რას კითხულობდნენ 2022 წელს ყველაზე ხშირად „ბათუმელებზე“? – წლის ბოლოს ტრადიციულად წარმოგიდგენთ წლის 10, ყველაზე რეიტინგულ სტატიას batumelebi.ge-ზე.
1. რა მოხდება, თუ გაქირავებულ ბინას ვეღარ იბრუნებ და საკეტს გამოცვლი
ყველაზე ხშირად 2022 წელს „ბათუმელებზე“ მკითხველები ამ სტატიას კითხულობდნენ. რა არის კანონიერი გამოსავალი, როცა გაქირავებულ ბინას უკან ვეღარ იბრუნებ? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ იურისტ პაატა დიასამიძეს. თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა წელს, საქართველოში რუსეთის ათიათასობით მოქალაქის შემოსვლის შემდეგ.
2. „ციხიდან რომ გამოვედი, შვილებმა არ მიმიღეს“ – ქალი უსახლკაროდ და მარტო
60 წლის ქალის ისტორია, რომელმაც ქმრის მკვლელობისთვის მოიხადა სასჯელი, 6 წელი და 7 თვე გაატარა ციხეში, მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მასზე შვილებმა უარი თქვეს.
3. 20 წლის ფეხმძიმე გოგო ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს – „სახის გამოჩენა არ მინდა“
სტატია 20 წლის მარიზე, რომელიც ფეხმძიმობისას იძულებულია ბათუმის ნაგავსაყარზე იცხოვროს მეუღლესთან ერთად.
4. როდის დასრულდება ავტობანი სარფიდან-რიკოთამდე, რაშიც 4,5 მილიარდი იხარჯება
მასალა რიკოთის უღელტეხილიდან სარფამდე მონაკვეთში ავტობანის გაჭიანურებული მშენებლობის დასრულების ვადების შესახებ.
5. როცა მშობლის ქონება ბიჭს რჩება: რას ფიქრობენ ბებია – სედიკო, შვილი – იამზე, შვილიშვილი – ირმა
ვის „ეკუთვნის“ მშობლების ქონება მემკვიდრეობით? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ ერთი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენელს დაუსვა. როგორია ერთ ოჯახში თაობების დამოკიდებულება ქონების განაწილებაზე – ეს თემა საინტერესო აღმოჩნდა „ბათუმელების“ მკითხველისათვის.
6. რუსეთმა შესაძლოა ჩახოცოს მთელი არმია, მაგრამ რაღაც შედეგი 9 მაისამდე უნდა დადოს – ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე ვახტანგ კაპანაძესთან, გადამდგარ გენერალ-მაიორთან, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსთან.
7. კაფე ბათუმში, სადაც უსახსროდ დარჩენილი უკრაინელებისთვის „ჩაის“ ტოვებენ
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში ბათუმში მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფმა დაიწყო სოლიდარობის აქციების ორგანიზება უკრაინის, ასევე ბათუმში მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად. სწორედ ასეთ ერთ-ერთ აქციაზეა ეს სტატია, რომელიც 2022 წლის ყველაზე ხშირად წაკითხულ მასალებში მოხვდა.
8. როგორ გავრცელდა ეროვნული გამოცდიდან ტესტის ფოტო? – რას ამბობს გამოცდების ცენტრი
ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს შესახებ ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან.
9. „რუსეთს მხოლოდ დამწვარი ტანკები გააჩერებს“ – ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან
ეს ინტერვიუ გადამდგარ გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან „ბათუმელებმა“ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს ჩაწერა.
10. კიევს ძლიერი სამხედრო კოლონა უახლოვდება, დიდი შეტაკებები იქნება – გადამდგარი გენერალი
კიდევ ერთი ინტერვიუ რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე ვახტანგ კაპანაძესთან მოხვდა ყველაზე ხშირად წაკითხულ სტატიებს შორის.