ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია 18:00 საათზე დაიწყება

დღეს, 29 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია იგეგმება. აქციას მასწავლებლებიც შეუერთდებიან. ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, როცა მან თქვა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ. გუშინ საქართველოს 5 ქალაქში მასობრივი პროტესტი მოჰყვა ამ განცხადებას. თბილისში ათასობით მოქალაქე გამოვიდა რუსთაველზე ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. …

„სულ რამდენიმე დღე გვაქვს სამშობლოს გათავისუფლებისთვის“ – მასწავლებელი კოლეგებს

საქართველოში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მასწავლებელთა ნაწილიც უერთდება. ბევრი მათგანი ფეისბუქში წერს, რომ პროტესტის ნიშნად არ ატარებენ გაკვეთილებს და კოლეგებს მოუწოდებენ, ერთად დადგნენ საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად. პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობს მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფარის საჯარო სკოლის პედაგოგი ეკატერინე წულუკიძეც. „მე, ერთი მასწავლებელი, დღეს სკოლაში არ და ვერ წავედი! არ შემეძლო დღეს ჩემი მოსწავლეებისთვის თვალებში ჩამეხედა …

კლინიკაში გადაყვანილ 2 პირთან გასაუბრება ვერ მოხერხდა მრავლობითი დაზიანების გამო – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, კლინიკაში გადაყვანილ ორ პირთან გასაუბრება მათი მრავლობითი დაზიანებების გამო ვერ მოხერხდა. „29 ნოემბერს, მთელი ღამის განმავლობაში, სახალხო დამცველის რწმუნებულები ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს, მათი მდგომარეობის დადგენის მიზნით. ღამის მანძილზე რწმუნებულებმა მოინახულეს 11 პირი, რომელთაგან 9 იყო დაკავებული. ამასთან, კლინიკაში გადაყვანილ ორ პირთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მრავლობითი დაზიანებების გამო“, – წერია განცხადებაში. სახალხო …

„საჯარო სამსახური უნდა გაიფიცოს, წინააღმდეგობის ლიდერი კი ზურაბიშვილი უნდა იყოს“ – თამთა მიქელაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია საჯარო სამსახურების გაფიცვა. წინააღმდგობის მოძრაობას კი საქართველოს პრეზიდენტი უნდა ჩაუდგეს სათავეში. „წინააღმდეგობას სჭირდება ლიდერი და ის სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს. ოთხივე ოპოზიციური პარტია უნდა გაერთიანდეს და პრეზიდენტთან ერთად მიიღოს კონსენსუალური და კოორდინირებული გადაწყვეტილებები. ორბელიანების სასახლე უნდა გახდეს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ადგილი და ის უნდა დავიკავოთ. …

„ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“ -კავკასიის უნივერსიტეტი

კავკასიის უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე დროებით შეეჩერებინა სასწავლო პროცესი. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტში ადასტურებენ. „გაცნობებთ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია. სასწავლო პროცესის განახლების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ___ გუშინ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რაც თბილისში ათასობით …

პოლიციამ რუსთაველზე 20-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადა – მედიაომბუდსმენი

29  ნოემბერს, გამთენიას, საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის დროს, საპოლიციო ძალებმა არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. საპოლიციო ძალების წარმომადგენლები მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს  ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. „დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 738 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 030] ტანკი – 9 458 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 19 339 ერთეული [+33] საარტილერიო სისტემა – 20 886 ერთეული [+34] MLRS – 1 255 ერთეული [+0] …

თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე 43 ადამიანი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ცნობით, 29 ნოემბერს, ღამით, თბილისში საპროტესტო აქციის 43 მონაწილე დააკავეს. „აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი. აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს“ – წერს შსს. 28 …

სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე ინფორმაცია შემოვიდა 16 პირზე – არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე შევიდა ინფორმაცია 28-29 ნოემბერს, თბილისში გამართული აქციის მონაწილე 16 პირზე, აქედან 4 საავადმყოფოშია და 12 ჯერ კიდევ არ ჰყავთ შეყვანილი იზოლატორებში. ერთობლივ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „იურისტთა ასოციაცია“ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი და სხვა ორგანიზაციები ავრცელებენ. 29 ნოემბერს, დილის 7 საათზე, რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩებიან საპროტესტო აქციის …

შეწყვიტეთ ჟურნალისტებზე და აქციის მონაწილეებზე თავდასხმა – მედიაომბუდსმენი შს სამინისტროს

„მედიამბუდსმენის“ ინფორმაციით, დღეს, 29 ნოემბერს, აქციის გაშუქებისას დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების შესახებ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია მიაწოდეს. აქციაზე დაშავდნენ „ფორმულას“, „ტელეკომპანია პირველის“ და „პუბლიკას“ ჟურნალისტები და ოპერატორები. „პუბლიკას“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს გამოცემის ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი. მოგვიანებით ის  ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ სცემეს, გატეხილი აქვს ცხვირი და გადაჰყავთ …

თბილისში საპროტესტო აქციაზე დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები

28-29 ნოემბერს თბილისში მიმდინარე აქციაზე მედიის არაერთი წარმომადგენელი დაშავდა. ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით აქციაზე „პირველის“ ოპერატორს, გიორგი შეწირულს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. გიორგი შეწირული „შაბათის ეთერის“ ოპერატორია. ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით აქციაზე, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდა ჟურნალისტი ანა მდივანი. მედიის განცხადებით, მას დამიზნებით შეასხეს დაუდგენელი ქიმიური ნივთიერება თვალებსა და სახის არეში, რის გამოც, დაეწყო სპაზმური შეტევა. აქციაზე დაშავდა …

წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის შერევა ჯანმრთელობისთვის რისკს წარმოშობს – საიას განცხადება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ თბილისში 29 ნოემბერს, ღამით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის დარბევა კვლავ უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს. საიას ცნობით, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტების დარღვევის შესახებ, მათ შორის, წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში შესხმისა, და, ორი სპეციალური საშუალების, წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების შერევის შესახებ. „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ …

„ოცნება დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას“ – გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი [2015-18 წლებში] ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად, თუნდაც დროებითი შეჩერების გამოცხადება არის საკუთარივე ამომრჩევლის მიმართ გაცემული ევროპისკენ ღირსეული სვლის დაპირების საპირისპიროდ განხორციელებული აბსოლუტურად გაუგებარი ქმედება და შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების უგულებელყოფას. ამ ნაბიჯით ქართული ოცნება დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას, რაც ისედაც …

არ დაემორჩილოთ უკანონო ბრძანებებს – არასამთავრობოები სამართალდამცავებს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი და მომავლის აკადემია განცხადებას ავრცელებენ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით და სამართალდამცავებს მოუწოდებენ, არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. „მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. 2024 წლის 28 …

საგარეო სამინისტროს 44 თანამშრომელი კობახიძის განცხადებას ემიჯნება EU-სთან ინტეგრაციის შეჩერებაზე

დღეს, 29 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერებაზე კობახიძის განცხადების გამო. განცხადებას ხელს აწერს 44 თანამშრომელი. განცხადებაში წერია: „ჩვენი, როგორც დიპლომატების უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, რაც ქართველი ხალხის ნება …

პრეზიდენტმა ქართულ ჯარს, პოლიციას, ელჩებს და საჯარო მოხელეებს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.  პრეზიდენტმა მიმართა ასევე ელჩებს, საჯარო მოხელეებსა და ჯარს. „მე მინდა მივმართო ქართულ ჯარს, იმ ჯარს, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად გული სტკივა, რომელსაც დღეს არანაირი მოქმედება არ შეუძლია და არც ევალება, მაგრამ ის არის ყველაზე ერთგული ამ ქვეყნის, რომელსაც ყველაზე უფრო გული სტკივა, რომ ეს …

„რაც კობახიძემ განაცხადა, ეს სახელმწიფო გადატრიალებას ნიშნავს“ – გია ხუხაშვილი

„დღეს კობახიძემ ფაქტობრივად განაცხადა, რომ ხელისუფლება აჩერებს კონსტიტუციის მოქმედებას, რაც სამართლის ენაზე ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას,“ – წერს ფეისბუქში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. დღეს, 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ. „როდესაც ხელისუფალი გადის საკანონმდებლო სივრციდან, ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო უფლებამოსილია აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი …

„ოცნებამ“ ქვეყნის დასავლური კურსი ოფიციალურად შეცვალა – გახარია

„გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგიტიმური პრემიერის, კობახიძის ენით“ –  წერს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და ამ პროცესში მონაწილე პირების პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს: „გასაგებია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მოღალატეობრივი ამ ნაბიჯის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეროვნული …

„8 საათზე გელოდებით ევროპის მოედანზე“ – საპროტესტო აქცია ბათუმში

დღეს, 20:00 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია იმართება. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ. „ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“, – აცხადებს კობახიძე. ამ განცხადებას საქართველოს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქციები უკვე დაანონსდა ქუთაისში, ბათუმსა დ თბილისში. …

პუტინი გაოცებულია საქართველოს ხელისუფლების გამბედაობით დასავლეთის წინაშე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გაკვირვებულიც კი იყო იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება იცავდა თავის პოზიციას ბოლო კანონპროექტებთან დაკავშირებით. ამის შესახებ პუტინმა დღეს, 28 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ყაზახეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. ინფორმაცია ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმერ სალავიოვის ტელეგრამ არხზე გავრცელდა. „საქართველოში მოვლენები რომ დაიწყო, მე, გულწრფელად რომ …

როგორ ვესაუბროთ და რა ვუწოდოთ ანტიკონსტიტუციურ ხელისუფლებას – იურისტის განმარტება

როგორ უნდა მივმართოთ ან რა სტატუსით უნდა მოვიხსენიოთ წერილობით ან ზეპირ განცხადებებში ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ასევე ოპოზიცია და საქართველოს პრეზიდენტი არ აღიარებს? როგორ იქცევა ხალხი, კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციები ანტიკონსტიტუციურ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა. ბატონო ვახტანგ, როგორც ვიცით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს ქართული …

აჭარის მაღალ სოფლებში თოვლის სიმაღლე 1 მეტრს აღწევს, არ არის დენი, შეზღუდულია მოძრაობა

მეორე დღეა თოვს მაღალმთიან აჭარაში, ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აღწევს. შუახევსა და ხულოში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. მუნიციპალიტეტების განცხადებით, დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგია მოსახლეობას დღის ბოლომდე მიეწოდება. საავტომობილო გზებზე რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შეფერხებულია გადაადგილება შიდა სასოფლო გზებზე. თოვისა და …

„ოცნება“ ხალხის ევროინტეგრაციისადმი მხარდაჭერის დანგრევას ცდილობს – ჩხიკვაძე

ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ეხმიანება შალვა პაპუაშვილის ინტერვიუს, რომელშიც პაპუაშვილმა ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა და განაცხადა, რომ ევროკავშირში დღეს გაწევრიანებას მოჰყვება რეგულაციები, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს. „პაპუაშვილს მინდა გამოვეხმაურო: 1. ევროკავშირი იქით შეგვეხვეწოს წევრობასო, რომ აცხადებს: ევროგაერთიანების/ევროკავშირის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს წევრობას შეხვეწოდნენ. ვერ გაიხსენებს ასეთს ვერც თქვენ და ვერც …

თოვის გამო კურორტ გოდერძისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) -ახალციხის საავტომობილო გზის კმ 106-კმ 123 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ რთული მდგომარეობაა წალკაშიც გზებზე. „თბილისიდან წალკის მიმართულებით არავინ წამოხვიდეთ, ავარიებია გზებზე, ყოველ ერთ კილომეტრზე ჩაკეტილია გზა ნამქერის გამო“- …

90 მისამართიდან შემოვიდა განცხადება დატბორვაზე – ბათუმის მერია

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად მცირე მეწყრული პროცესები დაფიქსირდა, დაიტბორა ქალაქის ქუჩები, დაზიანდა მცენარეები. ბათუმის მერიის ცნობით, 28 ნოემბრის ღამის მონაცემებით, მერიაში დაახლოებით 90 მისამართიდან შევიდა მოქალაქეების განცხადება მიწის ნაკვეთებისა და ეზოების დატბორვასთან დაკავშირებით. „თითოეულ ლოკაციაზე მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები, ინტენსიურად იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები. მობილიზებულია სპეცტექნიკა და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს ყველა მუნიციპალური სამსახური. ამავდროულად, მუდმივმოქმედი კომისიის …

როდის გამოიდარებს ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ნოემბრის 21 საათიდან 29 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – წვიმა და მთაში – თოვა, დღისით კი გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 2– 7 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 736 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220] ტანკი – 9 450 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 19 306 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 20 852 ერთეული [+22] MLRS – 1 255 ერთეული [+0] …

„მე სიტუაციას არ ვუყურებ უიმედოდ”- ბათუმელი სტუდენტი

არჩილ ბერიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი და მოძრაობა „გუშაგების“ წევრია. არჩილი მონაწილეობდა ბსუ-ს სტუდენტურ პროტესტში. მათ პროტესტი 14 ნოემბერს დაიწყეს და 9 ღამე გაათიეს უნივერსიტეტში, შემდეგ კი ზოგიერთი მათგანი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს შეუერთდა. არჩილ ბერიძეს ვკითხეთ, რას ფიქრობს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, როგორ ხედავს პროცესების განვითარებას და მის, როგორც მოქალაქის როლს. არჩილ, როგორ ფიქრობთ, …

რაში ხედავს ჩცდ-ს სცენარისტი, ქეთი დევდარიანი გამოსავალს

„ჩვენ გველოდება აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, საშუალო კლასის მოსპობა, მართალი სიტყვის ჩაკვლა და კონფორმისტების მომრავლება, იმიტომ, რომ ეს არის ავტოკრატიის ლოგიკა,“ – ამბობს სცენარისტი ქეთი დევდარიანი. როგორ უნდა იბრძოლო მაშინ, როცა მოწინააღმდეგე ბრძოლის დემოკრატიულ მეთოდებს არ აღიარებს, როცა გყავს ანტიკონსტიტუციური პარლამენტი და ანტიკონსტიტუციური მთავრობა. რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, რომელიც გადაღლილი და ფრუსტრირებულია?  – „ბათუმელები“ ამ თემაზე …

„საფრთხე რეალურია“ – რა პრობლემას უქმნის განათლების სისტემას პარტიული გადაწყვეტილებები

რატომ გაქრა ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ქართველი კლასიკოსი მწერლების ცალკეული ნაწარმოებები და რა საფრთხეებს უქმნის განათლების სისტემას პარტიულად მოტივირებული გადაწყვეტილებები? – ამ თემაზე განათლების ექსპერტმა, სიმონ ჯანაშიამ და ფილოსოფოსმა ლევან შატბერაშვილმა ისაუბრეს „თავისუფლების მოედნის“ პირდაპირ ეთერში. გთავაზობთ დისკუსიას მცირე შემოკლებით. „სიმართლე არის ის, რომ ეს ნაწარმოებები კი ისწავლებოდა სკოლაში, მაგრამ არც არასდროს ყოფილა სავალდებულო სასწავლო პროგრამაში. …

„სუბარიც კი შეშინებული იდგა“ – რა გეგმა აქვს ივანიშვილს და რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ | ინტერვიუ

„ეს ყველას საქმეა და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის – ხელახლა არჩევნების ჩატარება არის არა პოლიტიკური ამოცანა, არამედ ეროვნული ამოცანა. საუბარია იმაზე, ჩვენ გვექნება თუ არა დემოკრატიული სახელმწიფო. თუ ეს ყველას საქმეა, მაშინ ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამაში და მხოლოდ პოლიტიკური პარტიები არ უნდა გამოდიოდნენ ამ მოძრაობის ავანგარდში,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი. მისი აზრით, ამ პროცესში, …

ბათუმის მერის ხელფასი გაიზარდა და 8 760 ლარი გახდა – რატომ მოიმატა ჩიქოვანის ანაზღაურებამ 31,7%-ით

ბათუმის მერის ხელფასი ახალი წლიდან 2 110 ლარით გაიზრდება და 8 760 ლარი იქნება. ამ დრომდე ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის ხელფასი 6 650 ლარი იყო. ანუ მერის ხელფასი იანვრიდან 31,7 პროცენტით გაიზრდება, მაშინ, როცა ქვეყნის მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები იანვრიდან მხოლოდ 10 პროცენტით გაიზრდებოდა. საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ …

ბინის ქირა, დაბალი ხელფასი და დრო, რომელიც სწავლისთვის არ რჩება – სტუდენტების ცხოვრება საქართველოში

„ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს“ – ასე გამოეხმაურა „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ წელს თსუ-ში სწავლის დაწყებას. მათ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ფოიეში გამოფინეს ბანერები საერთო საცხოვრებლის მოთხოვნით და სტუდენტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. „დაპირება დარჩება დაპირებად, თუკი არ ვაჩვენეთ ერთიანი ძალა და არ ვაიძულეთ რექტორატი და სახელმწიფო ააშენოს ის, რაც ყველას გვეკუთვნის“, – აცხადებდნენ სტუდენტები. სტუდენტებს ეს პერფორმანსი მალევე, იძულებით …

ბაღები, არა ყველა ბავშვისთვის – უთანასწორობა და სხვა პრობლემები სკოლამდელი განათლების სისტემაში

საქართველოში ყოველწლიურად ათასობით ბავშვი რჩება საბავშვო ბაღს მიღმა. დიდ ქალაქებში მდებარე საჯარო ბაღებში ხშირად არ არის საკმარისი ადგილები და ხან ისეც ხდება, რომ ბავშვი სასკოლო ასაკი ბაღის მომლოდინეთა რიგში უწევს. მაგალითად, ბათუმში 5 წლის ასაკის სულ მცირე 61 ბავშვია საბავშვო ბაღის რიგში, რაც ძირითად შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ მათი მიღება მუნიციპალურმა ბაღებმა რამდენიმე წელი ვერ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 735 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 580] ტანკი – 9 449 ერთეული [+14] ჯავშანტექნიკა – 19 304 ერთეული [+48] საარტილერიო სისტემა – 20 830 ერთეული [+24] MLRS – 1 255 ერთეული [+1] …

Exit mobile version