ძირითადად სკოლასთან ახლოს გამართული გარევაჭრობისგან შექმნილ ანტისანიტარიას, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულებას უკავშირდება.

„ზღვა და სამყარო“ – გამოფენა ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში [ანონსი]

დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ოთხ საათზე გამოფენა-კონფერენცია „ზღვა და სამყარო“ გაიმართება.

გამოფენაზე აჭარის ხელოვნების სკოლის 12  მოსწავლე, რომელთაგან 5 შშმ პირია, წარადგენს ძველბერძნული მითოლოგიის მოტივებზე გადაღებულ ვიდეოკლიპს. კლიპის გადაღება გონიო-აფსაროსის დაცულ ტერიტორიასა და პეტრას ციხეში მიმდინარეობდა.

კლიპში ასახული მითოლოგიური სცენა, ტროელი მშვენიერი ელენეს მოტაცება პარისის მიერ, გამოსახულია ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში განთავსებულ ძვ.წ. მე-5 საუკუნით დათარიღებულ წითელფიგურიან კრატერზე.

გულნარა კაკაბაძის ფოტო
გულნარა კაკაბაძის ფოტო

კონფერენცია-პრეზენტაციის ორგანიზატორის, ინგა დიასამიძის თქმით, ეს პროექტი არ არის პირველი – შარშან, პირველ ივნისს გაიმართა ანალოგიური თემატიკის გამოფენა  – „შეჩერებული წამი“, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებმა თავიანთი ფოტონამუშევრები წარადგინეს.

კლიპის პრეზენტაციის შემდეგ იგეგმება კონფერენცია, რომელსაც ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ისტორიის განყოფილების უფროსი ასმათ ბაჯელიძე გახსნის.

კონფერენციაზე საზღვაო აკადემიის ზუსტ და საბუნებისმეტყველო დისციპლინათა დეპარტამენტის უფროსი მზია დიასამიძე წარადგენს თემას: „მსოფლიო ოკეანე – რესურსები და გლობალური პრობლემები“.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის, „ანრის“ I რანგის კაპიტანი ბადრი დოღანაძე და ამავე სასწავლებლის სტუდენტები.

გამოფენა-კონფერენცია გაიმართება ბათუმის მერიისა და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ეგიდით.

ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა
ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა
ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა
ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა

გადაეცემა თუ არა ბათუმის მერიის ღამის თავშესაფარი საპატრიარქოს

ბათუმის მუნიციპალური თავშესაფარი შესაძლოა საპატრიარქოს გადაეცეს. ურეხში, ვარშანიძის 74-ში მდებარე ღამის თავშესაფარში ის მოხუცებიც გადავლენ, რომლებიც ამჟამად ხიმშიაშვილის ქუჩაზე საპატრიარქოს სავანეში ცხოვრობენ.

ეს ინფორმაცია წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს დირექტორმა, იოანე ბარამიძემ დაგვიდასტურა. მისი თქმით, პროექტი უკვე არსებობს და ხარჯთაღრიცხვაც, თუმცა ბათუმის წლევანდელ ბიუჯეტში რეაბილიტაციისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. ჯერჯერობით უცნობია, რაში გამოიყენებს საპატრიარქო შენობას ზღვის პირას, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც ახლა მოხუცთა სავანეა.

„ამაზე საუბარი იყო დაახლოებით წელიწადნახევრის წინ. მერიაში მომზადდა პროექტიც, რომლის მიხედვითაც ურეხის თავშესაფრის 4-სართულიან შენობას კიდევ ერთი სართული უნდა დაემატოს და დაახლოებით 180 მოხუცის მოთავსების საშუალება გვექნება. ეს იყო ბათუმის მერიის ინიციატივა, რომ შენობა გადმოეცათ ჩვენთვის. როგორც ჩანს, დაფინანსებას ელოდებიან. როდის დაფინანსდება შენობის რეაბილიტაცია, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, – გვითხრა იოანე ბარამიძემ.

კითხვაზე, რა გაიხსნება საპატრიარქოს კუთვნილ შენობაში, სადაც ამჟამად წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე ფუნქციონირებს, სავანის დირექტორი, იოანე ბარამიძე ამბობს, რომ საპატრიარქოს ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, „თუმცა გამორიცხული არაა, საპატრიარქომ ინკლუზიური სწავლების საბავშვო ბაღი გააფართოოს, რაც ამჟამადაც არის ჩვენ გვერდით,“ – გვითხრა იოანე ბარამიძემ.

„ამ ეტაპზე მსგავსი საკითხი არ განიხილება,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში მუნიციპალური თავშეფრის საპატრიარქოსთვის გადაცემის შესახებ.

ეს საკითხი რომ განიხილებოდა, ამას ბადრი გოგიძე ადასტურებს. ის ბათუმის მერიის ააიპ-ის „სოციალური სერვისების სააგანტოს“ ხელმძღვანელია. ეს სააგენტო უწევს ადმინისტრირებას ბათუმის მუნიციპალურ თავშესაფარს.

„განიხილებოდა და პროექტიც არსებობს რეაბილიტაციის, მაგრამ ამ ეტაპზე თავშესაფრის საპატრიარქოსთვის გადაცემის საკითხი აღარ განიხილება. რატომ აღარ განიხილება ახლა, ეს არ ვიცი“ –  გვითხრა ბადრი გოგიძემ.

„მუნიციპალური თავშესაფრის რეაბილიტაცია დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაჯდება“, – უთხრა არჩილ ვანაძემ, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ. ის განმარტავს, რომ მერიაში საპატრიარქოსთვის, ან რომელიმე სხვა ორგანიზაციისთვის თავშესაფრის გადაცემის საკითხი ამ ეტაპზე აღარ განიხილება, ვიდრე მერია თავშესაფრის რეაბილიტაციას არ დაასრულებს. ის აზუსტებს, რომ საუბარია არა ქონების, არამედ მართვის უფლების გადაცემაზე.

„სამწუხაროდ, წელს ბიუჯეტში რეაბილიტაციისთვის თანხა ვერ გამოიძებნა. რეაბილიტაციის შემდეგ მოხდება ამ საკითხის გადაწყვეტა, ვის გადაეცემა სამართავად თავშესაფარი,“ – გვითხრა არჩილ ვანაძემ.

ბათუმის მუნიციპალურ თავშესაფარში, ვარშანიძის ქუჩაზე, ამ დროისთვის 45 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი. ადამიანებს აქ მხოლოდ ღამის გათევა შეუძლიათ. თავშესაფარს მერია წელიწადში 227 500 ლარით აფინანსებს.

ბათუმის მერია აფინანსებს ასევე საპატრიაქროს კუთვნილებაში არსებულ წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს – 803 ათასი ლარით. საპატრიარქო სავანეს დაახლოებით 276 ათასი ლარით აფინანსებს. ამ სავანეში 122 მოხუცი ცხოვრობს.

ბრძოლა ინტელიგენციის ელიტებს შორის

ავტორი: ოჩი კონცელიძე

ინტერვიუ პოლიტილოგ ბაქარ ბერეკაშვილთან. ინტერვიუ მომზადებულია კვლევის – „საბჭოთა დროის ინტელიგენციის როლი დამოუკიდებელი საქართველოს ინსტიტუციური მშენებლობის პროცესში“ ფარგლებში

საბჭოთა დროის ინტელიგენციის მნიშვნელობით რომ დავიწყოთ საუბარი, საინტერესოა, რა იყო მისი შექმნის მიზანი და დანიშნულება? 

საბჭოთა ინტელიგენცია განსაკუთრებით ყალიბდება სტალინურ ეპოქაში. სტალინს ჰქონდა გამორჩეული დამოკიდებულება კულტურული ელიტების მიმართ, ვინაიდან მან იცოდა, რომ ძალაუფლების განმტკიცებისთვის საჭირო იყო არამხოლოდ პოლიტიკური კლასის პოლიტიკური მხარდაჭერების, არამედ კულტურული ელიტების მობილიზაციაც.  ამიტომ ვიტყოდი, რომ საბჭოთა ინტელიგენცია ყალიბდება სტალინური პოლიტიკის კვალდაკვალ. ეს არის სტალინური რეჟიმის შემადგენელი, რომლის მიზანი იყო საბჭოთა კავშირის ბიუროკრატიულ აპარატში თავმოყრილი იდეების ლეგიტიმაცია და ინტელექტუალიზაცია. ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა არამხოლოდ სტალინი, არამედ, ეს არის ზოგადი პრაქტიკა, ავტორიტატი ლიდერები ცდილობენ ჰყავდეთ საკუთარი კულტურული ელიტები, რომლებსაც დაეყრდნობა ავტორიტარის ლეგიტიმაცია.

თუმცა საბჭოთა დროის ინტელიგენცია არ არის ერთგვაროვანი, შედგება გარკვეული ჯგუფებისგან, პირობითად რომ დავყოთინტელიგენციის ერთი ნაწილი, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო ხელისუფლების განხორცილებაში, პარტიის წევრები იყვნენ და მონაწილეობდნენ ხელისუფლების განხორციელებაში. მეორე  ჯგუფი შეადგენდა ინტელიგენცია, რომელიც უშუალოდ არ მონაილეობდა ხელისუფლების განხორციელებაში, გრამ აფილირებული იყო კომპარტიასთან, ასევე შეგვიძია გამოვყოთ ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელიც ლატენტურად უპირიპირდებოდა საბჭოთა ხელისუფლებას, მაგალითად კინორეჟისორები, და მეოთხე ჯგუფი, დისიდენტები,რომლებიც აშკარად უპირისპირდებოდნენ საბჭოთა ხელისუფლებას და სისტემას. ამგვარ დაყოფას რამდენად ეთანხებით?

აბსოლუტურად ვეთანხმები. იყვნენ კულტურული ელიტები, მოკავშირე სტრატა, და იყვნენ, ასე ვთქვათ, არაკონფორმისტი კულტურული ელიტები, რომლებიც გამოირჩეოდნენ საბჭოთა კავშირის მიმართ სატირული აზროვნებით, შეფარული კრიტიკით, მაგალითად, ეს აქტუალური ხდება პოსტსტალინურ ეპოქაში, სტალინურ ეპოქაში კი, ეს სივრცე უფრო მეტად ჰომოგენური ჩანდა, რადგან შიში იყო სტალინის პიროვნების, მის მიერ შექმნილი სისტემის მიმართ. აქტიური დისიდენტური ჯგუფები გაჩნდნენ პოსტსტალინურ ეპოქაში, როცა  კულტურული ცხოვრების ნორმალიზაცია მოხდა. დესტალინიზაციამ ხელი შეუწყო ადამიანების მიერ ღიად საუბრის დაწყების პროვოცირებას და მოვლენების კრიტიკულ შეფასებას.

რა თქმა უნდა, საბჭოთა დროის ინტელიგენცია ერთგვაროვანი არ იყო. იყვნენ ჯგუფები, რომლებიც ახდენდნენ სისტემის იდეალიზიაციას. ელიტები, რომლებიც ღიად ებრძოდნენ საბჭოთა სისტემას და ელიტები, რომლებიც არ ებრძოდნენ ღიად, მაგრამ ცდილობდნენ საკუთარი სტილი დაემკვიდრებინათ, ასეთი იყო მაგალითად, ანდრეი ტარკოვსკი, რომელიც არ თვლიდა თავს საბჭოთა კავშირის არც მტრად და არც მეგობრად.

გადავინაცვლოთ პოსტაბჭოთა საქართველოში და იმ ჯგუფებზე ვისაუბროთ, რაც მე ზემოთ ჩამოვთვალე, რამდენად მოახდინეს ადაპტაცია ახალ რეალობაში, 1991 წლიდან, გამსახურიდას ხელისუფლებიდან დაწყებული დღემდე?

მე ვფიქრობ, უმეტესმა ნაწილმა მოახერხა. განსაკუთრებით 1970-იან და 1980-იან წლებში ჩამოყალიბებულმა ელიტებმა, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ კონფორმიზით. გამომდინარე იქიდან, რომ 1990-იან წლებში საქართველოში ხელისუფლებაში დაბრუნდა ექსკომუნისტური ნომენკლატურა, საბჭოთა დროის ელიტასთან საერთო ენის გამონახვის საჭიროება არ იყო. ხელისუფლებაში დაბრუნდნენ ის ადამიანები, რომლებიც კარგად თანაარსებობდნენ საბჭოთა ელიტებთან. ესენი იყვნენ დამსახურებული არტისტები, ცნობილი მწერლები და აშ. რიცხვობრივად დიდი იყო იმ ჯგუფის ზომა, ვინც1993 წელს  შევარდნაძის დაბრუნების შემდეგ მოახდინა მისი ხელისუფლების  ლეგიტიმაცია. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ვერ მოერგნენ  შევარდნაძის ხელისუფლებას, და მათი უმეტესობა ისინი იყვნენ, ვინც 1970-80-იან წლებში ნონკონფორმისტებს წარმოადგენდნენ კულტურაში.

თუმცა 1990იან წლები მხოლოდ შევარდნაძ მმართველობით არ არის დასმახსოვრებელი, 1990იანი წლების დასაწყისში პრეზიდენტი იყო ზვიად გამსახურდია..

გამსახურდიას დროს პოლარიზებული იყო საბჭოთა ინტელიგენცია. საბჭოთა ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენელი სარგებლობდა პრივილეგიებით გამსახურდიას მმართველობის დროს, ძალიან ბევრი ნაციონილისტური იდეა, რომელიც მათ თავში იყო მოყრილი, გამსახურდიას მმართველობას კარგად შეუთავსა. თუმცა, ცხადია, ამავდროულად იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მისი მმართველობის დროს დაუპირისპირდნენ ზვიად გამსახურდიას, ამ ჯგუფებში ისინი შედიოდნენ, ვინც მეტი პრივლეგიებით სარგებლობდა საბჭოთა დროს. ამ ადამიანებმა ზვიად გამსახურდიას პოლიტიკის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, გვარების ჩამოთვლას აზრი არ აქვს. სოლიდური, მოწინავე ელიტები იყვნენ პროშევარდნაძისტული სენტიმენტებით განწყობილი. გამსახურდიასაც ჰყავდა თავისი ელიტა, რომელიც საბჭოთა დროსაც იდეოლოგიური ნორმების კვლავწარმოებას ახდენდა.

როდესაც შევრდნაძის ხელისუფლება სრულდება და ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოდის, ამ დროს პოსტსაბჭოთა ინტელიგენციის როლი იცვლება თუ  არა? და გრეთვე, საინტერესოა, ახალ ინტელექტუალებსა და საბჭოთა დროის ინტელიგენციის წარმომადგენლებს შორის როგორი ურთიერთობა ყალიბდება?

სააკაშვილი წარმოჩინდა, როგორც ქარიზმატული ლიდერი, რომელსაც ჰქონდა ამბიცია მოდერნიზაციის ყველაფრის ფასად და ამ მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში განიხილავდა საბჭოთა ინტელიგენციას, როგორც წითელ ინტელიგენციას. ახდენდა გამსახურდიას რიტორიკას წითელი ინტელიგენციის რეპლიკაციას. სააკაშვილის დროს საბჭოთა ინტელიგენცია შეეცადა სააკაშვილთანაც გამოენახა საერთო ენა, მაგრამ სააკაშვილი აღმოჩნდა სხვა მხარეს. მისი მიზანი არ იყო საბჭოთა დროის ინტელიგენციის შემორიგება, ან მათთან კოოპერაცია, მისი მიზანი იყო ახალი კულტურული და პოლიტიკური ელიტების შექმნა, რაც მან მოახერხა კიდეც. მან შექმნა ჯგუფები, რომლებმაც გაიმეორეს საბჭოთა ინტელიგენტების პრაქტიკა, რომ ხელისუფლების იდეებს სჭირდებათ ლეგიტიმაცია კულტურულ სივრცეებში. ეს  [სააკაშვილმა] განსაკუთრებით წარმატებით განახორციელა უნივერსიტეტებში. აკადემიურ სივრცეებში თავმოყრილი იყო და ძალაუფლება ჰქონდა იმ სამეცნიერო ელიტებს, რომლებიც იზიარებდნენ სააკაშვილის სისტემის ღირებულებებს და ნეოლიბერალურ სენტიმენტებს. სააკაშვილმა, განსხვავებით შევარდნაძისგან, რომელიც მეტწილად აქცენტებს აკეთებდა ხელოვანებზე და მწერლებზე, ყურადღება გადაიტანა აკადემიურ ელიტებზე. თუმცა სააკაშვილსაც ჰყავდა ლოიალური ჯგუფი ხელოვანების ქვეყნის შიგნით, რომლებიც ახდენდნენ მისი იდეების იდეალიზაციას. რასაკვირველია, საბჭოთა დროის ინტელიგენციის ისეთი ჯგუფებიც იყვნენ, რომლებიც მოერგნენ სააკაშვილის რეჟიმსაც, მაგრამ საგულისხმოა, რომ ეს ადამიანები ნაკლები პრივილეგიებით სარგებლობდნენ შევარდნაძის დროს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის კულტურულ ელიტებში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ციკლური პროცესი. შევარდნაძის დროს ის კულტურული ელიტის ჯგუფი, ვინც თავს მიიჩნევდა დაჩაგრულად, გაძლიერდა სააკაშვილის მმართველობის დროს.

„ქართული ოცნების“  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც იგივე განმეორდა?

კი, რა თქმა უნდა.  ძალიან ბევრი შემთხვევაა ამის, როდესაც სააკაშვილის მიმართ დაპირისპირებული ელიტები ახლა უკვე წარმოჩენილები არიან როგორც „ოცნების“ მიმართ ლოიალური ჯგუფები. ეს არის პროცესი, რომელიც მუდმივად განახლებადია. სააკაშვილმა, განსხვავებით გამსახურდიასგან, შექმნა ახალი ელიტები, გააჩინა ახალი ინტელიგენცია, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს ახალი ინტელიგენციაც რაღაცნაირად საბჭოთა ინტელიგენციასთან იყო მიბმული. მე ახალ კულტურულ ელიტებს აღვიქვამ როგორც საბჭოთა ელიტების მეტამორფოზას, გარდაქმნას, იმიტომ, რომ ახალ საქართველოში იგივე ფუნქცია და ადგილი  დაიკავეს. პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩამოყალიბებული ახალი ინტელიგენციის ფუნქცია არ არის კრიტიკული და კრეატიული აზროვნება, მათი ფუნქცია იგივე იყო, რა ფუნქციაც ჰქონდა საბჭოთა ელიტებს საბჭოთა დროს. დაპირისპირება, რომელსაც ვხედავ ახალ ლიბერალურ და პოსტსაბჭოთა ინტელიგენციას შორის, ეფუძნება არა კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლას, თუ ვინ უფრო კონფორმისტია და ვინ – არა, არამედ დაფუძნებულია პრივილეგიებისთვის ბრძოლაზე.

დღემდე ასე გრძელდება პრივილეგიებისთვის ბრძოლა? ბოლო მაგალითი რომ გავიხსენოთ, ერთ-ერთი თეატრის მსახიობმა გააპროტესტა მისი დაბალი ანაზღაურება თეატრში და ეს გახდა ძალიან აქტუალური თემა ქართულ მედიაში, მიეძღვნა გადაცემები და ა.შ. მაშინ, როცა მაგალითად პედაგოგების ხელფასებზე საუბრისთვის ქართული მედია, განსაკუთრებით სატლევიზიო მედია, მაინცადამაინც თავს არ იწუხებს. ეს შეიძლება იმის მაგალითად მოვიყვანოთ, რაც თქვენ თქვით?

კი, საბჭოთა დროის ინტელიგენცია შეჩვეულია კომფორტულ ცხოვრებას და ამ კომფორტულ ცხოვრებას როცა უჩანს უპერსპექტივობა, ისინი იწყებენ ამ პრივილეგიების შენარჩუნებისთვის ბრძოლას.

ბრძოლა ელიტებს შორის არის დაუნდობელი. ვინც არის წარუმატებელი და პრივილეგიებდაკარგული, ის ახდენს საკუთარი თავის ვიქტიმიზაციას, რომ ის არის მსხვერპლი, იმიტომ, რომ მას არ აფასებენ. ის ცდილობს საკუთარ თავზე რეპრეზენტაცია მოახდინოს და თქვას, რომ ის, სხვასავით, არ არის კონფორმისტი და ამიტომაც არ არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში.

მე პირადად ნიჰილისტურად ვარ განწყობილი შევარდანაძის პერიოდიდან წამოსული ელიტების მიმართ, ისინი განსაკუთრებით შეჩვეულები იყვნენ სოციალურ პრივილეგიებს. ამ პრივილეგიების დაკარგვას ვერ ეგუებიან, მაგრამ მოუწევთ თვალის გასწორება, ვინაიდან დღეს ვცხოვრობთ ახალი სოციალური წესრიგის პირობებში, როდესაც იბადება ახალი ინტელიგენტების კლასი. ეს  კლასი ერთის მხრივ  იბრძის პრივილეგიების აგრეგაციისთვის და მეორეს მხრივ ღირებულებებიც განსხვავებული აქვს, მაგრამ ღირებულებები განსხვავებულია არა  იმ გაგებით, რომ ახალი ელიტა უფრო  მეამბოხეა და უფრო კრიტიკულად განწყობილი, არამედ ღირებულებითი ორიენტირები აქვთ სხვა, პოსტმოდერნული იდენტობის მატარებლები არიან. საბჭოთა დროის ინტელიგენციის წარმომადგნელების ღირებულებები შერწყმულია კონსერვატიულ ღირებულებებთან, ისინი ჰიბრიდული ღირებულებების მატარებლები არიან. ამ დაპირისპირებაში ახალი ინტელექტუალური კლასი ჩანს როგორც პროგრესული, თუმცა მე ასე არ მგონია. ახალი ინტელიგნეციის, იგივე ინტელექტუალების პროგრესულობა რით შეიძლება გავზომოთ? შეიძლება გავზომოთ იმით, თუ რამდენადაა მათში თავმოყრილი კრიტიკული რეფლექსიები, მე ამ რეფლექსიებს მათში ვერ ვხედავ. აი, მაგალითად, ჩვენ ვერ ვხედავთ ქართველ მწერლებს, აკადემიურ ელიტებს, წამყვან ავანგარდულ ჯგუფებს, რომლებიც აკრიტიკებენ არსებულ სოციალურ გარემოს, რომლებიც აკრიტიკებენ პოსტსაბჭოთა ცხოვრების წესს, ისინი უფრო მეტად  აკრიტიკებენ ტრადიციონალისტურ ინსტიტუტებს და ღირებულებებს, რითაც იძენენ სიმბოლურ და კულტურულ კაპიტალს. სიმბოლური და კულტურული კაპიტალის აგრეგაცია, რომელიც ეფუძნება ტრადიციონალურ ღირებულებების კრიტიკას, აღიზიანებს საბჭოთა დროის ელიტებს და აქ ხდება მათ შორის კონფლიქტი.

მაინტერესებს, რამდენად თანმიმდევრული აღმოჩნდა საბჭოთა დროის ინტელიგენცია ახალ გამოწვევებთან, დემოკრატიულ ღირებუელბეთან,  უმცირესობების  – ეთნიკური, რელიგიურ და ა.შ. უმცირესობების მიმართ? აგრეთვე, საინტერესოა, სიახლეების  მიმართ რამდენად გაიარეს ადაპტაცია? რამდენად გაუსწორეს რეალობას თვალი?

მე ასე ვიტყოდი – იმდენად ენერგიული და მძიმე იყო ავტორიტარული მემკვიდრეობა, რომელიც საბჭოთა კავშირიდან მიიღო ქართულმა საზოგადოებამ, რომ შეუძლებელია მათში ჩამოყალიბებულიყო პროდემოკრატიული განწყობები. ერთგან სოციოლოგები: ინგლეჰარტი და ველცელი წერენ, რომ ვაიმარის რესპუბლიკაში დემორკატია იმიტომ ვერ შედგა, რომ დემოკრატია დემოკრატების გარეშე იყოო. გერმანელებმა, რომლებსაც მემკვიდრეობით ერგოთ კაიზერული, სამხედრო სულისკვეთება, ვერ გაიგეს საქმე რასთან ჰქონდათ. ასეთივე ვითარებაში აღმოჩნდა საბჭოთა ინტელიგენციაც, საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ. იმდენად იყო მათში საბჭოთა იდეოლოგიური ნორმები დაშტამპული, რომ დემოკრატიასთან მიმართებაში დაიბნენ.

საბჭოთა დროის კულტურულ ინტელიგნეციას არ ესმის თანამედროვე დემოკრატიის არსი. დემოკრატიას აიგივებენ იმასთან, რასთანაც გაიგივებაც არ გამოდგება. მაგალითად, დემოკრატია გონიათ, რომ არის განვითარება, სინამდვილეში, დემოკრატია და  განვითარება სხვადასხვა რამაა. თანამედროვე დემორკატიის პარადიგმა მდგომარეობს თანამედროვე ღირებულებების ადვოკატირებაში. ესაა ოპოზიციის, უმცირესობის და აშ. ინტეგრაცია, განსხვავებული აზრის  მიმართ პატივისცემა და სხვა. ამ იდეალებს საბჭოთა დროის ინტელიგენცია ვერ იღებს, ვინაიდან მათთვის ეს არის უცხო ნორმები. მათ წარმოსახვაში დემოკრატია ნიშნავს კარგად ცხოვრებას, კეთილდღეობას, არადა კეთილდღეობა შესაძლებელია დემორკატიის გარეშეც. ახალ ინტელიგენციას ეს საკითხი უფრო კარგად აქვს გააზრებული, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი დემოკრატიული იდეალების მიმართ ერთგულნი არიან, ვინაიდან მათი მენტალური მდგომარეობა ისევ საბჭოთა მენტალურ მდგომარეობაშია და ამას ადვილად ვერ შეცვლი. ახალი ელიტები იმ სოციალური გარემოდან არიან, სადაც საბჭოთა პარადიგმების გავლენა ჯერ კიდევ დიდია.

ახალი კულტურული ელიტები ცდილობენ უფრო პროდემოკრატიულები იყვნენ, ახალი იდეები უფრო მეტად მიიღონ, თუმცა, ჩემი აზრით,  ეს უფრო იმიტაციურია იმ გაგებით, რომ იმიტაცია დასავლეთისადმი არის მიმართული. მათი პრაქტიკა და დისკურსი ერთმანეთისგან განსხვავდება, ხშირად არიან დამორჩილებული იმ სოციალურ ნორმებზე, რაც ადაპტირებულია საზოგადოებაში, მაგალითად აკადემიური ელიტის წარმომადგენელისთვის, როგორც წესი, მთავარია თავისუფლების იდეა, მაგრამ პრაქტიკაში შესაძლოა იყოს კლანური, პრაქტიკაში იყენებდეს იმ ინსტრუმენეტებს, რომლებიც იმ მომენტში მას უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ერთია დისკურსი და სხვა არის პრაქტიკა. ამ მხრივ საბჭოთა დროინდელი ელიტები უფრო პატიოსნები არიან იმ გაგებით, რომ, რა დისკურსის მატარებლებიც არიან, პრაქტიკაშიც იგივეს იცავენ, მაგალთად უმცირესობების მიმართ, დისკურსულადაც და პრაქტიკულადაც აქვთ უარყოფითი დამოკიდებულებები.

თქვენი აზრით, საზოგადოების დამოკიდებულება საბჭოთა დროის ინტელიგენციის მიმართ შეიცვალა, თუ – არა?

პრინციპში, ახალი თაობა ვერ იგებს რა სურს საბჭოთა დროის ინტელიგენციას, ვერ ხვდებიან მთავრობის მხრიდან არდაფასება რას ნიშნავს, ან საერთოდ რატომ უნდა იყვნენ დაფასებულები. ახალ თაობაში უფრო მეტად არის გამჯდარი ინდივიდუალური ეთოსი, მორალური ავტორიტეტების ნგრევა და მათთვის გაუგებარია საბჭოთა დროის ინტელიგნეციის ამბიციები და პრეტენზიები. თუმცა საზოგადოებაში ჯერ კიდევ გარკვეული ჯგუფი არსებობს, სოლიდური ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ საბჭოთა დროის კულტურული ელიტები უნდა დაფასდნენ, ვინაიდან მათ რაღაც ღირებული შექმენს, წარმოაჩინეს ქართული კულტურა, მაგრამ ისინი იმ ასაკობრივი ჯგუფის  წარმომადგენლები არიან, რომელსაც  თავად ეს ელიტა წარმოადგენს.  ელიტების მიმართ დამოკიდებულებას განაპირობებს ისიც, თუ როგორ არის აღზრდილი ადამიანი, აქვს თუ არა სენტიმენტალური დამოკიდებულება საბჭოთა ელიტების მიმართ და ალბათ, მისი აზროვნების ტიპიც ამაზე იქნება მორგებული, რომ მოახდინოს ელიტების იდეალიზიაცია.

ჩვენ პრინციპში ვისაუბრეთ პოსტსაბჭოთა დროინდელი ინტელიგენციის სოციალურ გავლენაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ თქვენი აზრით, ეს გავლენა დროთა განმავლობაში მცირდება, იქიდან გამომდინარე, რომ თაობები იცვლება?

მე უფრო ვიტყოდი, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ელიტის შვილები, მშობლების გავლენით სარგებლობენ, გავლენების კვლაწარმოებას ახდენენ, და ამას უფრო მათი შვილები აკეთებენ, ვიდრე თავად ელიტის წარმომადგენლები. როგორც ვხედავ, ეს არის ერთი ჯგუფი თბილისში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. ესენი არიან ერთმანეთთან დაკავშირებული გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც კარგად იცნობენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ერთიანი სხეული.

საინტერესოა სოციალური ცხოვრების რომელ სფეროში მოიტანა ინტელიგენციის ჩართვამ აშკარა შედეგები და სად აღმოჩნდა ის უშედეგო, ან უსარგებლო?

მე ვიტყოდი, რომ მეტწილად საბჭოთა კულტურული ინტელიგენციის როლი პოსტსაბჭოთა ცხოვრებაში არ იყო არაფრით გამორჩეული, განსაკუთრებული კონტრიბუცია სოციალურ ცხოვრებაში მათ არ მოუხდენიათ. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ტენდენციები, რომელიც შეინიშნებოდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როცა მოხდა ავტორიტარული ძალაუფლების კონსოლიდაცია, არსებობდა საბჭოთა ელიტების გარკვეული ნაწილი, პრივილეგიებადაკარგული  ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც, შეიძლება ითქვას პოზიტიური როლი შეასრულეს იმ მხრივ, რომ ღიად აკრიტიკებდნენ სისტემას, შეიძლება ეს კრიტიკა ეფუძნებოდა პრივილეგიების დაკარგვას, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია აღვიქვათ დადებით პროცესად.

ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ინტელიგენცია აკრიტიკებდა სააკაშვილის პოლიტიკას და უჯანყდებოდა ხელისუფლებას, თუმცა,  შესაძლოა სხვამ ჩათვალოს, რომ პირიქით, ეს იყო ინტელიგენციის ამბოხი, იმიტომ, რომ სააკაშვილი შეეცადა მოდერნიზაციას და მისი პოლიტიკა მოდერნიზაციის პროექტის ნაწილი იყო.

კონკრეტიკისკენ რომ წავიდეთ და სოციო-პოლიტიკური ცხოვრებიდან მაგალითი რომ მოვიყვანით  – თუკი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია რაღაც დონეზე ხდება დღეს, მე ამას უფრო „დავაბრალებდი“ ზურაბ აბაშიძის ფენომენს, რომელიც პრემიერ-მინისტრის წამომადგენელია რუსეთთან ურთიერთობაში და რომელიც საბჭოთა დროის პოეტის ირაკლი აბაშიძის შვილია. ზურაბ აბაშიძე სარგებლობს იმით, რომ საბჭოთა კულტურის ელიტიდან არის და კონტაქტებს იყენებს რუსეთთან ურთიერთობაში, რაც ეხმარება საქართველოს  კონფლიქტის ნორმალიზაციაში. აღსანიშნავია, რომ რუსულ ექსპერტულ წრეებში ის ასეთად აღიქმება. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზურაბ აბაშიძე რაღაც კონტრიბუციას აკეთებს ქვეყნისთვის და ამაში მას ეხმარება მისი წარმომავლობა. კიდევ ერთი მაგალითი მახსენდება, როდესაც ნოდარ მგალობლიშვილმა უარი უთხრა შევარდნაძეს ღირსების ორდენის მიღებაზე, მან თქვა, რომ უღირსი პრეზიდენტისგან ღირსების ორდენს არ მიიღებდა. ამ მოვლენამ მახსოვს კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში ძალიან დიდი გავლენა იქონია.

საბჭოთა დროის ინტელიგენციის მხრიდან კოლექტიურ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია, ისეთი, რომ მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა. თუმცა იყო ინდივიდუალური შემთხვევები, როცა კონკრეტული ადამიანის პოზიციები ამკვიდრებდა კრიტიკულ და არაკონფორმისტულ აზროვნებას საზოგადოებაში. ასევე შეგვიძლია რობერტ სტურუას მაგალითი გავიხსენოთ, ის იმდენად იყო დაპირისპირებული საკაშვილის რეჟიმთან, რომ ბევრს აძლევდა კონფრონტაციის სტიმულს სისტემასთან. თუმცა ეს შეიძლება სხვამ სხვანაირად შეაფასოს.

და ბოლოს, მაინტერესებს, საბჭოთა დროის ინტელიგენციის შემოქმედებას რამდენად აქვს გავლენა დღევანდელობაზე?

მე მგონი, შემოქმედებითი გავლენა არ აქვს, ან სუსტია. როდესაც მე ვსაუბრობ გავლენაზე, აქ იგულისხმება ძალაუფლების ველში ყოფნა, იმიტომ, რომ შემოქმედებითი თვალსაზრისით არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა, ევროპული პრაქტიკისგან განსხვავებით, სადაც,  როგორც წესი, შვილები მშობლების ტრადიციას აგრძელებენ, უფრო მეტ კონტრიბუციას დებენ კულტურაში, საქართველოში ასე არ არის. მათი გავლენა შემოიფარგლება სასარგებლო კონტაქტების და ფინანსური კაპიტალის აგრეგაციით. კულტურული კაპიტალი ეფუძნება არა მათ შემოქმედებით პროდუქტს, არამედ მათ სიმბოლურ პოზიციებს. შესაძლოა იყოს რამე შემთხვევები, როცა შვილებმა ინტელექტუალურ ცხოვრებაში ეს გავლენები ჰპოვეს, თუმცა ახლა არ მახსენდება.

შეიძლება ისიც ითქვას, რომ ისეთი ჯგუფებიც არსებობენ, რომლებიც საერთოდ დაიჩაგრა, საბჭოთა ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელთა ხმა საერთოდ არ ისმის. არც 1990-იან წლებში ისმოდა და არც ახლა ისმის. ამაზე მიფიქრია ძალიან ბევრი. აი, მაგალითად რეჟისორები რომ ავიღოთ, ძალიან ბევრი რეჟისორი იყო ძლიერი ინტელექტუალი, სატირულად და ცინიკურად აკრიტიკებდნენ რეალობას და ვისაც დღეს ვერ ვხედავთ. დღეს უფრო შესამჩნევი არიან მხატვრები, მსახიობები, აკადემიური ელიტები და მწერლები, ვიდრე რეჟისორები. არ ვიცი რა მოხდა, სად გაქრნენ, რა არის მათი პასიურობის მიზეზი.

შესაძლოა მათი გაუჩინარება დავაკავშიროთ მათ შეურიგელბელ პოზიციებთან აქამდე არსებული ყველა ხელისუფლების მიმართ?

შესაძლებელია, ალბათ ნიჰილიზმის აპოგეას მიაღწიეს და ნდობა დაკარგეს ყველაფრის მიმართ.

ბათუმის დინამოს პლაჟის ფეხბურთის გუნდი ჩემპიონთა თასის მერვედფინალშია

ბათუმის დინამოს პლაჟის ფეხბურთის გუნდმა ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში ითამაშებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბათუმურმა კლუბმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ინგლისური სენტ ნიოტსი 7:2 დაამარცხა და C ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე:

ბათუმის „დინამოს“ ქვიშის ფეხბურთის გუნდი პორტუგალიაში მიემგზავრება
ბათუმის საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფეხბურთში და დაზიანებული ინფრასტრუქტურა [ფოტო]

 

დამტვრეული სკამები ქედის პარკში

ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, პარკში ხის სკამების უმრავლესობა დამტვრეულია. პარკის რეაბილიტაციაზე ქედის გამგეობამ 2015 წელს 82 828 ლარი დახარჯა.

პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ბილდ მენეჯმეტმა“ შეასრულა. ტენდერის მიხედვით, სკამების საგარანტიო ვადა 2 წელია.

ქედის გამგებლის მოადგილე გურამ ბერიძე ამბობს, რომ გამგეობა პარკში არსებულ დამტვრეულ სკამებს ღია პარკში ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სცენის მონტაჟის ფარგლებში შეაკეთებს. ქედის გამგეობამ დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე არსებულ პარკში სცენის მშენებლობაზე ტენდერი გუშინ, 31 მაისს, გამოაცხადა. საწყისი სატენდერო ფასი 230 800 ლარია.

18835436_1375112335917802_1395529510_n 18928234_1375111915917844_855775259_n

გურამ დოჩანაშვილის საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]

5 ივნისს, 15:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება გურამ დოჩანაშვილის საჯარო ლექცია თემაზე – საუბარი ლიტერატურაზე.  ლექცია შეეხება მის ცხოვრებასა და შემოქმედებას.

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს. მისი ყველაზე ცნობილი რომანია “სამოსელი პირველი”, ასევე მოთხრობა  – “კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”.  იხილეთ მოთხრობის მიხედვით დადგმული სატელევიზიო სპექტაკლი და ამავე მოთხრობაზე მიძღვნილი გადაცემა “წიგნების” გამოშვება, სადაც ნაწარმოების შესახებ გადაცემის წამყვანი ლევან ბერძენიშვილი საუბრობს.

საჯარო ლექცია გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ – მასწავლებლებისთვის, ისე სხვა მოქალაქეებისთვისაც.

ბავშვთა დაცვის დღე ქედაში

დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქედის გამგეობა, დაბაში, გამარჯვების პარკში ბავშვებისთვის 13 საათიდან ანიმაციურ გასართობ შოუს მოაწყობს, ჩვენების დაწყებამდე კი სურვილის შემთხვევაში ბავშვებს სახეს ულტრაგრიმებით მოუხატავენ.

ანიმაციური ჩვენების პარალელურად ბავშვებისთვის მოეწყობა კარაოკე, თოჯინებისა და შემეცნებითი შოუები.

ანიმაციური წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ბავშვებისთვის კონცერტს გამართავს გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი „ინდიგო“ და ფოკლორული ანსამბლი „იასამანი“.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ქედაში 15 საათზე დაიწყება. საბავშვო ღონისძიებები ქედაში დილიდან  16 საათამდე გაგრძელდება.

რატომ არ მუშაობენ პირველ ივნისს საბავშვო ბაღები ბათუმში

ბათუმში საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბაღებში დასვენება გამოაცხადა. ეს დღე ქვეყანაში ოფიციალური უქმე დღე არ არის. სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მშობლები წერენ, რომ ამ მოულოდნელი დასვენების გამო პრობლემები შეექმნათ, რადგან თავად არ ისვენებენ, საბავშვო ბაღები კი არ მუშაობს.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების პიარის, ლიკა აროშიძის განმარტებით, საბავშვო ბაღები ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებების გამო ისვენებენ.

„ვინაიდან ბათუმის მუსიკალურ ცენტრში მასშტაბური ღონისძიება ტარდება, რომელიც ბავშვთა დღისადმი არის მიძღვნილი, 15 საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ანუ 500-ზე მეტი ბავშვი იღებს მონაწილეობას, აქედან გამომდინარე, გამოვაცხადეთ დასვენება. ეს დაგეგმილი იყო ერთი თვით ადრე და მერიასთან შეთანხმებული,“ – აცხადებს ლიკა აროშიძე.

მისი თქმით, ის, რომ პირველ ივნისს საბავშვო ბაღები დაისვენებდნენ, ამის შესახებ მშობლებიც ინფორმირებულნი იყვნენ: „მუსიკალურ ცენტრში ღონისძიების დასრულების შემდეგ, ღონისძიება სოციალურად დაუცველი 300-მდე ბავშვისთვის სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაიმართება, სადაც  ბავშვებს ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან. ბავშვები სხვადასხვა სანახაობაში მონაწილეობენ. ამიტომ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ვერ წარიმართებოდა ჩვეულ რიტმში. ბავშვებისთვის მოსაწვევებიც იყო დარიგებული და მშობლებმა ამის შესახებ იცოდნენ“.

Exit mobile version