NCDC-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, 2020-2022 წლების პერიოდში, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალში კოვიდით ინფიცირების 65 301 შემთხვევა დაფიქსირდა. მედპერსონალის COVID 19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი წილი (%) დაფიქსირდა თბილისში (34 850), იმერეთისა (8 538) და აჭარის (5 477) რეგიონებში. 2022 წლის 6 თვის განმავლობაში, რეგიონში მომუშავე სამედიცინო პერსონალიდან ყველაზე მეტი – 3 395 იმერეთში დაინფიცირდა, ინფიცირებული …
Category Archives: მთავარი
„შემდეგ აქციას რიჟვაძეს გავუმართავთ“ – მოქალაქეები, რომელთა ბინებსაც აბნელებენ
„ვითხოვთ, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შეასრულოს თავისი ვალდებულება და იმოქმედოს კანონის შესაბამისად,“ – ამბობს მირზა მამულაძე, რომელიც ბათუმში, ხიმშიაშვილის 15 ბ-ში ცხოვრობს. აქ მდებარე რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებმა ადამიანებმა საპროტესტო აქცია 4 აგვისტოსაც გამართეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმაზე, რომ კორუფციული ინტერესით მერია გავლენიანი „ორბი ჯგუფს“ კანონის დაცვას არ სთხოვს. ამასობაში კი, ბნელდება დაახლოებით 270 ოჯახის …
Continue reading “„შემდეგ აქციას რიჟვაძეს გავუმართავთ“ – მოქალაქეები, რომელთა ბინებსაც აბნელებენ”
ოჯახები ერდოღანს სთხოვენ „აზოვსტალიდან“ წაყვანილი ტყვეები თურქეთში გადაიყვანოს
იანა სკროცკაიას საქმრო 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის სამხედროა. 17 მაისამდე ის „აზოვსტალში“ იმყოფებოდა, შემდეგ კი ტყვეობაში მოხვდა. იანა, სხვა სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრებთან ერთად, ახლა თურქეთის პრეზიდენტს მიმართავს და სთხოვს, ტყვეები ნეიტრალურ ქვეყანაში გადაიყვანოს. ოლენოვკაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ტყვეების ნათესავებმა „უკრაინის საზღვაო ქვეითთა მხარდაჭერის შტაბი“ შექმნეს. იანა ამ შტაბის ხელმძღვანელია. ის ამბობს, რომ წითელი ჯვრის …
Continue reading “ოჯახები ერდოღანს სთხოვენ „აზოვსტალიდან“ წაყვანილი ტყვეები თურქეთში გადაიყვანოს”
პუშკინს, კრილოვს, ლერმონტოვს, ტოლსტოის უკრაინის სკოლებში აღარ ასწავლიან
უკრაინის სასკოლო პროგრამაში მხოლოდ იმ რუს მწერლებს დატოვებენ, რომელთა შემოქმედებაც მჭიდროდაა დაკავშირებული უკრაინასთან. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ, ტელემარათონის ეთერში საშუალო და სკოლამდელი განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა იური კონონენკომ განაცხადა. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მწერლები, რომლებიც რუსულად წერდნენ, მაგრამ მათი შემოქმედება მჭიდროდ იყო დაკავშირებული უკრაინასთან, ან თავად მწერალი დაიბადა უკრაინაში ან დიდხანს ცხოვრობდა აქ, ან საკუთარ ნაწარმოებებში ფართოდ …
Continue reading “პუშკინს, კრილოვს, ლერმონტოვს, ტოლსტოის უკრაინის სკოლებში აღარ ასწავლიან”
პარკინგად და სავაჭრო დახლებად ქცეული ევროპის მოედანი ბათუმში
ბათუმის ევროპის მოედანი სავაჭრო ცენტრად იქცა. რამდენიმე თვეა მოედანზე წრიულად არის განთავსებული სავაჭრო დახლები, სადაც სხვადასხვა ნაწარმი იყიდება, მათ შორის, ტანსაცმელი და საკვები. ამ დრომდე ევროპის მოედანზე სხვადასხვა კონცერტი იმართებოდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი, ყოველ პარასკევს უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართებოდა. გარდა იმისა, რომ დახლების გამო მთლიანად გადაფარულია მოედნის სივრცე, ვეღარც შადრევანი ფუნქციონირებს, რომელიც მოედნის …
Continue reading “პარკინგად და სავაჭრო დახლებად ქცეული ევროპის მოედანი ბათუმში”
პუტინის მილიარდერი მეგობარი ხერსონში ხიდის აღდგენაზე უარს ამბობს
მილიარდერ არკადი როტენბერგის არცერთ კომპანიას არ მიუღია შეთავაზება და არ აპირებს ხერსონში, ანტონოვსკის ხიდის აღდგენაში მონაწილეობას – უთხრა რუსულ გამოცემა РБК-ს ბიზნესმენის წარმომადგენელმა. მანამდე, რუსეთის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი აცხადებდა, რომ დაზიანებულ ხიდს იმ კომპანიის სპეციალისტები აღადგენენ, რომელმაც ყირიმის ხიდი ააშენა. „ჩვენ ვიპოვეთ ბაზაც და ხალხიც, ვისაც ეს საქმე ესმის. ჩვენ გავგზავნეთ ქვეყნის საუკეთესო კომპანია, რომელსაც …
Continue reading “პუტინის მილიარდერი მეგობარი ხერსონში ხიდის აღდგენაზე უარს ამბობს”
რატომ არ იცავს ბათუმის საკრებულო და მერია ქართულ ენას რუსულენოვან ბარებში
მიუხედავად იმისა, რომ კანონი მუნიციპალიტეტს პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფო – ქართული ენის დაცვას, ბათუმის მერიასა და საკრებულოში კანონის დასაცავად არ მოქმედებენ. აქ კომენტარსაც არ აკეთებენ კითხვაზე: რატომ არ იცავენ სახელმწიფო ენას რუსულენოვან ბარებში, სადაც ქართულად ვერც ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ვერაფერს შეუკვეთს? „ბათუმელები“ 2 აგვისტოს წერდა რუსულენოვანი ბარების შესახებ, სადაც ქართულ ენაზე ვერაფერს შეუკვეთთ. ამ …
Continue reading “რატომ არ იცავს ბათუმის საკრებულო და მერია ქართულ ენას რუსულენოვან ბარებში”
ბათუმის ცენტრალურ პარკში ჰაერის მონიტორინგის სადგურს განათავსებენ
ბათუმის ცენტრალურ პარკში გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატურ სადგურს განათავსებს. სადგური, რომელიც შეიცავს სხვადასხვა მოწყობილობას, სენდვიჩ პანელისაგან დამზადებულ ჯიხურში იქნება მოთავსებული. სადგური ჰაერის ხარისხს რამდენიმე დამაბინძურებელზე ავტომატურად გააკონტროლებს. გარემოს ეროვნული სააგენტო ასეთ სადგურს ბათუმის გარდა კიდევ 7 ადგილზე დაამონტაჟებს – თბილისში, რუსთავში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და მესტიაში. სააგენტო ასევე შეიძენს ერთ …
Continue reading “ბათუმის ცენტრალურ პარკში ჰაერის მონიტორინგის სადგურს განათავსებენ”
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალის ხელფასი იზრდება
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხელფასები 30%-ით იზრდება. ხელფასი ყველა რგოლის სამედიცინო პერსონალს გაეზრდება, მათ შორის, სანიტრებსა და ექთნის დამხმარეებს. „ჩვენ გავაკეთეთ ასეთი დანამატი. ექთნის მინიმალური ანაზღაურება გახდა საათში 5 ლარი, ექიმის მინიმალური ანაზღაურება – საათში 8 ლარი, უმცროსი ექიმის მინიმალური ანაზღაურება გახდა საათში 6 ლარი. სანიტრის ანაზღაურებაც იზრდება და მინიმალური საათობრივი იქნება 2.5 ლარი და მეტი, …
Continue reading “ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალის ხელფასი იზრდება”
პოდოლიაკი ასახელებს 4 კომპონენტს, რაც რუსეთთან მოლაპარაკებამდე სჭირდება უკრაინას
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ასახელებს ოთხ ძირითად მდგენელს იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციასთან სალაპარაკოდ შესაბამის პოზიციაში იყოს ქვეყანა. „რუსეთის ფედერაციასთან სალაპარაკოდ უნდა გქონდეს სწორი მოლაპარაკების პოზიცია. მას აქვს ოთხი მარტივი კომპონენტი: შორ მანძილზე მსროლელი არტილერია, MLRS-ი და ACTAMS-ი რუსეთის ლოჯისტიკის გასანადგურებლად. საჰაერო თავდაცვა ქალაქების დასაცავად. დამრტყმელი დრონები – საუკეთესო მონადირეები. ჯავშანტრანსპორტიორები კონტრშეტევებისთვის“, – წერს მიხაილო …
Continue reading “პოდოლიაკი ასახელებს 4 კომპონენტს, რაც რუსეთთან მოლაპარაკებამდე სჭირდება უკრაინას”
ბელარუსის არმიის მანევრირება უკრაინის საზღვართან გაძლიერდა
ბელარუსის არმია უკრაინის საზღვართან მანევრებს განაგრძობს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვრის დაცვა ბრესტისა და გომელის ოლქებში გააძლიერეს. საბრძოლო მზადყოფნაზე შემოწმებას გადიან სპეციალური ოპერაციის ძალების დანაყოფებიც. უკრაინის საზღვართან გამუდმებული წვრთნების გამო, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ბელარუსის მხრიდან საფრთხეს არ გამორიცხავენ. უკრაინის გენშტაბი გუშინდელ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაში თავისი დივერსანტების შემოყვანას აქტიურად ცდილობს. ბელარუსის …
Continue reading “ბელარუსის არმიის მანევრირება უკრაინის საზღვართან გაძლიერდა”
ზელენსკი ჩინეთზე: რუსეთის მხარდაჭერას ისევ ეგეთი ნეიტრალიტეტი ჯობია
შეკითხვა ჩინეთის როლზე უკრაინის პრეზიდენტს ავსტრალიელ სტუდენტებთან შეხვედრისას დაუსვეს. „ვისურვებდი, ჩინეთიც იმ გაერთიანებულ პოზიციას შეერთებოდა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ტირანიას აღიარებს. ეს არ მოხდა, ჩინეთი ცალკე დგას, ბალანსის დაცვას და ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობს. ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის, რომ ჩინეთს რუსეთისთვის დაეჭირა მხარი. მჯერა, რომ ამ სახელმწიფოს მოქალაქეები გააზრებულ არჩევანს გააკეთებენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩინეთი …
Continue reading “ზელენსკი ჩინეთზე: რუსეთის მხარდაჭერას ისევ ეგეთი ნეიტრალიტეტი ჯობია”
დასავლური იარაღის გამო რუსეთი მზარდ საფრთხეს გრძნობს – ბრიტანეთის დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფები განაგრძობენ დარტყმებს რუსეთის სამხედრო პუქტებზე, პირად შემადგენლობაზე, ლოგისტიკურ ბაზებსა და საბრძოლო მასალების საწყობებზე. უწყების ვარაუდით, ეს ფაქტორი, დიდი ალბათობით, სერიოზულ გავლენას მოახდენს რუსული არმიის მომარაგებაზე და გააძლიერებს ზეწოლას რუსეთის საბრძოლო დანაყოფებზე. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 4 აგვისტოს რელიზში წერს, რომ რუსეთის ძალებმა რადიოლოკაციური სისტემები დაამონტაჟეს ანტონოვსკის ხიდთან …
Continue reading “დასავლური იარაღის გამო რუსეთი მზარდ საფრთხეს გრძნობს – ბრიტანეთის დაზვერვა”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 აგვისტოს მონაცემები
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 41 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150] ტანკი – 1 789 ერთეული [+15] ჯავშანტექნიკა – 4 026 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 946 ერთეული [+7] MLRS – 260 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 118 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 აგვისტოს მონაცემები”
„აზოველები“ დახოცვამდე აწამეს, რუსეთი მათ გაცვლას არ აპირებდა – უკრაინის დაზვერვა
უკრაინის სამხედრო დაზვერვა ოლენოვკაში მომხდარ თავდასხმაზე ახალ დეტალებს აქვეყნებს. უწყება აცხადებს, რომ ტყვეობაში მყოფი „აზოველები“ აფეთქებამდე დაკითხეს და აწამეს, შემდეგ კი წამების კვალის დაფარვის მიზნით დახოცეს. „დაკითხვებისას ტყვეებს სცემდნენ და აწამებდნენ“, – წერს დაზვერვა ტელეგრამ არხზე გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დაკითხვებს დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროება „ვაგნერი“ და რუსული ფეესბე ატარებდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური აღნიშნავს, …
Continue reading “„აზოველები“ დახოცვამდე აწამეს, რუსეთი მათ გაცვლას არ აპირებდა – უკრაინის დაზვერვა”
„დამსაჯეს ფეისბუქზე კრიტიკული პოსტების გამო“ – აჭარის განათლების სამინისტროს უჩივიან
„ბოლო ვიყავი დარჩენილი, თეატრები ოპოზიციური აზრის მქონე სამხატვრო ხელმძღვანელებისგან გაწმინდეს, ეს წულუკიანის დიდი პოლიტიკის ნაწილია, გადაიბარა მთლიანად თეატრი პარტიამ,“ – ამბობს რეჟისორი გიორგი ჩხაიძე, რომელიც ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელია და ახლა აჭარის განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივის. გიორგი ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმართ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მისი კრიტიკული ფეისბუქპოსტების გამო დასაჯეს …
ბათუმში უძრავი ქონების დაქირავება 123 პროცენტით გაძვირდა | ინტერვიუ
ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 36%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება ფასს, უძრავ ქონებაზე ფასმა 2%-ით მოიმატა. ასევე, 2021 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით 123%-ითაა გაზრდილი საცხოვრებელი ბინის ქირა. ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის კვლევა „თიბისი კაპიტალმა“ გამოაქვეყნა. კვლევის მთავარი მიგნებების თანახმად, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სრულად „გამოჯანმრთელდა“ პანდემიისგან 2022 წლის პირველ ნახევარში, ტურიზმმა და …
Continue reading “ბათუმში უძრავი ქონების დაქირავება 123 პროცენტით გაძვირდა | ინტერვიუ”
17 წლის მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში შუახევიდან
17 წლის ანრი ფუტკარაძე შუახევიდან მსოფლიო ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 71 კგ. წონით კატეგორიაში. ჩემპიონატი რომში 28 ივლისს გაიმართა. ანრიმ ჯამში 5 მეტოქე დაამარცხა. როგორც თვითონ გვითხრა, ყველაზე დაძაბული შეხვედრა ფინალურ ტურში ჰქონდა, სადაც აზერბაიჯანელი მეტოქე, დავით მამედოვი ანგარიშით – 3:1 დაამარცხა. ანრი 9 წლის ასაკიდან ჭიდაობს. მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატისთვის 6 თვის განმავლობაში …
Continue reading “17 წლის მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში შუახევიდან”
ის, რომ რუსეთს უნდა შევეტენოთ, კეთდება მიზანმიმართულად – ინტერვიუ
საქართველოში ბოლო ექვს თვეში რუსეთიდან 247 000 ვიზიტორი შემოვიდა. ბათუმსა და თბილისში გაიხსნა რუსულენოვანი კაფეები, სადაც ქართულად ვერ გემსახურებიან. ბიზნესი აქტიურად იყენებს ოკუპანტი ქვეყნის ენას რუსი ტურისტების მოსაზიდად. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ეკონომიკა წინ მიდის, თუმცა ამის პარალელურად იზრდება ქვეყნიდან წამსვლელი მოქალაქეების რაოდენობა. რას მოუტანს რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა ქვეყანას, რა საფრთხეები შეიძლება ამას ახლდეს …
Continue reading “ის, რომ რუსეთს უნდა შევეტენოთ, კეთდება მიზანმიმართულად – ინტერვიუ”
„შუამთობის“ დღესასწაულის ორგანიზებაზე წელს 155 900 ლარი დაიხარჯება
წელს „შუამთობის“ დღესასწაული ბეშუმსა და ჩირუხის მთაზე 6-7 აგვისტოს გაიმართება. ღონისძიებებისთვის 155 900 ლარი დაიხარჯება აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან. შესყიდვის დოკუმენტის მიხედვით, ჩირუხსა და ბეშუმში გასამართი ღონისძიებები თითქმის იდენტურია. აღნიშნული თანხა დაიხარჯება ღონისძიებების მოწყობაში. უნდა მოეწყოს სცენა, დამონტაჟდეს მონიტორი და ა.შ. ასევე, სცენის წინ უნდა მოეწყოს დასაჯდომი სივრცე, რისთვისაც ბიუჯეტიდან 25 000 ლარია …
Continue reading “„შუამთობის“ დღესასწაულის ორგანიზებაზე წელს 155 900 ლარი დაიხარჯება”
კადიროვს ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის გმირის წოდება მიანიჭეს
ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვს, ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გმირის წოდება მიანიჭეს. ჯილდო მას რესპუბლიკის მეთაურმა ლეონიდ პასეჩნიკმა გადასცა. ინფორმაციას და ჯილდოების გადაცემის კადრებს რუსული მედია ავრცელებს. პასეჩნიკმა მადლობა გადაუხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მცხოვრებლებს „უკრაინელ ნაცისტებთან ბრძოლაში დახმარებისთვის“ და დასძინა, რომ „ჩეჩნეთისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლებმა ერთიანი ძალებით გაათავისუფლეს ლუგანსკის ტერიტორია უკრაინელი ფაშისტებისგან“. პასუხად კადიროვმა ლეონიდ პასეჩნიკსა …
Continue reading “კადიროვს ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის გმირის წოდება მიანიჭეს”
რატომ დახოცა რუსეთმა „აზოველები“ – ინტერვიუ პოლკის ყოფილ მეთაურთან
მაქსიმ ჟორინი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი და პოლკ „აზოვის“ ყოფილი მეთაური რადიო НВ-სთან ინტერვიუში ამბობს, როგორ მუშაობს „აზოვი“ სამხედრო ტყვეების მკვლელობაში დამნაშავეების მოსაძებნად, რა მოტივი შეიძლება ჰქონოდათ რუსებს და რას ფიქრობს ის სერგეი ვოლინას ვიდეოზე, რომელიც რუსულმა არხებმა გაავრცელეს. პირველ რიგში მინდა გკითხოთ უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზე. არსებობს ვერსია, რომ რუსები ასე უკრაინაში დესტაბილიზაციის გამოწვევას …
Continue reading “რატომ დახოცა რუსეთმა „აზოველები“ – ინტერვიუ პოლკის ყოფილ მეთაურთან”
როგორ ქმნის უკრაინა დრონების არმიას
უკრაინაში ჩაიტანეს პირველი 4 მზვერავი დრონი Fly Eye. ეს დრონები უკრაინამ პროგრამა „დრონების არმიის“ ფარგლებში შეიძინა. „მათი ფრენის დიაპაზონი 160 კილომეტრია, მაქსიმალური სიჩქარე – 120 კილომეტრი საათში. ეს დაეხმარება მზვერავებს, შეაღწიონ მტრის ზურგში და მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალები გააძლიერებს DJI Matrice 300 დრონებს, რომელთაც ძლიერი კამერები და თერმოხედვა აქვთ. დღისით და ღამით …
რას ნიშნავს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება ტყვე „აზოველებისთვის“ – იურისტის განმარტება
„აზოვის“ პოლკი რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, ოლენოვკაში მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. რუსეთის გენპროკურატურის მოთხოვნას სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავდა. რას ნიშნავს რუსეთის ტყვეობაში მყოფი „აზოვის“ მებრძოლებისთვის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება – Настоящее Время-სთან ადვოკატი ნიკოლაი პოლოზოვი განმარტავს. „ახლა, ფაქტობრივად, ყველა „აზოველი“ ტყვე ავტომატურად პოტენციური ბრალდებულია ან ტერორისტული ორგანიზაციის შექმნაში, ან მასში მონაწილეობაში. საბოლოოდ, არანაირი საგამოძიებო …
რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთისა და ტაივანის დაპირისპირებაზე – მოკლედ
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა და დელეგაციამ ტაივანი დატოვეს. „არ შეგეშალოთ: ამერიკა რჩება ურყევი ტაივანელი ხალხის ერთგულებაში – ახლა და მომავალი ათწლეულების განმავლობაში“, – დაწერა პელოსიმ აფრენამდე. მან ასევე მიმოიხილა ტაივანის პრეზიდენტთან შეხვედრა და მადლობა გადაუხადა მისი დაჯილდოებისთვის. დღესვე, 3 აგვისტოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ, კამბოჯაში მიმდინარე სამხრეთ-აზიური ერების ასოციაციის საგარეო საქმეთა …
Continue reading “რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთისა და ტაივანის დაპირისპირებაზე – მოკლედ”
რა საქონელსა და მომსახურებაზე გაიზარდა ფასი – ინფლაცია საქართველოში
ინფლაციის საშუალო დონე საქართველოში გასული წლის პირველი კვარტალიდან მოყოლებული რეგულარულად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, ივლისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 11,5% შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, აქ ფასები 16.4 პროცენტით არის გაზრდილი. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების 16.4 პროცენტით ზრდა წლიურ ინფლაციაზე 5.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და …
Continue reading “რა საქონელსა და მომსახურებაზე გაიზარდა ფასი – ინფლაცია საქართველოში”
4-წლიან სამომხმარებლო სესხს ვეღარ აიღებთ – სებ-მა ვადა შეამცირა
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 15 აგვისტოდან იცვლება ფიზიკური პირების დაკრედიტების პირობები. კერძოდ, სამომხმარებლო სესხების გაცემის ვადა 4 წლიდან 3 წლამდე მცირდება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია. „რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო და მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტებით ჭარბი ზრდის შედეგია. სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად მონეტარული …
Continue reading “4-წლიან სამომხმარებლო სესხს ვეღარ აიღებთ – სებ-მა ვადა შეამცირა”
ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა – არიან დაშავებულები
დღეს, 3 აგვისტოს, ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ მედიკოსების ჯგუფს 6 დაშავებული დახვდა, პირველადი ინფორმაციით, ზედაპირული ტრავმებით. დაშავებულები ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს. ავტოავარია თამარ მეფის გამზირზე მოხდა. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ „ავტოსაგზაო შემთხვევა მუნიციპალური ავტობუსის ბრალეულობით არ მომხდარა“. „ბათუმელები“ შს სამინისტროსგან ელოდება პასუხს, რა მუხლით დაიწყო გამოძიება ავტოავარიაზე.
რას ამბობს ენის დეპარტამენტი რუსულენოვან ბარებზე, სადაც ქართულად ვერ მოგემსახურებიან
„საქართველოს მოქალაქეს კანონმდებლობით აქვს მინიჭებული უფლება, მოითხოვოს, მიიღოს მომსახურება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სახელმწიფო ენაზე“, – აღნიშნავენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტში. ამ უწყებიდან „ბათუმელებს“ წერილობით მიაწოდეს განმარტება რუსულენოვან ბარებზე, სადაც ქართულ ენაზე ვერ მოგემსახურებიან. ბათუმში „ბათუმელებმა“ 6 სხვადასხვა ბარში დააფიქსირა ის, რომ ბარმენები და მიმტანები ქართულ ენაზე ვერ მოგემსახურებიან, ისინი ძირითადად რუსულენოვანი ადამიანები არიან …
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი სტამბოლში ჩავიდა
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი, რომელმაც ოდესის პორტი პირველ აგვისტოს დატოვა, უკვე სტამბოლში, ბოსფორის სრუტეშია. RAZONI, სიერა ლეონეს დროშით მცურავი გემი, ლიბანში, ტრიპოლის პორტისკენ გაემართება სტამბოლიდან. ბორტზე 26 000 ტონა უკრაინული სიმინდია. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ეს არის პირველი გემი, რომელმაც უკრაინის ტერიტორიული წყლებიდან გაიტანა მარცვლეული, ე.წ. „მარცვლეულის დერეფნის“ გავლით. ოდესის …
Continue reading “უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი სტამბოლში ჩავიდა”
„სააფთიაქო ნარკომანიის“ გამო 56 პირი პასუხისგებაში მისცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ე.წ „სააფთიაქო ნარკომანიის“ გამო პასუხისგებაში მიეცა 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი. დარღვევები 22 აფთიაქში გამოვლინდა, მათ შორის, აჭარაშიც. „2022 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისსა და აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა …
Continue reading “„სააფთიაქო ნარკომანიის“ გამო 56 პირი პასუხისგებაში მისცეს”
უკრაინელებმა რკინიგზის ყირიმი-ხერსონის მონაკვეთს დაარტყეს – ბრიტანეთის დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინელთა თავდასხმამ რუსულ მატარებელზე, რომელსაც საბრძოლო შეიარაღება და მასალები გადაჰქონდა, სავარაუდოდ, რკინიგზის ხერსონისა და ყირიმის დამაკავშირებელი მონაკვეთი უმოქმედო გახადა. „რუსეთის ძალები, ალბათ, რამდენიმე დღეში შეაკეთებენ რკინიგზის დაზიანებულ მონაკვეთს, თუმცა ის მაინც სუსტ წერტილად დარჩება რუსეთის ძალებისთვის და მათი ლოგისტიკისთვის,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 3 აგვისტოს რელიზში. უწყების ცნობით, ბორანი, რომელიც …
Continue reading “უკრაინელებმა რკინიგზის ყირიმი-ხერსონის მონაკვეთს დაარტყეს – ბრიტანეთის დაზვერვა”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 3 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 41 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +180] ტანკი – 1 774 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 4 022 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 939 ერთეული [+3] MLRS – 259 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 118 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 3 აგვისტო”
რუსულენოვანი ბარები ბათუმში, სადაც ქართულად ვერაფერს შეუკვეთავთ
„მხოლოდ რუსულად ან ინგლისურად,“ – ამ შაბლონით და ინგლისურად გვიპასუხეს ძველ ბათუმში, რამდენიმე ბარში, სადაც შევიხედეთ და ქართულად ვიკითხეთ: რა ღირს თქვენთან ლუდი? – ბარმენები, მიმტანები თუ მენეჯერები ქართულად ვერ საუბრობენ. ქართული კანონმდებლობით კი, „სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.“ ბარებში, სადაც ქართულ ენაზე მომსახურების სერვისი არ აქვთ, დაახლოებით ერთნაირად გვიპასუხეს, …
Continue reading “რუსულენოვანი ბარები ბათუმში, სადაც ქართულად ვერაფერს შეუკვეთავთ”
1 პირის კვება თბილისის უფასო სასადილოებში 1 ლარი და 30 თეთრი ღირს, რეგიონებში – ცოტა მეტი
სახალხო დამცველის აპარატმა 2022 წლის თებერვალსა და მარტში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საქართველოს 25 მუნიციპალიტეტში მოქმედი 59 უფასო სასადილო შეამოწმა. სახალხო დამცველის შეფასებით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა, როგორც საკვების მიწოდების სერვისის, ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით პასუხობს მინიმალურ მოთხოვნებს. თუმცა ერთიანი სურათი არადამაკმაყოფილებელია. უფასო სასადილოების სახელმწიფო პროგრამა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, სერვისის მიზანია სათანადო კვების უფლების რეალიზება მოსახლეობისთვის. …
რუსეთის სისხლიანი დანაშაულის მასშტაბი ასჯერ აღემატება ყველა ცნობილი ავაზაკისას? – პოდოლიაკი
„დროა ოფიციალურად ვუწოდოთ შავს შავი, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ავღანეთში აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად „ალ-ქაიდას“ ლიდერის აიმან ალ-ზავაჰირის მოკვლას გამოეხმაურა. პოდოლიაკის თქმით, თუ თითქმის არავის სურს „ალ-ქაიდასა“ და სხვა ტერორისტულ ჯგუფებთან დიპლომატიური ურთიერთობა, გაურკვეველია, რატომ ინარჩუნებს დასავლეთი რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, კიდევ ერთხელ მოითხოვა რუსეთის ტერორისტულ …