ბათუმის მერიის განცხადებით, დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ზოოპარკის დათვალიერებას მსურველები უფასოდ შეძლებენ.
ასევე უფასო იქნება 6 მაისის პარკში განთავსებული ატრაქციონებით სარგებლობაც.
მერიის ინფორმაციით, გასართობი და შემეცნებითი პროგრამები პირველ ივნისს, 13:00 საათიდან დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პირველ ივნისს ბათუმში, 6 მაისის პარკში, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
პირველ ინვისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბავშვებისთვის ღონისძიებებს „ბათუმის ბულვარიც“ გეგმავს. ღონისძიებები კოლონადებთან გაიმართება.