ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის „კეთილმოწყობაც“ იგეგმება – ტენდერი 7 მილიონი ლარით

ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გზის საფარის შეცვლა და სხვადასხვა სამუშაოა დაგეგმილი. ამ და კიდევ რამდენიმე ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთის „კეთილმოწყობაზე“ ქალაქის მერიამ ტენდერი 7 მილიონ 178 ათას 902 ლარით უკვე გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, ჩატარდება შემდეგი სამუშაოები: „შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის [კობალაძის ქუჩიდან შარტავას ქუჩამდე], დავით ხახუტაიშვილის ქუჩის [ფიროსმანის ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე] და ინასარიძის …

ბათუმის მერია პარკინგის მშენებლობას გეგმავს, მაგრამ უცნობია, როდის იწყებს – პროექტის ბიუჯეტი 8 მილიონია

30 მარტს ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. ამ ცვლილების მიხედვით, ბიუჯეტი 22 მილიონი ლარით გაიზარდა. ნამატი თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებზე გადაანაწილეს. ერთ-ერთი ახალი პროექტი, რისთვისაც მერიამ ბიუჯეტში 500 000 ლარი გაითვალისწინა, ბათუმში პარკინგის მშენებლობას ითვალისწინებს. შეცვლილი ბიუჯეტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, პარკინგისთვის ადგილი  გოგებაშვილის ქუჩაზე, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეურჩევიათ. ბიუჯეტის …

რას ამბობს ქალთა ციხე მზია ამაღლობელზე და რას წერს უდოს კომისია ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე

მზია ამაღლობელის საქმე ე.წ. უდოს კომისიაზე განიხილეს და გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომ პატიმარი არ შეიძლება ვადაზე ადრე გათავისუფლდეს, რადგან ის „დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას“. მზია ამაღლობელი წელიწადი და სამი თვე უკანონო პატიმრობაშია. მას ორი წელი აქვს მისჯილი ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო. მოქმედი კანონმდებლობით, ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები შესაძლებელია პატიმრობიდან …

„ადმინისტრაციასთან დაახლოებული პატიმრები აგროვებენ ობშიაკს“ – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის ახალი ანგარიშის მიხედვით, ე.წ. ქურდულ სამყაროს ისევ აქვს გავლენა ციხეებში. ომბუდსმენს პატიმრებმა უთხრეს, რომ პრივილეგირებული პატიმრები „მაღალი კრიმინალური სტატუსის გამოყენებით“ ციხის ადმინისტრაციასთან არიან დაახლოებული. „ამ პრაქტიკის არსებობა – ადმინისტრაციასთან დაახლოებული, პრივილეგირებული პატიმრები, მაღალი კრიმინალური სტატუსის გამოყენებით, გავლენას ახდენენ სხვა პატიმრებზე, აგვარებენ კონფლიქტებს და, მათ შორის, იძულების გზით აგროვებენ ე.წ. ობშიაკს, – დაადასტურეს იმ …

„უფასოდ დავუმზადებთ ჟეტონებს შინაური ცხოველების მეპატრონეებს და მიმკედლებლებს“ – მოქალაქე

ბათუმელი ექიმი თამარ ნაკაშიძე ცხოველთა მოყვარულებს ძაღლების საყელოების გრავირებას უფასოდ სთავაზობს. მისი თქმით, გრავირებული საყელოები ცხოველებს დაიცავს იმისგან, რომ ისინი ვინმემ დაუკითხავად არ აიყვანოს ქუჩიდან და არ დატოვოს მიუსაფარ ადგილებში. „მთელი ოჯახი შეშფოთებული ვართ იმით, რაც ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ირგვლივ ხდება, რადგან მეც მყავს სახლში ორი ძაღლი. მე და ჩემი მეუღლე ექიმები ვართ, მაგრამ ბათუმში …

სურსათის სააგენტო ძაღლის საიდენტიფიკაციო საყურეს და დასაჭერ მარყუჟებს 481 00 ლარად ყიდულობს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძაღლის საიდენტიფიკაციო საყურეების [ბირკა/საჭდე] და საყურის დასამაგრებელი ხელსაწყოს – აპლიკატორის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სააგენტო 43 500 კომპლექტს საყურეს და 30 ცალ აპლიკატორს მაქსიმუმ 44 237 ლარად იყიდის. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 12 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს დასრულდება. ტენდერის პირობის მიხედვით: „საყურე ნიშანი უნდა შედგებოდეს ყვითელი ფერის, ერთი და იგივე …

1-კანდიდატიან არჩევნებში ცოტნე ანანიძემ გაიმარჯვა – ის „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა

დღეს, 2 აპრილს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნების“ წევრი ცოტნე ანანიძე აირჩიეს. ანანიძის გარდა სხვა კანდიდატურა არ ყოფილა წარდგენილი. ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ეს პოსტი 30 მარტს დატოვა. გაბაიძე ჯერჯერობით რჩება უმაღლესი საბჭოს რიგით წევრად, თუმცა როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ წევრის სტატუსიც დატოვოს. დავით გაბაიძე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, …

„ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“ – თიბისის მორიგი აღიარება

თიბისი კონცეპტს და WM-ს (დაგროვილი კაპიტალის მართვა) საერთაშორისო საფინანსო გამოცემა Euromoney-ს ოთხი ჯილდო გადაეცა, მათ შორისაა მთავარი ჯილდო ნომინაციაში  „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“. ბანკი ამ ჯილდოს მფლობელი რეგიონის მასშტაბით პირველად გახდა. თიბისის  პერსონალურმა საბანკო მომსახურებამ გამარჯვება მოიპოვა Euromoney-ის ჯილდოს კიდევ სამ კატეგორიაში: „საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“, „საქართველოში საუკეთესო პრემიალური საბანკო მომსახურება“ „საქართველოში საუკეთესო მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების მომსახურება“ Euromoney უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ფინანსური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე …

მითები და რეალობა აუტიზმის შესახებ – 2 აპრილი ცნობიერების ამაღლების დღეა

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. სპეციალისტების განმარტებით, აუტიზმი ნეიროგანვითარების თავისებურებაა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის სოციალურ კომუნიკაციაზე, ურთიერთობებსა და გარემოს აღქმაზე. აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე საუბრობს „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“. მათი განმარტებით, „აუტიზმი ყველა ადამიანში სხვადასხვანაირად ვლინდება. ზოგს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული ნიჭი მათემატიკაში ან ხელოვნებაში, ზოგს კი სჭირდებოდეს მხარდაჭერა ყოველდღიურ კომუნიკაციაში. თუმცა, ყველას …

წამება, არაადამიანური მოპყრობა – სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის სახელით გაგზავნილი მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის სახელით გაგზავნილი მესამე საჩივარი დაარეგისტრირა, რომელიც 2025 წლის 12 იანვარს განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას ეხება. საჩივარი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის 4 მარტს გაგზავნა და ევროპულმა სასამართლომ საქმე 1 კვირაში, 2026 წლის 11 მარტს, უკვე დაარეგისტრირა. ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ ორგანიზაციას 1 აპრილს ეცნობა. სტრასბურგის სასამართლოში საიას გასაჩივრებული აქვს მზია …

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება. ამავე დღეს იწყება საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციაც. ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებსა და მაგისტრატობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge 11 მაისის 18:00 საათამდე  შეეძლებათ. ცენტრის ინფორმაციით, აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების …

რუსეთმა სტუდენტების ფარული მობილიზაცია დაიწყო, მინიმუ 2 %-ს წაიყვანენ ომში – რუსული მედია

წლის დასაწყისში რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრი, ვალერი ფალკოვი ქვეყნის უდიდესი უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა. ამ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ სტუდენტური კონტინგენტის მინიმუმ 2%-მა თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტები უნდა გააფორმოს. ამის შესახებ რუსული დევნილი მედია – дождь-ი ავრცელებს ინფორმაციას Faridaily-ზე დაყრდნობით. дождь-ი წერს, რომ ინფორმაცია ტელეგრამარხმა თავის მხრივ იმ ნაცნობ რექტორებზე დაყრდნობით მოამზადა, ვინც მინისტრთან შეხვედრას …

რუსეთმა 1,3 მილიონი სამხედრო დაკარგა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 300 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 830 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 334 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 39 228 …

რა ხდება ბულვარში და ბულვარის გენგეგმაში – დიდი ფულის ძალა 2 ბიზნესის მაგალითზე

კაფე „არტ ბულვარი“ – იგივე „ჩაიხანა“ ფასადის ცვლილების ნაცვლად ექვემდებარება დემონტაჟს, როგორც ვიზუალით და ფუნქციით შეუსაბამო ობიექტი. მშენებარე რესტორანი „სან-რემო“ კი ბულვარის განაშენიანების გეგმაში აისახა, როგორც არსებული ობიექტი. გარდა ამისა, „ჰოლანდიური სახლი“ ექვემდებარება რეკონსტრუქციას, ნაცვლად ფასადის ცვლილებისა – გადაწყვიტა ბათუმის მერიამ და საკრებულოც დაეთანხმა. 30 მარტს ბათუმის მერიის მიერ დაინიცირებული ეს ცვლილებები საკრებულომ 2022 წელს …

ტოვებენ ხრიოკ ადგილას, რომელსაც „სიკვდილის გზას“ ვეძახით – რას ითხოვენ ცხოველთადამცველები

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს მიუსაფარი ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, კასტრაცია/სტერილიზაციას და ერთიან ბაზაში რეგისტრაციას. თუმცა, როგორც ცხოველთა უფლებადამცველები აცხადებენ, სააგენტო ქუჩიდან აყვანილ ძაღლებს ბუნებრივ არეალში აღარ აბრუნებს და ხშირად მიტოვებულ ადგილებში ტოვებს, რაც ცხოველების მიმართ არაჰუმანური მოპყრობაა. ფეისბუქშიც ამ თემაზე ძალიან ბევრმა ცხოველთა დამცველმა გამოაქვეყნა კრიტიკული …

სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ბავშვი არ ცნეს დაზარალებულად, არც საქმე გამოიძიეს – რას ჰყვება ადვოკატი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს 10 000 ევროს გადახდა დააკისრა, ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმის არაეფექტიანი გამოძიებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის მსხვერპლი უკვე 21 წლის გახდა, ის საქართველოს ჯერ დაზარალებულადაც კი არ უცნია. გამოძიება კი, ხუთის წლის შემდეგაც დაუსრულებელია. რა ნაწილში გამოიჩინეს ქართველმა სამართალდამცველებმა გულგრილობა საქმის მიმართ, რატომ არ იმუშავეს ეფექტურად და რა ნაწილში დაირღვა  ბავშვის …

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს

თიბისი კონცეპტი ქვეყანაში კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და უკვე, 15 წელია ჯაზფესტივალების მთავარი წარმდგენია. 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, თბილისი რიგით 29-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრსა და თათუზა ჯაზკლუბში ჩატარდება  და ტრადიციულად, მსოფლიო დონის ჯაზშემსრულებლებს გააერთიანებს. 30 აპრილი: ჯაზის მე-15 საერთაშორისო დღე – ლუკა თოფურია და მეგობრები | თათუზა ჯაზკლუბი *იუნესკოს მიერ დაწესებულ …

„სოცდაუცველთა ბაზაში 379 957 ბავშვია, აქედან 23 322 პირველად დარეგისტრირდა“ – სახალხო დამცველი

„2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც ეხება საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას. სახალხო დამცველის ცნობით, საანგარიშო წელს, საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობამ 278 639, ხოლო აღნიშული დახმარების პირველადად მიმღებთა მაჩვენებელმა 12 868 შეადგინა. საგულისხმოა, რომ …

მზია ამაღლობელის მიმართ ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი დაირღვა – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2025 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აღწერს, კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი (non bis in idem) დაირღვა მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში. „პოლიციელებმა მზია ამაღლობელი დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შესასვლელთან ფასადზე …

გასულ წელს 24 პატიმარი გარდაიცვალა პენიტენციურ დაწესებულებებსა და კლინიკებში – სახალხო დამცველი

„2025 წელს,პენიტენციურ დაწესებულებაში/სამოქალაქო სექტორის კლინიკებში გარდაიცვალა 24 პატიმარი, საიდანაც ორ შემთხვევაში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. ყველა ამ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია ერთი და იმავე მუხლით – სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში. 31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა. …

როგორი ამინდი იქნება აპრილის პირველ დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 16 – 21 გრადუსი …

„ბათუმში ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა ნახევარფაბრიკატებს“ – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს. „შპს ,,როგია“ (ბათუმი, მწვანე კონცხის ტერიტორია, სათნოების ქუჩა) ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ნახევარფაბრიკატებს. დარღვეული იყო ასევე მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი. კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. შპს „როგიას“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და …

დენი 5 თეთრით გაძვირდა – რამდენია გაზრდილი ტარიფები პირველი აპრილიდან

საქართველოში 2026 წლის პირველი აპრილიდან დენის ტარიფი მოსახლეობისთვის 5 თეთრით გაძვირდა. რაც შეეხება კომერციულ სექტორს, მათთვის დენის ტარიფი 4-6 თეთრით მოიმატებს. დენის ახალი ტარიფი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკ] 2026 წლის 30 მარტს დაადგინა. საქართველოში მოქმედებს საფეხურებრივი ტარიფი. აქედან გამომდინარე, თუ მაგალითად: საყოფაცხოვრებო მომხმარებელი [როგორც გამრიცხველიანებული, ასევე საერთო მრიცხველის მქონე] თვეში საშუალოდ 101 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 298 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 828 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 327 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 39 169 …

„ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს

ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს. ეს პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას „ოცნება“ უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობაშია, ცოტნე ანანიძის კანდიდატურას ახალ თანამდებობაზე ერთხმად დაამტკიცებენ. ცოტნე ანანიძე უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატია. …

„მაინც ვერ ვსწავლობთ ჭკუას“ – ინტერვიუ ისტორიკოსთან 31 მარტის რეფერენდუმზე

„ყველანაირად გონივრულად მოიქცნენ მაშინდელი ეროვნული ძალები,“ – ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენაც დემოკრატიული გზით მოხერხდა: „ჯერ ხალხს ეკითხები და მერე აცხადებ დამოუკიდებლობას სამართლებრივად.“ „31 მარტის რეფერენდუმის უზარმაზარი დატვირთვა ის იყო, რომ მაშინ არა მარტო ჩვენთან, სხვა რესპუბლიკებშიც გამოცხადდა დამოუკიდებლობის დეკლარაციები – შეიძლებოდა დეკლარაცია ხელისუფლებას გამოეცხადებინა თავისით, ჩვენთან კი, მაშინდელმა ეროვნულმა ძალებმა …

„4 შვილზე ცოტა ადრე უნდა ეფიქრა“ – როგორ აღიქვამენ დედას კალაძე და სხვები, როგორია დედა ქართულ მენტალიტეტში

„ოთხ შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა“ – თქვა კახა კალაძემ. „ჰქონდა არჩევანი, ეფიქრა თავის 4 შვილზე და არა ეპატაჟზე“- თქვა შალვა პუპუაშვილმა. „თავისმა ოთხმა შვილმა მოჰკითხოს დედამისს“ – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა. „თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და 4 შვილის დედაა“- თქვა თენგიზ შარმანაშვილმა. ასეთია „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარები ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე.  „შვილებმა მოჰკითხონ პასუხი“ …

„ოცნებას მოუწევს დათმობაზე წასვლა“ – რა გამოჩნდა რუბიოს და კობახიძის სატელეფონო საუბრით

„რუბიოს რეალურად რომ შეეთავაზებინა გადატვირთვა კობახიძისთვის, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნებოდა ნახსენები აბსოლუტურად კონკრეტული საკითხები. ეს საკითხები შეიძლება ყოფილიყო ანაკლიის პორტი, ეს შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული ირანთან, ან საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან, ბევრ სხვა თემასთან, რომელიც საერთოდ არ იყო ნახსენები. ეს სიმშრალე, როგორც ამერიკელების განცხადებაში, ასევე „ქართული ოცნების“ აშკარად პროპაგანდისტული განცხადება, პირდაპირ გვაძლევს ვარაუდის შესაძლებლობას, რომ …

რამ განაპირობა სტეიბლკოინების პოპულარობა

კრიპტოს ბაზარი გამოირჩევა თავისი მაღალი მერყეობით. თუ აქტიურად ადევნებ თვალს ციფრული აქტივების ფასებს, გეცოდინება, რომ ბიტკოინისა და ეთერიუმის ღირებულება ერთ დღეში შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ეს მახასიათებელი ტრეიდერებისთვის მოგებაზე გასვლის შესაძლებლობაა, თუმცა მათთვის, ვისაც დანაზოგის სტაბილურობა სურს, გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა სტეიბლკოინები (Stablecoins), რომელთა მართვისა და შენახვისთვის საერთაშორისო კრიპტო ბირჟა ბაიბიტი …

მაისში ჰარი სტაილსის კონცერტზე ამსტერდამში მიდიხარ? შეიძინე mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი

სულ ცოტახნის წინ გამოვიდა ჰარი სტაილსის ახალი ალბომი Kiss All the Time. Disco, Ocassionally, რომელსაც არტისტის რეპერტუარიდან მისი ექსპერიმენტული ჟღერადობა გამოარჩევს. ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებით, არტისტი მსოფლიო ტურნეზე მიდის და რამდენიმე დღით ამსტერდამშიც გამართავს კონცერტს. თუ მაისში ამსტერდამში ჰარი სტაილსის კონცერტზე დასასწრებად გამგზავრებას გეგმავთ, ბილეთებისა და სასტუმროს გარდა, სტაბილურ მობილურ ინტერნეტზე ზრუნვაც მნიშვნელოვანია. mobineX-ი გთავაზობთ ხელმისაწვდომ …

პირადი ცხოვრების მუქარით სექსუალური კავშირის იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით აიძულებდა დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით [პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება, ჩადენილი …

ოპოზიციის ალიანსი მობილიზაციის კამპანიას და 26 მაისს საპროტესტო აქციას აანონსებს

ოპოზიციის ალიანსი აცხადებს, რომ იწყებს ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, რომლის ფარგლებში შეკრებებს მოაწყობს ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში. კამპანიის ფინალი, ალიანსის განცხადებით, 26 მაისს გაიმართება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. „31 მარტს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. 35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ქართველი ხალხის ერთსულოვანი ნებით საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობა გადაწყდა. 35 …

ბზის მოჭრაზე ჯარიმა 500 ლარიდან იწყება – სამინისტრო კონტროლს ამკაცრებს

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კონტროლს ამკაცრებს. „ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ …

ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახთან დაკავშირებული კომპანია ტენდერებს იგებს – „გამჭვირვალობა“

ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიამ 2021-2025 წლებში 3 მილიონ 848 ათას 985 ლარის ჯამური ღირებულების 14 ტენდერი მოიგო. შპს „კომპასი ჯ.კ“-მ რამდენიმე ტენდერი მანამდეც მოიგო, ვიდრე გიორგი ლომთათიძე ბათუმის საკრებულოს წევრი გახდებოდა. 2019-2021 წლებში კომპანიამ მხოლოდ 762 432 ლარი მიიღო. ბოლო 7 წლის მანძილზე კი ტენდერიდან შპს „კომპასი ჯ.კ“-ს შემოსავალმა ჯამში 4 614 417 ლარი შეადგინა. …

„აქ თუ არ გაიხდი, გურჯაანში კაცებთან მოგიწევს გაშიშვლებაო“ – რა მოსთხოვა ქალს პოლიციამ

„პატარა, ოდნავ განათებული საკნისკენ მიმითითა დაგათვალიერებ და წავიდეთო. მეგონა ზედაპირულ დათვალიერებას გულისხმობდა, თუმცა სრულად გაშიშვლება ახსენა. ჩავეძიე – კი ყველაფერი უნდა გაიხადო, საცვალიცო,“- მოქალაქე მარიამ მელიქიშვილი აღწერს თუ როგორ მოექცა ქალი პოლიციელი, რომელსაც მისი იზოლატორში გადაყვანა უნდა უზრუნველეყო.  მარიამ მელიქიშვილი ტროტუარზე დგომის გამო 27 მარტს, 2-დღიან პატიმრობაში გაუშვეს. იმ დღეს, ტროტუარზე დგომის გამო, პატიმრობა სხვა …

Exit mobile version