„შემოგვაქვს ახალი აკადემიური თანამდებობა“ – მიქანაძე

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის თქმით, გაერთიანებულ თსუ და სტუ-ში რეორგანიზაცია დაიწყება. ამ პროცესს კი, როგორც მიქანაძე ამბობს, დროებითი მმართველი ორგანო „საბჭო“ განახორციელებს. „საბჭოში პარიტეტის დაცვით, თანაბარი უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, თავად წარმართავენ რეორგანიზაციას იმისთვის, რომ უზრუნველყონ იმ აქტივობების განხორციელება, რომელიც ორი უნივერსიტეტის უმტკივნეულოდ გაერთიანებასა …

„სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ მას დაარტყეს“ – პროფესორი

„სწორედ სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანებამ დაადასტურა, რომ სიჩუმე არაფერს არ შველის. იმიტომ, რომ სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ პირველი მას „დაარტყეს“. სტუ ვერ გადაარჩინა მისმა მორჩილებამ. ხალხს არ აქვს გაცნობიერებული, რომ მორჩილება არ არის გარანტია იმისა, რომ ხვალ იგივე სამსახურებრივ პოზიციაზე დარჩები“, – ამბობს თეონა მატარაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1 თებერვლის 21 საათიდან 2 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან წვიმა. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: …

ბათუმში ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ბათუმში რუსეთი მოქალაქე დააკავეს. „დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ერთ-ერთი ადგილიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულის  საცხოვრებელი სახლიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები“ – წერს შსს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე  კვარტა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 240 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 625 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 23 980 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 36 777 …

„ახალი ცვლილებები ყველას ეხება და განსხვავებული აზრის მოგუდვის ახალი ფაზაა“ – ლევან ავალიშვილი

„ახალი რეპრესიული შეზღუდვები ყველას და ყველაფერს ეხება. ავტორიტარიზმი გადადის დიქტატურაში, ამის ნიშანია ეს“- ამბობს ლევან ავალიშვილი, ორგანიზაცია IDFI-ის თანადამფუძნებელი. „ბათუმელები“ ლევან ავალიშვილს გრანტების კანონში შესატან ახალ, რეპრესიულ ცვლილებებზე ესაუბრა.  ბატონო ლევან, „გრანტების შესახებ“ კანონში ახალი, ბევრად რეპრესიული ცვლილებები შეაქვს „ოცნებას“. აქამდე იყო განცდა, რომ ვერ იმუშავა რეპრესიებმა და პროტესტი მაინც გაგრძელდა. რა შედეგებს მოიტანს ეს …

„გაუნათლებელი საზოგადოება, მონების საზოგადოებაა“- სალომე ზურაბიშვილი „ოცნების რეფორმაზე“

დღეს, 31 იანვარს, განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე დისკუსია გაიმართა სლოგანით – „დაიცავი განათლება“, სადაც განათლების ექსპერტებმა ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რასაც „ქართული ოცნება“ ე.წ რეფორმით უქმნის უნივერსიტეტებს. შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული „რეფორმა“ რუსეთში დაიწერა და ის მიმართული საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. „ყველამ ვიცით სად და როგორ დაიწერა ეს „რეფორმა“ …

ემიგრანტი: „შევხვდით ბუნდესტაგის წევრებს, საგამოძიებო მისიამ უნდა დაადგინოს როგორ დაწამლეთ ხალხი“

ქართველი ემიგრანტი კოკი იონათამიშვილი, რომელიც „მოძრაობა მზია“ და „პლატფორმა 2025“-ის თანადამფუძნებელია, ამბობს, რომ სხვა ემიგრანტებთან ერთად გერმანიაში, ბუნდესტაგის წევრებს და მმართველი კოალიციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე, გამოძიების დაწყებაა. „ბერლინში, ამ ლამაზ ქალაქში, ქართველი ემიგრანტები შევხვდით ბუნდესტაგის წევრებს, მმართველი კოალიციის წევრებს. ვისაუბრეთ ქიმიური იარაღის აკრძალვის …

ბათუმში ბულვარის დაცვის პოლიციელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ბათუმში, ბულვარის დაცვის პოლიციელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურემ, ბათუმის ბულვარში, მის სამოქმედო ტერიტორიაზე გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღნიშნული პირი ბრალდებულის სახით დააკავეს“ – წერს უწყება. გამოძიება სისხლის სამართლის …

სოფელ დაგვაში ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაგვაში, ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. დაღუპული კაცი სახლში მარტო იყო. აპირებს თუ არა მერია, კომპენსაცია გადაუხადოს დაღუპული პირის ოჯახს, – ვკითხეთ მერის წარმომადგენელს სოფელ დაგვაში. ასლან მადოიშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ ხანძრის შედეგად დაღუპულ კაცს, ერთი შვილი ჰყავს, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქე არ არის. „სახლი კი რეგისტრირებული არ ჰქონდა“- ამბობს …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 31 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 239 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 619 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 977 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 36 768 ერთეული …

კაცი, რომელიც ბათუმში თავის დაწვა სცადა, ცოცხალია – შსს

შს სამინისტროს ცნობით, კაცი, რომელმაც ბათუმში თავის დაწვა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში სცადა, ცოცხალია და იგი კლინიკაშია გაყვანილი. შემთხვევა 31 იანვარს მოხდა ბათუმში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს – თვითმკვლელობამდე მიყვანა.  

„ესაა მომავლის განადგურება, რომ ქვეყანა დაემსგავსოს ბნელ, უკულტურო მასას“ – ინტერვიუ

„ეს არის შეგნებული, მიზანმიმართული სწრაფვა იმისკენ, რომ ქვეყანა დააზიანო მაქსიმალურად. იმდენად დააზიანო და იმდენად გაანადგურო, რომ მან თავი ვეღარასოდეს ვეღარ წამოწიოს,“ – ასეთია ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის მოსაზრება „ოცნების“ ბოლო კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც „გრანტების შესახებ“ კანონი, იურისტების შეფასებით, შესაძლოა, სუფრასთან გაჟღერებულ თქვენს კრიტიკულ აზრსაც კი შეეხოს. ფილოსოფოსის დაკვირვებით, საქმე გვაქვს არამხოლოდ ინსტიტუციების გაქრობასთან და პროტესტის ჩახშობასთან, …

„ჩვენ ვუსწრებთ რუსეთს ავტოკრატიზაციის ტემპით“ – ინტერვიუ თამთა მიქელაძესთან

გადავუსწარით უკვე რუსეთს რეპრესიული კანონებით? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ იურისტს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელს, თამთა მიქელაძეს ესაუბრა. „ჩვენ ვდგავართ ცალსახად ამ ტრაექტორიაზე და ვუსწრებთ რუსეთს ავტოკრატიზაციის და პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის ტემპებში,“ – მიიჩნევს თამთა მიქელაძე. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოში ბრუტალური ძალადობის გზით დიქტატურის დამყარება რთულია, ამიტომაც, ივანიშვილის „ოცნება“ შესაბამისი კანონების მიღების გზით ცდილობს …

აკადემიის საწვრთნელ გემს კაპიტან თენგიზ გადილიას სახელი მიანიჭეს

ბათუმის საზღვაო აკადემიის კუთვნილ საწვრთნელ გემ “კადეტს” სახელი გადაარქვეს და  ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის, თენგიზ გადილიას სახელი მიანიჭეს. „გემი „CAPTAIN TENGIZ GADILIA“ მომავალ თაობებს შეახსენებს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და ქართული საზღვაო ტრადიციების ერთგულების მნიშვნელობას. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება თენგიზ გადილიას მრავალწლიან ნაყოფიერ საქმიანობას საზღვაო სფეროში, მის განსაკუთრებულ წვლილს ქართული საზღვაო საქმის განვითარებაში, აგრეთვე საზღვაო განათლებისა და ახალგაზრდა …

„ვერ იარსებებს ვერანაირი ძალა, რომელიც მაიძულებს გავჩუმდე“- ReformerFitness-ის დამფუძნებელი

„როდესაც ამ ბიზნესს ვქმნიდი, ვმოქმედებდი რწმენით, რომ ბიზნესი ფასეულობებზე დაფუძნებული, შინაარსის მატარებელი ცოცხალი ორგანიზმი ყოფილიყო და გარდა პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზებისა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენებზეც ჰქონოდა რეაქცია. ასევე, არასდროს გამომითქვამს აზრი ვინმეს მოსაწონად ან არ მოსაწონად,“- ასე ეხმაურება ReformerFitness-ის დამფუძნებელი გიორგი ფუტკარაძე „ქართული ოცნების“ მიერ, ე.წ „გრანტების შესახებ” კანონში დაგეგმილ მორიგ რეპრესიულ ცვლილებებს, …

„დროა გავერთიანდეთ, ცალ-ცალკე გვამარცხებენ“ – მაღაროელები

„დროა გავერთიანდეთ, ცალ-ცალკე გვამარცხებენ“ – წერენ პროტესტში მყოფი მაღაროელები, რომლებიც 335-ე დღეა მათი დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას ითხოვენ და შრომითი უფლებებისთვის იბრძვიან. მიმართვის ტექსტი ფეისბუქზე მაღაროელის გვერდზე გამოქვეყნდა. „დღეს საქართველოს მასშტაბით პროტესტის არაერთი კერაა. ნაწილი სოციალური პროტესტია, ნაწილი – სამოქალაქო. ეს არ არის შემთხვევითი და ერთმანეთისგან მოწყვეტილი პროცესები. ჩვენ, ჭიათურელი მშრომელები, უკვე 335 დღეა სამართლიან პროტესტში …

სანამდე გაგრძელდება ბათუმში უსახლკაროთა რეგისტრაცია და ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ

ბათუმის მერიის განცხადებით, ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის უსახლკარო სტატუსის მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაცია მიმდინარე წლის, 2026 წლის 1-ელ მაისამდე გრძელდება. განმცხადებლებმა უნდა შეავსონ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციისთვის განსაზღვრული განაცხადის სპეციალური ფორმები. უსახლკაროს სტატუსის საკითხი ბათუმში, აჭარაში და ზოგადად, საქართველოში ასობით ადამიანისთვის განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ „ოცნება“ ბიზნესმენ გალიფ …

ამბასადორი აილენდი ევროპაში სტრატეგიული კავშირების ქსელს აფართოებს

ამბასადორი აილენდი ევროპაში სტრატეგიული კავშირების ქსელს აფართოებს – აღნიშნულის შესახებ ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია აცხადებს. მისი თქმით, ამჯერად გერმანიასთან განსაკუთრებით აქტიური თანამშრომლობა და მათი გამოცდილების ინტეგრირება ამბასადორი აილენდ ბათუმის მასშტაბურ პროექტში იგეგმება. „გერმანიასთან დაგეგმილი თანამშრომლობა გულისხმობს მაღალტექნოლოგიური და მდგრადი განვითარების სტანდარტების იმპორტს. გერმანული ხარისხისა და ეფექტურობის ინტეგრირება ჩვენს პროექტში არის ის, რაზეც …

ბათუმის საკრებულომ ავტობუსით მგზავრობა გააძვირა – ახალი ფასი 70 თეთრია

ბათუმის საკრებულომ ავტობუსებით მგზავრობა გააძვირა. ბათუმის მერიის ინიციატივას, 30 თეთრიდან 70 თეთრამდე გაეზარდათ ბათუმში, ავტობუსით მგზავრობის გადასახადი, მხარი „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა დაუჭირა. საკრებულოს სხდომა სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება დამტკიცდა, დღეს, 30 იანვარს გაიმართა. გადაწყვეტილების მიხედვით, ის მოქალაქეები,  რომლებიც ამ დრომდე უფასო პლასტიკური ბარათებით სარგებლობდნენ, ისევ უფასოდ იმგზავრებენ. საკრებულოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ვაჟა დარჩიამ. …

პოლიციელის ჯგუფურად ცემა ოზურგეთში – საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო შეუფარდეს

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს ოზურგეთის სასამართლომ გირაო 30 ათასი ლარი შეუფარდა. პროკურატურა დავით შარაშიძის დაპატიმრებას ითხოვდა. დავით შარაშიძე საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. საუბარია 2026 წლის 27 იანვარს ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ შემთხვევაზე: გამოძიების ვერსიით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით შარაშიძემ ორ პირთან ერთად ჯგუფურად ფიზიკურად იძალადა პოლიციელზე, რომელიც იმ დროისთვის არ ასრულებდა …

„შეეხება გამოხატვას სუფრასთანაც, ეს არის სრული იზოლაცია და გარიყვა“ – საბა ბრაჭველი

„ოცნებამ“ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი გამოაქვეყნა. ახალი ცვლილების მიხედვით უცხოური გრანტის მიღება მხოლოდ საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წინასწარი თანხმობით არის შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეს 6 წლამდე პატიმრობა დაემუქრება. იურისტების შეფასებით, დაანონსებული ცვლილება „ტოტალური კონტროლის მექანიზმია, რომლის დამტკიცების შემთხვევაში კონკრეტული პირის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს „ფეისბუქზე“ დაწერილი …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 იანვრის 21 საათიდან 31 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან წვიმა. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 238 710 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 614 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 969 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 36 748 …

და-ძმის გარდაცვალების საქმე ხელვაჩაურში – რას ჰყვებიან სოფელში ტრაგედიაზე

და-ძმა, დარია და ტარიელ ფარტენაძეები დღეს, 29 იანვარს დაკრძალეს ხელვაჩაურში. 56 წლის დარია და 54 წლის ტარიელი ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისაღმართში ცხოვრობდნენ. ისინი 26 იანვარს, საკუთარი სახლის მიმდებარედ, ეზოს სხვადასხვა მხარეს იპოვეს გარდაცვლილი.  პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც დასახელებული იყო ვერსია, რომ და-ძმის გარდაცვალება შესაძლოა „სხეულის გადაციებამ, მოყინვამ“ გამოიწვია. ამ ვერსიამ არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა. როგორ აღმოჩნდა …

„ყმას ზოგს თოხს დავაჭერინებთ ხელში და ზოგს ბატის ფრთას, რომ ბატონს მოემსახუროს?” – ლევან გორდეზიანი

„ტერმინი „განათლების დეფორმა“ აიტაცა საზოგადოებამ, თუმცა, კაცმა რომ თქვას, ეს მოფერებით ნათქვამია, რეალურად ეს არის საკმაოდ კარგად გათვლილი მავნებლობა, რომელიც თუ გაგრძელდა, რაღაც დროის მანძილზე გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ჩვენი განათლების სისტემას“, – ამბობს პროფესორი ლევან გორდეზიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, გააერთიანოს ორი ძველი ქართული უნივერსიტეტი – თსუ [ივანე ჯავახიშვილის თბილისის …

ჩვენ გადავიქეცით ქვეყნად, სადაც ბატონყმური ურთიერთობაა – ტროტუარზე დგომისთვის დასჯილი სანდრო მეგრელიშვილი

2025 წლის 17 დეკემბრის საღამოს, 35 წლის სანდრო მეგრელიშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ ტროტუარზე იდგა. ერთი თვის და 5 დღის შემდეგ, 2026 წლის 23 იანვარს, სანდრო მეგრელიშვილს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს იმის გამო, რომ 17 დეკემბერს ტროტუარზე იდგა. „სანდრო მეგრელიშვილი ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენაში …

სადავო პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია იქმნება

სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტში სურსათის ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია იქმნება. დროებითი კომისია მუშაობას 3-4 თებერვლიდან დაიწყებს და მას „ოცნების“ დეპუტატი შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დღეს, 29 იანვარს, გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. „[დროებითი კომისიის შექმნის] ინიციატივა მოდის ფრაქცია „ქართული ოცნების“ მხრიდან. დადგენილების პროექტი ორშაბათს გამოვა ბიუროს სხდომაზე. იმისთვის, რომ …

როგორ დაიწყო სახელაშვილის უკანონობა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ – რას წერს კლუნების ფონდი 

„სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ ახსნა, როგორ წარმოადგენდა მზია ამაღლობელის ქმედება დანაშაულს… გადაწყვეტილებაში ნათლად უნდა იყოს ნათქვამი, რომ „საქმის არსებითი საკითხები განხილულია“. მოსამართლე სახელაშვილის გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს,“ – აღნიშნულია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში. ეს ის ფონდია, რომელმაც „მზია ამაღლობელის საქმე“ დამოუკიდებლად შეისწავლა. ამ ფონდს ექსპერტად მიწვეული ჰყავდა ევროსასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სერ ნიკოლას ბრატცა. „კლუნების ფონდი“ მზია ამაღლობელის …

„თუ სხვა ახერხებს, ჩვენ რატომ ვერ მივიღებთ?!“ – აქცია ბინების მოთხოვნით ბათუმის მერიასთან

მოქალაქეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და წლების განმავლობაში ქირით ცხოვრობენ, დღეს, 29 იანვარს, საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმის მერიასთან. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მერიამ მათი განაცხადები არ დაიტოვა. აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადების შემდეგ მიმართეს. ნინო ნიჟარაძე 27 იანვარს გოგოლის ქუჩაზე, ოზთურქის კორპუსებთან შეკრებულ მოქალაქეებს შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენ …

„315 მოქალაქეს დაუმზადეს ჯანმრთელობის ყალბი ცნობები პენსიის მისაღებად“ – სუს-ის ბრიფინგი

სუს-ის ცნობით, საქართველოში დღეს, 29 იანვარს ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21 ადამიანი. ამის შესახებ 29 იანვარს სუს-მა ბრიფინგზე განაცხადა და დაასახელა კონკრეტული საქმეები. ეს საქმეებია: „პირველი საქმე: თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში ქრთამის აღებისა …

თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება – განათლების სამინისტრო

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან. „ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 237 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 613 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 965 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 36 733 ერთეული …

„ეს მომავლის მკვლელობაა პირდაპირი გაგებით“ – თამთა მიქელაძე „ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებებზე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანადამფუძნებელი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იურისტი თამთა მიქელაძე ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ მიერ დაანონსებულ მორიგ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს. იგი წერს, რომ ამ ცვლილებებით „ოცნების“ მთავარი მიზანია საქართველოს დატოვება აიძულოს საზოგადოების დიდ ნაწილს. „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გაცხადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უცხოეთთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობას მთავრობის კონტროლს უქვემდებარებს და ძალიან მაღალ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას …

„ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ უფრო ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობით იმუქრება

დღეს, 28 იანვარს, „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა. ცვლილებების შესახებ „ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით ცვლილება შედის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ: ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი, ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, …

Exit mobile version