44.3 პროცენტს ყალბი ინფორმაცია გაუზიარებია – მედიაწიგნიერების ფორუმი დასრულდა

27 ოქტომბერს ყოველწლიური მედიაწიგნიერების ფორუმის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. მედიაწიგნიერების ფორუმი მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ იყო ორგანიზებული და ის UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების მე-11 გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ფორუმზე მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის აღქმების თვისებრივი კვლევის ძირითადი მიგნებების პრეზენტაციაც გაიმართა. მისი მიზანი მედიის მოხმარების ჩვევებისა და მოსახლეობის დეზინფორმაციისადმი მოწყვლადობის შესწავლა იყო. კვლევის ფარგლებში 140 რესპონდენტი გამოკითხეს საქართველოს 7 ქალაქიდან: ახალქალაქი, ბათუმი, გარდაბანი, ზუგდიდი, …

დანიის მოქალაქეს 15 000 ევრო მოტყუებით ჩაარიცხვინეს – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა ტრანსნაციონალური დანაშაულის ფაქტზე წერს. პროკურატურის ცნობით, დანიის მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. „გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა დანიის მოქალაქე წარსულში განხორციელებული არამომგებიანი საინვესტიციო პაკეტის თითქოსდა გამოსყიდვის წინადადებაზე დაიყოლიეს და …

რუსი პროგრამისტი ომს უღრან ტყეში ემალება

IT კომპანიის თანამშრომელი უკვე თვეზე მეტია მობილიზაციას რუსეთის სამხრეთში, უღრან ტყეში ემალება. მას უკრაინასთან ომში წასვლა არ სურს, თუმცა არც იმისთვის აღმოჩნდა მზად, ოჯახი სამშობლოში დაეტოვებინა და თვითონ უცხოეთში გაქცეულიყო. ადამ კალინინი – გამოგონილი სახელია კაცისა, რომლის შესახებაც რეპორტაჟი Настоящее Время-მ მოამზადა. ადამი ტყეში გაქცევამდეც ღიად გამოდიოდა ომის წინააღმდეგ, მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, დააჯარიმეს და გარკვეული …

ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ არ დააკმაყოფილა ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი. მოსამართლეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს რაიმე სახის განმარტება არ გაუკეთებია. გადაწყვეტილების გამოცხადებას აჭარის მთავრობის წარმომადგენელი არ დასწრებია. „სასამართლოს როლი სად არის აქ?“ – კითხულობს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე, რომელიც ირაკლი ჯინჭარაძის ინტერესებს იცავს. იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აუდიტის დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევები შინაარსობრივად უნდა განეხილა …

ბათუმის საკრებულოს წევრმა ნინო ცხვარაძემ „ოცნება“ დატოვა

დღეს, 31 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ნინო ცხვარაძემ, რომელიც ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე იყო, „ოცნება“ დატოვა. ნინო ცხვარაძე „ხალხის ძალას“ შეუერთდა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. „ვტოვებ ქართულ ოცნებას, ვუერთდები ხალხის ძალას, შესაბამისად ვტოვებ ფრაქციის მოადგილის პოსტს. გადაწყვეტილება მივიღე …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 71 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620] ტანკი – 2 686 ერთეული [+14] ჯავშანტექნიკა – 5 485 ერთეული [+32] საარტილერიო სისტემა – 1 728 ერთეული [+4] MLRS – 383 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

რუს რეზერვისტებს გამოუსადეგარი ავტომატები დაურიგეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ოქტომბრის შუა რიცხვებში, უკრაინაში ფრონტის ხაზზე რუსეთმა რამდენიმე ათასი ახლად მობილიზებული რეზერვისტი გადაისროლა – მათი უმრავლესობა არამხოლოდ ცუდად მომზადებული, არამედ ცუდად აღჭურვილიცაა. „ჯერ კიდევ სექტემბერში რუსი ოფიცრები შეშფოთებულნი იყვნენ, რომ ზოგიერთი მობილიზებული უკრაინაში საერთოდ იარაღის გარეშე გაგზავნეს. ღია წყაროებით მოპოვებულ ვიზუალურ მასალებში ჩანს, რომ მობილიზებულ რეზერვისტებს დაურიგეს AKM-ები, ავტომატი, რომელიც საბჭოთა …

532 მილიონი ლარი 4 820 დევნილი ოჯახის ბინებისთვის – ტენდერის გამო სააგენტოს უჩივიან

იძულებით გადაადგილებული 4 820 ოჯახისთვის ბინების მშენებლობაზე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ორი ტენდერი გამოაცხადა, სადაც სავარაუდო/სატენდერო ღირებულება, ჯამში, ნახევარ მილიარდზე მეტი ლარია. ტენდერის პირობების მიხედვით, დევნილი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები უნდა აშენდეს ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში. ტენდერის პირობა – პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ – დავების საბჭოში გაასაჩივრა შპს „უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფმა“. კერძოდ, …

პუტინი იმედოვნებს, რომ ცივი ზამთარი ევროპას გატეხს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ზამთარს ელოდება იმის გასარკვევად, შეარყევს თუ არა ყინვა და ცივი ამინდები უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერას. ინსტიტუტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი სამხედრო მოქმედებებს 2023 წლამდე უკვე არსებულ რეჟიმში განაგრძობს, არ მიმართავს ტაქტიკური ბირთვული იარაღს, მაგრამ ამავე დროს არც საკუთარ მიზნებზე იტყვის უარს. „პუტინი, დიდი ალბათობით, გააგრძელებს სამხედრო …

ბათუმის მერიამ სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის სქემა შეცვალა

ბათუმის ტერიტორიაზე სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის სქემა იცვლება. ახალი სქემა ქალაქის მერიამ ბათუმის საკრებულოს უკვე წარუდგინა. საკითხს საკრებულო დღეს, 31 ოქტომბრის სხდომაზე განიხილავს. სამარშრუტო მიკროავტობუსების ახალი სქემა საკრებულოს შესაბამისი დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ამოქმედდება. „ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსების სამარშრუტო ხაზების სქემებში შევიდა ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებები სრულად აკმაყოფილებს და მორგებულია მგზავრების მოთხოვნებზე.“ – აღნიშნულია …

ბაირაქტარს ირანული კამიკაძე დრონების წინააღმდეგ რაკეტებით შეაიარაღებენ

რაკეტების ინტეგრაცია უპილოტო Akıncı-სა და Bayraktar TB2-თან იქნება საჰაერო პატრულირების ის კონცეფცია, რომელიც მტრის შვეულმფრენებისა და დრონების თავდასხმის საფრთხეებს აღმოფხვრის. უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატების თურქი მწარმოებელი Baykar-ი აპირებს თავისი ის დრონები, რომლებსაც უკრაინა იყენებს, აღჭურვას „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტებით, რათა დაუპირისპირდეს ირანულ კამიკაძე დრონებს, რომელსაც რუსეთი იყენებს. თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ცნობით, ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა …

რუსები ცდილობენ ლუგანსკში უკრაინის არმიის წინსვლა შეაჩერონ – გაიდაი

რუსეთის სარდლობამ თავის სამხედროებს უბრძანა შეაჩერონ უკრაინელი მეომრების წინსვლა ლუგანსკის რეგიონში. ამის შესახებ FREEDOM-ის ეთერში ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა. გაიდაის თქმით, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები კრემენნაია-სვატოვოს მონაკვეთს დაიკავებენ, რეგიონში ოკუპანტების ლოგისტიკა „მოიშლება“. „ყველაფერს ნაღმავენ, ალბათ ამოცანაა – წინსვლის შეჩერება, რადგან მათ კარგად იციან, რომ თუ სვატოვოდან კრემენნაიამდე მონაკვეთს ვერ დაიცავენ, მაშინ …

2,2 მილიონს დახარჯავს ცესკო სხდომათა დარბაზის მოსაწყობად

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] სხდომათა დარბაზის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 252 600 ლარია. ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც სხდომათა დარბაზი ცესკოს შენობის იმ ღია ფლიგელში მოეწყობა, რომელსაც დღეს ავტოსადგომად იყენებენ. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით: „საპროექტო ობიექტი მდებარეობს თბილისში, დ.აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე. დამკვეთის სურვილისამებრ იგეგმება არსებული შენობის მარცხენა ნაწილის რეკონსტრუქცია, საარჩევნო ადმინისტრაციის …

ავარია ბათუმში – ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა

ბათუმში, დღეს 30 ოქტომბერს, პუშკინისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით 2 დაშავებული [აქედან ერთი 16 წლამდე ასაკის] ზედაპირული ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს, „ერთმა პირმა კი, დახმარებაზე უარი განაცხადა.“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, დაწყებულია გამოძიება.

აჭარის მთავრობის უსარგებლო პროექტი, რაშიც ნახევარი მილიონია გადახდილი – რას ამბობს აუდიტი

აუდიტის მიხედვით, აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების“ ნაშთი, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შეადგენს 1 677 277 604 ლარს, საიდანაც 96% ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის აქტივებია. სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში კი, „დაუმთავრებელი მშენებლობის“ ანგარიშზე ასახულია 542 მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების დაუმთავრებელი აქტივი, რომელზეც 2018 წლიდან ბრუნვა არ ყოფილა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ოქტომბრის 21 საათიდან 31 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია წვიმა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 7 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 ოქტომბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 71 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950] ტანკი – 2 672 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 5 453 ერთეული [+52] საარტილერიო სისტემა – 1 724 ერთეული [+16] MLRS – 383 ერთეული [+3] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

აჭარის ნაკრებში ძირითადად ხულოელი მოთხილამურეები ვართ – ახალი ინვეტარი გვჭირდება 

ოთხგზის საქართველოს ჩემპიონი სათხილამურო სპორტში, 18 წლის მარი ჩოგაძე ხულოს სოფელ ქედლებიდანაა. სათხილამურო სპორტში საქართველოს ჩემპიონობისთვის მარიმ ბოლოს 2022 წელს იასპარეზა. მარი გვიყვება, რომ 6 წლის იყო, როცა თხილამურებზე პირველად დადგა. ის ამ სპორტით მამამ დააინტერესა, რომელიც მაშინ სათხილამურო სპორტის ტრენერი იყო. მარიმ თხილამურებზე სრიალი სოფლის მცირე სათხილამურო ტრასაზე ისწავლა მამის და სხვა ტრენერების დახმარებით. …

ბულვართან მრავალსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავენ, ბათუმის საკრებულო გდგ-ს ამტკიცებს 

ბათუმის საკრებულოს მომავალ სხდომაზე რუსთაველის #20-ში დაგეგმილი სამშენებლო პროექტის გდგ-ს [განაშენიანების დეტალური გეგმა] დამტკიცებას გეგმავენ. 31 ოქტომბერს დაანონსებულ სხდომაზე ამ საკითხის შესაძლო დამტკიცების შესახებ „ბათუმელებმა“ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, როცა ბათუმის საკრებულოს ფეისბუქის გვერდზე ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომის გამართვის შესახებ გამოაქვეყნეს. თუმცა, სხდომის დღის წესრიგში, რომლის წინასწარ გამოქვეყნების ვალდებულებაც საკრებულოს აქვს, მხოლოდ ექვსი საკითხია და ამ …

20 წლის ფეხმძიმე გოგო ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს – „სახის გამოჩენა არ მინდა“

მარი 20 წლისაა. 4 თვის ფეხმძიმეა. ღარიბია და ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს. გზა ქოხამდე, სადაც მარი ცხოვრობს, ძაღლების ჯგროსთან ერთად უნდა გაიარო. ბათუმის ნაგავსაყარზე ადამიანები და ძაღლები ერთად თანაცხოვრობენ. მარი ნაგავსაყარზე წელიწად-ნახევრის წინ აღმოჩნდა. ბავშვობა სოფელში გაატარა. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, როცა შეუყვარდა. ექვს თვეში იქორწინეს. მარი იხსენებს იმ დილას, როცა ახალდაქორწინებულმა თვალი ნაგავსაყარზე გაახილა. „დაახლოებით …

128 ადამიანიდან დარჩა მხოლოდ 12 – მობილიზებულის ცოლი გენერალ ლაპინს უჩივის

რუსი გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი ბოლო დროს მედიის ყურადღების ცენტრში იმით მოექცა, რომ ის პისტოლეტით დაემუქრა ერთ-ერთი „მობილიზებული“ ქვედანაყოფის მეთაურს, რომელმაც ფრონტის ხაზიდან ბრძანების გარეშე დაიხია უკან – ლუგანსკის რეგიონში. ამჯერად გენერალს საჯაროდ აკრიტიკებს ერთ-ერთი მობილიზებულის ცოლი, ტატიანა ნაზარენკო. ქალი წერს, რომ მისი ქმარი, რომელიც 91711 სამხედრო ნაწილში იმყოფებოდა, საჭიროებს დახმარებას, თუმცა მას ჯერჯერობით არავინ ეხმარება. …

 ბათუმის მერია თითოეულ უკრაინელ ბავშვს 235 ლარს გაუნაწილებს – თანხა UNICEF-მა გამოყო

ბათუმის მერია გაეროს ბავშვთა ფონდისგან [ UNICEF] გრანტის სახით 868 560 ლარს მიიღებს, ამ თანხას ბათუმში მცხოვრებ უკრაინელ  და მათთან ერთად იმ ბავშვებს გაუნაწილებენ, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ. მერიის ინფორმაციით, ამ გრანტის ფარგლებში თანხას სულ 3 696 ბავშვი მიიღებს, თითოეულს 235 ლარი შეხვდება. მერია განმარტავს, რომ UNICEF-ი და ბათუმის მერია ამ დახმარების გაცემას უახლოეს მომავალში …

ქარტიამ ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის წევრობა შეიჩერა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს, რომ ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPCE) წევრობა შეიჩერა. წევრობის შეჩერება გამოიწვია ალიანსის გადაწყვეტილებამ არ დაეჭირათ მხარი უკრაინის პრესის საბჭოს მოთხოვნისთვის – გაერიცხათ AIPCE-დან რუსეთის პრესის საბჭო. მას შემდეგ რაც რუსეთი ალიანსში დარჩა, AIPCE დატოვა უკრაინის პრესის საბჭომ. ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსიდან (AIPCE) რუსეთის პრესის საბჭოს გარიცხვის საკითხი რუსეთ-უკრაინის …

მერის კაბინეტიდან 15 მეტრში განათების ბოძებია ჩამქრალი… ის კი ხელფასებს ზრდის – რეზო ხარაზი

„ბათუმის დატბორვიდან მეორე დღეს, ბათუმის საკრებულომ და მერიამ, იმის ნაცვლად, რომ ამ ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, ამ ქალაქში [მცხოვრებთა] სოციალურ მდგომარეობაზე ეზრუნათ, გადაწყვიტეს მყისიერად ხელფასების გაზრდა. რაც მორჩათ სანიაღვრე არხების მოვლა პატრონობიდან გადმოიტანეს და თავიანთი ვიცე მერის ხელფასს ზრდიან,“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი. ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის …

რუსებს არანაირი პროგრესი არ აქვთ ბახმუტთან და წარმატებაზე ცნობებს აყალბებენ – ISW

რუსეთის ძალებს არანაირი სერიოზული წინსვლა არ აქვთ არც ბახმუტში და არც ფრონტის ხაზის რომელიმე სხვა მონაკვეთზე, სამხედრო წარმატებაზე ინფორმაციას ისინი უბრალოდ აყალბებენ – ასეთია ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასება. როგორც ინსტიტუტის ანალიტიკოსები უახლეს ანგარიშში მიუთითებენ, რუსეთის საინფორმაციო სივრცეში აქტიურად ვრცელდება ცნობები ბახმუტში რუსეთის ძალების წინსვლაზე. ISW-ის დასკვნით, ამ ნარატივის მიზანი, სავარაუდოდ, არმიაში საბრძოლო განწყობის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 70 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +550] ტანკი – 2 659 ერთეული [+19] ჯავშანტექნიკა – 5 401 ერთეული [+23] საარტილერიო სისტემა – 1 708 ერთეული [+9] MLRS – 380 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

რუსეთი სავარაუდოდ ცდილობს ხერსონიდან უკან დახევა დააჩქაროს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ხერსონიდან „ევაკუაციას” და მე-18 საუკუნის რუსი მხედარმთავრის, გრიგორი პოტიომკინის ნეშტის წაღებას ეხმაურება. 27 ოქტომბერს რუსეთის დანიშნულმა გუბერნატორმა ოკუპირებულ ხერსონში, ვლადიმირ სალდომ, თქვა, რომ უკვე 70 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქალაქი ხერსონი. მანამდე, 26 ოქტომბერს სალდომ განაცხადა, რომ რუსეთმა ხერსონის კათედრალიდან გაიტანა მე-18 საუკუნის ცნობილი რუსი სამხედრო მეთაურისა და იმპერატორ ეკატერინე მეორის საყვარლის, კნიაზ …

ხერსონთან „ღრიჭოები“ ამოავსეს რუსებმა, ამიტომ შენელდა უკრაინელთა წინსვლა – ინტერვიუ

„ძალიან მნიშვნელოვანია ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რასაც ამერიკა გადასცემს უკრაინას. გერმანულ „აირისთან“ ერთად შეიძლება ერთმანეთის გადაფარვა, მაგრამ მთავარია ახლა რაოდენობა – რა რაოდენობას მიაწვდიან ამ NASAMS – ებს უკრაინას?“ – კითხულობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, ისევ თანამედროვე და ნატო-ს სტანდარტის აღჭურვილობის რაოდენობასა და მის დროულად მიწოდებაზეა დამოკიდებული უკრაინის ბედი, თუმცა გადამდგარ გენერალს აღარ …

რას ჰყვებიან ბსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტის კაფეტერიაზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები უნივერსიტეტის კაფეტერიაში არსებულ მაღალ ფასებსა და ჰიგიენის შეუსაბამო ნორმებზე საუბრობენ. კაფეტერიას რუსთაველის უნივერსიტეტში კერძო კომპანია UNI FOOD hub-ი მართავს. სტუდენტ ლინდა ცინცაძის თქმით, ბსუ-ს სტუდენტებს შესვენებების დროს სხვაგან წახემსების არჩევანი არ აქვთ. მათთვის შეუძლებელია უნივერსიტეტიდან საკვებისთვის სხვაგან წავიდნენ, განსაკუთრებით ავდარში. „წვიმაში ვერც გარეთ გადიხარ, ვერც უნივერსიტეტში იკვებები. …

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი იზრდება და 5 500 ლარი იქნება

მერიის პარალელურად ხელფასებს ბათუმის საკრებულოშიც გაიზრდიან. იზრდება საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასიც, 2021 წლის ნოემბერში დამტკიცებული ცვლილების მიხედვით საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 5060 ლარი იყო. დაგეგმილი ცვლილების დამტკიცების შემდეგ კი 5500 ლარი იქნება. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი 4100 ლარი იქნება, კიდევ ორი მოადგილე კი ხელფასის სახით 3800 ლარს მიიღებს. საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების ანაზღაურება ამ დრომდე …

პუტინი იმპერიალისტური სიგიჟითაა შეპყრობილი – გერმანიის პრეზიდენტი

რუსეთი და გერმანია პარტნიორები აღარ არიან, რუსეთის „სასტიკმა დამპყრობლურმა ომმა“ უკრაინის წინააღმდეგ ფეხქვეშ გათელა უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანელი ხალხისადმი თავის საპროგრამო სიტყვაში. შტაინმაიერის თქმით, „თავისი იმპერიალისტური სიგიჟით რუსეთის პრეზიდენტმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საზღვრები, დაიწყო ტერიტორიების დაპყრობა“. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უსარგებლოდ აქცია ყველა ის …

ბათუმის მერმა ხელფასების გაზრდის თხოვნით საკრებულოს მიმართა

ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის თაობაზე მიმართა. განკარგულების პროექტზე თანდართული დოკუმენტის მიხედვით, თავად მერის ხელფასი არ იზრდება, რასაც ვერ ვიტყვით ვიცე-მერსა და კიდევ ორ მოადგილეზე. მერის ხელფასი გასულ წელს 5500 ლარამდე გაიზარდა. თანამდებობრივი სარგოების განაწილების დადგენილებაში ცვლილების შემდეგ, ბათუმის ვიცე-მერის ხელფასი 300 ლარით იზრდება და 4700 ლარი იქნება. მერის …

რა არის ვარიკოცელე – მამაკაცთა უშვილობის მიზეზი

სათესლე პარკის ვენების ვარიკოზული გაფართოება, იგივე ვარიკოცელე ჩვეულებრივ მოზარდობის ასაკში ყალიბდება და დროთა განმავლობაში ვითარდება. მას შეუძლია გამოიწვიოს გარკვეული დისკომფორტი ან ტკივილის შეგრძნება, მაგრამ ხშირად იგი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ვარიკოცელემ შეიძლება ხელი შეუშალოს სათესლე ჯირკვლის ნორმალურ განვითარებას, ხელი შეუწყოს სპერმის დაბალ წარმოებას ან სხვა პრობლემებს, რაც „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ უროლოგის, გელა ლომაძის განმარტებით, მამაკაცთა უნაყოფობის …

განვითარებისთვის დრო არ გვრჩება, ხელფასი დაბალია, ვალდებულება ბევრი – მასწავლებელი

„თუ მასწავლებლის ანაზღაურება არ გაიზარდა, სკოლაში არაფერი შეიცვლება,“ – ამბობს სამოქალაქო განათლების პედაგოგი, თორნიკე შევარდნაძე, რომელიც თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში მუშაობს. ის „ბათუმელებთან“ სკოლაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ბატონო თორნიკე, როგორც პედაგოგი, როგორ შეაფასებთ სკოლაში მიმდინარე პროცესებს? ვგულისხმობ სქემას, ახალი სკოლის მოდელს და იმ ვალდებულებებს, რომლებსაც აკისრებს სახელმწიფო მასწავლებელს. ყველა მასწავლებელს, ვისთანაც კი მისაუბრია, აქვს გაუცხოება …

რატომ მოიპარეს რუსებმა პოტიომკინის ძვლები უკრაინიდან – NYT

„იმ დროს, როდესაც უკრაინის ძალები ოკუპირებულ საპორტო ქალაქ ხერსონს უახლოვდებოდნენ, კრემლის დანიშნული ადგილობრივი ხელისუფლება თავის ხალხს მე-18 საუკუნის ტაძარში სპეციალური მისიით გზავნიდა – ამ ჯგუფს ეკატერინეს ტაძრიდან დიდი კნიაზის გრიგორი პოტიომკინის ძვლები უნდა მოეპარათ,“ – ასე იწყება ამერიკული The New York Times-ის სტატია, რომელშიც მოთხრობილია, თუ რატომ და როგორ გაიტანეს ხერსონიდან რუსი სამხედრო მეთაურისა და …

თიბისი საზღვარგარეთ დასაქმებულ ადამიანებს მათზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს

თიბისი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გამარტივებაზე ზრუნავს და სესხებზე, ანაბრებსა და სხვა საბანკო პროდუქტებზე მოქნილ პირობებს სთავაზობს. სწორედ ასეთი სიახლეა თიბისის სწრაფი სამომხმარებლო სესხი საზღვარგარეთ დასაქმებული ადამიანებისთვის. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ყოველდღიური და გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად დაიმტკიცონ სესხი ვებგვერდზე – tbccredit.ge/onlineloan. სესხზე განაცხადის შევსება შეუძლია თიბისის მომხმარებელს, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში განხორციელებული აქვს მინიმუმ 5 გზავნილი …

Exit mobile version