„ბინის რემონტის დაპირებით 120 ათასი ლარი მიისაკუთრა“ – შსს-მ 1 პირი დააკავა

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია დღეს, 12 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „ბრალდებულმა სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის მოქალაქეების მიერ სხვადსხვა დროს გადახდილი 120 000 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულ პირს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 მაისის 21 საათიდან 13 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 10 – …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 343 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 926 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 553 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 41 935 …

რატომ მივიდნენ კვადროციკლების მფლობელები აჭარის მთავრობის წინ პროევროპულ აქციაზე

ბათუმში კვადროციკლების მფლობელები, რომლებიც ამ დრომდე ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მუშაობდნენ და ტექნიკას აქირავებდნენ, დღეს, 11 მაისს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ. მათი თქმით, უკვე 2 თვეა, რაც ბულვარის ადმინისტრაცია მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევს. „ვუერთდებით ბათუმის პროევროპულ აქციას, არამგონია, რომ უსამართლობა ვინმესთვის მისაღები იყოს“ – განაცხადა „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მეორე …

12 მაისიდან ყაზბეგის ქუჩაზე ტრანსპორტით მოძრაობა იზღუდება – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მაისიდან 25 მაისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე. „შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან, რომლის ფარგლებშიც ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლება უკვე დასრულდა 8 ქუჩასა და მონაკვეთზე, ხოლო დაგეგმილია 11-ზე. სამუშაოები, ასევე, სანიაღვრე სისტემის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს“ – წერს მერია. ასევე, 5 მაისიდან 21 მაისამდე …

„სასამართლოს ცოცხლად დამარხვის რიტუალი“ – რეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

დღეს, 11 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ისევ განიხილეს მზია ამაღლობელის საქმე. ამჯერად საქმე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების დადგენას ეხებოდა. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია. ის 16 თვე უკანონო პატიმრობაშია. 2025 წლის 16 დეკემბერს მზია ამაღლობელს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. მზია ამაღლობელის საჩივრების განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ. …

სასკოლო კვების დანერგვის მოთხოვნით „ხმა“ ხელმოწერებს აგროვებს

მოძრაობა „ხმა“  სკოლებში უფასო კვების მოთხოვნით მოქალაქეების ხელმოწერებს აგროვებს. დღეს, 11 მაისს, მოძრაობის წევრებმა მეტრო „რუსთაველიდან” დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება. სულ 25 000 მოქალაქის ხმა უნდა შეგროვდეს იმისთვის, რომ პარლამენტმა საკითხის განხილვა დაიწყოს. უფასო კვების მოთხოვნით, კანონპროექტი დაახლოებით ერთი კვირის წინ შეიტანა „ხმამ“ პარლამენტში. „ბათუმელები“ კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, ვახტანგ ნაცვლიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, მოძრაობა „ხმა“ პირველი …

ვინ არის ახალი პატრიარქი, შიო მუჯირი

11 მაისს  სინოდმა 22 ხმით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქად შიო მუჯირი აირჩია. აქამდე იგი კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე იყო. ახალი პატრიარქი 57 წლისაა. შიო მუჯირი (ერისკაცობაში – ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი) 1969 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში დაიბადა, ბერად აღიკვეცა 1993 წლის 5 იანვარს, დიაკვნად აკურთხეს 1995 წლის 19 აგვისტოს, ხოლო მღვდლად – 1996 წლის 6 მაისს. …

სინოდმა 22 ხმით აირჩია ახალი პატრიარქი

დღეს, 11 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია შიო მუჯირი. შიო მუჯირი 9 წლის განმავლობაში იყო აწ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია II-ის მოსაყდრე, დღეიდან კი თავად მიიღებს ტიტულს – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. პატრიარქობის კანდიდატები იყვნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის …

იაპონელ მოგზაურს ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს

ქობულეთში იაპონელ მოგზაურს მოჰპარეს ველოსიპედი, რომლითაც იგი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა. „მოხდა ის, რის ყველაზე მეტად მეშინოდა – ველოსიპედი მომპარეს,“ – ამბობს ფეისბუქგვერდზე 11 მაისს გავრცელებულ ვიდეოში იაპონელი მოგზაური ნაოია ტაბიბიტო, – „დილით რომ გავიღვიძე, ველოსიპედი, რომელიც კარვის გვერდით მეგულებოდა, აღარ დამხვდა. საბედნიეროდ, ძვირფასი ნივთები [პასპორტი, ფული და ა.შ.] წინა დღეს გაცნობილი ადამიანის სახლში მქონდა დატოვებული, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 342 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 924 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 551 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 41 863 ერთეული …

963 ათასი ლარი საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს შენობის რემონტისთვის

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს შენობის ფასადის რეკონსტრუქციას და რემონტს გეგმავს, რისთვისაც 963 ათას 600 ლარით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამსართულიანი შენობა ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის 25 ნომერში მდებარეობს და მასში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად, ერთ-ერთ ფლიგელში ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურიცაა განთავსებული. შენობაზე სამუშაოები იმ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად უნდა ჩატარდეს, რომელიც თან …

პირველად თბილისში, იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება

11-15 მაისს თბილისში პირველი იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში თბილისში ჩამოვა ათამდე ესპანურენოვანი მწერალი ესპანეთიდან, მექსიკიდან, პერუდან, ვენესუელადან, კუბიდან და აშშ-დან. ეს მწერლები არიან: დავიდ ტოსკანა (მექსიკა), ხუან კარლოს მენდეს გედესი (ვენესუელა), ნიკოლას მელინი (ესპანეთი), აურელიო მახორი (მექსიკა), როდოლფო ჰასლერი (კუბა),  ვალერი მაილსი ( აშშ/ესპანეთი), ფერნანდო ვარა დე რეი (ესპანეთი), ხორხე ედუარდო ბენავიდესი (პერუ), …

ბათუმის საქალაქო სასამართლო მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერებას განიხილავს

ორშაბათს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება მზია ამაღლობელის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი. ამჯერად მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების საკითხს განიხილავს. სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს. აღნიშნული საჩივრის განსახილველად მიღებაზე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ერთხელ უკვე თქვა უარი იმ  მოტივით, რომ მზია …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 მაისის 21 საათიდან 11 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი …

ბათუმში „ოცნების“ მთავრობამ ეროვნულ ბანკს ქონება გაუცვალა

„ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 113 964 ლარად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბათუმში მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე 395 კვადრატული მეტრი ფართობი და 4 კონდიციონერი გადაეცა. სანაცვლოდ, ეროვნულმა ბანკმა მის საკუთრებაში არსებული ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე [„იუსტიციის სახლში“] მდებარე 209 კვადრატული მეტრი ფართობი სახელმწიფოს უსასყიდლოდ უნდა დაუთმოს. მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაში, რომელიც ეროვნულ ბანკს …

ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ბათუმში რუსეთის მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. „სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 341 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 920 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 24 544 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 41 787 ერთეული …

შსს საზაფხულო ნიღბებს ყიდულობს

2024 წლის ნოემბრის აქციების დროს ძალადობაში მონაწილე ხუთი სამართალდამცავი მხოლოდ ახლა, 2026 წლის 7-9 მაისს დააკავეს. „ოცნების“ ხელისუფლება აქამდე ამბობდა, რომ მოძალადე ძალოვანების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. ამჯერად კი, კობახიძე აცხადებს: „უფრო ღრმად ჩავიხედეთ ყველაფერში და, საბოლოო ჯამში, მოხერხდა ბრალის გამოკვეთა.“ ამ თემაზე: „ჩვენთვის ტვირთი იყო, რომ სამართალდამცავებიდან არავინ იყო დაკავებული – კობახიძე ბოლო წლებში საპროტესტო აქციების …

2,7 მილიონ ლარად სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ოფისს იშენებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ოფისის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 2,7 მილიონი ლარით გამოაცხადა. პროექტის მიხედვით შენობა სამსართულიანი იქნება. მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი ოფისი უნდა ააშენონ 1 110 კვადრატული მეტრია. ეს ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო, თუმცა, 2021 წელს ის საკუთრებაში სახელმწიფოს, სურსათის სააგენტოს კი – სარგებლობაში გადაეცა. ნაკვეთის მისამართია ბაგრატიონის ქუჩა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 340 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 920 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 541 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 41 712 …

ზელენსკიმ კრემლს 9 მაისს აღლუმის ჩატარების „ნებართვა“ მისცა

უკრაინამ ოფიციალურად მისცა რუსეთს „ნებართვა“, ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში 9 მაისს აღლუმი ჩაატაროს მოსკოვში. ბრძანებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა. „მრავალრიცხოვანი თხოვნის გათვალისწინებით, ჰუმანიტარული მიზნით, რომელიც გაიწერა ამერიკულ მხარესთან 2026 წლის 8 მაისს გამართული მოლაპარაკებებისას, ვადგენ: მიეცეს ნებართვა 2026 წლის 9 მაისს ქალაქ მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) აღლუმის ჩატარებას. აღლუმის მიმდინარეობისას (2026 წლის 9 მაისის კიევის …

რატომ დაიკეტა „სანაპირო“ ბათუმში

საკურორტო სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ბათუმში, გოგებაშვილის #9-ში, ძველი ნავსადგურის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაფე-რესტორანი „სანაპირო“ დაკეტილია, შენობის შესასვლელი კი თუნუქის ღობით არის დაცული. ერთი შეხედვით რჩება შთაბეჭდილება, რომ შენობა რემონტისთვის მოამზადეს, თუმცა სამუშაოები არ დაუწყიათ. ადგილზე არ არის საინფორმაციო დაფა, დაზიანებული და მოუწესრიგებელია მიმდებარე ინფრასტრუქტურაც. „სანაპირო“ შპს „გამა +“- ის საკუთრებაა. კომპანიას ეკუთვნის …

„ივანიშვილი არის შიშებში“ – თინა ხიდაშელი „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ახალ სვლაზე

„ივანიშვილი, რა თქმა უნდა, არის შიშებში. ვფიქრობ, ბრიტანეთის მიერ „იმედის“ დასანქცირებამ ეს შიშები გააძლიერა… ტრანზაქციული საგარეო პოლიტიკა – ზუსტად აქ აქვს მთავარი პრობლემა „ქართულ ოცნებას“. ეს რაღაც სამ ცხენზე ერთდროულად ჯდომა – ჩინურ ცხენზე, რუსულ ცხენზე, ირანულ ცხენზე – მერე ამერიკელებთან საუბარი და ვაჭრობა, თან მუდმივად შანტაჟის ენით,“ – თავდაცვის ყოფილი მინისტრს, თინა ხიდაშელს ბიძინა …

ევროკავშირთან თუ საჭირო იქნება უკრაინის დახმარება, ჩვენ ვიქნებით დაინტერესებული – პოდოლიაკი

„რა თქმა უნდა, ბატონი ზელენსკი დაინტერესებული იქნება, თუ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები განვითარდება და ეს ურთიერთობა დაფუძნებული იქნება სანდოობაზე“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში. ინტერვიუში, რომელიც დღეს, 8 მაისს გამოქვეყნდა, პოდოლიაკმა ისაუბრა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე ან მესამე ქვეყანაში გამგზავრებაზე სამკურნალოდ. „ჩვენ გვესმის, რა რეალობა …

„ოცნებამ“ 175 მილიონი ლარის ავტომანქანები იყიდა – წელს 36 მილიონზე მეტს დახარჯავს

„ბათუმელებმა“ სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე შეისწავლა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მსუბუქი მანქანების შესყიდვები. აღმოჩნდა, რომ 2013 წლის იანვრიდან 2025 წლის ჩათვლით პერიოდში ბიუჯეტის ფულით სულ ცოტა 175 მილიონ 292 ათასი ლარის მსუბუქი ავტომანქანაა შეძენილი. ჩვენს მიერ გადამოწმებული ელექტრონული შესყიდვებით შეძენილ ავტომანქანებში შედის ახალი ფურგონიანი მსუბუქი ავტომანქანები, სედანები, ჯიპები, პიკაპები, პოლიციის მანქანები, ასევე მინივენები და მეორადი მსუბუქი ავტომანქანებიც. …

„ეს იყო ტიტუშკების ქცევა“ – ხელვაჩაურში ჟურნალისტების ხელშეშლაზე გამოძიება არ დაიწყო

„ეთიკურ, სამართლებრივ და ყველანაირ ჩარჩოს გასცდნენ საჯარო მოხელეები, მათი ქმედება შეიძლება ჩვეულებრივად დავაკვალიფიციროთ, როგორც „ტიტუშკების“ ქმედება, რომელიც იყო წახალისებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. ადმინისტრაციული ორგანო უნდა იყოს მიუკერძოებელი, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში, ხელვაჩაურის მერიისგან განსხვავებულ განცხადებას ნამდვილად არ ველოდი,“ – ამბობს ჟურნალისტი მალხაზ ჭკადუა. მას ხელვაჩაურში 7 მაისს მომხდარ შემთხვევაზე ვესაუბრეთ – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე …

კრემლმა 9 მაისის აღლუმზე უცხოურ მედიას აკრედიტაცია გაუუქმა – Der Spiegel

გერმანული გამოცემა იუწყება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ Der Spiegel-ს და სხვა უცხოური მედიასაშუალებების ჟურნალისტებს გაუუქმა მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დასწრების მიწვევა. Spiegel-ის ცნობით, ARD-ს, ZDF-ს, Sky-ს, საინფორმაციო სააგენტო AFP-ს, იტალიურ ტელეკომპანია Rai-ს და იაპონურ მაუწყებელ NHK-ს აკრედიტაციის გაცემაზე უარი უთხრეს. „არსებული სიტუაციის გამო აღლუმის გაშუქების ფორმატი შეიცვალა. შესაბამისად, არ დაიშვება უცხოური მედია, რომლებსაც აკრედიტაცია უკვე ჰქონდათ …

მდინარაძისთვის შექმნილი თანამდებობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – „გამჭვირვალობა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მიიჩნევს, რომ მამუკა მდინარაძისთვის შექმნილი ახალი თანამდებობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და  კანონიერების პრინციპს. ანალიზის მიხედვით, რომელიც „გამჭვირვალობამ“ დღეს, 8 მაისს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ცვლილებები აჩენს ძალაუფლების კონცენტრაციის მაღალ რისკს და კითხვებს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურისა და აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ინიციირებული და პარლამენტის მიერ უკვე მიღებული კანონი „საქართველოს …

ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს „ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძე. ის 2021 წლიდან ამავე სამინისტროში მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა. კობა ნაკაიძე 2016-2020 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. კობა ნაკაიძე პროფესიით ექიმია. სხვადასხვა დროს იყო ასევე  აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი [2015-2016 წწ ],  აჭარის  დასაქმების სააგენტოს დირექტორი [2012-2015 წწ] და  ქობულეთის …

ბათუმსა და ოზურგეთში წითელი ცირკულარით ძებნილი პირები დააკავეს

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 2 მოქალაქე ბათუმსა და ოზურგეთში დააკავეს. შსს-ს მიერ 8 მაისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან. ისინი თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. მიმდიანრეობს საექსტრადიციო პროცედურები.

„დიდი ლაქა უახლოვდება პუტინის ბუნკერს გელენჯიკში, სადაც ის იმალება“ – ინტერვიუ გენერალთან

„რთული ვითარებაა, მაგრამ ბურთი ფაქტობრივად არის ზელენსკის მხარეს“, – მიიჩნევს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსი იმ „ღრიჭოებზე“ საუბრობს მოსკოვში, წითელ მოედანთან ახლოს, სადაც უკრაინელებმა დრონით შეტევა შეძლეს. რა შეიძლება მოხდეს 9 მაისს მოსკოვში? „არ ვიცი, ევროპელი პარტნიორები ზელენსკის გადაარწმუნებენ თუ ვერა, რომ მოსკოვზე არ მოხდეს შეტევა. სხვათა შორის, ლავროვი დაუკავშირდა ევროპის ქვეყნებს თხოვნით, რომ დახმარებოდნენ …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 მაისის 21 საათიდან 9 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 339 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 919 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 538 ერთეული [+17] საარტილერიო სისტემა – 41 630 …

ილიას უნივერსიტეტის 80 პროფესორი პარლამენტს საკონსტიტუციოში უჩივის

„ოცნების“ პარლამენტის და მთავრობის წინააღმდეგ 80-მა პროფესორ-მასწავლებელმა სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. პროფესორები „უმაღლესი განათლების რეფორმის“ ფარგლებში მიღებულ ახალ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებენ: „გასაკვირი არ არის, რომ საბჭოთა კავშირში, მათ შორის, საბჭოთა საქართველოშიც, ყველა უნივერსიტეტს სახელმწიფო ცენტრალიზებულად მართავდა, სწავლება და კვლევა მკაცრ იდეოლოგიურ კონტროლს ექვემდებარებოდა. ძალიან შეურაცხმყოფელი და აბსოლუტურად გაუმართლებელია [მით უფრო, არსებული კონსტიტუციური გარანტიების პირობებში], რომ …

რა დარჩა ბათუმის მერიას დასანგრევი – „უნებართვო კაფე-ბარების“ დემონტაჟისთვის 170 ათასი ლარი იხარჯება

ბათუმის ბიუჯეტს ქალაქის ტერიტორიაზე „არსებული უნებართვო კაფე ბარების, საფეხმავლო ბილიკებზე განთავსებული რესტორნების მიშენებების, სანაპირო ზოლში არსებული კვებისა და გასართობი ობიექტების დემონტაჟი“ სულ ცოტა 170 ათას 617 ლარი დაუჯდება. ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელიც დემონტაჟს ახორციელებს, უკვე დახარჯა 119 ათას 992 ლარი, თუმცა ნგრევის სამუშაოები ვერ დაასრულა. შესაბამისად, დარჩენილი ობიექტების დანგრევა-აღებაში დამატებით 50 ათას 625 ლარის …

Exit mobile version