რას აპირებს გახარიას პარტია? – „გვირჩევნია არ ვიჩქაროთ, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ“

„ჩვენ დაგვჭირდება დრო – მაქსიმუმ 2 კვირა ამ ყველაფრის გასაანალიზებლად. გვირჩევნია, არ ვიჩქაროთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. შემდეგ კი, ამ დასკვნების საფუძველზე უკვე ახალი ნაბიჯები შევიმუშაოთ,“ – გვითხრა გიორგი შარაშიძემ, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა. მასთან სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ინტერვიუ ჩავწერეთ. „ბათუმელები“ სხვადასხვა ოპოზიციური და კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერს ესაუბრა ამ საკითხზე: როგორ და …

ექიმი გაუშვეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პოლიტიკური შეხედულების გამო

ექიმი ნათია ხარატი ამბობს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პოლიტიკური შეხედულების გამო დაითხოვეს. ექიმის თქმით, მას რესპუბლიკურის დირექტორმა პირდაპირ უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება მის „ფეისბუქსტატუსებს უკავშირდება“. ექიმი ნათია ხარატი მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერია. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ პოლიტიკური შეხედულებები ექიმთან „პირად საუბრებში“ ახსენა, მაგრამ მისი თქმით, ეს არ უკავშირდება შრომითი ურთიერთობის შეჩერებას. …

დააკავეს ბათუმის აქციების მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე

ბათუმის აქციების მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მედროშე ბათუმში დღეს, 8 ოქტომბერს, ქუჩაში დააკავეს. თვითმხილველების თქმით, ის ათამდე პოლიციელმა დააკავა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ზურაბ ჭავჭანიძე თბილისშია გადაყვანილი. „ბათუმელები“ ესაუბრა ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლეს, მარინა გორჯელაძეს. მან გვითხრა, რომ მისთვის ჯერჯერობით არ უცნობებიათ, რა მუხლითაა მისი ქმარი დაკავებული. ზურაბ ჭავჭანიძე 4 ოქტომბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. იგი …

რუსეთში დააკავეს კულინარიის ისტორიკოსი არმიაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით

რუსული კულინარიის ისტორიკოსზე, პაველ სიუტკინზე სისხლის სამართლის მუხლით საქმე აღძრეს და მას რუსეთის არმიის შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება ბრალად. 60 წლის ისტორიკოსის წინააღმდეგ საქმის აღძვრის საფუძველი მის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები გახდა. მედიის ცნობით, იგი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, სიუტკინმა თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა შეტყობინებები, რომლებიც „ფსიქოლოგიური და ლინგვისტური კვლევის თანახმად, შეიცავდა განზრახ ცრუ …

არქეოლოგებმა თურქეთში აშოტ კურაპალატის საფლავი იპოვეს

„არქეოლოგებმა, რომლებიც მუშაობენ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, არდანუჩში მდებარე გევერნიკის ციხესიმაგრეში, წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის აფსიდის ქვეშ აღმოაჩინეს თაღოვანი საფლავი – სავარაუდოდ, ეს არის დიდი ხნის წინ დაკარგული ქართველი მეფის, აშოტ I-ის (აშოტ დიდი, კურაპალატი) სამარხი, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს ფორმირებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა,“ – წერს თურქული აკადემიური სამეცნიერო ჟურნალი Anatolian Archaeology. Anatolian Archaeology-ის ცნობით, …

ბათუმში უსახლკაროებმა მეტაქსას ქუჩაზე სახელმწიფო შენობა დატოვეს

დღეს, 8 ოქტომბერს, ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი ძველი შენობა დატოვეს მოქალაქეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან. მოქალაქეების თქმით, ისინი პოლიციის მოწოდებას დაემორჩილნენ, რადგან 4 დღეა ხელისუფლებიდან ყურადღება არავინ მიაქცია. შენობაში, სადაც 5 ოქტომბრის დილას 20-მდე უსახლკარო შეიჭრა, არაა საცხოვრებელი პირობები: შუქი და წყალი. ამ მოქალაქეებს მეტაქსას ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს …

დააკავეს პირი, რომელიც არასრულწლოვანს პირადი მასალის გავრცელებით ემუქრებოდა – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გამოყენების ფაქტზე 7 ოქტომბერს ერთი პირი დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული „ინსტაგრამის“ მეშვეობით სხვადასხვა პირთან მიმოწერებს აწარმოებდა და მათ მიერ გადმოგზავნილ პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეომასალას ფარულად, დაზარალებულების ნებართვის გარეშე ინახავდა, ხოლო ერთ-ერთ არასრულწლოვან დაზარალებულს, ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული მასალის გავრცელებით …

რუსეთში საიდუმლოდ რჩება მარგარიტა სიმონიანის პროპაგანდისტი ქმრის საფლავის მდებარეობა

რუსეთში ასაიდუმლოებენ  სომეხი წარმოშობის რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქმრის, ტიგრან კეოსაიანის საფლავის მდებარეობას. ამის შესახებ რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში იწერება. რუსული პროპაგანდისტული არხის, RT-ის რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის ქმარი, ასევე პროპაგანდისტი ტიგრან კეოსაიანი 9-თვიანი კომის შემდეგ, 26 სექტემბერს გარდაიცვალა. მედიაში გავრცელდა მისი სამოქალაქო პანაშვიდის ამსახველი კადრები, რომელიც მოსკოვში, სომხურ ეკლესიაში შედგა, თუმცა არც ერთი კადრი …

თურქეთში ცნობილი მსახიობები და მომღერლები დააკავეს

დღეს, 8 ოქტომბერს, სტამბოლში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში შემოწმების მიზნით გადაიყვანეს თურქულ შოუბიზნესში ცნობილი 19 პირი. თურქულ შოუბიზნესში ცნობილი პირების დაკავება უკავშირდება ნარკოტიკებისა და ეკონომიკური დანაშაულის ბიუროს მიერ დაწყებულ გამოძიებას. ისინი საკუთარ სახლებში დააკავეს. ჟანდარმერიაში გამოკითხვისა და შემოწმების მიზნით გადაყვანილ პირებს შორის არიან ცნობილი მსახიობი და მომღერალი დემეთ ევგარი, ბირჯე აქალაი და კუბილაი …

გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს

N8 პენიტენციური დაწესებულების (გლდანის ციხის) ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “ინტერპრესნიუსი” წერს, დავით გოგობერიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. გლდანის ციხის ყოფილმა ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა თანამდებობება მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს საკანში სცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 118 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 240 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 324 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 33 519 …

„4 ოქტომბერს ვნახე, კობახიძის მასწავლებლები როგორ მიდიოდნენ რუსთაველის აქციაზე“ – სიმონ ჯანაშია

„ვერ წარმომიდგენია ქართველი, რომელიც იტყვის, რომ სუსტის მიმართ თანაგრძნობა არ მაქვს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია. განათლების ექსპერტი, „თავისუფლების მოედნის“ წევრი. ის „ბათუმელებთან“ აფასებს „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ იქნება „ნული თანაგრძნობა“ იმ ადამიანების მიმართ, ვინც რუსთაველის გამზირზე 300 დღეზე მეტია ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ბატონო სიმონ, რას ამბობს ამით ირაკლი კობახიძე, …

„კადაფიც ამბობდა, რომ თანაგრძნობა არ უნდა გქონდეს“ – ინტერვიუ

„ირაკლი კობახიძის ეს განცხადება არის მცდელობა, საზოგადოების აბსოლუტური დეჰუმანიზება მოხდეს, სადაც აგენტები არ იმსახურებენ არანაირ თანაგრძნობას. მეორე მხრივ, ეს არის დაშინების მცდელობა, რომ ჩვენ აი, ყველა მეთოდს გამოვიყენებთ და არაფერზე გავჩერდებით,“ – მიიჩნევს გოტა ჭანტურია. გოტა ჭანტურიას ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ვესაუბრეთ: „ნულოვანი თანაგრძნობა – ამას იმსახურებენ ეს ადამიანები“ – განაცხადა „ოცნების“ პრემიერმა პროევროპულ აქციებზე საუბრის …

ვინ გეგმავს ფიროსმანის #1-ში მშენებლობას – კომპანიამ წილები 800 000 დოლარად გაყიდა

შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ ბათუმში, ფიროსმანის #1-ში ორსართულიანი ისტორიული სახლის ჩანაცვლებას გეგმავს. აქ მცხოვრებლებთან საკუთრების კონკრეტული პირობით დათმობაზე ხელშეკრულებები კომპანიას 2023 წელს გაუფორმებია. როგორც რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული ჩანაწერით ირკვევა, შეთანხმება ძველის ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს. შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ იგივე „ტერასა ჰაუსია“ კომპანიამ სახელი ორჯერ შეიცვალა, დაფუძნებულია როგორც შპს „ემ-კვადრატი“, შემდეგ „ტერასა ჰაუსი“ დაარქვეს, შემდეგ კი „კომუნა კონსტრაქშენი“.  …

„ზიზღისკენ მოუწოდებენ მხარდამჭერებს“ – ექიმი კობახიძის „ნულოვან თანაგრძნობაზე“

„ირაკლი კობახიძეს სურს, რომ აქციებზე აღარ გამოუცხადონ სოლიდარობა, მაგალითად, ადამიანებს, როცა მათ ასისხლიანებენ და ეს ხდებოდა რამდენიმე თვის წინ, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ვიღაც შველას ითხოვს, ეს ყველაფერი უნდა დავაიგნოროთ და ვიღაცას რომ ლოყა აეწვა თურმე ერთი პატარა სილის გაწვნით, ამაზე შევადგინოთ კრიმინალური საქმე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ექიმი ნათია ხარატი, „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი …

„პროცესის გასაგრძელებლად საჭიროა ახალი ოპოზიცია, ახალი ხედვა“ – ინტერვიუ

„2019 წლიდან ქუჩაში ვდგავარ. ნამახვანჰესის აქციების თანამონაწილეც ვარ და ყველა იმ პროტესტის, რაც ბოლო წლებში ქვეყანაში მიმდინარეობდა. ხშირად ვარ რუსთაველზე და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ, სხვანაირად არც ვუყურებ ამ პროცესს“- ამბობს 33 წლის ბექა ხალიბეგაშვილი. სამართალმცოდნე ბექა ხალიბეგაშვილს „ბათუმელები“  ახალი ოპოზიციური ძალების გაჩენის შესაძლებლობასა და საჭიროებაზე ესაუბრა. ბექა, საზოგადოების დაკვეთა, გაჩნდეს ახალი ოპოზიცია, ახალგაზრდების ჩართულობით, დაფუძნებული …

ხულო-გოდერძის გზა დილის 6 საათამდე ჩაიკეტება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი[ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 2025 წლის 7 ოქტომბრის 22:00 საათიდან 8 ოქტომბრის 06:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც „ბათუმელებმა“ დეპარტამენტში დააზუსტა, ამ გზის 94-ე კილომეტრი ხულოში, რიყეთის თემში მდებარეობს. აქ ლითონის მილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა …

203%-ით გაიზარდა რაჟდენ კუპრაშვილის ხელფასი ბოლო სამ წელში

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გასულ, 2024 წელს, ხელფასის სახით 96 238 ლარი მიიღო. ანუ თვეში – 8019 ლარი. შესაბამისად, კუპრაშვილის დარიცხული ხელფასი გასულ წელს იყო თვეში 10 434 ლარი. რამდენია წელს რაჟდენ კუპრაშვილის ხელფასი? – ეს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის: ანტიკორუფციულ ბიუროს საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ბიუროს ბიუჯეტი ატვირთული არ აქვს. „ბათუმელებმა“ ვერც ბიუროს …

„რევოლუცია თუ მოხდება, მოხდება მხოლოდ ყველასთვის მოულოდნელად“ – ნიკა მელიას წერილი ციხიდან

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, რომელიც ამჟამად ციხეშია ე.წ. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, წერილით ეხმიანება 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს. „ბათუმელები“ სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ ნიკა მელიას წერილს, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. „სალამი ყველას! ციხიდან შეგნებულად, პრაქტიკულად არ ვწერ, ვინაიდან ხშირი წერის შემთხვევაში, მომიწევს ვიყო უკიდურესად კრიტიკული რიგი სუბიექტების მიმართ, რისი კეთებაც ციხიდან …

ბათუმი-სარფის ახალი გზისთვის საქართველომ €306,6 მილიონი ისესხა – როდის დაიწყება მშენებლობა

„აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალის ბოლო მონაკვეთის – ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა მალე დაიწყება“ – აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, თუმცა ამ გზის მშენებლობაზე ჯერ ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული. ამ ეტაპზე უცნობია გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე გამოცხადებული ტენდერის შედეგებიც, სადაც წინადადებების მიღება 6 ოქტომბერს დასრულდა. სასესხო შეთანხმებას კი, რომელიც ბათუმი-სარფის გზის მშენებლობას ითვალისწინებს, ხელი …

“0 თანაგრძნობა – მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი იყოს” | ალექს ჩიღვინაძის მოსაზრება

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ნულოვანი თამაგრძნობა“ დააანონსა იმ ადამიანების მიმართ, ვინც 300 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირზე საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის. კობახიძის განცხადებას ეხმაურება დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე. მის მოსაზრებას „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ. „0 თანაგრძნობა მაქვს ამ ადამიანების მიმართ. არ გამორიცხავ, რომ ამ ადამიანებს შორის, 10-15 კაცი შეიძლება იყოს გულწრფელი სულელი, მაგრამ მათ მიმართაც ჩვენი თანაგრძნობა …

„საჭმელს ვერ შემოიტანთ, მხოლოდ წყალიო“ – მე-3 დღეა უსახლკაროები ძველ შენობაში რჩებიან

ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე უსახლკაროები მიტოვებულ, ძველ და სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში რჩებიან. „საჭმლის შემოტანის უფლებას არ გვაძლევენ, მხოლოდ წყალიო, ასე გვითხრეს პოლიციელებმა, უკვე მესამე დღეა აქ ვართ… გაუსაძლისი სიტუაციაა, ნაგვის სუნია, არც საპირფარეშოა, შუქიც არ გვაქვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ შორენა კონცელიძემ. ის ერთ-ერთი იმ 20 ადამიანს შორის, რომელიც ამბობს, რომ უსახლკაროა და 5 ოქტომბრის დილას მეტაქსას …

ვინ დააკავეს ბათუმიდან 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობისთვის

„4 ოქტომბრის საქმეზე“ ბათუმიდან ორი ადამიანია დაკავებული. მანუჩარ მიქელაძე პარტია „ახლების“ წევრია და ის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს. მეორე დაკავებული სულხან ფაღავაა, რომელიც 4 ოქტომბერს დააკავა პოლიციამ. როგორც „ახლების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე ამბობს „ბათუმელებთან“, სულხან ფაღავა კუდის ყოფილი თანამშრომელია და იმ ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიები უპოვეს, რომელიც ფაღავას სახელზე იყო რეგისტრირებული. თუმცა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 117 360 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 238 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 23 319 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 33 493 …

რა ეტაპზე შეიძლება გადავიდეს პროტესტი? – „ოცნების მიზანია დუღილის ტემპერატურის დაწევა“

„ორი გამოწვევაა ამ ეტაპზე: ერთობის შენარჩუნება და მოქმედების რეჟიმზე გადასვლა – ეგოების გადადება, ასე ვიტყოდი მე,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი დავით ჯინჭარაძე. მას 4 ოქტომბრის პროტესტზე ვესაუბრეთ: როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა? რა იცვლება ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დღის წესრიგში? დავით ჯინჭარაძე ამბობს, რომ უმთავრესია, პოლიტიკოსებმა საკუთარი ეგოები გვერდით გადადონ. „მეტი გამბედაობაა საჭირო“, – დასძენს ის. „ბათუმელებმა“ დავით …

გადაუხდელი ჯარიმის შემთხვევაში შეუძლიათ თუ არა თქვენი ნივთების დაყადაღება? – იურისტის განმარტება

გადაუხდელი ჯარიმის შემთხვევაში, აღმასრულებელს შეუძლია თუ არა საცხოვრებელ ადგილას მოვიდეს და ნივთები დააყადაღოს? ამ საკითხთან დაკავშირებით იურისტმს, საიას ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა ფეისბუქზე ვრცელი განმარტება გამოაქვეყნა. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ იურისტის განმარტებას: „შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც გასაჩივრების და განხილვის პროცედურები ამოწურულია და ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაწყებულია აღსრულება. სახლს, რომელიც თქვენს სახელზე არაა რეგისტრირებული, ვერავინ შეეხება (მაგალითად, …

რა თქვა არჩევნებზე არ მისვლით ოპოზიციონერმა ამომრჩეველმა – შეფასება

„არჩევნების მოგება იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა არჩევნებში მიზანმიმართულად არ მონაწილეობს, ლეგიტიმაციას კი არ გძენს – გაკლებს“, – ასე აფასებს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი 4 ოქტომბრის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებს. რა გაკვეთილი უნდა მიიღონ პოლიტიკურმა პარტიებმა 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით და რა გვაჩვენა კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლის ბოიკოტმა? – ვკითხეთ იაგო კაჭკაჭიშვილს. ბატონო იაგო, რა …

ვინ იქნებიან ბათუმში საკრებულოს წევრები „ოცნების“ არჩევნების შემდეგ

4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმში 10 მაჟორიტარული ოლქიდან ათივე „ოცნებამ“ მოიგო. პროპორციული სიით კი საკრებულოში 15 წევრი შევა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ოცნება“ პროპორციული სიით ბათუმის საკრებულოში 12 წევრს შეიყვანს, პარტიები: „ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩი“ თითო წევრის შეყვანას შეძლებენ. საკრებულო 25-წევრიანი იქნება. შესაძლოა ეს მონაცემები მცირედ შეიცვალოს, მას შემდეგ, როცა საბოლოო შედეგი გამოქვეყნდება. გარდა ამისა, …

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდზე სინდისის პატიმრები იქნებიან

საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელს პირველად წარადგენს ახლად დაარსებული საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია. წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 15-19 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს სტენდზე სინდისის პატიმრების ფოტოები იქნება წარმოდგენილი. „2025 წლის ოქტომბერში ერთი წელი შესრულდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან, რომლის გამოცხადებულმა შედეგებმა ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. გაყალბებულ არჩევნებად მიჩნეული შედეგების გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის …

1 წლის მარიამს გულზე ოპერაცია სჭირდება – ოჯახს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს

1 წლის და 2 თვის მარიამ წიკლაურს გულის მანკი აქვს და ოპერაცია სჭირდება. მარიამის ოჯახი რუსთავში ცხოვრობს და როგორც დედა, თამარ ჭეიშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ოპერაცია თურქეთში, კლინიკა „მემორიალშია“ დაგეგმილი პირველ დეკემბერს. „როცა დაიბადა, სუნთქვა უჭირდა, საავადმყოფოებში ვიყავით დღე და ღამე. წავიყვანეთ თურქეთშიც. პირველ ვიზიტზე თურქეთში რომ ვიყავით, გვითხრეს, რომ ოპერაცია აუცილებელია, მაგრამ რაღაც პერიოდი …

კარასინი „ოცნების“ პოლიტიკას აქებს – „საქართველო გაიზარდა, ფეხზე დადგა“

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემასთან, Lenta.ru-სთან საუბრისას თქვა, რომ „საქართველო გაიზარდა“. კარასინი გამოეხმაურა 4 ოქტომბერს, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და პროტესტი საქართველოში მაიდანს შეადარა: „საქართველოში მაიდანის გამეორების მცდელობები, მოსახლეობის უმრავლესობის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ის, ვისი არჩევაც სურდა, სრულიად ჩავარდა. მაიდანის პოლიტიკური ტექნოლოგიები წარსულს ბარდება და ამას …

„რუსეთს „ქართული ოცნების“ ხელით ქართველი ერი მიჰყავს ფიზიკურ და სულიერ გადაშენებამდე“

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროევროპული, მშვიდობიანი აქციების მხარდამჭერია, ფეისბუქზე ღია წერილს აქვეყნებს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მის წერილს: „ღია წერილი კულტურულ კაცობრიობას, ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. მე, როგორც ერთ მღვდელს და ხალხის მოძღვარს, მშობელი ხალხის ჩაგვრა-წამების მშვიდად ყურება არ შემიძლია, ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით კულტურულ კაცობრიობას, დემოკრატიის სადარაჯოზე მდგომ სახელმწიფოებს. ჩემი სამშობლო – …

უსახლკაროებმა ბათუმში სახელმწიფოს კუთვნილი შენობა დაიკავეს – „ძალით გამოგიყვანთო“

20-მდე ადამიანმა, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე სახელმწიფოს კუთვნილი, ძველი შენობა დაიკავა. „გუშინ დილით შემოვედით, გამთენია იყო,“ – გვიყვება შორენა კონცელიძე, – „დღეს მოვიდნენ პოლიციელები და გვითხრეს, თუ ნებით არ დატოვებთ შენობას, ძალით გაგიყვანთო… ვითხოვთ ყურადღებას, წასასვლელი არსად გვაქვს. აქ არც შუქია, არც წყალი და არაფერი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, სახელმწიფოს …

უფასო სკრინინგი ბათუმში შშმ ქალებისთვის, გოგონებისთვის და შშმ პირთა დედებისთვის

10 – 11 ოქტომბერს ორგანიზაცია„შშმ ქალთა ალიანსი“, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, კლინიკა „მედფემთან“ თანამშრომლობით, მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგს სთავაზობს შშმ ქალებს, შშმ გოგონებს და შშმ პირთა დედებს. სკრინინგის მიზანია ჯანმრთელობის შენარჩუნება, ადრეული დიაგნოსტიკა და ქალთა გაძლიერება. დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული  უფასო სკრინინგი შშმ ქალებისთვის, გოგონებისთვის და შშმ პირთა დედებისთვის. …

საქართველოში ახალი დიზაინის პასპორტების გაცემა იწყება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით იწყება ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემა. სააგენტოს ინფორმაციით, ახალ დოკუმენტებს მიიღებენ ის პირები, რომლებიც 2025 წლის 6 ოქტომბრიდან გააკეთებენ განაცხადს. ამასთან, „აღსანიშნავია, რომ საფასურები იგივე რჩება. ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით“ – წერს სააგენტო. ანუ, უკვე გაცემული …

„საქართველოს დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა” – ნორვეგიის საგარეო

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბრის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება – განცხადებას ავრცელებს ნორვეგიის საელჩო საქართველოში. „საქართველოს დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა. OSCE/ODIHR-ს არ მიეცა საშუალება დაჰკვირვებოდა ადგილობრივ არჩევნებს, მათი რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული. დასანანია, რომ გამოყენებული იქნა ძალადობა. რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების პატიმრობაში ყოფნა კიდევ უფრო ამცირებს ნდობას საქართველოს არჩევნების მიმართ,“ – ნათქვამია …

Exit mobile version