ისინი ექვსი არიან. მათგან ორის წინაპრები გერმანელები იყვნენ, ოთხის – ბელგიელები. 24-საათიან ცვლაში მუშაობენ და დასვენებისა და კვების წინასწარ განსაზღვრული რაციონი აქვთ. ყველას თავისი სახელი ჰქვია, თუმცა, მათი საჯაროდ დასახელება არ შეიძლება, რადგან მათი სამსახური, ფაქტობრივად, გასაიდუმლოებულია. მათ განსაკუთრებული უნარი აქვთ, ყნოსვით შეუძლიათ იპოვონ ნარკოტიკი. აჭარის საბაჟო-გამშვებ პუნქტებში უკვე ორი წელია ორი გერმანული ნაგაზი და …
Category Archives: კვირის ამბები
რატომ უნდა ვერიდოთ ალკოჰოლს ზაფხულში
ზაფხულში ალკოჰოლური სასმელის მიღება ჯანმრთელობისთვის გაცილებით უფრო საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე წელიწადის სხვა დროს. ამ პერიოდში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ალბათობა იზრდება და ორგანიზმს განსაკუთრებით უჭირს ალკოჰოლურ თრობასთან გამკლავებაც. რომელ ალკოჰოლურ სასმელებს უნდა ვერიდოთ ზაფხულში და რატომ არის საშიში ალკოჰოლით ინტოქსიკაცია ზაფხულში? – ამ თემაზე „ბათუმელებს“ ტოქსიკოლოგი ვოვა მგელაძე ესაუბრა, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ექიმი. რატომ არის უფრო …
რა ხდება ქალთა საპატიმროებში
ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმამ“, იმის დასადგენად, თუ რამდენად არის გათვალისწინებული ქალთა გენდერსპეციფიკური ფაქტორები და საჭიროებები სისხლის სამართლის სისტემაში, კვლევა ჩაატარა, რომელიც სისტემის ყველა ეტაპს მოიცავს – დაკავების მომენტს, სასამართლო განხილვას და შემდეგ უკვე სასჯელის აღსრულებას, როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო კუთხით. კვლევის ავტორის, ტატო ქელბაქიანის თქმით, ფოკუსჯგუფებთან, ყოფილ პატიმრებთან, პროკურორებთან, მოსამართლეებთან და სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან …
საავადმყოფოები დონეების მიხედვით – რა უნდა იცოდეს ორსულმა
აჭარა პერინატალური მოვლის რეგიონალიზაციის პროექტში ჩაერთო, რაც იმ სამედიცინო დაწესებულებების დონეებად დაყოფას გულისხმობს, რომლებიც დედათა და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობენ პაციენტებს. ამჟამად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯგუფი აჭარაში სამედიცინო დაწესებულებებს სწავლობს. ბათუმის სამშობიარო სახლი, რეფერალური საავადმყოფო, კლინიკა „მედინა“, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი – ეს ბათუმში მდებარე იმ სამედიცინო დაწესებულებების მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც პერინატალური მოვლის …
Continue reading “საავადმყოფოები დონეების მიხედვით – რა უნდა იცოდეს ორსულმა”
ბათუმის ზოოკუთხის ბინადრები
„ზოოპარკის დანიშნულება არ არის ცხოველთა დატყვევება, ზოოპარკი ახდენს ცხოველთა მოვლა-პატრონობას და იმ ცხოველთა გადარჩენას უწყობს ხელს, რომელებსაც გადაშენების საფრთხე ემუქრება. ბათუმის ზოოკუთხე ცდილობს ამ გზაზე იაროს, ჩვენ რამდენჯერმე მოგვიყვანეს უდედოდ დარჩენილი რამდენიმე დღის ნუკრი, რომელიც აღვზარდეთ, მოვაძლიერეთ და ველურ ბუნებაში დავაბრუნეთ. ასევე ვაპირებთ ხალებიანი ირმების ბოტანიკურ ბარში გადაყვანას, რათა თავი უფრო თავისუფლად იგრძნონ და ასევე, …
რა ეღირება თხილი?
ქართული თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდასთან ერთად მოსახლეობამ თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარის სოფლებში თხილის ბაღებმა ტრადიციული სიმინდის კულტურა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ზაფხულში 1 კილოგრამი ნედლი თხილის ჩაბარების ფასი 4-5 ლარი იყო, მოსახლეობამ გასულ წელს მოწეული მოსავლის რეალიზაცია ვერ შეძლო. აჭარის სოფლებში თხილის კრეფის სეზონი რამდენიმე დღეში …
უსაფრთხოების ნორმები მშენებლობებზე კონტროლს მიღმა
„მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით“ – ეს პასუხი წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან „ბათუმელებმა“ ოთხჯერ მოისმინა. ოთხჯერ მშენებლობიდან გადმოვარდა მუშა ბათუმში. ოთხივე დაიღუპა. ამჟამად მშენებლობაზე ერთი დაშავებული მუშა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი იმ პირის დასჯას ითვალისწინებს, რომელიც მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების წესებს არღვევს. ბათუმში წელს მშენებლობებზე მუშების დაშავების ან დაღუპვის …
Continue reading “უსაფრთხოების ნორმები მშენებლობებზე კონტროლს მიღმა”
„მზე ჩავიდა ბატონებო!“
„მზე ჩავიდა ბატონებო!“ – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც 18 ივლისს, ბათუმის თეატრალურ სარდაფში ნახა მაყურებელმა. სპექტაკლი ანტონ ჩეხოვის პიესის, „ალუბლის ბაღის“ ადაპტირებული ვერსიაა. აქ ალუბლის ბაღი უკვე გაყიდულია და პერსონაჟები ჩაკეტილ სივრცეში იმყოფებიან, საიდანაც მუდმივად ცდილობენ გაღწევას, მაგრამ არსად აქვთ წასასვლელი. ბაღი განადგურდა, იგი აღარ არსებობს და დარჩა მხოლოდ მოგონებები და განცდები. პერსონაჟებს მუდმივად სტანჯავთ …
რამდენი ქუჩა ატარებს ქალის სახელს ბათუმში
ბათუმში 220-ზე მეტი ქუჩაა, მათგან 163 ქუჩა საქართველოს ან კონკრეტულად აჭარის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილის მქონე მამაკაცების სახელობისაა, ქალი მოღვაწეების სახელს კი მხოლოდ 9 ქუჩა ატარებს. თუ ქუჩების დასახელებებით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ აჭარის ან მთლიანად საქართველოს ისტორიიდან, საზოგადოებამ მხოლოდ 9 ღვაწლმოსილი ქალი გამოარჩია. გენდერული დისბალანსი ქუჩების სახელდებისას მხოლოდ ბათუმის პრობლემა არ არის. გენდერის კვლევების სპეციალისტი, ეთუნა …
Continue reading “რამდენი ქუჩა ატარებს ქალის სახელს ბათუმში”
20 წლის ევროპის ჩემპიონი აჭარიდან – „ყველაზე დიდი მიზანი ოლიმპიური ოქროა“
ახლახან რუმინეთში, ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოსა და აჭარის ნაკრების წევრმა, 20 წლის რამაზ ზოიძემ 66 კგ. წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამავე ჩემპიონატზე პირველი ადგილი აიღო საქართველოს ნაკრებმაც – ჯამში 62 ქულა და 12 ქულით აჯობეს მეორე ადგილზე გასულ რუსეთის ნაკრებს. რამაზ, როგორ ემზადებოდით ჩემპიონატისთვის და ელოდით თუ არა …
Continue reading “20 წლის ევროპის ჩემპიონი აჭარიდან – „ყველაზე დიდი მიზანი ოლიმპიური ოქროა“”
სად ისვენებენ ქართველები უცხოეთში – რჩევები დამწყები მოგზაურებისათვის
თურქეთი, ეგვიპტე, ჩეხეთი, უნგრეთი, ესპანეთი – „ბათუმელების“ მიერ გამოკითხული ტურისტული სააგენტოების ინფორმაციით, ყველაზე ხშირად ქართველი დამსვენებლები ამ ქვეყნებს ანიჭებენ უპირატესობას. არჩევანს ძირითადად ფასი და შედარებით ლიბერალური სავიზო რეჟიმი განაპირობებს. ამ სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე იაფი და პოპულარული კურორტი ანტალიაა, სადაც დასვენების ფასი საშუალოდ 300 დოლარიდან იწყება. თუმცა ბოლო დროს საქართველოს ბევრი მოქალაქე, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ტურისტული სააგენტოების გარეშეც …
Continue reading “სად ისვენებენ ქართველები უცხოეთში – რჩევები დამწყები მოგზაურებისათვის”
საკვების უვნებლობა და 133 დაჯარიმებული ობიექტი აჭარაში
გასულ კვირას ბათუმში, კაფე `შემოიხედეში~ სტუმრობის შემდეგ 7 ადამიანი მოიწამლა. მოწამვლის მიზეზებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადგენს. რა ნორმები დაარღვიეს საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა, რამდენი ობიექტი დაჯარიმდა და როგორ ხორციელდება კვების ობიექტების მონიტორინგი აჭარაში? – “ბათუმელების“ კითხვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის ბიუროს მთავარმა სპეციალისტმა, ბიძინა ჯიბლაძემ უპასუხა. ბატონო ბიძინა, რა დადგინდა `შემოიხედეს~ შემოწმების შედეგად, რამ გამოიწვია მოქალაქეების …
Continue reading “საკვების უვნებლობა და 133 დაჯარიმებული ობიექტი აჭარაში”
არასრული მონაცემებით, მარტო ივნისში, სტიქიის გამო აჭარაში ზარალი მილიონ ლარზე მეტია
8 ივლისს განვითარებული წყალდიდობებისა და მეწყერული პროცესების პარალელურად, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, ქედის მუნიციპალიტეტისა და აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმოადგენლებმა, 2016 წლის ივნისის თვეში სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის შესახებ მონაცემები წარადგინეს. თანხა საერთო ჯამში ერთ მილიონ ლარზე მეტია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, რომელიც ამავდროულად სტიქიის სალიკვიდიციო შერეული სამთავრობო კომისიის წევრიცაა – ქედის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი ანგარიშით, …
ტურიზმი აჭარის სოფლებში
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გობრონეთში, ზებურ ბოლქვაძის საოჯახო სასტუმრო უკვე მერვე წელია ტურისტებს მასპინძლობს. ზებურის სასტუმრო მაღალმთიან აჭარაში ერთადერთი არ არის, სადაც უცხოელი თუ ქართველი ტურისტები ჩადიან. აჭარის სოფლის საოჯახო სასტუმროებში დღე-ღამე 15-150 ლარი ღირს, სერვისის მიხედვით. ზებურ ბოლქვაძემ აგროტურიზმის შესახებ პირველად 2005 წელს მონტენეგროში ერთ-ერთი არასამთავრობოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გაიგო: „იქ როგორც მოყვარული მეფუტკრე ვიყავი …
შავი ზღვის ჯაზფესტივალის 7 დღე ბათუმში – რას მოვუსმენთ
მის ლორინ ჰილი, მეისი გრეი, The Prodigy და სხვები წელს შავი ზღვის მეათე ჯაზფესტივალის ფარგლებში ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან. ფესტივალი 15-24 ივლისს ბათუმში გაიმართება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში კონცერტები 7 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, 20 საათზე, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში (ძირითადი სცენა) ჩატარდება. ასევე, კლუბ TAKE Five-ში ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მეისი გრეის დიჯეი სეტის, ნიქ ვესტის, DJ LOGIC & Friends-ისა …
Continue reading “შავი ზღვის ჯაზფესტივალის 7 დღე ბათუმში – რას მოვუსმენთ”
„ჭკვიანი“ შპრიცები ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის
შპრიცებისა და ნემსების ინექციისთვის ხელმეორედ გამოყენება მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს აავადებს სიცოცხლისთვის საშიში ინფექციებით. გამონაკლისი არც საქართველოა. გამოყენებული შპრიცების გაზიარების პრაქტიკა, ძირითადად, ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელშია გავრცელებული, თუმცა ცნობილია, რომ ნემსის შემთხვევით ჩხვლეტის გამო სხვადასხვა ინფექციით მედპერსონალიც ინფიცირდება. სწორედ ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო], სპეციალური – „ჭკვიანი“ შპრიცების გამოყენების რეკომენდაციას იძლევა, რომელთა ხელმეორედ გამოყენება, სპეციალური მექანიზმის …
Continue reading “„ჭკვიანი“ შპრიცები ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის”
მოსალოდნელზე მეტად დაბინძურებული შავი ზღვა
შავი ზღვის ყველაზე მასშტაბური და უნიკალური კვლევა, რომელშიც ხუთი ქვეყნის 40 მეცნიერი მონაწილეობდა, დასრულდა. კვლევის ერთ-ერთი მიზანი შავი ზღვის დანაგვიანების შეფასება იყო. კვლევის მონაწილეები ამბობენ, რომ შავი ზღვა, კვლევის ფარგლებში შემოწმებული ლოკაციების მიხედვით – ყველაზე მეტად დაბინძურებული საქართველოშია. მარინოლიტერი – ასე უწოდებენ ზღვაში სხვადასხვა წარმოშობის ნაგავს. ეს შეიძლება იყოს: პოლიომერიული მასალა, პენოპლასტი, ქაღალდი, ტოტები, ფიჩხები …
Continue reading “მოსალოდნელზე მეტად დაბინძურებული შავი ზღვა”
„არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნები“ – ინტერვიუ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან
პაატა ჯალაღონია დღემდე მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ურთიერთობა კი ამ ორ სტრუქტურას შორის უფლებამოსილების ოთხ წელიწადში ბევრჯერ გართულდა. მიუხედავად ამისა, წინასწარი მონაცემების მიხედვით, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს, პაატა ჯალაღონიას, ასარჩევად საჭირო 11 მხარდამჭერი ჰყავს. რას შეცვლის უსკოს მუშაობაში არჩევის შემთხვევაში და გეგმავს თუ არა საკადრო ცვლილებებს – ამ …
Continue reading “„არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნები“ – ინტერვიუ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან”
რა აფერხებს ახალი გზის მშენებლობას ბათუმში
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელებაზე გზის მშენებლობა შეჩერებულია. მიზეზი მშენებარე გზის პირას არსებული ავარიული კორპუსის მცხოვრებთა პროტესტია. მოსახლეობა კომპანიას გზის მშენებლობის საშუალებას არ აძლევს, ვიდრე მათი საკითხი არ გადაწყდება. გარდა ამისა, საჭიროა პროექტის კორექტირებაც. „უშუალოდ ბაგრატიონის ქუჩა (აეროპორტის გზატკეცილიდან შავშეთის ქუჩამდე) უკვე დასრულებულია. შავშეთის ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე კი, ანუ ბაგრატიონის გაგრძელება, ეს არის ერისთავის ქუჩა. ამ …
Continue reading “რა აფერხებს ახალი გზის მშენებლობას ბათუმში”
70 ოჯახის ხარჯზე მერიამ მანქანების უფასო სამრეცხაო გაიკეთა
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში, მიწის ნაკვეთი, სადაც ავარიული კორპუსი იდგა და სახელმწიფომ დაანგრია, ქალაქის მერიამ 10 წლით კერძო კომპანიას გადასცა. ამით მერიამ იქვე მდებარე სხვა კორპუსთან მისასვლელი გზაც გაასხვისა, რის შედეგადაც მოსახლეობას ეზოში ავტომანქანების გასაჩერებელი ადგილი აღარ დარჩა. მიწის ახალმა მფლობელმა კორპუსის წინ უსახური ღობე გაავლო. დროებით გასხვისებულ ნაკვეთზე ავტოსამრეცხაო მოაწყეს, სადაც მერიისა და საკრებულოს …
Continue reading “70 ოჯახის ხარჯზე მერიამ მანქანების უფასო სამრეცხაო გაიკეთა”
აჭარული ფოლკლორის შემგროვებლები ქედიდან
„იაგუნდი“ – ასე ეწოდება ქედის კულტურის ცენტრთან არსებულ გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლს, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა. 8 ივნისს ფონდმა „ქართულმა გალობამ“ ეს ანსამბლი აჭარაში ტრადიციული სიმღერის აღდგენასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის საგანგებოდ დააჯილდოვა. ეკა ბარამიძე „იდეა ქედის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ირაკლი სირაბიძეს გაუჩნდა, ერთ დღესაც დამიძახა და მითხრა, თუ გოგონებს შეკრებ, მე ვიცნობ საუკეთესო ეთნომუსიკოსს ქეთევან …
29 სტადიონი ხელოვნური საფარის გარეშე
ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული სპორტული მოედნები ავარიულ მდგომარეობაშია და შეკეთებას საჭიროებს. დაზიანებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს პრობლემას სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის არარსებობა უქმნის, ბავშვები აქ მხოლოდ მაშინ თამაშობენ, როდესაც წყლის გუბეებს მზე ამოაშრობს. სპორტულ მინიმოედნებს, რომლებიც სოფლის ცენტრებსა და სკოლების გვერდითაა მოწყობილი, ძირითადად, ხელოვნური საფარი არ აქვთ. სპორტული მინიმოედანი ქედის სოფლებში: ტაკიძეებში, გოგიაშვილებში, დანდალოში, …
კომპენსაცია მიწის რეგისტრაციის გარეშე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის არეალში
„ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის შეუფერხებელი მშენებლობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ უფლება მისცა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გასცეს კომპენსაცია იმ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე, რომელთაც ფლობს ან სარგებლობს მოსახლეობა. მთავრობის ასეთი გადაწყვეტილებით კომპენსაციას მოსახლეობა ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირების გარეშე მიიღებს, მიუხედავად იმისა, თუ ვის საკუთრებაშია მიწა – სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის თუ ადგილობრივი თვითმმართველობის. აქამდე მოსახლეობას, კომპენსაციის მიღების …
Continue reading “კომპენსაცია მიწის რეგისტრაციის გარეშე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის არეალში”
ბიოდეგრადირებადი პარკი პოლიეთილენის ნაცვლად
ქარიან ამინდში აუცილებლად შეამჩნევთ ქალაქის თავზე მფრინავ პოლიეთილენის პარკებს. პარკებს ნახავთ ხის ტოტებზე, ქალაქის ქუჩებში, ბუნებაში… მიზეზი მარტივია, საქართველოში ერთი მოსახლე, საშუალოდ, 525 ერთჯერად პოლიეთილენის პარკს მოიხმარს წელიწადში, მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ორჯერ დაბალია. ერთი წლის წინ გარემოს დაცვის სამინისტრო პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლების ინიციატივით გამოვიდა და რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ცენტრი შეუერთდა …
Continue reading “ბიოდეგრადირებადი პარკი პოლიეთილენის ნაცვლად”
თანამდებობის პირები აჭარაში, რომლებიც კითხვებს გაურბიან
ბათუმის არჩეული მერი გიორგი ერმაკოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე – რეგიონში იმ თანამდებობის პირებს შორის არიან, რომლებიც ბათუმში მომუშავე ჟურნალისტებმა პრობლემურ რესპონდენტებად დაასახელეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი კითხვებს გაურბიან. მასთან ურთიერთობა ჭირს, ის ხშირად ცდილობს არაფრისმთქმელი კომენტარით მოგვიშოროს, ის კითხვას კი არ პასუხობს ამომწურავად, ამბობს მხოლოდ იმას, რაც მას …
Continue reading “თანამდებობის პირები აჭარაში, რომლებიც კითხვებს გაურბიან”
მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში
ყველა ასაკის მოსწავლეს სხვადასხვა ტიპის უფასო და ფასიან საზაფხულო ბანაკებს სთავაზობენ ყოველწლიურად. ხშირად უფასო ბანაკებს აწყობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ბანაკები ძირითადად თემატურია, მაგალითად, ეკოლოგიური, ადამიანის უფლებების, ლიდერული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებელი, უცხო ენის შესასწავლი. როგორ ხდება ბანაკების ორგანიზება, რა კრიტერიუმებით არჩევენ ბანაკის ლიდერებს, ვინ და როგორ ზრუნავს მოსწავლეების უსაფრთხოებაზე – „ბათუმელები“ გთავაზობთ ვითარებას, რაც შეიძლება დახვდეს თქვენს შვილებს …
ბსუ-ს პროფესორი მოსამართლეს: რა გამოდის, ოჯახი უნდა დავანგრიოთ?
ეს შეკითხვა პროფესორმა ინდიკო აბაშიძემ მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაუსვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი პროფესორების წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. უნივერსიტეტის შენობა უნდა დატოვოს ოთხმა მოქმედმა და ყოფილმა პროფესორმა, მათი ოჯახის წევრებმა კი – არა. სასამართლო პროცესი ამ შემთხვევაში ჩაქუჩის ჩამოკვრით არ დასრულებულა. მოსამართლე პროფესორებმა დარბაზში გააჩერეს. „გამოსახლება არ გემუქრებათ“, – ეს …
Continue reading “ბსუ-ს პროფესორი მოსამართლეს: რა გამოდის, ოჯახი უნდა დავანგრიოთ?”
რა რეაგირება მოჰყვება აჭარის მთავრობის სახლთან უკანონოდ დაშლილ აქციას
„წინადღით მე გავაკეთე პოზიტიური კომენტარი და აქცია არ უნდა მოყოლოდა მაგას“, – უთხრა „ბათუმელებს“ არჩილ ხაბაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მთავრობის სახლთან დაშლილი აქციის მონაწილეები და უფორმო პოლიციელების მიერ დაკავებულები სასამართლოში აპირებენ სარჩელის შეტანას. მათ სამართლებრივ მხარდაჭერას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გაუწევს. სახალხო დამცველის შეფასებით, გასულ კვირას აქციის დაშლას ბათუმში ლეგიტიმური საფუძველი არ ჰქონდა. „მნიშვნელოვანია ამ კუთხით …
Continue reading “რა რეაგირება მოჰყვება აჭარის მთავრობის სახლთან უკანონოდ დაშლილ აქციას”
რატომ იწვევს მაჟორიტარული ოლქების ახალი გადანაწილება გაურკვევლობებს აჭარაში
უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩასატარებლად აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] მიერ განსაზღვრული ოლქებით უნდა იხელმძღვანელოს. პრობლემა არის ის, რომ ცესკომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მხოლოდ ბათუმის ოლქები განსაზღვრა, აჭარის მუნიციპალიტეტებში ახალი საარჩევნო ოლქები კი – პარლამენტმა. „… გვაქვს გარკვეული აცდენა, ცესკომ შექმნა მხოლოდ სამი ოლქი ბათუმში. სხვა ოლქები აჭარაში შექმნა საქართველოს …
Continue reading “რატომ იწვევს მაჟორიტარული ოლქების ახალი გადანაწილება გაურკვევლობებს აჭარაში”
სასამართლო დავა საავტორო უფლებებზე
„საინტერესო შემთხვევაა, არ გვინდა მორიგება. უმჯობესია საკითხი სასამართლომ განიხილოს“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ნოდარ ბოლქვაძემ. ის გონიოში მდებარე რესტორან „აიდერის“ ინტერესებს იცავს. „საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაცია“ თურქული რესტორნისთვის ლიცენზიის პირობის დარღვევისთვის 3140 ლარის, ასევე პირგასამტეხლოს – 295 ლარის დაკისრებას ითხოვს. მოსარჩელეს მოპასუხემ, ანუ რესტორნის მფლობელმა, სარჩელითვე უპასუხა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე განიხილავს. …
ბათუმი, აბაშიძის №48 – გალაკტიონი, სტალინი და ეროვნული საბჭო ერთ მისამართზე
ბათუმში, აბაშიძის №48-ში სახლი ფასადით გამოდის ქუჩაზე, შიდა ეზოში კი რამდენიმე შენობა მდებარეობს. სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ აქვს, თუმცა შენობა ბათუმის ერთ-ერთ უძველეს ქუჩაზე, რომელსაც მე-20 საუკუნის დასაწყისში მარიას გამზირს უწოდებდნენ, ისტორიულია. საზოგადოება „ბათომის” დამფუძნებელი, რეჟისორი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ ამ სახლს საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი სახელები უკავშირდება: საქართველოს ეროვნული საბჭოს, სტალინისა და გალაკტიონ ტაბიძის. …
Continue reading “ბათუმი, აბაშიძის №48 – გალაკტიონი, სტალინი და ეროვნული საბჭო ერთ მისამართზე”
მედალოსნები აჭარაში
ბათუმის რესურსცენტრის უფროსის, გოჩა დავითაძის ინფორმაციით, წელს ბათუმის კერძო და საჯარო სკოლებმამედალოსნობის 118 კანდიდატი წარადგინეს. აქედან 77 მოსწავლე ოქროს მედალზეა წარდგენილი, ხოლო 44 – ვერცხლის მედალზე. როგორც გოჩა დავითაძე განმარტავს, ოქროს მედალის კანდიდატი მოსწავლის წლიური შეფასება X, XI და XII კლასებში, ყველა საგანში უნდა იყოს 10. ვერცხლის მედლის კი – 9.9 ან 9.8 ქულა. „სკოლების მიერ …
რას ცვლის სამეურვეო საბჭო სკოლაში
10 ივნისს აჭარის საჯარო სკოლებში სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი რგოლის – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა. საჯარო სკოლებში სამწლიანი ვადით აირჩიეს მშობლები და პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეთა თვითმმართველობიდან არჩეულ ერთ წევრთან ერთად იმუშავებენ სკოლისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ბიუჯეტი, დირექტორის არჩევა, დირექტორის მიერ წარდგენილი წლიური ანგარიშები, შინაგანაწესი, წლის დამამთავრებელი გამოცდები, ფინანსების ხარჯვა და ა.შ. 2005 წლიდან „საქართველოს კანონი ზოგადი …
გაიჭრება თუ არა გზა სინაგოგას გვერდით
ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და ლუკა ასათიანის ქუჩებს შორის შესაძლოა გაიჭრას ახალი ქუჩის მონაკვეთი, რომლითაც ახვლედიანის [ყოფილი ჯინჭარაძის] ქუჩა გაგრძელდება ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობამდე. საუბარია ბათუმის სინაგოგას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ქუჩის გაჭრა მთლიანად შეცვლის ქალაქის გეგმარებას ამ კვარტალში. ქუჩის გაგრძელების თუ ახალი მონაკვეთის გაჭრის საკითხებს ბათუმის მუნიციპალიტეტი წყვეტს, თუმცა ახვლედიანის [ყოფილი ჯინჭარაძის] ქუჩის გაგრძელების საკითხზე მუშაობას ბათუმის მერიაში …
დასაშვებზე 1.4-ით უფრო მტვრიანი ბათუმი
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი და მტვერია. ბოლო მონაცემებით საქართველოში ყველაზე მტვრიანი ქალაქი ქუთაისია. მტვერი დასაშვებ ნორმას აღემატება ბათუმშიც. გარემოს ეროვნული სააგენტოს მაისის მონაცემებით, ბათუმში ჰაერში მტვრის მაქსიმალური ერთჯერადიკონცენტრაცია დასაშვებ ნორმაზე 1.4-ჯერ, ხოლო აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია 1.1-ჯერ მაღალია, ნახშირჟანგისა და გოგირდის დიოქსიდის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაციები კი ნორმის ფარგლებშია. სადამკვირვებლო ჯიხურების მაისის მონაცემებით, …
ბატონი ავთანდილის ოთხი წელიწადი
„კინო ქართველების მოგონილია,“ – თქვა ავთანდილ ბერიძემ 2013-ში საავტორო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიალზე. შეიძლება ეს ფრაზა არა, მაგრამ არასდროს დაგავიწყდებათ კადრი კინოფესტივალის ცერემონიალის დაწყებამდე, „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, მანანა ქველიაშვილმა რომ გადაიღო – ბატონ ავთანდილს წვიმაში ქოლგით მოაცილებენ… ავთანდილ ბერიძე მეოთხე წელია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა და ისევ აქვს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის სურვილი. „როგორ გითხრათ, ცოცხალი ადამიანია ძალიან …