დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში პრესის დამოუკიდებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარე სახელმწიფოების, დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის ერთობლივ მოსაზრებას აქვეყნებს, რომელსაც, ასევე, 14 ევროპული ქვეყანა უჭერს მხარს. მოსაზრება ეხმიანება მედიის თავისუფლების მსოფლიო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 3 მაისს აღინიშნება და მზია ამაღლობელის საქმეს. მოსაზრებაში ნათქვამია, რომ „მედიის თავისუფლების კოალიცია“ კვლავ აყენებს მისი გათავისუფლების საკითხს. „მზია …
Category Archives: სიახლეები
რატომ იღუპებიან დელფნები შავ ზღვაში – სპეციალისტის განმარტება
„ბოლო პერიოდში დელფინების დაღუპვის მიზეზებში დაგვემატა მეხუთე ფაქტორი. …თევზჭერა იყო, დაბინძურება, ვირუსული დაავადებები და ნავიგაცია იყო – ეს ოთხი არის მსოფლიოში აღიარებული ფაქტორი შავ ზღვაში, რაც ზღვაში ძუძუმწოვრების დაღუპვას იწვევს. დაგვემატა მეხუთე – ეს არის ომი – საომარი მოქმედებები, რაც მიმდინარეობს შავ ზღვაში აქტიურად, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში. იქ მუშაობენ ზედაპირული და წყალქვეშა დრონები, გემების ჩაძირვები …
Continue reading “რატომ იღუპებიან დელფნები შავ ზღვაში – სპეციალისტის განმარტება”
„განხილვა გადავდოთ 2 თვით“ – ვოლსკი ადამიანის უფლებების შესახებ ომბუდსმენის ანგარიშზე
დღეს 4 მაისს, საქართველოს პარლამენტში, სახალხო დამცველის ანგარიში შევიდა, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ბიუროს სხდომაზე, „ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საკითხის გადადების შესახებ დააყენა მოთხოვნა, რასაც ბიუროს სხდომაში მონაწილე სხვა პირებმაც მხარი დაუჭირეს. „განხილვის ვადა გადავდოთ 2 თვით“, – განაცხადა ვოლსკიმ. სახალხო დამცველის ანგარიში მოიცავს 2025 წლის პერიოდს, სადაც ასევე საუბარია 2024 წელს საპროტესტო …
„რძის არალეგალურ საწარმოში გამოვლინდა ჰიგიენური ნორმების დარღვევა“ – სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რძის პროდუქტების არალეგალური წარმოების კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინეს, ამჯერად – ხობში. კერძოდ, სააგენტომ არაგეგმურად შეამოწმა შპს „ფერმა ბოჩი“, რომელიც, სააგენტოსავე ცნობით, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში მდებარეობს. „ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რძის პროდუქტებს აწარმოებდა. ობიექტზე გამოვლინდა ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა. ბიზნესოპერატორი …
Continue reading “„რძის არალეგალურ საწარმოში გამოვლინდა ჰიგიენური ნორმების დარღვევა“ – სააგენტო”
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში 41 ათასზე მეტი პირია რეგისტრირებული
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 41 042 ფიზიკური პირია რეგისტრირებული, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 64 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 40 978 განაცხადი. ბოლო ხუთ თვეში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია 4 927-ით არის გაზრდილი. 2026 წლის დეკემბრის მონაცემებით აღნიშნულ სიაში 36 115 პირი იყო რეგისტრირებული. …
Continue reading “აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში 41 ათასზე მეტი პირია რეგისტრირებული”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 335 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 120. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 914 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 24 507 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 41 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 მაისი”
ზელენსკი ერევანში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის შემდეგ დღეს, 3 მაისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა. ამის შესახებ ზელენსკიმ თავად გამოაქვეყნა: „ჩავედი ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. წინ ბევრი შეხვედრა გველის. მთავარია, მეტი უსაფრთხოება და კოორდინაცია ყველა ჩვენგანისთვის. დიდება უკრაინას!“ – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. როგორც სომხური მედია წერს, მას ზვარტნოცის აეროპორტში პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი დახვდა. ხვალ, …
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მაისის 21 საათიდან 4 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 10 – …
4 მაისს ბათუმში დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება
ხვალ, 4 მაისს, 17:00 საათზე, ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ, დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. აქციის მთავარი მოთხოვნაა, დააფინანსოს სახელმწიფომ ძვირადღირებული მედიკამენტი, რომელიც იშვიათი გენეტიკური დაავადების, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენადაა აუცილებელი. “სიცოცხლის უფლება ჩვენი კონსტიტუციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ხელშეუხებელი უფლებაა, რომელსაც იცავს კანონი! მოდი დიუშენის დიაგნოზის მქონე …
Continue reading “4 მაისს ბათუმში დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება”
როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია ჟურნალისტების წინააღმდეგ – მითების დეტექტორის კვლება
მედიის განვითარების ფონდმა და მითების დეტექტორმა მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ 2025 წელსა და 2026 წლის 4 თვეში გავრცელებული დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიების ძირითადი ტენდენციების შესახებ გამოაქვეყნა კვლევა. კვლევის მიხედვით, „მითების დეტექტორმა“ 2025- 2026 წელს (აპრილის ჩათვლით) მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის 42 შემთხვევა გამოავლინა. აქედან ყველაზე გავრცელებული (26 შემთხვევა) ვიზუალური მანიპულაცია …
“გამოძიების შედეგად დადგინდება, იყო თუ არა ავარია მძღოლის ბრალი” – საგანგებო სიტუაციების სამსახური
2 მაისს ბათუმში სასწრაფო დახმარების ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა. ორივე გადარჩა. ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგრატიონისა და გუდიაშვილის ქუჩების კუთხეში მოხდა. დღეს, 3 მაისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის …
306 ინციდენტი ერთ წელში – მედიის უფლებების დარღვევა საქართველოში
ბოლო 1 წლის განმავლობაში, 2025 წლის მაისიდან 2026 წლის მაისამდე, საქართველოში, ჟურნალისტების, მედიასაშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ 306 ინცინდენტი მოხდა. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევების შესახებ მონაცემები „მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა – CMIS“ აღრიცხა. „საქართველოში მედიაგარემო კრიტიკულ მდგომარეობაშია,“- წერს CMIS და განმარტავს, რომ მათ მიერ აღრიცხული მედიაზე თავდასხმებისას, „ზოგ …
Continue reading “306 ინციდენტი ერთ წელში – მედიის უფლებების დარღვევა საქართველოში”
მედიაგარემო უარესდება, ჟურნალისტებისთვის ქვეყანა უსაფრთხო აღარ არის – საია
„საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას. მედია ფუნქციონირებს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის რეალობაში, რომელიც ხასიათდება სამოქალაქო სივრცის სისტემური შევიწროებით, მედიის საქმიანობის შემზღუდავი საკანონმდებლო გარემოს დამკვიდრებით და ჟურნალისტებისთვის მტრული პირობების ფორმირებით,“ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრესის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებს. 3 მაისს მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს აღნიშნავს. „ამ დღის …
Continue reading “მედიაგარემო უარესდება, ჟურნალისტებისთვის ქვეყანა უსაფრთხო აღარ არის – საია”
დიუშენის მარში – დღეს თბილისში ბავშვებისთვის საჭირო წამლების მოთხოვნით აქცია გაიმართება
დღეს, 3 მაისს, თბილისში, 18:00 საათზე „დიუშენის მარში“ გაიმართება. აქციის მთავარი მოთხოვნაა, დააფინანსოს სახელმწიფომ ძვირადღირებული მედიკამენტი, რომელიც იშვიათი გენეტიკური დაავადების, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენადაა აუცილებელი. „დიუშენის მარში“ რუსთაველის მეტროდან დაიწყება და აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციამდე მივლენ. „ჩვენ გამოვდივართ ქუჩაში, რათა დავიცვათ ბავშვების სიცოცხლის უფლება. ყოველი ნაბიჯი – ეს არის ხმა მათი …
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ქვეითებს დაეჯახა
2 მაისის საღამოს, ბათუმში, ბაგრატიონისა და გუდიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, სასწრაფო დახმარების მანქანა ქვეითად მოსიარულე ორ ადამიანს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა ქვეითად მოსიარულე ორი ადამიანი. “ბათუმელების” ინფორმაციით, დაშავებულები კონტაქტურები იყვნენ და ისე გადაიყვანეს კლინიკაში. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 334 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 080. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 908 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 503 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 41 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 მაისი”
„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ – თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში იმართება
დღეს, 2 მაისს, თბილისში დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი მარში გაიმართა. „თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები. მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია. ის უკვე 14 თვეა უკანონო პატიმრობაშია. 2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა უკვე …
ქობულეთის ცენტრში ისტორიული შენობა 1.1 მილიონად გაყიდეს უპირობო აუქციონზე
აჭარის მთავრობამ ქობულეთში, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ცენტრის მიმდებარედ ისტორიული შენობა და მიწის ნაკვეთი, 892 კვ.მეტრი უპირობო ელექტრონული აუქციონით გაყიდა. ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, ვაჭრობა სამ დაინტერესებულ პირს შორის გაიმართა და შენობა მაღალი კონკურენციის პირობებში 1 მილიონ 195 000 ლარად, 41-ე ბიჯით გაიყიდა, ქონების საწყისი ფასი 920 000 ლარი იყო, ბიჯი 25 000 ლარი. აუქციონი …
Continue reading “ქობულეთის ცენტრში ისტორიული შენობა 1.1 მილიონად გაყიდეს უპირობო აუქციონზე”
რა უთხრეს აჭარის სოფლებში „თავისუფლების მოედანს“ – ინტერვიუ ლევან ცუცქირიძესთან
პოლიტიკურმა პარტიამ, „თავისუფლების მოედანმა“ აჭარის სოფლებში იმოგზაურა. პოლიტიკოსები შეხვდნენ, გაესაუბრნენ ადამიანებს, შეაგროვეს ამბები და დაასკვნეს, რომ „ცვლილება რეალურად ყველას უნდა და ამომრჩეველი სოფელში პოლიტიკოსს მხოლოდ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე არ ელოდება. საჭიროა მეტი კომუნიკაცია რეალური ნდობის მოსაპოვებლად“. „თავისუფლების მოედანი“ კამპანიის ფარგლებში – „საქართველოს გულისთვის“, რეგიონებში მოგზაურობს. შემდეგი გაჩერება კახეთი და კახეთის სოფლები იქნება, მანამდე კი …
Continue reading “რა უთხრეს აჭარის სოფლებში „თავისუფლების მოედანს“ – ინტერვიუ ლევან ცუცქირიძესთან”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 332 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 906 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 500 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 41 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 მაისი”
„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“ – ინტერვიუ
„დღეს ეს 44 900 000 ლარი ეკუთვნით დიუშენით დაავადებულ ბავშვებს. სწავლის ხარისხს და მოსწავლის ქცევას ფორმა ვერ გამოასწორებს“- ამბობს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია. როგორ უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტიდან 44 მლნ ლარი ეფექტურად ქვეყანაში, სადაც ბავშვების მშობლები წამლის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავენ, ბავშვების ნაწილს საკმარისი საკვები არ აქვს, მმართველი პარტია კი სასკოლო ფორმების შემოღებას მიიჩნევს განათლების სისტემის …
რა მოხდებოდა ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში რომ დარჩენილიყო და რა ელის საქართველოს – ინტერვიუ
„შეიძლება, რომ ქვეყანასთან გავავლოთ ანალოგია: ხვიჩა კვარაცხელიას რა ბედიც ელოდა რუსეთში დარჩენის შემთხვევაში, დაახლოებით იგივე საფრთხის წინაშე საქართველოც, ალეგორიულად რომ შევადაროთ. რუსეთი არის ადგილი, სადაც შენი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება არ გაგაჩნია, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო, როგორი კარგიც არ უნდა იყო. რუსეთში ყოფნა ნიშნავს, ჩაკეტილ სისტემაში ყოფნას, საიდანაც თავს ვერ აღწევ და ხარ გაყინული …
ჯარიმები, გადასახადები, კაზინო – რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი
2026 წლის ბიუჯეტის შესრულების ორი კვარტლის შედეგების შეჯამებამდე ჯერ ადრეა, თუმცა ფინანსისტებს აქვთ მოლოდინი, რომ შემოსულობების „სხვა შემოსავლების“ ნაწილი ისევ გაიზრდება და ეს ძირითადად ისევ ჯარიმების „დამსახურება“ იქნება. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფომ „სხვა შემოსავლები“ მნიშვნელოვნად სწორედ ჯარიმებით გაზარდა. მათ შორის დიდი შენატანი დაფიქსირდა საგზაო წესის დარღვევით გამოწვეული და ადმინისტრაციული …
Continue reading “ჯარიმები, გადასახადები, კაზინო – რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი”
რას ითხოვდნენ დღეს ბათუმში აქციაზე – „ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბინა ბრძოლით მოიპოვება“
დღეს, პირველ მაისს, ბათუმში, სხვადასხვა სოციალური ჯგუფი გაერთიანდა და საპროტესტო აქცია გამართა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ უსახლკარო ოჯახები, რომლებმაც მოითხოვეს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ყველა ოჯახის ბინით უზრუნველყოფა; იპოთეკით და საბანკო დავალიანებით დაზარალებულები; ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულები; დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულები და მოქალაქეები, რომლებიც ქობულეთში, წინაპრების საკუთრებაში არსებული მიწების აღიარებას ითხოვენ. აქციაზე ყველა ჯგუფს თავისი გზავნილი ჰქონდა. აქციის მონაწილეებმა …
ყველაფერი შეიძლება მივიდეს სოციალურ აფეთქებამდე – ტაქსის მძღოლების პროტესტი ბათუმში
დღეს, პირველ მაისს, ბათუმში ტაქსის მძღოლებმა მეოთხედ გამართეს საპროტესტო აქცია. მძღოლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ და დამსაქმებელ კომპანიებს სთხოვენ, გადახედონ ტაქსის გამოძახების ტარიფებს. ტაქსის მძღოლების თქმით, შრომითი პირობების მხრივ, უკიდურესი მდგომარეობა აქვთ. „მე პირადად ვარ „იანდექსის“ მძღოლი, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რომელ კომპანიაში ხარ დასაქმებული, ფაქტობრივად პირობები ყველგან არის ერთნაირი. ძალიან დამაზიანებელია ჩვენთვისაც და ჩვენი …
უკრაინული დრონები რუსეთში, ტუაფსეს საზღვაო ტერმინალს მეოთხედ დაესხნენ თავს
პირველ მაისს რუსეთში, ტუაფსეს საზღვაო ტერმინალში უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად კვლავ ხანძარი გაჩნდა. რუსული მხარის ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ხოლო ხანძრის ჩასაქრობად ასზე მეტი ადამიანი და 41 სპეცტექნიკაა მობილიზებული. ბოლო დღეებში ეს უკრაინის მეოთხე თავდასხმაა ტუაფსეს ნავთობის ინფრასტრუქტურაზე. რუსეთის ამ ქალაქში ნავთობტერმინალი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა განთავსებული, უკრაინული დრონების სამიზნე სწორედ ეს ინფრასტრუქტურაა. უკრაინულმა დრონებმა …
Continue reading “უკრაინული დრონები რუსეთში, ტუაფსეს საზღვაო ტერმინალს მეოთხედ დაესხნენ თავს”
„სავარაუდოდ, გზა ჩაიწია“ – რატომ ჩაიკეტა ხაჯალია-სუფსის ავტობანი ცალმხრივად
სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ხაჯალია-სუფსის მონაკვეთი ცალმხრივადაა ჩაკეტილი. ავტოტრანსპორტი ხაჯალიიდან სუფსა-გრიგოლეთის მიმართულებით პარალელური, ასე ვთქვათ, ძველი გზით მოძრაობს. გრიგოლეთიდან ხაჯალიას მიმართულებით კი ავტობანზე ტრანსპორტი ჩვეულებრივად გადაადგილდება. გზაზე შეზღუდვა 2026 წლის 23 აპრილს დაწესდა და გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე წლის 14 ივნისამდე გაგრძელდება. „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, რომ ერთ-ერთ სახიდე გადასასვლელზე, სავარაუდოდ, გზა ჩაიწია და ეს მონაკვეთი დემონტაჟს და …
Continue reading “„სავარაუდოდ, გზა ჩაიწია“ – რატომ ჩაიკეტა ხაჯალია-სუფსის ავტობანი ცალმხრივად”
ბათუმში „შაჰ ქათამს“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში ხორცის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო შპს ,,შაჰ ქათამი“ გამოავლინეს. საწარმო აეროპორტის გზატკეცილზე მდებარეობს. „სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ასევე, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც. გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი“ – წერს სააგენტო.
დღეიდან ჯარიმები იზრდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის
დღეს, პირველ მაისს, საქართველოში ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები საგზაო მოძრაობის წესების შესახებ. შსს-ს ცნობით, გაიზარდა ჯარიმები ცალკეულ სამართალდარღვევებზე. კერძოდ: 100 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით; 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის; 50 …
Continue reading “დღეიდან ჯარიმები იზრდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი მაისის 21 საათიდან 2 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 10 – …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
გდდ-ს ყოფილი უფროსი გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოდ-ის უფროსად დანიშნა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად რომან ქარცივაძე დაინიშნა. ახალი უფროსი პირად შემადგენლობას სუს-ის ასევე ახალდანიშნულმა უფროსმა გეკა გელაძემ წარუდგინა. გეკა გელაძემ ამ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე შეცვალა, რომელსაც ახალი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეუქმნეს. სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი რომან ქარცივაძე მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი იყო. …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 1-ელ მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 331 710 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 420. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 903 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 496 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 41 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 მაისი”
დუდამ გაიხსენა, თუ როგორ აატირა ზელენსკიმ
პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში იმყოფებოდა 2022 წლის 23 თებერვალს და მან კიევი რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. ანდჟეი დუდა ამბობს, რომ მაშინ ცრემლებამდე შეძრა უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამბედაობამ, როდესაც მან უარი თქვა კიევის დატოვებაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღეებში. დუდამ ამის შესახებ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ისაუბრა. „არასდროს დამავიწყდება, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მითხრა 23 თებერვალს, რუსეთის …
Continue reading “დუდამ გაიხსენა, თუ როგორ აატირა ზელენსკიმ”
კაცების საპენსიო ასაკის შემცირებაზე რა თქვა საკონსტიტუციომ – ახალი გადაწყვეტილება
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქე ბუდუ შეყილაძის სარჩელი, რომელიც მიიჩნევს, რომ საპენსიო ასაკის დადგენის არსებული წესი დისკრიმინაციულია: კაცები პენსიაში 65-ე წლიდან გადიან, ქალები 60 წლის ასაკიდან. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 30 აპრილის, მიიღო მეორე კოლეგიამ, მოსამართლეებმა – მანანა კობახიძემ, გიორგი მოდებაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს, თუმცა ის …
Continue reading “კაცების საპენსიო ასაკის შემცირებაზე რა თქვა საკონსტიტუციომ – ახალი გადაწყვეტილება”
სანქცირებულ „იმედს“ კომკომში ისევ უჩივლეს
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედს“ კომუნიკაციის კომისიაში „საქართველოს მომავლის აკადემია“ კიდევ ერთხელ უჩივის. „იმედის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მომავლის აკადემიამ 29 აპრილს მიმართა და მოითხოვა ტელეკომპანიისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის გამო. „საჩივარი ეხება 20 აპრილს საინფორმაციო გადაცემა ქრონიკაში გაშვებულ სიუჟეტებს, რომელიც შეეხებოდა ერთ-ერთი ჩეხური ორგანიზაციის წარმომადგენლის ტრენინგების ჩატარებას ქართული ორგანიზაციებისთვის …
Continue reading “სანქცირებულ „იმედს“ კომკომში ისევ უჩივლეს”
„პირველ მაისს ვთიშავთ აპლიკაციას“ – ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია
პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ტაქსის მძღოლები მათი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით მსვლელობას გეგმავენ. „მძიმე სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გამო საქართველოს დიდ ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში, ტაქსის მძღოლები პროტესტის ნიშნად დილის 09:00 საათიდან აპლიკაციას გათიშავენ, ხოლო შემდგომ მსვლელობას მოაწყობენ საქართველოს დიდ ქალაქებში. მსვლელობა დაიწყება 15:00 საათიდან. ამავე დროს, 12:00 საათზე თბილისში შეიკრიბებიან კურიერებიც, …
Continue reading “„პირველ მაისს ვთიშავთ აპლიკაციას“ – ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია”