პრიგოჟინსა და „ვაგნერს“ ბრიტანულ სასამართლოში უჩივიან

ბრიტანული იურიდიული კომპანია McCue Jury & Partners-ი ევგენი პრიგოჟინსა და მის კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ ლონდონის სასამართლოში უჩივის. იურისტების განცხადებით, სარჩელი „ვაგნერის“ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელების სახელით მომზადდა და ის „ვაგნერის“ მიერ ჩადენილი ტერორისტული ქმედებების დამადასტურებელ ფაქტებზეა დაფუძნებული. „მიგვაჩნია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც სასამართლოში შედის სარჩელი კერძო სამხედრო კომპანიის წინააღმდეგ იმის …

უკრაინა ხერსონს პირდაპირი შტურმით არ აიღებს – ექსპერტი

დაახლოებით ორი კვირაა, უკრაინელთა კონტრშეტევის ფონზე, ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლებას იძულებით გაჰყავს მოქალაქეები ოლქის დასავლეთ ნაწილიდან. პარალელურად, რუსეთის არმია სამხედრო სიმაგრეებს აგებს როგორც შიგნით, ქალაქში, ისე მის შესასვლელებთან. რა ხდება უკრაინის სამხრეთში – Настоящее Время-სთან ხერსონში შექმნილ ვითარებასა და კონტრშეტევის პერსპექტივებზე სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა და ხერსონის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ იური სობოლევსკიმ ისაუბრეს. სობოლევსკი ადასტურებს, …

შავ ზღვაში ომის გამო 700-ზე მეტი დელფინი დაიღუპა

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ შავ ზღვაში, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის სანაპიროებზე, 700-ზე მეტი დელფინი დაიღუპა – ამის შესახებ ნათქვამია ACCOBAMS-ის [შეთანხმება შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვაზე] შეთანხმების ანგარიშში. ACCOBAMS-მა დააფიქსირა დელფინების სიკვდილიანობის „უჩვეულო ზრდა“ 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში. „რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შავი ზღვის მთელ აუზს უზარმაზარი საფრთხის …

იზმირში 4,9-ბალიანმა მიწისძვრამ პანიკა გამოიწვია – მედია

4 ნოემბერს, პარასკევს, დასავლეთ თურქეთში, იზმირის პროვინციაში მიწისძვრა მოხდა. მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა სახლებიდან გაქცევის დროს და ჩამოინგრა მეჩეთის მინარეთი. გამთენიისას, 3:29 საათზე, მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 4,9 მაგნიტუდა იყო, მიწისძვრას რამდენიმე ბიძგიც მოჰყვა და იგრძნობოდა მიმდებარე რაიონებში. მსხვერპლის და სხვა ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა მედიის ცნობით, 31-მა ადამიანმა მიმართა საავადმყოფოს პანიკის გამო, …

გომისმთასა და ბახმაროში მისასვლელი გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე კი, ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. „ამასთანავე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,  ხოლო საავტომობილო გზის კმ1-კმ33  (ჩოხატაური-ჩხაკაურა)  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.“ – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის …

„საქართველოში არ მტოვებდა შეგრძნება, რომ პერსპექტივა არ გვქონდა“ – 18 წელი გერმანიაში

სოფო თოლორდავა 18 წელია გერმანიაში ცხოვრობს, საქართველო 23 წლისამ დატოვა. თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე სწავლობდა და დიპლომის დაცვის დრო ახლოვდებოდა, როცა გერმანიის პატარა ქალაქიდან სამშვილიანმა ოჯახმა შესთავაზა ძიძობა Au-Pair-ის პროგრამით. სოფოც წავიდა. „საქართველოში არასდროს მტოვებდა შეგრძნება, რომ დავამთავრებდით სწავლას და არანაირი პერსპექტივა არ გვექნებოდა, არ მტოვებდა შეგრძნება, რომ თავს ვიტყუებდით და ამის საშინელი შიში მქონდა. …

ხვალ ბათუმში შედარებით გამოიდარებს – როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ნოემბრის 21 საათიდან 5 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა, მთაში – თოვა; დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი მაღალ მთაში …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 74 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840] ტანკი – 2 750 ერთეული [+16] ჯავშანტექნიკა – 5 580 ერთეული [+28] საარტილერიო სისტემა – 1 772 ერთეული [+17] MLRS – 391 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

უგზო-უკვლოდ დაკარგული. სავარაუდოდ, ტყვეობაში – 21 წლის საზღვაო ქვეითის ისტორია

„გაუქმებული ანგარიში“ – ასე ჰქვია დენის ხარჩენკოს მისი საცოლის, ეკატერინას მესინჯერში. სოციალურმა ქსელმა დენისის ანგარიში წაშალა, რადგან მისი მფლობელი უკვე თითქმის ნახევარი წელია იქ აღარ შესულა. დენისი აპრილის შუა რიცხვებიდან ტყვეობაშია, თუმცა ოჯახთან დარეკვა პირველად მხოლოდ ორი თვის წინ მოახერხა. 21 წლის დენის ხარჩენკო 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითია, რომელმაც ღირსების რევოლუციის შემდეგ გადაწყვიტა სამხედრო გამხდარიყო …

რომელ უბნებში შეწყდება დღეს წყალი ბათუმში

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით დღეს, 4 ნოემბერს, საღამოს 8 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ბათუმის რიგ ქუჩებს. „ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო, 10:20 სთ-დან 20:00 სთ-მდე, წყლის მოწოდება შეეზღუდებათ ჰელიმიშზე, აღმაშენებლზე, აეროპორტის გზატკეცილზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში, ხახული ქუჩასა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს,“- ნათქვამია „ბათუმის წყლის“ განცხადებაში. ასევე, „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო, …

გაურკვეველია, აპირებს თუ არა რუსეთი ხერსონისთვის ბრძოლას – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, კვლავაც გაურკვეველია, აპირებს თუ არა რუსეთის არმია ქალაქ ხერსონისთვის ბრძოლას. როგორც ინსტიტუტის ანალიტიკოსები დღევანდელ ანგარიშში მიუთითებენ, რუსეთის ძალები ოლქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან გასვლას განაგრძობენ. ISW-ს მოჰყავს ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლის, კირილ სტრემოუსოვის გუშინდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც, „რუსეთის ძალები გადაინაცვლებენ დნეპრის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე რაც შეიძლება სწრაფად“. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სტრემოუსოვის …

რატომ არ სძინავს ბავშვს? – ინტერვიუ ბავშვთა ნევროლოგთან

ბავშვებს ხშირად აწუხებთ ძილთან დაკავშირებული პრობლემები. ცხადია, ამ პრობლემას არანაკლებ მწვავედ განიცდიან მათი მშობლებიც. “ხოზრევანიძის კლინიკის” ბავშვთა ნევროლოგი ირმა ხვიჩია ამბობს, რომ ცუდი ძილი უარყოფითად აისახება ბავშვის იმუნურ სისტემაზე, „ეს შეიძლება გახდეს ხშირი ავადობისა და ქრონიკული დაავადების გამომწვევი მიზეზიც კი“ – ამბობს ის. ქალბატონო ირმა, რა ასაკშია განსაკუთრებით პრობლემური ძილთან დაკავშირებული სირთულეები? ძილის დარღვევა ბოლო …

რა თქვა მთავარმა ექსპერტმა ოზთურქის საქმეზე სასამართლოში

„ოზთურქის საქმეზე“ დღეს, 3 ნოემბერს, სამი მოწმის ჩვენება მოისმინა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ. ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოს და თურქეთის მოქალაქეა, მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. „მან ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი თქვა“, – უთხრა …

ზელენსკი არ მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში, თუ იქ პუტინი იქნება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ მიიღებს მონაწილეობას G20-ის, „დიდი ოცეულის“ სამიტში, რომელიც ნოემბერში გაიმართება ინდონეზიაში, თუ იქ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება. ამის შესახებ დღეს, 3 ნოემბერს, განაცხადა ზელენსკიმ კიევში გამართულ ბრიფინგზე. „ჩემი პირადი და უკრაინის პოზიციაა, რომ თუ რუსეთის ფედერაციის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას სამიტში, მაშინ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას,“ – ციტირებს უკრაინული გამოცემა „უნიანი“ …

რუსეთის მოქალაქეებმა 2 963 ბინა და 37.9 ჰა მიწა შეიძინეს საქართველოში – ომი უკრაინაში

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა 711 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, რუსეთის 9 789 მოქალაქე კი ინდივიდუალურ მეწარმედაა უკვე დარეგისტრირებული საქართველოში. ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 112 733 ქვეყანაში დარჩა. „ბათუმელებმა“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჯერ კიდევ ივლისში მიმართა და მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ქონება …

რას ჰყვება აზოვის „დოცენტი“ ტყვეობაზე: პოლკი რუსებისთვის იგივეა, რაც წითელი ნაჭერი ხარისთვის

„მოემზადეთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება“ – ეს სიტყვები ვლადისლავ დუტჩაკმა, მეტსახელად „დოცენტმა“, 24 თებერვალს ბევრჯერ მოისმინა – „აზოვის“ ბაზაზეც, მარიუპოლისკენ გზაშიც და „აზოვსტალშიც“. იმ დილის შემდეგ მისი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა – ჯერ იყო სასტიკი ბრძოლები მარიუპოლისთვის, შემდეგ „აზოვსტალის“ დაცვა და ბოლოს რუსეთის ტყვეობა. ახლა მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ ფოტოები „დოცენტს“ ტკივილს აყენებს: „ქალაქი, რომელიც აღარ არის. …

რუსეთმა 2-ჯერ მეტი ავიაცია დაკარგა უკრაინაში, ვიდრე ავღანეთში – ზალუჟნი მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი, სოციალური ქსელებით ავრცელებს რუსეთის ავიაციის დანაკარგების შესახებ მონაცემებს და დასძენს, რომ „ეს ომი რუსეთს გაანადგურებს“. ზალუჟნის განცხადებით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინის დამცველებმა ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთში, ათწლიანი ომის განმავლობაში. „სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა …

მედვედევის აზრით, მოღალატე დივერსანტები ადგილზე, გამოძიების გარეშე უნდა დახვრიტონ

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივნის ახლანდელი მოადგილე, დიმიტრი მედვედევი რუსეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საჭიროებაზე ალაპარაკდა. მისი თქმით, იმ ადამიანებისთვის, ვინც ომის პერიოდში საკუთარ ქვეყანას ღალატობს, დივერსიებსა და ტერორისტულ აქტებს აწყობს, სხვაგვარი სასჯელი არ შეიძლება არსებობდეს. „რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ სხვადასხვანაირი ლურჯ-ყვითელი დივერსანტები. ახალგაზრდა უცხოელმა სტუდენტებმა, რომლებმაც ეს-ესაა მიაღწიეს სრულწლოვანებას, მწყობრიდან გამოიყვანეს რამდენიმე სარკინიგზო ობიექტი …

ქობულეთში, ხინოწმინდაში VIII-IX საუკუნის ძეგლს პემზის ბლოკი დააშენეს – ფოტო

ქობულეთში, ხინოწმინდაში, VIII-IX საუკუნეებით დათარიღებულ ნაეკლესიარს პემზის ბლოკი დააშენეს. ნაეკლესიარი არქეოლოგიური ძეგლია. ფოტოები, რომლებზეც ჩანს უძველეს ნაშთებზე დაშენება, თავად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გაავრცელა. „ხინოწმინდაში იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ტაძრის აღდგენით სამუშაოებს სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი, სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ადგილზე გაეცნო და შეაფასა. სამუშაოები ვადების დაცვით ხორციელდება და დაგეგმილთან ზუსტ თანხვედრაშია. ხინოწმინდის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულიად …

ბათუმში ისევ იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ნოემბრის 21 საათიდან 4 ნოემბრის 21 საათამდე მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, ღამით – ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელვა-ჭექა. აჭარის მაღალ მთაში თოვაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი …

ფინანსურ დავებზე ისევ ლავასოღლის უკავშირდებოდნენ – შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა, კიდევ ორს კი, დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი. შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ფინანსური დავების მოგვარებას სთხოვდნენ, მათ შორის, მინდია ლავასოღლის. „…აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაში, პირადი სარგებლისა და უპირატესობის მიღების მიზნით ერთვებოდნენ მოქალაქეთა და „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ პირებს შორის წარმოშობილი …

უკრაინაში უკვე 1 402 რუსი ოფიცერი დაიღუპა – OSINT

პირველი ნოემბრის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის არმიის მაღალი რანგის 1 402 სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომი OSINT-ის მკვლევრებზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინაში უკვე მოხდა 1 402 რუსი ოფიცრის დენაციფიკაცია (5,7 ადამიანი დღეში). ამასთან, საერთო რაოდენობაში უფროსი ოფიცრების წილი 26%-ია,“ – წერს სტრატკომი. კონკრეტულად – უკრაინასთან რუსეთის ომში დაიღუპა: 2 გენერალ-ლეიტენანტი 8 გენერალ-მაიორი 44 პოლკოვნიკი 98 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 74 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +730] ტანკი – 2 734 ერთეული [+20] ჯავშანტექნიკა – 5 552 ერთეული [+27] საარტილერიო სისტემა – 1 755 ერთეული [+22] MLRS – 390 ერთეული [+3] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

რუსეთს ტანკები უკვე ბელარუსის მარაგებიდან გამოჰყავს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, საკუთარი შეიარაღების ნაკლებობის გამო რუსეთმა ბოლო კვირებში სულ მცირე 100 ტანკისა და დამატებითი ჯავშანმანქანებისთვის ბელარუსის სამხედრო მარაგებს მიმართა. „ოქტომბრის შუა რიცხვებში, უკრაინელთა კონტრშეტევების ფონზე, რუსეთის ჯავშანტექნიკის დანაკარგი დღეში 40 ერთეულამდე გაიზარდა, რაც ერთი ბატალიონის საბრძოლო აღჭურვილობის ეკვივალენტურია,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 3 ნოემბრის რელიზში. უწყება დასძენს, რომ უკრაინაში მყოფი რუსი …

კრემლმა მობილიზებულებს 6 თვეში $32,4 მილიარდი უნდა გადაუხადოს, ეს მისთვის უკვე პრობლემაა – ISW

ომი, მობილიზაცია და დასავლური სანქციები – ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის ეკონომიკაზე ამ ყველაფრის გავლენის ხანგრძლივი დამაზიანებელი ეფექტი უკვე სახეზეა, ვლადიმერ პუტინის მოწოდებები კი კონკურენტუნარიან რუსულ სამხედრო წარმოებაზე რეალობისგან მოწყვეტილია. ინსტიტუტის ანალიტიკოსები ეყრდნობიან სააგენტო Reuters-ის ფინანსური ექსპერტების გათვლებს, რომელთა თანახმადაც, მობილიზებულებისთვის გადასახდელი თანხა, სოციალური ბენეფიტების ჩათვლით, კრემლს ექვს თვეში 900 მილიარდი რუბლიდან 3 …

ჩვენ გვაქვს დიდი აცდენა ქაღალდებსა და რეალობას შორის – პროფესორი

„პერმანენტულ რეჟიმში ვმუშაობ, არ ვიცი, როდის მაქვს თავისუფალი დღე და დრო. ბევრი ჩემი კოლეგაა ანალოგიურ სიტუაციაში. უკიდურესად გადატვირთულები ვართ“ – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე ლევან ცაგარელი. „ბათუმელები“ მას უმაღლეს განათლებაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. ბატონო ლევან, რა პრობლემები არსებობს საუნივერსიტეტო სისტემაში და თქვენ, როგორც პროფესორს, რაში გიშლით ეს ხელს? მე ვფიქრობ, უმაღლესი განათლება ვერასდროს …

როცა მშობლის ქონება ბიჭს რჩება: რას ფიქრობენ ბებია – სედიკო, შვილი – იამზე, შვილიშვილი – ირმა

გოგოს თუ ბიჭს? ვის „ეკუთვნის“ მშობლების ქონება მემკვიდრეობით? – ეს იყო ძირითადი კითხვა, რაც ერთი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენელს – ბებია სედიკოს, შვილ იამზეს და შვილიშვილ ირმას ჰკითხა „ბათუმელებმა“. როგორია მათი დამოკიდებულება ქონების განაწილებისადმი, ვის რჩება ქონების დიდი ნაწილი, ვისზე როგორ უნდა ნაწილდებოდეს ქონება, როგორ ნაწილდება რეალურად და როგორ მოიქცნენ ან მოიქცევიან თავად. სედიკო გელაძემ …

საქართველოს მოქალაქეობა გვინდა, რუსეთის არა – მობილიზაციას გამოქცეული ძმები

34 წლის ვასილი ნიკიტინი საქართველოში რუსეთიდან ერთი თვის წინ, 22 სექტემბერს ჩამოვიდა ძმასთან ერთად – ლარსის გზით. ვასილს და მის 27 წლის ძმას, საშას, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია ეხებოდათ. ომში გაწვევა მათ არ მისვლიათ, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ ადრე თუ გვიან გამოიძახებდნენ. პეტერბურგში ვასილიმ დატოვა მეუღლე, მშობლები, ნათესავები, მეგობრები, სახლი, მანქანები და ძმასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. …

„ბომბია ფაქტობრივად“ – „სოკარის“ ყოფილი მენეჯერი საფრთხეზე, რასაც ადასტურებს სემეკიც

„ბომბია, ფაქტობრივად, რომელიც ოდესღაც შეიძლება აფეთქდეს, მერე ვინ იქნება პასუხისმგებელი?“ – კითხულობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კონტრაქტორი ფირმის საპროექტო და სამშენებლოს ყოფილი უფროსი ლაშა წულუკიძე გაზის მილებზე, რომლებიც ბათუმში, ერთ-ერთ ახალ კორპუსში, აეროპორტის ქუჩა #73-ში, პირდაპირ ფასადიდან შეუყვანიათ. „სოკარის“ ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ გაზის შეყვანა ფასადიდან ახლა დაიწყეს, მას შემდეგ, როცა სემეკმა დაადასტურა, რომ ბათუმში, კორპუსების …

სარფში გაზი 4 ნოემბრამდე გაითიშა

„სოკარის“ ცნობით, დღეს, 2 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ავარიული დაზიანების გამო 14:00 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა სარფის აბონენტებს. „ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 4 ნოემბრის 15:00 საათიდან“ – აცხადებს კომპანია. „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

როგორ ჩანს აჭარის სანაპირო ევროკავშირის PONTOS პლატფორმაზე – ცვლილება და ეროზია 

საქართველოს ზღვის სანაპიროს ეროზია და წყლის დაბინძურების მზარდი მაჩვენებელი, გაუტყეურება და მდინარეების მოდიფიკაცია წლების მიხედვით – ამ და სხვა მონაცემების ნახვა ნებისმიერ ადამიანს ევროკავშირის პროექტის PONTOS [გარემოს მონიტორინგი შავი ზღვის აუზში პროგრამა კოპერნიკუსის] ფარგლებში შექმნილ ონლაინბაზაში შეუძლია. PONTOS პლატფორმაში ინტეგრირებულია კოსმოსური სატელიტებით, დისტანციური ზონდირებითა და საველე კვლევებით მიღებული ინფორმაცია. შესაბამისად, ინფორმაციის დიდი ნაწილი ცოცხალ რეჟიმში …

9 წლის ანიტას ხელზე სატვირთომ გადაუარა, მას თურქეთში ოპერაცია სჭირდება 

9 წლის ანიტა შანთაძე მეოთხე კლასელია. უყვარს ხატვა და სკოლაში სიარული, რადგან იქ არიან ადამიანები, ვისი ნახვაც უხარია. ანიტას და მისი ოჯახის ცხოვრება ათი თვის წინ შეიცვალა, როცა ანიტა ავარიაში მოჰყვა – მარჯვენა ხელზე სატვირთო მანქანამ გადაუარა. მარჯვენა ხელის ორი თითი დაკარგა, ხოლო მკლავი დეფორმირებული აქვს. ანიტას დედა, ნათია შანთაძე ცრემლების გარეშე ვერ ჰყვება იმ …

როგორ აპირებს მთავრობა „ოცნების ქალაქის“ განაშენიანებას – საკრებულომ კონცეფცია დაამტკიცა

„ოცნების ქალაქის“ განაშენიანების კონცეფცია, რომელიც აჭარის მთავრობამ მოამზადა, 15 ჰექტარს მოიცავს. დოკუმენტი მეჯინისწყლის დასახლებაში, კერძოდ, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის #188-ში და მის მიმდებარედ არსებულ ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიას [140551კვ.მ], სამ კერძო მიწის ნაკვეთს და აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებულ ერთ ნაკვეთს აერთიანებს. კონცეფცია ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობის დეტალური გეგმის შემუშავებას გულისხმობს. …

მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმის მერიაში შეურაცხყვეს, მერია უარყოფს

მოქალაქე გიორგი რომანოვსკი ამბობს, რომ მას ბათუმის მერიაში შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, ის ბათუმის მერიაში კონკრეტული საქმის გამო მივიდა, სადაც სამუშაო საათებში საჯარო მოხელეები ნასვამ მდგომარეობაში დახვდნენ. „მივედი მერიაში, გარე რეკლამასთან დაკავშირებით რაღაც დეტალების გარკვევას ვაპირებდი და შევედი ერთ-ერთ კაბინეტში, სადაც რამდენიმე ადამიანი დამხვდა. ვისკი ჰქონდათ მაგიდაზე და სვამდნენ. ხელმძღვანელი სად არის-მეთქი ვიკითხე და „ცისფერი …

ვინ რას მალავს? ხარვეზები თანამდებობის პირთა დეკლარაციებში – „გამჭვირვალობის“ კვლევა

ბინები, მიწის ნაკვეთები, წილები კომპანიებში, მიღებული ანაზღაურების ოდენობა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ აჭარაში არაერთი თანამდებობის პირის დეკლარაციაში ქონების შესახებ ინფორმაცია სრულად ასახული არ არის. „გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა აჭარის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის თანამდებობის პირების მიერ 2021-2022 წლებში შევსებული დეკლარაციები და 39%-ში ხარვეზები გამოავლინა. „გამჭვირვალობის ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღემდე …

ნათია კაპანაძის სარჩელი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

ნათია კაპანაძის სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორი იყო და იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს. ის სასამართლოში ითხოვდა უნდობლობის საკითხზე აჭარის ტელევიზიის ბორდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და დირექტორის პოზიციაზე სასამართლო დავის მიმდინარეობისას გამოცხადებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას. —————— ნათია კაპანაძე 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტის …

Exit mobile version