ოზურგეთში სუს-ის თანამშრომელს სცემეს – რა ჩანს შსს-ს ვერსიით?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში 2 არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთ-ერთის ბიძია, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი სცემეს. მას თავის არეში მიყენებული აქვს ნახეთქი დაზიანება. სუსის თანამშრომელი თავის არასრულწლოვან დისშვილთან ერთად, რომელსაც ასევე აქვს დაზიანებები, საავადმყოფოში მოათავსეს. „საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებების მიხედვით, რასაც დეტალური სიზუსტით ადასტურებს ვიდეოკამერების სხვადასხვა რაკურსის ჩანაწერები, დაზარალებულმა პირმა [სუსის თანამშრომელი] მისთვის …

ირაკლი ღარიბაშვილი დააპატიმრეს – მას საპროცესო გაუფორმეს და 5 წელი მიუსაჯეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. მას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაცია ამის შესახებ პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე, დამატებითი სასჯელის …

ესტონეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა რუსეთის მხარეს მებრძოლ ასობით პირს

ესტონეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს მებრძოლ 261 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცახნა წერს X-ზე დღეს, 12 იანვარს. „ეს მხოლოდ დასაწყისია“ – აღნიშნავს მარგუს ცახნა. „აგრესორი სახელმწიფოს ასობით ათასი მებრძოლი მონაწილეობდა ამ სასტიკ ომში, ჩაიდინეს სისასტიკე და გაავრცელეს ძალადობა. მათ ადგილი არ აქვთ ესტონეთსა და შენგენის ზონაში. ჩვენ …

„14 იანვარს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია თოვა“ – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალ, 13 იანვარს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი, მთაში თოვლის სახით. სააგენტოს ინფორმაციით, 14 იანვარს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი. მთიან რაიონებში მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. „დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების …

ევროკავშირის და საელჩოების გამოხმაურება მზია ამაღლობელის პატიმრობაზე

დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური მისიები საქართველოში ეხმიანებიან მზია ამაღლობელის ერთწლიან პატიმრობას. „დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა. 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ,“ – დაწერა ფეისბუქზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ. 2025 წლის 6 აგვისტოს განცხადება გავრცელდა ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 220 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 541 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 892 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 35 973 …

კადიროვს თირკმლები გაეთიშა – უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. აღნიშნულ ინფორმაციას მედია უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კადიროვი, სავარაუდოდ, ჩეჩნეთში, საკუთარ საავადმყოფოში იმყოფება და მის სანახავად ოჯახის წევრები, მათ შორის უცხოეთიდანაც, მივიდნენ. უკრაინული გამოცემა РБК-Украина თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კადიროვს თირკმლები გაეთიშა და კრემლი მის შემცვლელს ეძებს. აქამდე გავრცელებული …

უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ კასპიის ზღვაში „ლუკოილის“ სამ საბურღ პლატფორმას დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვამ კასპიის ზღვაში „ლუკოილის“ სამ საბურღ პლატფორმას დაარტყა. უკრაინის გენშტაბის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა იარაღი გამოიყენეს ობიექტებზე თავდასხმისთვის. გენშტაბის ცნობით, „ლუკოილის“ აღნიშნული ობიექტები რუსეთის საოკუპაციო არმიის მხარდასაჭერად გამოიყენება. ზიანის მასშტაბები უცნობია. ჯერჯერობით [18:10 სთ] რუსეთში ოფიციალურ პირებს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. _____________ ფოტო: უკრაინის გენერალური …

„მზიას თავისუფლებისთვის“ – 12 იანვარს თბილისში მარში გაიმართება

12 იანვარს, თბილისში გაიმართება მარში „მზიას თავისუფლებისთვის“. მარში 20 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტისკენ გაემართება. 12 იანვარს, გამთენიისას, ზუსტად ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. 2025 წლის 11-12 იანვარს ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. პირველად ის ბათუმში, აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, საშვთა ბიუროს …

რომელ ქუჩებზე გაითიშება ბათუმში გაზი 12 იანვარს

„სოკარის“ ცნობით, 12 იანვარს 10:00 საათიდან 12 იანვარს 18:00 საათამდე ბათუმში 2587 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება. კომპანიის განმარტებით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. გაზი შეუწყდებათ: 26 მაისის, მელიქიშვილის, მემედ აბაშიძის, ფარნავაზ მეფის, კლდიაშვილის, ყაზბეგის, გორგილაძის, ეგნატე ნინოშვილის, ვაჟა ფშაველას, ვახტანგ გორგასლის, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტების ნაწილს. „სოკარის“ ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად …

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. „მსჯავრდებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, თავისუფლების აღკვეთისა და მუქარის ფაქტებზე წითელი ცირკულარით 2025 წლის ნოემბრიდან იძებნებოდა. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – იუწყება შსს. _____________ ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 იანვრის 21 საათიდან 12 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან – ზოგან წვიმა, მთაში თოვაა მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 2 – …

ქალი პოლიტიკოსების აქცია რუსთავის ციხესთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად

11 იანვარს, რუსთავის ქალთა კოლონიასთან, პოლიტიკოსებმა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს. მათი განცხადებით, შეკრება სიმბოლურია, რადგან სწორედ ხვალ, 12 იანვარს სრულდება ერთი წელი ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან. „აქ იმიტომ ვართ, რომ ყველაზე ახლოს ვიყოთ მზიასთან და სხვა პატიმრებთან. ვითხოვთ როგორც მის, ისე ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლებას,“ — განაცხადა თეონა ჭალიძემ ჟურნალისტებთან. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 218 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 541 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 23 885 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 35 952 …

რუსეთი უკრაინას „ისკანდერითა“ და ასზე მეტი დრონით დაესხა თავს, შეტევის სამიზნე იყო ოდესაც

10 იანვრის ღამეს, რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ითა და 121 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის სისტემებმა 94 დრონის ჩამოგდება და გაუვნებელყოფა შეძლეს. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ბოლო მონაცემებით, შეტევა დილითაც გრძელდებოდა. 10 იანვრის დილას აფეთქებების ხმა გაისმა ოდესაშიც. ინფორმაციას ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია და უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ. „ქალაქში …

ავტოავარიის შედეგად ბათუმში ორი პირი დაშავდა

დღეს, 10 იანვარს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირი კლინიკაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხებული იყო.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 217 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 530 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 882 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 35 908 ერთეული …

მიტროპოლიტი დიმიტრი უკრაინელ ხალხს მიმართავს: „თქვენი სიმამაცე განსაცვიფრებელია“

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი უკრაინელ ხალხს მიმართავს და გამძლეობას უსურვებს. მიმართვის ტექსტი რუსულ ენაზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გამოაქვეყნა. „ამ სტრიქონებს გწერთ გულისტკივილითა და დიდი თანაგრძნობით. ჩვენ ვხედავთ, როგორ ინგრევა თქვენს თვალწინ ქალაქები, როგორ იტანჯებიან ბავშვები, დედები, მოხუცები — ადამიანები, რომლებიც არასოდეს უნდა გამხდარიყვნენ ომის მსხვერპლნი. თქვენი სიმამაცე განსაცვიფრებელია. თქვენი სიმტკიცე — ეს …

რას უპირებს ბათუმის მერია დაზიანებულ მოსაცდელებს

ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებების ბევრ ადგილას არ არის მოსაცდელები; ზოგან ისინი საერთოდ აიღეს, ზოგან კი კონსტრუქციები დაზიანებულია და თვეების განმავლობაში არავინ აკეთებს. ქალაქის მერიაში დღეს, 9 იანვარს, „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „მუშავდება ახალი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე არსებული ყველა დაზიანებული მოსაცდელი ჩანაცვლდება“. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირებისთვის 2026 წლის ქალაქის …

კლიჩკო ხალხს კიევის დატოვებას ურჩევს – რუსული დაბომბვის გამო დედაქალაქი გათბობის გარეშეა

უკრაინული მედიის თანახმად, კიევის საცხოვრებელი კორპუსების ნახევარი, თითქმის 6000 კორპუსი, ამჟამად გათბობის გარეშეა, რადგან დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა „მტრის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაზიანდა“. მედიასთან ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. ქალაქში ასევე შეფერხებით მიეწოდება წყალი. „კომუნალური სამსახურების თანამშრომლები, სოციალურ დაწესებულებებს, კერძოდ, საავადმყოფოებსა და სამშობიარო სახლებს ელექტროენერგიით მობილური წყაროებიდან ამარაგებდნენ“, – განაცხადა კლიჩკომ. მისი განცხადებით, 9 …

ვის შეუჩერებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რეგისტრაციას – ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას ავრცელებს „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ბრძანებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, 2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან 6 თვით ან და მეტი ვადით, უწყვეტად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, როგორც მოსარგებლეს[ბენეფიციარს] რეგისტრაცია შეუჩერდებათ. ამ მოქალაქეებმა ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ პროგრამით რომ ისარგებლონ, ხელახლა მოუწევთ ამბულატორიებში დარეგისტრირება. შესაბამის ბრძანებას ხელი „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, …

გუდაური-კობის გზაზე შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გუდაური-კობის გზაზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ – წერს დეპარტამენტი. ასევე, ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო, დღეს, 9 იანვარს, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე დროებით იყო შეზღუდული …

რუსეთი ადასტურებს, რომ ლვოვის რეგიონში „ორეშნიკით“ განახორციელა დარტყმა

დღეს, 9 იანვარს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმა სარაკეტო სისტემა „ორეშნიკიდან“ მოხდა. 8 იანვარს, ღამით, ლვოვში საჰაერო თავდასხმის განგაშის გამოცხადების შემდეგ აფეთქებების ხმა გაისმა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგიონში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაბომბეს. „რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში კრიტიკული სამიზნეების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმა განახორციელეს ხმელეთზე და ზღვაზე განლაგებული, შორ მანძილზე მოქმედი, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 იანვრის 21 საათიდან 10 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – ყველგან, დღისით კი ზოგან წვიმა. მაღალმთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვა, ელჭექი; ღამით ზოგან ძლიერი ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან გაძლიერდება 17-22 მეტრამდე წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: …

შსს: სტუმრებმა მასპინძელი გაძარცვეს, დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი – წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ა.მ. და 2000 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ  ქარელის მუნიციპალიტეტის  სოფელ დვანში მდებარე გ.მ-ს საცხოვრებელ სახლში სტუმრად იმყოფებოდა მისი მეგობარი ქალი ა.მ. და გ.ქ. რა დროსაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მასპინძლის კუთვნილ თანხას. „აღნიშნული ფაქტი სახლის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 216 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 526 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 882 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 35 892 …

ბაზრიდან იღებენ „ნესტლეს“ ბავშვთა საკვების პარტიებს – სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს წერს, რომ მიმდინარეობს „ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი. „ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა კვების გარკვეული პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში (მცენარეული ზეთი – ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო, იმის მიუხედავად რომ ამ ინგრედიენტის შემცველობა მინიმალურია და ტოქსინ …

ვინ გააკონტროლებს შენობების სიმაღლეს აეროპორტის დაცვის არეში – ახალი წესი

საქართველოში სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში დაბრკოლებების კონტროლის ახალი წესი ამოქმედდა. წესი, რომელიც სერტიფიცირებული აეროდრომის ექსპლუატანტზე და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე [საქაერონავიგაცია] ვრცელდება, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა 2025 წლის 29 დეკემბრის ბრძანებით დაამტკიცა. ამ „წესის მიზანია აეროდრომის დაცვის არის დადგენა და აეროდრომის დაცვის არეში შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლის კონტროლის მოთხოვნების განსაზღვრა.“ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ …

სააგენტო აზუსტებს, საქართველოს მოქალაქეა თუ არა რუსული ტანკერის კაპიტანი, რომელიც აშშ-მ დააკავა

აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს 6 მოქალაქის ყოფნის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამოწმებს. სააგენტომ ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა. დადასტურებული ფაქტიუა, რომ ტანკერი რუსული დროშის ქვეშ დაცურავს და ვენესუელიდან ნავთობს ეზიდებოდა. „ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „Marinera“ ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, …

„სცემეს და შემდეგ განზრახ დააჯახეს ავტომობილი“ – პროკურატურამ 2 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურის ცნობით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცემის და ძალადობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია 2026 წლის 6 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარ შემთხვევაზე. შსს-ს გამოძიების თანახმად: „სოფელ ყალაჯალაში, მამის ცემის გამო გაბრაზებული ბრალდებულები, დაზარალებულების საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და მამა-შვილს სცემეს. შემდეგ კი ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაზარალებულებს რამდენჯერმე განზრახ დააჯახა ავტომობილი. მიღებული დაზიანებებით …

მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება – სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, 9 იანვრიდან 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. „ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე …

დააკავეს 25 წლის კაცი, რომელმაც ორსულ ცოლს სცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი – 2001 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, რ.მ. მარნეულში დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული 2025 წლის 6 დეკემბერს, ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს. ბრალდებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

ბათუმში 2 ათასამდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის არეალში ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 2 ათასამდე აბონენტს. გაზის მიწოდება გუშინ, 7 იანვარს, ღამით შეწყდა. კომპანია „სოკარის“ განმარტებით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა. „ვმუშაობთ, დღის ოთხი საათიდან გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანიაში. „სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დააკავეს ორი პირი, რომელთაც მოქალაქეს 6 000 ლარი გამოსძალეს ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზეზით – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი – წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული, გ.ბ. და 1977 წელს დაბადებული მ.შ.  დააკავეს. შსს იუწყება, რომ გამოძიების თანახმად, რომ ბრალდებულებმა, წარსულში არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზეზით, 1979 წელს დაბადებული მ.წ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოტყუებით აიყვანეს, სადაც  სიცოცხლის მოსპობისა და ძალადობის მუქარით 6 …

ბათუმში გაავდრდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 იანვრის 21 საათიდან 9 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – ზოგან, დღისით კი ყველგან წვიმა. მაღალმთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვა, დღისით – ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან გაძლიერდება 17-22 მეტრამდე წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 215 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 521 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 23 874 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 35 874 …

Exit mobile version