უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 918 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 410]
- ტანკი – 10 515 ერთეული [+10]
- ჯავშანტექნიკა – 21 880 ერთეული [+24]
- საარტილერიო სისტემა – 25 576 ერთეული [+24]
- MLRS – 1 347 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 123 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 31 505 ერთეული [+43]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 123 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 42 687 ერთეული [+41]
- სპეცტექნიკა – 3 787 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 660 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 49 424 უპილოტო საფრენი აპარატი
- 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 22 632 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 533 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 23 172 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 33 592 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ზელენსკი: კრემლი დასცინის დასავლეთის მცდელობებს, აღადგინოს მშვიდობა
ამავე თემაზე:






