სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საპროტესტო აქციებს – აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ. „კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების  მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით და აღშფოთებით ვადევნებთ თვალს უკანასკნელ დღეებში ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ უსასტიკეს ძალადობას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც მომიტინგეთა მხრიდან ვერანაირი ძალადობის საბაბი ვერ გაამართლებს და რომელიც სამარცხვინო …

„ვდგავართ ხალხის გვერდით, შეჩერდეს სწავლის პროცესი“ – ბსუ-ს სტუდენტები

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები ითხოვენ აქციის დღეებში შეჩერდეს სწავლის პროცესი. პეტიციას, რომელიც manifest.ge-ზე გამოქვეყნდა, ამ დროისთვის 600-ზე მეტი სტუდენტი აწერს ხელს. „ჩვენ, ბსუ-ს სტუდენტები, ვაცნობიერებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მნიშვნელობას და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. მოვითხოვთ: უნივერსიტეტში სწავლა შეჩერდეს საპროტესტო აქციების დღეებში, რათა ყველა სტუდენტს მიეცეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ მომავალს აქტიური მონაწილეობით. …

დღეს საპროტესტო აქცია ბათუმში 17 საათზე დაიწყება ევროპის მოედანზე

დღეს, პირველ დეკემბერს, საპროტესტო აქცია ბათუმში 17 საათზე, ევროპის მოედანზე დაიწყება. ამის შესახებ გუშინ ბათუმში მიმდინარე აქციაზე განაცხადეს ორგანიზატორებმა. 30 ნოემბერს ბათუმში ხალხმრავალი აქცია გაიმართა აჭარის მთავრობასთან, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს უმაღლესი საბჭოს შენობას და ასევე, საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას სახლთან. აქციის მონაწილეები პერიოდულად კეტავდნენ სხვადასხვა ქუჩას. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 742 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 730] ტანკი – 9 469 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 19 369 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 20 923 ერთეული [+14] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …

პოლიციამ პარლამენტთან რადიო “თავისუფლების” პროდიუსერი დააკავა

რადიო თავისუფლების ცნობით, ბოლო ოთხი საათია [03:00 საათიდან] ვერ ხერხდება, გარკვევა თუ, სად არის მისი თანამშრომელი, ბექა ბერაძე, რომელიც მედიაგამოცემის პროდიუსერია. მედია იუწყება, რომ ბექა ბერაძე პოლიციამ დააკავა პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მიმდინარეობის დროს. “რადიო თავისუფლებას აქვს ვიდეომასალა, რომელშიც ბექა ბერაძე დაკავებამდე პოლიციელებს ეკითხება – რაზე არ დაემორჩილა მათ. ბექა პარლამენტთან მდებარე ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე …

შეუძლებელია მუნდირის, ღირსების შემლახავი ქცევების ნახვა, ეს ანადგურებს ინსტიტუციებს – გიორგი ანწუხელიძის ცოლი

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე ანტირუსულ აქციებს ეხმაურება, რაც უკვე მეოთხე დღეა მთელ ქვეყანაში იმართება და აცხადებს, რომ „არავის აქვს უფლება დაბრკოლებად იქცეს ქვეყნის განვითარების იმ გზაზე, რასაც ამ ქვეყნის მოქალაქეები ფიზიკურადაც კი ეწირებოდნენ“. საქართველოს საზოგადოება მას შემდეგ გამოვიდა ქუჩაში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკება 2028 წლამდე. მაკა ჩიკვილიაძე წერს: …

ბათუმის მერიის თანამშრომლები EU-თან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან

ბათუმის მერიის 26 თანამშრომელი აცხადებს, რომ ემიჯნებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას შეაჩერონ ევროკავშირთან მოლაპარაკება 2028 წლამდე. მერიის თანამშრომლები წერენ: „ჩვენ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს. ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც …

„გუშინ გალიიდან გამოუშვეს ასეულობით ცხოველი, მიასიეს ბავშვებს და დაამტვრიეს ძვლებში“ – ნინო ლაღიძე

„ყველა პოლიციელს უნდა ეშინოდეს, მისი შვილის ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ სწორედ მათ შვილებს ყველაზე მეტად გამოიყენებენ აი, ამ სიბინძურეში. მათი შვილები იქნებიან ყველაზე მთავარი საშანტაჟო ინსტრუმენტი მომავალში, იმიტომ, რომ დამპალია ეს რუსული სისტემა, რომელშიც ვცხოვრობთ და ვერასოდეს ვერ გამოვედით აქედან“, – მიმართა ნინო ლაღიძემ პოლიციელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან. აქტივისტი ნინო ლაღიძე ეკოლოგი და მასწავლებელია. ის …

„ერთად ვმართავთ პოლიტიკურ პროცესს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ“ – პრეზიდენტის ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 30 ნოემბერს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ შედგა ეროვნული თანხმობა და ხვალ ხვდება ადამიანებს, რომლებთანაც შეთანხმება მიღწეულია. მან ასევე განაცხადა, რომ მისი მანდატი გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება არჩეული ახალი ლეგიტიმური პარლამენტი. „ძალიან მეამაყებით, მეამაყება საქართველო, შედგა ეროვნული თანხმობა მთავარზე, რომ არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს დამოუკიდებლობა, არ შეიძლება ვინმემ დააბრუნოს საქართველო …

ბათუმში დაკავებულ 2 პირს დაზიანებები აღენიშნება – საიამ საგამოძიებო სამსახურს მიმართა

ბათუმში, გუშინ, 29 ნოემბერს 9 დაკავებულიდან ორ პირს დაზიანებები აღენიშნება – ამასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ მიმართა. მისი ინფორმაციით, ორივე პირთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო საქმის შესწავლა. ნიკო მირცხულავა და ვლადიმერ თოდაძე ბათუმში გუშინ ძალის გამოყენებით დააკავეს. საიას ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამარ წულუკიძემ ისინი დღესაც მოინახულა. მათ …

ზუგდიდში პოლიციის წინ დიდ ეკრანს ამონტაჟებენ – „მათივე ძალადობის კადრები უნდა ვაჩვენოთ“

ზუგდიდში მოქალაქეები პოლიციის სამმართველოს წინ დიდი ეკრანის დამონტაჟებას გეგმავენ, სადაც გაუშვებენ კადრებს, როგორც ძალადობს პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებზე. „ერთ-ერთმა ახალგაზრდა პოლიციელმა მითხრა, რომ წუხელ თბილისში არაფერი მომხდარა, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოსო. ჩვენ ახლა დიდ ეკრანზე ამ პოლიციელებს ჩავურთავთ წუხანდელ კადრებს, როგორ სცემდნენ პუტინის მონები ახალგაზრდებს, მოხუცებს და რუსი ომონივით უპირისპირდებოდნენ თავის მოსახლეობას, ჩავრთავთ და ვაყურებინებთ“ – …

“მზად ვართ ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის” – ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ კატეგორიულად არ ეთანხმებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას შეაჩეროს  ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. გთავაზობთ უნივერსიტეტის სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებელთა განცხადებას. „კი ევროპას, არა რუსეთს! ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებს და სტუდენტებს გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ვაცხადებთ, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმებით საქართველოს …

„ხალხო, პირველი არხის ნიუსრუმში, რამე თუ შეგრჩათ, გამოდით და დადექით ჩვენს გვერდით,“ – სოფო ხუნწარია საზმაუს ჟურნალისტებს

თბილისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ტელევიზიასთან ჟურნალისტები, მწერლები, სამოქალაქო მოძრაობის წევრები არიან მისულები და ითხოვენ პირდაპირ ეთერს. აქციის მონაწილეთა თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს არასრულყოფილად აშუქებს. თუმცა ამ პრეტენზიას არ იზიარებს საქართველოს პირველი არხის ხელმძღვანელი. თინათინ ბერძენიშვილის მტკიცებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაფერს ობიექტურად აშუქებს. თინათინ ბერძენიშვილი აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გამოვიდა, არხის …

„არა რუსულ რეჟიმს“ – დუბლინში საქართველოს მოქალაქეებმა აქცია გამართეს

ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია სპონტანურად დაგეგმეს და მას 50-მდე ემიგრანტი დაესწრო. აქციაზე ქართველმა ემიგრანტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ევროპულ მომავალს და დაგმეს ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა. „აქციების მიზანია ხელისუფლებამ გაიგონოს ქართველი ხალხის და მათ შორის ემიგრანტების ხმა, რომელმაც უპრეცედენტო ერთობით, მკაფიოდ თქვა, …

ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს – ეროვნული ბანკის თანამშრომლების საჯარო განცხადება

„28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას – გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“  – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები აწერენ ხელს. განცხადება განახლებადია და ამ დროისთვის მას 189 პირი აწერს ხელს. საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები …

„ტურავას სახლთან მივდივართ“- ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დღეს, 30 ნოემბერს, საპროტესტო აქცია აჭარის ტელევიზიასთან დაიწყო. აქცია მოქალაქეებმა, გუშინ, 29 დეკემბერს მას შემდეგ დაგეგმეს, როცა მათი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად ტელევიზიამ პირდაპირი ეთერის დათმობაზე უარი უთხრა აქციის მონაწილეებს. დღეს ტელევიზიის წინ შეიკრიბნენ, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. „ამ ტელევიზიას ჩვენ ვაფინანსებთ და ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს“ – აცხადებენ მოქალაქეები. ისინი …

„ისტორიკოსები ისტორიის სწორ მხარეს“ – ბსუ-ს ისტორიის დეპარტამენტის სტუდენტები გაიფიცნენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის მესამე კურსის სტუდენტები პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ. „ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის დეპარტამენტის მე-3 კურსის სტუდენტები ემიჯნებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და არ შედიან გამოცდებსა და ლექციებზე,“ – წერს ბსუ-ს უნივერსიტეტის ლექტორი, განათლების დოქტორი ია ხასაია და ფეისბუქზე სტუდენტებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. „ისტორიკოსები ისტორიის სწორ …

„მტკივნეულია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია“ – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი საქართველოში პოლიციისა და სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების სასტიკ დარბევას ეხმაურება. კვარაცხელია ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია. ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 740 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 740] ტანკი – 9 463 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 19 355 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 20 909 ერთეული [+23] MLRS – 1 253 ერთეული [+2] …

„პოზიცია გამოხატეთ მედიაში, საელჩოებთან ან ჩამოდით და დაუდექით გვერდში თქვენი ქვეყნის მომავალს“ – პრეზიდენტი ემიგრანტებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და მათ აქტიური მოთხოვნის დაწყებას სთხოვს. „ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს! ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენ მოგმართავთ! გამოფხიზლდით ! დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ, თავისუფალი გამოხატვის  ჩახშობის შესახებ… დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში აღარ შეიძლება!  ევროპა კარგია, მაგრამ …

„15 საათზე ვიკრიბებით აჭარის ტელევიზიასთან“ – 30 ნოემბერს ბათუმში საპროტესტო აქცია იგეგმება

ბათუმში 30 ნოემბერს, დღის 15:00 საათზე, აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქციას აანონსებენ. „დღეს ბათუმში სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანეს და დაახლოებით 10-მდე აქტივისტი დააკავეს! ბათუმშიც დაიწყო დარბევები! მეგობრებო, 15:00 საათზე ვიკრიბებით აჭარის ტელევიზიასთან“ – წერენ ბათუმელი აქტივისტები ფეისბუქზე. 30 ნოემბერს, ღამე, ბათუმში აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს, მათ შორის იყო არასრულწლოვანი, მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. აქციის მსვლელობის პარალელურად მობილიზებული იყო …

ბათუმში აქციაზე 8 პირი დააკავეს – ორს აღენიშნება დაზიანებები

30 ნოემბერს ბათუმში საპროტესტო  აქციაზე 8 პირი დააკავეს, მათ შორის – არასრულწლოვანი და ერთი ქალი. მოგვიანებით არასრულწლოვანი და ქალი გაათავისუფლეს. დღეს ბათუმში აქციაზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი, როგორც აჭარის მთავრობის სახლთან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან. საქართველოს იურისტთა ასოციაციის[ საია]  ბათუმის ორგანიზაციის ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს: ლაშა ფალავანდიშვილი, ალბერტ არაქელოვი, ნიკო მირცხულავა, ვლადიმერ თოდაძე. დააკავეს ასევე მიხეილ ბოლქვაძე და …

სპეცრაზმი ასრულებს უკანონო დავალებას, გაუსწორდეს აქციის მონაწილეებს სამოქალაქო პოზიციის გამო – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დღეს, 30 ნოემბერს, 02:38 საათიდან განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება რუსთაველის გამზირზე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ლეგიტიმური პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ერთმანეთის პარალელურად და სიცოცხლისთვის საშიში პრაქტიკით იყენებენ აქტიურ სპეციალურ საშუალებებს, როგორიც არის, წყლის ჭავლი, მასში შერეული წიწაკის სპრეი, და, ასევე კადრებში ჩანან მეთოფეები, რომლებიც ისვრიან გარკვეულ კაფსულებს, თუმცა, შსს-მ თავად უნდა განმარტოს თუ …

ამ ძალმომრეობის მიუხედავად, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ, იქნება ახალი არჩევნები – პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეცრაზმისა და პოლიციის მიერ მომიტინგეთა დაშლასა და დარბევას კიდევ ერთხელ ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილი წერს: „ყოვლად მიუღებელია ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, დევნა, დაკავება, დაკავებულების მიმართ სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმები. ამ ძალმომრეობის მიუხედავად, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ, იქნება ახალი არჩევნები!“ თბილისში და ბათუმში პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს. …

პოლიცია ძალადობს მოქალაქეებზე, უსაფუძვლოდ აკავებს და ფიზიკურად უსწორდება – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პოლიციის მიერ მოქალაქეებზე ძალადობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. „შსს, თბილისსა და ბათუმში კვლავ დემონსტრაციული ძალადობით ცდილობს ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას. ამ დროისთვის (00:57) რუსთაველის გამზირზეც პოლიცია ძალადობრივად, წყლის ჭავლის და გაზის გამოყენებით შლის მშვიდობიან აქციას. პოლიცია ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე, მისდევს, უსაფუძვლოდ აკავებს და ფიზიკურად უსწორდება მათ, იყენებს სპეციალურ საშუალებებს მათ წინააღმდეგ უსაფუძვლოდ და გამოყენების …

ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა

დღეს, 30 ნოემბერს, ღამით, ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავების დროს პოლიციამ ფიზიკურად იძალადა დაკავებულებზე. „ერთი ქალი თმით ათრიეს და ცდილობდნენ ფეხებით ეცემათ. ერთ ქალს კი გული წაუვიდა“- უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „ბათუმელებს“. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩების კუთხეში მოხდა. „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში მოხვდა კადრები, …

პოლიციელებმა ჯერ ფოტოები გადამიღეს, შემდეგ კი სახეში ტყვია მესროლეს დამიზნებით – იურისტი

იურისტი საბა ბრაჭველი ამბობს, რომ ჩიტაძის ქუჩაზე მას პოლიციელებმა ჯერ ფოტოები გადაუღეს, შემდეგ კი სპეცრაზმიდან მინიმუმ 100 მეტრის მოშორებით დამიზნებით მოარტყეს ტყვია სახეში. „ჩიტაძეზე რამდენიმე პოლიციელმა გადამიღო ფოტო/ვიდეო. ვიცოდი ეს, რასაც ნიშნავდა, მოვშორდით აქაურობას, ჭიჭინაძე/ინგოროყვაზე ავედით და იქ ჩვეულებრივად დგომის დროს, სპეცრაზმიდან მიმიმუმ 100 მეტრის დაშორებით, დამიმიზნეს და ტყვია მომარტყეს. მადლობა რეფლექსებს, რომ თვალზე ყველაფერი …

იუსტიციის სამინისტროს 130 თანამშრომლის პროტესტი

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები, აცხადებენ, რომ 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა, მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს. „ვაცხადებთ, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მთლიანად ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყნის განვითარებას, თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქის საჭიროებაზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის სისტემის შექმნას, რაც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების საფუძველია [მაგალითად: სააგენტოს მნიშვნელოვანი …

ბათუმში აქციის მონაწილეებმა ქალაქის შემოსასვლელი გადაკეტეს

დღეს, 29 ნოემბერს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბათუმში ქალაქის შემოსასვლელი გადაკეტეს. ისინი საპროტესტო მსვლელობას ამ წუთებშიც აგრძელებენ. ბათუმში  ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას მეორე დღეა აპროტესტებენ და სოლიდარობას უცხადებენ თბილისში მიმდინარე აქციას: „არა რუსულ რეჟიმს“, „ჩვენ გვინდა ევროპა“, „გამოდით“ –  სკანდირებენ აქციაზე. საპროტესტო აქციაზე არიან სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები, ლექტორები, მასწავლებლები და პარტიების წარმომადგენლები. ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები …

„გამოდით! გამოდით!“ – ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

ბათუმში დღეს, 29 ნოემბერს, საღამოს, დაიწყო აქცია, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებენ „ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით მიემართებიან ქალაქის შემოსასვლელთან. „გამოდით! გამოდით“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები და მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ აქციას. აქციის მონაწილეები გეგმავენ ქალაქის შემოსასვლელი გზის გადაკეტვას. „ბათუმი არის ყველაზე ევროპული ქალაქი!“ – ისმის აქციაზე. აქციას უერთდებიან სტუდენტები, …

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით 8-10 თეთრით გაუფასურდა

დღეს, 29 ნოემბერს, გასულ დღესთან შედარებით, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში, ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის 8 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 10 თეთრით გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ყიდვა დღეს ბათუმში 2,83 ლარად არის შესაძლებელი, გუშინ კი 1 აშშ დოლარი 2,75 ლარი ღირდა. რაც შეეხება ევროს, დღეს, 29 ნოემბერს, 1 ევროს ყიდვა 2,98 ლარად არის შესაძლებელი, გუშინ კი 2,88 …

ბსუ-ს ლექტორების ნაწილი პროტესტს უერთდება

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25-მდე პროფესორი და მოწვეული ლექტორი გაიფიცა. მათი თქმით, აცხადებენ პროტესტს და მიაჩნიათ, რომ „ახლა ქვეყნის ინტერესების დაცვის დროა!“ ლექტორები ახლა უნივერსიტეტის ეზოში არიან შეკრებილები. „გუშინ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებისა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, გამოცხადდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება, რაც არის საქართველოს ყველა პერსპექტივის და საერთოდ სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობა. ქალაქ თბილისში, კონსტიტუციის …

თავდაცვის სამინისტროს 40-ზე მეტი თანამშრომელი „ოცნებას“ ემიჯნება

თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები აცხადებენ, რომ რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებების ერთგულნი, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროინტეგრაციას. „ჩვენი, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების, უმთავრესი მოვალეობა არის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნვა და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მრავალი წელი წარმატებით ემსახურება ქვეყნის ეროვნული ინტერესების აღსრულებას, ერთი …

„ეს პოლიტიკური თაღლითები, ოცნების ბოსები, მოაჯდნენ სახელმწიფოს“ – გახარია საჯარო მოხელეებს

დღეს, 29 ნოემბერს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ბრიფინგის დროს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და საჯარო მოხელეებს მიმართა. „მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო დღეს, რომ დღეს ყველა უნდა ვიყოთ ერთად, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, რომელზეც საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დიდ კონსენსუსს მიაღწიეს – ეს არის ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანი. აქ არ უნდა …

„ლექტორებო, თქვენ გახსოვთ სპეცრაზმის მიერ ნაცემი სტუდენტები, გამოდით“ – ბსუ-ს სტუდენტი

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მათე ცენტერაძე ამავე უნივერსიტეტის ლექტორებს მიმართვას და მოუწოდებს, დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს. „ბსუ-ს ლექტორებო, თქვენ გახსოვთ 7 ნოემბერი, თქვენ გახსოვთ სპეცრაზმის მიერ ნაცემი სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში, თქვენ გახსოვთ სისტემის მსხვერპლი ორსული გოგონა, რომელსაც გამეტებით სცემეს. დღეს ამის უფლება არავის არ უნდა მივცეთ. ამიტომ, მოუწოდეთ სტუდენტებს, გამოვიდნენ გარეთ, გამოვიდნენ და თქვენთან …

ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია 18:00 საათზე დაიწყება

დღეს, 29 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია იგეგმება. აქციას მასწავლებლებიც შეუერთდებიან. ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, როცა მან თქვა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ. გუშინ საქართველოს 5 ქალაქში მასობრივი პროტესტი მოჰყვა ამ განცხადებას. თბილისში ათასობით მოქალაქე გამოვიდა რუსთაველზე ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. …

Exit mobile version