22 წლის მარტოხელა დედას სმენის აპარატი სჭირდება, რომ სწავლა გააგრძელოს

22 წლის ეკატერინე ნოდიას სმენის აპარატი სჭირდება. მას 11 წლის ასაკში სმენა დაუქვეითდა და აპარატის გარეშე აღარ ესმის. ეკატერინე სტუდენტია, გასულ წელს ჩაირიცხა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა ლექციებს სრულფასოვნად ვერ უსმენს. არ გამოადგა აპარატი, რომელიც სახელმწიფო პროგრამით გადაეცა. ეკატერინე სოციალურად დაუცველია და მარტოხელა დედაა. სამტრედიაში ქირით ცხოვრობს და ქუთაისში, უნივერსიტეტში სამტრედიიდან დადის. „ბოლო კვირაა საერთოდ …

რატომ არ ბრუნდებიან ქართველი სტუდენტები გერმანიიდან? – სამი მოსაზრება

ბათუმის კერძო სკოლა „ევრო-2000“-ში გერმანული სექტორი ფუნქციონირებს, რომლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ნაწილი სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში მიდის. ბოლო მონაცემებით, ამ სკოლის 59 კურსდამთავრებული გერმანიაში წავიდა, მათგან უმრავლესობა იქ დარჩა და საქართველოში აღარ დაბრუნებულა. „ბათუმელები“ სამ მათგანს ესაუბრა. აქედან ორი სტუდენტია, ერთმა კი საკუთარი კომპანია დააარსა და ამ ეტაპზე დაბრუნებაზე არ ფიქრობს. სალომე ვაშაყმაძე ხუთი …

დამცინოდნენ სოფლელი ხარო, ხელს მიშლიდნენ სწავლაში – 15 წლის გოგო ხულოდან

15 წლის ნინო [სახელი შეცვლილია] ხულოში, ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს. ის მეათე კლასშია. როცა სოფელი და სკოლა დაიმეწყრა, ოჯახი  საცხოვრებლად ქალაქში გადმოვიდა. „მეწყრის გამო სკოლაში ვეღარ დავდიოდი, რაღაც პერიოდი ონლაინ ვსწავლობდით, მაგრამ რადგან კარგად ვსწავლობ და ჩემი კონკრეტული მიზნებიც მაქვს, არ მინდოდა რაიმეს ხელი შეეშალა სწავლაში, ამიტომ გადავწყვიტე, ქალაქში გადმოვსულიყავი,“ – გვიყვება ნინო. მისი თქმით, …

რა უნდა გაკეთდეს დამეწყრილი სკოლის შენობის შესანარჩუნებლად სოფელ სამებაში

ქობულეთის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლის შენობასა და ტერიტორიაზე აჭარის განათლების სამინისტრო ამ ეტაპზე მხოლოდ სანიაღვრე და წყალამრიდი მილების მოწყობას გეგმავს. სამუშაოებისთვის სამინისტრო 39 ათას ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს, რისთვისაც თანხმობას ელოდება შესყიდვების სააგენტოდან, რომელსაც 24 ოქტომბერს მიმართა. სკოლის ტერიტორიაზე ერთი თვის წინ განვითარებული მეწყრის გამო სასწავლო პროცესი სხვა სკოლის შენობაში მიმდინარეობს. პროცესები ისე ვითარდება, …

„ბინძურ ბომბზე“ შოიგუს განცხადების გამო უკრაინა ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტებს იწვევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინაში არსებულ მშვიდობიან დაწესებულებებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები მოიწვია. როგორც კულება წერს, რუსეთის „ცრუ ბრალდებების“ პასუხად, უკრაინა რჩება გამჭვირვალე და „დასამალი არაფერი აქვს“. „რაფაელ გროსისთან სატელეფონო საუბრის დროს ოფიციალურად მოვიწვიე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ სასწრაფოდ გამოგზავნოს ექსპერტები უკრაინაში იმ მშვიდობიან დაწესებულებებში, რომლებშიც ბინძური ბომბის განვითარებაზე ავრცელებს …

რატომ ავრცელებენ სკოლებში, მშობლების ჩათში შეტყობინებას უცნობ პირებზე

„ქალაქის ერთ-ერთ სკოლასთან იყო შემთხვევა, როცა უცნობმა პირებმა სკოლის მოსწავლე გოგონას სთხოვეს დახმარებოდა მათი ერთ-ერთი მეგობრისთვის ყვავილების გადაცემაში და ამისთვის მანქანით გაყოლა შესთავაზეს. დამრიგებლებო, გააფრთხილეთ მშობლები და განსაკუთრებით გოგონები, რომ არავის ენდონ და მანქანაში არ ჩაუსხდნენ უცნობ პირებს“, – ეს შეტყობინება ბათუმის ერთ-ერთი სკოლის ჩატიდან ყველა მშობელმა მიიღო. საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გავრცელდა მსგავსი შინაარსის …

როცა ბავშვები სკოლის გარეთ ჩხუბობენ, ეხება ეს მასწავლებელს? – ინტერვიუ ლადო აფხაზავასთან

მთავრდება თუ არა მასწავლებლის, კლასის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა სკოლის კართან. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტი ამოიწურა და პირიქით – იზიარებს სკოლა პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი სკოლის გარეთ, მძიმე შედეგით სრულდება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლადო აფხაზავას ესაუბრა. ბატონო ლადო, ბათუმში ახლახან იყო შემთხვევა, როცა ბავშვებს შორის კონფლიქტი დაიწყო კლასში, შემდეგ …

როდის განახლდება სწავლა სოფელ სამების სკოლაში, რომლის ტერიტორიაც დაიმეწყრა

ქობულეთში, ზედა სამების სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით ორი კვირის წინ დაიმეწყრა. როგორც სკოლის დირექტორმა მზემზე კახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მეწყერმა შემაკავებელი კედელი გაარღვია და საშიშროება შეუქმნა სკოლის საძირკველს. „მეწყერი პირდაპირ მოსულია სკოლის საძირკვლამდე,“ – ამბობს დირექტორი. სკოლაში 67 მოსწავლე სწავლობს. დირექტორის თქმით, მოსწავლეები მეოთხე დღეა სწავლას მეზობელი სოფლის სკოლაში აგრძელებენ. „მანამდე ხან ონლაინსწავლებაზე ვიყავით, შემდეგ მეწყერმა …

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველების სერტიფიცირება იწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება. სერტიფიცირება მოიცავს ორ ეტაპს – ტესტირებასა და გასაუბრებას. დირექტორობის სერტიფიცირებისთვის რეგისტრაცია 24 ოქტომბერს იწყება. სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება აქვთ. „2020 წელს გამოცხადებულ დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებულ პირებს ხელახალი რეგისტრაცია აღარ …

სექტემბერში 1 462 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემებით, 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებიდან, 30 სექტემბრამდე პერიოდში სტატუსი 1 462 სტუდენტს შეუჩერდა. აღნიშნულ უწყებას „ბათუმელებმა“ ჰკითხა, თუ რა არის სტატუსის შეჩერების მიზეზები, თუმცა აღნიშნული უწყებიდან ასეთი ინფორმაცია ვერ მივიღეთ. შესაბამისად, ოფიციალურ მონაცემებში არ ჩანს, სტატუსშეჩერებული სტუდენტებიდან რამდენია ისეთი, ვინც სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლო და ამის გამო შეიჩერა სტატუსი. …

სწავლა დოქტორანტურაში – რა პრობლემები აქვთ მკვლევრებს? | ინტერვიუ

საქართველოში დოქტორანტურის საფეხურს ბევრად ნაკლები ადამიანი ამთავრებს – კვლევა, რომელიც მიმდინარე წელს გამოქვეყნდა და საქართველოს 12 საჯარო უნივერსიტეტში დოქტორანტის საფეხურზე მიღების, დამთავრებისა და აკადემიური შვებულების მაჩვენებლებს შეეხება, სწორედ ასეთ დინამიკას აჩვენებს. ბოლო 6 წელიწადში დოქტორანტების რაოდენობა 1029-იდან 797-მდე შემცირდა, ხოლო კურსდამთავრებულთა რაოდენობა – 480-იდან 285-მდე. აკადემიურ შვებულებაში იმყოფება 1201 დოქტორანტი. რა პრობლემების წინაშე დგანან მკვლევრები …

სად არიან მოზარდები, რომლებმაც ბათუმში კლასელს სასტიკად სცემეს

ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ბავშვებთან ფსიქოლოგი მუშაობს, დაშავებული მოზარდი კი ამ დროისთვის  სახლში მკურნალობს. მოზარდს კლასელებმა და სხვა პირებმა 5 ოქტომბერს სკოლასთან სცემეს. მშობლის თქმით, ცემის შედეგად მოზარდმა რამდენიმე წამით გონებაც დაკარგა. ის საავადმყოფოში მოათავსეს. ინციდენტის შემდეგ სკოლაში არ გამოცხადებულა მოზარდი, რომელსაც თანაკლასელის ცემაში სდებენ ბრალს. დირექტორის თქმით, მასთან არც ფსიქოლოგი მუშაობს. …

ლიტერატურული კონკურსი მოსწავლეებისთვის დავით კლდიაშვილის შემოქმედებაზე

მწერალთა სახლი დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს უფროსკლასელთათვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილის შემოქმედების მიხედვით ორი შეთავაზებული თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარადგინონ ერთ-ერთი. ეს თემებია: რატომ და როდის იცინიან დავით კლდიაშვილის პერსონაჟები? ჩემი საყვარელი მოთხრობა დავით კლდიაშვილის შემოქმედებიდან საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო …

ჩემი შვილის ცემაში 25-მდე პირი მონაწილეობდა – მოსწავლის დედა

ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში 6 ოქტომბერს მომხდარი კონფლიქტის შესახებ, „ბათუმელებთან“ დაზარალებული მოსწავლის დედა საუბრობს. დედის თქმით, მისი შვილის ცემაში 25-მდე პირი მონაწილეობდა, აქედან 10-მდე პირი ამოცნობილია და პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. „ათი მოზარდი, ვინც ამ ჩხუბის თანამონაწილე იყო, ყველა დასახელებულია პოლიციის მეორე განყოფილებაში. აქედან ჩემი შვილის კლასელი არის ერთი, დანარჩენი იმ კლასელს ჰყავს გამოძახებული. ზოგიერთი სრულწლოვანიც …

მოსწავლეების ჩხუბი ბათუმში – რას ამბობს სკოლის დირექტორი

ბათუმის №8 საჯარო სკოლაში გუშინ, 6 ოქტომბერს მეთორმეტეკლასელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ დღეს კომენტარი გააკეთა სკოლის დირექტორმა, გივი ხალვაშმა. მისი ინფორმაციით, დაზარალებული მოზარდი ამ დროისთვის ისევ კლინიკაში იმყოფება, ექიმების დაკვირვების ქვეშ, მეორე მოზარდი კი პოლიციამ დაკითხა. „ჩხუბში მონაწილე ბიჭი მოიყვანეს სკოლაში და გამოიძახეს პოლიცია. მეორეს, დაზარალებულს, ნათესავი შეხვედრია გუშინ და იმას წაუყვანია სახლში. მე ველაპარაკე …

არ მინდა, ბავშვებს ამ სოფელში ჩემნაირი ბავშვობა ჰქონდეთ – ფოკის სკოლის 27 წლის დირექტორი

27 წლის მოვსეს ალვანჯიანი ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის დირექტორია. ქართული უცხო ენასავით ისწავლა მოსწავლეობის დროს და ახლა უშეცდომოდ საუბრობს. მოვსესი ამბობს, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე ინტეგრაცია ძალიან გაუჭირდებოდა. იგი ახლა ფოკაში იმავე სკოლის დირექტორად მუშაობს, სადაც თავად სწავლობდა. თავის დროზე მოვსესს გაუმართლა და მეთერთმეტე კლასში გაცვლითი პროგრამით – „არგონავტები“ გონიოს სკოლაში სწავლობდა, …

ფიზიკური დაპირისპირება მოსწავლეებს შორის ბათუმში – გამოძიება დაიწყო

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მოზარდებს შორის კონფლიქტი ჯერ სკოლაში დაიწყო, შემდეგ კი სკოლის გარეთ გაგრძელდა. როგორც ბათუმის რესურსცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, პირველადი ინფორმაციით, მოზარდები ტელეფონის დასამუხტის გამო შეკამათდნენ, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ისინი ფიზიკურად სკოლის გარეთ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. „სკოლასთან ახლოს, საცხოვრებელ კორპუსთან გაუგრძელებიათ ჩხუბი. ერთ მოზარდს ცხვირი აქვს დაზიანებული, …

აშშ-ის ელჩთან გადაღებული ფოტოს გამო მოღალატე მიწოდეს – მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი ნანა მგალობლიშვილი, რომელიც ჩოხატაურის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ  აშშ-ის ელჩთან გადაღებული ფოტოს ფეისბუქში გამოქვეყნების შემდეგ, თავდასხმის ობიექტი გახდა. „მოღალატე“, „ფარისეველი“ – ამ და სხვა შინაარსის კომენტარებს მას საჯაროდაც უწერდნენ და პირად შეტყობინებებშიც უგზავნიდნენ. ქალბატონო ნანა, თქვენ როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი,  ეროვნული ჯილდოს კონკურსის …

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო როლანდ შავაძემ მიიღო, პედაგოგმა ხულოდან

დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა. წლის მასწავლებლის ტიტული ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა როლანდ შავაძემ მიიღო. ფინალში ასევე იყვნენ: ნანა მგალობლიშვილი – ჩოხატაურის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მიხეილ ლაბარტყავა – დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ ქიმიის მასწავლებელი სოფიო ძიგრაშვილი …

ბათუმში 70 მასწავლებელი 300-300 ლარით დააჯილდოვეს

დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარაში საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები 300-300 ლარით დააჯილდოვეს. პედაგოგები ბათუმის 20 სკოლიდან იყო შერჩეული, მუნიციპალიტეტებიდან კი ათ-ათი პედაგოგი შეირჩა. დაჯილდოებაზე ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებიც იმყოფებოდნენ სასტუმრო „შერატონში“. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში გვეუბნებიან, საპრიზო ფონდი, 21 000 ლარი, სამინისტროს ბიუჯეტიდან გაიცა. დღეს, საქართველოში მასწავლებლის …

მიწევს მშობლისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ბავშვს, ქმრისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ცოლს – დირექტორი

„მიწევს მშობლისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ბავშვს, მიწევს ქმრისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ცოლს. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, არ არსებობს, რომ ეს დავთმო“, – გვეუბნება მარნეულის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, მწერალი, პედაგოგი შორენა ხუხუა. „ბათუმელები“ მას დირექტორის ახალ სტანდარტზე ესაუბრა. ქალბატონო შორენა, როდის გახდით დირექტორი და რატომ? 2009 წელს ავარიაში …

რუსებს ქართულად ველაპარაკები – ვინ არის ლუკა, რომელმაც სკოლაში რუსული დროშა ჩამოხია

ბათუმის მეშვიდე სკოლის მოსწავლე ლუკა ნაცვლიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, როცა სკოლის ფოიეში განთავსებული სტენდიდან ჯერ რუსეთის, ხოლო შემდეგ აფხაზეთის დროშა ჩამოხია. ლუკა ამბობს, რომ ალბათ პროტესტის გამოხატვა სხვა ფორმითაც შეიძლებოდა, თუმცა იმ დროს და იმ მომენტში, მისი რეაქცია შესაბამისი იყო და გააზრებული ჰქონდა შედეგიც. „ბათუმელები“ მას ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა. ლუკა, …

საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

ბათუმის საზღვაო აკადემიის დირექტორის მოადგილეებმა ირაკლი კაცაძემ, აბდულ კახიძემ და მანუჩარ ლორიამ, თანამდებობები დატოვეს. აკადემიის რექტორის, მურთაზ დევაძის თქმით, მოადგილეების გათავისუფლების მიზეზი, რეორგანიზაციაა. „რეორგანიზაცია გაკეთდა მთლიანად საზღვაო აკადემიაში, გაუქმდა მოადგილეების შტატი და დაემატა მხოლოდ ვიცე რექტორის შტატი, რომელსაც ქრისტინა ზგოევა უხელმძღვანელებს“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში მურთაზ დევაძე. თუმცა აბდულ კახიძე ამბობს, რომ მან თანამდებობა უფრო ადრე, საკუთარი …

რას ფიქრობს სკოლის დირექტორი ახალ სტანდარტზე – ინტერვიუ

რამდენიმე დღის წინ, განათლების სამინისტრომ სკოლის დირექტორების ახალი სტანდარტი დაადგინა. სტანდარტი ეფუძნება სკოლის ხელმძღვანელის, როგორც ლიდერის კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ პრინციპებს: გაზიარებული ლიდერობა და სისტემური ლიდერობა. შეცვლის თუ არა რაიმეს სკოლებში ახალი სტანდარტი, ამ თემაზე „ბათუმელები“, ხაშურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს, მორის დანდურიშვილს ესაუბრა. ბატონო მორის, რას ფიქრობთ ახალ სტანდარტზე, რამდენად განხორციელებადია ის ქართულ სკოლებში? …

დირექტორი, რომელმაც მოსწავლეს რუსეთის დროშის ჩამოხევისთვის შენიშვნა მისცა, სკოლიდან გაუშვეს

ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ამის შესახებ განაცხადა დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა. მისი თქმით, სკოლის დირექტორმა სასწავლო რესურსების გამოყენების დროს დაარღვია კანონმდებლობა. საუბარია, სკოლის ფოიეში განთავსებულ სტენდზე, სადაც მსოფლიოს სახელმწიფოების დროშების სტიკერების გვერდით რუსეთისა და აფხაზეთის დროშის სტიკერიც იყო განთავსებული. მინისტრის თქმით, დირექტორმა სტენდზე აფხაზეთის დროშის სტიკერი განათავსა, რაც …

„ბევრი სკოლა ისეთ დღეშია, პირუტყვი არ შევა“ – რას არ ხედავს მთავრობა

სამოქალაქო პლატფორმა „სალამის“ წევრებმა სამ მუნიციპალიტეტში: მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში ავარიული სკოლები აღნუსხეს და ფოტომასალა საქართველოს პარლამენტის წინ გამოფინეს. „ბათუმელები“ ესაუბრა „სალამის“ერთ-ერთ აქტივისტს, ბენიამინ კასიმოღლუს. მისი თქმით, აქტივისტები შეეცადნენ ამ გამოფენით საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გაეხადათ ის მდგომარეობა, რაც ამ მუნიციპალიტეტებში არსებულ საჯარო სკოლებშია. „დაზიანებული, გაბზარული, ძველი, იატაკებიდან ქვეწარმავლები შეიძლება ამოვიდეს. ბევრ სკოლაში ისეთი მდგომარეობაა, პირუტყვი რომ …

სქესობრივი დანაშაულისთვის გასამართლებული პირები სკოლებში ვერ დასაქმდებიან

სკოლაში, საბავშვო ბაღსა და სხვა ნებისმიერ სახის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო  დაწესებულებაში მუშაობის დაწყებისას, პირს ნასამართლობის ცნობის წარდგენის გარდა, მოეთხოვება ცნობა იმის შესახებ, არის თუ არა ნასამართლევი სქესობრივი დანაშაულისთვის. 2020 წლის 23 ივლისის დადგენილებით, სქესობრივი დანაშაულზე ნასამართლევ პირს ეკრძალება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა. გარდა საბავშვო ბაღებისა და სკოლებისა, სქესობრივი დანაშაულისთვის …

„რომ შეიძლებოდეს, ქალაქში არ წავიდოდი მოსამზადებლად“ – აბიტურიენტი ხულოდან

17 წლის აბიტურიენტი, ჯანეტ კოჩალიძე ხულოში, სოფელ რიყეთში ცხოვრობს. ჯანეტი უმაღლესი განათლების მიღებას და ფარმაციის შესწავლას გეგმავს. იგი ამბობს, რომ მას, ისევე როგორც სოფლებში მცხოვრებ ბევრ აბიტურიენტს, სწავლის ხარისხი სკოლაში არ აკმაყოფილებს. ჯანეტი ქალაქში წასვლას და რეპეტიტორებთან მომზადებას გეგმავს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. იგი სოფლიდან აბიტურიენტების ქალაქში წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ინგლისური ენის სპეციალისტების ნაკლებობას …

მენტორის გამოცდის ბარიერი მხოლოდ 182-მა პედაგოგმა გადალახა – გამოცდების შედეგები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დასრულდა მასწავლებელთა ზაფხულის გამოცდების შედეგების შეჯამება. წელს წამყვანი პედაგოგის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდაზე 8 102 მასწავლებელი გავიდა, თუმცა 5 646 მასწავლბელმა სტატუსის ცვლილებისთვის საჭირო ბარიერი ვერ გადალახა. სტატუსის ცვლილება ამ კატეგორიაში, მხოლოდ 2 456 მასწავლებელმა შეძლო. მენტორის გამოცდაზე კი ბარიერი მხოლოდ 184-მა პედაგოგმა გადალახა. ამ გამოცდას სულ 2 744 წამყვანი …

უკრაინულ სექტორში მასწავლებლები სკოლის მიერ დადგენილი წესით დასაქმდებიან

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით, პირს, რომელსაც უკრაინულ სექტორში მასწავლებლად დასაქმება სურს, სკოლას უნდა მიმართოს. „მასწავლებლები სკოლის მიერ დადგენილი წესით შეირჩევიან“, – ნათქვამია განათლების მინისტრის ბრძანებაში, რომელიც გუშინ, 22 სექტემბერს გამოიცა. ამ დროისთვის უკრაინული სექტორი თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებშია გახსნილი, სადაც 2 ათასამდე უკრაინიდან …

სკოლა ვალდებულია შინსწავლაზე გადაიყვანოს ბავშვი, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით, სკოლა ვალდებულია შინ სწავლის რეჟიმზე გადაიყვანოს ბავშვი, რომელსაც სამედიცინო ცნობის საფუძველზე ესაჭიროება მკურნალობა, ერთ თვეზე მეტი ხნით და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიეკუთვნება რისკჯგუფს პირისპირ სწავლების შემთხვევაში. სკოლას ამ საჭიროებისთვის ბავშვის მშობელმა უნდა მიმართოს. აქ არ იგულისხმებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები. მინისტრის ამავე ბრძანების მიხედვით, საშუალო საფეხურზე სახვით …

თამარ გაბუნიას შვილს უცხოეთში სწავლა 29 686 ლარით დაუფინანსა სახელმწიფომ

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის და ამჟამად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიას შვილის უცხოეთში სწავლა სახელმწიფომ 29 686 ლარით დააფინანსა. ამის შესახებ მოცემულია თამარ გაბუნიას წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში [ყოველი წლის დეკლარაცია ასახავს წინა წლის ქონებრივ მდგომარეობას], რომელიც მან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნის დროს შეავსო. თამარ გაბუნიას შვილი ანი მუხიგულაშვილი, ავსტრიაში, …

სკოლაში უცხო ენის სწავლება სერტიფიკატის მფლობელ პირებსაც შეეძლებათ – კანონპროექტი

დღეს, 21 სექტემბერს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას. ცვლილება შეეხება უცხოური ენის გამოცდასა და სერტიფიკატის აღიარების წესს. განათლების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის თქმით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პირს, რომელსაც მოპოვებული აქვს რომელიმე უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, მას საგნის გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება და სკოლაში მუშაობასაც შეძლებს. „მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ერთ-ერთ …

სტაჟირებაზეც კი არ ამიყვანეს – ნიუ იორკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ქვეყნიდან ტვინების გადინებაზე

რატომ მიდიან ახალგაზრდები ქვეყნიდან და როგორ აისახება ინტელექტუალური რესურსის გადინება საქართველოს მომავალზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარს, დავით ჯინჭარაძეს ესაუბრა. ის ამ ეტაპზე დიდ ბრიტანეთში მუშაობს. დავით, ბოლო პერიოდში, თვალში საცემია ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების ტენდენცია. ნაწილმა უკვე დატოვა საქართველო, დარჩენილი ნაწილიც წასვლაზე საუბრობს. მათ შორის არიან ის ადამიანები, ვინც თქვენს მსგავსად, დასავლეთში მიიღო …

განახლდება თუ ვერა სასწავლო პროცესი ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში – დირექტორის განმარტება

ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ჯერ არ განახლებულა. სკოლაში სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სკოლის დირექტორმა მარიზა აბაშიძემ განაცხადა, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრისთვის განახლდებოდა, თუმცა მშობლები, რომლებიც „ბათუმელებს“ უკავშირდებიან, ვარაუდობენ, რომ სასწავლო პროცესი ვერც ამ პერიოდისთვის განახლდება და ეს მათ აწუხებთ. დღეს, 19 სექტემბერს, „ბათუმელები“ იმყოფებოდა სკოლაში, სადაც მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. …

წელს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტმა 1380 პირველკურსელი მიიღო

დღეს, 19 სექტემბერს, უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო წელი განახლდა. ახალი სასწავლო წელი დაიწყო ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. წელს ბსუ-ში 1380 პირველკურსელი ჩაირიცხა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, „გასული წლისგან განსხვავებით, საბაკალავრო პროგრამებზე წელს 98-პროცენტიანი ჩარიცხვის მაჩვენებელი აქვს უნივერსიტეტს. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე აბიტურიენტთა რიცხვი კი 156%-ით გაიზარდა“. ბსუ-ს ინფორმაციით, წელს ყველაზე მოთხოვნადი პროგრამებია: ფსიქოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება, ისტორია, ზოგადი განათლების …

Exit mobile version