რატომ არ შეღებეს ბათუმში ველობილიკები

გადაშლილი, გადამძვრალი საღებავი, სამ-ოთხ ფერად აჭრელებული ველობილიკები იმაზე მიანიშნებს, რომ ბათუმში ველობილიკები რამდენიმე წელია არ გადაღებილა. ველობილიკების შეღებვა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მოვალეობაა, ამიტომ მერიის ამ შპს-ში ვიკითხეთ, რატომ არ გადაიღება ბოლო წლებში ველობილიკები და როდის აპირებენ მოწესრიგებას. „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ წერილობით მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ ქალაქის რომელ ქუჩებზე გეგმავს წლის ბოლომდე ველობილიკების გადაღებვას. ამ ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას მთელი …

ევროპის გეგმა ზამთრის გადასატანად – ვინ როგორ აპირებს რუსეთის გაზის კრიზისის დაძლევას

ევროკომისიამ 14 სექტემბრის სხდომაზე ახალი გეგმა წარმოადგინა, თუ როგორ უნდა გადაიტანონ კავშირის წევრმა ქვეყნებმა ზამთარი გაზის ბლოკადის პირობებში და სად უნდა მოიძიონ რესურსი ხალხის და ბიზნესის მხარდასაჭერად. BBC-ის ინფორმაციით, გასული ნახევარი საუკუნის მანძილზე ევროკავშირის ყველაზე დიდი ენერგეტიკული კრიზისი ნახევარ ტრილიონ ევროზე მეტი დაუჯდება მსოფლიოს მეორე ეკონომიკის ქვეყნებს. ბლუმბერგის ეკონომისტების გათლით, ევროკავშირის მხოლოდ 19 ქვეყანა დახარჯავს …

წელს იქნება პუტინის რეჟიმის უკანასკნელი შემოდგომა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის აზრით, 2022 წლის შემოდგომა პუტინის რეჟიმის უკანასკნელი შემოდგომა იქნება. პოდოლიაკმა თავისი პროგნოზი ტვიტერზე გამოაქვეყნა. „უკანასკნელი შემოდგომა… რუსი ავტოკრატებისთვის. NATO აქტიურად ფართოვდება, უკრაინა ეფექტიან და ფართომასშტაბიან კონტრშეტევას აწარმოებს და უზბეკეთში SCO-ს (შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია) სამიტზე შენ სრულ სიმარტოვეში დგახარ, რადგან გუშინდელმა მოკავშირეებმა სწრაფად გადაინაცვლეს ჩინეთის ორბიტაზე… ბოლოს, ყოველთვის გიწევს ანგარიშის …

ბათუმში რეკლამის ორდღიანი ფესტივალი Ad Black Sea გაიხსნა

ბათუმში რეკლამის ორდღიანი ფესტივალი Ad Black Sea გაიხსნა. 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის შერატონში კრეატიული სფეროს წარმომადგენლები, მომხსენებლები სხვადასხვა ქვეყნიდან, რეკლამით დაინტერესებული ადამიანები შეიკრიბნენ. ფესტივალის პროგრამაშია: სემინარები, ვორკშოპები, პანელური დისკუსიები და საღამოს პროგრამა. ფესტივალის კულმინაცია კი დაჯილდოების ცერემონიაა, სადაც წინასწარ შერჩეული საერთაშორისო ჟიური, 11 კატეგორიაში გამარჯვებულებს გამოავლენს. საერთო ჯამში ფესტივალზე წარდგენილია 500 ნამუშევარი 7 ქვეყნიდან. …

ბერდიანსკში საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მისი ცოლი მოკლეს

ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ოლეგ ბოიკო და მისი ცოლი მოკლეს. „თავის ავტოფარეხთან მოკლეს ქალაქ ბერდიანსკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ოლეგ ბოიკო, რომელიც კომუნალურ საკითხებს კურირებდა და მისი ცოლი ლუდმილა ბოიკო, რომელიც რეფერენდუმისთვის ქალაქის ტერიტორიულ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა,“ – საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა პრორუსული ადმინისტრაციის უფროსმა ვლადიმირ როგოვმა. რუსული ტელეგრამარხების თანახმად, ბოიკოსა …

ვაშინგტონი მომდევნო თვეებში უკრაინაში დაძაბულ ბრძოლებს ელის – WP

უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ უკრაინაში მომდევნო თვეებში დაძაბული ბრძოლები გაგრძელდება – გამარჯვებებითა და დამარცხებებით ორივე მხარისთვის. ამის შესახებ The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინის არმიამ კონტრშეტევისას ბევრად უკეთესი შედეგები აჩვენა, ვიდრე ამას შტატებში მოელოდნენ, თუმცა ჩინოვნიკები აღნიშნავენ, რომ რუსეთს თავისი სამხედრო ძლიერება ჯერ ბოლომდე …

„ლუგანსკის პროკურორი“ საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს – რუსული მედია

ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, სერგეი გორენკო საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს. ის მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა – ინფორმაციას კრემლის მედიასაშუალებები და ტელეგრამარხები ავრცელებენ. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ლუგანსკის ცენტრში მდებარე გენერალური პროკურატურის შენობაში დღეს დილით მომხდარი აფეთქებისას სერგეი გორენკო დაშავდა. რუსული წყაროების თანახმად, აფეთქება შენობის მესამე სართულზე მოხდა. როგორც უკრაინული მედია წერს, ქვეყნის სპეცსამსახურებს …

ბათუმში მანქანა ტროტუარზე ავარდა და კედელს შეეჯახა

დღეს, 16 სექტემბერს, ბათუმში ლუკა ასათიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჯიპის მარკის ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და კედელს შეეჯახა. ადგილზე იმყოფება პოლიცია, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თვითმხილველების თქმით, ავტომობილს არასრულწლოვნები მართავდნენ, როგორც პოლიციაში გვეუბნებიან, მიმდინარეობს მოკვლევა.

„კლინიკებს ფულის გაყოფა არ სურთ“ – რატომ ვეღარ უვლიან პაციენტებს ექთნები

საქართველოში ექთნების მწვავე დეფიციტია, ამის შესახებ ჯანმოს უახლეს ანგარიშში წერია, „სამედიცინო პერსონალის მარაგთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ცხადყოფს შეუსაბამობას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის“, – წერს ჯანმო. სოლიდარობის ქსელის მედმუშაკების პროფკავშირის თავმჯდომარე, ექთანი ნონა ზანდარაშვილი ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში ექთნების ახალი კადრები აღარ მზადდება, ძველები კი ევროპის ქვეყნებში ემიგრაციაში ზრუნვის სფეროში გაედინებიან, ექთნების დაუფასებელი …

ბათუმისთვის 65 ავტობუსს შეისყიდიან – ქალაქი მაქსიმუმ 36 მილიონს გადაიხდის

ბათუმისთვის 65 საქალაქო ავტობუსის შესაძენად სხელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ერთი ავტობუსის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება [სატენდერო თანხა] 561 ათას 140 ლარია დღგ-ს ჩათვლით, ანუ, ჯამში 36 474 100 ლარი. ამასთან, დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ერთი ავტობუსის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 508 ათას 140 ლარს, ანუ, 65 ავტობუსის ღირებულება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს …

იზიუმთან ტყეში მასობრივი სამარხი და 400-ზე მეტი ცხედარი აღმოაჩინეს

ახლახან გათავისუფლებული იზიუმის მახლობლად, ტყეში, აღმოაჩინეს მასობრივი სამარხი, რომელშიც 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარია – ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ გაავრცელა. „აუცილებელია თითოეული ცხედრის ექსჰუმაცია, როგორც ეს ბუჩაში გავაკეთეთ. სამწუხაროდ, გვაქვს ასეთი ტრაგიკული გამოცდილება – დავადგენთ ყოველი მათგანის სიკვდილის მიზეზსა და გარემოებას,“ – განაცხადა გერაშჩენკომ. მისი ინფორმაციით, იზიუმში უამრავი საცხოვრებელი სახლია ნანგრევებად ქცეული, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 სექტემბრის 21 საათიდან 17 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 28 – 33 გრადუსი,  ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მაღალ მთაში: დღისით: 15 – …

ხარკოვში მარცხმა რუსეთს ფარული მობილიზაციის დაწყება აიძულა – ISW

უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევისა და ხარკოვში რუსეთის ძალების მარცხის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება ფარულ მობილიზაციას აძლიერებს – მიიჩნევენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები, რომელთა აზრითაც, რუსეთის არმიას ძალიან გაუჭირდება თავდაცვის პოზიციების შენარჩუნება, თუკი უკრაინელი მებრძოლები აღმოსავლეთისკენ წინსვლას გააგრძელებენ. „კრემლი ხარკოვის ოლქში დამარცხებას ფარული მობილიზაციის გაძლიერებით პასუხობს და კვლავ თავიდან იცილებს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას,“ – წერენ ექსპერტები …

წელს გასაოცარი მოსავალი მქონდა – კიდევ რა სჭირდებათ 16 წლის ლიას და მის მეგობრებს სოფელში

ლია ხოზრევანიძე 16 წლისაა. ის ხულოს სოფელ ბოძაურში ცხოვრობს და მისი და მისი თანატოლების ყოველდღიურობაზე გვიყვება. ბოძაურელები, ძირითადად, კარტოფილის მეურნეობას და მესაქონლეობას ეწევიან, რაშიც ახალგაზრდებიც ყოველდღიურად მონაწილეობენ. ლიამ საუბრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში, მით უფრო იმ სოფლებში, რომლებიც მუნიციპალიტეტის ცენტრისგან მოშორებულია, ახალგაზრდები სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას ვერ ახერხებენ. არადა ეს გაამრავალფეროვნებდა, როგორც მათ ყოველდღიურობას, ისე …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 54 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200] ტანკი – 2 199 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 4 690 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 1 302 ერთეული [+7] MLRS – 312 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

მიხაილო და მისი ასეული – როგორ შეაჩერეს უკრაინელებმა ჩერნიგოვზე რუსების თავდასხმა

საბრძოლო მომზადების ასმეთაური მიხაილო, უკრაინას რუსების შემოსევის პირველი დღიდანვე იცავს. „24 თებერვალს, 4:20 საათზე, ოფიცერმა მიიღო შეტყობინება რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე და მაშინვე მივიდა სამხედრო ნაწილში იარაღის მისაღებად, სამშობლო რომ დაეცვა. მისი მოვალეობა ქვეშევრდომების ყველა საჭირო ინვენტარით მომარაგება და უზრუნველყოფა იყო“, – წერს უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა „Armyinform“-ი, რომელიც მიხაილოს შესახებ აქვეყნებს მასალას. ოფიცრის …

ვაგნერი „შეტევის ოპერაციებისთვის“ მებრძოლებს პატიმრებში ეძებს – ბრიტანეთის დაზვევრა

რუსეთი სამხედრო დანაკარგებისა და პირადი შემადგენლობის დეფიციტის შევსებას ცდილობს – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ყურადღებას ამახვილებს იმ მეთოდებზე, რომლებითაც მოსკოვი უკრაინაში თავისი სამხედრო აგრესიის მხარდასაჭერად მოხალისეების მობილიზებას ახდენს. 16 სექტემბრის რელიზში უწყება მიუთითებს, რომ კრემლთან დაკავშირებული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ სულ მცირე ივლისიდან აწარმოებს კამპანიას რუსი პატიმრების უკრაინის ომში გასაგზავნად. პატიმრებს სასჯელის შემსუბუქებას და ფინანსურ სარგებელს …

უნდა ავაგოთ კედელი საზღვარზე და დავივიწყოთ რუსეთი, როგორც ქვეყანა – კიეველი ჟურნალისტები

„ბევრ ევროპელს არ ესმის, რატომ გვეზიზღება ყველა რუსი. ამას ალბათ მხოლოდ მაშინ გაიგებენ, თუ რუსული რაკეტების ხმა გააღვიძებთ,“ – გვითხრა ჟენია მოტორევსკამ, დამოუკიდებელი მედია გამოცემა „ჰრომადსკეს“ ჟურნალისტმა. „ჰრომადსკეს“ ჟურნალისტებს – ჟენია მოტორევსკასა და ანასტასია გოლოვნენკოს „ბათუმელები“ კიევში შეხვდა. „ჰრომადსკე“ დამოუკიდებელი უკრაინული გამოცემაა და სხვა დამოუკიდებელ მედია გამოცემებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქებაში. …

ბილაინის და სილქნეტის ანტენები ბათუმში, სახურავზე – მათი გამოსხივება 3-ჯერ აღემატება ნორმას

„გამოდის, ხელსაწყოთი უნდა ვზომოთ მუდმივად, გადააჭარბა თუ არა ანტენიდან დასხივებამ დასაშვებ ნორმას,“  – ამბობს „ბათუმელებთან“ ნათია ანდღულაძე, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, როგორ გამოცხადდნენ ადგილზე გარემოსდამცველები, როცა ცხელ ხაზზე დარეკა და მეზობელი შენობის სახურავზე განთავსებული „ჯეოსელის“ და „ბილაინის“ ანტენების შემოწმება ითხოვა გამოსხივებაზე – დარღვევა დადასტურდა, თუმცა არაფერი შეცვლილა. „დადგინდა, რომ გამოსხივება მინიმუმ სამჯერ აღემატებოდა საქართველოში დასაშვებ …

ვინ წარადგინა თორნიკე რიჟვაძემ უსკოს წევრობის კანდიდატებად

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში [უსკო] სამ ვაკანტურ პოზიციაზე 6 პირი წარადგინა. კანონის მოთხოვნით, მთავრობის თავმჯდომარემ უსკოს წევრობის თითო ვაკანტურ პოზიციაზე 2-2 პირი უნდა წარადგინოს. უმაღლესი საბჭო კი მათგან თითოს დაამტკიცებს. ამ შემთხვევაში უმაღლესი საბჭო ირჩევს ახალ წევრს ერთი გარდაცვლილი წევრის ნაცვლად [უკოს წევრი ირაკლი გვარამია კოვიდით გარდაიცვალა] და 2 დამატებით წევრს …

ყველაფერი, რაც ზელენსკის ავარიაზეა ცნობილი

იზიუმიდან დაბრუნებული უკრაინის პრეზიდენტი ღამით კიევში ავარიაში მოყვა. მსუბუქი სამოქალაქო ავტომობილი ზელენსკის კორტეჟის იმ მანქანას შეეჯახა, რომელშიც თავად პრეზიდენტი იჯდა. შემთხვევა ღამის 11 საათზე, კიევში, გამარჯვების მოედანზე მოხდა. პრეზიდენტის სპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა, რომელმაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, განაცხადა, რომ დაშავებულ მძღოლს პირველადი დახმარება ზელენსკის თანმხლებმა ექიმებმა აღმოუჩინეს, შემდეგ კი ის სასწრაფო დახმარების მანქანამ ჰოსპიტალში გადაიყვანა. …

„ისე გადის თვეები, ნაგავი არ გააქვთ“ – როგორ გამოიყურება სკვერების ნაწილი ბათუმში

სკვერი – მცირე ზომის საზოგადოებრივი ბაღი ქალაქში, ან დასახლებაში. ასეთია სკვერის განმარტება ლექსიკონში. ბათუმის მერიის „ლექსიკონში“ კი ხშირ შემთხვევაში სკვერი ჰქვია ადგილს, სადაც შესაძლოა ერთი პატარა საქანელა იდგეს, თუნდაც ქუჩის განაპირა კუთხეში. მერიის მიერ რეაბილიტირებული სკვერებიც, ხშირ შემთხვევაში, ასე გამოიყურება – საქანელა, 2-3 სკამი, მცირე ზომის სათამაშო მოედანი და იშვიათ შემთხვევაში, წყლის პატარა შადრევანიც დგას. …

რატომ მალავს ჩიქოვანი სათათბირო საბჭოს წევრებს – ავარიული სახლების პროგრამა

ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებული სათათბირო საბჭო შექმნა, თუმცა მერიაში მალავენ, რამდენ წევრიანია ეს სათათბირო საბჭო, ვინ არიან მისი წევრები და რა პრინციპით შეარჩიეს ისინი. კანონში შესული ცვლილების თანახმად, მერი ვალდებულია შექმნას სათათბირო საბჭო, რომელთანაც ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილე კომპანიების მიერ შეთავაზებულ სამშენებლო პროექტებს, მათთვის k2 კოეფიციენტის გაზრდის ან სხვა ცვლილებების …

ვოლოდინი დუმას სთავაზობს, უკრაინის ომზე მხოლოდ დახურულ რეჟიმში ილაპარაკონ

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი დეპუტატებს სთავაზობს, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების განხილვა გასაიდუმლოვდეს და მხოლოდ დახურულ რეჟიმში გაიმართოს, რათა „ზიანი არ მიადგეს რუსეთის არმიას.“ „საჯაროობა გვინდა? გვინდა საკუთარი აზრის გამოთქმა? მაგრამ ეს სამხედრო ოპერაციაა. ასეთ შემთხვევებში სხვა წესები მოქმედებს, მოდი, აქედან ამოვიდეთ”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ღია განხილვამ შეიძლება „ზიანი მოიტანოს“. ვოლოდინმა …

რა იყიდა 4 შვილის დედამ სასკოლოდ – „მეშინია, მე უწამლოდ არ დავრჩე, ბავშვები უყველაფროდ“

დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო. როგორ მოემზადა სკოლისთვის მრავალშვილიანი ოჯახი? – ეს 44 წლის ფატი მუთიძეს ვკითხეთ, რომელიც ოჯახთან ერთად ხულოს სოფელ წაბლანაში ცხოვრობს. ფატი 4 შვილის დედაა. ოთხივე მათგანი სწავლობს სკოლაში. ფატის უფროსი შვილი 15, მომდევნო შვილები კი – 10, 9 და 8 წლისები არიან. ფატის თქმით, ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა, …

Liquid Structures – სამდღიანი ფესტივალი ბათუმში

16-17-18 სექტემბერს ბათუმში გაიმართება ფესტივალი Liquid Structure (თხევადი სტრუქტურები). სამდღიანი პროგრამა მოიცავს ვიდეო ჩვენებებს, საუნდ პერფორმანსებს და საჯარო შეხვედრებს არტისტებთან და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან.  ფესტივალი 16 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება ყოფილი პიერ ბათუმის, პირსის ტერიტორიაზე: 18:00-20:00-მდე სივრცე საჯარო საუბრებს დაეთმობა ისეთ თემებზე, როგორიცაა კრეატიული ინდუსტრიები, ტურიზმისა და ურბანული განვითარების ურთიერთკავშირი, ადამიანების უფლებები ქალაქებზე, საჯარო სივრცეების …

შეიძინეთ მებრძოლებისთვის თბილი ნივთები, საკვები, რამე – კრემლის პროპაგანდისტების მოწოდება

კრემლის პროპაგანდისტები სოციალური მედიის არხებით მოწოდების ტექსტს ავრცელებენ, რომელშიც უკრაინა რუსულ მიწადაა მოხსენიებული. ისინი ამჯერად თითოეულ რუსს მოუწოდებენ, გააკეთონ არჩევანი „მტერსა“ და „საკუთარ ქვეყანას“ შორის. ჟურნალისტები მოქალაქეებს ასევე მოუწოდებენ, შეაგროვონ ფული და ჯარისთვის სხვა საჭიროებები. მეტიც, მოუწოდებენ წავიდნენ სამხედრო კომისარიატებში და მოხალისეებად ჩაეწერონ. თუ აქამდე რუსი პროპაგანდისტები ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის არმია უკრაინაში ომს იგებდა, რიტორიკა …

მობილური ტელეფონების უკანონოდ შემოტანის მცდელობა ბათუმისა და თბილისის აეროპორტებში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „ბათუმის აეროპორტი“, არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. „კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთისა და პაკისტანის მოქალაქეების ი.დ.-სა და ა.მ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, აღმოაჩინეს, ჯამში, 21 918,71 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური. საქართველოს საბაჟო კოდექსის 268-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, …

865 795 ლარი ნაძვის ხისთვის ტენდერის გარეშე – ბათუმის მერიის „გადაუდებელი აუცილებლობა“

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო საახალწლო ნაძვის ხეს, ტენდერის გარეშე, 865 795 ლარად შეისყიდის და ამას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. სამმართველომ შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა, თუმცა არ ასაჯაროებს ვისგან ყიდულობს ნაძვის ხეს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის სამმართველოს და მოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიისგან უნდა შეისყიდონ ნაძვის ხე. სამმართველოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია წერილობით …

„რიჟვაძე, მოდი…“ – ამ ფრაზის ღობეზე დაწერისთვის ბათუმში მოქალაქე დააჯარიმეს

„მინდოდა სრულად დამეწერა: „რიჟვაძე, მოდი, ჩვენ გადაგვიღუნე,“ მაგრამ არ დამამთავრებინეს, მხოლოდ ამის დაწერა მოვასწარი: „რიჟვაძე, მოდი“, მოვიდნენ და დამაჯარიმეს,“ – ამბობს თამარ კურატიშვილი, მოძრაობა „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი. მისი საქმე დღეს, 15 სექტემბერს, განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. მოსამართლემ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევაა თორნიკე რიჟვაძის მისამართით სამშენებლო ღობეზე მინაწერი – „რიჟვაძე, მოდი“. მოსამართლემ მოქალაქე 50 ლარით დააჯარიმა. …

ის ომის დაწყებას შეცდომად არ მიიჩნევს – შოლცი პუტინთან სატელეფონო საუბარზე

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ მის პოზიციაში ვერანაირი ცვლილება ვერ შენიშნა, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში შეჭრას კვლავაც სწორ ნაბიჯად მიიჩნევს და ომის დასრულებას არ პირებს. Die Welt-ის ცნობით, შოლცმა პუტინთან საუბარზე კომენტარი პრესკონფერენციაზე გააკეთა. „სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რომ იქ გააცნობიერეს, რამხელა შეცდომა იყო ამ ომის დაწყება. ასევე, არ ჩანდა არანაირი ნიშანი …

რა არის და როგორ ამოვიცნოთ სენსორული შიმშილი ბავშვებში

სენსორული შიმშილი, რომელიც ბავშვებში უცნაური ქცევებით გამოიხატება, შეიძლება გამოვლინდეს როგორც განვითარების დარღვევების, ან სპეციფიკური ნეირობიოლოგიური მდგომარეობისას, ასევე ტიპური განვითარების მქონე ბავშვებშიც. ბავშვთა განვითარების ცენტრ „მოზაიკას“ ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპევტი მარიამ ათაბაგი ამბობს, რომ სენსორული შიმშილი შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს და მნიშვნელოვან წინაღობად იქცეს ბავშვის განვითარებისთვის: „მაგალითად, ბავშვებს, რომლებსაც სენსორული შიმშილის ფონზე სჭირდებათ ბევრი გადაადგილება და …

რუსეთი უკრაინაში 4 ჩეჩნური ბატალიონის გაგზავნას გეგმავს – ISW

„ვაგნერის“ დამფუძნებელი და დამფინანსებელი, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ სახე ხდება – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) და მიუთითებს, რომ ომში პატიმრების გაგზავნით, პრიგოჟინი იყენებს „სტალინის“ მეთოდს, რომლითაც საშუალებას აძლევს კრემლს, არ გამოაცხადოს საყოველთაო მობილიზაცია. „კრემლის სამხედრო ბლოგერები მუდმივად ხაზს უსვამენ პრიგოჟინის წარმატებებს, ზოგიერთი იმასაც წერს, რომ პრიგოჟინმა უნდა შეცვალოს …

ზელენსკის მანქანა კიევში ავარიაში მოყვა – ვიდეო

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟი ავარიაში მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა კიევში წუხელ, დაახლოებით ღამის 12 საათზე მოხდა. სოციალურ ქსელებში თვითმხილველების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს პოლიციის, სახანძროსა და სასწრაფო დახმარების მანქანები კიევის ერთ-ერთ ქუჩაზე. როგორც ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკოფოროვმა აღნიშნა, კორტეჟის ავტომანქანას, რომელშიც პრეზიდენტი იჯდა, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. „მედიკოსებმა, რომლებიც პრეზიდენტს ახლდნენ, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს პირველი სამედიცინო …

არ მეშინია მოვკვდე უკრაინისთვის – ბუღალტერი ქალი, რომელიც სამხედრო გახდა

„მე არ მეშინია იარაღით ბრძოლის. ერთადერთი რამის მეშინია – მოვკვდე ჩემს საწოლში, მარტო, ღამით. საშინელებაა მოკვდე საკუთარ საწოლში, ისე როგორც კვდებიან ჩვენი თანამოქალაქეები, როდესაც რუსული ბომბები ცვივა  უკრაინაში. მაგრამ თუ იარაღით ხელში მოვკვდები სამშობლოს დაცვისას, ამის არ მეშინია,“ – ამბობს უკრაინელი ოლენა ნოსაჩი. ოლენა 38 წლისაა. 24 თებერვლამდე ეკონომისტი და ბუღალტერი იყო. ორი შვილი ჰყავს. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 სექტემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 53 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200] ტანკი – 2 193 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 4 682 ერთეული [+17] საარტილერიო სისტემა – 1 295 ერთეული [+5] MLRS – 311 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

Exit mobile version