ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის შენობასთან, ასევე „ოცნების ქალაქში“ ქარმა ხეები წააქცია. როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა უთხრა, 26 მაისის ქუჩაზე წაქცეული ხე რამდენიმე ადამიანს დაეცა, თუმცა არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური. მრავალსართულიან კორპუსს ქარმა სამშენებლო მასალები შემოაცალა. მრავალწლოვანი ხე წააქცია ქარმა ასევე „ოცნების ქალაქში“, რომელიც სახლს დაეცა. ადგილობრივი მცხოვრების თქმით, დაზიანდა …
Category Archives: ბათუმი
„ერთად ვუთხრათ არა – რუსულ კანონს“ – 11 მაისს, ბათუმში, ნურის ტბის ირგვლივ ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ
შაბათს, 11 მაისს, 18 საათზე, არასამთვრობო ორგანიზაცია „საორსა“ ცოცხალ ჯაჭვს, პერფორმანსს აანონსებს. „11 მაისს, 18:00 საათზე ერთობით ვერთიანდებით, რათა ერთად ვუთხრათ არა – რუსულ კანონს. ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურის ტბის ირგვლივ ერთად შევკრათ ცოცხალი ჯაჭვი, ერთად გავაზიაროთ ევროპული მომავლის შესაძლებლობები. გელოდებით – დროა ჩვენი გაერთიანების: ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, მათი განათლებისთვის, დასაქმებისთვის, ჯანმრთელობისთვის …
Liquid Structure – გამოფენა, პერფორმანსი და მუსიკა ბათუმში, ზღვის პირას
შაბათს, 11 მაისს, 16 საათიდან, ბათუმის პირსის ტერიტორია დროებით გადაიქცევა სივრცედ გამოფენისთვის, პერფორმანსებისთვისა და საჯარო საუბრებისთვის. ბათუმში უკვე მეორედ იმართება პროექტი Liquid Structure. პროექტი აერთიანებს 7 მონაწილეს საქართველოდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან, რომლებიც სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს წარადგენენ ინსტალაციის, სკულპტურის, პერფორმანსისა და სხვა სახით და, ასევე, ერთ კოლექტივს, რომელიც გამოფენას დახურავს ცოცხალი ელექტრო- აკუსტიკური იმპროვიზაციით. …
Continue reading “Liquid Structure – გამოფენა, პერფორმანსი და მუსიკა ბათუმში, ზღვის პირას”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 მაისის 21 საათიდან 11 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში, რომელიც ზოგან გაძლიერება 17-22 მ/წამამდე; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას”
ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა – #1, #8, #4 და #15 ავტობუსების მარშრუტი შეიცვალა
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა წერეთლისა და ბაქოს ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში. შეზღუდვის გამო, მუნიციპალური ავტობუსი #1 შავშეთისა და მაიაკოვსკის ქუჩების ნაცვლად იმოძრავებს ბაქოსა და ნონეშვილის ქუჩების გავლით. # 1ა ავტობუსი მაიაკოვსკისა და შავშეთის ქუჩების ნაცვლად იმოძრავებს გოგოლის, ნონეშვილისა და ბაქოს ქუჩებით. #8 და #4 ავტობუსები უკუმიმართულებისას მაიაკოვსკისა და შავშეთის ქუჩების ნაცვლად იმოძრავებს მაიაკოვსკისა …
არა რუსულ კანონს – დღეს აქცია ქობულეთის მერიასთან 18 საათზე დაიწყება
ანტირუსული აქცია ახალგაზრდებმა დღეს, 9 მაისს, ქობულეთშიც დააანონსეს. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია ქობულეთის მერიასთან 18:00 საათზე დაიწყება, იქნება მსვლელობაც. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი კაკალაძის ინფორმაციით, „ეს ახალგაზრდების ორგანიზებული აქციაა. ასევე, შემოგვიერთდება ყველა, ვინც ეთანხმება ჩვენს მოთხოვნებს.“ აქცია დაგეგმილია ბათუმშიც. დღეს, 9 მაისს, ევროპის დღეს, ევროპული მარში გაიმართება. მარშის გზავნილია: „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“. ევროპული მარში …
Continue reading “არა რუსულ კანონს – დღეს აქცია ქობულეთის მერიასთან 18 საათზე დაიწყება”
ბათუმის მერია პარკთან ახლოს მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის შენობას ყიდის
ბათუმის მერია ცენტრალურ პარკთან, ნურიგელის ტბასთან ახლოს 2821 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობის გაყიდვას გეგმავს. ეს ქონება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაშია, რომელიც მერიამ საკრებულოს გასულ სხდომაზე, 30 აპრილს დააზუსტა. შენობის ფართობი 3267 კვ.მეტრია და აქ უკვე წლებია მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი ფუნქციონირებს. შენობა საზღვაო აკადემიას უზურფრუქტით ჰქონდა გადაცემული. სად გადავა ეს ცენტრი შენობის გაყიდვის შემთხვევაში, …
Continue reading “ბათუმის მერია პარკთან ახლოს მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის შენობას ყიდის”
ხალვაშის გამზირზე ხე წაიქცა და მანქანას დაეცა
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ევკალიპტის მრავალწლოვანი ხე წაიქცა. თვითმხილველის თქმით, ხე იქვე მდგომ სატვირთო ავტომანქანას დაეცა. ასევე დაზიანდა გზაზე მიმავალი მსუბუქი ავტომანქანაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხე დღეს, 6 მაისს დილით წაიქცა, რის გამოც გარკვეული დროით გადაკეტილი იყო მოძრაობა ხალვაშის გამზირზე. ამ დროისთვის გზაზე ავტომანქანების მოძრაობა აღდგენილია.
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 მაისის 21 საათიდან 6 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 16 – 21 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო …
არა რუსულ კანონს – აქციის მონაწილეები ბათუმში წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან შეიკრიბებიან
დღეს, 4 მაისს რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები ბათუმში, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან შეიკრიბებიან. ერთ-ერთი ორგანიზატორის ინფორმაციით ისინი ამ ფორმით ეხმაურებიან თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას. თბილისში ახალგაზრდები დღეს 19:00 საათიდან ქაშვეთის ეკლესიასთან გეგმავენ შეკრებას. „ერთი რამ იცოდეს ხელისუფლებამ, რომ ყველა დიდი ხუთშაბათისა და პარასკევის შემდეგ მოდის აღდგომა. რეზინის ტყვიების შემდეგაც ქართველი ერი აღდგება და უფრო ძლიერი და …
„არა რუსულ კანონს“ – 1 მაისს ბათუმში სტუდენტები აქციას გამართავენ
დღეს, პირველ მაისს, ბათუმში, სტუდენტები აქციას – „არა რუსულ კანონს“ გამართავენ. სტუდენტები 19:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“. „დღეს, საქართველო ტირის. სამშობლოს ვჭირდებით!!! 19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან.“ – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. დღესვე, 1-ელ მაისს, ბათუმელი აქტივისტები თბილისში გამგზავრებას გეგმავენ, რათა შეუერთდნენ აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ. …
Continue reading “„არა რუსულ კანონს“ – 1 მაისს ბათუმში სტუდენტები აქციას გამართავენ”
„ვიკრიბებით ევროპის მოედანზე, მივდივართ თბილისში“ – აქციას დედაქალაქში ბათუმიდანაც შეუერთდებიან
ბათუმელი აქტივისტები პირველ მაისს თბილისში გამგზავრებას გეგმავენ, რათა შეუერთდნენ აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ. გადაწყვეტილება ამის შესახებ 30 აპრილს იქნა მიღებული, მას შემდეგ რაც გავრცელდა თბილისში მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევის კადრები. პირველ მაისს, ღამის ორ საათზე ბათუმიდან თბილისში გამგზავრების ინიციატორებმა, ჯგუფმა, რომელშიც შედიან მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, ბრიფინგი გამართეს აჭარის უმაღლეს საბჭოსთან. „პირველ მაისს, …
ბათუმში ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
ათდღიანი ძებნის შემდეგ ბათუმში, ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი, დღეს, 30 აპრილს, ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ახალგაზრდა დაახლოებით 17 წლის იყო. ის ზღვაში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.
„არა რუსულ კანონს“ – ბათუმის საკრებულოს ოპოზიციამ სხდომაზე პლაკატები გამოფინა
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს, 30 აპრილს, ოპოზიციის წევრები „არა რუსულ კანონს“ წარწერებიანი მაისურებით მივიდნენ. სხდომაზე ოპოზიციამ პლაკატებიც გამოფინა წარწერით – „კი ევროპას. არა რუსულ კანონს“. ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 20-მდე საკითხი აქვს განსახილველი. ერთ-ერთი საკითხი ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცებაა. ამავე თემაზე: „ოცნება“ ქობულეთის საკრებულოში თავს დაესხა კოლეგებს პლაკატისთვის – „არა რუსულ …
Continue reading “„არა რუსულ კანონს“ – ბათუმის საკრებულოს ოპოზიციამ სხდომაზე პლაკატები გამოფინა”
დღეს ბათუმში აქცია გაიმართება – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“
დღეს, 29 აპრილს, 19:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიან. რუსულ კანონპროექტს დღეს საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო მოსმენაზე განიხილავს. აქციას უერთდებიან სამოქალაქო საზოგადოების წევრები, პარტიების წარმომადგენლები, აქტივისტები, ყველა ვინც ეწინააღმდეგება რუსული კანონის დამტკიცებას და კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს. დღეს საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მეორე საკომიტეტო განხილვა, რომელიც დილის 9 …
Continue reading “დღეს ბათუმში აქცია გაიმართება – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“”
ბათუმში ტერიტორია, სადაც 93 000 კუბ/მ სახიფათო ნარჩენია, საცხოვრებელ ზონად განიხილება
ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის [ბნქ] ტერიტორიაზე ბოლო კვლევებით საერთო ჯამში 92 950 კუბური მეტრი სახიფათო ნარჩენი გამოვლინდა. კვლევა ჩეხურმა კომპანია DEKONTA-მ 2022 წელს ჩაატარა. ამავე კვლევით ბნქ-ს ტერიტორიაზე 800 000 ტონაზე მეტი დაბინძურებული ნიადაგია. აქედან, საპილოტე პროექტის ფარგლებში, მხოლოდ 10 ტონა დაბინძურებული ნიადაგის გაწმენდა იგეგმება. საპილოტე პროექტისთვის საჭიროა თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] დოკუმენტის …
ბათუმის რა ქუჩებზე შეწყდება 12 აპრილს გაზის მიწოდება
კომპანია „სოკარის“ ცნობით, 12 აპრილს ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გაზი გაითიშება. კერძოდ: 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება გენერალ ასლან აბაშიძის #49-6-ში მცხოვრებ 66 აბონენტს. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება კონსტანტინე გამსახურდიას #1-ში მცხოვრებ 28 აბონენტს. ამავე პერიოდში, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება აკაკი შანიძის მეორე ჩიხში მცხოვრებ 101 აბონენტს. ასევე, 12:00 საათიდან …
Continue reading “ბათუმის რა ქუჩებზე შეწყდება 12 აპრილს გაზის მიწოდება”
ბათუმის 4 სილამაზის სალონში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა გამოვლინდა
ბათუმში მოქმედ სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გეგმური მონიტორინგისას, სანიტარული ნორმის დარღვევის ფაქტზე 4 ობიექტის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. უწყების ცნობით, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოწმდება: დეზინფექციისა და სტერილიზაციის რეჟიმი, სახიფათო ნარჩენების შეგროვება და პერსონალის ჰიგიენის წესების დაცვა. ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია არ ასაჯაროებს ამ სალონების სახელწოდებას. სილამაზის …
Continue reading “ბათუმის 4 სილამაზის სალონში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა გამოვლინდა”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
ბათუმის კონცხის სახიფათო ადგილებიდან ხრეშის გატანას 6 თვე დასჭირდება
ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან ჭარბი მასალის ამოღებისა და მახინჯაურის სანაპიროზე დაყრის სკრინინგის პროცედურა განახლდა. ამ პროცედურით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს დაგეგმილი საქმიანობისთვის არის თუ არა საჭირო გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] დოკუმენტის მომზადება. ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან ამ ეტაპზე, ჯამში, 43 000 კუბური მეტრი ნატანია ამოსაღები. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას და მახინჯაურის სანაპიროზე დაყრას, წინასწარი …
Continue reading “ბათუმის კონცხის სახიფათო ადგილებიდან ხრეშის გატანას 6 თვე დასჭირდება”
კიდევ ორი ცათამბჯენი – როგორ შეიცვლება ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია [ფოტო]
შპს „ბრიტიშ დეველოპმენტმა“ ბათუმის მერიას რუსთაველის #44-ში, ხოლო შპს „ვესტინვესტმა“ ნინოშვილის #39-ში დაგეგმილი სამშენებლო პროექტების არქიტექტურული ნაწილი შეათანხმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის, „ალიანს ფრივილიჯის“ შენობის მარჯვნივ და მარცხნივ კიდევ ორი ცათამბჯენი აშენდება. სამშენებლო მიწის ნაკვეთების განაშენიანების გეგმა-კონცეფციები საკრებულომ 2022 წელს დაამტკიცა. გდგ დოკუმენტის მიხედვით, კომპანიები პროექტების K2-კოეფიციენტის გაზრდას 16.0-მდე …
ბათუმში ორშაბათიდან 25 გრადუსამდე დათბება – ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 მარტის 21 საათიდან პირველი აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: …
Continue reading “ბათუმში ორშაბათიდან 25 გრადუსამდე დათბება – ამინდის პროგნოზი”
ბაგრატიონის ქუჩაზე ავტომანქანა სკვერში შევარდა – ავარია ბათუმში
დღეს, 31 მარტს, ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. თვითმხილველის თქმით, ერთი ავტომანქანა გზის გამყოფ ზოლზე მოწყობილ ზოლში შევარდა და სასეირნო ბილიკზე მოწყობილ რკინის თაღს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კიდევ ერთი ავარია მოხდა ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება …
Continue reading “ბაგრატიონის ქუჩაზე ავტომანქანა სკვერში შევარდა – ავარია ბათუმში”
3000 უსახლკარო ოჯახი და ბათუმის მერიის დაკეტილი ბინები
„მარტოხელა დედა ვარ, თუმცა სტატუსი არ მაქვს. ვცხოვრობ ავადმყოფ დედასთან ერთად, რომელიც ძალიან ცუდად არის, მარტო ვზრდი ბავშვებს, ორი შვილი მყავს. ქირას როგორ იხდიო თქვენ მკითხეთ. სოციალურ დახმარებას ვიღებ 500 ლარს და სრულად ვიხდი ქირაში. საკვებს ვიღებ უფასო სასადილოდან. მივმართავ აჭარის მთავრობას, რომ ასეთ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმაროს. მინდა, რომ ყველას გვერდში დაუდგნენ და ელემენტარული სახლ-კარი …
Continue reading “3000 უსახლკარო ოჯახი და ბათუმის მერიის დაკეტილი ბინები”
ბათუმის საკრებულომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში ცვლილება შეიტანა
დღეს, 26 მარტს, ბათუმის საკრებულომ ავარიული სახლების პროგრამაში ცვლილება შეიტანა. ცვლილების მიხედვით დაზუსტდა რამდენიმე მუხლი და პროგრამაში ახალი ტერმინი „ბარაკები“ გაჩნდა. სხდომაზე ბათუმის საკრებულომ 23 საკითხი განიხილა, აქედან 18 სამშენებლო პროექტების განაშენიანების დეტალური გეგმები, კონცეფციები ან ადრე დამტკიცებულ პროექტებში ცვლილებები იყო. ახალ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები სხდომაზე დაპირისპირების საგანიც გახდა. ცვლილების მიხედვით: ავარიულ სახლად მიიჩნევა ერთ …
Continue reading “ბათუმის საკრებულომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში ცვლილება შეიტანა”
კომპანია ბათუმის მერიას ვალის, 1.3 მლნ-ის გადავადებას სთხოვს – ავარიული სახლების პროგრამა
შპს „კომუნა ჰოლდინგი“ ბათუმის მერიას გადაცემული ქონების საფასურის გადახდის გადავადებას სთხოვს. ბათუმში, იოსებ ნონეშვილის ქუჩაზე, №1-ის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1788 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ბათუმის მერიამ აჭარის მთავრობას პირდაპირი წესით გასასხვისებლად, „კომუნა ჰოლდინგისთვის“ გადასაცემად გადასცა. შეთანხმების მიხედვით საპრივატიზებო თანხა კომპანიას ბათუმის ბიუჯეტში უნდა შეეტანა. შპს „კომუნა ჰოლდინგი“ ბათუმის მერიის პროგრამის – „ბათუმი ავარიული …
ბათუმის მერია ევროკავშირის გრანტს მიიღებს სათბური აირების გაფრქვევების კერების შესასწავლად
ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის ინფორმაციით, მერიამ ევროკავშირის Interreg NEXT Black Sea Basin პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ამის შესახებ სამსახურის უფროსი, რუსუდან ჟოჟაძე, საკრებულოში შესაბამისი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერს. სამსახურის ინფორმაციით, საკონკურსო განაცხადი წარდგენილი იყო უზუნკოპრუს მუნიციპალიტეტთან [თურქეთის რესპუბლიკა], სტამბულის უნივერსიტეტთან და სხვა აპლიკანტებთან ერთად. წამყვანი აპლიკანტი [პარტნიორი] უზუნკოპრუს მუნიციპალიტეტია. პროექტის შემდგომი …
როდის გაიხსნება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. თუმცა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერზე შესყიდვის სტატუსი ჯერ ისევ მიმდინარეა და არა დასრულებული. როგორც ჩანს, სამმართველომ სამუშაოები და შესაბამისი დასკვნებიც უკვე ჩაიბარა, რაც შესყიდვების გვერდზე შესაბამის ვადაში უნდა იასახოს. „დაიწყო შენობის დასუფთავება“ – გვითხრა ბიბლიოთეკის დირექტორმა, ჯონი საბაშვილმა. მისი განმარტებით დასუფთავების დასრულების …
Continue reading “როდის გაიხსნება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა”
ბათუმში, რუსთაველზე 8-სართულიან კორპუსს აშენებენ, რომელსაც პარკინგი არ ექნება
ბათუმში, რუსთაველის #37-ში, სამშობიარო სახლის გვერდით, რვასართულიან მრავალბინიან კორპუსს ააშენებენ, დამატებით ერთი მიწისქვეშა სართულით. ნებართვა გაცემულია. პროექტი ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში დაამტკიცეს. კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდა 6,0-მდე მოითხოვა. სამშენებლო ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია, მომიჯნავედ მდებარე სამშობიარო სახლს ძეგლის სტატუსი აქვს. დოკუმენტების მიხედვით, პროექტის დამტკიცებას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაეთანხმნენ. გარდა იმისა, რომ კორპუსი …
Continue reading “ბათუმში, რუსთაველზე 8-სართულიან კორპუსს აშენებენ, რომელსაც პარკინგი არ ექნება”
სახელმწიფო კუნძულისა და ტერმინალის მშენებელ კომპანიებს სთხოვს, ზღვის ხედზე შეთანხმდნენ
გარემოს ეროვნული სააგენტო კერძო კომპანია „ტერმინალ 1“-ს სთხოვს მის მიერ დაგეგმილი საქმიანობა სხვა კერძო კომპანიასთან – „ამბასადორი ბათუმი აილენდთან“ შეათანხმოს. „ტერმინალ 1“ ბათუმში მდებარე ნავთობპროდუქტების საცავის წარმადობის გაზრდას და ზღვაში ახალი საზღვაო სატვირთო ნავმისადგომის მშენებლობას გეგმავს, „ამბასადორი“ კი – ხელოვნური ნახევარკუნძულების და კუნძულის მშენებლობას. „ვინაიდან ზემოაღნიშნული კუნძული დაგეგმილია ასევე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტის განვითარებისთვისაც, ხოლო უნაპირო …
ხალვაშის გამზირზე ასფალტი აყარეს – გზის ერთი მხარე ისევ გადაკეტეს
ბათუმი-ახალციხის გზის დასაწყისი [აეროპორტის გზატკეცილიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთი] მეორე დღეა ცალმხრივად ჩაკეტილია. ამის გამო ანგისიდან [ბავშვთა საავადმყოფო] ხელვაჩაურისკენ მიმავალ ტრანსპორტს ალტერნატიული გზებით უწევს გადაადგილება. ხალვაშის გამზირზე საქართველოს საავტომობილო გზების დაკვეთით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხელშეკრულება დეპარტამენტს შპს „ერ ტე დე“-სთან 19 399 999 ლარზე აქვს გაფორმებული. გზის ჩაკეტილ მონაკვეთში ასფალტის საფარი აყარეს. „ბათუმელებმა“ ვერცერთი კომპეტენტური უწყებიდან …
Continue reading “ხალვაშის გამზირზე ასფალტი აყარეს – გზის ერთი მხარე ისევ გადაკეტეს”
რატომ ვერ აღადგინეს ახალ ბულვარში სანაპირო – პროექტში ბათუმი 15,6 მილიონს ხარჯავს
ბათუმის ახალ ბულვართან შტორმით დანგრეული სანაპიროს აღდგენის სამუშაოები 2023 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე გრძელდება. სამუშაოების დასრულების ვადამდე ერთი თვით ადრე, კერძო კომპანიასა და ბათუმის მერიას შორის დადებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და დასრულების ვადა 3 თვით გააგრძელეს. სანაპიროზე მიმდინარე სამუშაოებში ბათუმის ბიუჯეტიდან 15,6 მილიონი ლარი დაიხარჯება. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და …
Continue reading “რატომ ვერ აღადგინეს ახალ ბულვარში სანაპირო – პროექტში ბათუმი 15,6 მილიონს ხარჯავს”
ხულო-გოდერძის გზის მშენებლობა დასრულდება 2024 წელს – გზების დეპარტამენტი
ხულო-ზარზმის გზის გოდერძი-ზარზმის მონაკვეთზე, როგორც „ბათუმელებს“ გზების დეპარტამენტიდან მოგვწერეს, სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე „მიმდინარეობს სამუშაოების მიღების პროცედურები“. რაც შეეხება ხულო-გოდერძის მონაკვეთს, დეპარტამენტის ინფორმაციით, „სამშენებლო სამუშაოები განახლდება და გაგრძელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში“. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ ხულო-გოდერძის გზის მშენებლობის „დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2024 წელს“. ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანია „სინოჰიდროსთან“ …
Continue reading “ხულო-გოდერძის გზის მშენებლობა დასრულდება 2024 წელს – გზების დეპარტამენტი”
ბათუმის კონცხზე 5-ის ნაცვლად 3 თაუერი აშენდება – ყველაზე მაღალი 240 მეტრი იქნება
ბათუმის კონცხზე „რივიერა“ 5 თაუერის ნაცვლად 3 თაუერის აშენებას გეგმავს, რის გამოც საპროექტო ტერიტორიისთვის შეიცვალა განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ]. 2023 წელს განახლებული გრგ-ს მიხედვით, სამი თაუერიდან ყველაზე მაღალი 240 მეტრი სიმაღლის იქნება [70 სართული], მეორე – 205 მეტრი [55 სართული] და მესამე – 150 მეტრი [39 სართული]. ადრინდელი პროექტით აქ 5 თაუერიდან ყველაზე მაღალი 200 …
Continue reading “ბათუმის კონცხზე 5-ის ნაცვლად 3 თაუერი აშენდება – ყველაზე მაღალი 240 მეტრი იქნება”
შსს ორთაბათუმში პოლიციის შენობას ააშენებს
ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმში პოლიციის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაა დაგეგმილი. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტენდერი 1 მილიონ 200 ათას 512 ლარით გამოაცხადა. სამუშაოები მოიცავს ორთაბათუმში შენობის მშენებლობას და აღჭურვას შესაბამისი ინფრასტრუქტურით, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, ასევე, ბათუმში, გრიბოედოვის N4ა-ში მდებარე შენობაში ლითონის კონსტრუქციების მოწყობას. შსს-ს ინფორმაციით, სამუშაოები სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნით ტარდება. ტენდერში წინადადებების მიღება 2024 …
Continue reading “შსს ორთაბათუმში პოლიციის შენობას ააშენებს”
ხულოში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დიალიზის სერვისი ამოქმედდა
ხულოში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დიალიზის სერვისი ამოქმედდა; დიალიზის სერვისი ასევე ამოქმედდა ახალქალაქში, ყვარელსა და მარტვილში. აქამდე ბენეფიციარები ამ მუნიციპალიტეტებიდან პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრებით დაშორებულ სხვადასხვა ქალაქში მიდიოდნენ, რაც ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ამ დროისთვის საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში დიალიზის სერვისი კვლავაც არ არის ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უახლოეს მომავალში იგეგმება …
Continue reading “ხულოში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დიალიზის სერვისი ამოქმედდა”