ФСБ-ს დირექტორი დასავლეთს დსთ-ს ქვეყნებიდან მიგრაციის პრობლემის პოლიტიზებაში ადანაშაულებს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) დირექტორმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები  პოსტსაბჭოთა სივრცეში დივერსიული საქმიანობის გაფართოებაში დაადანაშაულა, დივერსიის ხელისშემწყობად კი ტრადიციულად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია გამოაცხადა. „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აგრესიული პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების, დიპლომატიური დეპარტამენტების და მათ მიერ კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დივერსიული საქმიანობა ფართოდება პოსტსაბჭოთა სივრცეში“, – თქვა ФСБ-ეს დირექტორმა დღეს, …

„ყვარყვარეები გვაზიან თავზე“ – რა ნაწარმოებები ამოიღო გამოცდების სასწავლო პროგრამიდან „ოცნებამ“

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სულხან-საბას და სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებები ამოიღო, სადაც ყველაზე აქტიურადაა განხილული რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, აჯანყება, ნათლადაა ასახული ქართველი ერის იდენტობა და მისი ბრძოლა თავისუფლებისთვის. ამოღებული ნაწარმოებების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია: ილიას „ბედნიერი ერი“, „ჩემო კალამო“, „განდეგილი“, „აჩრდილი“, ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ და სხვა. …

სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ წესრიგს – სახალხო დამცველის თანამშრომლები 

„ჩვენთვის სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას“, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ხელს აწერს 37 ადამიანი. „ჩვენ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით ხალხის, სახელმწიფოს ინტერესებისა და კონსტიტუციური ორგანოს ფუნდამენტური პრინციპების …

„ოცნებას მარტო ვტოვებთ ნაქურდალ მანდატებთან ერთად” – კოალიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში სიას ხსნის

„ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ აჭარის უმაღლეს საბჭოში საარჩევნო სიას ხსნის. კოალიციის წევრებმა დღეს, 26 ნოემბერს, ბრიფინგი გამართეს, სადაც სიების ჩახსნის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს. „კოალიციამ მიიღო გადაწყვეტილება სიების ჩახსნათან დაკავშირებით. ეს ეხება არამარტო საქართველოს პარლამენტს, ასევე ეხება აჭარის უმაღლეს საბჭოსაც. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, ჩვენი კოალიცია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც …

აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ მუშაობა დაიწყო

დღეს, 26 ნოემბერს, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა. სხდომაზე სცნეს უსკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩეული დეპუტატების უფლებამოსილება. 26 ნოემბერს გამართულ უმაღლესი საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა არცერთი ოპოზიციური პარტია და „ქართული ოცნების“ დეპუტატები სხდომათა დარბაზში მარტო იყვნენ. ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, თვლიან, რომ ხმები მოპარულია, …

აშშ-მ დაადასტურა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ით დარტყმის უფლება მისცა

აშშ-მ საჯაროდ დაადასტურა, რომ შეამსუბუქა შეზღუდვები უკრაინისთვის აშშ-ის მიერ მიწოდებული შორი დისტანციის ბალისტიკური ტაქტიკური რაკეტების, ATACMS-ის გამოყენების შესახებ. ATACMS-ი არის შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტა, რომლებსაც „ჰაიმარსი“ და M270 MLRS სისტემები ისვრის. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა 25 ნოემბერს. კირბის თქმით, აშშ-მ უკრაინულ მხარეს დართო რაკეტების კონკრეტული ტიპის …

რა გზებზეა სავალდებულო ზამთრის საბურავები პირველი დეკემბრიდან

შს სამინისტროს ცნობით, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა ამასთან, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. შსს-ს ინფორმაციით, ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი. საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 ნოემბრის 21 საათიდან 27 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში – თოვა, მაღალ მთაში –  ნისლი და ზოგან ძლიერი ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 733 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 480] ტანკი – 9 435 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 19 256 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 20 806 ერთეული [+19] MLRS – 1 254 ერთეული [+0] …

„შეგუების დრო არ არის“ – ბათუმში აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქცია იგეგმება

ბათუმში ხვალ, 26 ნოემბერს, ახალი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო პირველ სხდომას გამართავს. სამოქალაქო ჯგუფები ბათუმში აქციას აანონსებენ. „უმაღლესი საარჩევნო კომისიის „შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე“, აჭარის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება. მოგიწოდებთ, 11 საათიდან შევიკრიბოთ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოსთან და ჩვენი ხმა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც არალეგიტიმური არჩევნების შედეგების საფუძველზე, დაიკავებენ ადგილებს საბჭოში, რომელიც არა “ქართული ოცნების”, არამედ აჭარის მოსახლეობის ინტერესებს …

საჭიროა ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ, მალე დადგება არჩევნების დრო – პრეზიდენტი

დღეს, 25 ნოემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ საჭიროა, ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ საქართველოში. „მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა. და უნდა ყველას გვტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე თავზე კონსტიტუცია. ძალიან მეცოდებიან. მეცოდება პირველ რიგში კობახიძე, …

„ფეხქვეშ გაითელა კონსტიტუცია“ – ომბუდსმენის თანამშრომლები პარლამენტის შეკრებასა და იქ იოსელიანის მისვლაზე

დღეს, 25 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ ანტიკონსტიტუციური პარლამენტის პირველი სხდომა ჩაატარა. სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების თანახმად ბარიერი გადალახა, რადგან როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ასევე ოპოზიციაც მიიჩნევს, რომ არჩევნების დროს, სხვა მძიმე დარღვევებთან ერთად, დაირღვა ამომრჩევლის ორი ძირითადი უფლება – ფარულობა და საყოველთაობა. არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტი …

„შავი ორშაბათი საქართველოში“ – სალომე ზურაბიშვილი

„შავი ორშაბათი საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარებს, რომლის მიღმაც „ქართული ოცნების მონები“ კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და მასხრად იგდებენ ჩვენს პარლამენტს“ – ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რომელსაც მხოლოდ „ოცნება“ ესწრებოდა. დღეს, 25 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო. კონსტიტუციონალისტების განმარტებით, ეს პროცედურაც და გადაწყვეტილებაც …

პროტესტი თბილისში პარლამენტის პირველი სხდომის ფონზე | ფოტორეპორტაჟი

დღეს, 25 ნოემბერს, დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტთან. აქცია, რომელზეც მოქალაქეები და ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ, გუშინ, 24 ნოემბერს, საღამოს დაიწყო. „ქართული ოცნება“ გეგმავს საქართველოს მე-11 პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებას და საკუთარი უფლებამოსილების ცნობას. 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დავის დასრულებამდე დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა კანონდარღვევა იქნება …

„პარლამენტის ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციურია“ – განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციები: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციურია. „იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს, ის დაარღვევს კონსტიტუციას და პარლამენტის რეგლამენტს. კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის პირველ სხდომაზე იქმნება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის …

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები მინისტრებად წარადგინეს

დღეს, 25 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრობის კანდიდატები წარადგინა. განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს. მინისტრობის კანდიდატები ყოფილი დეპუტატები არიან, რომლებიც „ქართული ოცნებას“ წარმოადგენდნენ პარლამენტში. იუსტიციის მინისტრის პოსტზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი წარადგინეს, რომელიც ბოლო წლებია ანტიევროპული რიტორიკით გამოირჩევა. ის ასევე მომხრე და ხელმომწერია რუსული კანონის, რომლის განხილვის დროს ის ოპოზიციონერ დეპუტატებს …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 732 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 610] ტანკი – 9 429 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 19 236 ერთეული [+27] საარტილერიო სისტემა – 20 787 ერთეული [+22] MLRS – 1 254 ერთეული [+0] …

„დაიბრუნე ხმა“ – თბილისში პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება

თბილისში მომიტინგეების ნაწილმა 25 ნოემბრის ღამე რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს, დაგეგმილია XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევენ. აქცია რუსთაველის გამზირზე 24 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. პოლიციას ბლოკირებული აქვს ის ქუჩები, საიდანაც დეპუტატებს პარლამენტში უნდა შევიდნენ. თავისუფლების მოედანზე პოლიციას მობილიზებული აქვს სპეცტექნიკა, მათ შორის …

პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ და პროტესტის ნიშნად ღამეს საკანონმდებლო ორგანოს წინ ათევენ. დღეს, 25 ნოემბერს, „ქართული ოცნება“ გეგმავს საქართველოს მე-11 პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებას და საკუთარი უფლებამოსილების ცნობას. პარლამენტის ლეგიტიმაციას ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ. შესაბამისად, 25 ნოემბერს შეკრებილი პარლამენტი ერთპარტიული იქნება. პარლამენტის წინ გაშლილია კარვები, მოწყობილია სცენა, საიდანაც საპროტესტო …

„1121 წელს ქართველ მებრძოლებში შეიძლება არ იყო გამარჯვების იმედი, თუმცა იბრძოდნენ სამშობლოსთვის“ – სტუდენტები

დღეს, 24 ნოემბერს, დილიდან იმართება საპროტესტო აქციები თბილისში. მოქალაქეები ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, დეოლიგარქიზაციას, გასულ საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას…. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ  რუსულ, ეგრეთ წოდებულ ოჯახური სიწმინდის კანონსაც. აქციას უერთდებიან მოქალაქეები რეგიონებიდან. მათი ნაწილი უკვე თბილისშია. თსუ-ს წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიმართეს. „… დიდი ხანი ვიფიქრეთ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, …

დენის ხაზი მოწყდა და დაეცა გაზის მილს, მდგომარეობა არის სახიფათო – მოქალაქე სოფელ სამებადან

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა სამებაში მცხოვრები ბაგრატ აკუჯბა „ბათუმელებში“ საუბარს ამბობს, რომ მის საცხოვრებელ სახლთან გზის მშენებლობა მიატოვეს, ფერდობი იშლება და ნაშალი მიწა და წვიმის ღვარი მის ეზოშიო ჩადის. ფერდობის ჩამოშლის გამო საფრთხე შეექმნა ბუნებრივი აირის მილსაც, რომელიც ხის ქვეშ არის მოქცეული. „გაზის მილთან ახლოს გადის ელექტროენერგიის ხაზი. ახლა შუქის ხაზიც მოწყდა და დაეცა გაზის მილს. …

წინაპრების წინაშე, აწმყოს გააზრებითა და მომავლის რწმენით ვფიცავ, რომ ვაგრძელებ ბრძოლას – ციალა ქათამიძე

ავტორი: ციალა ქათამიძე რთულია გადმოვცე მდგომარეობა, რომელშიც ბოლო სამი კვირაა.. თუ, უფრო მეტი, ვიმყოფები… თუმცა ალბათ ბევრი გაიგებს, რას ვგულისხმობ – ბრაზს – უსუსურობის შეგრძნება ანაცვლებს, უსუსურობის შეგრძნებას – იმედი, იმედს – გამბედაობა, გამბედაობას – არსებული რეალობის გააზრება მოსდევს და ისევ უიმედობაა. მერე პირიქით… თავიდან ვიფიქრე, არ შევებრძოლები, რაც არის ეგაა, რაც წავა, წავა… რაც …

საქართველოს არჩევნები ტრამპისთვისაც საყურადღებო იქნება – რესპუბლიკელი კონგრესმენი და სხვები არჩევნებზე

მოამზადა ნათია კაპანაძემ ___ 18-23 ნოემბრის დაიჯესტი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, 25 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციების და სასამართლო დავების ფონზე, მაინც აპირებს პარლამენტში შეკრებას. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იქნება პირველი სხდომა, რომელსაც არც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები დაესწრებიან და არც ოპოზიცია, რომელმაც საზოგადოებას 24 და 25 ნოემბრის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. არცერთ დემოკრატიულ ქვეყანას „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნების …

ჩვენთვის არ უნდა იკეტებოდეს ევროპის კარები და არ უნდა იღებოდეს რუსეთის კარები- მასწავლებლების მარში

დღეს 24 ნოემბერს, სკოლებისა უმაღლესი სასწავლებლების ლექტორ-მასწავლებლებმა თბილისში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მასწავლებლები, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, არ აღიარებს 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგს და მოითხოვს ახალ არჩევნებს. ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შედეგები გააყალბა, დაარღვია კონსტიტუცია და საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროინტეგრაციას. „არა რუსულ რეჟიმს“, „არა რუსულ მთავრობას“ , …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ნოემბრის 21 საათიდან 25 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 7 – 12 გრადუსი …

„ბიძინა წადი, მე ვრჩები“ – თბილისში ქალთა მარში დაიწყო

თბილისში ქალთა მარში მიმდინარეობს. „ბიძინა წადი, მე ვრჩები“, – საპროტესტო მარშზე ქალები ამ სლოგანიანი ჩემოდნებით მივიდნენ და ასე უპასუხეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, როცა მან თქვა, რომ ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს, შეუძლია უცხოეთში წავიდეს. „თუ ვინმე უნდა წავიდეს საქართველოდან, ეს არის პუტინის ბატონ-ყმა ივანიშვილი, ჩვენ აქ ვრჩებით. 12 წელია ბატონ-ყმა ივანიშვილმა ვერ გაიგო, რომ რუსული ოცნებები …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 730 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020] ტანკი – 9 423 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 19 209 ერთეული [+17] საარტილერიო სისტემა – 20 765 ერთეული [+5] MLRS – 1 254 ერთეული [+0] …

“ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“ – ბათუმში ბანერი გადმოფინეს

23 ნოემბერს, ღამით, ბათუმში მოქალაქეებმა საპროტესტო ბანერი გადმოფინეს და ასე გააპროტესტეს “ქართული ოცნების” პოლიციური რეჟიმი. “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“ – წერია ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ გადმოფენილ ბანერზე. გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდების, ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის პროცესზე, მოსამართლე ნათია გუდავამ, ახალგაზრდების პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა. ისინი 12 მაისს, პარლამენტის წინ …

მხარს ვუჭერ სტუდენტების პროტესტს. სხვაგვარად არ მექნება ლექციაზე შესვლის მორალური უფლება – ინგა შამილიშვილი

ბსუ-ს პროფესორი, ინგა შამილიშვილი ამბობს, რომ ის მხარს უჭერს, როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს, ასევე სტუდენტების საპროტესტო აქციებს თბილისში. „ბათუმელებმა“ ინგა შამილიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. პროფესორს ვკითხეთ, მისი აზრით, რა ძალა აქვს სტუდენტების პროტესტს და როგორ აფასებს მიმდინარე პროცესებს. ქალბატონო ინგა, როგორ ფიქრობთ, რა ძალა აქვს სტუდენტების პროტესტს და რას გვეტყვით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების …

არჩევნებში დახარჯული მილიონები

საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ბევრად მეტი დახარჯა, ვიდრე არჩევნებში მონაწილე სხვა თითოეულმა პარტიამ თუ კოალიციამ. ანტიკორუფციული ბიუროსთვის 8 ნოემბერს წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, 27 აგვისტოდან არჩევნების დღემდე – 26 ოქტომბრამდე პერიოდში „ოცნების“ ფაქტობრივმა ხარჯმა 23 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა. აქედან 21 მილიონი საკასო, ანუ გადახდილ ხარჯებში მიუთითეს. ამ თანხაში შედის როგორც ოფისის, ასევე რეკლამის, სახელფასო და …

რას ნიშნავს, როცა ელჩები პარლამენტის პირველ სხდომას არ ესწრებიან – „მსგავსი რამ აქამდე არ ყოფილა“

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, 25 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციების და სასამართლო დავების ფონზე, მაინც აპირებს პარლამენტში შეკრებას. თუმცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იქნება პირველი სხდომა, რომელსაც არც ოპოზიცია დაესწრება და არც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები. რაზე მეტყველებს ელჩების განცხადება, რომ ისინი არ დაესწრებიან „ოცნების“ მიერ მოწვეულ სხდომას და ის, რომ არც „ქართულმა ოცნებამ“ მოიწვია დიპლომატიური მისიის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 729 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 420] ტანკი – 9 419 ერთეული [+20] ჯავშანტექნიკა – 19 192 ერთეული [+36] საარტილერიო სისტემა – 20 760 ერთეული [+24] MLRS – 1 254 ერთეული [+0] …

„ხელვაჩაურის მერიის თანამდებობის პირებმა მცემეს, შემაფურთხეს, დამემუქრნენ“ – მოქალაქე | ვიდეო

„ხელვაჩაურში, ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე მივედი, თანამდებობის პირებმა ჩემზე ფიზიკურად იძალადეს, სახეში შემაფურთხეს, შემაგინეს, დამემუქრნენ და გამომაძევეს,“ – ამბობს მოქალაქე თორნიკე ქავთარაძე. ის, რასაც მოქალაქე ამბობს, დასტურდება ვიდეოჩანაწერითაც. ობიექტური მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, მოქალაქეზე ძალადობის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა. მოქალაქე ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში 18 ნოემბერს ხელვაჩაურის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე მივიდა. განხილვაზე მისული თორნიკე …

სტუდენტების წიგნის კაფე ბათუმში – „გვინდა ბიზნესს მაგალითი მივცეთ, რომ მხარი დაუჭირონ სტუდენტებს“

ხატია ფუტკარაძემ და ლუკა დუმბაძემ თავიანთი პირველი ბიზნესი ერთი თვის წინ დაიწყეს. ბათუმში, ლერმონტოვის და ფარნავაზ მეფის ქუჩების კუთხეში გახსნეს Book Cafe/წიგნის კაფე, რომელიც პირველი სტუდენტური კაფეა ქალაქში. „ჯანსაღი კვება, სამუშაო სივრცე და ლიტერატურა“ – ამ კონცეფციაზე ააწყვეს კაფე ხატიამ და ლუკამ. „დიდი ხნის სურვილი იყო საკუთარი საქმე გვქონოდა. წლების განმავლობაში ვფიქრობდი მსგავსი ტიპის კაფეს …

ბსუ-ს პროფესორი: კბილებით იჭერენ უნივერსიტეტებს. ვისურვებდი მეტ გამბედაობას, ყველას ვერ მოხსნიან

„ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი გეოპოლიტიკური ბრძოლა, თავი დააღწიოს რუსეთის გავლენას, არ აღმოჩნდეს რუსეთის გავლენის რკალში,“ – მიიჩნევს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილი. მან გაფიცულ სტუდენტებს მხარდაჭერის ნიშნად ბსუ-ს ფოიეში საჯარო ლექცია ჩაუტარა. პროფესორს არ უკვირს ის, რომ სტუდენტების ნაწილმა პროტესტის მძიმე ფორმა აირჩიეს – ღამის თევა უნივერსიტეტში. ლაშა ბაჟუნაიშვილთან ინტერვიუ ხელისუფლებაზე საუბრით …

ბათუმში 23 ნოემბერს საპროტესტო მარში იგეგმება – „გააუქმე გაყალბებული არჩევნები“

ხვალ, 23 ნოემბერს, 15:00 საათზე, ოპოზიციური პარტიები ბათუმში საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ. მარში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან  საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით გაიმართება. საპროტესტო მსვლელობის მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

Exit mobile version