ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 112 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 224 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 296 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 33 336 ერთეული …

15 წლის გიორგის ახალი ეტლი სჭირდება – „სამინისტროში გვითხრეს, თქვენ უნდა შეიძინოთო“

15 წლის გიორგის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის ახალი ეტლი სჭირდება, ახლა ის იმ ეტლით მოძრაობს, რომელიც მისთვის 7 წლის ასაკში შეუძენიათ. გიორგი გაიზარდა და პატარა ეტლში ვეღარ ეტევა, რაც მისთვის დამატებითი დისკომფორტია. გიორგი ოჯახი თბილისში ცხოვრობს. მისთვის ახალ ეტლს ოჯახი ვერ ყიდულობს, რადგან ეტლის ღირებულება 5000 ლარია, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. დედის ინფორმაციით ჯანდაცვის სამინისტროს უკვე …

როდის გაიხსნება ბათუმში საბავშვო ბაღი, რომლის ორჯერ რეაბილიტაციაში 5 მილიონი იხარჯება

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე N12 საბავშვო ბაღის შენობაში რემონტი 2025 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები დღემდე გრძელდება. შენობის მიმდინარე რემონტში ქვეყნის ბიუჯეტიდან 4,2 მილიონი ლარი იხარჯება, არადა ეს შენობა 2017 წელს საზეიმოდ გახსნეს, მანამდე კი კაპიტალურად გაარემონტეს, რაშიც მაშინ ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ბაღის შენობის ხელახალი რეაბილიტაციის გადაწყვეტილება 2023 წელს მიიღეს. რატომ …

„ტკივილით ვიტანჯები“ – მოქალაქე ამბობს, რომ წამალს ვერ ყიდულობს „ოცნების“ ჯანდაცვის პოლიტიკის გამო

თორნიკე მსხლაძე ონკოპაციენტი და შშმ პირია. მან გვითხრა, რომ დაზიანებული აქვს ფეხის ნერვები და აქვს მწვავე პოლინეიროპათია. თორნიკე მსხილაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მას დეკემბრიდან დანიშნული აქვს მედიკამენტი „პრეგაბალინი“, რომელსაც სამი თვეა ვეღარ იღებს. „ჯოჯოხეთს გავდივარ ტკივილებისგან უკვე მეორე თვეა“- ამბობს თორნიკე მსხილაძე. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, მედიკამენტი ქვეყანაში …

ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს და პოლიციას აგინა

დღეს, 1 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს პირი, რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილეებთან მივიდა და მათ პროვოცირებას შეეცადა. მან ჯერ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი, როცა აქციის მონაწილეებმა მისი აქციიდან გარიდება სცადეს, სხვებსაც. აქციის მონაწილეებმა მიმართეს პოლიციას, რომელიც ბათუმში ყველა საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას იმყოფება აქციასთან ახლოს. როგორც „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა უთხრეს, …

„იქ, სადაც ხალხი ღატაკია, რეჟიმები ლაპარაკობენ მტრებზე“ – რას აჩვენებს ივანიშვილის წერილი

„ივანიშვილი თავისი რეჟიმის კონსოლიდირებას ახდენს და აქეთკენ ამზადებს მოსახლეობას,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი. მას ბიძინა ივანიშვილის ახალ წერილზე ვესაუბრეთ. დღეს, პირველ ოქტომბერს, „ოცნებამ“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვების 13 წლისთავს ეხმიანება. დაპირებების შესრულების ნაცვლად ივანიშვილი წერილში „ქართული ოცნების“ შიგნით „მუხანათურ ღალატზე“, „აგენტებსა“ და „გარე …

„აფხაზეთში ცხოვრობდა და ტურისტებს უყვებოდა რუსულ ოკუპაციაზე“ – ვინ არის გელა ხასაია

„თუ ამათი მიზანი შეშინებაა, ერთადერთი რისიც მეშინია, ქვეყნის დაკარგვაა“ – ეს წერილი გელა ხასაიამ დაკავების შემდეგ მოიწერა ციხიდან. „ზუსტად ამ მოტივზე დგას გელას მთელი ბრძოლა. მას არ შეუძლია და ვერ დაუშვებს, რომ დაკარგოს ქვეყანა, რომლისთვისაც იბრძვის წლებია და ვერც ციხეში გამოკეტვით, ვერც ოთხ კედელში ჩასმით, იმ იდეას ვერ ჩაახშობენ“ – ამბობს გელას მეგობარი, შუშანა მაცაბერიძე, …

„ციხე ვერ გაგვაჩერებს. ტყვეობაში მხოლოდ ჩვენი სხეულია“ – რეზო კიკნაძის წერილი 38-ე საკნიდან

სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან წერს, რომ მას შემდეგ, რაც 38-ე საკანში, სადაც სინდისის სამი პატიმარი იმყოფება ერთად, მაისურებზე წითელი კალმით საპროტესტო წარწერების გაკეთება დაიწყეს, მათ საკანში წითელი კალმის შეტანა აკრძალეს და დარეკვის საშუალებაც არ მისცეს, იმ საბაბით, რომ ტელეფონი გაფუჭებული იყო. რეზო კიკნაძის წერილი მისსავე ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა. „ბათუმელები“ უცვლელად, სტილის დაცვით გთავაზობთ რეზო …

როგორ უწყობს ხარისხის ინფრასტრუქტურა ხელს საქართველოს ევროკავშირის ბაზართან ინტეგრაციას

ხარისხის ინფრასტრუქტურა (Quality Infrastructure) ტერმინი, რომელიც დღეს სულ უფრო ხშირად ჩნდება ეკონომიკურ და სამეწარმეო დისკურსში — ქვეყნის განვითარების ფუნდამენტური კომპონენტია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცნება შედარებით ახალია, იგი აერთიანებს იმ ინსტიტუციურ და ტექნიკურ ელემენტებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცალ-ცალკე ვითარდებოდა. დღეს კი, ერთიანი ჩარჩოს შექმნის შემდეგ, ხარისხის ინფრასტრუქტურა იქცა სისტემად, რომელიც განაპირობებს ეკონომიკის, ბაზრისა და საზოგადოებრივი …

რუსეთში მწერალ დიმიტრი ბიკოვს 7 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს

რუსეთში მოსკოვის ჩერემუშკინის სასამართლომ დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მწერალ დიმიტრი ბიკოვს „სამხედრო ყალბების“ გავრცელებისა და „უცხოელი აგენტის“ მოვალეობების შეუსრულებლობისთვის. რუსული მედიის ცნობით, ბიკოვის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთში „აგენტების საიშია“, საქმის აღძვრის მიზეზი გახდა ბიკოვის ინტერვიუ 2023 წლის ოქტომბერში არხ „პოპულარული პოლიტიკის“ გადაცემაში, რომელშიც მან ისაუბრა ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაზე თავდასხმაზე, რომლის დროსაც, უკრაინის ხელისუფლების …

„შეაჩერე სადავო ნორმები“- საია საკონსტიტუციოს მიმართავს გრანტების კანონთან დაკავშირებით

საია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, განიხილოს გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებული სარჩელები და შეაჩეროს სადავო მუხლები. ამასთან დაკავშირებით საიამ დღეს, პირველ ოქტომბერს, განცხადება გაავრცელა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოში ,,გრანტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთი სარჩელი წარადგინა. საია ასაჩივრებს „გრანტების შესახებ“ კანონის მე-61 მუხლს, რომლის საფუძველზეც ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, საიას წინააღმდეგ მიმდინარე …

აჭარაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველო შეიქმნა

აჭარაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო შეიქმნა. სამმართველოს უფროსად გიორგი ცოცხალაშვილი დაინიშნა, რომელიც აქამდე ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა – ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. შს სამინისტროს ცნობით, ახალი სამმართველოს ძირითადი ფუნქცია ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაა.

„მუხანათური ღალატი“, „აგენტები“, „გარე მტრები“ – რაზე წერს ივანიშვილი

დღეს, პირველ ოქტომბერს, „ოცნებამ“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვების 13 წლისთავს ეხმიანება. ამავე დროს ივანიშვილი წერს, რომ „ფეხი არ უნდა დაგვიცდეს“ და წერს გუნდში „ღალატზეც“: „კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დღეს კვლავ ბეწვის ხიდზე გავდივართ და არ გვაქვს უფლება, ფეხი დაგვიცდეს. უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 111 480 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 223 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 294 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 33 324 ერთეული …

„ხალხი აპროტესტებს, მაგრამ ხელისუფლება უნდა შეცვალოს პოლიტიკურმა ძალამ“ – ინტერვიუ

„რამდენი ზღაპარიც არ უნდა მოგვიყვეს ხელისუფლებამ და მისმა პროპაგანდისტებმა, რომ ყველაზე განვითარებული ქვეყანა ვართ და ყველაზე წინ ვართ ევროპაში, ვხედავთ, რა მდგომარეობაშიც ვართ,“ – ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის დაკვირვებით, ადამიანები საქართველოში კარგად აცნობიერებენ საფრთხეს, რომლის წინაშეც ივანიშვილის რეჟიმმა დაგვაყენა, მაგრამ კრიტიკულად მძიმეა ვითარება პოლიტიკური ორგანიზების კუთხით. „იმისათვის, რომ პროტესტი გამოხატო, არ არის საკმარისი, უბრალოდ რაღაც გაწუხებდეს, …

მასწავლებლის 2025 წლის ეროვნული ჯილდო ჟანა ხაჩატურიანს გადაეცა

„მასწავლებლის 2025 წლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული ჟანა ხაჩატურიანი გახდა. ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი. „ეს ჯილდო ეკუთვნის ჩემს რეგიონს, სამცხე-ჯავახეთს, ჩემს სკოლას, ჩემს მოსწავლეებს, ჩემს ოჯახს და ჩემს ქვეყანას. მე ვალდებული ვარ, ვიდგე ჩემი ქვეყნის სამსახურში“- განაცხადა გამარჯვებულმა პედაგოგმა. გამარჯვებულ პედაგოგს 15 000 ლარი გადაეცემა …

„ქართველ ხალხს გენოციდისკენ მიაქანებს „ოცნების“ მთავრობა“ – ემიგრანტი საფრანგეთიდან

მარი კაიშაური რვა წელია საფრანგეთში, სტრასბურგში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მისი თქმით, თუ ქართველმა ხალხმა დაკარგა ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის უფლება, ის დაკარგავს ბევრ სიკეთეს, „პირველ რიგში კი, ჯანდაცვის უფლებას“. „ბათუმელები“ მარის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეებზე ესაუბრა. „ცივილურ სამყაროს მოვწყდებით სამუდამოდ. გარდა ამისა, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებათ ადამიანებს ჯანდაცვის სფეროში, რადგან ვიზალიბერალიზაციამ ასეულობით ქართველს მისცა შესაძლებლობა, ჩამოსულიყვნენ საფრანგეთში და …

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთში „როსგვარდიის“ პოდპოლკოვნიკი გაანადგურეს

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მებრძოლებმა „როსგვარდიის“ პოდპოლკოვნიკი და კიდევ ორი ​​ოკუპანტი გაანადგურეს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს. „2025 წლის 27 სექტემბერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების სარდლობის კავკასიის განმათავისუფლებელი მოძრაობის მხარდაჭერით ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შედეგად, აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე – სტავროპოლის ოლქის ტამბუკანის დასახლებასთან ახლოს, სამი „როსგვარდიელი“ იქნა ლიკვიდირებული“ …

„გელა ხასაია გალელი ბიჭია, ერთ-ერთი საუკეთესო სპიკერია ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ – ნიკა გვარამია

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიას დაკავებას ციხიდან ეხმიანება ნიკა გვარამია, „ახალის“ ლიდერი. პოსტი მისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. სულ რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა სოხუმიდან ენგურის ხიდის გავლით საქართველოში. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს და ბოლოს უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნეს. …

დედ-მამა და ორი ბავშვი დაიღუპა უკრაინაში, სუმის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად

30 სექტემბერს, ღამით, უკრაინაში, სუმის ოლქში მდებარე სოფელ ჩერნეჩჩინაში საცხოვრებელ სახლზე რუსული დრონის დარტყმის შედეგად ორი ზრდასრული და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ გრიგოროვზე დაყრდნობით. „ამ ღამეს მტერმა სოფელ ჩერნეჩჩინაში მდებარე საცხოვრებელი შენობა სადესანტო დრონით დაბომბა. სახლში ცხოვრობდა დაქორწინებული წყვილი ორი მცირეწლოვანი ბავშვით. სამწუხაროდ, ვერავინ შეძლო თავის …

ზეინაბის საკონდიტრო და ამილონას ესთეტიკური ცენტრი ხულოში – ვინ უწყობს ხელს მეწარმე ქალებს

„საიმისოდ, რომ წერა შეძლოს, ქალს უნდა ჰქონდეს ფული და საკუთარი ოთახი“ – წერდა დაახლოებით 100 წლის წინ ვირჯინია ვულფი. წერა ამ შემთხვევაში ნომინალურია. ქალებს საკუთარი მისწრაფებების განსახორციელებლად სჭირდებათ პირადი სივრცე და სახსრები. განსაკუთრებით მაშინ, როცა გეოგრაფიული მოცემულობა რთულია. ამ სტატიაში 2 ქალს გაგაცნობთ ხულოს მუნიციპალიტეტიდან, რომლებმაც გადაწყვიტეს სოფელში დარჩენა და ისეთი საქმეების წამოწყება, რაც მანამდე …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 სექტემბრის 21 საათიდან 1-ელი ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – ყველგან, დღისით კი ზოგან წვიმა. იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 11 – 16 გრადუსი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 110 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 222 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 291 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 33 311 ერთეული …

„მზია იქცა სიმამაცის ხმად“ – მზია ამაღლობელის ადვოკატის სიტყვა ევროსაბჭოში

დღეს, 29 სექტემბერს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიის გახსნაზე დაასახელეს ვაცლავ ჰაველის პრემიის ლაურეატი. ჰაველის პრემია 2025 წელს გადაეცა უკრაინელ ჟურნალისტს, მაქსიმ ბუტკევიჩს, რომელმაც ორ წელიწადზე მეტი გაატარა რუსების პატიმრობაში, სანამ 2024 წლის ოქტომბერში ტყვეთა გაცვლის დროს გაათავისუფლებდნენ. მაქსიმ ბუტკევიჩთან ერთად ჰაველის პრემიის ფინალისტთა სიაში იყვნენ მზია ამაღლობელი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი. მზია …

რატომ ესხმის თავს „ოცნება“ გერმანიის ელჩს – ინტერვიუ

„ფიშერის განცხადებები გულზე ხვდებათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. მეორე მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება გრძნობს გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ამ სიტუაციაში და ამ დაპირისპირებაში არ ვართ მიტოვებული „ქართული ოცნების“ ამარა და რომ ქართველ ხალხს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ჰყავს ძალიან ძლიერი მოკავშირე და ისტორიული, ტრადიციული მეგობარი გერმანიის სახით,“ – ამბობს ანალიტიკოსი ზაალ ანდრონიკაშვილი. მას …

„დიდი პატივისცემა და მადლობა ყველას“ – გერმანიის ელჩი ქართულ-გერმანული მეგობრობის მარშზე

პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში, მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გუშინ, 28 სექტემბერს, „ქართულ-გერმანული მეგობრობის“ მარშში მონაწილეობდნენ. მსვლელობა პეტერ ფიშერის მხარდასაჭერად გაიმართა. „დიდი პატივისცემა და მადლობა ყველას, ვინც გუშინ ღამით თბილისში გამოვიდა, რათა მადლიერება გამოეხატა გერმანიის მიმართ და სოლიდარობა – ჩემ მიმართ. მადლობა უცხოელ დიპლომატებზე თავდასხმების შეწყვეტის მოთხოვნისა და  დემოკრატიისა და ევროპული გზის განვითარებაში …

„რუსეთს სურს ნატოს სიმტკიცის გამოცდა. საჭიროა მკაფიო პასუხი“ – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის ბოლოდროინდელი საჰაერო პროვოკაციები არის არა დამთხვევების სერია, არამედ საერთო სქემის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის და, ზოგადად, ნატოს ქვეყნების მზადყოფნის შემოწმებას – განაცხადა 29 სექტემბერს, ვარშავაში „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნებისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. „რუსეთს სურს ჩვენი სიმტკიცის გამოცდა და შფოთვის დათესვა. …

„სანამ გვიანი არ არის, ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან მარტო“ – მზია ამაღლობელის წერილი ჰაველის პრემიის დაჯილდოებაზე

დღეს, 29 სექტემბერს, სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიის გახსნაზე დაასახელეს ვაცლავ ჰაველის პრემიის ლაურეატი. ჰაველის პრემია 2025 წელს გადაეცა უკრაინელ ჟურნალისტს, მაქსიმ ბუტკევიჩს, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის „ზმინასა“ და „ჰრომადსკე რადიოს“ თანადამფუძნებელს, პაციფისტს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოხალისედ ჩაეწერა და ქვეყნის დასაცავად იბრძოდა, სანამ ტყვედ არ ჩავარდა. მან ორ წელზე მეტი გაატარა რუსების პატიმრობაში, …

„თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის“ – ზურაბიშვილი მაია სანდუს ულოცავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს, რომლის პროევროპულმა პარტიამ არჩევნებზე, წინასწარი შედეგების თანახმად, ხმების 50.14% მიიღო. „ბრავო! თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ. პროევროპული საქართველო თქვენ გვერდით დგას და მისი წინააღმდეგობა რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ურყევია“ – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 109 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 218 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 23 290 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 33 284 …

„არ გვაქვს საკვები, წყალი, გზა, გაზი, დატბორილია სახლები“ – მოსახლეობა ლაგოდეხში შველას ითხოვს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე სოფელი მთლიანად დაიტბორა. როგორც ადგილობრივმა მოსახლემ „ბათუმელებს“ უთხრა, ყველაზე მძიმე მდგომარეობაა სოფლებში – უზუნთალაში, კაბალსა და განჯალოში. ფერი აღაჯანოვა სოფელ უზანთალაში ცხოვრობს. ის გვიყვება, რომ წყალმა სახლებში შეაღწია, რის შედეგადაც მოსახლეობას ფქვილი და სხვა საკვები პროდუქტები გაუფუჭდა. აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობა სასმელი წყლისთვის ჭას იყენებს. ფერის თქმით, ადიდებული წყალი ჩავიდა ჭებშიც, …

„არა, მოღალატე მთავრობას!“- დღეს თბილისში კურიერების საპროტესტო მარში გაიმართება

დღეს, 28 სექტემბერს, 18:00 საათზე, სპორტის სასახლიდან კურიერების საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. „მოვიდეთ საქართველოს დროშებით, ვაჩვენოთ, რომ ჩვენი დროშა პარტიულზე მეტია! ბათუმში რამდენიმე კურიერი „ქართულ ოცნებას“ აქტივისტად ემსახურა, მაგრამ ათასები შეურაცხყოფილნი დარჩნენ. ჩვენ ვიდექით ნამოხვანში, მაღაროელებთან, ევოლუშენის გაფიცულებთან და გამოსახლებულებთან, დღესაც ვიბრძვით! ჩვენი პასუხია – არა მოღალატე მთავრობას!“- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორებმა გაავრცელეს. მათივე …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 სექტემბრის 21 საათიდან 29 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 9 – 14 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 10 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 108 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 211 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 23 290 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 33 231 …

ვინ აანონსებს „ზედმეტი ახალგაზრდების“ ემიგრაციაში გაშვებას და რამდენად გამოუვათ – ინტერვიუ

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა, რომ „ზედმეტი ახალგაზრდები“ ქვეყნიდან უნდა წავიდნენ. „საქართველო ქართველების გარეშე“ – ეს რუსეთის დიდი ხნის ოცნებაა. ასრულდება თუ არა რუსული ოცნება საქართველოში? -– „ბათუმელები“ ამ თემაზე „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელს აზა გაბუნიას ესაუბრა, რომელიც შათირიშვილის პროპაგანდას ასე გამოეხმაურა ფეისბუქში – „შენი შვილები გაუშვი ემიგრაციაში!“ აზა,  რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა …

Exit mobile version