„ვაგნერის“ წინსვლა დღეში 200 მეტრია, უკრაინის არმიის – 20 კილომეტრი | ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების სისტემაში საკუთარი ავტორიტეტის გამყარებას ცდილობს. „ბოლო ორ თვეში, პრიგოჟინი აღარ უარყოფს თავის კავშირს „ვაგნერთან“, ღია და საჯარო განცხადებებს აკეთებს,“ – აღნიშნავს უწყება 2 ნოემბრის რელიზში. დაზვერვა იხსენებს პრიგოჟინის 23 ოქტომბრის განცხადებას, რომელშიც ის ადასტურებდა, რომ მისი დაჯგუფების ძალების წინსვლის მაჩვენებელი უკრაინაში …

რუსეთმა უკრაინაში პარტიზანული მოძრაობის ჩახშობა ვერ შეძლო – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინელ პარტიზანთა ეფექტიანი თავდასხმები იძულებულს ხდის რუსეთის ხელისუფლებას, თავისი რესურსები ფრონტის ოპერაციებიდან ზურგის რაიონების უსაფრთხოებისკენ მიმართოს. როგორც დღევანდელ ანგარიშში ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ, პარტიზანები მნიშვნელოვნად აუარესებენ რუსეთის შესაძლებლობას, წინააღმდეგობა გაუწიოს უკრაინელთა შეუჩერებელ კონტრშეტევას, რის ფონზეც რუსეთის არმიას შეტევების ძალა აღარ რჩება. „უკრაინელ პარტიზანთა თავდასხმები შესაძლებელი გახადა ცუდმა რუსულმა ოპერატიულმა უსაფრთხოებამ, …

აჭარაში სავალუტო პუნქტების უკანონოდ მოწყობისთვის 10 პირი პასუხისგებაში მისცეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ცხრა ფაქტი, რაზედაც პასუხისგებაში მისცეს ათი პირი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, აჭარის რეგიონში, სხვადასხვა ლოკაციაზე კანონდარღვევით მოწყობილი ჰქონდათ სავალუტო პუნქტები, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე, ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა …

დაჩქარებულად რისი განხილვა სთხოვა ომბუდსმენმა საკონსტიტუციოს და რა არის პასუხი

„მიმდინარეობს მუშაობა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,“ – გვიპასუხეს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრში, სადაც დღეს, პირველ ნოემბერს ვიკითხეთ, რა შეიცვალა იმ საქმეებზე, რის გამოც სახალხო დამცველმა 21 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელების „მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში“ განხილვა სთხოვა. ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოს სამი სარჩელის გამო მიმართა. „ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული სარჩელებიდან ორი სარჩელი უშუალოდ შეეხება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებას. …

ბათუმის საკრებულომ რუსთაველზე 2 სამშენებლო პროექტს დაუჭირა მხარი

ბათუმის საკრებულოს უმრავლესობამ რუსთაველის ქუჩაზე ორი განაშენიანების დეტალური კონცეფცია დაამტკიცა. ორივე პროექტი მშენებლობას არსებულის ნგრევის ხარჯზე ითვალისწინებს და ორივე მშენებელი კომპანია პროექტის K2 კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს. სამშენებლო ტერიტორიები ძეგლის დაცვის ზონაშია. რუსთაველის #21 -ში  ე.წ. ბარაკული დასახლების გარდა ორი ორსართულიანი სახლია, რომლებსაც კომპანია მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში  დაანგრევს, ახალი მშენებლობის დასაწყებად. განაშენიანების დეტალური კონცეფციის მიხედვით, …

ბათუმში ზღვაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

დღეს, პირველ ნოემბერს, საღამოს, ბათუმში, ყოფილ „პიერ ბათუმის“ პირსიდან, ზღვაში ახალგაზრდა კაცი გაუჩინარდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სანაპიროსთან იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. თვითმხილველების თქმით, კაცი სავარაუდოდ პირსიდან გადახტა. „მე იქვე ახლოს ვმუშაობ, ვიღაც კაცი მოვიდა და გვითხრა, რომ კაცი ზღვაში გადახტა და ვეღარ ამოყვინთა. იქვე მდგომ ქალს და კაცს ხელში ამ ადამიანის …

ჩხუბის მონაწილე ბავშვები სხვა სკოლებში გადავიდნენ, რამდენიმეს კი სასარგებლო შრომა დაეკისრა

ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში მომხდარი ჩხუბის შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე მოსწავლეები სხვადასხვა სკოლაში გადავიდნენ. როგორც სკოლის დირექტორმა, გივი ხალვაშმა „ბათუმელებს“ უთხრა, ეს მშობლების გადაწყვეტილება იყო და სკოლის მხრიდან რაიმე იძულებას ადგილი არ ჰგონია. „თვითონ მშობლებმა გადაწყვიტეს სხვა სკოლაში გადაყვანა, სკოლა არ ჩავრეულვართ ამაში. დაზარალებული ბავშვი ქალაქის სხვა სკოლაში გადავიდა, მეორე კი, ვისაც თანაკლასელის ცემას ედავებიან, ქედის …

2017 წლის არჩევნების შემდეგ დაწერილი სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო ხვალ იწყებს

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მომზადებული სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 2022 წლის 2 ნოემბერს დაიწყებს. მოსარჩელეები პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც 2018 წლის მაისში მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და ის სამართლებრივი რეგულირება გააპროტესტეს, რომელიც არჩევნებზე დამკვირვებლების უფლებამოსილებას განსაზღვრავს – წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებზე ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა ამომრჩეველთა ნების კონტროლი, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების, ან …

სკოლაში ბავშვებს შიათ და აღარც სივრცე დარჩა განვითარებისთვის – მასწავლებელი

„სკოლაში დილით მოვდივარ და საღამოს ვბრუნდები სახლში, რადგან ორ-სამ ცვლაში მიწევს მუშაობა. სივრცე, ადგილი აღარ დარჩა სკოლაში არაფორმალური განათლებისა და განვითარებისთვის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის მე-17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დათო ჩხაიძე. მასწავლებლის თქმით, მაღალკონტინგენტიან სკოლებში სერიოზული პრობლემაა გადატვირთულობა. „ფაქტობრივად, ყოველ დღე გაქვს გაკვეთილი ხომ? დღეში მინიმუმ 4 კლასი მყავს, კლასში მინიმუმ …

ირანი რუსეთს დამატებით ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებს უგზავნის – CNN

ირანის ხელისუფლება რუსეთისთვის დაახლოებით 1000 ერთეული იარაღის გასაგზავნად ემზადება, კერძოდ ლაპარაკია „მიწა-მიწის“ ტიპის ახლო მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტებზე და უპილოტო საფრენ აპარატებზე – ინფორმაციას დასავლელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით CNN ავრცელებს. CNN-ის წყაროები ამბობენ, რომ ირანის მომავალ გზავნილს ყურადღებით დააკვირდებიან, რადგან ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც თეირანი მოსკოვს უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად მოწინავე მაღალი სიზუსტის მართვად რაკეტებს აწვდის. …

ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამა აჭარის საჯარო სკოლებში

ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამის მონაწილეები შვედეთის სამეფოს სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მაია ხაჯიშვილს შეხვდნენ. ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამა უკვე მეორე წელია შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი ორგანიზაციის – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ – მიერ ხორციელდება საქართველოში. პროგრამა გულისხმობს სასწავლო მასალების შექმნის პარალელურად, სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების წახალისებას, …

ოქტომბერში უკრაინამ 2535 კმ2 ტერიტორია დაიბრუნა

ოქტომბერში უკრაინამ დაახლოებით 2, 535 კმ2 ტერიტორია გაათავისუფლა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უკრაინაში ახლა 17.30%-ით ნაკლები ფართობი აქვს ოკუპირებული – ასე აჯამებს უკრაინელთა კონტრშეტევის შედეგებს ოქტომბერში ონლაინპლატფორმა War Mapper, რომელიც უკრაინაში ომის მიმდინარეობას რუკაზე ასახავს. უკრაინა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სამხრეთში აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრიდან კონტრშეტევას აწარმოებს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სექტემბერში თითქმის მთლიანად დაიბრუნეს ხარკოვის ოლქი, …

პენტაგონმა დაადასტურა, რომ უკრაინას 8 NASAMS-ს გადასცემს

პენტაგონმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 8 საზენიტო-სარაკეტო სისტემა NASAMS-ს გადასცემს: ორი კომპლექსი უკრაინაში უკვე უახლოეს მომავალში ჩავა, დანარჩენ ექვსს კი პენტაგონი მოგვიანებით გაგზავნის. ინფორმაცია ამის შესახებ მედიას დახურულ ბრიფინგზე პენტაგონის მაღალჩინოსანმა მიაწოდა. მისი თქმით, უკრაინის ცის დასაცავად შეერთებული შტატებმა არაერთი ნაბიჯი გადადგა: უკრაინას  უკვე გადასცეს 1400 ერთეული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო დანადგარი Stinger; შეერთებულმა შტატებმა აიღო …

ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი „რეპერტუარიდან მოხსნა“

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის განცხადებით, სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ მსახიობი თამარ მაყაშვილი მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა და მის მიმართ გაატარა „შესაბამისი ზომები“. „ბათუმელებმა“ სცადა თეატრის ხელმძღვანელისთვის ეკითხა, თუნდაც შეურაცხმყოფელი აზრის გამოთქმისთვის თანამშრომლის „მოხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან“, ფაქტობრივად სამსახურიდან გათავისუფლება, რამდენად კანონიერია? თეატრში გვითხრეს, რომ ნუკრი ქანთარია რეპეტიციაზეა და მოგვიანებით გვიპასუხებს. „ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული …

უსინათლოებს ხელის მოწერა დამოუკიდებლად შეეძლებათ. რა იცვლება? | ესმა გუმბერიძე

ავტორი: ესმა გუმბერიძე, იურისტი  _____________________ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მეორე მოსმენით უკვე მიიღეს უსინათლოს მიერ გარიგების დადებისას მისი ნების ნამდვილობის დადასტურების (ხელმოწერის) მომწესრიგებელი ნორმები. 31 ოქტომბერს მესამე პლენარული მოსმენის წინა საკომიტეტო მოსმენაც გაიმართა, ანუ ამ ცვლილებების კანონად ქცევამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი. მესამე მოსმენაზე ტექნიკური შესწორებების გარდა აღარაფერი იცვლება, ამიტომ უკვე შემიძლია აღვწერო ის მრავალწლიანი, მინიმუმ 2-წლიანი მძიმე …

რომელ გზაზე ჩამოწვა მეწყერი და სად მუშაობს სპეცტექნიკა

წუხელ, ძლიერი წვიმის შემდეგ, აჭარის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, პირველ ნოემბერს, სპეცტექნიკა რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობს, თუმცა გზა ამ ეტაპზე არც ერთი მიმართულებით ჩაკეტილი არ არის. აჭარის გზების დეპარტამენტის პრესცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის სპეცტექნიკა მუშაობს ქედის სოფლებში: მერისი, გუნდაური, ჭალათი, გობრონეთი, ასევე ქვის ჩამონაშალი გააქვთ ხელვაჩაურში – სალიბაური ზედა …

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან წიგნებს საფეხბურთო სტადიონზე გადაიტანენ

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს ბათუმის საფეხბურთო სტადიონის ტერიტორიაზე არსებულ სივრცეში გადაიტანენ და იქ დაასაწყობებენ, ვიდრე ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეკონსტრუქცია არ დასრულდება. ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მერაბ ქიძინიძემ ისაუბრა. მერაბ ქიძინიძის ინფორმაციით, სტადიონმა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის დასაწყობებისთვის მერიას, ადმინისტრაციულ შენობაში, 800 კვ.მეტრი სივრცე დაუთმო. მისივე განმარტებით, გარემო წიგნადი ფონდისთვის საჭირო …

2023 წლის ზაფხულისთვის უკრაინა ყველაფერს დაიბრუნებს – ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ 2023 წლის ზაფხულისთვის უკრაინის არმია მთელი ქვეყნის დეოკუპაციას შეძლებს. საკუთარი პროგნოზის შესახებ გენერალმა „ამერიკის ხმის“ ეთერში ისაუბრა. „უკრაინა აღადგენს სუვერენიტეტს მთელ თავის ტერიტორიაზე, ცხადია, ყირიმის ჩათვლით. მე ველოდები, რომ ეს მომავალი წლის ზაფხულისთვის მოხდება. თუმცა მანამდე, ამ წლის ბოლომდე, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ჯარებს …

თიბისი ლიზინგმა ბიზნესის მხარდასაჭერად EBRD-ისგან 3 მლნ ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისი ლიზინგი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი ბიზნესების, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას. ამ მიზნით კომპანიის სანდო პარტნიორისგან – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 3 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა, საიდანაც რესურსის სულ მცირე 70 პროცენტი მიმართული იქნება მწვანე ტექნოლოგიების ინვესტიციების დასაფინანსებლად. რაც, თავის მხრივ ორგანიზაციას მისცემს შესაძლებლობას ხელი შეუწყოს ადგილობრივ საწარმოებს მწვანე …

3 პირი ბათუმშიც დააკავეს ნარკოდანაშაულისთვის – ამოიღეს 2 კილოგრამამდე კოკაინი

„…სამართალდამცველებმა ბათუმში დააკავეს პირი, რომლის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 490 აბი „სუბუტექსი“. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის დააკავა კიდევ 2 პირი, რომელთაგან ერთ-ერთი – წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, პირველ ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. შსს-ს ინფორმაციით, …

იალაღებზე ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებას პეტიციით ითხოვენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და „სოლიდარობის თემის” ორგანიზებით აჭარის უმაღლეს საბჭოში პეტიცია დარეგისტრირდა, რომლითაც აჭარის სამთო იალაღებზე, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რამდენიმე თვეს ატარებს, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებას ითხოვენ. „რელიეფური სირთულისა და გეოგრაფიული დაშორების გამო ათასობით მცხოვრები ხშირ შემთხვევაშია მოკლებულია ჯეროვან სამედიცინო მომსახურებას, რესურსების სიმწირის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები რთულად აღწევენ სხვადასხვა დასახლებამდე, პრაქტიკულად უფუნქციოა …

სად შეწყდება დღეს წყლის მიწოდება ბათუმში

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, პირველ ნოემბერს, ბათუმში რამდენიმე დასახლებას წყლის მიწოდება შეუწყდება. „სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო, 20:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება წინსვლის, ჩაისუბნის, ბარცხანის, განთიადის, მახინჯაურის, ანგისის, თამარის დასახლებებსა და ფრ. ხალვაშის გამზირზე მცხოვრებ აბონენტებს,“ – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კომპანიის „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში განმარტეს, რომ შეზღუდვა უამინდობის გამო სათავე ნაგებობაზე წყლის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ნოემბრის პირველ დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი ნოემბრის 21 საათიდან 2 ნოემბრის 21 საათამდე ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან წვიმა, მაღალ მთაში – თოვა, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. აჭარის მაღალ მთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 6 …

ხულოს სოფლებში გათოვდა | ფოტო

ხულოს რამდენიმე სოფელში წუხელ გათოვდა. „წუხელ ღამით დაიწყო თოვა, ეს პირველი თოვლია ჩემს სოფელში,“ – გვიყვება თეიმურაზ ქამადაძე, ის ხულოში, სოფელ ქვედა თხილვანაში ცხოვრობს, – „ხეხილი დაამტვრია, ხეები ჯერ კიდევ დაფოთლილი იყო და ვერ გაუძლო…“ – ამბობს ის. მოქალაქის თქმით, თოვას შეფერხება არ გამოუწვევია, თუმცა რამდენიმე ოჯახს მის სოფელში შეშის მარაგი ჯერ კიდევ არ აქვს. …

რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებს ბელარუსში დასავლეთის დასანახად ინახავს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის ყურადღების ცენტრში ბალისტიკური რაკეტებია, რომლებსაც უწყების ვარაუდით, რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ინახავს. ამის დასტურად დაზვერვას სატელიტური გამოსახულება მოჰყავს. „ფოტოებზე ჩანს, რომ ორი გამანადგურებელი MiG-31K FOXHOUND თვითმფრინავი 17 ოქტომბერს ბელარუსში, მაჩულიშჩის აეროდრომზე იდგა. იქვე, სიახლოვეს, დამცავი მიწაყრილის ქვეშ ინახებოდა დიდი კონტეინერი. სავარაუდოდ, კონტეინერი განკუთვნილია საჰაერო ბაზირების ბალისტიკური რაკეტისთვის, AS-24 KILLJOY, რომელიც მსხვილგაბარიტიანი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი ნოემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 72 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +650] ტანკი – 2 698 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 5 501 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 1 730 ერთეული [+2] MLRS – 383 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

„პუტინის მზარეული“ ევგენი პრიგოჟინი პოლიტიკურ ძალად ყალიბდება – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) მიიჩნევს, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებელი რუსი ბიზნესმენი, „პუტინის მზარეულად“ წოდებული ევგენი პრიგოჟინი პოლიტიკურ ძალად ყალიბდება. როგორც დღევანდელ ანგარიშში ISW აღნიშნავს, პრიგოჟინი კვლავაც ცდილობს თავისი სტატუსის ამაღლებას რუსულ ელიტაში. 31 ოქტომბერს მან „ვაგნერის“ სანკტ-პეტერბურგის ცენტრის შექმნის შესახებ გამოაცხადა. „უცნობია, შექმნის თუ არა ევგენი პრიგოჟინი საკუთარ პარტიას, თუმცა ის ნამდვილად ყალიბდება პოლიტიკურ ძალად …

„კუნძული სახარბიელო რამ არი, მაგრამ კაცი რომ მოკვდება, სად დავმარხავთ“ – დისკუსია საკრებულოში

„კუნძულის ქონა, იცოცხლე, სახარბიელო რამ არი, მაგრამ კუნძულზე კაცი რომ მოკვდება, სად ვაპირებთ იმ ადამიანის დამარხვას და ამ უმოქმედო სასაფლაოს თანამშრომლებს რატომ ვუზრდით ხელფასს?“ – ეს კითხვა საკრებულოს წევრმა მამუკა ქობულაძემ სხდომაზე დასვა. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ [ენმ] ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა. მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის ხელფასების მატება, წლების წინ დაანონსებული ქალაქის სასაფლაოს გახსნის შეუმდგარი …

სულ ვეუბნები ბავშვებს არ დაიზეპირონ, მთავარია აზროვნება – მასწავლებელი

„ჩემთვის მთავარია, რომ ბავშვი აზროვნებდეს. სულ ვეუბნები ხოლმე მათ, გაიაზრეთ ყველა სიტყვა, არ დაიზეპიროთ“, – ამბობს ნანა ზარდიაშვილი. ის იტალიურ ენას ასწავლის თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში. ნანა დღეს, 31 ოქტომბერს, იტალიური ენის 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლადაც დაასახელეს. ქალბატონო ნანა, რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა და როდის იყო ეს? საჯარო სკოლაში ორი წელია რაც ვასწავლი, თუმცა იტალიურს 2004 …

20 მლნ ლარი თხილისთვის – ვინ მიიღებს სუბსიდიას

„კლიმატურ პირობებს“ უკავშირებენ თხილის დაბალ ფასს საქართველოს მთავრობაში, სადაც დღეს, 31 ოქტომბერს გადაწყვიტეს, რომ უკვე თხილის სუბსიდირებაც საჭიროა ყურძნისა და მანდარინის სუბსიდირების შემდეგ. თხილის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 20 მლნ ლარი გამოყვეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 -3 ჰექტრამდე თხილის ბაღის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღებს 1 ჰექტარზე დაანგარიშებით 500 ლარის …

„თუ ასეთი რამ გჭირდა, შვილს რას აჩენდი“ – ფსიქიკური ჯანმრთელობა და სტერეოტიპები

თინათინ შალამბერიძე სხვადასხვა დროს 7 სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა. 18 წლის ასაკში მას დეპრესია დაეწყო. აღმოჩნდა, რომ ეს ბიპოლარული აშლილობის გამოვლინება იყო. მას შემდეგ თინათინმა სხვადასხვა   დაწესებულებაში ცხოვრების სხვადასხვაგვარი გამოცდილება მიიღო. „ინფორმაცია რომ მქონოდა, დროულად რომ შემეწყვიტა ლაქტაცია, ჩემი დაავადება არ გამწვავდებოდა“ მიუხედავად მიუხედავად იმისა, ვერც საკუთარი შესაძლებლობები შეაფასა ორსულობის შემდგომ ეტაპზე და მიაჩნდა, რომ …

აქ რაც ხდება ჰგავს ბუჩას – რას ჰყვება ქალი, რომელიც ოკუპირებულ ხერსონში ცხოვრობს

რამდენიმე დღის წინ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა 2022 წლის ბოლომდე დაიბრუნებს ხერსონს. მისივე თქმით, რუსულ მხარეს გაჰყავთ ქალაქიდან ფინანსური სტრუქტურები, საოკუპაციო ხელისუფლება და დაჭრილები. თუმცა, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის შეფასებით, ეს საინფორმაციო ოპერაცია და მანიპულაციაა, რათა შექმნან ილუზია, რომ ხერსონში ყველაფერი დაკარგეს რუსებმა. ამასობაში კი ხერსონში რჩებიან ადგილობრივები, რომლებიც უარს ამბობენ …

„ჩემი ადგილი არსად იყო“ – როგორია, როცა ნაგავსაყარზე ცხოვრობ

რა აიძულებს ადამიანს დასახლდეს ადგილზე, სადაც 170-ათასიანი ქალაქის საყოფაცხოვრებო ნაგავი იყრის თავს? „უქონლობა“ აიძულებს ადამიანს იმუშაოს ნაგავსაყარზე, გადაარჩიოს ნაგავი, იპოვოს ისეთი ნივთი, რასაც გაყიდის და მერე ამით იყიდოს პური – ამბობენ ისინი, ვინც თავს ნაგავსაყარზე მუშაობით ირჩენს. „არსად იყო ადგილი, სადაც წასვლა შემეძლო“ – გოჩას ისტორია გოჩა დუმბაძე 13 წელია ნაგავსაყარზე ცხოვრობს. პირველად 2009 წელს …

ბათუმში 2023 წლიდან ავტობუსში ნებისმიერი საბანკო ბარათით გადაიხდით მგზავრობის თანხას

31 ოქტომბერს ბათუმის საკრებულომ ცვლილება შეიტანა დადგენილებაში – ცვლილების თანახმად, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ნებისმიერი საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძალაში 2023 წლის დასაწყისში შევა. სისტემის გაუმჯობესების მიზნით ინერგება ახალი საგადახდო სისტემა, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი ტიპის საბანკო ბარათით [VISA, MASTERCARD] მგზავრობისთვის განკუთვნილი საფასურის გადახდას. გადახდის ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, …

რუსმა მილიარდერმა ნიკოლაი სტორონსკიმ რუსეთის მოქალაქებაზე უარი თქვა

რუსმა მილიარდერმა ნიკოლაი სტორონსკიმ, რომელიც ბრიტანეთში საფინანსო-ტექნოლოგიური კომპანია Revolut-ის თანადამფუძნებელია, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა. „ნიკი ბრიტანეთის მოქალაქეა“ – განაცხადეს კომპანიაში, რომელმაც გამოცემა Forbes-ს დაუდასტურა, რომ სტორონსკიმ რუსეთის მოქალაქეობა დატოვა. Revolut-ის წარმომადგენლებს მისი გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავთ, თუმცა როგორც მანამდე ბრიტანულ The Telegraph-თან საუბარში აღნიშნეს, ეს უკრაინაში რუსეთის ომს უკავშირდება, რადგან ბიზნესმენი პოზიცია ომთან დაკავშირებით მანამდეც …

რუსეთში სამხედრო აეროდრომზე 2 ვერტმფრენი აფეთქდა, ორიც დაზიანდა – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთში, პსკოვის ოლქში, სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ვერტმფრენი Ka-52 განადგურდა. „რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე 31 ოქტომბრის ღამით ძლიერი აფეთქებები მოხდა. ორი მოიერიშე ვერტმფრენი Ka-52 „ალიგატორი“ სრულიად განადგურებულია, კიდევ ორი – სერიოზულად დაზიანდა“, – ნათქვამია დაზვერვის მიერ გავრცელებულ ცნობაში. დაზვერვა დასძენს, რომ ერთი Ka-52 „ალიგატორი“ დაახლოებით $ 16 მილიონი ღირს. უწყების …

Exit mobile version