„აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალის ბოლო მონაკვეთის – ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა მალე დაიწყება“ – აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, თუმცა ამ გზის მშენებლობაზე ჯერ ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული. ამ ეტაპზე უცნობია გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე გამოცხადებული ტენდერის შედეგებიც, სადაც წინადადებების მიღება 6 ოქტომბერს დასრულდა. სასესხო შეთანხმებას კი, რომელიც ბათუმი-სარფის გზის მშენებლობას ითვალისწინებს, ხელი …
Category Archives: სიახლეები
“0 თანაგრძნობა – მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი იყოს” | ალექს ჩიღვინაძის მოსაზრება
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ნულოვანი თამაგრძნობა“ დააანონსა იმ ადამიანების მიმართ, ვინც 300 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირზე საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის. კობახიძის განცხადებას ეხმაურება დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე. მის მოსაზრებას „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ. „0 თანაგრძნობა მაქვს ამ ადამიანების მიმართ. არ გამორიცხავ, რომ ამ ადამიანებს შორის, 10-15 კაცი შეიძლება იყოს გულწრფელი სულელი, მაგრამ მათ მიმართაც ჩვენი თანაგრძნობა …
„საჭმელს ვერ შემოიტანთ, მხოლოდ წყალიო“ – მე-3 დღეა უსახლკაროები ძველ შენობაში რჩებიან
ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე უსახლკაროები მიტოვებულ, ძველ და სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში რჩებიან. „საჭმლის შემოტანის უფლებას არ გვაძლევენ, მხოლოდ წყალიო, ასე გვითხრეს პოლიციელებმა, უკვე მესამე დღეა აქ ვართ… გაუსაძლისი სიტუაციაა, ნაგვის სუნია, არც საპირფარეშოა, შუქიც არ გვაქვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ შორენა კონცელიძემ. ის ერთ-ერთი იმ 20 ადამიანს შორის, რომელიც ამბობს, რომ უსახლკაროა და 5 ოქტომბრის დილას მეტაქსას …
ვინ დააკავეს ბათუმიდან 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობისთვის
„4 ოქტომბრის საქმეზე“ ბათუმიდან ორი ადამიანია დაკავებული. მანუჩარ მიქელაძე პარტია „ახლების“ წევრია და ის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს. მეორე დაკავებული სულხან ფაღავაა, რომელიც 4 ოქტომბერს დააკავა პოლიციამ. როგორც „ახლების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე ამბობს „ბათუმელებთან“, სულხან ფაღავა კუდის ყოფილი თანამშრომელია და იმ ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიები უპოვეს, რომელიც ფაღავას სახელზე იყო რეგისტრირებული. თუმცა …
Continue reading “ვინ დააკავეს ბათუმიდან 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობისთვის”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 ოქტომბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 117 360 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 238 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 23 319 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 33 493 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 ოქტომბერი”
რა ეტაპზე შეიძლება გადავიდეს პროტესტი? – „ოცნების მიზანია დუღილის ტემპერატურის დაწევა“
„ორი გამოწვევაა ამ ეტაპზე: ერთობის შენარჩუნება და მოქმედების რეჟიმზე გადასვლა – ეგოების გადადება, ასე ვიტყოდი მე,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი დავით ჯინჭარაძე. მას 4 ოქტომბრის პროტესტზე ვესაუბრეთ: როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა? რა იცვლება ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დღის წესრიგში? დავით ჯინჭარაძე ამბობს, რომ უმთავრესია, პოლიტიკოსებმა საკუთარი ეგოები გვერდით გადადონ. „მეტი გამბედაობაა საჭირო“, – დასძენს ის. „ბათუმელებმა“ დავით …
გადაუხდელი ჯარიმის შემთხვევაში შეუძლიათ თუ არა თქვენი ნივთების დაყადაღება? – იურისტის განმარტება
გადაუხდელი ჯარიმის შემთხვევაში, აღმასრულებელს შეუძლია თუ არა საცხოვრებელ ადგილას მოვიდეს და ნივთები დააყადაღოს? ამ საკითხთან დაკავშირებით იურისტმს, საიას ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა ფეისბუქზე ვრცელი განმარტება გამოაქვეყნა. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ იურისტის განმარტებას: „შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც გასაჩივრების და განხილვის პროცედურები ამოწურულია და ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაწყებულია აღსრულება. სახლს, რომელიც თქვენს სახელზე არაა რეგისტრირებული, ვერავინ შეეხება (მაგალითად, …
რა თქვა არჩევნებზე არ მისვლით ოპოზიციონერმა ამომრჩეველმა – შეფასება
„არჩევნების მოგება იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა არჩევნებში მიზანმიმართულად არ მონაწილეობს, ლეგიტიმაციას კი არ გძენს – გაკლებს“, – ასე აფასებს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი 4 ოქტომბრის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებს. რა გაკვეთილი უნდა მიიღონ პოლიტიკურმა პარტიებმა 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით და რა გვაჩვენა კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლის ბოიკოტმა? – ვკითხეთ იაგო კაჭკაჭიშვილს. ბატონო იაგო, რა …
Continue reading “რა თქვა არჩევნებზე არ მისვლით ოპოზიციონერმა ამომრჩეველმა – შეფასება”
ვინ იქნებიან ბათუმში საკრებულოს წევრები „ოცნების“ არჩევნების შემდეგ
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმში 10 მაჟორიტარული ოლქიდან ათივე „ოცნებამ“ მოიგო. პროპორციული სიით კი საკრებულოში 15 წევრი შევა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ოცნება“ პროპორციული სიით ბათუმის საკრებულოში 12 წევრს შეიყვანს, პარტიები: „ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩი“ თითო წევრის შეყვანას შეძლებენ. საკრებულო 25-წევრიანი იქნება. შესაძლოა ეს მონაცემები მცირედ შეიცვალოს, მას შემდეგ, როცა საბოლოო შედეგი გამოქვეყნდება. გარდა ამისა, …
Continue reading “ვინ იქნებიან ბათუმში საკრებულოს წევრები „ოცნების“ არჩევნების შემდეგ”
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდზე სინდისის პატიმრები იქნებიან
საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელს პირველად წარადგენს ახლად დაარსებული საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია. წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 15-19 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს სტენდზე სინდისის პატიმრების ფოტოები იქნება წარმოდგენილი. „2025 წლის ოქტომბერში ერთი წელი შესრულდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან, რომლის გამოცხადებულმა შედეგებმა ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. გაყალბებულ არჩევნებად მიჩნეული შედეგების გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის …
Continue reading “ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდზე სინდისის პატიმრები იქნებიან”
1 წლის მარიამს გულზე ოპერაცია სჭირდება – ოჯახს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს
1 წლის და 2 თვის მარიამ წიკლაურს გულის მანკი აქვს და ოპერაცია სჭირდება. მარიამის ოჯახი რუსთავში ცხოვრობს და როგორც დედა, თამარ ჭეიშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ოპერაცია თურქეთში, კლინიკა „მემორიალშია“ დაგეგმილი პირველ დეკემბერს. „როცა დაიბადა, სუნთქვა უჭირდა, საავადმყოფოებში ვიყავით დღე და ღამე. წავიყვანეთ თურქეთშიც. პირველ ვიზიტზე თურქეთში რომ ვიყავით, გვითხრეს, რომ ოპერაცია აუცილებელია, მაგრამ რაღაც პერიოდი …
Continue reading “1 წლის მარიამს გულზე ოპერაცია სჭირდება – ოჯახს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს”
კარასინი „ოცნების“ პოლიტიკას აქებს – „საქართველო გაიზარდა, ფეხზე დადგა“
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემასთან, Lenta.ru-სთან საუბრისას თქვა, რომ „საქართველო გაიზარდა“. კარასინი გამოეხმაურა 4 ოქტომბერს, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და პროტესტი საქართველოში მაიდანს შეადარა: „საქართველოში მაიდანის გამეორების მცდელობები, მოსახლეობის უმრავლესობის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ის, ვისი არჩევაც სურდა, სრულიად ჩავარდა. მაიდანის პოლიტიკური ტექნოლოგიები წარსულს ბარდება და ამას …
Continue reading “კარასინი „ოცნების“ პოლიტიკას აქებს – „საქართველო გაიზარდა, ფეხზე დადგა“”
„რუსეთს „ქართული ოცნების“ ხელით ქართველი ერი მიჰყავს ფიზიკურ და სულიერ გადაშენებამდე“
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროევროპული, მშვიდობიანი აქციების მხარდამჭერია, ფეისბუქზე ღია წერილს აქვეყნებს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მის წერილს: „ღია წერილი კულტურულ კაცობრიობას, ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. მე, როგორც ერთ მღვდელს და ხალხის მოძღვარს, მშობელი ხალხის ჩაგვრა-წამების მშვიდად ყურება არ შემიძლია, ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით კულტურულ კაცობრიობას, დემოკრატიის სადარაჯოზე მდგომ სახელმწიფოებს. ჩემი სამშობლო – …
უსახლკაროებმა ბათუმში სახელმწიფოს კუთვნილი შენობა დაიკავეს – „ძალით გამოგიყვანთო“
20-მდე ადამიანმა, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე სახელმწიფოს კუთვნილი, ძველი შენობა დაიკავა. „გუშინ დილით შემოვედით, გამთენია იყო,“ – გვიყვება შორენა კონცელიძე, – „დღეს მოვიდნენ პოლიციელები და გვითხრეს, თუ ნებით არ დატოვებთ შენობას, ძალით გაგიყვანთო… ვითხოვთ ყურადღებას, წასასვლელი არსად გვაქვს. აქ არც შუქია, არც წყალი და არაფერი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, სახელმწიფოს …
Continue reading “უსახლკაროებმა ბათუმში სახელმწიფოს კუთვნილი შენობა დაიკავეს – „ძალით გამოგიყვანთო“”
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ოქტომბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ოქტომბერში, 5 სხვადასხვა თემატიკის ტრენინგი გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის წარმატებას შეუწყონ ხელი. ოქტომბრის შეხვედრების განრიგი: პირველი ტრენინგი ონლაინ ფორმატში 8 და 29 ოქტომბერს ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე …
უფასო სკრინინგი ბათუმში შშმ ქალებისთვის, გოგონებისთვის და შშმ პირთა დედებისთვის
10 – 11 ოქტომბერს ორგანიზაცია„შშმ ქალთა ალიანსი“, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, კლინიკა „მედფემთან“ თანამშრომლობით, მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგს სთავაზობს შშმ ქალებს, შშმ გოგონებს და შშმ პირთა დედებს. სკრინინგის მიზანია ჯანმრთელობის შენარჩუნება, ადრეული დიაგნოსტიკა და ქალთა გაძლიერება. დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული უფასო სკრინინგი შშმ ქალებისთვის, გოგონებისთვის და შშმ პირთა დედებისთვის. …
Continue reading “უფასო სკრინინგი ბათუმში შშმ ქალებისთვის, გოგონებისთვის და შშმ პირთა დედებისთვის”
საქართველოში ახალი დიზაინის პასპორტების გაცემა იწყება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით იწყება ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემა. სააგენტოს ინფორმაციით, ახალ დოკუმენტებს მიიღებენ ის პირები, რომლებიც 2025 წლის 6 ოქტომბრიდან გააკეთებენ განაცხადს. ამასთან, „აღსანიშნავია, რომ საფასურები იგივე რჩება. ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით“ – წერს სააგენტო. ანუ, უკვე გაცემული …
Continue reading “საქართველოში ახალი დიზაინის პასპორტების გაცემა იწყება”
„საქართველოს დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა” – ნორვეგიის საგარეო
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბრის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება – განცხადებას ავრცელებს ნორვეგიის საელჩო საქართველოში. „საქართველოს დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა. OSCE/ODIHR-ს არ მიეცა საშუალება დაჰკვირვებოდა ადგილობრივ არჩევნებს, მათი რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული. დასანანია, რომ გამოყენებული იქნა ძალადობა. რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების პატიმრობაში ყოფნა კიდევ უფრო ამცირებს ნდობას საქართველოს არჩევნების მიმართ,“ – ნათქვამია …
Continue reading “„საქართველოს დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა” – ნორვეგიის საგარეო”
რას ედავება პროკურატურა პაატა ბურჭულაძეს და კიდევ 4 ბრალდებულს
დღეს, 6 ოქტომბერს, 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ნადირაძეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით [სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად]; 225-ე მუხლის პირველი …
Continue reading “რას ედავება პროკურატურა პაატა ბურჭულაძეს და კიდევ 4 ბრალდებულს”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 ოქტომბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 116 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 235 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 313 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 33 464 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 ოქტომბერი”
თბილისში პოლიციელი ყელის არეში დაჭრეს. ბრალდებული დაკავებულია – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში 1991 წელს დაბადებული მ.გ. პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი 1993 წელს დაბადებული ბ.ბ ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა. დაშავებული სამართალდამცველი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ – იუწყება შსს. …
Continue reading “თბილისში პოლიციელი ყელის არეში დაჭრეს. ბრალდებული დაკავებულია – შსს”
ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ძალადობას და პროკურატურას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გუშინ, 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული ჟურნალისტების შესახებ განცხადებას აქვეყნებს. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, მაშინ როცა საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს, დაშავდნენ ჟურნალისტები. ამასთან დაიკარგა და დაზიანდა პროფესიული ტექნიკა. “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ძალადობისა და ტექნიკის ხელყოფის ყველა შემთხვევას და პროკურატურას …
დუგინი საქართველოზე: ახლა უკიდურესად გვჭირდება წარმატების ისტორია პოსტსაბჭოთა სივრცეში
პუტინის იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი, კვლავ ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და “მტრებისთვის” მდგომარეობის სასწრაფოდ გაუარესებას მოითხოვს: “საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, სადაც ჩვენ, ბოლო დროს ყველაფერი უკეთესად გვაქვს და არა უარესად. და ამას არც მას და არც ჩვენ არ გვაპატიებენ. დროა ვიღაცისთვის საქმეები გაუარესდეს და თანაც ოპერატიულად. ძალიან რომ გაუარესდეს. მტრებისთვის, ბუნებრივია“, – წერს ის საკუთარ …
გიორგი ცინცაძეს ბათუმში ხმა საერთო ამომრჩევლების 27,2-მა პროცენტმა მისცა – არჩევნების შედეგები აჭარაში
ცესკოს 5 ოქტომბრის მონაცემებით ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ ხმების 80,6 პროცენტი, ანუ 42 876 ხმა მიიღო. იგივე ცესკოს მონაცემებით კი, ბათუმში 157 439 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შესაბამისად, ამ მონაცემებით გიორგი ცინცაძეს ბათუმში ხმა, საერთო, ანუ რეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ 27,2-მა პროცენტმა მისცა. ისევე როგორც ბათუმის მერის შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას და კანდიდატების მიერ …
დაშავებული სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ექიმი
შსს-ს ინფორმაციით 4 ოქტომბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციისას დაშავდნენ სამართალდამცველები. დღეს, 5 ოქტომბერს, დაშავებული სამართალდამცავის შესახებ კომენტარი გააკეთა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა ანი დალაქიშვილმა. ექიმის თქმით, კლინიკაში შეყვანილ ერთ პოლიციელს ქალა-ტვინის კეროვანი ტრავმა აქვს. „გუშინ კომპიუტერული ტომოგრაფიით პაციენტთან გამოვლინდა ქალა-ტვინის კეროვანი ტრავმა, თუმცა დღეს დილით ჩაუტარდა განმეორებითი ტომოგრაფია სადაც დინამიკა გვაქვს დადებითი. რაიმე …
Continue reading “დაშავებული სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ექიმი”
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ოქტომბრის 21 საათიდან 6 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ხანმოკლე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 13 …
4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები დააკავეს, ბრალი 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებული არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლის …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 ოქტომბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 115 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 230 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 299 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 33 446 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 ოქტომბერი”
ცესკოს ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 მილიონ 438 116-მა ამომრჩეველმა
ცესკოს ინფორმაციით, 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 მილიონ 438 116 ამომრჩეველმა. არჩევნებზე სულ რეგისტრირებული იყო 3 მილიონ 513 818 ამომრჩეველი. საქართველოს ისტორიაში ეს არჩევნები ყველაზე დაბალი აქტივობით არის გამორჩეული და იმითაც, რომ საარჩევნო პროცესს არ აკვირდებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 4 ოქტომბერს, დილის 10 საათისთვის 7.85% იყო, …
Continue reading “ცესკოს ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 მილიონ 438 116-მა ამომრჩეველმა”
4 ოქტომბრის არჩევნებზე ცესკოს ვებგვერდზე მხოლოდ 24 საჩივარი დარეგისტრირდა
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ცესკოში მხოლოდ 24 საჩივარი დარეგისტრირდა. აქ არ არის ასახული იმ საჩივრების რაოდენობის შესახებ, რომლებიც საარჩევნო უბნებიდან საოლქო კომისიებში შევიდა. თუმცა, სავარაუდოდ, ბევრი საჩივარი არც საოლქო კომისიებში იქნება დარეგისტრირებული, რადგან 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ფაქტობრივად დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა. არჩევნებს არ აკვირდებოდნენ, როგორც ადგილობრივი ავტორიტეტული …
Continue reading “4 ოქტომბრის არჩევნებზე ცესკოს ვებგვერდზე მხოლოდ 24 საჩივარი დარეგისტრირდა”
ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეების დაკავებას აანონსებს
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აანონსებს, რომ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობაზე, სავარაუდოდ, „30-ზე ბევრად მეტ ადამიანს“ დააკავებენ სისხლის სამართლის წესით. ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება დღეს, 4 ოქტომბერს გააკეთა, თბილისში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას. „როგორც ჩანს მათ ჰქონდათ იმედი, რომ რეალურად იმაზე მეტი ადამიანი მივიდოდა დღეს ქალაქის ცენტრში, ვიდრე რეალურად მივიდა. რეალურად დღეს დაინახეს, რომ რვა საათი …
Continue reading “ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეების დაკავებას აანონსებს”
დემოკრატიას ვერ გააჩუმებ, მოლდოვა თქვენს გვერდითაა – მაია სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დღეს, 4 ოქტომბერს თბილისში მრავალათასიან საპროტესტო აქციას პლატფორმა X-ზე ეხმიანება: „ჩემი ფიქრები ქართველ ხალხთანაა, რომელიც თავისუფლებისა და საკუთარი ევროპული მომავლისთვის იბრძვის. დემოკრატიის გაჩუმება შეუძლებელია. მოლდოვა თქვენს გვერდითაა“ – წერს მაია სანდუ. დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში ხალხმრავალი საპროტესტო მიმდინარეობს, „ქართული ოცნება“ კი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ზეიმობს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ჩატარდა „ოცნების“ …
Continue reading “დემოკრატიას ვერ გააჩუმებ, მოლდოვა თქვენს გვერდითაა – მაია სანდუ”
შსს აცხადებს, რომ დღეს აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული
დღეს, 4 ოქტომბერს, ღამით, შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. „რამდენიმე პირია დაკავებული,“ – აცხადებს „ოცნების“ შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და არ აკონკრეტებს, რამდენი პირია დაკავებული, ასევე – რა სამართლებრივი საფუძვლით. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლის შესაბამისად უკვე დაწყებულია. „თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის …
Continue reading “შსს აცხადებს, რომ დღეს აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული”
„ოცნების“ არჩევნებში „ოცნება“ იმარჯვებს – წინასწარი შედეგები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი ცინცაძე, რომელიც ამავდროულად მერის მოვალეობას ასრულებს, პირველივე ტურში 80,55 პროცენტით იმარჯვებს. 10,493 % აქვს გოჩა გუგუნავას „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ ბათუმის მერობის კანდიდატს. ცესკოს ინფორმაციით ბათუმის ოთხმოცდაათი საარჩევნო უბნიდან 88 უკვე დათვლილია. წინასწარი მონაცემებით დიდი უპირატესობით იგებენ მუნიციპალიტეტების „ოცნების“ მერობის კანდიდატებიც. მაგალითად ქობულეთის მერობის …
Continue reading “„ოცნების“ არჩევნებში „ოცნება“ იმარჯვებს – წინასწარი შედეგები”
„რეჟიმს ეძლევა საშუალება, რომ ჩვენს მარცხად გაგვიფორმოს საკუთარი მარცხი” – თამარ ჩერგოლეიშვილი
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. „ამდენი ხალხი, თითქმის წელიწადია ქუჩაში მშვიდობიანად დგას და ვიღაც უპასუხისმგებლო კლოუნების გამო, რეჟიმის პროპაგანდას ეძლევა საშუალება, რომ ჩვენს მარცხად გაგვიფორმოს საკუთარი მარცხი. ამის მიზეზი მარტივია: ეს არაა ბრძოლა რეჟიმსა და ოპოზიციას შორის. ესაა ბრძოლა დემოკრატიულ პროცესსა და პოსტსაბჭოთა ავტოკრატიას შორის. გავარღვევთ და ყველა …
„საბოლოოდ გავსწორდით წელში“ – ბიძინა ივანიშვილი
დღეს, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე „ქართული ოცნების“ ლიდერმა და ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ 80% დაუწერა. ბიძინა ივანიშვილმა მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმართა. პარალელურად რუსთაველზე გრძელდება პროევროპული საპროტესტო აქცია. „აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვასულელონ, როგორმე გაგვაგიჟონ, როგორმე გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ …
Continue reading “„საბოლოოდ გავსწორდით წელში“ – ბიძინა ივანიშვილი”