უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 978 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050]
- ტანკი – 10 841 ერთეული [+2]
- ჯავშანტექნიკა – 22 575 ერთეული [+1]
- საარტილერიო სისტემა – 28 165 ერთეული [+43]
- MLRS – 1 390 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 167 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 36 945 ერთეული [+148]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 49 407 ერთეული [+139]
- სპეცტექნიკა – 3 895 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 662 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 58 360 უპილოტო საფრენი აპარატი
- 606 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 23 468 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 563 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 25 150 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 35 790 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
- „თუ სსრკ არ დაიშალა, მაშინ ლოგიკურად, სამართლებრივი თვალსაზრისით, გამოდის, რომ უკრაინის კრიზისი შიდა პროცესია“, – ციტირებს პროპაგანდისტული გამოცემა ტასი პუტინის მრჩეველს:






