„წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის” – საიას აქცია ბათუმში

„წიგნები საქართველოდან“ –  დღეს, 2 ივნისს,  ბათუმში  ამ სახელწოდებით ჩატარდა აქცია, რომელიც მიზნად ემიგრანტებისთვის წიგნების შეგროვებას ისახავდა. აქციის ფარგლებში ორი ღონისძიება გაიმართა, ერთი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორე კი  ბათუმის საზაფხულო თეატრში. ორივე აქციის ფარგლებში, ჯამში, 327 წიგნი შეგროვდა. აქციის ორგანიზატორი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო. მასში ბსუ-ს პროფესორები, სტუდენტები, საჯარო და კერძო სექტორის …

ქალაქი შენი ფანჯრიდან

სახლი ზღვის ხედით – ამ მომხიბვლელი შეთავაზების გამო ბათუმში კონკრეტულმა მოქალაქეებმა ბინის შესაძენად გაცილებით ძვირი გადაიხადეს. ბინის შეძენიდან მალე მათი სახლების წინ მენაშენეებმა ახალი სამშენებლო პროექტი წამოიწყეს, იმავე შეთავაზებით – სახლი ზღვის ხედით. ძველ მობინადრეებს ზღვის ხედის ნაცვლად ახლა ყრუ კედლის ან მოპირდაპირე სახლის ფანჯრებში მეზობლების ცქერა უწევთ. ეს ერთადერთი პრობლემა არ არის, რაც ბათუმის …

ჯაზი და ევროლიბერალიზაცია

ავტორი: ირმა ინარიძე ფოტო: გია გოგატიშვილი „ჯაზი ვიენაში“ საერთაშორისოდ აღიარებული ფესტივალია, რომელიც 1980 წელს დაარსდა და წელს 37-ედ გაიმართება. ფესტივალი საფრანგეთის ქალაქ ვიენაში, იზერის დეპარტამენტში, ლიონთან ახლოს, ყოველწლიურად ივლისის პირველ ნახევარში იმართება. ფესტივალის ნამდვილი შუქურა და ფასიანი კონცერტების ერთადერთი ადგილი გახლავთ ანტიკური თეატრის სცენა, რომელიც 7000 მსმენელს იტევს. ფესტივალს უმასპინძლია ისეთი დიდი მუსიკოსებისთვის, როგორებიც არიან: …

ეტიუდები ჩოხატაურიდან

ის იყო ბათუმი-ჩოხატაურის სამარშრუტო ტაქსი ჩოხატაურში შევიდა, რომ ვიკითხე – ჩოხატაურის ცენტრი ესაა-მეთქი? ჩოხატაურის ცენტრიც ესაა ბიძია და სამყაროსიცო, – მიპასუხა ვიღაც კაცმა, რომელიც მთელი გზა თავისთვის, ჩუმად იჯდა. ჩოხატაურში ჩასულს ნახევრად გამდნარი თოვლი, ატალახებული ქუჩები და ცოტა მზე დამხვდა. ჩოხატაურის ცენტრალური ნაწილი საბჭოთა არქიტექტურის სასაფლაოს ჰგავს. და ამ ნაცრისფერ რეალობაში, დაბის ცენტრში, ახალაშენებული კულტურის …

სახლი, რომელსაც სული აქვს

ავტორი: ნათია ზოიძე სულაც არ იყო ეს ქუჩები ვიწრო ბათუმში, ყოველ შემთხვევაში, ის ქუჩა, რომელზეც ახლა უნდა მოგითხროთ. ამ ქუჩაზე მატარებლის ძველი სადგური იყო, თუმცა ქუჩა რა შუაშია?! უბრალოდ, აქ ის სახლია, ერთსართულიანი, ქვითკირის, კრამიტის სახურავითა და ხის ლურჯი კარით. ამ სახლს ბავშვობიდან ვუთვალთვალებ. ეს მე ვიყავი თმაგაწეწილი პატარა გოგო, ამ სახლს რომ ჩაუვლიდა და …

122 დევნილ ოჯახს აჭარაში საცხოვრებელი 1 ლარად გადაეცა

დღეს, 28 აპრილს, აჭარაში მცხოვრებ 122 დევნილ ოჯახს 8 დასახლებაში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცათ. ამ მიზნით დღეს აჭარაში იმყოფებოდა საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. დევნილებისთვის საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციითვე, ამ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცათ. „ახლა უკვე დევნილებს აქვთ ჭერი და რაც …

ქედაში გზის გასაფართოებლად მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს

ქედაში, მერისი-ოქტომბრის მიმართულებით, საავტომობილო გზის გაფართოება მიმდინარეობს. დაბის ტერიტორიაზე გზის გაფართოებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ქედის გამგეობა ახორციელებს, რისთვისაც გზის მიმდებარედ მწვანე ნარგავები მოჭრეს. ქედის გამგეობის ინფორმაციით, სულ შვიდი ნაძვის ხეა მოჭრილი. „აღნიშნული მონაკვეთის გაფართოების საჭიროება იყო, რადგანაც ამ ზამთარმა აჩვენა, რომ გზის ამ მონაკვეთზე შეიძლება ფატალურად დასრულებულიყო ავტოსაგზაო შემთხვევა. სულ შვიდი ხე მოვჭარით ნებართვით, ეს სახეობა წითელ ნუსხაში …

ბათუმის საკრებულოში მრჩეველთა საბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ

ბათუმის საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შემადგენლობის განახლებას გეგმავს. ეს არის საკრებულოს სათათბირო–საკონსულტაციო ორგანო, რომლის მიზანიც თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობაა. საბჭოს ორი წლის ვადით სამოქალაქო სექტორი ირჩევს. ბოლო ორი წლის განმავლობაში საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა ხელმძღვანელობდა. მისი მოსაზრებით, ახალმა საბჭომ მუშაობა ქალაქის ურბანული დაგეგმვის, …

23 მარტი და წინასწარ გამოცხადებული დახვრეტის ქრონიკა

შოთა გუჯაბიძე. ნაწყვეტი წიგნიდან „ბათომი“. 1921 წლის მარტია. საქართველოს დემოკრატიული მთავრობა ბათუმშია და თავისი არსებობის ბოლო წუთებს ითვლის. წითელი დროშა კი ფრიალებს თბილისზე, მაგრამ ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება. ამასობაში თურქებმა დრო იხელთეს და ბათუმი და მისი შემოგარენი დაიკავეს. მთელი ჯარი რუსეთთან საბრძოლველად იყო მობილიზებული და ბათუმის დასაპყრობად უკეთეს დროს ვერც იშოვიდნენ. პოლკოვნიკმა ქიაზიმ-ბეიმ თავი ბათუმის …

წლობით შეუკეთებელი გზები ბათუმის გარეუბანში [ფოტო]

მიუხედავად ბათუმის ქუჩებზე პერიოდულად ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, ქალაქში დღემდე რჩება ქუჩები, რომლებზეც ათეულობით წლებია გზა არ დაგებულა. ერთ-ერთი ასეთია გიორგი სააკაძის ქუჩა “ჭაობის” უბანში. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ მიუხედავად სხვადასხვა მთავრობის დაპირებებისა,  50 წელია ამ ქუჩაზე გზა არ დაგებულა, რის გამოც წვიმის დროს სახლები სისტემატიურად იტბორება. იგივეს ამბობენ ალექსეი ოსტროვის ქუჩის მაცხოვრებლებიც, რომელთა განმარტებითაც, მათი …

დემოკრატიის ინსტიტუტი: სტიქიის გამომწვევი მიზეზების შემცირებაზე უფრო მეტი უნდა დაიხარჯოს

რეკომენდაციებს ეკომიგრანტების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აჭარის მთავრობას „დემოკრატიის ინსტიტუტი“ სთავაზობს. ამ ორგანიზაციამ დღეს, 15 თებერვალს ორწლიანი მუშაობა შეაჯამა, მათ შორის, პროექტის – „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების მხარდაჭერის პოლიტიკა“. „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ეს პროექტი ევროკავშირის და „ევროპის ფონდის“ მხარდაჭერით განახორციელა. „მეტი ფული პრევენციაში“ – ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომლითაც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ მთავრობას მიმართავს. არჩილ ხახუტაიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი …

სამედიცინო ტურიზმის პერსპექტივა საქართველოში

სამედიცინო ტურიზმის მსოფლიო ბაზარი, რომელიც სამედიცინო სერვისების მისაღებად პაციენტების სხვა დანიშნულების ადგილებში გამგზავრებას გულისხმობს, 2012 წელს 100 მილიარდი აშშ დოლარით შეფასდა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური ჯანდაცვითი ინიციატივების“ დირექტორმა, ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა ბერნარდო რამირესმა ბათუმში ჩატარებულ სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა. „ბათუმელები“ შეეცადა გაეგო, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად სამედიცინო ტურიზმის საქართველოს ბაზარზე და რა პერსპექტივები …

ბათუმში „სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების’’ საერთაშორისო გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს

ამ წუთებში ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“,,სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების’’ მე-6 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა „BATUMI BUILD 2016” იხსნება.  გამოფენის ძირითადი მიზანი ბათუმში საერთაშორისო გამოფენების ორგანიზებაა. გამოფენის ორგანიზატორია საგამოფენო  კომპანია “Expo Batumi”. მათი ინფორმაციით გამოფენა საშუალებას მისცემს მონაწილე კომპანიებს მომხმარებელს გააცნონ თავიანთი სერვისი და პროდუქცია, გაცვალონ ბიზნესკონტაქტები, გაეცნონ სამშენებლო და დიზაინის სფეროში არსებულ სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს. გამოფენაში საერთაშორისო და …

ბათუმში ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციამ ნორმას 7.5-ჯერ გადააჭარბა

ბათუმში ჰაერში ოქტომბერში აზოტის დიოქსიდის საშუალოთვიური კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას  7.5-ჯერ აღემატებოდა, ნახშირჟანგისა კი 1.2-ჯერ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ოქტომბერში ჩატარებული მონიტორინგის ავტომატური სადგურიდან მიღებული შედეგები დღეს გახდა ცნობილი. საქართველოს გარემოს დაბინძურების მოკლე მიმოხილვაში წერია, რომ  ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი წარმოებდა ექვს ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმსა და ჭიათურაში. მათ შორის უწყვეტი მონიტორინგი წარმოებდა თბილისის …

საახალწლო სოფელი და გლინტვეინი ბათუმში – მერიის საახალწლო პროგრამა

ახალი წლის ღონისძიება ბათუმში ერას მოედანზე გაიმართება, სადაც ბათუმის მერიის ინფორმაციით, მთლიანი სივრცე შესაბამისი თემატიკით მოირთვება, ასევე შეიქმნება პატარა, საახალწლო სოფლის იმიტაცია. სივრცეში განთავსებული იქნება საახალწლო სოფელი, ნაძვის ხე, დიდი და პატარა სცენები, ასევე მოეწყობა სანტას კუთხე, კარნავალი და ქუჩის სხვადასხვა აქტივობა. საახალწლო სოფელი ერას მოედანზე 25 დეკემბერიდან მოეწყობა, სივრცეში დაიდგმება ოცამდე ქოხი, რომლებშიც განთავსდება საკვები …

გარდაცვლილის გადასვენების ხარჯები ბიუჯეტში?

„სასურველია მუნიციპალიტეტმა იმსჯელოს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაცვლილი პირის ოჯახში გადასვენების დაფინანსების თაობაზე”, – ამ წინადადებით აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია აჭარის მთავრობას მიმართავს. კომისიის შემადგენლობა დღეიდან შეიცვლება, თუმცა, ძირითადად, უცვლელი რჩება მთავრობის შემადგენლობა და პრობლემები იმ ოჯახების, რომელთა დახმარებაზეც კომისიამ მიუთითა.   „ერთ-ერთ საავადმყოფოსთან შევესწარი ფაქტს, როცა მიცვალებულს რის ვაი-ვაგლახით ახლობლის მსუბუქ ავტომანქანაში ათავსებდნენ იმის გამო, რომ …

ორსაუკუნოვანი მეჩეთი მეტალოპლასტმასის ფანჯრებით

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მუსლიმი მოსახლეობა სამუფთოს დახმარებით არემონტებს. აქ არსებულ მეჩეთს ძეგლის სტატუსი სამინისტრომ 2006 წელს მიანიჭა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას არც სამუფთო ფლობს, არც ადგილობრივი გამგეობა და არც ის მოსახლეობა, რომელიც ჩამონგრევის პირას მყოფი სალოცავის გადარჩენას ცდილობს. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში ხის ორსართულიანი შენობა დგას. შენობა სიძველითა და არქიტექტურული სტილით …

კაზინოდან სასამართლოში – მოგებული ფულის მისაღებად

ლევენთ სადულა მუსა ბათუმში კაზინოში სათამაშოდ 11 აგვისტოს ჩამოვიდა. ამბობს, რომ ცნობილი მოთამაშეა და კაზინო „პეგასის“ წარმომადგენელი ბათუმიდან თავად დაუკავშირდა, თვითმფრინავის ბილეთები დაუჯავშნა და სასტუმროც. ლევენთი ერთადერთი არ არის, ვინც ბათუმში, კაზინოში მოგებული თანხა ვერ აიღო და ბათუმის საქალაქო სასამართლოში იჩივლა. „მესამეჯერ ჩამოვედი ამ ზაფხულს საქართველოში. მანამდე დავდიოდი გუდაურში. ჩემი გატაცებაა სნოუბორდიც. ბათუმში პირველად ვიყავი,“ …

ასოციაცია “ღირსეული სიბერის” ბენეფიციარებმა ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს

დღეს, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 20 ქლაქში, ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო მსვლელობები ეწყობა, ქობულეთში საპროტესტო აქციას, ახალგაზრდებთან ერთად, ასოციაცია “ღირსეული სიბერის” ბენეფიციარებიც შეუერთდნენ. ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მსვლელობა ქობულეთში, 13:00 საათზე, ასოციაციის ოფისთან (რუსთაველის 36) დაიწყო. პოსტერების ნაწილი, ასოციაციის ბენეფიციარებმა დღეს დილით მოხატეს: ამავე თემაზე: „ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!“

ციფრული გალერეა ბათუმის ქუჩებში

ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩის 47 ნომერში, ადგილობრივი მხატვრებისთვის, გრაფიკული დიზაინერებისა და არტისტებისთვის “თავისუფალი სახელოსნო” _ Street Art  სტუდია გაისნა, რომელიც 3D პრინტერით, გრავირებისთვის საჭირო ლაზერით, პროექტორითა და სხვადასხვა დამხმარე ხელსაწყოებითაა აღჭურვილი. ეს არის ადგილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც თავისუფალი სივრცე შემოქმედებისთვის, ნამუშევრების გამოფენისა და უბრალოდ, საინტერესო იდეების გაცვლისთვის სჭირდება.   სახელოსნო ახალი პროექტის, Streetart.ge-ს ერთ-ერთი კომპონენტია. …

ბათუმის მერის მივლინებების შედეგი

ბათუმის მერი ყველაზე ხშირად მივლინებით გერმანიაში დადის. გიორგი ერმაკოვი ყოფილა თურქეთში, ბელორუსში, ლატვიაში, ავსტრიაში, სომხეთსა და ეგვიპტეში. რა შედეგი მოიტანა, მაგალითად, ეგვიპტეში, ქალაქ შარმ ელ-შეიხში ვიზიტმა? – გიორგი ერმაკოვი კონკრეტულ შედეგს ვერ გვისახელებს. ამბობს, რომ ტერორისტულმა აქტმა შეუშალა ხელი ურთიერთობების გაღრმავებაში. „კარგად ნახეთ მაქ, ფული რამდენი დაიხარჯა და როგორ დაიხარჯა…“ – გვიპასუხა ბათუმის მერმა, როცა …

ქალების „უჩინარი“ სექსუალური დისკრიმინაცია

ეკა: „ღამე სიარულის დროს „სმენას ვაძლიერებ“, რომ ვაკონტროლო ვინ შეიძლება მომიახლოვდეს და საიდან. როცა ხდება ისე, რომ საეჭვო სიტუაციაა, ვცდილობ ისე მოვიქცე, თითქოს არ მეშინია. ერთი-ორჯერ მე თვითონ შევედი კომუნიკაციაში და ვკითხე, რამე ხომ არ უნდოდა და ამით, როგორც ჩანს, დაფრთხნენ და თავი დამანებეს.“ ლიკა: „საეჭვო ადგილებში ყურსასმენებით აღარ დავდივარ – ასე ვეღარ ვაკონტროლებ, უკნიდან …

როგორ აპირებს სამთავრობო გუნდის ფორმირებას ზურაბ პატარაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის სამუშაო კაბინეტში არჩილ ხაბაძის ნივთები უკვე აღარ არის, მათ შორის ხატები, რაც არჩილ ხაბაძეს საკმაოდ ბევრი ჰქონდა. კაბინეტში ახლა სამუშაო მაგიდა, სავარძელი, ტელევიზორი და წინა მთავრობის თავმჯდომარეების დროინდელი დივან-სავარძლებია. ზურაბ პატარაძე დარწმუნებულია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სავარძელს ოთხი წლით დაიკავებს. თავის ნივთებზე კითხვის დასმამდე გვიპასუხა: „სულ შეხვედრებზე დავდივარ, ამისთვის ვერ …

საწოლს მიჯაჭვულები და სახელმწიფო [ვიდეო]

რას აკეთებს სახელმწიფო ადამიანებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო საწოლს მიჯაჭვული აღმოჩნდნენ – ნახეთ ადამიანები მთიდან, რომლებიც გარესამყაროს მოწყვეტილი არიან და ადამიანები, რომლებიც ვალდებულებამ მომვლელებად აქცია… მესამე წელია შინმოვლის პროგრას ბათუმის მერია ახორციელებს. რას ცვლის მუნიციპალური პროგრამა ბათუმში ფიზიკურად დაუძლურებული ადამიანებისთვის?

6 ათასი დისკრიმინაციული განცხადება დასაქმების ბაზარზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ დასაქმების შესახებ გამოქვეყნებული 85 ათასი განცხადების შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ 6 090 განცხადება შეიცავს დისკრიმინაციულ ტერმინებს. საქართველოს კანონმდებლობით, წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია იკრძალება. დამსაქმებელს უფლება არ აქვს, გასაუბრების დროს კითხვა დაგისვას ოჯახური მდგომარეობის შესახებ. თუ ამას აკეთებს, უნდა იცოდეთ, რომ ის თქვენს უფლებებს არღვევს. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტის, ადვოკატირების …

როგორ ვისწავლოთ ევროპაში იაფად

განათლების მიღება ევროპის ქვეყნებში, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ახალგაზრდებისთვის, არამარტო მაღალი კვალიფიკაციის გამოა მომხიბლველი, არამედ ყველა იმ ღირებულებების გასაცნობადაც, რაც ბოლო წლებია საქართველოში მკვიდრდება. „ბათუმელები“ შეეცადა გაეგო, თუ რა გზები არსებობს ადგილობრივი სტუდენტებისთვის, ევროპაში რაც შეიძლება მინიმალური ფინანსური დანახარჯით განათლებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მისაღებად. ევროპაში სწავლის დასაფინანსებლად სტუდენტებს აჭარიდან რამდენიმე საშუალება აქვთ. ერთ-ერთია აჭარის განათლების სამინისტროს „საზღვარგარეთ …

სასაფლაოს მოწყობის საქმე და ქრთამის აღებაში ბრალდებული სოფლის რწმუნებული

ხელვაჩაურის სოფელი ზანაქიძეების ყოფილი რწმუნებული მალხაზ დიასამიძე ქრთამის აღებაშია ბრალდებული. საქმის მასალების მიხედვით, მან ბიზნესმენს ხელვაჩაურში სასაფლაოს მოწყობის ნებართვის მიღების სანაცვლოდ 1000 ლარი გამოართვა. პროკურატურამ ამის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულება სასამართლოს უკვე წარმოუდგინა. რწმუნებული სასამართლოში ხელვაჩაურის საკრებულოს დადგენილებით მოვიდა, რომლის მიხედვითაც ქრთამის სავარაუდო აღების პერიოდისთვის სასაფლაოს მოწყობას ნებართვა არ სჭირდებოდა. ქრთამის აღების საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე …

„აჭარისწყალი ჯორჯია“ გოდერძის ალპური ბაღის განვითარებას 100 000 დოლარით აფინანსებს

კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია „გოდერძის“ ალპური ბაღის განვითარებას 100 000 ამერიკული დოლარით დააფინანსებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ საგრანტო ხელშეკრულებას ხელი გასულ კვირას მოაწერეს. საქართველოში წარმოდგენილ ბოტანიკურ ბაღებს შორის (თბილისი, ბათუმი, ბაკურიანი, ზუგდიდი) კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, დღემდე მხოლოდ ბაკურიანის ბოტანიკურ ბაღს გააჩნდა ალპური ბაღი. აქ ალპურ მცენარეთა 1200-მდე სახეობა …

უმცირესობების მოლოდინები არჩევნების შემდეგ

არჩევნების შედეგად საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობა დადგა. მიუხედავად იმისა, თუ ვის ექნება საკანონმდებლო უმრავლესობა, ფაქტია – პარლამენტის საკანონმდებლო ტრიბუნასთან დგომის უფლება მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიასაც კი მკვეთრად ქსენოფობიური და ჰომოფობიური გზავნილებით აწარმოებდნენ. “ბათუმელები” შეეცადა გაეგო, თუ რა მოლოდინები აქვთ უმცირესობებს მიკუთვნებულ ჯგუფებს და როგორი იქნება მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მხრივ, მომდევნო ოთხი წელი …

მატარებლის დაჯახებით დაღუპული რკინიგზელის ოჯახი სიცოცხლის დაზღვევის თანხას ვერ იღებს

როსტომ მამულაძეს სამი წლის წინ ბათუმში მატარებელმა გადაუარა. მისი სიცოცხლე დაზღვეული იყო, თუმცა როსტომის ოჯახს დაზღვევით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია. სადაზღვევო კომპანიიდან გარდაცვლილის მემკვიდრეებს უთხრეს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როსტომ მამულაძის გარდაცვალება ნამდვილად უბედური შემთხვევა იყო თუ არა. გამოძიება დღემდე გრძელდება. „18 წელი რკინიგზაში მუშაობდა ჩემი ქმარი, მეისრე იყო,“ – გვიყვება დარიკო გაბროშიძე, რომელსაც პროკურატურამ დაზარალებულის …

სად აპირებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები დასაქმებას

„რატომაც არა, მაქვს ამბიცია, კი. ორი შემთხვევა ძალიან კარგია – მინისტრი და მოადგილეც,“ – ასე პასუხობს დეპუტატი კაკო ძნელაძე „ბათუმელების“ შეკითხვას: დაპირდნენ თუ არა მას თანამდებობას აჭარის მთავრობაში. დეპუტატები „ოცნებიდან“ საარჩევნო სიებში ვერ მოხვდნენ. სამაგიეროდ, ვიდრე ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება, ძველები აჭარის მთავრობაში ხელმძღვანელი პოზიციების დასაკავებლად ემზადებიან. „იმიტომ უნდა დავსაქმდეთ მთავრობაში, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ. …

ლიბერალური ფრთის მარცხი

„ისინი მოწყდნენ რეალობას… არ ჰქონდათ მკაფიო გზავნილები და ვერ მოახერხეს ამომრჩევლის მობილიზება,“ – ასე ხსნის ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ლიბერალური პოლიტიკური ძალების პარლამენტს მიღმა დარჩენას. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამ შედეგის დადგომას ძირითადად პაატა ბურჭულაძისა და მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო გააქტიურებას უკავშირებს, რამაც ლიბერალი ამომრჩეველი კიდევ უფრო ნიჰილისტურად განაწყო და სახლში გამოკეტა. „არა. ეს არ ყოფილა ლიბერალური ფრთის მარცხი, …

ცესკო – არჩევნები 76 მილიონად და დაბალი კვალიფიკაციით

„2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები პროცედურული დარღვევებით ჩატარდა და ეს უმეტესწილად საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრების კომპეტენციის ნაკლებობით იყო გამოწვეული. საოლქო კომისიის მსჯელობა საჩივრებთან დაკავშირებით „ყავაზე მკითხაობას ჰგავდა“, –  ასე აფასებენ კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო ადმინისტრაციების მუშაობას. 2016 წელს საარჩევნო მოხელეების სწავლება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მილიონი ლარით დააფინანსა, ხოლო თავად ცესკოს ბიუჯეტი 76 მილიონი ლარია [საპარლამენტო არჩევნებისთვის …

საადრეო მანდარინის სამრეწველო ბაღები აჭარაში

მანდარინის კრეფის სეზონი აჭარაში აქტიურ ფაზაში ნოემბრის დასაწყისიდან შევა, ნოემბრის ბოლოს კი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 45 ფერმერს საადრეო ჯიშის მანდარინის ნერგებს დაურიგებს. საადრეო მანდარინის სამრეწველო დანიშნულების სადემონსტრაციო ბაღები ჯამში 7 ჰექტარზე გაშენდება. ფერმერულ მეურნეობებში მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების [მათ შორის მოცვის, თხილისა და კაკლის] ბაღების გაშენების ხელშეწყობის პროგრამა სამინისტროს წელს 1 131 954 ლარი დაუჯდება. ფერმერები …

Exit mobile version