საუბნო კომისიები „გამჭვირვალე“ პოლიტიკური გავლენებით

გასულ კვირას საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა. 13-კაციან საუბნო კომისიაში შვიდი წევრი სხვადასხვა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს, პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. დანარჩენი ექვსი კი, კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პროფესიონალიზმის ნიშნით უნდა იყოს შერჩეული. საარჩევნო მიმართულებით სერტიფიცირებული კადრები საუბნო კომისიების გარეთ დარჩნენ. „საარჩევნო ადმინისტრაციების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების ტესტი ხელისუფლებამ ამჯერადაც ვერ ჩააბარა,“ – ეს მადონა ბერიძის შეფასებაა „სამართლიანი …

სამინისტრო მოცვის ნერგებს აღარ დაარიგებს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ლურჯი მოცვის ბაღების გაშენების პროგრამას მომავალი წლიდან აღარ განახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კულტურა მაღალი საექსპორტო პოტენციალით გამოირჩევა და მასზე მოთხოვნა გაზრდილია, სამინისტრო არც მოცვის ნერგების დარიგების პროგრამას გააგრძელებს. „ოთხი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა მოცვის ნერგების დარიგება თუ ბაღების გაშენება. ჯამში 47 ათასი ძირი მოცვი გვაქვს გადაცემული ფერმერებზე, ხოლო მიმდინარე წელს მოცვის …

ბათუმის ნაპირგამაგრებისთვის 12 მილიონამდე ევრო დაიხარჯება

წვიმისა და შტორმის დროს ბათუმის დატბორვის პარალელურად ზღვის სანაპირო ზოლიც ირეცხება, რის შედეგადაც იშლება და ზიანდება ამ ზოლში არსებული ინფრასტრუქტურა – განსაკუთრებით, ახალი ბულვარის ტერიტორია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კი ნაპირგამაგრების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტი ფაქტობრივად არ განხორციელებულა. მიმდინარე წლის 16 ივნისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განაცხადა  ბათუმის ნაპირგამაგრების სამუშაოებისთვის ტენდერში მონაწილეობის მიღების შესახებ. ფონდი საამისოდ, ფაქტობრივად, სამი …

„ჟილინის“ არხი  და დატბორილი ბათუმი

ბათუმში წვიმის დროს ქალაქის გარკვეული უბნების დატბორვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ინფრასტრუქტურულ პროექტებში გადახდილი მილიონების მიუხედავად, „ტრადიციულ“ დატბორვის უბნებს ქალაქში არაფერი ეშველა და ჯერჯერობით არც ეშველება, ვინაიდან სანიაღვრე არხები, რომლებმაც ქალაქი წვიმის წყლისგან უნდა განტვირთოს, შტორმის დროს არაეფექტურად მუშაობს. ერთ-ერთი ასეთი არხია ე.წ. „ჟილინი“, რომლის რეკონსტრუქციისათვის ბათუმის ბიუჯეტიდან 6 მილინ 317 ათასი ლარი დაიხარჯა. ბათუმის მერიის …

7 შეკითხვა, რომელიც პოლიტიკოსს ხმის მიცემამდე უნდა დაუსვათ

თქვენს კარებთან, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, სახლებთან თუ სოფლის ორღობეებთან უკვე ხშირად ჩნდებიან პოლიტიკოსები მრავალფეროვანი დაპირებებით. მათი გზავნილები, როგორც წესი, ხშირად ჰგავს ერთმანეთს. როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, რა შეკითხვები უნდა დავუსვათ პოლიტიკოსებსა და პარტიებს ხმის მიცემამდე? “ბათუმელები”  გთავაზობთ რამდენიმე შეკითხვას იმის გასარკვევად, თუ რა იდეოლოგიის პოლიტიკის გატარებას უნდა ელოდოთ მათგან და რამდენად გათვლილი აქვთ დეპუტატობის კანდიდატებს …

ვინ არიან მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები ბათუმში

ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარების დასახელებისას მმართველმა პარტიამ მთავარი გათვლა არა პარტიულ სახეებზე, არამედ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ პირებზე გააკეთა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, სად შეხვდათ მათ საქმიანობის განხორციელებისას კანონმდებლობაში ხარვეზები, რისი შეცვლა სურთ და რა გეგმები აქვთ პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში მოხვედრის შემთხვევაში. აჭარის ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუხრან ვახტანგაძე „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს …

გომის მთა – საჯარო რეესტრი კურორტზე მიწის რეგისტრაციაზე უარს ამბობს

გომის მთის სრულად დანახვას და იქედან  გურიის მთებზე გადმოხედვას მხოლოდ ადრე დილას თუ შეძლებ. შემდეგ ადამიანები და ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული პატარ-პატარა ხის სახლები ნისლში ეხვევიან.  წლების წინ აქ  ყველა ნაცნობი სახე იყო, ამჯერად კი ყველაზე ხშირად ისმის კითხვა – ვისი სახლის კარი აჭრიალდა და ვინ დაუბრუნდა ნისლიან გომის მთას? „მაისის ბოლოს უკვე აქ ვართ. შუახევიდან …

გაძვირდება თუ არა თხილი

ბოლო რამდენიმე დღეა თხილი საგრძნობლად გაიაფდა. ბათუმში ერთი კილოგრამი თხილის ჩაბარების ფასმა ორ დღეში თითქმის 2 ლარით დაიკლო. თხილი გაიაფდა მეზობელ გურიასა და სამეგრელოშიც. აგრომეწარმეების თქმით, ფასის კლების მიზეზი უხარისხო პროდუქციაა. ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ბონის“ მიმდებარედ, 1 კილოგრამ, ახალ, გაუტეხავ თხილს მაქსიმუმ 3,5 ლარად ყიდულობენ. რამდენიმე დღის წინ კი 5-5,2 ლარიც ღირდა. „რამდენადაც ვიცი, ზუგდიდში …

კლასიკური მუსიკის შედევრები შავი ზღვის სანაპიროზე

17-22 სექტემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელიც ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით მეოთხედ ტარდება. რა პროგრამა ექნება წელს ფესტივალს? – ამ თემაზე „ბათუმელები“  ფესტივალის დამაარსებელსა და სამხატვრო ხელმძღვანელს, ელისო ბოლქვაძეს ესაუბრა.  ქალბატონო ელისო, პირველ რიგში, მზად არის თუ არა ფესტივალის პროგრამა, რომელ შემსრულებლებს მოუსმენს ფესტივალის მსმენელი? ფესტივალი 17 …

შეღავათები მთის საწარმოს სტატუსით

კანონი, რომელიც მთის საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე სუბიექტებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს, მერვე თვეა რაც ამოქმედდა. ასეთი სტატუსი კი აჭარაში მხოლოდ რვა მეწარმეს აქვს. აქედან ოთხი – შპს, ერთი – კოოპერატივი და სამი ინდმეწარმეა. ინდმეწარმე ვლადიმერ შაინიძე ერთ-ერთია, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი ამ ბოლოს მიენიჭა. მას ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთაში პურის საცხობი აქვს. ვლადიმერ შაინიძემ „ბათუმელებთან“ …

ნარკოტიკების შეფუთვაზე ბრალდებულის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა – ექსპერტიზის დასკვნა პროკურატურის წინააღმდეგ

27 წლის კობა კვირიკაძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. კვირიკაძეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად, თუმცა ნარკოტიკის შეფუთვაზე, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, მას პოლიციელებმა ამოუღეს, ბრალდებულის თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა. „რომ არა ექსპერტიზის დასკვნა, თქვენც ისევე, როგორც ბევრ სხვას, ალბათ 6 წლით თავისუფლების აღკვეთას მოგისჯიდით. ასეთ შემთხვევებში პოლიციელების ჩვენება და …

ახალი მთავრობა ძველი პრიორიტეტებით – როგორ დგება აჭარის ბიუჯეტი

აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობის შუა პროცესში რეგიონის მთავრობა შეიცვალა. დიდი ალბათობით, არჩევნების შემდეგ მთავრობა კვლავ შეიცვლება, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება კი ასევე ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოს მოუწევს. როგორ დგება აჭარის ბიუჯეტი და რა ცვლილებების საშუალებას უტოვებს ახალ მთავრობას საბიუჯეტო პროცესი? – მითუმეტეს მაშინ, როცა ძირითადი პრიორიტეტები, რის საფუძველზეც ბიუჯეტი დგება, ყოფილი მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს მიერაა …

2,1-მილიონიანი ტენდერი ვაჭრობის გარეშე – რაზეა დამოკიდებული ბათუმში სტადიონის მშენებლობა

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტენდერის გამოსაცხადებლად ყველაფერი მზად არის, თუმცა შპს „სტადიონი“, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ტენდერს არ აცხადებს. კომპანიაში ამბობენ, რომ ტექნიკური ზედამხედველის გამოვლენას ელოდებიან, რისთვისაც ცალკე ტენდერი უკვე მეოთხედ გამოცხადდა – ამჯერად, შეცვლილი პირობებითა და  ახალი წესით, რაც გულისხმობს შესყიდვას აუქციონის ანუ ვაჭრობის გარეშე. „ტენდერი აუქციონის გარეშე ახალი სერვისია. სავალდებულო …

ადგილი ყველასთვის – სოციალური კაფე ბათუმში

„ეს არის ადგილი, რომელიც ყველასია, განურჩევლად რასისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა და ასე შემდეგ. ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მის შექმნასა და აქ საკუთარი კუთხის მოწყობაში“, – ამბობს ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე. იგი ბათუმში, ზვიად გამსახურდიას #6-ში, 15 აგვისტოს გახსნილ სოციალურ კაფეზე საუბრობს. ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე რომ ჩაივლით, აუცილებლად შენიშნავთ შემინულ შენობაში გაფერადებულ …

კლეპტომანია – მენტალური დაავადება თუ მავნე ჩვევა

კლეპტომანია მენტალური დაავადებაა, რომელიც ქურდობისადმი გადაულახავი ავადმყოფური მიდრეკილებით გამოიხატება. მიიჩნევა, რომ ეს არც თუ ისე ხშირი დარღვევაა, თუმცა როგორც ფსიქოლოგი სალომე ვაშალომიძე ამბობს, იმის გათვალისწინებით, რომ სირცხვილისა და შიშის გამო კლეპტომანები სპეციალისტს არ მიმართავენ, მათი რაოდენობა უცნობია. ქალბატონო სალომე, რა არის კლეპტომანია, მავნე ჩვევა თუ ფსიქიკური დარღვევა და რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს ეს პრობლემა? კლეპტომანია …

„ბავშვები, რომლებიც ძალადობენ ცხოველებზე, ძირითადად თვითონ არიან ძალადობის მსხვერპლნი“

ზოგჯერ მშობლები ბავშვებს ცხოველებთან კომუნიკაციას უკრძალავენ, რაც ფსიქოლოგების თქმით, შეცდომაა, რადგან ცხოველებთან ინტერაქცია ბავშვებს ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ და კოგნიტიურ განვითარებაში ეხმარება, თუმცა ხდება ისეც, რომ ბავშვები ცხოველებს საერთოდ არ უფრთხიან, არ განიცდიან მათდამი თანაგრძნობას და ცხოველებს აწამებენ. რამდენად საგანგაშო შეიძლება იყოს ასეთი ქცევა და რა შეიძლება იყოს გამოსავალი? – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ ფსიქოლოგ ირმა ფეიქრიშვილს …

ინვესტორი დანაღმულ ზღვისპირეთში – რა ელის გონიოს ყოფილ პოლიგონს

ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია გონიოში, რომელიც ქალაქ ბათუმის საზღვრებშია, დღემდე უფუნქციოდაა. ტერიტორიის განვითარებაზე ქალაქის მთავრობა არ ფიქრობს, ქვეყნის ხელისუფლება კი ტერიტორიას, რომლის განაღმვაც ჯერ არ დამთავრებულა, ინვესტორებს ადგილზე აცნობს. რა კუთხით უნდა განვითარდეს ზღვის პირას მდებარე 300 ჰექტარზე მეტი ფართობი? – საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის კონცეფციას არ ასაჯაროებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი პოლიგონის …

„მარტო ამის გამო ღირს ჩემი მინისტრობა“

რა ცვლილებებს გეგმავს აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი  ლაშა კომახიძე და რა მიაჩნია წარმატების საზომად, რა სფეროებს აქვს მომავალი  აჭარის სოფლის მეურნეობაში და რის დეფიციტს განიცდიან ფერმერები? – ამ და სხვა თემებზე „ბათუმელები“  ლაშა კომახიძეს ესაუბრა. ბატონო ლაშა, წინა მინისტრის მუშაობას უმაღლესი საბჭო არაეფექტურად მიიჩნევდა. რას შეცვლით თქვენ სოფლის მეურნეობაში? მოლოდინი ჩემ მიმართ იმხელაა, რომ მე …

როცა მართლმსაჯულება წლობით იგვიანებს – დაუსრულებელი საქმეების ქრონიკა

16 აგვისტოს ზუსტად 8 წელი სრულდება სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობიდან. აგვისტოს ომის მონაწილე ბათუმში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს ოფიციალურად ნარკოტიკების შენახვა-რეალიზებისთვის. ოფიციალური ვერსიით, როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის დროს მოხდა. 8 წლის წინ დაწყებული გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. შეიცვალა ის, რომ საქმე აჭარის პროკურატურიდან თბილისში გადააგზავნეს. საქმის ზედამხედველი პროკურორი, გიორგი გრატიაშვილი კი მოსამართლე გახდა. სასამართლოში არაერთია …

 „რეალურად არსებობს უამრავი მუხრუჭი ქალებისთვის“

რატომ უნდა იყოს მეტი ქალი პოლიტიკაში, რას ნიშნავს მისთვის ქორწინებისა და ოჯახის ცნება და დაუჭერს თუ არა სექსუალური უმცირესობების პრობლემის მოგვარებას საკანონმდებლო დონეზე გამარჯვების შემთხვევაში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში ნინო ბერაძემ ისაუბრა. ნინო ბერაძე ამჟამად ბათუმის საკრებულოს წევრია. მესამე წელია, რაც ბათუმის საკრებულოს წევრი ხართ, ამ დროის მანძილზე რა …

„ყვითელი ჩემოდანი“ თბილისი-ბათუმის გზაზე – თეონა პაიჭაძის გამოფენა ხელოვნების გალერეაში

ბათუმში, ხელოვნების მუზეუმის გალერეაში, თბილისელი მხატვრის, თეონა პაიჭაძის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ჟანრობრივად მრავალფეროვანი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. მხატვარი იყენებს ისეთ მასალებს, როგორიცაა: პოლიგრაფიული საღებავი, თუნუქის ფირფიტები და პოლიეთილენი. „ყვითელი ჩემოდანი“ – ასე ეწოდება თეონა პაიჭაძის ნამუშევრების გამოფენას, რომელიც ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 14 აგვისტომდე დარჩება. „იყო ასეთი სიმღერა ჩემს ბავშვობაში, ძალიან მოდური. შეიკრიბებოდნენ თუ …

რუსული პროპაგანდა, ხელისუფლება და საზოგადოების რეაქცია

რას უკავშირდება ბოლო დროს პრორუსული ჯგუფების გააქტიურება საქართველოში? რატომ დუმს ხელისუფლება და რა არის რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.  ბოლო დროს რუსული პროპაგანდა საქართველოში გასცდა მედიის საზღვრებს, გასულ კვირას გამოჩნდა ჭიქა-სუვენირები რუსეთ-საქართველოს სიყვარულზე, ნაყინი სახელწოდებით  -„СССР“, სხვადასხვა ჯგუფმა ღიად გამოიტანა საბჭოთა სიმბოლიკაც… რას უკავშირდება საქართველოში პრორუსული პროპაგანდის …

ბრიკეტი – შეშის ალტერნატივა

„მოგვწონს, მაგრამ მთავარი პრობლემა ფასია“ „ოჯახებში მივიტანეთ და გამოვცადეთ ბრიკეტები – 15-20 წუთში ორი ჩაიდანი წყალი აადუღა“, – ყვება მაჭახელას ეროვნული პარკის დირექტორი გიორგი ქურიძე. იგი ბიომასის ბრიკეტებზე საუბრობს, დაპრესილ ბიოსაწვავზე, რომელიც სატყეო და სოფლის მეურნეობის ნარჩენებისაგან მზადდება, გამოირჩევა მაღალი თბოუნარიანობით და რაც მთავარია, საშეშე მერქნისგან განსხვავებით გარემოს დაბინძურების მინიმალური მაჩვენებლით. ბიომასის ბრიკეტები მოსახერხებელია საქართველოში გავრცელებული ნებისმიერი …

იარე ნელა! – რას ითვალისწინებს შსს-ს ახალი სტრატეგია

საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კამპანია – „მართე ფრთხილად!“, „იარე ნელა!“, „იცოდე შენი სიჩქარე – ნუ მოისწრაფებ სიცოცხლეს“ და ა.შ. – სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. აქედან ერთ-ერთი, ცნობილი მორაგბის მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. …

პარაშუტი, დელტაპლანი, იახტა თუ დაივინგი? ექსტრემალური გართობის ფასი ბათუმში

„ბათუმში ყველაზე ექსტრემალური გასართობი ბატუტია. დიდი ადრენალინია, როცა ადიხარ დიდ სიმაღლეზე და შემდეგ ეშვები. განსაკუთრებით ზღვაშია კარგი, შეგიძლია მაღლა ახვიდე და წყალში ჩახტე. ეს ექსტრემალებისთვის ძალიან მაგარია“, – ამბობს ინდირა ევგენიძე და წყლის ბატუტს უბრუნდება. ის ამ გართობისთვის საათში 15 ლარს იხდის, თუმცა ამბობს, რომ განცდილი ამად ღირს. ბათუმში დასასვენებლად ჩამოსულ ექსტრემალებსა და აქტიური დასვენების …

როგორ აარიდა თავი სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას „საქართველოს ფოსტამ“

„საქართველოს ფოსტას“ სასამართლოში საქმე ბათუმიდან ათმა ყოფილმა თანამშრომელმა მოუგო. ათივე მათგანმა ხელახლა უჩივლა ფოსტას. ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ, „საქართველოს ფოსტამ“ ბათუმის ნაცვლად აჭარის და გურიის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღადგინა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, „საქართველოს ფოსტამ“ ამ გზით აარიდა თავი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას და დასაქმებულები არაადამიანურ პირობებში ჩააყენა. ფოსტის 100-პროცენტიანი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის. ფოსტის უკანონო გადაწყვეტილებებს, …

რას ჰპირდება „გირჩი“ მდიდრებსა და ღარიბებს

სწრაფად გამდიდრება – ეს ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ მთავარი გზავნილია. „გირჩის“ ბათუმის ოფისში არ მალავენ, რომ ბიზნესია მათი მთავარი აქცენტი, შემდეგ კი: „კაპიტალისტები, ვის ხელშიც მოიყრის ფული, დაეხმარებიან ღარიბებს“, – გვითხრა ჯემალ ბერიძემ, „გირჩის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა. ახალი პოლიტიკური ცენტრის ბათუმის ოფისში შეკრებილების ხედვებს „ბათუმელები“ მანამდე გაეცნო, ვიდრე „გირჩი“ გიორგი ვაშაძის „ახალ საქართველოსთან“ და პარტია …

ახალი ბულვარი ტურისტებისა და კონცეფციის გარეშე

აგვისტოში, ტურისტული სეზონის პიკზე, განსაკუთრებული დატვირთვით სანაპირო ზოლი და ბულვარი გამოირჩევა. თუმცა ბულვარის ახალი და ძველი ნაწილი კონტრასტულ სურათს ქმნის. მაშინ, როდესაც ძველ ბულვარში სიცოცხლე დუღს, ახალ ბულვარში ადამიანები კანტიკუნტად დადიან. დღის განმავლობაში ძველ ბულვარში შესამჩნევი ხალხმრავლობაა. სკამებზე, მინდვრებსა და ხეივანში დასასვენებლად გამოსულ უამრავ ადამიანს შენიშნავთ. დიდი დატვირთვით მუშაობს სხვადასხვა კვების ობიექტი, ჯიხური თუ მაღაზია. …

ვინ შეძლებს ბათუმში ბინის იაფად ყიდვას

ბათუმის მერიის პროგრამას, რომელსაც ბათუმში „იაფი სახლის“ სახელით იცნობენ, რამდენიმე წელია ათასობით ბათუმელი ელოდება. პროგრამამ სახელი შეიცვალა, ახლა მას „ხელმისაწვდომი სახცოვრისი“ ჰქვია, გაირკვა ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში აგებულ კორპუსებში ბინის შეძენას არა სოციალურად დაუცველები, არამედ გადახდის უნარის მქონე ადამიანები შეძლებენ, რომელთაც ხელფასი იმდენი არ აქვთ, რომ ახალი ბინა იყიდონ, თუმცა შეუძლიათ მინიმალური ყოველთვიური შენატანი უზრუნველყონ. …

ყოფილი სანატორიუმი „მზიური“ აუქციონზე არ გაიყიდა

ტერიტორია, სადაც ადრე სანატორიუმი „მზიური“ იყო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ორჯერ გაიტანა აუქციონზე, თუმცა ქონება არ გაიყიდა. არშემდგარი აუქციონებიდან პირველი, მიმდინარე წლის 17 ივნისს დასრულდა, ხოლო მეორე – 14 ივლისს. ტერიტორია, 15 070 კვ/მ  ფართობი, ზღვის პირას, მახინჯაურის რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს. როგორც „ბათუმელებს“ იქვე მცხოვრებმა ადამიანებმა უთხრეს, ტერიტორიის დასათვალიერებლად აქ ხშირად მოდიან: „ბოლოს 10 …

შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც შეღავათს ვერ იძლევა

დაბალპროცენტიანი სესხით ფერმერები აჭარაში ნაკლებად სარგებლობენ. პროექტს – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. სახელმწიფო ამ შემთხვევაში სესხის პროცენტის ძირითად ნაწილს ფარავს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, თუ რამდენად ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეებისთვის. არათუ დაბალპროცენტიანი, არამედ, ზოგადად, ბანკებისგან სესხის აღება სოფლის მეურნეობის დარგისთვის, ქვეყანაში პრობლემაა. ფერმერები კი სესხის სამომავლოდ …

როგორ მუშაობს მოძრავი ამბულატორია ბულვარში

„დღეში მინიმუმ 15-20 გამოძახება გვაქვს პლაჟზე. ხშირია ალკოჰოლის მიღების, მზისგან დამწვრობისა და წნევის ფაქტები. დღის მეორე ნახევარში მატულობს ტრავმული შემთხვევებიც,“ – გვეუბნება სასწრაფოს ექიმი ნინო გურგენიძე, რომელიც ბათუმის ბულვარში მოძრავ ამბულატორიაში მუშაობს. რა სირთულეებს აწყდებიან სასწრაფოს ექიმები გამოძახებისას და რატომ არ ითვალისწინებენ მოქალაქეები ექიმის რეკომენდაციებს? თანამედროვე, მოძრავი ამბულატორია ბათუმის ბულვარში ერთი თვეა რაც განთავსდა. ამბულატორიის …

ვარსკვლავებზე დაკვირვება ფიჭვის ტყეში

თუ ზაფხულის სიცხესა და ქალაქის ხმაურს გინდათ გაექცეთ და წიწვოვანი ტყეების ჩრდილსა და რამე მაგიურს ეძებთ – დროა კურორტ აბასთუმნის, უფრო ზუსტად აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მონახულებაზე დაფიქრდეთ. კურორტი აბასთუმანი ბათუმიდან 350 კილომეტრის დაშორებით, მესხეთის ქედის ერთ-ერთ განშტოებაზე, მდინარე ოცხეს ხეობაში, ზღვის დონიდან 1270-1340 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზიდული ფერდობები წიწვოვანი ტყით არის დაფარული …

ცურვა დელფინებთან [ფოტო, ვიდეო]

დღის 5 საათია. ბათუმის დელფინარიუმის აუზთან 11 წლის სონია და 6 წლის მაშა დგანან და მოუთმენლად ელიან დელფინებთან შეხვედრას. რამდენიმე წუთიც და ბავშვები პირველად, ახლოს შეხვდებიან დელფინებს, ხელით შეეხებიან და მათთან ერთად გაცურავენ. ინტერაქტივი – ასე ეწოდება 15-წუთიან ცურვას დელფინებთან ბათუმის დელფინარიუმის აუზში, რა დროსაც ადამიანს შეუძლია ხელით შეეხოს დელფინს, მასთან ერთად გაცუროს და ჩაეხუტოს. …

დეტექტივები სარფის საბაჟოდან

ისინი ექვსი არიან. მათგან ორის წინაპრები გერმანელები იყვნენ, ოთხის – ბელგიელები. 24-საათიან ცვლაში მუშაობენ და დასვენებისა და კვების წინასწარ განსაზღვრული რაციონი აქვთ. ყველას თავისი სახელი ჰქვია, თუმცა, მათი საჯაროდ დასახელება არ შეიძლება, რადგან მათი სამსახური, ფაქტობრივად, გასაიდუმლოებულია. მათ განსაკუთრებული უნარი აქვთ, ყნოსვით შეუძლიათ იპოვონ ნარკოტიკი. აჭარის საბაჟო-გამშვებ პუნქტებში უკვე ორი წელია ორი გერმანული ნაგაზი და …

ბელორუსიის მოქალაქეს ბათუმში ბებიასა და ბაბუას საფლავი აღარ დახვდა

ეროვნებით ბელორუსი ოლღა და ვლადიმერ იუცკევიჩები ბათუმელები იყვნენ. ოლღა 1987 წელს გარდაცვლილა, ვლადიმერი – 1995-ში. ისინი ფერიის სასაფლაოზე დაუმარხავთ შვილებს და შვილიშვილებს, რომლებიც საქართველოში  აღარ ცხოვრობენ. 2014 წელს ბებიასა და ბაბუას საფლავების მოსანახულებლად შვილიშვილი ოლია ჩერნიშოვა ჩამოსულა. მას წინაპრების საფლავზე სხვისი საფლავის ქვა დახვდა, რომელზედაც  უცნობი ქალის სახელი და გვარი ამოიკითხა. „ეს არ არის პირველი …

Exit mobile version