უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 977 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870]
- ტანკი – 10 839 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 22 574 ერთეული [+5]
- საარტილერიო სისტემა – 28 122 ერთეული [+32]
- MLRS – 1 388 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 167 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 36 797 ერთეული [+105]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 49 268 ერთეული [+99]
- სპეცტექნიკა – 3 895 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 662 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 58 043 უპილოტო საფრენი აპარატი
- 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 23 441 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 563 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 25 115 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 35 747 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს – დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც ტრამპმა მის სოციალურ ქსელში, TruthSocial-ში დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება:
ტრამპი პუტინთან საუბარზე: სულისკვეთება შესანიშნავი იყო, რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს
- „ევროპულ ინსტიტუციებში ინტეგრაციის სხვადასხვა შუალედური ნაბიჯები დროთა განმავლობაში გაიწელა, რამაც საქართველოში და უკრაინაში გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია.“ – აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი: ნატომ და EU-მა საქართველოს შემთხვევიდან გაკვეთილი უნდა ისწავლონ — ჩეხეთის პრეზიდენტი