„ამბასადორის კუნძულზე $600 მილიონზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტები ხორციელდება” – გოჩა კამკია

ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე უკვე მიმდინარეობს 600 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ძირითადად ქართული კომპანიების მიერ ხორციელდება. პროექტის განვითარებაში ადგილობრივი ბიზნესის აქტიური ჩართულობა საერთო სინერგიას უსვამს ხაზს. „ვინაიდან თითოეული პროექტის განვითარების მონაცემები უკვე დათვლილი გვაქვს, შემიძლია ვთქვა, რომ ქართული კომპანიების მიერ, კუნძულზე ამჟამად 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტები ხორციელდება.” ამ პროექტებს …

„პოლიციელები გვაიძულებენ უფასო სექსს და თანამშრომლობას“ – საკონსტიტუციომ სექსმუშაკების დაჯარიმებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

სარჩელი ეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, პროსტიტუცია ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედებაა. „პროსტიტუცია გამოიწვევს გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“, – წერია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ადამიანის პროსტიტუციაში ჩაბმა, ან პროსტიტუციის ადგილის მოწყობა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია. საკონსტიტუციო სარჩელი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს არ ეხებოდა. დავის საგანი იყო ადმინისტრაციული კოდექსის …

ბოტანიკური ბაღის დირექტორი 31 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას ადასტურებს

2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის 25 მარტის ჩათვლით პერიოდში, მას შემდეგ, რაც ბოტანიკური ბაღის დირექტორად თენგიზ ტარიელაძე დაინიშნა, შრომითი ურთიერთობა შეუწყდა 31 დასაქმებულს. გათავისუფლებული პირების შესახებ „ბათუმელებმა“ 25 მარტს გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია. ბაღის ადმინისტრაციამ მონაცემები მოგვაწოდა და თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი დაგვიდასტურა. ბაღის დირექტორის განმარტებით, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის ინიციატორი 24 შემთხვევაში თავად დასაქმებულები იყვნენ. „აღნიშნული …

„საათნახევრით შევამცირებთ მატარებლით მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე“ – ირაკლი კობახიძე

„რკინიგზას დაემატება თბილისი-ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო ხუთნახევარი საათიდან შემცირდება 4-საათამდე, 1.5 საათით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე,“ –  განაცხადა დღეს, 8 აპრილს, ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ დღესვე სარკინიგზო მიმართულებით რამდენიმე სიახლე დააანონსა. კერძოდ, კობახიძის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. ეს მატარებელი 2020 წლიდან …

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 აპრილის 21 საათიდან 9 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა, მაღალ მთაში თოვლჭყაპი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, რომელიც შესაძლებელია გაძლიერდეს 17-22 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი …

წყალი პლასტმასის ბოთლით ისევ გაიყიდება – „ოცნებამ“ გადაწყვეტილება შეცვალა

სასმელი წყალი, ლუდი და სხვა სასმელები პლასტმასის ბოთლებით ისევ გაიყიდება. „ოცნების“ მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა. დღეს, 8 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიზნესსექტორთან ჰქონდა კონსულტაციები და კონსულტაციების შემდეგ თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ცვლის: „ამ კონსულტაციების შემდეგ 4 წლით გადაიდო პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტის და ბაზარზე განთავსების რეგუალციის ამოქმედება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 306 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 846 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 24 368 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 39 625 …

როგორ ანაცვლებს თამაზაშვილის ხალხი რიჟვაძის ხალხს

მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის კადრების ჩანაცვლების პროცესი აჭარაში ჯერ არ დასრულებულა – ისევ აქტიურ ფაზაშია. ახალი ხალხი თითქმის ყველა უწყებაში მიიღეს, მას შემდეგ, რაც ძველი თანამშრომლების ნაწილი, რეორგანიზაციის საბაბით, სამსახურიდან გაუშვეს.  ოფიციალური უწყებების მიერ დაანონსებული რეორგანიზაციის პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარებს. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ იმ უწყებებს, სადაც თანამდებობის პირები უკვე ჩაანაცვლეს. თორნიკე რიჟვაძის ხალხი 2025 …

„2 ლიდერის უკან ადევნებული ადამიანი დაჟინებით ითხოვს, პრემიერი დამიძახეთო“ – რა გვაჩვენა ალიევის ვიზიტმა

„ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინტერესია. ალიევთან შეხვედრაც დიდი ალბათობით მისთვის საინტერესო იყო იმით, რომ გაერკვია: ახალ ტრანსნაციონალურ პროექტებში, რომელსაც აშშ გვთავაზობს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, კონკრეტულად ივანიშვილმა საკუთარი ფინანსური ინტერესები როგორ შეიძლება ჩადოს?“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა. მას ივანიშვილის შუშის სასახლეში ალიევის სტუმრობაზე ვესაუბრეთ. გარდა იმისა, რომ ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი …

„ოზთურქის ბინებს“ ბათუმის მერია მოქალაქეებისგან კიდევ 2 თვით დაიცავს – ბიუჯეტიდან 373 ათასი ლარი იხარჯება

ბათუმის მერია ბიზნესმენ გალიფ ოზთურქზე ჩამორთმეული კორპუსების დაცვას კიდევ 2 თვით გააგრძელებს. სახელმწიფო დაცვის პოლიციას კი, დამატებით 186 ათას 930 ლარს გადაუხდიან. მერიის ინფორმაციით, ეს ობიექტის 2 თვის განმავლობაში დაცვისთვის საჭირო ჯამური თანხაა. ბათუმის მერია აღნიშნულ კორპუსებს 2026 წლის თებერვლიდან იცავს, ანუ კიდევ 2 თვით გახანგრძლივებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან დაცვის პოლიციას ჯამში 373 ათას 860 ლარს …

„რა უნდა დამალოს, სახლი და მანქანა რომ აქვს?“ – რატომ წაშალეს მამუკა მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები

სუსის ამჟამინდელმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში ყოფნისას, „გამჭვირვალობის“ მოტივით, მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ წაშალეს იმ წლების ქონებრივი დეკლარაციებიც კი, რომლებიც მას პარლამენტის წევრობის დროს ჰქონდა შევსებული. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი სუსის უფროსსა და მის მოადგილეებს ქონებრივი დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს. თუმცა არც მამუკა მდინარაძის და არც მისი მოადგილეების …

ბათუმის სტადიონისთვის სახელის დასარქმევად აუქციონი გამოცხადდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის სახელის თავიდან შესარჩევად, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობისათვის ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა. აუქციონის წლიური საწყისი ღირებულება 1 750 000 ლარია და გამარჯვებულს დროებით სარგებლობაში გადაეცემა – ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადით. აუქციონის ბიჯი 43 800 ლარია. თანხა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ განსაზღვრა. აუქციონში გამარჯვებულს მიენიჭება უფლება, სახელი დაარქვას ბათუმის საფეხბურთო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 305 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 841 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 24 364 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 39 562 ერთეული …

სოფლიდან ქალაქში სიარული წამლისთვის, ახლა უკვე კვირაში ორჯერ – როგორ გაურთულეს პაციენტებს ცხოვრება

პირველი აპრილიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის წესი შეიცვალა. ამ ცვლილების მიხედვით, ზრდასრული ადამიანი ყოველ მე-14 დღეს უნდა გამოცხადდეს დისპანსერში ახალი რეცეპტის ასაღებად. ეს რეგიონში მცხოვრებ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. „ვინც ცხოვრობს რეგიონებში, თუნდაც პატარა ქალაქებში ან ისეთ ქალაქებში, სადაც არ არის ავტორიზებული აფთიაქები და დისპანსერი, თვეში ორჯერ მოუწევთ შორს, სხვა ქალაქში წასვლა იმისათვის, …

ქორწინების სახლის ადგილზე 181 ათას ლარად მოაწყობენ შადრევანს – გენგეგმაში კი სულ სხვა რამ წერია

ბათუმის ბულვარის შესასვლელში, სადაც ქორწინების სახლი დაანგრიეს, შადრევანს და აუზს მოაწყობენ. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 181 ათას 575 ლარია გამოყოფილი. სახელმწიფო შესყიდვაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, თუმცა გენგეგმა აქ არც აუზს ითვალისწინებს და არც შადრევანს. ბულვარის გენგეგმით, ქორწინების სახლის და აუზის დანგრევასთან ერთად, ამ ადგილზე ქვედა დონეზე გახსნილი სივრცის მოწყობაცაა რეკომენდებული, თუმცა აღნიშნულ რეკომენდაციას ბულვარის ადმინისტრაცია …

ქუთაისში აგვისტოს ომის მემორიალი ისე განაახლეს, რუსეთი არ ახსენეს – პროტესტის შემდეგ წარწერა მოხსნეს

ქუთაისში რუსეთ – საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ისე განაახლეს, რომ მასზე დატანილ წარწერებში ოკუპანტი რუსეთი ნახსენები არ იყო. ამასთან, ომის დაწყების თარიღად მემორიალზე მიუთითეს არა 7 აგვისტო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, არამედ 8 აგვისტო. სოციალურ ქსელში მემორიალის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალის გავრცელებას მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. 6 აპრილის საღამოს მემორიალიდან წარწერა მოხსნეს. „რას ნიშნავს 8 …

ხულოს მაგისტრატი მოსამართლე გარდაიცვალა

ხულოს მაგისტრატი მოსამართლე, ნუგზარ მგელაძე გარდაიცვალა. ნუგზარ მგელაძე თითქმის 30 წელი მუშაობდა მოსამართლედ. 1997-2000 წლებში ის იყო ხულოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2000 – 2005 წლებში ის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე. 2005 -2010 წლებში კი –  რეზერვის მოსამართლე. 2016 წლის იანვრიდან ნუგზარ მგელაძე იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგიტრატი მოსამართლე ხულოს მუნიციპალიტეტში. 2018 წლის …

ბათუმში მოზარდმა 32 წლის კაცი დანით დაჭრა

ბათუმში მოზარდმა კაცს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი 32 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ რ.ჯ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს. ამ საქმეზე სამართალდამცველებმა 2010 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს ჯანმრთელობის განზრახ …

თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

CyberSecurity Excellence Awards 2026-ში, ნომინაციაში – წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი (Best Risk and Complience Program) თიბისიმ საუკეთესოს ტიტული დაიმსახურა. ეს თიბისის ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის მნიშვნელოვანი, საერთაშორისო მასშტაბის წარმატება და აღიარებაა. თიბისის მასშტაბის კომპანიაში, რისკისა და შესაბამისობის მართვა არ არის უბრალოდ დამხმარე ფუნქცია – ესაა სისტემა, რომელიც იცავს მომხმარებელს, უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტობას და ნდობას. …

თუ ჯარი გიწევთ და საზღვარგარეთ ხართ, ქვეყანაში უნდა დაბრუნდეთ – ცვლილება კანონში

ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პირი, რომელსაც ჯარში წასვლა უწევს და ამ დროს საზღვარგარეთ იმყოფება, ვალდებულია ქვეყანაში დაბრუნდეს და გამწვევ კომისიას მიმართოს. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი თავდაცვის სამინისტროა. ცვლილებები დღეს, 6 აპრილს პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს. კომიტეტზე სამინისტროს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე წარმოადგენდა. ცვლილება შედის საქართველოს თავდაცვის კოდექსში და საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან …

დადასტურდა ყირიმში რუსი გენერლისა და ჩრდილოეთის ფლოტის ავიაციის მეთაურის დაღუპვა

რუსეთის ოფიციალური წრეები ადასტურებენ რუსი გენერალ-ლეიტენანტის, ჩრდილოეთის ფლოტის ავიაციის მეთაურის, ალექსანდრე ოტროშენკოს დაღუპვას. ამის შესახებ რუსული მედია მურმანსკის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ჩიბისზე დაყრდნობით წერს. ჩიბისმა ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა, რომელიც წუთიერი დუმილით დაიწყო – წერს რუსული მედია. ოტროშენკო ანექსირებულ ყირიმში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ Ан 26-ის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. Ан 26-ის ბორტზე, რომელიც 31 მარტს ჩამოვარდა, …

ჩაქვში ახალგაზრდა კაცს ავტომანქანა დაეჯახა და დაიღუპა

ჩაქვში მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ქვეითი, დაახლოებით 35 წლის კაცი. შემთხვევა ჩაქვში წუხელ მოხდა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 304 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +940. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 841 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 360 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 39 497 ერთეული …

10 ბინა, 8 მანქანა, 650 ათასი ქეში და დაგირავებული ბიზნესები ქართუში – რა ქონებას ფლობს დეპუტატი ჭყონია

10 ბინა და 7 სარდაფი ბათუმში, 1 სახლი კურორტ ბეშუმში, მიწის ნაკვეთები ქობულეთში და ნახევარი მილიონი ლარი ქეში – ეს პარლამენტარ გიორგი ჭყონიას ქონების არასრული ჩამონათვალია. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია 31 იანვარს შეავსო, საჯარო კი პირველ აპრილს გახდა. დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ჭყონია ასევე ფლობს 8 ავტომობილს, რომელთა ჯამური ღირებულება 385 ათასი დოლარია. ყველაზე ძვირადღირებული, …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 აპრილის 21 საათიდან 6 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 10 – …

ჟურნალისტი, რომელიც დილის 4 საათზე გაასამართლეს, შსს-ს ცნობით ქვეყნიდან გააძევეს

5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით დილის 4 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფეისბუქ პოსტის გამო, გაასამართლეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი. ჟურნალისტი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გაასამართლა და აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და აფგან სადიგოვი ქვეყნიდან გაძევებულია. ამასთან მას 3 წლით აუკრძალეს საქართველოში შემოსვლა. აზერბაიჯანული მხარე თითქმის ორი წელი ითხოვდა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 303 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 839 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 350 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 39 439 …

ვისი ფულით აღდგა უძველესი ეკლესიები და ისტორიული შენობები

თბილისში, ბეთლემის ქუჩაზე მდებარე მუშარაბიან სადარბაზოში ფოტოების გადაღება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილია ფოტოსესიისათვის. საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის კი ვიტრაჟებიანი სადარბაზოს ნახვა, ქვეყანაში აუცილებლად სანახავ ობიექტთა სიაშია. რომ არა ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერა, თბილისს შეიძლება ვერ გადაერჩინა ძველი ქალაქის კულტურული მარგალიტი – მუშარაბიანი სადარბაზო. ეს არის ერთი მცირე ნიმუში იმისა, …

რატომ შემოღობეს ბათუმში 4,6 ჰექტარი ლერმონტოვის ქუჩაზე

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში 46 631 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას კერძო კომპანია „ისთ თაუნ რეზიდენშელი“ ღობავს. კომპანიის ინფორმაციით, აქ სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება. „ჩვენ დეველოპერები ვართ, სპეციალიზებულები სავაჭრო ცენტრზე… Domino ჩვენია, ჩვენს პორტფელშია სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“. მე მგონი ცუდს არაფერს არ გავაკეთებთ, პირიქით, 500-600 ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით. გვინდა, რომ ერთი ლამაზი ობიექტი ვაჩუქოთ კიდევ …

ბულვარში ვისი კაფეები დაანგრიეს და ვისი დატოვეს, ანუ ვისი ურბანული მეხსიერებაა მნიშვნელოვანი

„ბულვარის გენგეგმა არ არის მთელი ქალაქის გენგეგმა, ძალიან მარტივი იქნებოდა მასში შესატანი ცვლილებების საავტორო ჯგუფთან შეთანხმება. ყოველ შემთხვევაში, შეიძლებოდა ცვლილებების აუცილებლობის დასაბუთება – ესა და ეს გვინდა შევცვალოთო… ვეტყოდით ჩვენს აზრს: მისაღებია, თუ არ არის მისაღები ან როგორ იქნებოდა მისაღები“, – განმარტა ირაკლი ჟვანიამ, ბათუმის ბულვარის გენგეგმის ერთ-ერთმა ავტორმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.  ირაკლი ჟვანია არქიტექტორი …

“იქ, სადაც დაუცველია ადამიანი, დაუცველია ცხოველიც” – საია

4 აპრილს მიუსაფარი ცხოველების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ამ დღეს და სოლიდარობას უცხადებს ცხოველთა დამცველებს. მათ, ვინც ყოველდღიურად იბრძვის მიუსაფარი ცხოველების გადარჩენის და მათთვის არსებული მძიმე ვითარების შესამსუბუქებლად. „ბოლო დღეები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ცხოველთა დამცველებისთვის. მიუსაფარი ცხოველების გაუჩინარების, მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის და გულგრილობის შესახებ საჯარო წყაროებში გავრცელებულმა ცნობებმა შეძრა …

დღეს ბათუმში მიუსაფარ ცხოველთა უფლებების დასაცავად აქცია გაიმართება

დღეს, 4 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მიუსაფარ ცხოველთა უფლებების დასაცავად აქცია გაიმართება. “მაშინ კი არ ხარ ძლიერი, როცა უსამართლობაზე თვალს ხუჭავ – მაშინ ხარ, როცა მის წინააღმდეგ დგახარ. თუ ერთხელ მაინც ჩაგიხედავთ ძაღლისთვის თვალებში, ერთხელ მაინც გადაგისვამთ თავზე ხელი მაშინ ის თქვენ სულს შეხებია. ყველაზე დაუცველებს, ყველაზე ერთგულებს, ბედისგან დაჩაგრულებს სწორედ ახლა სჭირდებათ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 302 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 835 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 344 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 39 378 …

„დიპლომატიური გამბედაობა“, ანუ როგორ ესაუბრა ფაშინიანი პუტინს – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

აზერბაიჯანმა აღადგინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ კავკასიაში სრულიად ახალი პერსპექტივების ჩამოყალიბებას, მათ შორის, სომხეთისთვის. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ამ კონფლიქტის დამთავრებამ გაუხსნა გზა სომხეთს ევროპისკენ. ამით ძალიან კარგად სარგებლობს ფაშინიანი და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება ამ პოლიტიკური ლიდერის მიმართ. „ასე პუტინი ამყარებს სომხეთის გადაწყვეტილებას გეზი აიღოს ევროპისკენ“ – ინტერვიუ „რეალურად, …

ძალადობის მსხვერპლი ბავშვებიდან 76 ბავშვი, 5 წლამდე ასაკისაა

საქართველოში ბავშვებზე ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შემთხვევები ისევ მაღალია. მაგალითად, ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ოჯახში ძალადობის საფუძვლით 533 ბავშვი ცნეს დაზარალებულად. აქედან, 219 ბავშვი განაცალკევეს ბიოლოგიური ოჯახისგან. დაზარალებულად ცნობილი ბავშვებიდან 76 ბავშვი 5 წლამდე ასაკისაა, 188 ბავშვი 5-იდან 10 წლამდე, 191 ბავშვი 11-15 წლის და 78 ბავშვი, რომელზეც იძალადეს, 16-17 წლისაა.  როგორც სახალხო …

გრიგოლ ბესელია შს სამინისტროდან გაუშვეს

გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა დატოვა. იგი შს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. „ბათუმელებს“ ინფორმაცია, შსს-ს პრესცენტრში დაუდასტურეს. „გრიგოლ ბესელია შს სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის“, – გვითხრეს ამ უწყებაში. შსს-ს პრესცენტრში არ გვითხრეს, თავისი სურვილით დატოვა გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა, თუ გაათავისუფლეს. თანამდებობის დატოვების გარდა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურას გრიგოლ ბესელიასთან კითხვები აქვს კორუფციის საქმეზე. პროკურატურის პრესცენტრში …

Exit mobile version