მთავარი,სიახლეები

„საქართველოს დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა” – ნორვეგიის საგარეო

06.10.2025
„საქართველოს დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა” – ნორვეგიის საგარეო

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბრის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება – განცხადებას ავრცელებს ნორვეგიის საელჩო საქართველოში.

„საქართველოს დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა. OSCE/ODIHR-ს არ მიეცა საშუალება დაჰკვირვებოდა ადგილობრივ არჩევნებს, მათი რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული. დასანანია, რომ გამოყენებული იქნა ძალადობა. რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების პატიმრობაში ყოფნა კიდევ უფრო ამცირებს ნდობას საქართველოს არჩევნების მიმართ,“ – ნათქვამია განცხადებაში.

მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს ჩატარდა. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ. 9 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არჩევნებს ციხეში შეხვდა.

4 ოქტომბრის არჩევნებს არ აკვირდებოდა ეუთო/ოდირი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აკვირდება  არჩევნებს.

ასევე 4 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლები არ ჰყოლია საიას, სამართლიან არჩევნებს და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: