რა შეიცვლება მეორე ტურით

საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ანუ 50+1 პროცენტი, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. წინასწარი მონაცემებით, 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, მეორე ტური გარდაუვალია. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, მეორე ტური ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება. საქართველოს პარლამენტის 73 მაჟორიტარული ოლქიდან კი, წინასწარი …

Live: საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, აჭარის ავტონომიის მოსახლეობა კი პარლამენტის წევრებთან ერთად ავტონომიის უმაღლესი საბჭოს წევრებსაც ირჩევს. ნეტგაზეთი იწყებს გაშუქებას განახლებად რეჟიმში და “ნეტგაზეთის” და “ბათუმელების” რეპორტიორების საშუალებით ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. თვალი ადევნეთ მოვლენების განითარებას აქ. ახალი ამბები თქვენს ბრაუზერში ავტომატურად განახლდება.

ველომოყვარულთათვის “არამეგობრული” ბათუმი

ბათუმში ველოინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ველოსიპედისტები მომრავლდნენ, მაგრამ დღემდე მათთვის განკუთვნილ ველობილიკებზე არანაკლები რაოდენობით შეხვდებით ქვეითებსა და წესების დარღვევით პარკირებულ ავტომობილებს. უკვე ხუთი წელია ბათუმის ზღვისპირა პარკსა და ქუჩებზე ჯამში 20 ათასი კვ/მეტრი სიგრძის წითლად გამოყოფილი ველოტრასები და ფასიანი ველოტრანსპორტი – „ბათუმველო“ ფუნქციონირებს. თუმცა, ველოსიპედი, როგორც საქალაქო ტრანსპორტი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაინც ვერ იქცა. ევროპის ქალაქებში ხშირად …

რატომ წაიყვანეს ბათუმიდან მუშები ხულოში პატარაძესთან შესახვედრად

გასულ შაბათს, 24 სექტემბერს [ერთი დღით], სამშენებლო კომპანია „ალიანს ჯგუფმა“ კურორტ გოდერძზე მიმდინარე სამშენებლო პროექტზე დასაქმებულთა რაოდენობა ბათუმში, მისსავე მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ხარჯზე გაზარდა. ასე საგანგებოდ კომპანია აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შესახვედრად გაისარჯა.  „ბათუმიდან გოდერძზე ორი „მარშრუტკა“ მუშების აყვანის“ შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ რამდენიმე ინფორმირებულმა პირმა დაუდასტურა. „ალიანს ჯგუფში“ სამშენებლო ობიექტზე მუშების ხელოვნურად გაორმაგების შესახებ ინფორმაციას არ …

“განათლების მინისტრის ინიციატივები არასერიოზულია”

განათლების მინისტრმა პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესატანი ბევრი ცვლილება დააანონსა: საგნობრივი გამოცდა პედაგოგისთვის „ჩამჭრელი“ აღარ იქნება – პედაგოგი რამდენ ქულასაც დააგროვებს გამოცდაზე, იმის მიხედვით მიიღებს კრედიტებს. მინისტრის აზრით, შესაცვლელია კრედიტების მინიჭების კრიტერიუმიც. განათლების სამინისტროში არ აღმოჩნდა არც ერთი პირი, ვინც განმარტავს, რამდენად რეალურია მინისტრის მიერ წარმოდგენილი ალტერნატივები და რა ვადაში განხორციელდება ეს …

გამომძიებლები საშუალო განათლებით და იურისტის კვალიფიკაციის გარეშე

რა არის საჭირო იმისთვის, რომ გამომძიებელი გახდე – მხოლოდ საშუალო სკოლის ატესტატი. პოლიციის შესახებ კანონი მხოლოდ ასაკობრივ შეზღუდვას აწესებს – გამომძიებელი მინიმუმ 18 წლის უნდა იყოს. აქვე აღნიშნულია, რომ გამომძიებელი ამ პოზიციისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს. უმაღლესი განათლება და იურისტის კვალიფიკაცია სავალდებულო არ არის. „იმდენად არეულ-დარეული იყო დაკავების ოქმი, მართლა ვერაფერი გავიგე, რას ედავებოდნენ ჩემი დაცვის ქვეშ …

“ბავშვებს დაუცინიათ, გახეული ფეხსაცმელი გაცვიაო“ – დედა ხუთ შვილთან ერთად ერთ ოთახში

33 წლის მაია [სახელი შეცვლილია] წელიწადზე მეტია ხუთ შვილს მარტო ზრდის. 14 წლის გუგა, 12 წლის ლანა, 10 წლის მარი, 8 წლის დათა და 3 წლის ლიზა [სახელები შეცვლილია] მამამ დაახლოებით ერთი წლის წინ მიატოვა დედასთან ერთად და საზღვარგარეთ წავიდა. 25 კვ/მეტრი ოთახი, სადაც ისინი ცხოვრობენ, კერძო სახლის მეორე სართულზე მდებარეობს და ბავშვების ბიძას ეკუთვნის. …

„ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელისუფლება არ იმჩნევს

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე დარბაზიდან გავიდა თუ არა, დისკრიმინაციაში მხილებულმა ჟუჟუნა და ზურაბ რუხაძეებმა, ასევე ანგელინა ყურშუბაძემ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ქობულეთში მუსლიმური პანსიონი მაინც ვერ გაიხსნება. როგორ აპირებს ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და უზრუნველყოფს თუ არა იგი მუსლიმური პანსიონის ფუნქციონირებას ხელშეშლის გარეშე – „ბათუმელებმა“ შეკითხვაზე პასუხი აჭარის მთავრობისგან ვერ მიიღო. ქობულეთის პანსიონი ისევ დაკეტილია. მუსლიმი თემი სასამართლო …

ლიდერები და უცნობები აჭარის საარჩევნო სიებში

პოლიტიკური ლიდერების ნაწილი ამ არჩევნებზე საკუთარმა სურვილმა თუ პოლიტიკურმა მიზანშეწონილობამ აჭარაში ჩამოიყვანა. უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იბრძვიან დავით ბერძენიშვილი და დავით თარხან-მოურავი… აჭარის საარჩევნო სიებში რამდენიმე ისეთი ადამიანიც მოხვდა, ვისაც თავად საარჩევნო სიის წევრებიც ვერ იცნობენ… რას ჰპირდებიან ლიდერები და უცნობები აჭარას, აქვთ თუ არა მათ ცალკე საარჩევნო პროგრამა აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის? „რაღაც ისე მოხდა, რომ …

სკოლები ყველაზე მეტი პირველკლასელით

ბათუმის თორმეტმა სკოლამ 2016-2017 სასწავლო წლის დაწყებამდე პედაგოგის 33 ვაკანსია გამოაცხადა. ვაკანსიები, ძირითადად, დაწყებითი განათლების საფეხურზეა, რაც პირველკლასელთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყო განპირობებული. რომელ სკოლებს ჰყავთ ყველაზე მეტი პირველკლასელი, ვინ რამდენი მასწავლებელი აიყვანა ახალი სასწავლო წლისთვის და როგორ მიმდინარეობდა პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი? „პირველკლასელთა ნაკადის ზრდის გამო სკოლებმა დაწყებითი კლასების პედაგოგებზე კონკურსი გამოაცხადეს. სამწუხაროდ, იმდენი სერტიფიცირებული …

ბათუმელი პარასპორტსმენი: მინდა, არავინ ჩაიკეტოს სახლში

27 წლის ზვიად დუმბაძე ბათუმელი პარასპორტსმენია მშვილდოსნობაში. მან ათი წლის ასაკში უბედური შემთხვევის გამო მარჯვენა ფეხი დაკარგა. ამ სპორტს უკვე მეოთხე წელია მისდევს. ყოველდღიურად სამიდან ოთხ საათამდე ვარჯიშობს, რომ მომდევნო პარაოლიმპიადის – „ტოკიო 2020“ საგზური მოიპოვოს. მისი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონობაა. „ფეხი 1998 წელს დავკარგე, მანქანაში ვიჯექი, რომელიც აფეთქდა… ახლა პროთეზს ვატარებ… ეს ისეთი ასაკი იყო, …

სიმონ ჯანაშია: თურქეთის საელჩოს მიერ სკოლის გახსნა კანონს არ ეწინააღმდეგება

დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთის საელჩომ ბათუმში გახსნა თურქული სკოლა. ამ ფაქტს, როგორც აჭარის განათლების, ისე საქართველოს განათლების მინისტრისგან მოჰყვა ერთგვარი კრიტიკა. ორივე მინისტრი აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ სკოლას არ აქვს ავტორიზაცია და სკოლის გახსნა მათთან არ არის შეთანხმებული. ფაქტს ბრიფინგით გამოეხმაურა „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და სკოლის დროებით შეჩერება მოითხოვა. დაარღვია თუ …

მეგობარ ქალზე ფიზიკური ძალადობის საქმე ბათუმის სასამართლოში

58 წლის გ.გ.-ს გამოძიება „გერლფრენდის“ ცემას ედავება. ოჯახში ძალადობის შემთხვევას მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. „კი, ბატონო, თავს დამნაშავედ ვგრძნობ,“ – უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა. ის საქმეში წარმოდგენილ არც ერთ მტიცებულებას სადავოდ არ მიიჩნევს. დაზარალებული ქალის ჩვენების გარდა საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც ქალს სხეულზე, სხვადასხვა ადგილას დაზიანებები აქვს მიღებული. „საპროცესო შეთანხმება მიღწეული არ არის,“ …

„განათლებით დამძიმებული თავები“ და განათლების პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც წინასაარჩევნოდ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით ხვდება ჟურნალისტებს, ერთ-ერთ შეხვედრაზე, „რესპუბლიკელების“ კრიტიკის დროს განაცხადა, რომ ისინი „განათლებით დამძიმებული თავებით, ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ, რომ „ილია არცთუ ისე კარგი კაცია“, რომ „ვიღაც დამპყრობელი არც თუ ისე ცუდია“, რასაც საზოგადოება ადეკვატურად პასუხობს“. რას ნიშნავს ქვეყანაში ერთ-ერთი გავლენიანი პირის მხრიდან განათლების …

როცა შენი სახელმწიფო გაიძულებს ქვეყნის დატოვებას

„დატოვე ქვეყანა! თუ არ წახვალ, იარაღს ჩაგიდებთ“, – ეს ფრაზა გიორგი ბერიძეს უცნობმა პირმა უთხრა. ის არ არის ერთადერთი მოქალაქე, ვინც ამბობს, რომ საკუთარი ქვეყნის დატოვებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აიძულებენ. რამდენიმე დღის წინ დაკავებულმა და ნაცემმა მინდია ოჯახიშვილმაც წინასწარი დაკავების იზოლატორში, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან უცნობი პირის იგივე გზავნილი გააჟღერა – „დატოვე ქვეყანა!…“ მინდია პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო …

უგზო-უკვლოდ დაკარგულები საქართველოში – როგორ გააჩუმეს სამართალდამცველებმა დაკარგული დარეჯან დიასამიძის ოჯახი

2010 წლიდან დღემდე საქართველოში 1264 ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. სტატისტიკა „ბათუმელებს“ შს სამინისტრომ მიაწოდა. დაკარგულებს შორის ერთ-ერთი დარეჯან დიასამიძეა. 17 წლის გოგო ზუსტად სამი წლის წინ გაუჩინარდა. ის ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში ცხოვრობდა. დაკარგულის მამა ამბობს, რომ ერთ დღეს ის მეუღლესთან ერთად გამომძიებლებმა კახეთში წაიყვანეს… „გაუჩინარებიდან რამდენიმე თვე იყო გასული, ახალი წელი დგებოდა, მაშინდელმა პროკურორმა სიმონ …

“არმინდოდა”, “მეწყინა” და სხვა სახელები ქალებისთვის

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 31 ადამიანს ჰქვია “არმინდა”, მათ შორის 30 ქალია. “მეწყინა” ჰქვია 17 ადამიანს და 17-ვე ქალია; “ვაკონა” (მეგრულად – არ უნდათ) ჰქვია 77 ადამიანს, მათგან 74 ქალია; “არმინდოდა” ჰქვია ერთ ქალს; 24 ადამიანია რეგისტრირებული სახელით “გულსარა” – ყველა მათგანი ქალია; სამ ადამიანს ჰქვია “კმარა” – ყველა მათგანი ქალია; ასევე, 12 …

ფიზიკის მასწავლებელი ქედიდან ევროპის ატომური კვლევების ცენტრში

მერაბ დიასამიძე ერთადერთი ფიზიკის მასწავლებელია მთიანი აჭარიდან, რომელიც ჟენევაში, მსოფლიოს უდიდესი ატომური კვლევების ორგანიზაციაში – „ცერნში“ სასწავლო კურსს გაივლის. მერაბთან ერთად აჭარიდან ფიზიკის ორი პედაგოგი გადამზადდება. „ცერნი“ ატომური კვლევების უდიდესი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც ჟენევაში, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს. საქართველომ „ცერნთან“ თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო, 2013 წელს კი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განათლების …

ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ხელვაჩაურიდან

გზა ბათუმიდან ხელვაჩაურის ცენტრამდე და პირიქით, #39 სამარშრუტო ტაქსით, 10 წლის წინ, 22 წლის ასაკში გახდა ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის, შორენა ფაღავას ყოველდღიურობის ნაწილი. ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე მეოცნებე გოგო მაშინ საჯარო სამსახურში – ხელვაჩაურის გამგეობაში აღმოჩნდა, დღეს კი უკვე მეოთხე წელია, ხელვაჩაურში მცხოვრებ ახალგაზრდებს ეხმარება საკუთარი თავის პოვნაში, თვითგამოხატვასა და მიზნებისთვის ბრძოლის სწავლაში. ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრი აჭარის …

დასაქმება სკოლის ასაკში

სასკოლო არდადეგებზე ბევრი მოსწავლე ცდილობს იმუშაოს და საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს. ხშირად მათი შრომითი უფლებები ირღვევა – ისინი, ძირითადად, ხელშეკრულების გარეშე, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მუშაობენ და სამუშაო საათებიც კანონით დადგენილ ნორმას აღემატება. არასრულწლოვანთა დასაქმების სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს არასრულწლოვანთა დასაქმებას? „ვიღაცას ურჩევნია მშობლებს სთხოვოს ფული, უფრო მარტივია, მაგრამ სამსახური მხოლოდ შემოსავლის …

5 რელიგიური ორგანიზაციის კონსტიტუციური სარჩელი

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე ხუთი რელიგიური ორგანიზაციის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. სარჩელის მოთხოვნა კანონში „სახელმწიფო ქონების შესახებ“ იმ ჩანაწერის ანტიკონსტიტუციურად ცნობაა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონება საკუთრებაში ვერ გადაეცემა ვერც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას, გარდა მართლმადიდებლური ეკლესიისა. „სახელმწიფოს არ სურს, ხელიდან გაუშვას რელიგიური ორგანიზაციების მართვის ბერკეტები, – მიიჩნევს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე. ის ერთ-ერთია, ვინც საკონსტიტუციო …

„მონოპიესების ფესტივალი“ ბათუმში

დღეს, ექვს სექტემბერს ბათუმში მონოპიესების ფესტივალი იწყება. ფესტივალი 11 სექტემბრამდე გაგრძელდება და დღეში ორ მონოსპექტაკლს შესთავაზებს მაყურებელს. ორგანიზაცია „Art Way“ მონოპიესების ფესტივალს ბათუმში მესამედ ატარებს. წელს ფესტივალს ორი უცხოელი მონაწილე – უკრაინელი დრამატურგი და აზერბაიჯანელი რეჟისორი ჰყავს. მათ ქართველ მსახიობთან ერთად საერთო ჯგუფი შექმნეს, ბიუჯეტის სიმცირის გამო საკუთარი ხარჯებით ჩამოვიდნენ საქართველოში და ფესტივალზეც სტუმრის სტატუსით იმყოფებიან, თუმცა …

რა ფილმებს ვნახავთ წელს ბათუმის კინოფესტივალზე

18 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს XI საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება და 25 სექტემბრამდე გასტანს. რა სიახლეები იქნება წელს ფესტივალზე, ამის შესახებ „ბათუმელები“ კინოფესტივალის მენეჯერს, ზვიად ელიზიანს ესაუბრა. ზვიად, რა ეტაპზეა კინოფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები? პროგრამისა და ჟიურის ფორმირება მორჩა, თითქმის მზად არის ფესტივალის პროგრამა და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ფესტივალის მაყურებლისათვის. კინოფესტივალზე, ტრადიციულად, იქნება წარმოდგენილი მხატვრული, დოკუმენტური …

რა შეიცვალა საპოლიციო გამოსახლების გაუქმებით

იპოთეკარების საპროტესტო აქციები ბათუმში განახლდა. აქციები იანვრიდან შეწყდა, როცა პარლამენტმა „სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილება შეიტანა და გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ სასამართლოს მიანდო. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა თქვეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებით არაფერი შეცვლილა – ისევ ასახლებენ. პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე დარეგისტრირდა სარჩელი, რომლითაც ბიზნესორგანიზაციები საპოლიციო გამოსახლების წესის დაბრუნებას მოითხოვენ. საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ავტორი მოქალაქე გია ნოდიაა. მას საჯარო აუქციონის …

რა უნდა ვიცოდეთ ლაშქრობისას

„როცა კარავი და აღჭურვილობა გაქვს ზურგზე მოკიდებული და მიდიხარ, ხვდები, რომ სადაც არ უნდა მიდიოდე, ნებისმიერი პატარა ადგილი, სადაც შეგიძლია ეს კარავი გაშალო, შენი სახლი გახდება. ეს იდეა ასევე შეგიძლია გადმოიტანო ურბანულ სამყაროში – შეგიძლია ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში წახვიდე ისე, რომ საერთოდ არ დაგჭირდეს სასტუმრო ან სხვა საცხოვრებელი, შენი სახლი მიგაქვს ყველგან“, – ამბობს 27 წლის …

ბათუმელი მათემატიკის მასწავლებელი ნებრასკას უნივერსიტეტში

27 წლის ბათუმელი მათემატიკის მეთოდისტი, იმედა იაკოვენკო გასულ კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნებრასკას შტატის ქალაქ ლინკოლნში ორი წლით გაემგზავრა, სადაც ნებრასკას განათლების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე – სწავლა, სწავლება და მასწავლებლის განათლება – ორი წლის განმავლობაში ისწავლის. მას პირველი წლის სოლიდური გადასახადი და საცხოვრებელი ხარჯები სრულად დაფინანსებული აქვს, თუ მისი აკადემიური მოსწრება წლის ბოლოს 81%-ზე ნაკლები არ იქნება, …

ვინ არიან მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები ბათუმში

ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარების დასახელებისას მმართველმა პარტიამ მთავარი გათვლა არა პარტიულ სახეებზე, არამედ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ პირებზე გააკეთა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, სად შეხვდათ მათ საქმიანობის განხორციელებისას კანონმდებლობაში ხარვეზები, რისი შეცვლა სურთ და რა გეგმები აქვთ პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში მოხვედრის შემთხვევაში. აჭარის ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუხრან ვახტანგაძე „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს …

კლასიკური მუსიკის შედევრები შავი ზღვის სანაპიროზე

17-22 სექტემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელიც ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით მეოთხედ ტარდება. რა პროგრამა ექნება წელს ფესტივალს? – ამ თემაზე „ბათუმელები“  ფესტივალის დამაარსებელსა და სამხატვრო ხელმძღვანელს, ელისო ბოლქვაძეს ესაუბრა.  ქალბატონო ელისო, პირველ რიგში, მზად არის თუ არა ფესტივალის პროგრამა, რომელ შემსრულებლებს მოუსმენს ფესტივალის მსმენელი? ფესტივალი 17 …

ტურიზმი – ახალგაზრდების შემოსავლის წყარო

უნივერსიტეტის, რეპეტიტორის, უცხო ენის კურსების, ბინის ქირის და სხვა გადასახადების ფული რომ შეაგროვონ, აბიტურიენტები და სტუდენტები საზაფხულო არდადეგებზე მუშაობენ. ისინი ძირითადად მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულები. განსაკუთრებით ბევრი ახალგაზრდა მუშაობს ტურისტულ სეზონზე ბათუმში – ზოგიერთი კაფე, კლუბი თუ სხვა დაწესებულება სპეციალურად ამ სეზონისთვის იხსნება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის. ამ ადგილებში მოთხოვნა სწორედ ახალგაზრდებზეა. რამდენის გამომუშავებას ახერხებენ …

მომავალი მფრინავი ბათუმიდან

„გოგო და მფრინავი? ვერაფერს მიაღწევ, იქნებ, პროფესია შეიცვალო?“ – ეს და სხვა, მსგავსი, რეპლიკა 19 წლის ბათუმელ მარიამ ჯაიანს ხშირად ესმის. იგი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. მარი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს სამხედრო საავიაციო ძალებში მოსახვედრად მიიღო. მარიამი თვითმფრინავებით გატაცებული ბავშვობიდანაა. მისი სათამაშოები ძირითადად ვერტმფრენები და საფრენი აპარატების მოდელები …

ადგილი ყველასთვის – სოციალური კაფე ბათუმში

„ეს არის ადგილი, რომელიც ყველასია, განურჩევლად რასისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა და ასე შემდეგ. ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მის შექმნასა და აქ საკუთარი კუთხის მოწყობაში“, – ამბობს ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე. იგი ბათუმში, ზვიად გამსახურდიას #6-ში, 15 აგვისტოს გახსნილ სოციალურ კაფეზე საუბრობს. ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე რომ ჩაივლით, აუცილებლად შენიშნავთ შემინულ შენობაში გაფერადებულ …

„ყვითელი ჩემოდანი“ თბილისი-ბათუმის გზაზე – თეონა პაიჭაძის გამოფენა ხელოვნების გალერეაში

ბათუმში, ხელოვნების მუზეუმის გალერეაში, თბილისელი მხატვრის, თეონა პაიჭაძის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ჟანრობრივად მრავალფეროვანი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. მხატვარი იყენებს ისეთ მასალებს, როგორიცაა: პოლიგრაფიული საღებავი, თუნუქის ფირფიტები და პოლიეთილენი. „ყვითელი ჩემოდანი“ – ასე ეწოდება თეონა პაიჭაძის ნამუშევრების გამოფენას, რომელიც ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 14 აგვისტომდე დარჩება. „იყო ასეთი სიმღერა ჩემს ბავშვობაში, ძალიან მოდური. შეიკრიბებოდნენ თუ …

რუსული პროპაგანდა, ხელისუფლება და საზოგადოების რეაქცია

რას უკავშირდება ბოლო დროს პრორუსული ჯგუფების გააქტიურება საქართველოში? რატომ დუმს ხელისუფლება და რა არის რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.  ბოლო დროს რუსული პროპაგანდა საქართველოში გასცდა მედიის საზღვრებს, გასულ კვირას გამოჩნდა ჭიქა-სუვენირები რუსეთ-საქართველოს სიყვარულზე, ნაყინი სახელწოდებით  -„СССР“, სხვადასხვა ჯგუფმა ღიად გამოიტანა საბჭოთა სიმბოლიკაც… რას უკავშირდება საქართველოში პრორუსული პროპაგანდის …

პარტია „ახალი საქართველოს“ ახალი სახეები ბათუმიდან

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ისევ არ იცის ვის აირჩევს, თუკი საერთოდ არჩევნებზე მივა. „განაწყენებული“ და გაურკვევლობაში მყოფი ამომრჩეველი გარკვეული პირობაა ახალი პოლიტიკური ძალების შესაქმნელად. ერთ-ერთი ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიქმნა, პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოა“. მისი ლიდერი გიორგი ვაშაძეა, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი სახე და იმდროინდელი იუსტიციის მინისტრი. პარტიის …

ავტობუსი ზაფხულში

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსით თუ გიმგზავრიათ, ალბათ უკვე იცით, თუ როგორ „გაახლოვებს“ ავტობუსი სრულიად უცხო ადამიანებთან. მთელი გზა უხერხულად დგახარ, ცდილობ ისუნთქო და ასეთივე მონდომებით ცდილობ, შენ გვერდით არსებულ სავარძლის ნარჩენს ტანსაცმელი ან საკუთარი კანი არ შესწირო. ერთი დამუხრუჭება, მოსახვევი და უცნობ ადამიანს შეიძლება ჩაეკრა. წაქცევაც შეიძლებოდა, მაგრამ ფეხზე მდგომი ხალხის მასა ამ საფრთხეს თითქმის სრულიად …

ცურვა დელფინებთან [ფოტო, ვიდეო]

დღის 5 საათია. ბათუმის დელფინარიუმის აუზთან 11 წლის სონია და 6 წლის მაშა დგანან და მოუთმენლად ელიან დელფინებთან შეხვედრას. რამდენიმე წუთიც და ბავშვები პირველად, ახლოს შეხვდებიან დელფინებს, ხელით შეეხებიან და მათთან ერთად გაცურავენ. ინტერაქტივი – ასე ეწოდება 15-წუთიან ცურვას დელფინებთან ბათუმის დელფინარიუმის აუზში, რა დროსაც ადამიანს შეუძლია ხელით შეეხოს დელფინს, მასთან ერთად გაცუროს და ჩაეხუტოს. …

Exit mobile version