გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 მაისის 21 საათიდან 24 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
- დღისით: 24 – 29 გრადუსი სითბო
- ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
- ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა – 1-2 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 25-26 მაისს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.