ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმში ხვალ 22 გრადუსამდე დათბება – ამინდის პროგნოზი აჭარაში

26.02.2020 • 3303
ბათუმში ხვალ 22 გრადუსამდე დათბება – ამინდის პროგნოზი აჭარაში

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 27 თებერვალს, ბათუმში და აჭარის სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურა +17-დან +22 გრადუსამდე მოიმატებს. 28-29 თებერვალს კი სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვაა მოსალოდნელი.

დღეს, 26 თებერვალს, აჭარაში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი.

ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 26 თებერვლის 21 საათიდან 27 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში ღამით 5-10, დღისით 17-22 გრადუსი სითბო;
  • მთაში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 5-10 გრადუსი სითბო;
  • მაღალ მთაში ღამით 5-10, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი:

  • 26 თებერვლის 21 საათიდან 27 თებერვლის 21 საათამდე, სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში, უნალექოდ, ხილვადობა – კარგი, ტალღის სიმაღლე: 7-12დმ (2-
    3ბალი),
  • ზღვის წყლის ტემპერატურა: +9 გრადუსი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: