ბათუმში თაღლითობის მუხლით ორი პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1988 წელს დაბადებული გ.ზ. და 2000 წელს დაბადებული ბ.ხ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამინისტროს ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გ.ზ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ  მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ოქტომბრის 21 საათიდან 13 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 122 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 248 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 345 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 33 578 …

„ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს არ მოვემსახურებით“ – რეფორმერ ფიტნესის პასუხი სახალხო დამცველს

„არ არსებობს კანონი და ძალა, რომელიც გვაიძულებს მოვემსახუროთ ჩვენთვის არასასურველ სტუმრებს, ან არ მოვემსახუროთ ჩვენთვის სასურველ მომხმარებლებს, როგორც ამას პანდემიის დროს ვაკეთებდით. თქვენ ამას დისკრიმინაციას უწოდებთ, სეგრეგაციას თუ სტიგმას საერთოდ არ გვაინტერესებს. როგორც ჩანს, თქვენ მიერ დადგენილი ვადაც შემოგვერღვა, მაგრამ ესეც არ გვაინტერებს. გირჩევთ, ასე ოპერატიულად და მონდომებით დაიცვათ საქართველოს მოქალაქეების უფლებები სისტემის წინაშე.“ – …

ავთანდილ სურმანიძეს, რამაზ მამულაძესა და ხვიჩა გოგოხიას მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა დააკმაყოფილა ქეთევან სონაძის შუამდგომლობა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ია დარახველიძეს საპატიმრო გირაო შეუფარდა 10 000 ლარის ოდენობით. ავთანდილ სურმანიძეს, რამაზ მამულაძესა და ხვიჩა გოგოხიას კი — პატიმრობა. ია დარახველიძეს გირაოს შეტანის ვადად 30 დღე განესაზღვრა. სხდომის დასაწყისში პროკურატურა ოთხივე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვდა. კრეატიული დირექტორისა და მუსიკოსის, ია დარახველიძის ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ …

ბათუმელი აქტივისტის და კიდევ 7 დაკავებულის აღკვეთის შეფარდების საკითხს სასამართლო დღეს განიხილავს

დღეს, 11 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა ორი სხდომა, სადაც 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მორიგი 8 ადამიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.  ეს ამ დროისთვის დაკავებული 46 პირიდან ბოლო რვა ადამიანია. ჯერ კიდევ მიმდინარეობს სხდომა, რომელსაც მოსამართლე მზია გარშაულიშვილი თავმჯდომარეობს. სხდომაზე ავთანდილ სურმანიძის, ია დარახველიძის, რამაზ მამულაძისა და ხვიჩა გოგოხიას საკითხი განიხილება. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 121 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 247 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 345 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 33 568 …

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომში – ინტერვიუ გენერალთან 

„ყველაზე ცხელი წერტილი ამ ეტაპზე დობროპოლიეს შვერილია“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვახტანგ კაპანაძე, გადამდგარი გენერალი, რუსეთ-უკრაინის ომში მიმდინარე მნიშვნელოვან ცვლილებებზე საუბრისას. „რუსები მომარაგებას ვერ ახერხებენ, მომარაგების ერთადერთი საშუალება დრონებია. ცხადია, ეს მომარაგება მასიური და დიდი მასშტაბის ვერ იქნება. უკრაინელებიც არ ჩქარობენ – არ უნდათ ზედმეტი დანაკარგები ამ მიმართულებაზე და ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებენ ალყაში მოქცეულების განადგურებას,“ – გვიყვება …

ბათუმის ცენტრში 5 სართული უკანონოდ ააშენეს – მერია დუმს

ბათუმში, ქალაქის ცენტრში, ბათუმის მერიიდან ზუსტად ერთ კვარტალში, მშენებელმა 5 სართული უკანონოდ ააშენა. ვაჟა-ფშაველას 11/7 ნომერში მშენებლობას შპს „ელ ქსელი“ აწარმოებს. „ბათუმელების“ ხელთ არსებული დოკუმენტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა 8 სართულზეა გაცემული. თუმცა კორპუსი უკვე 13 სართულიანია. „ახალი, ოქროს ეპოქის ბინები“ – ამ მარკეტინგული სლოგანით ცდილობს კომპანია „ელ ქსელი“ ბათუმის ცენტრში საცხოვრებელი ბინების გაყიდვას. არცერთი პასუხისმგებელი …

„საქმეში მტკიცებულება საერთოდ არ არსებობს“ – ადვოკატი ბათუმელი მედროშის საქმეზე

„არცერთი მტკიცებულება არ არის, ხალხო, აი, საერთოდ არ არსებობს მტკიცებულება, რა ძალადობა?!“ – ამბობს ადვოკატი ნინო ლომინაძე, რომელიც ბათუმელი მედროშის, ზურაბ ჭავჭანიძის ინტერესებს იცავს. ადვოკატ ნინო ლომინაძეს „ბათუმელები“ დაუკავშირდა და ჰკითხა: რა მტკიცებულებები წარმოადგინა პროკურატურამ ზურაბ ჭავჭანიძის საქმეში? დღეს, 10 ოქტომბერს ბათუმელ მედროშეს, ზურაბ ჭავჭანიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმის …

„მეუღლე დიალიზზე ჰყავს“ – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კახა მჟავანაძის ადვოკატი

4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებული 57 წლის კახა მჟავანაძე პატიმრობაში დატოვეს. კახა მჟავანაძეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მეუღლე დიალიზზეა და მკურნალობისთვის ქუთაისში უწევს წასვლა. სწორედ კახა მჟავანაძე ეხმარებოდა მეუღლეს ექიმთან წასვლაში. რატომ არ გაითვალისწინა სასამართლომ კახა მჟავანაძის ოჯახის მდგომარეობა და რა ელის მის მეუღლეს, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს? – „ბათუმელები“ ესაუბრა კახა …

„თავს მივიჩნევ ტყვედ“ – ტელეფონების ხელოსანმა გორიდან დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო

„ბაღიდან ბავშვი უნდა გამოეყვანა. პოლიციელებს შეეხვეწა თურმე – ბავშვს გამოვიყვან, სახლში დავტოვებ და ჩემი ფეხით მოვალ პოლიციაშიო, მაგრამ არ გაითვალისწინეს, დააკავეს და პირდაპირ თბილისში წაიყვანეს გორიდან“, – „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებული ვახო ფიცხელაურის მეუღლე თეო ბზიშვილი „ბათუმელებთან“ მისი მეუღლის დაკავების დეტალებს იხსენებს. 33 წლის ვახო ფიცხელაური ტელეფონების ხელოსანია. გორში, ნაქირავებ ფართში მაღაზია ჰქონდა გახსნილი და …

„მივდივართ იმ წერტილამდე, როცა რეჟიმი მთლიანად დაექვემდებარება კრემლს“ – ბექა მინდიაშვილი

„ღამით სახლებში შევარდნები, ეს სპეცოპერაციები, როცა 70 წლის ადამიანს ასი პოლიციელი აკავებს, იმის დემონსტრირების მცდელობაა, რომ ჩვენთვის არც ასაკს, არც სქესს, არც მდგომარეობას, არც პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი მიზნების მისაღწევად და რაღაც ყრუ კედელია ამ თვალსაზრისით აღმართული“ – ამბობს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი. „ბათუმელები“ ბექა მინდიაშვილს იმ რეპრესიების შესახებ ესაუბრა, რომელსაც „ქართული ოცნება“ პროტესტში მყოფი …

„ხალხის რაოდენობამ დამარწმუნა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ“ – გოჩა მჟავანაძე 4 ოქტომბრის პროტესტზე

„პროტესტის მთავარი ძალა, რაც რეჟიმს აშინებს, არის ის, რომ უწყვეტი და არაძალადობრივია. ამ პროტესტის დამსახურებაა, რომ რეჟიმი როგორც შიდა, ისე საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. სანქციების ქვეშ არიან ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც ივანიშვილმა მოიშორა“ – ამბობს გოჩა მჟავანაძე, ბათუმის აქციების მონაწილე. 300 დღეზე მეტია, რაც გოჩა მჟავანაძის დღე საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საპროტესტო აქციაზე …

რას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ – ინტერვიუ

„4-მა ოქტომბერმა რეალურად დღის წესრიგი ივანიშვილს ამოუყირავა,“ – მიიჩნევს ანა წითლიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი. მას 4 ოქტომბრის მოვლენების გათვალისწინებთ ამ პარტიის და ოპოზიციის მომავალზე ვესაუბრეთ. „ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი შემთხვევა იყო ბოლო 12 წლის განმავლობაში, როდესაც რევოლუციური ცვლილებებისთვის გამოვიდა ხალხი. ერთ აქციას ვერ მეტყვით 12 წლის განმავლობაში, როდესაც დაანონსებულ რევოლუციაზე გამოსულიყო ხალხი. ეს ნიშნავს …

ვის და რომელ კლინიკაში შეუძლია გრიპზე აცრა უფასოდ აჭარაში

„ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი“. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 10 ოქტომბერს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა [NCDC] ცენტრმა გაავრცელეს. მიუხედავად ამისა, ბათუმში ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჩართულია იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში, უარს ეუბნება მოქალაქეებს აცრაზე [იმ მიზეზით, რომ უფასოდ აცრა შეუძლიათ მხოლოდ რისკჯგუფში …

ბათუმელ მედროშეს ზურაბ ჭავჭანიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმელ მედროშეს, ზურაბ ჭავჭანიძეს და კიდევ 6 ბრალდებულს, რომლებიც „4 ოქტომბრის საქმეზე“ დააკავეს, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 ოქტომბერს გაიმართა. „მთელი ცხოვრების განმავლობაში პატიოსან, კანონმორჩილ ადამიანად ვითვლები. ჩემში არ ზის მოძალადე. ვთვლი, რომ სიყვარულის დესპანი ვარ. ჩემი პიროვნება არ უნდა შეისწავლონ? უამრავი მასალა დევს …

„4 ოქტომბრის საქმეზე“ ბათუმში კიდევ ერთი პირი დააკავეს

„4 ოქტომბრის საქმეზე“ ბათუმში კიდევ ერთი პირი დააკავეს. ავთანდილ სურმანიძე უკრაინაში მებრძოლი ქართველია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი – 1987 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. ამ დროისათვის ჯამში, დაკავებულია სულ 45 პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ოქტომბრის 21 საათიდან 11 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით და დილის საათებში წვიმა, ჭექა-ქუხილი, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 11 – …

„ოცნება“ კიდევ ერთხელ დაესხა თავს მზია ამაღლობელს პრესის თავისუფლების ჯილდოს მიღების შემდეგ

დღეს, 10 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა მზია ამაღლობელისათვის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემას. „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გაავრცელა დეზინფორმაცია მზია ამაღლობელის საქმის შესახებ ფაქტების დამახინჯებით. „მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა არის ერთგვარი გაგრძელება იმ უსამართლო პოლიტიკური დამოკიდებულების ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც რამდენიმე წელია გაუჩერებლად გრძელდება“ – განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა, გიორგი გრძელიშვილმა. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 120 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 246 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 339 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 33 547 …

თბილისში დააკავეს 71 წლის ექიმი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი

დღეს, 9 ოქტომბერს, თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს 71 წლის ექიმი, პედიატრი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი. საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, მისმა შვილმა, კოტე ჩახუნაშვილმა, ფეისბუქზე დაწერა, რომ მამამისთან პოლიცია იყო შესული, რის შემდეგაც გიორგი ჩახუნაშვილის სახლთან ჟურნალისტები და აქციის მონაწილეები მივიდნენ – ბინის კარი მათ დაკეტილი დახვდათ. დაახლოებით 30 წუთში ადგილზე პოლიციის მობილიზება დაიწყო და ჟურნალისტებსა და …

ვისთან ერთად აპირებს „ლელო“ ბრძოლის გაგრძელებას? – ინტერვიუ ბადრი ჯაფარიძესთან

„საუბარი იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს, არის საღ აზრთან ბრძოლა,“ – გვითხრა ბადრი ჯაფარიძემ, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მას ვკითხეთ, 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგის გათვალისწინებით, ამჯერად რა სტრატეგიით აპირებს „ლელო“ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას. ბადრი ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს და ვადამდელ არჩევნებს თუ ჩანიშნავს „ოცნება“, ამ არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება ერთობას …

რას შეცვლის ოპოზიცია 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ

როგორ აპირებს 8 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება მუშაობას მუნიციპალური არჩევნების და 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ? „ბათუმელები“ ესაუბრა რვიანში შემავალი რამდენიმე პარტიის ლიდერს და მათ ჰკითხა, როგორ და რა სტრატეგიით აპირებენ ბრძოლას ახლა, ცალ-ცალკე თუ ვიხილავთ ახალ ოპოზიციურ გაერთიანებებს? პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ რვიანი ერთადერთი ამოცანით შეიქმნა – „ბოიკოტის პროცესში შესაძლებელი …

ალექსანდრე გოგოლაძეს სიმსივნე აქვს, ამის მიუხედავად, პატიმრობაში დატოვეს – ადვოკატი

64 წლის ალექსანდრე გოგოლაძე 6 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იმ დღეს კიდევ 12 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც „ქართული ოცნების“ პროკურატურა სისხლის სამართლის ორი მუხლით ედავება – სახელმწიფო ობიექტის ხელში ჩაგდება, ჯგუფური ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება. ალექსანდრე გოგოლაძე და სხვა პირებიც, 4 ოქტომბერს, თბილისში, პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს. ალექსანდრე გოგოლაძე ბრალს არ აღიარებს. მას …

მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადასცემენ

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მედია მენეჯერი, უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი, ექვს სხვა ჟურნალისტთან ერთად დასახელდა 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელად. ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის IPI-IMS-ის მიერაა დაწესებული. „შვიდი გამორჩეული ჟურნალისტი საქართველოდან, აშშ-დან, ღაზას სექტორიდან, პერუდან, ჰონგ-კონგიდან, უკრაინიდან და ეთიოპიიდან 2025 წლის IPI-IMS-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირებად დასახელდა თავისუფალი მედიისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული …

„განზრახვაც კი არ მქონია ძალადობისო, შეშფოთდა, როცა ბრალი წაუკითხეს“ – ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი

„როდესაც ბრალი წაუკითხეს, შეშფოთდა – განზრახვაც კი არ მქონია მაგის, რასაც კითხულობთ, არანაირად ჩემი მიზანი ეგ არ იყო, არანაირი ძალადობა მე არ განმიხორციელებიაო,“ – ადვოკატი ნინო ლომინაძე ბათუმელი მედროშის, ზურაბ ჭავჭანიძის შესახებ გვიყვება, რომელსაც დღეს, 9 ოქტომბერს დილით გამომძიებელმა ბრალდების შესახებ დადგენილება წაუკითხა ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში. „ემოციურად ძალიან რთული იყო ამ ბრალის გაცნობა ბატონი …

„ყველა ჩვენი გამოსვლა ნანახი ჰქონდა“ – რეზო კიკნაძის წერილი ციხის ყოფილ უფროსზე

სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან წერილით ეხმიანება N8 პენიტენციური დაწესებულების, გლდანის ციხის ყოფილი უფროსის, დავით გოგობერიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობას. რეზო კიკნაძე, სინდისის სხვა პატიმრებთან ერთად, გლდანის ციხეში იხდის სასჯელს და შესაბამისად, პირადად იცნობდა ციხის უფროსს. „რა უცნაური ყოფილა, როცა ადამიანი რამდენიმე თვის წინ გყავს ნანახი და იგებ, რომ ცოცხალი აღარაა. არ აქვს მნიშვნელობა მოკლეს თუ თავი …

ბორჯომში, „პლატოზე“, 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს ტყის სტატუსს შეუწყვეტენ და გაყიდიან

ქალაქ ბორჯომში, „ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, 4,9 ჰექტარ მიწის ნაკვეთს შეუწყდა ტყის სტატუსი და მას პირობებიან აუქციონზე გაყიდიან. საწყისი გასაყიდი ფასი 3,94 მილიონი ლარი იქნება. მომავალმა მესაკუთრემ აქ „გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი კომპლექსი“ უნდა შექმნას. „განხორციელდეს სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირება და სახელმწიფო ტყის სტატუსი შეუწყდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბორჯომში, „პლატოზე“ მდებარე 49 246.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურწეო [სახელმწიფო ტყის ფონდი] დანიშნულების …

ზურაბ ჭავჭანიძეს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება – რა ბრალი წარუდგინეს დაკავებულებს

დღეს, 9 ოქტომბერს, „ოცნების“ პროკურატურამ ბრალი წარუდგინა გუშინ, 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 13 ადამიანს. შს სამინისტროს გამოძიების ვერსიით: „ვლადიმერ გველესიანმა, ნიკა გვენცაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გოჩა ყატაშვილმა, გურიელ ქარდავამ, ზურაბ ჭავჭანიძემ, კონსტანტინე კოკაიამ, სულხან აბრალავამ, ბექა ქელეხსაშვილმა და გიორგი კირვალიძემ, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, იერიში …

ბათუმში გაავდრდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, შესაძლებელია სეტყვა და დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-6 ბალამდე შტორმი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ოქტომბრის 21 საათიდან 10 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა და ჭექა-ქუხილი. იქროლებს დასავლეთის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 119 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 241 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 325 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 33 534 …

მინისტრი, მინისტრის მოადგილე, სუს-ის უფროსის ნათლიმამა და გორული ვისკის საქმე

რა ვიცით „ოცნების“ მიერ დაანონსებულ კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში დაკავებულთა საქმეებზე? – „ბათუმელებმა“ ამ სტატიაში თავი მოუყარა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა კორუფციაში სავარაუდო მონაწილეობის ფაქტებს, რომელთაც თავად „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები იძიებენ. 21 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე გახდა პირველი მაღალჩინოსანი „ქართული ოცნების“ რიგებიდან, რომელიც „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებაში მყოფმა საგამოძიებო ორგანოებმა დააპატიმრეს. რას …

რას აპირებს გახარიას პარტია? – „გვირჩევნია არ ვიჩქაროთ, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ“

„ჩვენ დაგვჭირდება დრო – მაქსიმუმ 2 კვირა ამ ყველაფრის გასაანალიზებლად. გვირჩევნია, არ ვიჩქაროთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. შემდეგ კი, ამ დასკვნების საფუძველზე უკვე ახალი ნაბიჯები შევიმუშაოთ,“ – გვითხრა გიორგი შარაშიძემ, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა. მასთან სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ინტერვიუ ჩავწერეთ. „ბათუმელები“ სხვადასხვა ოპოზიციური და კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერს ესაუბრა ამ საკითხზე: როგორ და …

ექიმი გაუშვეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პოლიტიკური შეხედულების გამო

ექიმი ნათია ხარატი ამბობს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პოლიტიკური შეხედულების გამო დაითხოვეს. ექიმის თქმით, მას რესპუბლიკურის დირექტორმა პირდაპირ უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება მის „ფეისბუქსტატუსებს უკავშირდება“. ექიმი ნათია ხარატი მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერია. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ პოლიტიკური შეხედულებები ექიმთან „პირად საუბრებში“ ახსენა, მაგრამ მისი თქმით, ეს არ უკავშირდება შრომითი ურთიერთობის შეჩერებას. …

დააკავეს ბათუმის აქციების მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე

ბათუმის აქციების მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მედროშე ბათუმში დღეს, 8 ოქტომბერს, ქუჩაში დააკავეს. თვითმხილველების თქმით, ის ათამდე პოლიციელმა დააკავა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ზურაბ ჭავჭანიძე თბილისშია გადაყვანილი. „ბათუმელები“ ესაუბრა ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლეს, მარინა გორჯელაძეს. მან გვითხრა, რომ მისთვის ჯერჯერობით არ უცნობებიათ, რა მუხლითაა მისი ქმარი დაკავებული. ზურაბ ჭავჭანიძე 4 ოქტომბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. იგი …

Exit mobile version