ბინა და 17 ათასი დოლარი საჩუქრად პენსიონერი მამისგან, ნახევარი მილიონის სახელმწიფო ტენდერები ოჯახს

„ეს იყო შურისძიება“ – განსაკუთრებული მონდომებით ამტკიცებდა პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე  მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომის შემდეგ, რომელზეც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს პატიმრობა შეუფარდა. პროკურორ ვლადიმერ თურმანიძის ლოგიკა შურისძიებაზე – მზია ამაღლობელის დევნა „პოლიციელზე თავდასხმა არის სახეზე, ეს არის მძიმე დანაშაული. ეს იყო შურისძიება პოლიციის სამმართველოს უფროსის მიმართ, ვინაიდან მისმა მოადგილემ ადმინისტრაციული წესით დააკავა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 886 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190] ტანკი – 10 292 ერთეული [+18] ჯავშანტექნიკა – 21 400 ერთეული [+40] საარტილერიო სისტემა – 24 271 ერთეული [+65] MLRS – 1 311 ერთეული [+1] …

ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება უდაბნოს მტვერს უკავშირდება – სააგენტო

ბათუმში დღეს, 9 მარტს, ჰაერი კვლავ მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ბათუმში, 9 მარტის საღამოს 6 საათის მონაცემებით, ჰაერში მყარი ნაწილაკების [ [PM10, PM2.5]  შემცველობის მაჩვენებელი ცუდია. ჰაერში აღნიშნული ნაწილაკები დასაშვებ ნორმაზე მეტი რომ არის, ამას აჩვენებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგის ავტომატური სადგურები, რომლებიც ბათუმში ორ ადგილზეა განთავსებული …

„ოცნება“ არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენებით სტუდენტური პროტესტის ჩახშობას ცდილობს – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯარიმებას ეხმიანება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს სტუდენტებზე ზეწოლის მიზნით არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენება. თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი, რომელიც 80 დღეზე მეტია ღამეს უნივერსიტეტის შენობაში ათევს, პოლიციამ დღეს, 9 მარტს, 5000-5000 ლარით დააჯარიმა. სტუდენტების დასაჯარიმებლად პოლიცია უნივერსიტეტში 9 მარტს მეორედ მივიდა. პირველად …

თბილისში ერეკლე II-ის ძეგლის დასადგმელად 955 000 ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან

თბილისში ერეკლე II-ის ძეგლის დასადგმელად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 955 ათასი ლარია გამოყოფილი. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით პირველი ეტაპი [ძეგლის დამზადება ნატურალურ ზომებში] დასრულებულია და მეორე ეტაპისთვის [თაბაშირის ფორმის მომზადება, ძეგლის ჩამოსხმა ბრინჯაოში, ასევე ადგილზე მონტაჟი] საჭიროა 940 064 ლარი. სამინისტროს ინფორმაციით „ძეგლის საზეიმოდ გახსნა დაგეგმილია 2025 წლის სექტემბერში“. ძეგლი მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით დამზადდება …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 მარტის 21 საათიდან 10 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში ზვავსაშიშროება; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 9 – 14 გრადუსი სითბო ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 885 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180] ტანკი – 10 274 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 21 360 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 24 206 ერთეული [+58] MLRS – 1 310 ერთეული [+3] …

“მზია განასახიერებს ქალებს, რომლებიც არ ნებდებიან, ჩაგვრასა და ძალადობასთან დაპირისპირების ისტორიას ქმნიან” – კოალიცია

“წლევანდელი 8 მარტი საქართველოში პირველი სინდისის პატიმარი ქალის, მზია ამაღლობელის მტკიცე სულისკვეთებით არის შთაგონებული. მისი ცხოვრების გზა არის მაგალითი უსამართლობასთან ბრძოლისა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის,” – მედიის ადვოკატირების კოალიცია ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კოალიცია აღნიშნავს, რომ მზია განასახიერებს ქალებს, რომლებიც არ ნებდებიან და საკუთარი პრინციპების ერთგულებით, ჩაგვრასა და ძალადობასთან …

საქართველო 8 მარტს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებული გარემოთი ხვდება – საია

„სამწუხაროდ, სახელმწიფო ქალთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მრავალი გამოწვევის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების მიღების ნაცვლად, მიზანმიმართულად აუარესებს გენდერული თანასწორობის კანონმდებლობას  და ღიად ახალისებს ქალთა მიმართ გენდერულად მოტივირებული ძალადობის ისეთ ფორმებს, როგორიცაა სექსუალური შევიწროება. აღნიშნული საგანგაშო ტენდენცია მჭიდრო კავშირშია საქართველოში „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების მიტაცებასთან, ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებასთან, მკვეთრ დემოკრატიულ უკუსვლასთან და ადამიანის უფლებების სისტემურ, მძიმე დარღვევებთან,“- …

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის გათბობა-გაგრილებისთვის 900 ათასი ლარი დაიხარჯება

შენობაში, სადაც დღეს აჭარის ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოა განთავსებული, გათბობა-გაგრილების სისტემას მოაწყობენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 900 000 ლარი დაიხარჯება. „აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის [ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. №37] გათბობა-გაგრილების სისტემის სახელმწიფო შესყიდვაზე – თანმდევი მონტაჟით და არსებულის დემონტაჟით“ – ტენდერი საბჭოს 963 ათას 77 ლარით აქვს გამოცხადებული. „დაიგეგმა შენობის გათბობა-გაგრილება VRV სისტემით. გარე ბლოკები დამონტაჟდეს …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 883 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000] ტანკი – 10 268 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 21 346 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 24 148 ერთეული [+24] MLRS – 1 307 ერთეული [+1] …

„უკრაინამ რუსეთთან ბრძოლა იცის და გამარჯვება შეუძლია“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

„უკრაინის მიტოვება სისულელეა,“ – ტრამპის მიდგომებზეა განაწყენებული პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. იგი დარწმუნებულია, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, მაგრამ პოლკოვნიკი ხაზს უსვამს ბზარს აშშ-ს და ევროპას შორის – ევროპა აშშ-ს საიმედო პარტნიორად აღარ განიხილავს. პოლკოვნიკის დაკვირვებით, ახალ ეტაპზე გადადის ევროპისა და უკრაინის ურთიერთობა. ევროპაში დამოუკიდებელი თავდაცვის სისტემის შექმნაზე ფიქრი დაიწყეს და იციან, რომ უკრაინაა ერთადერთი ქვეყანაა, …

პოლიციელი ცრუმოწმე

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, ასევე პროევროპულ აქციებზე დაკავებული პირების ყველა საქმეში მოწმეები პოლიციელები არიან. ისინი სასამართლოში იდენტური ტექსტებით სდებენ ბრალს დაკავებულებს – მტკიცებულების გარეშე. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ასზე მეტი დაკავებულის უფლებებს იცავდნენ სასამართლოებში. სწორედ მათი ადვოკატები საუბრობენ „ბათუმელებთან“ იმ საქმეებზე, როცა პოლიციელები მტკიცებულებების გარეშე „ამტკიცებენ“ სასამართლოში, რომ აქციის მონაწილემ მათ …

რკინიგზა რეისებს ღამის საათებში ამატებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით

საქართველოს რკინიგზის ცნობით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, რკინიგზა 8 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. განრიგის მიხედვით, დამატებითი რეისები ღამის საათებში შესრულდება როგორც თბილისიდან, ასევე ბათუმიდან თბილისის მიმართულებით. დამატებითი რეისები კვირაში სამი დღე: ორშაბათს, შაბათს და კვირას შესრულდება. მოძრაობის განრიგი იხილეთ ფოტოზე:

თემურ ქათამაძე „ვივამედიდან“ მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში დააბრუნეს

ბათუმის აქციების მთავარი მედროშე, თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი] 6 მარტს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დააბრუნეს. თემურ ქათამაძე კლინიკა „ვივამედში“ იყო მოთავსებული, სადაც არასრული ორი დღე გაატარა. ბათუმელი მედროშე კლინიკაში 4 მარტს გადაიყვანეს. მან შიმშილობა 48-ე დღეს შეწყვიტა.  „პაციენტი გუშინ გაეწერა კლინიკიდან და დააბრუნეს მიგრაციის სამსახურის დაწესებულებაში. გუშინ, საღამოს საათებში გადაიყვანეს. პაციენტმა ჩვენს კლინიკაში …

ბელგიის საგარეო მზია ამაღლობელზე – „პრესის თავისუფლების გარეშე არ არსებობს დემოკრატია“

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის საქმეს  ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება. „ამ კვირას ჟურნალისტი მზია ამაღლობელის სასამართლო დაიწყო საქართველოში. რეპრესიული ქმედებები ჟურნალისტების და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გვაშფოთებს და ვთვლით, რომ ეს არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ და საერთაშორისო ვალდებულებებს. ბელგია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებასა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას. პრესის თავისუფლების გარეშე …

„თქვენ გავიწყდებათ, რომ ჩვენ აქ არც ერთი არ ვართ ნასამართლევი“ – ზვიად ცეცხლაძე მოსამართლეს

6 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროევროპული აქციების ფარგლებში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ გამოაცხადა, რომელიც სამოსამართლეო საქმიანობას ორი თვეა, რაც შეუდგა, აქციის მონაწილეების საქმე კი გუშინ დაეწერა. მიუხედავად ამისა, შვანგირაძე ირწმუნებოდა, რომ 13-ტომიანი საქმის გაცნობა მოასწრო. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე. მან …

პოლიციელს, რომელმაც შვილის თანდასწრებით ცოლს სცემა, 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ამხილეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. კერძოდ, 2024 წლის ივლისში ბრალდებულს და დაზარალებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, დაზარალებულ ქალს სხეულის სხვადასხვა მიდამოში რამდენჯერმე დაარტყა ხელი …

„ჩემი ქუჩიდან ნაგავი არ გაუტანიათ“ – დანაგვიანებული სვიშევსკის ქუჩა ბათუმში

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში მდებარე სვიშევსკის ქუჩიდან „ბათუმელებს“ მოქალაქე დაუკავშირდა. მის თქმით, ქუჩიდან კვირაზე მეტია ნაგავი არ გაუტანიათ, რის გამოც, ქუჩაში ნაგვის გროვებია. ფოტოებსა და ვიდეოკადრებზე, რომლებიც მოქალაქემ გამოგვიგზავნა აღნიშნული ქუჩიდან, ჩანს, რომ სანაგვე ურნები გადავსებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით და ურნის ირგვლივაც ნაგვის გროვებია. „ბათუმელები“ ბათუმის მერიის „სანდასუფთავებას“ დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ არ მოხერხდა ამ დრომდე ნაგვის …

დასანქცირებულ პროკურორ გოგეშვილს დედა ემიგრაციიდან უგზავნის ევროს

დასანქცირებულ პროკურორს, თორნიკე გოგეშვილს,2023 წელს დედამ თანხა ევროპიდან ხუთჯერ გამოუგზავნა. გზავნილმა საერთო ჯამში 6300 ევრო შეადგინა. ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია თორნიკე გოგეშვილს 2024 წლის ივლისში შეუვსია, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკლარაციაში ასახული უნდა იყოს 2023 წლის მონაცემები. პროკურორი თორნიკე გოგეშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა, ესტონეთმა დაასანქცირა. ის სავარაუდოდ დაასანქცირა ლიეტუამაც. პროკურატურის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 მარტის 21 საათიდან 8 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. სინოპტიკოსების ცნობით, გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში კი – ზვავსაშიშროება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 1 გრადუსი …

8 მარტს ბათუმში ქალების მარში გაიმართება – „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“

„ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“ – 8 მარტს, საღამოს 6 საათზე, ბათუმში ქალების მარში იგეგმება. მარშის მონაწილეები მსვლელობას გამოცემა „ბათუმელების“ ოფისიდან დაიწყებენ მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად. „ბათუმელი ქალები ვერთიანდებით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ამ პროტესტს ქალის ხმა აქვს და ეს ხმა შენია! 2025 წლის 8 მარტს საქართველოში პირველად ვხვდებით ქალ პოლიტპატიმართან ერთად – მზია ამაღლობელი, ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 882 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150] ტანკი – 10 264 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 21 334 ერთეული [+23] საარტილერიო სისტემა – 24 124 ერთეული [+16] MLRS – 1 306 ერთეული [+0] …

34 წლის გიორგი კაკაბაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

34 წლის გიორგი კაკაბაძე თურქეთის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ოჯახის წევრები გვეუბნებიან, მას თავის ტვინზე ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა საქართველოში, თუმცა მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა, რის გამოც გიორგი კაკაბაძე თურქეთში გადაიყვანეს. „ბათუმელები“ გიორგის დეიდას, მარი თურმანიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ გიორგის თავში დიდი ოდენობით სისხლი ჩაექცა და ამიტომ გახდა ოპერაცია აუცილებელი. „ჩემს დისშვილს 18 თებერვალს სისხლი …

დაკითხავენ თუ არა ირაკლი დგებუაძეს და გრიგოლ ბესელიას? – რეპორტაჟი მზია ამაღლობელის პროცესიდან

დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა დაიწყო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდ დარბაზში მოსამართლის შემოსვლამდე დისტანციური ჩართვისთვის განკუთვნილ ეკრანზე ციხეში მყოფი მზია ამაღლობელის გამოსახულება გამოჩნდა – სხდომის დაწყებამდე მოსამართლის თანაშემწემ დისტანციური ჩართვა დატესტა. „მე მზად ვარ“- გაისმა მზია ამაღლობელის ხმა სასამართლოს დარბაზში. „არ მიუახლოვდეთ ეკრანს“- მანდატურმა ჟურნალისტების უკან დახევა სცადა, …

მოსამართლემ, რომელიც მზია ამაღლობელის ნათესავია, საქმის აცილებაზე უარი განაცხადა

დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეს. სხდომას მზია ამაღლობელი დისტანციურად ესწრება. საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. ადვოკატები ამ საქმეზე მოსამართლის აცილებას ითხოვდნენ, რადგან სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის ნათესავია [დეიდაშვილის სიძე]. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მიხედვით კი, „მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს …

თბილისში მიმდინარეობს სტუდენტ ზვიად ცეცხლაძისა და აქციებზე დაკავებული 7 პირის წინასასამართლო სხდომა

დღეს, 6 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული რვა პირის: ზვიად ცეცხლაძის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, ირაკლი მიმინოშვილის, გიორგი გიორგაძის, ისლამ ალიევის,  ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ილსამ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი …

ბათუმში „ზებრა გადასასვლელზე პროტესტის საქმე” განიხილეს

მოსამართლე მარიანა ფომაევამ დღეს, 6 მარტს მოქალაქე გიორგი ჩხაიძის საქმე განიხილა. ის ამ საქმეზე გადაწყვეტილებას 11 მარტს გამოაცხადებს. გიორგი ჩხაიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც შსს ზებრა გადასასვლელზე მოძრაობით ბარიერი ხელოვნურად შექმნას ედავება. ეს ბათუმის უწყვეტი საპროტესტო აქციის 31 იანვრის ამბავია: მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა „არასაკმარის რაოდენობაზე“ მითითებით აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ ქუჩაში ავტომანქანების მოძრაობა უნდა …

მზია ამაღლობელის საქმის განხილვას ესწრებიან ლიეტუვის ელჩი და ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები

დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვას ესწრება ლიეტუვის ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი. ასევე, დღეს მზია ამაღლობელის საქმის განხილვას ესწრებიან ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები. დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეს განიხილავს. მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულად  გაყალბებული ოქმით დააკავეს. მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომას 4 …

მოსამართლემ გიორგი კირთაძე მტკიცებულებების გარეშე, „შინაგანი რწმენით” დააჯარიმა

დღეს, 6 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე 2 ათასი ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ გიორგი კირთაძეს ასევე ჩამოართვა იარაღის ტარების უფლება 3 წლით. გიორგი კირთაძე 12 იანვარს საპროტესტო აქციაზე დააკავეს მაშინ, როცა იქ პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას აკავებდნენ. შსს-ს წარმომადგენლის, მარიამ კერესელიძის მტკიცებით, გიორგი კირთაძემ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს ელენე ხოშტარიას …

ქალაქიდან თოვლის გატანაზე ბათუმის მერიის „სანდასუფთავებამ“ ტენდერი გამოაცხადა

ბათუმში თოვლი თითქმის დადნა, ქალაქის მერიის შპს „სანდასუფთავებამ“ კი ქუჩების თოვლისგან გაწმენდასა და თოვლის გატანაზე ტენდერი გამოაცხადა. ტექნიკური დავალების მიხედვით „მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბათუმის ტერიტორიაზე თოვლის გაწმენდის ან/და მოთხოვნის შემთხვევაში სხვა სახის სამუშაოები“. „სანდასუფთავების“ მოთხოვნის შესაბამისად, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა შესრულდეს. ტენდერი 58 ათასი ლარითაა გამოცხადებული და წინადადებების მიღება …

ბათუმში 1000 ლარით დააჯარიმეს მოქალაქე კორპუსის ეზოში საპროტესტო წარწერისთვის

დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მოქალაქე თამარ კურატიშვილი 1000 ლარით დააჯარიმა კორპუსის ეზოში შესრულებული წარწერისთვის: „ ირაკლი #ვაფშეარვიცნობ  ბესელიას  გილოცავ დგებუაძე ნათლისღებას“. „როდის მერეა კორპუსის შიდა ეზო შენობის ფასადი?“ – შეკითხვით მიმართა თამარ კურატიშვილმა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს. „სხვამ თუ ეს წაიკითხა, მისთვის გასაგები იქნებოდა, რას აპროტესტებდით?“ – სხდომაზე იკითხა მოსამართლემ. „იმ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 881 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140] ტანკი – 10 261 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 21 311 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 24 108 ერთეული [+21] MLRS – 1 306 ერთეული [+0] …

დაკავება გაყალბებული ოქმით – მზია ამაღლობელის პირველ დაკავებაზე სასამართლო 6 მარტს გაიმართება

6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს. სასამართლო სხდომა დღის 3 საათზეა ჩანიშნული. 4 მარტს ჟურნალისტი და გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი – მზია ამაღლობელი მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პატიმრობაში დატოვა. მზია ამაღლობელი 2025 წლის საპროტესტო აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შს სამმართველოს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის. მზია …

ხულოში, სოფელ დანისპარაულში ხის სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ დანისპარაულში სახლი დაიწვა. ხანძრის დროს სახლში არავინ იყო. „ეს ჩემი ძმის სახლია, ეკომიგრანტი ოჯახია და ბათუმში ცხოვრობენ ნაქირავებში, სახანძრო მოვიდა, მაგრამ ხის სახლია და მალე დაიწვა,“ – გვითხრა რესან აბულაძემ. მისი თქმით, ხელისუფლება მათ დახმარებას დაჰყირდა. შემთხვევა დღეს, 5 მარტს მოხდა.

84 წლის კაცის 13-წლიანი დავა მთავრობის წინააღმდეგ გონიოს მიწებზე – რა თქვა უზენაესმა სასამართლომ

ბათუმელმა ლადო მჟავანაძემ 13-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ სასამართლო დავა მთავრობას უზენაეს სასამართლოში მოუგო. 84 წლის ლადო მჟავანაძის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილება გონიოს დასახლებაში კიდევ 83 ოჯახზე აისახება. საუბარია ბათუმში, გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც 84 ოჯახს 1986 წელს გადასცეს, მათ შორის, ლადო მჟავანაძეს. ამ მიწებზე გონიოელებს ძირითადად ბოსტნები ჰქონდათ მოწყობილი, ასევე ბოსლები, …

Exit mobile version