აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 თებერვლის საღამოს 9 საათიდან 24 თებერვლის საღამოს 9 საათამდე აჭარის სანაპირო რაიონებში და მთაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
24 თებერვლის საღამოდან კი, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია სანაპირო ზოლში ნალექი, მთაში – თოვა.
ჰაერის ტემპერატურა
სანაპირო რაიონებში:
- ორშაბათს, 24 თებერვალს, ღამით 1-6, დღისით 8-13 გრადუსი სითბო;
- სამშაბათს, 25 თებერვალს, ღამით 0-5, დღისით 6-11 გრადუსი სითბო.
მთაში:
- ორშაბათს, 24 თებერვალს, ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 5-10 გრადუსი სითბო;
- სამშაბათს, 25 თებერვალს, ღამით 2-5 გრადუსი ყინვა, დღისით 2-8 გრადუსი სითბო;
- მაღალ მთაში კი, ღამით 5-10 გრადუსი ყინვა, დღისით 2 გრადუსი ყინვა, 3 გრადუსი სითბო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, აჭარის სანაპიროსთან ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.