აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უნალექოდ, დღისით კი – ზოგან ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.
ჰაერის ტემპერატურა:
- სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 17-22 გრადუსი სითბო
- შიდამთიან რაიონებში – ღამით 5-10, დღისით 18-23 გრადუსი სითბო
- მაღალ მთაში – ღამით 1-6, დღისით 8-13 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 და 21 მაისს აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.